პარასკევი, ივნისი 12, 2026

სამედიცინო ტალახი, თერმული გოგირდოვანი წყლები …

#image_title
თბილის-ქალაქის ისტორია იწყება გოგირდოვანი წყლებით, საუკუნეების განმავლობაში ხალხი იყენებდა მას აბანოების სახით. 30-იან წლებში ფიზიოთერაპევტის და კურორტოლოგის მიხეილ ზანდუკელის ხელმძღვანელობით შეიქმნა უნიკალური პროექტი, რომლის მიხედვითაც საკურორტო ტერიტორია კრწანისის სამთავრობო რეზიდენციამდე 3-4 კმ. უნდა ყოფილიყო გაშლილი, 1938 წ. ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. აქ მოღვაწე ექიმები წარმოადგენდა სამედიცინო პროფესურის ელიტას.თანამედროვე კლასიკური მედიკამენტოზური მეთოდების გარდა, აქტიურად გამოიყენება ბუნებრივი რესურსები – სამედიცინო ტალახი, თერმული გოგირდოვანი წყლები – სრული პაკეტით. ამავე დროს სამედიცინო – სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, ჰორიზონტალური დაჭიმვები და ა.შ. ფუნქციონირებს წყლის აუზი ინვალიდების რეაბილიტაციისათვის. ჩვენებები – ნებისმიერი დაავადება ქრონიკულად მიმდინარე, მწვავე შემთხვევების და ონკოდაავადებების გარდა.აქტიურად და კარგი შედეგით ვმკურნალობთ ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტებს, პერიფერიულ ნერვული სისტემის დაავადებებს და სხვადასხვა ძვალ-სახსროვან დაავადებებს (ოსტეოქონდროზი, რადიკულონეიროპათიები და ა.შ.)ვმკურნალობთ  ძვალ–სახსროვან, საჭმლის მომნელებელ, ცენტრალური ნერვული სისტემის, გინელოლოგიური, უროლოგიურ, პერიფერიული ნერვული სისტემის, ნივთიერენათა ცვლის, გულსისხლძარღვთა, ყელ–ყურ–ცხვირის, კანის დაავადებებს.ამჟამად ცენტრი გთავაზობთ უნიკალურ ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ფაქტორებს:

მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს;

ვულკანური წარმოშობის საკურნალო ტალახის აპლიკაციებს;

ფიზიოთერაპიას;

სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს: კლასიკური, მანუალური, ტაილანდური, ანტიცელულიტური;

ნევროლოგიური რეაბილიტაცია ბავშვთა და მოზარდთათვის.

ცენტრში მიმდინარეობს მკურნალობა და რეაბილიტაცია კარდიოლოგიური, პერიფერიული ნევროლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ძვალ სახსროვანი სისტემის დაავადებების.

თანამედროვე აპარატურით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ბიოქიმიური, კლინიკურ ლაბორატორიული, რენდგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები. ეროვნული ცენტრი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილი სასწავლო ბაზას. ასევე ფუნქციონირებს სამასაჟო სკოლა.

ცენტრში დანერგილია თანამედროვე მკურნალობის მეთოდი – ჟანგბადის კოკტეილით, ნაწლავების ღრმა გამორეცხვა-ჰიდროკოლონოთერაპია.

მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოდ ბუნებრივი გოგირდოვანი მინერალური წყლის, მარგალიტის, ტალახის აბაზანებით და ტალახის აპლიკაციებით, გაიკეთოთ წყალქვეშა მასაჟი, მიიღოთ შარკოს, ცირკულარული და აღმავალი შხაპი, გაიკეთოთ ჰიდროკოლონოთერაპია (ნაწლავების ღრმა გამორეცხვა), ჟანგბადის კოქტეილი, ჩაიტაროთ ფიზიოთერაპიული პროცედურები, ასევე გთავაზობთ სხვადასახვა სახის მასაჟს: მანუალური, პლანტარული, ტაილანდური, ანტიცელულიტური თაფლით, ყავით შოკოლადით.

ფარმაცევტები ახალი რეგულაციების მოლოდინში

#image_title
ფარმაცევტები ახალი რეგულაციების მოლოდინში;
რა პრობლემებს შეუქმნის ნორმატივების მიღება ფარმაცევტულკომპანიებს და მომხმარებლებს?
რამდენად შინაარსიანი და აქტიური ფარმაცევტული კომპანიების კონსულტაციები მთავრობასთან?
სტუმარი: ლევან გოგიბერიძე – Georgian Pharmacists Association • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია-ის ხელმძღვანელი:

კვლევა – ტვინი იმაზე 10-ჯერ მეტ ინფორმაციას იტევდეს, ვიდრე ვვარაუდობდით

#image_title
ტვინის მეხსიერების მოცულობა ბიტებით იზომება და ნეირონების კავშირზეა დამოკიდებული, რომელსაც სინაფსი ეწოდება. დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ამ სტრუქტურების ზომების ვარიაცია და სიმძლავრე შეზღუდული იყო ისევე, როგორც ინფორმაციის ტევადობა.ახალი კვლევა ამ ვარაუდს ეჭვქვეშ აყენებს და საპირისპიროს ამტკიცებს — რომ ტვინს იმაზე დაახლოებით 10-ჯერ მეტი ინფორმაციის დატევა შეუძლია, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით. მეცნიერებმა სინაფსების შესუსტება-გაძლიერება ვირთხის ტვინის ჰიპოკამპუსში შეისწავლეს, რათა სხვაობის მიხედვით დაედგინათ, რა ოდენობის მონაცემების შენახვაა იქ შესაძლებელი.

ადამიანის ტვინში 100 ტრილიონზე მეტი სინაფსია, რომლებიც ინფორმაციის გადატანას ქიმიური ნაერთების მეშვეობით უზრუნველყოფს. სწავლის პროცესში სპეციფიკურ კავშირებში მეხსიერების მოცულობა იზრდება, რათა ახალი მონაცემები დაიტიოს. ფაქტობრივად, ასეთი გაძლიერება და შესუსტება ნეირონების აქტიურობაზეა დამოკიდებული, რასაც სინაფსური პლასტიკურობა ეწოდება.

მისი შესწავლა სინაფსების ფიზიკურ მახასიათებლებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. ზოგჯერ ნეირონი ამგვარი სტრუქტურების წყვილს იყენებს, ხოლო იმის გარკვევა, ორივე მათგანი ერთნაირად ძლიერდება ან სუსტდება თუ არა, პლასტიკურობის განსაზღვრაში გვეხმარება. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არაა, მაგრამ მეცნიერებმა ე.წ. ინფორმაციული თეორია მოიშველიეს, მათემატიკური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რა ოდენობის მონაცემები გადაიცემა სისტემაში, ამ შემთხვევაში სინაფსებში. რაც უფრო მეტი ბიტია მათში, მით უფრო მეტია ტევადობაც.

ამგვარად, ავტორები ვირთხის ჰიპოკამპუსში სინაფსების წყვილებს დააკვირდნენ, რომლებიც ერთი და იმავე ტიპისა და რაოდენობის სიგნალების საპასუხოდ აქტიურდებოდა. დადგინდა, რომ ისინი აბსოლუტურად ერთნაირად ძლიერდებოდა და სუსტდებოდა, ანუ ტვინი ამ პროცესების დარეგულირებისას მაღალ სიზუსტეს ავლენს.

დადგინდა, რომ ჰიპოკამპუსს 4.1-დან 4.6-მდე ბიტის დატევა შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ თითო სინაფსში 1 ბიტზე მეტი ინფორმაცია ინახება. ეს შედეგები ვირთხის ტვინის მცირე არეალის მიხედვით მიიღეს, ამიტომ უცნობია, როგორი მაჩვენებლები იქნება მთლიანობაში ან ადამიანის შემთხვევაში.

სისხლის II, III და IV ჯგუფების I ჯგუფად გარდაქმნა შესაძლებელი იქნება

#image_title

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღწერა, როგორ შეძლეს ადამიანის ნაწლავში ბაქტერიებისგან მიღებული ფერმენტების გამოყენება AB, A და B სისხლიდან ანტიგენების მარკერების მოსაშორებლად. სისხლს ეფექტურად აქცევს O ჯგუფად. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

არსებობს ოთხი ძირითადი ტიპის სისხლის ჯგუფი: AB, A, B და O. თითოეული მათგანი გამოირჩევა ანტიგენებით, ეს არის შაქრები, რომლებიც დევს სისხლის წითელ უჯრედებზე. A ტიპის სისხლს აქვს A ანტიგენები. B ტიპის სისხლს აქვს B ანტიგენები. ტიპი AB აქვს ორივე.

ქიმიის ამერიკული საზოგადოების 256-ე შეხვედრაზე მეცნიერებმა წარმოადგინეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ისინი სისხლის ჯგუფის ცვლილების პროცესს ხსნიან.

მეცნიერებმა ადამიანის კუჭ-ნაწლავში აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელსაც სისხლის II, III და IV ჯგუფის უჯრედებიდან სპეციალური ანტიგენების “წაშლა” შეუძლიათ, რაც ნებისმიერ სისხლს I ჯგუფად აქცევს.

მეორე და მესამე ჯგუფის სისხლის ერთმანეთში გადასხმა არ შეიძლება, რადგან სისხლის მიმღები ორგანიზმი ანტისხეულების წარმოქმნას დაიწყებს, რომელიც გადმოსხმული სისხლის წითელ უჯრედებზე მისთვის უცხო ანტიგენს ამოიცნობს და მას შეებრძოლება.

A ჯგუფის მქონე ადამიანს არ შეუძლია მიიღოს B ჯგუფის სისხლი და პირიქით. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს სისხლის წითელ უჯრედებზე თავდასხმის მიზნით ანტიგენებით, რომლებიც არ ემთხვევა საკუთარ თავს. თუმცა, AB ტიპის სისხლის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ტიპის სისხლი, რადგან მათ სისხლის წითელ უჯრედებს აქვთ A და B ანტიგენები, ამიტომ მათი სხეული არ გამოიმუშავებს ანტისხეულებს. ამ ადამიანებს უწოდებენ “უნივერსალურ მიმღებებს.

ტიპი O-ს ხშირად უწოდებენ “უნივერსალურ დონორს”, რადგან ამ სისხლის წითელ უჯრედებს არ აქვთ ანტიგენები. ეს ტიპი, კონკრეტულად ტიპი O უარყოფითი (რომელიც არის ჭეშმარიტი „უნივერსალური დონორი“), ყველაზე ღირებულია, რადგან მისი ადმინისტრირება შესაძლებელია პრაქტიკულად ყველასთვის. ამიტომ მას ხშირად სამედიცინო ვერტმფრენებით ატარებენ.

მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კი ნებისმიერი სისხლის მიღება შეუძლიათ, ისინი უნივერსალური რეციპიენტები არიან. მათი სისხლის უჯრედებზე მეორე და მესამე ჯგუფის სისხლისთვის დამახასიათებელი ორივე ტიპის ანტიგენი არსებობს, შესაბამისად ეს ანტიგენები ორგანიზმისთვის ნაცნობია და ის მათ განადგურებას არ შეეცდება.

სისხლის პირველი ჯგუფი ხშირად უნივერსალურ დონორად მოიხსენიება, რადგან მას წითელ უჯრედებზე ანტიგენები საერთოდ არ აქვს. პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლის გადასხმა ყველა ადამიანისთვის შეიძლება, რადგან ის რეციპიენტებში უარყოფით რეაქციას არ იწვევს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კუჭ-ნაწლავში არსებულ ბაქტერიებს ნაწლავებში არსებულ ცილებზე მიბმული შაქრების დაშლა განსაკუთრებით კარგად გამოსდით. ეს კი ძალიან ჰგავს სისხლის წითელი უჯრედებიდან შაქრის შემცველი ანტიგენების ჩამოცილების პროცესს.

მეტაგენომიკის გამოყენებით მეცნიერებმა ადამიანის ფეკალიებში არსებული მიკრობების კულტურა გამოაცალკევეს, შემდეგ კი მასში სისხლის წითელ უჯრედებზე არსებული ანტიგენების მსგავსი ცილები შეიყვანეს. მათ აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც სისხლის მეორე ჯგუფს ანტიგენებს განსაკუთრებულად დიდი ეფექტურობით აცლიდა. აქამდე მეცნიერებისთვის ცნობილი იყო ერთი ფერმენტი, რომელიც სისხლის მესამე ჯგუფის ანტიგენებზე წარმატებით მუშაობდა. ახლა კი მათ ეს ორი ფერმენტი გააერთიანეს, რითაც შეძლეს, რომ მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლს ანტიგენები სრულად მოაშორონ და ისინი პირველ ჯგუფად გადააკეთონ.

კვლევის ავტორების თქმით, პროცესი თეორიულად სრულად გამართულია, თუმცა ახალი მეთოდის გამოცდა ადამიანებში ჯერჯერობით არ მომხდარა.

რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?

#image_title
ნასაკირალი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ძიმითის თემში. მდებარეობს მდინარეების სუფსისა და ბახვისწყლის შესარავთან, ზღვის დონიდან 105 მ., ოზურგეთიდან 8 კმ, ქვედა ძიმითიდან 3 კმ. ადგილობრივი მნიშვნელობი კურორტი.ნასაკირალი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყლების გამო. ტყის კორომში, სადაც გავრცლებულია რცხილა, წიფელი, წაბლი, თხმელა და სხვა, მოედინება გოგირდ-წყალბადის შემცველი ქლორიდულ ნატრიუმიანი წყლები. წყალი გამოიყენება წყლის აბაზანებისათვის (გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ), აგრეთვე სასმელად (კუჭის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდ). სეზონი იწყება ივნისიდან.

ნასაკირალის იმ ტერიტორიებზე, რომელიც ისტორიულად ძიმითელ მემამულე მესუ გოგელიას ეკუთვნოდა გაშენდა ნასაკირალის სამკურნალო წყლების კურორტი. გადმოცემის თანახმად გლეხმა ნახა, რომ პირუტყვი ხარბას სვამდა მლაშე წყალს. მან წყალი გასასინჯად მიუტანა დვაბზუელ მღვდელ მჟავანაძეს, რომლმაც გაგზავნა წყალი შესაფასებლად ოდესის ლაბორატორიაში. კურორტის მოწყობა 1927-29 წლებში დაიწყო. 1970 წლისთვის კურორტი წელიწადში 3200 დამსვენებელს იღებდა.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სუსტად სულფიდური, ქლორიდულ- ნატრიუმიანი მინერალური სუბთერმული და ჰიპოთერმული წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8 – 7,8 გ/დმ3;

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა).

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სიტემისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები. კუჭის ქრონიკულ დაავადებებისას რეკომენდებულია წყლის სასმელად გამოყენება.

რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?

ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას

კვლევა – კიბოს გამოწვევა შეუძლია მოლეკულურ ცვლილებებს, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია

შიმშილი -კიბოს უჯრედები
#image_title

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების განმავლობაში, რაიმე ფორმის კიბო ყოველ მეორე ადამიანს უვითარდება, ამ დაავადების შესახებ ბევრი რამ ჯერ მაინც არ ვიცით. თუმცა, გამუდმებული კვლევების წყალობით, კიბოს ბიოლოგიის შესახებ ჩვენი ცოდნა საკმაოდ იზრდება. ერთ-ერთმა ბოლო ასეთმა აღმოჩენამ შეიძლება სრულიად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა კიბოს განვითარების შესახებ.

რა უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სქესის ბავშვების აღზრდისას…

ტყვიის ინტოქსიკაცია

ადამიანის ფსიქიკა მუცლად ყოფნის პერიოდშივე იწყებს ჩამოყალიბებას. ყველა ჩვენგანი ზრდა-განვითარების ერთსა და იმავე ეტაპებს გადის, მაგრამ გენეტიკისა და გარემო ფაქტორების უნიკალური კომბინაცია უნიკალურ, განუმეორებელ ინდივიდს ქმნის.

სქესი პიროვნების განვითარების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია.

იმის შესახებ, რა განასხვავებთ გოგონებსა და ბიჭებს ერთმანეთისგან ადრეულ ბავშვობაში, ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი ანი მაისურაძე გვესაუბრა:

გოგონები და ბიჭები რამდენადმე განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ფიზიკური, ისე შემეცნებითი და ემოციურ-სოციალური განვითარების კუთხით.

აღზრდისას სქესთან დაკავშირებულ თავისებურებათა გაუთვალისწინებლობა ხშირად იწვევს მცდარ მიდგომებს და საპირისპირო სქესისთვის დამახასიათებელი თვისებების ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობას ურთულებს, რადგან ის ყოველთვის ვერ ხედავს განსხვავებას მამაკაცისთვის მისაღებ და ქალისთვის მისაღებ ქცევებს შორის.

იმის გასაგებად, რას უნდა მიექცეს ყურადღება ბავშვთან მუშაობისას, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სქესის ბავშვებს შორის არსებულ განსხვავებათა  ცოდნა.

შეგვიძლია, განვიხილოთ ყველაზე თვალსაჩინო განსხვავებები, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლები შესაძლოა ზუსტად არ მოერგოს მისი სქესისთვის დამახასიათებელ ზოგად ნიშან-თვისებებს.

ფიზიკური აქტივობა
ბიჭებს უფრო ძლიერი მიდრეკილება აქვთ ფიზიკური აქტივობისკენ, რაც მუცლად ყოფნის პერიოდშივე შეინიშნება – კვლევების თანახმად, ბიჭები დედას უფრო ხშირად და ძლიერად ეხებიან ფეხებით, ვიდრე გოგონები. ეს აიხსნება ჰორმონ ტესტოსტერონით, რომელიც აუცილებელია მამრობითი სქესის ნაყოფის ჩამოსაყალიბებლად. ამავე მიზეზით ბიჭები უფრო მოუსვენრები არიან, აქტიურად მოძრაობენ, ხშირად ტრიალებენ საწოლში, უჭირთ ძილი, ეტლში დიდხანს ჯდომა, საბავშვო ბაღშიც გოგონებთან შედარებით უფრო იმპულსურები არიან, მათი უძრავად გაჩერება უფრო ძნელია, უფრო მეტად უყვართ აქტიური თამაშები. ბიჭების ნახატებიც კი უფრო მეტად დინამიკურია: ისინი ხატავენ მოძრავ მანქანებს, მფრინავ რაკეტებს, აფეთქებებს…

ბიჭისთვის ყველაზე დიდი სასჯელია მოძრაობის აკრძალვა (“დაჯექი და არ გაინძრე!”, “სანამ არ იმეცადინებ, აქედან ფეხს ვერ მოიცვლი”, “რაკი ცუდად მოიქეცი, გარეთ ვერ გახვალ!”). მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი აქტივობას უზღუდავენ ბიჭებს, ამით მხოლოდ ამძაფრებენ პრობლემას – იმატებს სტრესი და ბავშვს უფრო მეტად უძნელდება დავალებაზე კონცენტრირება.

ჭირვეულობა
ყველას შეგვიმჩნევია, რომ ბიჭები უფრო ხშირად და ხმამაღლა ტირიან, ვიდრე გოგონები, ითხოვენ უფრო მეტ ყურადღებას, უფრო ხშირად შავდებიან თამაშის დროს, უფრო ხშირად აქვთ კონფლიქტი თანატოლებთან.

მიზეზებს თუ ჩავეძიებით, ჯერ ერთი, ადრეულ ასაკში ბიჭებს უფრო უჭირთ ემოციური რეაქციების (ეჭვიანობა, უკმაყოფილება, შიში) შეკავება, უფრო ადვილად აღიზიანებთ წვრილმანები. ამას განაპირობებს ადრეულ ასაკში ბიჭის ტვინის იმ მიდამოების განუვითარებლობა, რომლებიც თვითკონტროლზეა პასუხისმგებელი. მეორე: ბიჭებში ჭარბობს მკვლევრის ინსტინქტი, ისინი აქტიურად დაძვრებიან ძნელად მისადგომ ადგილებში, მუდამ ეძებენ რაღაც ახალს, რაც ხშირად ტრავმებით სრულდება.

ქოთანზე დაჯდომა
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც ყველა მშობელი ეჯახება, ის არის, როგორ მიაჩვიონ ბავშვი ქოთანს. რა განსხვავებაა ამ კუთხით გოგონებსა და ბიჭებს შორის?

– გოგონები, საზოგადოდ, უფრო ადრე ეჩვევიან დამოუკიდებლობას. ქოთნის გამოყენებასაც ბიჭებზე ადრე სწავლობენ. უფრო ადვილად აკონტროლებენ ნაწლავებსა და შარდის ბუშტს და ტუალეტით სარგებლობასაც საშუალოდ 3-8 თვით ადრე იწყებენ. მაგალითად, 2.8 წლისთვის  გოგონების უმეტესობა უკვე დამოუკიდებლად დადის ტუალეტში, მაშინ როდესაც ბიჭებს ეს უნარი სამი წლის შემდეგ უვითარდებათ. ბიჭებთან უფრო ხშირია ღამის ენურეზიც.

მეტყველება
გოგონები ბიჭებს მეტყველების განვითარებითაც უსწრებენ. ადრეულ ასაკში მათი ლექსიკა უფრო მდიდარია, შედარებით ადვილად სწავლობენ რთულ ენობრივ ფორმებს და კონსტრუქციებს.

განვითარების ეს თვისება შემეცნებით შესაძლებლობებს უკავშირდება – ქალებს უფრო აქტიური აქვთ მარცხენა ნახევარსფერო, რომელიც პასუხისმგებელია ვერბალურ აზროვნებაზე, სიტყვის წერილობითი და ზეპირი ფორმების გამოყენებაზე.

გოგონები უფრო ადრე იწყებენ თავისუფლად ლაპარაკს, ვიდრე ბიჭები. მათი მეტყველება უფრო ემოციური და ხატოვანია, შეიცავს უფრო რთულ სტრუქტურებს. ისინი უფრო ადვილად ამოიცნობენ თანამოსაუბრის განწყობას, სიტყვების შინაარსს უკავშირებენ ინტონაციას და ჟესტიკულაციას. ამ უნარების წყალობით გოგონები უფრო აქტიურად იცავენ თავს კამათის დროს, უფრო თამამად ურთიერთობენ უფროსებთან, რადგან ვერბალური კომუნიკაციის დროს მეტ თავდაჯერებას გრძნობენ.

სივრცითი აღმა
სივრცითი უნარ-ჩვევებით ბიჭები ადრეული ბავშვობიდანვე ჯობნიან გოგონებს და ეს განსხვავება მთელი სიცოცხლე ნარჩუნდება, რადგან ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც სივრცის აღქმაზეა პასუხისმგებელი, მამაკაცებს უკეთესად აქვთ განვითარებული. ამიტომ არის, რომ ბიჭებს ასე ძალიან უყვართ კონსტრუქტორების აწყობა, მატარებლებისა და თვითმფრინავების მოდელირება, ფაზლებით თამაში – სივრცეში ორიენტაცია, მოძრავი ობიექტების ტრაექტორიის პროგნოზირება მათთვის გაცილებით იოლია.

ტვინის ქერქის განსაზღვრული უბნების კარგი განვითარება აუმჯობესებს კოორდინაციასა და მხედველობას, ამიტომ ბიჭებს განსაკუთრებით კარგად გამოსდით დაჭერობანა, ბურთით თამაში (ფეხბურთი, კალათბურთი), სკოლაში ადვილად ეუფლებიან გეომეტრიასა და კომპიუტერულ მეცნიერებებს.

ემოციები
რატომ არიან გოგონები მეტად ემოციურები?
ეს ნაწილობრივ აღზრდითა და კულტურით არის განპირობებული – გოგონებს მეტად აძლევენ ემოციების გამოხატვის საშუალებას, უბიძგებენ თანაგრძნობისკენ, მზრუნველობისკენ. მაგრამ არის ბიოლოგიური განსხვავებებიც: ქალის ტვინის ლიმბური სისტემა და ჰიპოკამპი უფრო განვითარებულია, ამიტომ გოგონები უფრო ადრე სწავლობენ ტემბრისა და მოძრაობების მეშვეობით სხვისი გრძნობების ამოცნობას, უფრო ეადვილებათ ემოციური რეაქციების სიძლიერის რეგულირება. თანაც მათ არ უკრძალავენ შფოთვის, შიშის, სირცხვილის, დანაშაულის გრძნობის გამოხატვას, მაშინ როდესაც ბიჭებისთვის მხოლოდ ბრაზისა და აგრესიის გამომჟღავნება ითვლება მისაღებად.

საქმიდან საქმეზე
ქალისა და მამაკაცის ტვინის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, გოგონები უფრო სწრაფად გადაერთვებიან ერთი საქმიდან მეორეზე, ვიდრე ბიჭები.

ბავშვებს თუ ორი ან მეტი საქმის ერთდროულად კეთებას, ორი ან მეტი ამოცანის ერთდროულად გადაჭრას დაავალებთ, გოგონები უფრო ადვილად გაართმევენ თავს დავალებას, ვიდრე ბიჭები. კაცები მთელ ყურადღებას ერთი პრობლემისკენ მიმართავენ, ორ ან მეტ ამოცანაზე მისი გადანაწილება უჭირთ, ამიტომ რეკომენდებულია, მუშაობისას ბიჭები არ ააჩქაროთ, საქმიდან ყურადღება არ გადაატანინოთ – გადასაწყობად მათ დრო სჭირდებათ.

პრაქტიკული რჩევები
ბავშვის აღზრდისას მშობლებს ხელთ ორი ძლიერი ბერკეტი აქვთ: მაგალითი და ახსნა. შემთხვევათა თითქმის 98%-ში ბავშვი თავისი სქესის მშობელივით იქცევა, ქცევისა და კომუნიკაციის მისეულ ტიპს, გარემოზე მის შეხედულებებს ითვისებს. თუ მშობლის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება, ბავშვი კარგავს ნდობას უფროსების მიმართ, ამიტომ სასურველია, ზეპირ მითითებას შესაბამისი მაგალითი უმაგრებდეს საძირკველს.
• ბავშვზე დიდ გავლენას ახდენს გარემო. როგორც არ უნდა დაარიგოთ შვილი, თუ დაინახა, რომ გარშემო მყოფები აკეთებენ იმას, რასაც თქვენ უკრძალავთ, ამგვარ ქცევას ნორმად აღიქვამს.
• ყველა ბავშვს, განურჩევლად სქესისა, უყვარს მოძრავი თამაშები, თოჯინები და კონსტრუქტორები. არ აუკრძალოთ გოგონებს სირბილი და ხეებზე ცოცვა და ნუ წაართმევთ ბიჭებს ბარბის – ასე ეცნობიან ბავშვები თავიანთი სხეულის შესაძლებლობებს, სწავლობენ სოციალურ ურთიერთობებს და როლური სცენარების გათამაშებით გამოცდილებას აგროვებენ.
• იმისთვის, რომ უკეთ გაიგონ, რასაც ვუხსნით, უმჯობესია, გოგონებს მასალა სიტყვიერად მივაწოდოთ, ხოლო ბიჭებს – ვიზუალური ხატებით.
• ბიჭებისგან ნუ მოითხოვთ იდეალურ დისციპლინას, ატარეთ სპორტზე. რა თქმა უნდა, სპორტი გოგონებისთვისაც სასარგებლოა, მაგრამ მათ ნაკლები მიდრეკილება აქვთ სარისკო ქცევისა და კონკურენციისკენ.
• ორივე სქესის ბავშვებთან წაახალისეთ ინიციატივა და დამოუკიდებლობა.
• არ აუკრძალოთ ბიჭებს ტირილი, ასწავლეთ გრძნობების სიტყვებით გამოხატვა, მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად რეალური შედეგის მომტანი გზების ძიება.
• გაითვალისწინეთ, რომ გოგონები უფრო ადრე მწიფდებიან, ვიდრე ბიჭები, მაგრამ ასაკთან ერთად განსხვავებები იშლება და ბიჭები გოგონებს ეწევიან.


დაბოლოს,
 გახსოვდეთ, რომ მშობლის სიყვარული და მზრუნველობა, შვილის მოსმენისა და მისი მოთხოვნილებების გაგების უნარი ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის მკაცრ წესებსა და მშრალ მითითებებზე გაცილებით მნიშვნელოვანია.

წყარო: ჟურნალი “ავერსი” 

როგორ ამოვიცნოთ ადრეული ნიშნებით დემენცია?

დემენცია  – დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“

თემა: ყოველ 3 წამში ერთ ადამიანს დემენციის დიაგნოზს უსვამენ – რამ შეიძლება გამოიწვიოს ის და როგორ ამოვიცნოთ ადრეული ნიშნებით დემენცია?

საუბრობს ნევროლოგი მარინა ჯანელიძე:
„ძალიან ბევრი დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს დემენცია. მაგალითად, მენინგიტის, ინსულტის, ვიტამინების დეფიციტის, ენცეპალიტის…
მთავარი სიმპტომი აქვს მეხსიერების დაქვეითება. ადამიანი თანდათან კარგავს მეხსიერებას.
არსებობს დემენციის ოჯახური ფორმა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია.
არსებობს ასეთი შეხედულება, რომ ის ადამიანები რომელთა თავის ტვინი აქტიურად არის დაკავებული, გონებრივ შრომას ეწევა, იქ ბევრი ნეირონული წრეები არის გამნვითარებული.
ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად შრომობენ ნაკლებად ძაბავენ ტვინს, ამიტომ მისი სარეზევრო სივრცეები ბევრად უფრო ნაკლებია…“

 

სამკურნალო ტალახი თქვენი ჯანმრთელობისთვის

#image_title
სამკურნალო ტალახი თქვენი ჯანმრთელობისთვისავადმყოფთა კომპლექსური მკურნალობის  მეთოდები ახტალის კურორტზეახტალის კურორტზე კლინიკური და ექსპერიმენტალური დაკვირვებებისა და  მრავალწლიანი  გამოცდილების  საფუძველზე  შემუშავებულია  სხვადასხვა დაავადებების  მქონე ავადმყოფების  დიფერენცირებული  მეთოდები.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მქონე ავადმყოფთა ტალახით მკურნალობის მეთოდიკა

ა) სახსრებისა და ხერხემლის დაავადებები

ანთებითი ართრიტები

რევმატოიდული ართრიტი (რა) (ინფექციური არასპეციფიკური პოლიართრიტი) – შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება ანთებითი პროცესის უპირატესი ლოკალიზაციით სახსრებში. დაავადება ხასაითდედება  მყარი პროგრესული მიმდინარეობით, რაც იწვევს ავდმყოფის ინვალიდობას ადრეულ ასაკში.

რევმატოიდული ართრიტის მქონე ავადმყოფთა გამოჯანმრთელება დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ-ანატომიურ ფორმაზე და ანთებითი პროცესის აქტივობის ხარისხზე. ამასთან დაკავშირებით  რევმატოიდული ართრიტის  მქონე ავადმყოფთა შერჩევა ტალახით მკურნალობისათვის უნდა იყოს მკაცრი და ინდივიდუალური, რათა თავი ავარიდოთ არასასურველ გართულებებს.

ტალახით მკურნალობა ეფექტურად მიმდინარეობს რევმატოიდული პოლიართრიტის, რემისიის ფაზაში ოლიგო-მონოართრიტის ან აქტივობის მინიმალური დონის პათოლოგიური პროცესების დროს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციების დარღვევით არა უმეტეს I და II ხარისხისა.

მკურნალობა ინიშნება ზოგადი ან ადგილობრივი 40-42-440 ტემპერატურის ტალახის აპლიკაციების სახით, პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთი. პირველი ორი აპლიკაცია ტარდება დღეგამოშვებით, შემდგომში კი ორი-სამი დღე ზედიზედ შემდგომი დასვენების დღით. ტალახით მკურნალობის კურსი ავადმყოფის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე  განისაზღვრება 12-18 პროცედურით.

სახსრების მრავალჯერადი დაზიანებისას გამოიყენება 36-380 ტემპერატურის  ტალახის ხსნარის აბაზანები, პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთი, მკურნალობის კურსი შედგება 10-15 აბაზანისაგან.

სახსრებში ანთებითი პროცესის ადგილობრივი გაუმტკივარებისა და გაწოვის ზემოქმედებისათვის ტალახით მკურნალობა კომბინირებულია რიგ ფიზიოთერაპიულ პროცედურებთან, რომელთა  შორის  ხშირად გამოიყენება: ულტრაბგერები, გიდროკორტიზონის ფონოფორეზი, ხვადასხვა მცენარეული ნივთიერებების (ანალგინი, სალიცილატები, ნოვოკაინი, ლითიუმი და სხვ.)ელექტროფორეზი, ულტრამაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველი, მიკროტალღური თერაპია, მოკლეტალღური დიამეტრია, ულტრაიისფერი გამოსხივება და სხვ. ერთდროულად ფიზიოთერაპიული პროცედურა უტარდება არა უმეტეს ორ სახსარს. ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე  ერთ-ერთ  ზემოთჩამოთვლილ მროცედურას უნდა  ენაცვლებოდეს ტალახით მკურნალობა, ერთდროული დანიშვნის დროს კი დაცული უნდა იქნას ინტერვალი 3-4 საათი ტალხის პროცედურის მიღების შემდეგ. მკურნალობის კურსი უნდა დაინიშნოს 10-დან 15-მდე ფიზიოთერაპიული პროცედურით.

მკურნალობის კოპლექსში ასევე შედის რეგიონული კუნთების მასაჟი  და მოძრაობათა შესაბამისი რეჟიმი – სამკურნალო ვარჯიში  ან მექანოთერაპია (კურსი 15-დან 20 პროცედურამდე).

სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი ტალახით მკურნალობის ფონზე ხელს უწყობ სახსრების ფუნქციის აღდგენას და იცავს კონტრაქტურისა და ანკილოზების განვითარებისაგან.

ტალახით მკურნალობის პროცესში 2-3 პროცედურის შემდეგ ხშირად იწყება სუსტად გამოკვეთილი ბალნეოლოგიური რეაქცია, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას, ადვილად ექვემდებარება ანტირევმატულ მედიკამენტებს (ასპირინი,რეოპირინი, ანალგინი,ბუტადიონი) და ტრანკვილიზატორებს (ბელოიდი, ბელასპონი), ტალახით მკურნალობის შეწყვეტის გარეშე.

ხოლო თუ ბალნეორეაქციას ახლავს  მაღალი სიცხე და პათოლოგიური პროცესის აქტივობა (ბალნეოპათოლოგიური რეაქცია), მაშინ მიზანსწონილია დროებით შეწყდეს ტალახით მკურნალობა დ დაინიშნოს შესაბამისი მედიკამენტური თერაპია. ამასთან ერთად, რამოდენიმე დღის განმავლობაში უნდა შეიზღუდოს  ნახშირწყლებისა და სუფრის მარილის მიღება. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ავადმყოფის საკვები უნდა იყოს სრულყოფილი, შეიცავდეს A, B1, B2  და C ვიტამინებს.

ახტალის კურორტზე ავადმყოფთა მკურნალობის  ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს ასევ აეროგელიოთერაპია – კლიმატო-მკურნალობის ერთ-ერთი სახე.

რევმატული პოლიართრიტი (სოკოლსკი-ბუიოს დაავადება).  რევმატიზმი მიეკუთვნება კოლოგენურ დაავადებებს, უპირატესად გულის დაზიანებით,  რევმატული პოლიართრიტი კი წარმოადგენს აღნიშნული დაავადების გამოვლენის მწვავე სტადიას.

რევმატული პოლიართრიტით დაავადებულთა მკურნალობა ახტალის კურორტზე  დიდი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს. ტალახით მკურნალობა უნდა დაინიშნოს რემისიის პერიოდში, არააქტიულ ფაზაში,  მწვავე შეტევიდან 10-12 თვის შემდეგ, დაავადების კლინიკურად გამოვლენილი ნიშნებისა  და  გულ-სისხლძარღვთა  სისტემის უკმარისობის გარეშე.

ტალახი იდება აპლიკაციის სახით ერთ ან რამოდეიმე სახსარზე. ტალახის ტემპერატურა 39-400, პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთი. პირველი 2-3 ტალახის აპლიკაცია ინიშნება დღეგამოშვებით, შემდგომ დღეებში – ორი პროცედურა ზედიზედ ერთდღიანი შესვენებით, მკურნალობის კურსი 10-12 აპლიკაცია.

ტალახით მკურნალობის დროს ზომიერად გამოხატული ბალნეოლოგიური რეაქციის დროს აბაზანებს, როგორც წესი არ წყვეტენ. უფრო გამოხატული ბალნეოლოგიური რეაქციის დროს (ტემპერატურის მომატება 380 და ზევით, ტკივილის გაძლიერება სახსრებში, რევმატული პროცესების აქტივობის გაძლიერება) უნდა შეწყდეს ტალახით მკურნალობა და ჩატარდეს მედიკამენტური თერაპია (ანტიბიოტიკები, სალიცილის, პირაზოლონური, ინდოლური პრეპარატები, ბრუფენი, ანალგინი, კორტიკოსტეროიდები და სხვ.).

გამწვავების დროს ეფექტურია სახსრების ულტრაიისფერი დასხივება ერითემული დოზებით, ასევე ანთების საწინააღმდეგო დიეტის დანიშვნა ნახშირწყლებისა და სუფრის მარილის შეზღუდვით.

ანკილოზირებადი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება) განიხილება, როგორც ორგანიზმის ზოგადი დაავადება, რომლის დროსაც ხერხემლისა და პერიფერიული სახსრების  დაზიანება წარმოადგენს დაავადების ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს.

ბეხტერევის დაავადება მიეკუთვნება კოლაგენური დაავადებების ჯგუფს. ავტორთა ნაწილი ამ დაავადებას მიაკუთვნებს რევმატოიდულ ართრიტს, თუმცა უმრავლესობა თვლის, რომ უფრო მართებულია ბეხტერევის დაავადება განიხილონ, როგორც დამოუკიდებელი ნოზოლოგიური ფორმა.

ანკილოზირებადი სპონდილოართრიტით დაავადებულთა მკურნალობა ახტალის კურორტზე დაშვებულია დაავადების ცენტრალური და პერიფერიული ფორმების შემთხვევაში, არააქტიურ ფაზაში ან ანთებითი პროცესის აქტივობის მინიმალური და ზომიერი ხარისხის შემთხვევაში. დაავადების ადრიულ  სტადიაზე, ვიცერალური დაზიანებების არ არსებობის შემთხვევაში  ინიშნება ტალახის აპლიკაციები სეგმენტურად ხერხემალზე,  გავის ძვლის არეში და დაზიანებულ სახსრებზე. ტალახის ტემპერატურა შეადგენს 38-430, პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთი. მკურნალობის კურსი – 12-14 პროცედურა. დაავადების უფრო გვიან სტადიაზე, თუ შინაგანი ორგანოები არ არის  დაზიანებული, ტალახის პროცედურების რაოდენობა შეიძლება შეადგენდეს 15-20.

ფიზიოთერაპიული პროცედურებიდან კონტრაქტურის, კუნთების ატროფიის,  განვითარების, ხერხემალში  მოძრაობის შეზღუდვის თავის არიდების მიზნით,   რეკომენდებულია დიატერმიის, ინდუქტოთერმიის, ულტრაბგერების გამოყენება. სახსრებში ანთებითი ცვლილებებისას კი მიზანშეწონილია გიდროკორტიზონის ფონოფორეზის დანიშვნა. ბეხტერევის დაავადების ცენტრალური ფორმის დროს, ანთებითი პროცესის დაბალი აქტივობისა და გამოკვეთილი ტკივილის სინდრომის დროს რეკომენდებულია დიადინამიური დენის დანიშვნა. ნებისმიერი ფიზიოთერაპიული ღონისძიებები ტარდება ყოველდღიურად ან ტალახით მკურნალობის დამოუკიდებელ დღეებში. მკურნალობის კურსი 10-დან 15 პროცედურა.

ბეხტერევის დაავადების დროს ეფექტურია სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი. აღნიშნული პროცედურები უნდა ჩატარდეს სისტემატიურად.

ინფექციური სპეციფიკური ართრიტები, პოლიართრიტები

აღნიშნულ სახელწოდებაში  გაერთიანებულია სახსრების დაავადებები, რომელთა ეტიოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს განსაზღვრული სპეციფიკური ინფექცია (გონორეა, ბრუცელოზი, დიზინტერია, სეფსისი და სხვ.).

ბაქტერიულ ტოქსინებს ორგანიზმის სენსიბილიზირებით შეუძლიათ გამოიწვიონ სახსრების ალერგიული რეაქცია. ამ დროს იქმნება მწვავე  პოლიართრიტი, რომელიც კლინიკურად ძალიან ჰგავს რევმატულს.

კლინიკური დაკვირვებევით დადგინდა, რომ თავისი განვითარების სტადიაზე, ზოგადი პათოლოგიური პროცესის სრული ლიკვიდაციის დროსაც კი ინფექციური სპეციფიკური ართრიტები ქრონიკულ ფორმას იღებენ. თერაპიის ჩატარების შემდეგ მიღებულია ტალაცით მკურნალობა საერთო და  ადგილობრივი აპლიკაციებისა და აბაზანების სახით ტალახის ტემპერატურა 38-440, პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთი. პირველი 2-3 პროცედურა ინიშნება დღეგამოჩვებით; თუ ორგანიზმი კარგად გადაიტანს ტალახის პროცედურები უნდა ჩატარდეს ორი სამი დღე ზედიზედ, შემდეგი დასვენეის დღით. მკურნალობის კურსი განისაზღვრება 12-14 პროცედურით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრუცელოზური ართრიტების დროს ტალახით მკურნალობა დაშვებულია  მხოლოდ სამი თვის შემდეგ, როდესაც ორგანიზმის ტემპერატურა დასტაბილურდება, სხვა ართრიტების შემთხვევაში (გონორეის, დიზენტერიის) ტალახით მკურნალობის დაწყება უფრო ადრე შეიძლება. მწვავე  ართრიტის დროს აპლიკაციების ტემპერატურა არ უნდა იყოს მაღალი – 38-390.

ტალახის პროცედურების კურსი ქრონიკული სპეციფიკური ართრიტების დროს, სახსრების დეფორმირებისა და ანკილოზირებისადმი მიდრეკილებით უნდა შეადგენდეს 20.

დეფორმირებადი ოსთეოართროზი (დოა)

პირველად დეფორმირებად ოსტეოართროზს უწოდებებნ სახსრების დისტროფულ დაავადებას, რომლის საფუძველს წარმოადგენს ხრტილის პირველადი დეგენერაციული დაზიანება შემდგომი ძვლის გაზრდით, რაც იწვევს სახსრების ფუნქციის დეფორმაციასა და დარღვევას.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ასეთი გენერალიზირებული დაზიანება  კლინიკურად ვლინდება მცირე რაოდენობის მეტად დაზიანებულ სახსრებზე. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს პოლიოსტეოართროზის სახით. აქვე უნდა აღინიშნოს მეორადი დეფორმირებადი ოსთეოართროზი ტრავმის, ართრიტის ან თანდაყოლილი ანომალიების  საფუძველზე.

აუცილებელია შევჩერდეთ  იმ დაავადებების ჯგუფზე, რომლებიც დაკავშირებულია ხერხემლის შესახსრებაში ხრტილის პირველად დეგენერაციულ დაზიანებასთან. მათ მიეკუთვნება მალთაშორისი ოსტეოხონდროზი, დეფორმირებადი სპონდილოზი და სპონდილოართროზი.

ტალახით მკურნალობა ზემოთაღნიშნული დაავადებების დროს ტარდება კომპლექსში ფიზიოთერაპიასთან, სამკურნალო ვარჯიშებთან და მასაჟთან ერთად იგივე პრინციპებით, რაც სახსრების ანთებითი დაავადებების დროს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კომპლექსური თერაპია უფრო ფართედ და უფრო ინტენსიურად უნდა იქნას გამოყენებული. ტალახით მკურნალობის აპლიკაციური მეთოდი  გამოიყენება ერთი ან ორი სახსრის დაზიანებისას ხერხემლის სახსრებით დაავდებულ ავადმყოფებში.  ორგანიზმის კარგი ამტანიანობის შემთხვევაში (ინდივიდუალურ შემთხვევებში) უკეთესია დაინიშნოს ტალახის აბაზანები.

პოდაგრა

პოდაგრა – ეს არის  ნოვთიერებათა ცვლის დაავადება, რომელიც  ვლინდება სახსრების ტკივილით და მიეკუთვნება მეტაბოლური ართრიტების ჯგუფს. შარდის მჟავის ცვლის დარღვევა, მისი ნაერთების დანალექი ორგანოებსა და ქსოვილებში იწვევს ანთებით და დესტრუქციულ  სკლეროტულ  ცვლილებების განვითარებას, ხშირად სახსრებში.

პოდაგრის კლინიკაში გამოყოფენ ორ პერიოდს ინტერმიტირებულსა და ქრონიკულს, ყოველი მათგანი ხასიათდება კლინიკური გამოვლენისა და მიმდინარეობის თავისებურებებით.

პოდაგრით დაავადებულთა მკურნალობა ტარდება დიფერენციალურად, დაავადების ფორმისა და პერიოდის გათვალისწინებით, სამკურნალო კვებისა ფონზე, პურინითა და სუფრის მარილით მდიდარი პროდუქტების შეზღუდვით.  (მაგიდა #6 პევზნერის მიხედვით).

ღონისძიებათა კომლექსი ორგანიზმში შარდის მჟავის შემადგენლობის შესამცირებლად უნდა განხორციელდეს კურორტულ მკურნალობამდე, დისპანსერში (ურიკოზურინული და ერიკოდეპრესიული საშუალებები, ანტურანი, ეტამიდი, ბენემიდი, მილურიტი, ალლოპურინოლი, რეპატოკატალაზა, ოროტის მჟავა და სხვ.).  მწვავე პოდაგრული ართრიტის თერაპია  ტარდება სტაციონარულ პირობებში, ხოლო ქრონიკული პილიართრიტის მკურნალობა რეკომენდებულია პერიოდულად ჩატარდეს ბოლნეოლოგიური პროფილის კურორტზე. ახტალის კურორტზე პოდაგრით დაავადებულთა ტალახით მკურნალობა რეკომენდებულია ჩატარდეს რემისიის სტადიაში ვისცერალური გამოვლინების გარეშე. ტალახის პროცედურები ინიშნება დამხმარე სამკურნალო საშუალებებთან კომპლექსში (ფიზიოთერაპია, სამკურნალო ვარჯიში, მასაჟი).

ახტალის კორორტზე სახსრების დაავადებებით ავადმყოფთა მკურნალობა დასაშვებია. მთელი წლის განმავლობაში ავადმყოფებს, რომელთაც მიდრეკილება აქვთ  გართულებისაკენ,  უმჯობესია მკურნალობა წელიწადის თბილ დროს ჩაუტარდეთ.

ძვლების, კუნთებისა და მყესების დაავადებები

ძვლების მოტეხილობის დროს, ძვლოვანი კოჟრის წარმოქმნის შემდეგ, ასევე ოსტიტისა და ტრავმული და ცეცხლსასროლი წარმოშობის პეროსტიტების დროს რეკომენდებულია ინტენსიური მკურნალობა ტალახით (აპლიკაციები,ზოგადი და ადგილობრივი აბაზანები). ტალახის ტემპერატურა უნდა იყოს 38-440 ფარგლებში, პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთი ყოველდღე ან დღეგამოშვებით, მკურნალობის კურსი 12-16 პროცედურა.

ტალახით მკურნალობა შეთავსებულ უნდა იქნას ფიზიოთერაპიასთან, სამკურნალო ვარჯიშებთან, მექანოთერაპიასთან და მასაჟთან.

ასეთივე სქემით უნდა ჩატარდეს ტალახით მკურნალობა სახსრების რბილი ქსოვილების სხვადახვა დაავადებების დროს (ქრონიკული მიოზიტები, ფიბრომიოზიტები, ბურსიტები, ტეიდოვაგინიტები და სხვ.)

ურყევი კონტრაქტურის ნაწიბურის შემთხვევაში: კანის, კუნთების,  მყესების და სხვ. თალახით მკურნალობის კურსი წარმოადგენ დამხმარე კურს ოპერატიული ჩარევისათვის ან მას შემდეგ ტარდება.

II. პერეფერიული სახსრების დაავადებათა ტალახით მკურნალობის მეთოდიკა

ათეროსკლეროზით  დაავადებულთა ტალახით  მკურნალობა ახტალის კურორტზე აპლიკაციური მეთოდით ხორციელდება 38-400, პროცედურის ხანგრძლივობა 10-12-15 წუთი.

დაავადების პირველ სტადიაზე 2-3 აპლიკაცია ინიშნება დღეგამოშვებით, შემდეგ კი 3 პროცედურა ზედიზედ, მომდევნო შესვენების დრით. მკურნალობის კურსი 12-15 პროცედურა. დაავადების მეორე სტადიაზე ტალახის აპლიკაციები ინიშნება დღეგამოშვებით, 10-12 დღიანი კურსით.

მკურნალობის კომპლექსში შედის ფიზიოთერაპული პროცედურები: გეპარინის ელექტროფორეზი, ცინკის ლითიუმი, ინდუქტოტერმია, ულტრა მაღალი სიხშირის თერაპია, დიადინამიკური დენები, სინუსოიდური მოდულირეული დენები (ამპლიპულსი  ზტ). მკურანლობის კურსი 7-8 პროცედურით. ფიზიოთერაპიული პროცედურები ინიშნება იმ დღეებში, როდესაც არ ტარდება ტალახით მკურნალობა ან 2-3 საათიანი შესვენებებით პროცედურებს შორის.

ფლებიტების, ტრომბოფლებიტების დროს კოლატერალური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზნით დაზიანებულ კიდურზე გამოიყენება ტალახის აპლიკაციები 38-400, 10-12 პროცედურა. ტალახით მკურნალობა დაშვებულია 5-6 თვის შემდეგ გადატანილია მწვავე ტრომბოფლებიტისა და ღრმა ვენებში მწავავე მოვლენების შემდეგ.

ფიზიოთერაპიული პროცედურების შემდეგ დაზიანებულ ვენაზე ინიშნება ადგილობრივი დარსონვალიზაცია 5 წუთი ყოველდღიურად. მკურნალობის კურსი 12-15 პროცედურა. სისხლის ჰიპერკოაგულაციის შემთხვევაში  მიზანშეწონილია გეპრინ-ელექტროფორეზის გამოყენება. თუ დაავადება გართულებულია წვივის ტროფიული წყლულით, წყლულის ადგილზე რეკომენდებულია ულტრაიისფერი დასხივება.

III. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების

ტალახით მკურნალობის მეთოდიკა

ახტალის კურორტზე ტალახით მკურნალობა რეკმენდებულია ნერვული სისტემის შემდეგი დაავადებების დროს:

ა. პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმის დაავადებები და მათი შედეგები.
1) სხვადსხვა ლოკალიზაციის რადიკულტები, ასევე ინფექციურ-ალერგიული, ასვე მეორადი, დამოკიდებული ხერხემლის დაავადებებზე, დისკოპათიების (ოსტეოხონდროზები, დისკებზე ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა), გინეკოლოგიური და სხვა დაავადებები მწვავე პერიოდის დასრულებამდე, ასევე უფრო გვიან სტადიაებზეც.

2) პოლირადიკულონეფრიტები (პოლინეფრიტები,პრექსიტები,ნეფრიტები და ნეიროფიბრომიელიტები, ინფექციური და ტოქსიკური მწვავე პერიოდის დასრულებისას, ასევე უფრო გვიან  სტადიებზე ფუნქციის ხანგრძლივი აღდგენისას.

3) ნერვული სისტემის პერიფერიული არეების  ადრეული და სხვა პრავმების შედეგები .

ბ. ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმების  დაავადებები და შედეგები.

მენინგომიელორადიკულიტები, მიელიტები და ეპიდემიური ოლიომიელიტის შედეგები (აღდგენილ და რეზიდუალურ პერიოდებში).

თავის ტვინის ტრავმის შედეგები  მამოძრავებელ არეში  არამკვეთრი დაზიანებებით (პარალიჩი).

ზურგის ტვინის, მისი გარსებისა და ცხენის კუდის  ნაადრევი და სხვა ტრავმების შედეგები.

ტალახი ინიშნება ზოგადი და ადგილობრივი აპლიკაციებისა და ზოგადი აბაზანების სახით, ტემპერატურა 38-440, პროცედურის ხანგრძლივობა 5-20 წუთი.

ფიზიოთერაპიული მკურნალობის ჩართვა და პროცედურების მონაცვლეობა იგივე სქემით მიმდინრეობს, რაც საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის  დაავადებების დროს.

IV. გინეკოლოგიური დაავადებების ტალახით მკურნალობის მეთოდიკა.

ტალახით მკურნალობა ახტალის კურორტზე რეკომენდებულია სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების მქონე ქალბატონებისათვის ქრონიკულ სტადიაში (ადნექსიტი, პარამეტრიტი,პელვეოპერიტონიტი, ოპერაციის შემდგომი ინფილტრატები, ეკსუდატი, უშვილობა და სხვ.).

ტალახით მკურნაობა ტარდება ყოველდღე, დღეგამოშვებით ან ორი დღე ზედიზედ, მესამე კი დასვენება, აპლიკაციების სახით წელის არეში (,,შარვალი“ ან ,,ტრუსები“), 42-440, პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთი. მკურნალობის კურსი შედაგენს 15-20 პროცედურას ან ტალახის აბაზანები 36-380. ერთდროულად ავადმყოფებს ენიშნებათ ტალახის საშოს ტამპონები 44-460 15-20 წუთის განმავლობაში, მკურნალობის კურსი 15-20 პროცედურა.

მიზანშეწნილია ტალახით მკურნალობა შეუთავსდეს: ფიზიოთერაპიას ინდუქტოდერმია, ულტრამაღალი სიხშირის თერაპია, ელექროფორეზი სხვადასხვა მედიკამენტური საშუალებებით (ნოვიკაინი, კალცი, ანტიბიოტიკი და სხვ.).

დასუსტებულ ავადმყოფებს, რომლებიც დაავადებულები არიან მწვავე გინეკოლოგიური დაავადებებით, რომელთაც ძირითადი დაავადების გარდა ექსტრაგენიტალური დაავადებებიც ახლავთ, ტალახის აპლიკაციები უნდა დაენიშნოთ დღეგამოშვებით 38-400, 10 წუთის განმავლობაში, საშოს ტამპონები 40-420 ტემპერატურით, 10 წუთის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 10-12 პროცედურა.

ვულვიტის, კოპიტის,ცერვიციტის, საშვილოსნოს ყელის წყლულების,ბარტოლინიტის, ასევე ჰიპოგენიტალური დარღვევებისას ტალახით მკურნალობ ინიშნება აპლიკაციების სახით  საცვალის არეში და საშოს ტამპონების სახით ზემოთაღნიშნული მეთოდიკის საფუძველზე.

ტალახით მკურნალობა არ არის რეკომენდებული კლიმაქტორული დარღვევების დროს.

 V. ტალახით მკურნალობის მეთოდიკა კანის დაავადებების დროს

კანის დაავადებებიდან ტალახით მკურნალობა დასაშვებია ეგზემის ქრონიკული ფორმის, შეზღუდული  ნეიროდერმიტებისა და ფსორიაზის დროს  (განსაკუთრებით ფსორიაზული ართრიტის დროს).

აღნიშნული დაავადებების დროსტალახით მკურნალობა აპლიკაციების სახით გამოიყენება, 40-420, ხანგრძლივობით 20 წუთი. პროცედურები ინიშნება დღეგამოშვებით ან ორი დღე ზედიზედ მომდევნო დასვენების დრით. მკურნალობის კურსი 12-15 აპლიკაცია.

ს.ს. „კურორტ ახტალაზე” 2018 წელს მომსახურების პაკეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია
1.  ტალახის პროცედურა – 22 ლარი
2. ფიზიო პროცედურა – 10 ლარი
3. მასაჟის პროცედურა – 10 ლარი
4. ელექტრო ტალახი – 10 ლარი
5. ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევა – 25 ლარი
6. გინეკოლოგიური ტამპონი – 12 ლარი
7. რექტალური ტამპონი – 12 ლარი
8. კარდიოგრამის გადაღება, კონსულტაცია – 20 ლარი
9. ბინით განთავსება 1 დღით – 10 ლარი
10. ბინით განთავსება 1 დღით, სველი წერტილებით – 25 ლარი
11. კვება 3-ჯერადი 1 დღეში – 18 ლარი

მკურნალობის კურსი შეადგენს 10 – 12 პროცედურას.
პროცედურები არ ტარდება მხოლოდ კვირა დღეს. 

„კოვიდი არსად წასულა!“ – „COVID-ის გამო 2021 წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 14%-ით მეტი დაფიქსირდა“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ –
COVID-ის გამო 2021 წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 14%-ით მეტი დაფიქსირდა.

წყარო:

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights