პარასკევი, ივნისი 12, 2026

„საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფაზე“

#image_title

„საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფაზე“, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა.

„2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფაზე. დღეის მდგომარეობით:  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 95%.  მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, თითქმის სამჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი − 450 მლნ ლარი, ხოლო 2023 წელი – 1 796 მლნ ლარი);  ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73.4%-იდან 2023 წელს 41%-ამდე არის შემცირებული. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმი დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა (DRG). შედეგად:  2023 წლის ბოლოსთვის სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-იდან 12%-ამდე შემცირდა. DRG რეფორმის დადებითი შედეგია ისიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტალურ მომსახურებაზე დაწესდა თანაგახადის ზედა ზღვარი. საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის ზღვარი შეადგენს არაუმეტეს 500 ლარს, ხოლო 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის არაუმეტეს 1 000 ლარს, დანარჩენი მოსარგებლეებისთვის კი არ აღემატება 1 500 ლარს.

რეფორმამ ხელი შეუწყო სექტორში ხარჯების გაზომვადობას, გამჭვირვალობასა და პროგნოზირებადობას და შექმნა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალი. მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, 2023 წელს ამოქმედდა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა, რამაც უპირობოდ დადებითი ასახვა იქონია როგორც მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, ასევე ფარმაცევტულ სექტორში კონკურენციის ბალანსირებაზე. დღეისათვის რეფერენტული ფასის ზედა ზღვარი განსაზღვრულია 7100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და სხვადასხვა ტიპის მედიკამენტზე. ინოვაციურ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ამოქმედდა საკანონმდებლო ჩარჩო მართული შესვლის შეთანხმების მექანიზმის გამოყენებისთვის. 2023 წელს მართული შესვლის შეთანხმების პრინციპებზე დაყრდნობით, სამინისტრომ შეისყიდა 21 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი კომპანია როშისა და ნოვარტისისგან, ხოლო 1 მედიკამენტი აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის − კომპანია ბიომარინისგან. წამლებზე ჯიბიდან დანახარჯების შემცირებისთვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე 2024 წლიდან მოიხსნა თანაგადახდა და წლიური ლიმიტი. გაფართოვდა ნოზოლოგიური ჯგუფები, კერძოდ, დაემატა გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები. შედეგად, საანგარიშო პერიოდში, პროგრამის მოსარგებლეა 365 ათასამდე პირი. ონკოლოგიური დაავადებების მართვა და ეფექტიანი მკურნალობა სახელმწიფოსთვის კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება:  2024 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს (დაზღვევისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად) შეუძლია, მიიღოს ონკოლოგიის სამკურნალო მედიკამენტები (ქიმიო, ჰორმონო და იმუნოთერაპია) სრულად − ლიმიტის გარეშე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ყოველწლიურად ონკოლოგიური სერვისის მიმღებია 20-23 ათასამდე პაციენტი;  ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის, ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამშრომლობა ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის კლინიკებთან. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის 1 აგვისტოდან დღემდე განხორციელდა 0-18 წლამდე ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამის 89 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა. ჯამურმა ხარჯმა შეადინა 4 670 ათასი ლარი;  დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობაა სოლიდარობის ფონდის შემოწირულობები. საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში მომსახურება მიიღო 0-22 წლამდე 54-მა ონკოლოგიურმა პაციენტმა, ჯამურმა ხარჯმა შეადგინა 693 380 ლარი.

2023 წლის დეკემბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობიარობის დაფინანსება − მშობიარობა − 500 ლარიდან და საკეისრო კვეთა − 800 ლარიდან 1 222 ლარამდე. ამასთან, მოიხსნა პაციენტისთვის თანაგადახდის ვალდებულება. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან დაიწყო მშობიარობის შემდგომი ვიზიტისა და ფსიქოლოგის კონსულტაციის დაფინანსება. პროგრამას ასევე დაემატა გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე სკრინინგი. პროგრამის წარმატების მაჩვენებელია ანტენატალური ვიზიტებით მაღალი მოცვა (95%), ისევე, როგორც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ მიღებული მშობიარობების მაღალი − 100%- იანი წილი. პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) დონეზე ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის ზაფხულიდან განხორციელდა პჯდ დაწესებულებების შეფასება და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩევა ხორციელდება ისეთი კრიტერიუმების შესაბამისად, როგორიცაა ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაცია და მონაწილეობა უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებში, ასევე იმუნიზაციის, C ჰეპატიტზე სკრინინგისა და სხვა პრევენციულ პროგრამებში. ამ კრიტერიუმების მიხედვით, 2024 წლის მარტიდან, პროგრამის ფარგლებში, სერვისების მიწოდებას აგრძელებენ ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ყველაზე ხარისხიან და პაციენტზე ორიენტირებულ სერვისებს აწვდიან. ოჯახის ექიმთა მსოფლიო ორგანიზაციის ახალი სახელმძღვანელოს შესაბამისად, სამინისტრომ 2023 წლის ნოემბერში მიიღო საოჯახო მედიცინის პრაქტიკის თანამედროვე სტანდარტები, რომელთა დანერგვაზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით აქტიურად ხორციელდება. 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში 400 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. აშენდა და აღიჭურვა 17 სოფლის ამბულატორია, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ამბულატორიას, ამჟამად მიმდინარეობს 11 სოფლის ამბულატორიის მშენებლობარეაბილიტაცია. 2022 წელს სოფლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში დაიწყო ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ, ტელემედიცინის დანერგვა. 50 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა აპარატურით და 2024 წლის აპრილისთვის 3100-მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა სპეციალისტის კონსულტაცია ტელემედიცინის სერვისის საშუალებით. დაგეგმილია კიდევ 60 სოფლის ამბულატორიის აღჭურვა ტელემედიცინის თანამედროვე აპარატურით“, – აღნიშნულია პრემიერის ანგარიშში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 28 ივნისს წარდგება.

კლინიკებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება დაეკისრათ

ჰოსპიტალური სექტორი - DRG სისტემის მექანიზმის ცვლილები

 

ყველაზე ხშირად რა არის, მამაკაცების უშვილობის მიზეზი?

#image_title
მამაკაცების უნაყოფობის გლობალური ეპიდემია – სპერმის სიმცირე და ჰორმონალური დისბალანსი
რა არის რეპროდუქციული უნარის დაქვეითების მიზეზი? – უშვილო წყვილების რეალური პრობლემები

საუბრობს უროლოგი, ანდროლოგი ალექსანდრე ხელაია გადაცემაში „იმედის დღე“:

„პირველ ადგილზე თანამედროვე მამაკაცის ცხოვრების წესია.

მამაკაცებმა ყოველ დღე ერთი ღერით უნდა შეამცირონ სიგარეტი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მის მოხმარებას შეწყვეტენ. ცხოვრების წესი და ჩვენი საკვები უპირველესია. ჭარბი წონა, დიაბეტი, ალკოჰოლი, თამბაქო მამაკაცის უშვილობის პრობლემას განაპირობებს. კომპლექსური პრობლემაა. ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს.

პრობლემა გამოსაკვლევად, სპერმის ანალიზის ჩაბარება და ექიმთან ვიზიტი მნიშვნელოვანია.

მედიცინა უშვილობის პირველად და მეორეულ ფორმას გამოყოფს. მეორეული ფორმის დროს, შესაძლოა, ოჯახში, პირობითად, 2 ბავშვი უკვე იყოს, მესამის გაჩენა სურთ, მაგრამ ვეღარ ახერხებენ. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. პირველადი უშვილობის ფორმას სტატისტიკურად არანაირად არ ჩამოუვარდება.

გადატანილ ინფექციებსაც საკმაოდ დიდი როლი აქვს. მამაკაცები სანამ დაოჯახდებიან,  ექიმთან უნდა მივიდეს და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე შემოწმდეს.

საქართველოში მამაკაცების უნაყოფობის პრობლემა მზარდია. მთელ მსოფლიოში მეტაბოლური სინდრომის ეპიდემიაა. კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.“

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტებისთვის პრეპარატების მიწოდების გამარტივებაზე მუშაობს, რათა მათ მკურნალობა და მედიკამენტები ერთ სივრცეში მიიღონ

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა
#image_title

„ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისთვის ჩვენ გვაქვს მუშაობა დაწყებული. ჩვენ პერმანენტულად ვხვდებით პაციენტებსა და იმ კლინიკებს, რომლებიც მათ სერვისებს აწვდიან. შეხვედრებზე გამოიკვეთა გარკვეული უხერხულობა მიწოდების ჯაჭვის გამართულობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მოდელით, ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად პაციენტებს უწევთ ჯერ რეცეპტის მიღება და ქსელში სასურველი პრეპარატის მოძებნა, შემდეგ უკან, კლინიკაში დაბრუნება და მკურნალობა. მისივე თქმით აღნიშნული პროცესი ონკოლოგიური პაციენტისთვის საკმაოდ რთულია და დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„ჩვენ ჩავთვალეთ შესაძლებლად, რომ ამ თემაზე მუშაობა დაგვეწყო და რაც შეიძლება მეტად ეფექტიანი, გაცილებით მარტივი და იოლად ხელმისაწვდომი გამხდარიყო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების სასურველი სერვისის ადგილზე მიღება. გვაქვს გარკვეული იდეები, მოსაზრებები, რომელიც გავცვალეთ კერძო სექტორთან, სერვისების მიმწოდებლებთან და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტულ ინიციატივა. ვფიქრობ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მივაღწევთ იმას, რომ დადგინდება და განისაზღვრება ახალი მეთოდოლოგია ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შეიქმნის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პატარა პაციენტებს ადგილზე მიაწოდოს მაღალი ხარისხის სერვისი.

„რაც შეეხება ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ცენტრის შექმნას, ამ იდეასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური და რთული საკითხი. განიხილება რამდენიმე ვერსია ამ მიმართულებით. ონკოლოგიური დიაგნოზი, რა თქმა უნდა სასურველია, რომ პირველ რიგში არავის ემართებოდეს და თუ ვინმეს დაემართება, ამ შემთხვევაში, საქართველოშიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს მკურნალობა იგივე ხარისხით როგორიც ეს ხელმისაწვდომია ნებისმიერ განვითარებულ უცხოურ სახელმწიფოში. ჩვენ ამ კუთხით გვექნება გარკვეული ინიციატივები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტი რეალურად განხორციელდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

თმის ცვენის გამომწვევი 6 ყველაზე გავრცელებული მიზეზი

თმის ცვენა ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად განიხილება, როგორც დაბერების თანმხლები ნიშანი, ის შეიძლება ადამიანს აღენიშნებოდეს ადამიანს ასაკში სხვადასხვა ადამიანს გამო. გამომწვევი მიზეზების გაგება კი პირველი სწორად გადადგმული ნაბიჯია ეფექტური მკურნალობისკენ. ამიტომ, განვიხილოთ თმის ცვენის გამომწვევი 6 ყველაზე გავრცელებული მიზეზი.

  1. გენეტიკური ფაქტორები

გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის ცვენაში, განსაკუთრებით ანდროგენული ალოპეციის სახით, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც ქალის ან მამაკაცის სიმელოტე. რომლის დროსაც მამაკაცებს აღენიშნებათ შუბლის ხაზის და გვირგვინის თმის შეთხელება, ქალებს კი თმის შეთხელება თავის სკალპზე.

  1. ჰორმონალური პრობლემები

ისეთი ჰორმონალური ცვლილებები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, ორსულობა, მენოპაუზა და მშობიარობა იწვევს თმის ცვენას. ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებულმა ან ზედმეტად აქტიურმა ჯირკვალმა შეიძლება დაარღვიოს თმის ზრდის ციკლი, რამაც გამოიწვიოს თმის შეთხელება ან სიმელოტე. მენოპაუზის დროს ჰორმონალურმა ცვლილებებმა კი  შეიძლება გამოიწვიოს თმის გათხელება ესტროგენის დონის შემცირებით.

  1. სტრესი

სტრესი თმის ცვენის გამომწვევი ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. სტრესის დონე აზიანებს თმის ფოლიკულების დიდ რაოდენობას, რაც რამდენიმე თვის შემდეგ იწყებს ცვენას. თუმცა, სტრესით გამოწვეული თმის ცვენა დროებითია და სტრესის მართვის შემდეგ თმის ზრდის ციკლი ჩვეულ რითმს უბრუნდება.

  1. მედიკამენტები

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება ხელი შეუწყოს თმის ცვენას, როგორც გამოყენების გვერდითმა მოვლენაიმიოთერაპიის, ართრიტის, დეპრესიის, გულის პრობლემები და მაღალი წნევის დროს გამოყენებული მედიკამენტები მოქმედებენ თმის ფოლიკულებზე, რაც იწვევს თმის ცვენას.

  1. კვებითი დარღვევები

აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტი, როგორიცაა რკინა, ბიოტინი, A , C და ვიტამინი ანელებს ან აჩერებს თმის ზრდას, ხოლო არსებულ თმას ხდის უფრო მტვრევადს და სუსტს.

  1. ვარცხნილობა

თმის ვარცხნილობების პრაქტიკა ხელს უწყობს თმის ცვენას, რასაც ტრაქციული ალოპეცია ეწოდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ხშირად ვატარებთ თმის მჭიდრო ვარცხნილობებს, თმას ვიშრობთ თერმული სტილის ხელსაწყოების დახმარებით და ვიყენებთ თმის ქიმიურ საშუალებებ

წყარო:

„ჯანდაცვის სამინისტრო, იწყებს სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას, რომელში ჩართვასაც, ყველა მსურველი შეძლებს“

ონკოლოგიური პაციენტები
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საუბრობს:
„მნიშვნელოვანია, ყოველი 1-ელი ივნისიდან, მომდევნო წლის 1-ელ ივნისამდე, ყოველი დღე, ვაქციოთ ბავშვთა დღედ. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრო, იწყებს სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას, რომელში ჩართვასაც, ყველა მსურველი შეძლებს. უანგარო დონაციის შესახებ კანონმდებლობის გარდაქმნა, ევრო ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.“
როგორც მინისრტრმა აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტი ბავშვის ინტერესს, მისი მშობლების, მისი გულშემატკივრებისა და ახლობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ თავი შეიკავოს ასეთი თემების გამოყენებით ქულების დაწერისგან.
„ონკოლოგიარი დიაგნოზის მქონე ბავშვის მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე. რაც შეეხება ცალკეულ ინიციატივებს, მაგალითად ფსიქოლოგიური მხარდაჭერის,ცნობიერების ამაღლების და ა.შ. აქტივობებს, რომელიც შეიძლება დონორული მხარდაჭერით ფინანსდებოდეს, მე პირადად მოვუწოდებ ყველას, რომ გააგრძელონ, რადგან, თუნდაც უცხოეთიდან მომდინარე ინტერესი, რომ ბავშვებს დაეხმარონ, ეს არის, რა თქმა უნდა, კეთილშობილური ინტერესი.
უცხოური ინტერესი თუ არსებობს იმისა, რომ საქართველოში ბავშვები უკეთ გრძნობდენენ თავს, არ მგონია ამაში რაიმე სათაკილო იყოს და ამის გამოაშკარავება, ამისთვის სახელის დარქმევა, რამენაირად ხელს უშლიდეს ვინმეს, გააგრძელოს საქმიანობა. ეს არის საქართველოში ისეთი უცხოური ინტერესი, რომელსაც არათუ მივესალმებით, არამედ ათჯერ მეტ მადლობას გადავუხდით.“ – განაცხადა მინისტრმა.

გამოავლინეს ის მთავარი საკვები ნივთიერებები, რომლებიც თავის ტვინის დაბერებას ანელებს

#image_title

დაბერებასთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროცესების გარკვევა დიდხანს სიცოცხლეში და სიბერეში ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ახალი კვლევაში, მეცნიერებმა ჩვენი თავის ტვინის დაბერების სიჩქარე კვების რაციონში შემავალ სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს დაუკავშირეს.

 

„2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება“

#image_title

დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯარიმებისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი.

„უკვე რამდენიმე წელია ჩვენს მოქალაქეებს ჯარიმები რჩებათ, რომელთა ამოღებაც დღეს, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ შემოიტანა.

ჯარიმებისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა იქნება დაახლოებით 5 მილიონ 600 ათასი ლარი“, – განაცხადა კობახიძემ.

„თამბაქოს კონტროლი უნდა იყოს არამხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ყველა სექტორის განვითარების დღის წესრიგში“

#image_title

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, თამბაქოს ახალი პროდუქტების აღმოცენება საფრთხეს უქმნის ბავშვებსა და ახალგაზრდებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით თამბაქოს კონტროლი უნდა იყოს არამხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ყველა სექტორის განვითარების დღის წესრიგში. მისივე თქმით ქვეყანაში მაჩვენებლები იკლებს, თუმცა მაინც საყურადღებოა 16 წლის ასაკობრივ ჯგუფში 10- დან ერთი ბავშვი მწეველია, რაც შეეხება მწეველობის სიმძიმეს ზოგად მოსახლეობაში 18-დან 68 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 28% არის მწეველი და ეს უკავშირდება უდიდეს დანახარჯს, როგორც ფინანსურად ასევე სოციალურად და კლინიკური ჯანმრთელობის დანაკარგის კუთხით.

სპეციალისტების განცხადებით, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებით მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს საქართველოს ათასობით მოქალაქის გარდაცვალებას და ასევე, მნიშვნელოვნად შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ონკოლოგიური მართვა ბავშვებმა ადგილზე მიიღონ“ – გაბუნია

#image_title

„ჩვენთვის ბავშვზე ზრუნვის პოლიტიკა უპირატესია ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით. გასულ წელს იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პროექტი განხორციელებული.. ეს იყო ონკოლოგიური ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე, 90-ამდე ბავშვმა მიიღო სერვისი უცხოეთში.

„ამ პროგრამაში 6 დაწესებულება მონაწილეობს სამ ქვეყანაში: თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში. ამ პროგრამის მართვაში ჩვენთან ერთად მონაწილეობენ უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის ქართველი ექიმები, ვინც უცხოეთში მოღვაწეობენ. ყველაფერი არის იმისთვის რომ ბავშვისთვის საჭიროება დროულად და სწორად შეფასდეს და ბავშვმა მიიღოს ის სერვისი, რომელიც მას სჭირდება. შედეგები არის დამაიმედებელი.

თუმცა ოჯახების ნაწილი მაინც ირჩევს საქართველოში მკურნალობას, რადგან ეს პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. საბოლოო მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას იგივე შესაძლებლობა, რაც უცხოეთში. გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო სტანდარტზე გავიდეთ ონკოლოგიის მიმართულებით.

სტრატეგიულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიქმნას შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ონკოლოგიური მართვა ბავშვებმა ადგილზე მიიღონ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights