პარასკევი, ივნისი 12, 2026

უძილობა მეხსიერების დაქვეითებას იწვევს

უძილობა - მეხსიერება
#image_title

უძილობა მეხსიერების დაქვეითებას იწვევს!

ნეირომეცნიერების ბოლოდროინდელი კვლევები ხაზს უსვამენ ძილის და უძილობის მნიშვნელოვან გავლენას მეხსიერების ფუნქციაზე. მაშინ, როცა ძილი და სიზმარი მის გამყარებას ემსახურება, ძილის დარღვევა და უძილობა უარყოფითად მოქმედებს და აზიანებს მეხსიერებას.
ძილი გადამწყვეტ როლს თამაშობს მეხსიერების გამყარებაში, შერჩევითად ინარჩუნებს მნიშვნელოვან მეხსიერებას და უმნიშვნელო მეხსიერებას შლის. ძილის დარღვევებმა, უძილობამ, ძილის აპნოემ და მოუსვენარი ფეხების სინდრომმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ეს პროცესი და გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება.
სიზმარიც მეხსიერების ჩამოყალიბებასთანაა დაკავშირებული. სიზმრების შინაარსი შეიძლება პირდაპირ ასახავდეს ნერვულ აქტივობას, რომელიც ბოლოს განცდილ ამბავთან არის დაკავშირებული, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს ძილის როლს მეხსიერების კონსოლიდაციაში.
ქრონიკული უძილობა მეხსიერების დამუშავებაში ჩართული ტვინის რეგიონების მოცულობის შემცირებას იწვევს, რაც მეხსიერების დაქვეითების ნეიროანატომიურ საფუძველზე მიუთითებს.
ძილის აპნოე, რომელიც ძილის დროს სუნთქვის ხანმოკლე შეფერხებით ხასიათდება, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მეხსიერებაზე. კვლევები აჩვენებს, რომ ძილის აპნოეს მქონე პირებს მეხსიერების დაქვეითება აღენიშნებათ და ამ დროს განსაკუთრებით ეპიზოდური ვერბალური მეხსიერება ზიანდება.
ძილის დარღვევამ ნევროლოგიური პრობლემების გარდა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დისრეგულაცია, იმუნური, მეტაბოლური დარღვევები, ნაწლავის დისფუნქცია.
ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად:
ჩამოაყალიბეთ ძილის თანმიმდევრული რუტინა, თქვენი ორგანიზმის შიდა საათის დასარეგულირებლად დაიძინეთ და გაიღვიძეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
შექმენით ძილისთვის ხელსაყრელი გარემო. ეცადეთ საძინებელში შეინარჩუნოთ გაჯეტებისგან თავისუფალი, გრილი, მშვიდი და ბნელი გარემო, რაც ხელს შეუწყობს რელაქსაციას და ღრმა ძილს.
განსაკუთრებულად მოერიდეთ კოფეინს, ალკოჰოლს და შაქარს ძილის წინ. ჩართეთ თქვენს დიეტაში ძილის ხელშემწყობი საკვები ნივთიერებები, როგორიცაა მაგნიუმი, ტრიპტოფანი და ვიტამინი D (ხორცი, რძე, თხილეული, შავი შოკოლადი, ავოკადო, თევზი, იოგურტი, სოკო).
რეგულარულად ივარჯიშეთ, რაც ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში და ძილ-ღვიძილის ბუნებრივი ციკლის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.
ჩართეთ სტრესის შემცირების ტექნიკა, როგორიცაა ღრმა სუნთქვა, მედიტაცია, იოგა თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, რათა ხელი შეუწყოთ რელაქსაციას და გააუმჯობესოთ ძილის ხარისხი.
წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.

ადამინის ტვინის ევოლუცია, მითი თუ რეალობა

ადამიანის ტვინის ევოლუცია

ადამიანის ტვინი 2 მილიონ წლიანი ევოლუციის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა მოცულობით.

ახალი თეორია ეჭვქვეშ აყენებს ამ საკითხზე ტრადიციულ შეხედულებას და ამბობს, რომ ადამიანის ტვინის ევოლუცია განაპირობა არა საკვების მოსამზადებლად ცეცხლის გამოყენებამ და შემდგომ, კულინარიის განვითარებამ, არამედ საკვების ფერმენტაციამ და დუღილმა; და რომ, ფერმენტირებული საკვების გამოყენება უნდა ყოფილიყო კრიტიკული კომპონენტი იმ კოგნიტურ ნახტომში, რომელმაც განაპირობა თანამედროვე ადამიანების განვითარებული შემეცნებითი შესაძლებლობები.
ამ ახალი მონაცემებით, სწორედ ფერმენტირებული საკვების მოხმარებამ და არა ცეცხლის გამოყენების დაწყებამ, შეასრულა უდიდესი როლი თანამედროვე ადამიანის ტვინის მოცულობის ზრდასა და მენტალური შესაძლებლობების განვითარებაში.
ფერმენტირებული საკვები მდიდარია სასარგებლო ბაქტერიებით, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის მიკრობიომის ჯანმრთელობას.

ფერმენტები და ნაწლავის მიკრობიომი

ბოლო წლების არაერთი კვლევა აკავშირებს ნაწლავის მიკრობიომს ადამიანის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთანაც. დაბალანსებული და მრავალფეროვანი ნაწლავის მიკრობიომი დაკავშირებულია ტვინის ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტთან, მათ შორის განწყობის რეგულირებასთან, გაუმჯობესებულ შემეცნებას და ნევროლოგიურ მდგომარეობებთან.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანის ტვინის ევოლუციაში ნაწლავის მიკრობიომის მნიშვნელობას და გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მიზეზს, უკეთ გამოვიკვლიოთ ფერმენტირებული საკვების როლი ადამიანის ჯანმრთელობაში და ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებაში.
ფერმენტირებული საკვების ზოგიერთი მაგალითია: მაწონი, კეფირი, მწნილი, კიმჩი, ვაშლის ძმარი, ბუნებრივი დუღილით დამზადებული პური.
ფერმენტირებული საკვების მოხმარებით,ხელს შევუწყობთ ტვინის უკეთ მუშაობას და გავიუმჯობესებთ საერთო ჯანმრთელობას.
წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
A new theory is suggesting that fermentation, rather than the use of fire for cooking, may have been the pivotal factor in the evolution of the human brain. Researchers argue that the consumption of fermented foods could have played a significant role in the increase in cranial capacity and the development of the modern human brain. This theory challenges the traditional view that the control of fire and cooking were the main drivers of brain evolution.
The discovery that fermentation may have played a significant role in human brain evolution is related to the gut microbiome and its importance in brain and overall health. Fermented foods are rich in beneficial bacteria that contribute to a healthy gut microbiome. A balanced and diverse gut microbiome has been linked to various aspects of brain health, including mood regulation, cognition, and even neurological conditions. By consuming fermented foods that support a healthy gut microbiome, individuals may promote better brain function and overall well-being. Thus, the link between fermentation, the gut microbiome, and brain health highlights the interconnectedness of gut health with cognitive and overall health outcomes.

კვებითი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე საშაურმე შეამოწმეს

კვებითი ინტოქსიკაცა- საშაურმე
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში საშაურმეში ,,გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, რომელიც ფუნქციონირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. შედეგად, ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები.

მონიტორინგის ფარგლებში, ობიექტიდან აღებულია სურსათის ნიმუშები, რომლებიც მიკრობიოლოგიური კვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე აცნობებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

შეიძლება, აუტიზმი დაკავშირებული იყოს ჩვენს შორეულ წინაპრებში ნეანდერტალელებისგან გადმოცემულ დნმ-სთან

მეცნიერების ახალი აღმოჩენა - უტიზმის ადრეული დიაგნოზი
#image_title

ჩვენს ძლიერ შორეულ ევოლუციურ წარსულში, დიდი ალბათობით ერთზე მეტჯერ, ნეანდერტალელების დნმ-ის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩვენსას შეერია, რამაც სამუდამოდ დაგვამჩნია კვალი თითქმის ყველაფერში — დაწყებული იმით, თუ როგორ ებრძვის ჩვენი სხეული დღეს დაავადებებს, ჩვენივე გარეგნობით დამთავრებული.

აშშ-ის კლემსონის უნივერსიტეტისა და ლოიოლას უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ნეანდერტალებისგან მიღებული ზოგიერთი დნმ შეიძლება დაკავშირებული იყოს აუტიზმის სპექტრის აშლილობასთან, რადგან ნეანდერტალელებისგან მიღებულ დნმ-ში სპეციფიკური პოლიმორფიზმები (ვარიაციები) უფრო ხშირია აუტიზმის მქონე ადამიანებში. ჯგუფმა ჯამში 3442 ადამიანის დნმ შეისწავლა, როგორც აუტიზმის მქონე, ისე არმქონე პირების. კავშირი გამოიკვეთა შავკანიან არაესპანურ წარმომავლობის პირებში, თეთრკანიან ესპანური წარმომავლობისა და თეთრკანიან არაესპანური წარმომავლობის ადამიანებში, მაგრამ თითოეულ ამ პოპულაციაში ბალანსი განსხვავებული იყო.

გააგრძელეთ კითხვა:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

„ჯარიმების ჩამოწერა სწორი და სამართლიანი იქნება“ – ნინა კობახიძე

#image_title

BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის და „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძის აზრით, კლინიკებისთვის COVID-თან დაკავშირებული ჯარიმების ჩამოწერა სწორი და სამართლიანი იქნება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს საკითხი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან პირველი შეხვედრის დროსაც დააყენეს. ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს“, – აღნიშნა ნინა კობახიძემ.

ეს საკითხი აქტუალური 2022 წელს გახდა, როცა მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო covid-კლინიკებს თითოეულ ცარიელ საწოლზე 180 ლარს უხდიდა, მაშინ როცა დატვირთულობა 60%-იანი იყო. “ხშირად, პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდებოდა და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა”, – თქვა მაშინ მინისტრმა. მოგვიანებით კი, მისმა მოადგილემ ილია ღუდუშაურმა დააკონკრეტა, რომ რიგი კლინიკები მილიონობით ლარით დააჯარიმეს.

ნინა კობახიძის თქმით, საუბარია დაახლოებით, 30-40 მილიონ ლარზე.

“ჩვენ პრემიერთან და მინისტრთან შეხვედრაზეც გავაჟღერეთ, რომ აბსოლუტურად უსამართლოა {კლინიკების დაჯარიმება}, რომლის საფუძვლად მიჩნეულია მაგალითად, covid-პაციენტი საჭიროებდა თუ არა PCR-ტესტს, სხვადასხვა ლაბორატორიულ კვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფია (კტ) და ა.შ. ამ კუთხით ხდებოდა კალკულაცია, მაგრამ ეს არასწორია, რადგან გვახსოვს, პანდემიის დროს ყველა პაციენტს უნდოდა კტ-ს გადაღება… ამდენად, ვიცი, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს და ჯარიმების ამნისტირება სამართლიანი და სწორი იქნება; ასევე, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოს მხრიდანაც მოხდება პასუხისმგებლობის აღება, რადგანაც მაშინ ასე იყო გამოცხადებული, ამიტომ ახლა იმ თემებზე მოდავება არ გამოვა“, – თქვა ნინა კობახიძემ.

ამასთან, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ covid-ჯარიმების სამართლიანობის ნაწილში ისიც აღნიშნა, რომ პანდემიის დროს დაჯარიმებულ ზოგიერთ დაჯარიმებულ კლინიკას ახალი მფლობელი ჰყავს.

 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

ფორუმზე 400-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა, კომპანიებმა დასაქმება შესთავაზეს

დასაქმების ფორუმი
#image_title

ბათუმში, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა 75-მა კომპანიამ მიიღო, რომლებმაც, სამუშაოს მაძიებლებს, 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს.

დასაქმების ფორუმი ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც მსგავსი ტიპის ფორუმები რეგულარულად იმართება.
ფორუმზე 400-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა. მათ დიდ ნაწილს კი კომპანიებმა, დასაქმება, ადგილზევე შესთავაზეს. სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კვალიფიკაციის შესაბამისად, შეერჩიათ სასურველი ვაკანსიები – ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან.
სამუშაოს მაძიებლებმა, უშუალოდ დამსაქმებლისგან, მიიღეს ინფორმაცია სამუშაო გარემოს, პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე დაესწრო.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

ყურადღება გაამახვილა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პროგრამებზე

#image_title

ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მალავის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

თამარ გაბუნიამ, მალავი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს, სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა და უწყების პრიორიტეტები გააცნო. მათ შორის, ყურადღება გაამახვილა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პროგრამებზე, ქვეყანაში, ჯანდაცვის სექტორის დიჯიტალიზაციის პროცესზე. ასევე – C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებულ პროგრამაზე.
თამარ გაბუნიამ, დელეგაციის წევრებს დევნილთა განსახლების, სოციალური და შრომის მიმართულებით განხორციელებული, თუ მიმდინარე პროექტებიც გააცნო.
მალავი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა, მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადეს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. მხარეებმა, სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებიც განიხილეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

“ჩვენ ერთად ვიბრძოდით მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ” – პროფესორი გიორგი ფხაკაძე WHO-ს სპიკერ მარია ვან კერხოვეს შეხვდა

#image_title

WHO-ს საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან საინტერესო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

“ქალბატონი მარია ვან კერხოვე გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ეპიდემიოლოგი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეპიდემიისა და პანდემიის მომზადება/ პრევენციის დეპარტამენტის დირექტორი”- აცხადებს პროფესორი გიორგი ფხაკაძე. 

გიორგი ფხაკაძე და მარია ვან კერხოვე – WHO

“ალბათ, ყველას გახსოვთ, ის ხშირად ჯანმოს (WHO) სახელით გვაწვდიდა საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას კოვიდ 19-ის შესახებ პანდემიის დროს.

ის არის უდიდესი პროფესიონალი და ჩემთვის არის ინსპირაცია, თუ როგორ შეიძლება აკეთო უმნიშვნელოვანესი საქმე დიდი წნეხის მიუხედავად (მე მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, მარია კი – გლობალური მასშტაბით ვუძლებდით ამას)… მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენი პროფესიის მცველები, ვაგრძელებდით და ვაგრძელებთ საკუთარ საქმეს – საზოგადოების ინფორმირებას ყველა იმ გამოწვევის შესახებ, რომელიც დგას ჩვენ წინაშე.

ეს არის ჩვენი მოვალეობა და პროფესიის განუყოფელი ნაწილი.

მე და მარიამ დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი “ბრძოლის” დეტალები კოვიდპანდემიის შესახებ და აღმოჩნდა, რომ მასაც არანაკლები “თავგადასავლები” გადაუტანია…

ფაქტობრივად, ახლაც ვართ ამ დეზინფორმაციის დიდი წნეხის ქვეშ…

„ხველა ნამდვილად არ არის ისე საშიში, როგორც მშობლებს ჰგონიათ“ 

ხველა არ არის საშიში
#image_title

„ხველა ნამდვილად არ არის ისე საშიში, როგორც მშობლებს ჰგონიათ“

„ხველა ორგანიზმის დამცველობით რეფლექსია და ნამდვილად არ არის ისე საშიში, როგორც მშობლებს ჰგონიათ.

ყველაზე ხშირად ხველას იწვევს მწვავე რესპირაციული ინფექციები, განსაკუთრებით ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია. ეს არის მწვავე ხველის ყველაზე ხშირი მიზეზი, როგორც ბავშვებში, ასე მოზრდილებში.

როგორ განასხვავებდათ მწვავე და ქრონიკული ხველა ერთმანეთისგან. თუ ხველა მიმდინარეობს ოთხ კვირამდე ის მწვავე ხველაა, თუ ხველა ხანგრძლივდება ოთხ კვირაზე მეტხანს, ის უკვე ქრონიკულია და მას თავისი მიზეზები გაჩნია. მწვავე ხველას ჩვენ სიმპტომური საშუალებებით ვმკურნალობთ და ხშირ შემთხვევაში ის საშიშროებას არ უქმნის ბავშვს, მაგრამ თუ ხველა გახანგრძლივდა, ის შეუძლია უკავშირდებოდეს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ასთმა, თანდაყოლილი ანომალიები, უცხო სხეული და სხვა“, – ამ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ ექიმმა პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ისაუბრა.

 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

კვლევა – ადამიანები, რომელთაც სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევა გაიკეთეს, თვითმკვლელობის უფრო მაღალი რისკით გამოირჩევიან

სქესის შეცვლა - კვლევა
#image_title

ამერიკის შეერთებული შტატების მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომელთაც სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევა გაიკეთეს, თვითმკვლელობის უფრო მაღალი რისკით გამოირჩევიან. სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს University of Texas Medical Branch-ის ტრანსლაციურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მხარდაჭერით. მათ ნაწილობრივი მხარდაჭერა გაუწიეს ტრანსლაციური მეცნიერებების განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა.

სპეციალისტების განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით, რიგ სახელმწიფოებში, ამ სახის ქირურგიული ჩარევის პოპულარიზაციის ფონზე, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანები აწყდებიან უფრო მეტ დეპრესიასა და თანმდევ თვითმკვლელობას.

ჩატარებული კვლევის თანახმად, სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ადამიანები თვითმკვლელობის 12 – ჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. 2021 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითმკვლელობით 48 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა.

კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი 56 სამედიცინო დაწესებულებისა და 90 მილიონი პაციენტის სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით ჩატარდა.

ადამიანები სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. პირველი ჯგუფი შედგებოდა 18-იდან 60-წლამდე ასაკის პირებისგან, რომელთაც სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევა ჰქონდათ გაკეთებული. მეორე ჯგუფი კი ადამიანებისგან, რომელთაც სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევა არ ჰქონდათ გაკეთებული, ხოლო მესამე ჯგუფი შედგებოდა ადამიანებისგან, რომელთაც სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევა არ ჰქონდათ გაკეთებული, მაგრამ ჰქონდათ მაგალითად ვაზექტომია ჩატარებული.

კვლევის მიხედვით, სქესის შეცვლის მიზნით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ადამიანები რამდენიმე ასაკობირივი ჯგუფის ფარგლებში, თვითმკვლელობის შედარებით მაღალი ალბათობით გამოირჩევიან, ასევე, ეს ადამიანები სხვა სოციალურ ჯგუფებთან შედარებით უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.

„ნათელია, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ სამწუხარო შედეგების თავიდან ასაცილებლად. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ყოვლისმომცველი ფსიქიატრიული დახმარების საჭიროებას სქესის დადასტურების ოპერაციის შემდგომ წლებში“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

დოკუმენტის თანახმად, კვლევის შინაარსი მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობაა და არ წარმოადგენს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ოფიციალურ შეხედულებებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights