ნანოტექნოლოგიის დახმარებით ბიოელექტრონული ჩიპი ნერწყვში C და D ვიტამინებს 20 წუთზე ნაკლებ დროში აღმოაჩენს
ფონდის მიერ მობილიზდა 29 000 000 ლარი
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, გადაცემაში „შუა დღე“!
სოლიდარობის ფონდი 10 წლისაა, დაარსებიდან დღემდე, ფონდის მიერ, მობილიზდა 29 000 000 ლარი.
ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს
ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, მას შემდეგ რაც სერვისის მიმწოდებელმა კერძო კლინიკამ, სამინისტროსთან შეუთანხმებლად, შეწყვიტა სერვისის მიწოდება.
შესაბამისი განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ფოთში, დიალიზის პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები, დიალიზის სერვისით 2021 წლიდან სარგებლობდნენ, თუმცა ლიცენზიის მქონე კლინიკა „ბომონდმა“, 12 ივნისს, თვითნებურად შეწყვიტა პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ბენეფიციარებს, ადგილზე, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, შეხვდნენ მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.
შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ უმოკლეს დროში, ბენეფიციარები, კვლავ შეძლებენ სერვისით ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად სარგებლობას. მანამდე კი, პაციენტები, უახლოეს მუნიციპალიტეტში მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას და მათ ტრანსპორტირებას ფოთის მერია უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში, დიალიზის სერვისს 22 პაციენტი იღებს.
WHO-ს მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სენეგალში მიგრაციისა და ჯანდაცვის საკითხების დასანერგად ოფიციალურ ვიზიტს მართავს
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით, ოფიციალური ვიზიტით აფრიკაში, კერძოდ, სენეგალში იმყოფება.

მიგრაციისა და ჯანმრთელობის საკითხი ყოველ წლიურად უფრო აქტუალური ხდება. მილიარდზე მეტი ადამიანი დედამიწაზე მიგრაციის პროცესშია და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება. ამ უდედეს გამოწვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა სამედიცინო კომპეტენციის საკითხები სამედიცინო მუშაკებისათვის, რომლებიც მუშობენ მიგრანტებთან და ლტოლვილებთან.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯანმოს (WHO) საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სენეგალში იმყოფება და ახორციელებს პირველადი გლობალური სტანდარტების დანერგვას.
აღსანიშნია, რომ სენეგალამდე პროექტი ნიგერიაში წარმატებით დაინერგა.

5-დღიანი ღონისძიება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად სენეგალის დედაქალაქ დაკარში ჩატარდა.
ამჟამად კი მიმდინარეობს სამდღიანი ტრენინგი სამედიცინო პერსონალისთვის, რომელშიც ქვეყნის ყველა მთავარი ექიმი და ეპიდემიოლოგია ჩართული. ტრეინინგს, რომელსაც გიორგი ფახაკაძე ატარებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
აღნიშნული ტრენინგი პირველად ტარდება აფრიკის ფრანგულენოვან ქვეყანაში და რაც მთავარია, მონაწილეები საკმაოდ პოზიტიურად არიან განწყობილნი და მოწონებას გამოხატავენ მიმდინარე პროცესის მიმართ.
“ეს არის უპრეცედენტო მოვლენა – რა სიახლეს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე სენეგალიდან
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით, ოფიციალური ვიზიტით აფრიკაში, კერძოდ, სენეგალში იმყოფება. პროფესორ ფხაკაძეს სენეგალის დედაქალაქ დაკარში დავუკავშირდით და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს:

“ამჟამად ვიმყოფები სენეგალის დედაქალაქ დაკარში. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ეგიდით მაქვს საშუალება, მონაწილეობა მივიღო და გავუზიარო ინფორმაცია სენეგალის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სამინისტროებს იმ საკითხების შესახებ, რომელიც ეხება ექიმების გადამზადებას, მათი კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლებას, კერძოდ ჯანმრთელობის და მიგრაციის საკითხებზე.
ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს გაფორმდა ოფიციალური თანამშრომლობის ხელშეკრულება პირველ ქართულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგ “შენი”-სა და სენეგალის ტელკოპანია Sante TV -ს შორის, რომელიც პირველი და ერთადერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტელევიზიაა სენეგალში.

ურთიერთ თანამშრომლობის საფუძველზე მხარეებს შორის იგეგმება ამ ორ რეგიონში არსებული ინფორმაციის გაცვლა ჯანდაცვის სიახლეების შესახებ, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგიურ, პანდემურ თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით..
ჩვენი მედიაჰოლდინგი “შენი” რეგულარულად მიაწვდის სენეგალის ჯანდაცვის ტელევიზიას აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიის რეგიონში – საქართველოში არსებულ ვითარებას ჯანდაცვის საკითხებში და ასევე, Sante TV მიაწვდის ჩვენს მედიაჰოლდინგს დასავლეთ აფრიკის რეგიონიდან ჯანდაცვის სიახლეებს.
ასეთი უპრეცენდენტო მოვლენა პირველად ხდება, როცა დასავლეთ აფრიკის ფრანგულენოვანი ქვეყანა თანამშრომლობას იწყებს კავკასიის რეგიონში კერძოდ, საქართველოსთან.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსაგვსი თანამშრომლობა როგორც საქართველოს, ასევე სენეგალის მოსახლეობას დაეხმარება – მიიღონ სწორი ინფორმაცია პირველ წყაროდან, თუ რახდება მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონში საზოგადიებრივი ჯანდაცვის საკითხებზე.
საგამოცდო სტრესის დაძლევა: რჩევები აბიტურიენტებისთვის
საგამოცდო სტრესის დაძლევა: რჩევები აბიტურიენტებისთვის
გამოცდები აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებით სტრესული პერიოდია, სასურველი შედეგებისკენ სწრაფვა დიდ ზეწოლას ახდენს აბიტურიენტებზე, რაც იწვევს შფოთვას და ნერვიულობას.
როგორ მოქმედებს სტრესი აბიტურიენტებზე:
შემეცნებითი ფუნქცია:
სტრესმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კონცენტრაციის, მეხსიერებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებზე, რაც ართულებს გამოცდების დროს ინფორმაციის გახსენებას
ფიზიკური ჯანმრთელობა:
სტრესი იწვევს ისეთ ფიზიკურ პრობლემებს, როგორიაა თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი და ძილის დარღვევა, რაც კიდევ უფრო აფერხებს სწავლაზე კონცენტრაციას
ემოციური კეთილდღეობა:
ხანგრძლივმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესია და მოტივაციის ნაკლებობა, რაც გავლენას ახდენს გამოცდებისთვის მზადებაზე
როგორ ვმართოთ საგამოცდო სტრესი:
შექმენით სასწავლო განრიგი:
დაყავით თქვენი სასწავლო მასალა მართვად ნაწილებად და შექმენით რეალისტური გრაფიკი. ეს ამცირებს ბოლო წუთებში გასაკეთებელი საქმით გამოწვეულ შფოთვას
დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი:
მიირთვით დაბალანსებული დიეტა, ივარჯიშეთ რეგულარულად და დაიცავით ძილის რეჟიმი, რათა გაზარდოთ თქვენი ენერგია და კოგნიტური ფუნქცია
დაისვენეთ რეგულარულად:
გამოიყენეთ ტექნიკები, როგორიცაა პომოდოროს მეთოდი – 25 წუთი სწავლა, რასაც მოჰყვება 5 წუთიანი შესვენება, რათა თქვენი გონება დასვენებული და კონცენტრირებული იყოს
განეწყვეთ პოზიტიურად:
კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს ძლიერ მხარეებზე და წარმოიდგინეთ თქვენი წარმატება. პოზიტიურმა აზროვნებამ შეიძლება გაზარდოს თქვენი თავდაჯერებულობა და შეამციროს შფოთვა
შეზღუდეთ კოფეინის მიღება:
ზედმეტ კოფეინს შეუძლია გაზარდოს შფოთვა და დაარღვიოს ძილი. ჩაანაცვლეთ კოფეინი მცენარეული ჩაით ან წყალით
დაისახეთ რეალისტური მიზნები:
დაისახეთ მიღწევადი მიზნები და იზეიმეთ მცირე გამარჯვებით, ეს გაზრდის თქვენს მოტივაციას
იცოდე შენი საზღვრები:
მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტ მუშაობას. ბალანსი არის თქვენი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების გასაღები.
კლინიკა „ვივამედში“ „პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა – პრეცედენტი ქართულ ჯანდაცვის სივრცეში
2024 წლის 12 ივნისს კლინიკა „ვივამედში“ „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა. მათ განიხილეს პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად გაიმართება, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება კლინიკის განვითარებისთვის.

„ვივამედი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

ამიტომ მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი. აქედან გამომდინარე, კლინიკის ინიციატივით, პაციენტები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება აქტუალური.

პაციენტებმა პირველ შეხვედრაზე გამოავლინეს საბჭოს თავმჯდომარე – გული ჯეირანოვა, რომელიც საბჭოს მიერ მსჯელობის შედეგად რეკომენდაციებს გადასცემს კლინიკა „ვივამედის“ წარმომადგენლობას.
პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.
ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.

პაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად გააშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

„შენი ექიმი“ პაციენტთა საბჭოს წევრებს ესაუბრა და გთავაზობთ მათ კომენტარებს დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით:
„პაციენტთა საბჭოს“ თავმჯდომარე გული ჯეირანოვა:

„დადებითად ვაფასებ პაციენტების ჩართვას კლინიკის საქმიანობის პროცესში, პაციენტების აზრის გათვალისწინება აუცილებელია და ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ“.
ლელა აბშილავა:

„ძალიან მომწონს ეს ინიციატივა, რადგან კლინიკა ითვალისწინებს პაციენტების აზრსაც და კმაყოფილი ვარ, რადგან ეს არის დასავლური სტანდარტი.“
მარიამ ზეიკიძე:

„ეს ინიციატივა საუკეთესო გამოსავალია ამ სფეროს განვითარებისთვის და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე აქტიურად ვერთვები ამ პროცესში“.
თიკო ზეიკიძე:

„ვფიქრობ, კლინიკის განვითარების პროცესში პაციენტების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და ძალიან კარგი პროექტია“.
ემილია ელიზბარ -კიზი:
„მოხარული ვარ და ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო კლინიკის პაციენტთა საბჭოს“ საქმიანობაში.
სალომე კილაძე:

„მოხარული ვარ, რომ პაციენტების აზრს ითვალისწინებენ და ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში, რადგან მიმაჩნია, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ.“
ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“ შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.
რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.
გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა;0 შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მკვლევარი: საერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება. შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.
აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge
პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:
https://www.surveymonkey.com/r/sheniekimi
სამი ნიშანი, რითაც აუტიზმის ამოცნობა ადრეულ ასაკში შეგვიძლია
ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა აუტიზმის 3 ნიშანზე ისაუბრა, რომელიც წლინახევრის ბავშვების მშობლებს ამ დიაგნოზის ამოცნობაში შეიძლება დაეხმაროს.
ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშნიდან, რომლებითაც 18 თვემდე აუტიზმის ამოცნობა შეგვიძლია, პირველია, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება, – თქვა ბავშვთა ნევროლოგმა, პროფესორმა ნანა ტატიშვილმა გადაცემაში “პირადი ექიმი”. მან სამი ნიშანი დაასახელა, რომლებითაც შესაძლოა, 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმი ამოვიცნოთ.
- ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშნიდან, რომლებითაც 18 თვემდე აუტიზმის ამოცნობა შეგვიძლია, პირველია, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება. 10 დაძახებიდან, მინიმუმ, 6-7-ჯერ უნდა გამოგვხედოს. მეორე ნიშანი არის ის, რომ საჩვენებელ თითს მისათითებლად არ იყენებს. მესამე ნიშანია ის, რომ ჩვენს მითითებულ თითზე თავს არ ატრიალებს და არ უყურებს.
- 14-16 ან 18 თვის ბავშვს თუ ეს 3 ნიშანი შეამჩნიეთ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ თავისით გამოსწორდება. თავისით არ გამოსწორდება. სჯობს, გადაჭარბებულად ვიმუშაოთ და შევაფასოთ, ვიდრე გამოგვეპაროს და ამ ნიშნების ამოცნობა დაგვიანდეს.
არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ თავისით გამოსწორდება. თავისით არ გამოსწორდება. სჯობს, გადაჭარბებულად ვიმუშაოთ და შევაფასოთ, ვიდრე გამოგვეპაროს და ამ ნიშნების ამოცნობა დაგვიანდეს“- ამბობს ნანა ტატიშვილი.
კვლევა – რამდენად ხშირად იწვევს მარიხუანა ფსიქოზს
დიდი ხანია, რაც მეცნიერებმა მარიხუანის მოხმარება ფსიქოზთან დააკავშირეს, მაგრამ რამდენად ხშირად და რატომ ხდება ასე?
ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამის გასაგებად 162 სხვადასხვა ნაშრომი გააანალიზეს, რომლებიც ჯამში 200 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემებს აერთიანებს.
შედეგად, დადგინდა, რომ კანაფის მომხმარებლებში დაახლოებით ყოველი 200-დან 1 ადამიანში (0.5%) ფსიქოზური ეპიზოდი იჩენს თავს, რაც ჰალუცინაციების, დელუზიებისა და პარანოიის სახით ვლინდება.
წარსულ მიგნებებთან თანხმობაშია ისიც, რომ რისკი იზრდება იმ ზრდასრულ ახალგაზრდებსა და განსაკუთრებით ქალებში, რომლებსაც ბიპოლარული აშლილობის მსგავსი მენტალური პრობლემები მანამდეც აწუხებდათ. აღსანიშნავია, რომ, წინა კვლევებისგან განსხვავებით, 2 გენი, COMT და AKT1, ახლა ფსიქოზთან ვერ დააკავშირეს.
საინტერესოა, რომ ადამიანებში, რომლებიც მარიხუანას ადრიდანვე და ხშირად იყენებდნენ, სხვებთან შედარებით მწვავე ფსიქოზური ეპიზოდების რისკის ზრდა არ დაფიქსირებულა. ამის მიუხედავად, ყოველდღიური მოხმარება ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლოა, საფრთხეს ამძაფრებდეს. ასევე, აღმოჩნდა, რომ ფსიქოზის რისკზე ყველაზე მეტად სქესი (მდედრობითი) და ასაკი (ახალგაზრდა) ახდენს გავლენას.
უკანასკნელი კვლევისას გაანალიზებული ადამიანების უმეტესობა რეკრეაციულ კანაფს მოიხმარდა, 15% სამედიცინოს, 1% კი ტეტრაჰიდროკანაბინოლის საკვლევ ექსპერიმენტებში მონაწილეობდა. ეს სამი შრე მეცნიერებისთვის საკითხის გაანალიზების უნიკალური საშუალება იყო.
მარიხუანით პროვოცირებული ფსიქოზური ეპიზოდების სიხშირე სამივე ჯგუფში განსხვავდებოდა. მაგალითად, პირველ და მესამე შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 19% და 21% იყო, მეორეში კი — 2%.
ავტორების თქმით, ეს ნიშნავს, რომ კანაფის მოხმარება ფსიქოზის სიმპტომების გაჩენის შანსს ზრდის მიუხედავად იმისა, ის რეკრეაციულია, სამედიცინო თუ კონტროლირებად ექსპერიმენტებში გამოყენებული.
კვლევა გამოქვეყნდა Nature Mental Health-ში.
რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას? – ოპერაციები ზაფხულში
პლასტიკური ოპერაციები ერთნაირი წარმატებით ტარდება როგორც წელიწადის გრილ, ისე ცხელ სეზონზე. თუმცა, რადგანაც ზაფხული დასვენებასთან ასოცირდება, შესაძლოა, ზოგმა თავი შეიკავოს ქირურგიული ჩარევებისგან.
არადა ზაფხული სწორედ ის დროა, როცა ყველაზე მეტად გვსურს სხეულის დეფექტების გამოსწორება.
რომელი პროცედურების ჩატარება ჯობს ზაფხულში და რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის პლასტიკურ ქირურგს ნოდარ ბრუნჯაძეს მივმართეთ.
ზოგადად, რომელი პლასტიკური ოპერაციებია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი?
სტატისტიკა საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც თითქმის ერთნაირია. მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციებია მუცლის, ბარძაყისა და სხეულის სხვა ზონების ლიპოსაქცია, აბდომინოპლასტიკა, მამოპლასტიკა და სხვა. თუმცა გენეტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩამოთვლილ პროცედურებთან ერთად, საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი ოპერაციაა ცხვირის პლასტიკაც.
რომელია ის პროცედურები, რომელთა ჩატარებასაც პაციენტებს ზაფხულში ურჩევდით?
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ პლასტიკური ოპერაციის ჩატარებისას სეზონურობას მნიშვნელობა არ აქვს. მეტიც, ზოგი პაციენტისთვის ზაფხულის შვებულება ოცნების ოპერაციასთან ასოცირდება და სწორედ ამ დროს არჩევს პროცედურების ჩატარებას. თუმცა, თუ ზაფხულში აქტიურ დასვენებას გეგმავთ, უმჯობესია, არჩევანი გააკეთოთ ნაკლებტრავმულ, მცირეინვაზიურ პროცედურებზე და თავი შეიკავოთ კომბინირებული ოპერაციებისგან.
ზაფხულში ხშირად ვატარებთ სხეულის კორექციასთან დაკავშირებულ პროცედურებს, როგორებიცაა ლიპოსაქცია, მამოპლასტიკა, ოტოპლასტიკა, წარბების ლიფტინგი და სხვა. მსგავსი მცირეინვაზიური ოპერაციები არ მოითხოვს დიდ განაკვეთებს, არ საჭიროებს სახლში ყოფნას, წოლით რეჟიმს და ა.შ. პაციენტს მეორე დღესვე ან რამდენიმე დღეში შეუძლია დაუბრუნდეს თავის ჩვეულ ყოველდღიურობას, წავიდეს სამსახურში, დასასვენებლად და ა.შ.
თქვენ მიერ ჩამოთვლილი მცირეინვაზიური ოპერაციების შემთხვევაში, დაახლოებით რა დროს სჭირდება რეაბილიტაციას?
როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ტიპის ოპერაციების შემდეგ პაციენტის ბინაზე გაწერა მალევე ხდება და ის აქტიურ ცხოვრებას უპრობლემოდ უბრუნდება. თუმცა, მაგალითად, ლიპოსაქციების დროს, აუცილებელია, კორსეტის ტარება დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში. კორსეტი შემაწუხებელი ან ტკივილის გამომწვევი არ არის. უბრალოდ, სასურველია ამ დროს პაციენტი მოერიდოს სიცხეს, რათა ნაოპერაციები ზონის გადახურებამ დისკომფორტი არ გამოიწვიოს. ამასთან ერთად, აუცილებელია, ნაწიბურები დაცული იყოს მზისგან დამცავი საშუალებით. არსებობს გარკვეული რეკომენდაციები და წესები, რომლებსაც კონკრეტული ოპერაციების შესაბამისად გავცემთ. თუმცა, ერთი რამ ყველასთვის საერთოა – მნიშვნელოვანია, პაციენტი დარწმუნებული იყოს საკუთარ გადაწყვეტილებაში და ნამდვილად ჰქონდეს კონკრეტული ჩარევის სამედიცინო ჩვენება, მხოლოდ სურვილი ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი ოპერაციის დასაგეგმად. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დეფექტის გამოსწორება შესაძლებელია და ამგვარ ოპერაციებს შეუძლია მნიშვნელოვნად აამაღლოს თქვენი თავდაჯერებულობა და გააუმჯობესოს თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა.










