პარასკევი, ივნისი 12, 2026

რა უნდა ვიცოდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

ჯანსაღი ცხოვრების წესი
#image_title

გვესაუბრება აკად.. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგიის და შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო უნგიაძე

ჯანსაღი ცხოვრების წესი – ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა არ გულისხმობს მხოლოდ დაავადებების არარსებობას. ეს არის კომპლექსური მდგომარეობა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობას. ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ის მოიცავს ბალანსირებულ კვებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, თამბაქოს აკრძალვას, სტრესის მართვას, მუშაობისა და დასვენების ბალანსირებას.

რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრების წესი?

კვლევებმა აჩვენა, რომ გულის პრობლემების მქონე პაციენტები, რომლებიც ფიზიკურად რეგულარულად აქტიურები არიან, უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვისაც პასიური ცხოვრების წესი აქვთ არჩეული. საშუალო ინტენსივობის აქტივობა უსაფრთხო და სასარგებლოა. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის მიზნით, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია და ამერიკის გულის ასოციაცია რეკომენდაციას უწევს მინიმუმ 150 წუთს/კვირაში საშუალო ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას.

შეათანხმეთ ექიმთან და შეიმუშავეთ  თქვენს საჭიროებებზე მორგებული ფიზიკური აქტივობის გეგმა. თუკი ხანდაზმული ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები ვერ აღწევენ 150 წთ საშუალო ინტენსივობის დატვირთვას კვირაში, ისინი უნდა იყვნენ იმ დონით აქტიურები, როგორც ეს შესაძლებელია. თუნდაც <10 წთ მცირედი ფიზიკური აქტივობაც კი – უკავშირდება დადებით შედეგებს, მათ შორის სიკვდილიანობის შემცირების მხრივ.

ვარჯიში ასევე დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი დამოკიდებულება პრობლემებისა და გონებრივი წნეხის მიმართ. ფიზიკური დატვირთვის დროს ორგანიზმში ნაკლები ცხიმი დეპონირდება, თვითშეგრძნება უმჯობესდება და თვითშეფასება მატულობს. ვარჯიში გვაძლევს მეტ მოქნილობას და ძალას, ის ხელს უშლის დეპრესიის განვითარებასა და დიდ როლს თამაშობს ძილის მოწესრიგებაში.

რამდენად მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვება და დიეტა?

ჩვენი ორგანიზმი ცოცხალი მექანიზმია, რომელიც ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროებს სათანადო რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს – ცილებს, ნახშირწყლებს, ცხიმებს, ვიტამინებს, მინერალებს, წყალს. ბალანსირებული დიეტა გულისხმობს იმდენი კალორიის მიღებას, რამდენიც  იხარჯება დღის მანძილზე. თუკი არ ხდება ენერგიის წვა იმ რაოდენობით, რაც საკვებით მიიღება,  ჭარბი მარაგი ცხიმის სახით გროვდება, რაც ზიანს აყენებს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ბალანსირებული დიეტური კვების სარგებელი:

  • ძლიერი იმუნური სისტემა ინფექციური – დაავადებების წინააღმდეგ;
  • ბრძოლისა და პრევენციისთვის;
  • ზოგიერთი სიმსივნური დაავადებების რისკების შემცირება;
  • არტერიული წნევის სტაბილიზაცია;
  • სამიზნე წონის შენარჩუნება;
  • მეტი ენერგია;
  • ადეკვატური ნივთიერებათა ცვლა

ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზით  ვერ ყიდულობს ახალ პროდუქტს და ვერ ამზადებს ჯანსაღ საკვებს. თანამედროვე, დატვირთული დღის შემდგომ, უმრავლესობას აქვს დროის დეფიციტი. იაფი და ნახევრად მომზადებული საკვები მოსახერხებელი და  ადვილად ხელმისაწვდომია.  ამ სახის საჭმელს ნეგატიური გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

დიეტური ჩვევები გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ხელშემწყობი ისეთი რისკის-ფაქტორების მოდიფიცირებაზე, როგორიცაა მაღალი ქოლესტერინი, მომატებული არტერიული წნევა, ჭარბი წონა, შარიანი დიაბეტი.

ჯანსაღი დიეტის მახასიათებლები და რეკომენდაციები:

– მიიღეთ უფრო მეტი მცენარეული საკვები და ნაკლებად ცხოველური
– ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები უნდა ითვალისწინებდეს მთლიანი ენერგიის მიღების <10%
– ტრანს-უჯერი ცხიმოვანი მჟავები უნდა შემცირდეს შეძლებისდაგვარად,
– <5  მარილის მიღება დღეში
-30-45 გრ ბოჭკოვანი საკვები დღეში, სასურველია მარცვლეულისგან (მთლიანი)
>_200 გრ ხილი/დღეში
>_200 გრ ბოსტნეული/დღეში
– წითელი ხორცი უნდა შემცირდეს მაქსიმუმ 350 – 500  კვირაში (განსაკუთრებით დამუშავებული ხორცი)
-თევზი რეკომენდებულია კვირაში 1-2-ჯერ
-30 გრ უმარილო თხილეული/დღეში, შეიცავს ბოჭკოს, ბიოაქტიურ კომპონენტებს, ამცირებს რისკებს
– ალკოჰოლის მოხმარების ლიმიტირება
– შაქრის შემცველი, ტკბილი გამაგრილებელი სასმელები და ხილის წვენების მაქსიმალური შეზღუდვა

რა სახის საკვებს უნდა ვერიდოთ?

არასასარგებლო საკვები, როგორიცაა ჩიფსები, სხვადასხვა სახის სნექები და ტკბილეული, გამოირჩევიან მაღალი კალორიულობით, მაგრამ დაბალი კვებითი ღირებულებით;

სწრაფი კვება, როგორიცაა ჰამბურგერი, შემწვარი ქათამი, მზადდება სწრაფად, შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს;

მიკროტალღური მომზადებისთვის მზა კერძები”, შეიცავენ ძალიან ბევრ მარილს და შაქარს

ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისთვის ინფორმაციის გასაგებად და სწორად მიწოდება, რისკების გაცნობიერება,  ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეების გააზრება, რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება. მათ უნდა გადაწყვიტონ რა არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული.

მაგალითად, ზოგიერთი პაციენტი ყურადღებას ამახვილებს მედიკამენტების გარეშე ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებაზე, აკონტროლებს წონას, კვებას, აქტიურია, თავს ანებებს თამბაქოს მოხმარებას, ხოლო მეორე ნაწილი – ნაკლებად ცვლის ცხოვრების წესსა და ქცევას. ჯანდაცვის პროფესიონალებმა უნდა გაითვალისწინონ ინდივიდუალური შესაძლებლობები და მაქსიმალურად შეეცადონ პაციენტების მოტივაციას.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

მსოფლიოში პირველად, ადამიანის თავის ქალაში ეპილეფსიის გასაკონტროლებელი მოწყობილობა დამონტაჟდა

თავის ქალა- ეპილეფსიის მოწყობილობა
#image_title

მძიმე ეპილეფსიით დაავადებული ბიჭი გახდა პირველი პაციენტი მსოფლიოში, რომელმაც გამოცადა თავის ქალაში ჩამონტაჟებული ახალი მოწყობილობა ეპილეფსიური შეტევების გასაკონტროლებლად.

ნეიროსტიმულატორმა, რომელიც აგზავნის ელექტრულ სიგნალებს ტვინის სიღრმეში, ორან ნოულსონის დღიური კრუნჩხვები 80%-ით შეამცირა.

პაციენტის დედამ, ჯასტინმა BBC-თან საუბრისას განაცხადა, რომ ის უფრო ბედნიერია და „ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესდა“.

ოპერაცია ლონდონის Great Ormond Street-ის საავადმყოფოში ოქტომბერში ჩატარდა. მაშინ პაციენტი 12 წლის იყო.

ორანს აქვს ლენოქს-გასტაუს სინდრომი, ეპილეფსიის მკურნალობისადმი რეზისტენტული ფორმა, რომელიც მას 3 წლის ასაკში განუვითარდა. მას ყოველდღიურად 20-დან 100–მდე შეტევა ემართებოდა.

ორანის დედამ ოპერაციამდე ისაუბრა, თუ როგორ დომინირებდა ეპილეფსია მისი შვილის ცხოვრებაზე: „ამ დაავადებამ მას მთელი ბავშვობა წაართვა“.

მან აღნიშნა, რომ ორანს შეტევები სხვადასხვა ფორმით ჰქონდა, მათ შორის დაცემითა და გონების დაკარგვით. ზოგჯერ სუნთქვას წყვეტდა და საჭირო ხდებოდა მისი სასწრაფო რეანიმაცია.

გარდა ეპილეფსიისა, ორანს ასევე აქვს აუტიზმი და ADHD, მაგრამ ჯასტინი ამბობს, რომ ეპილეფსია მათ შორის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა: „მე მყავდა ჯანმრთელი 3 წლის ბავშვი, შეტევების დაწყებიდან რამდენიმე თვეში მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და დაკარგა ბევრი უნარი“.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

თირკმლის პათოლოგიების მკურნალობასა და დიაგნოსტირების შესახებ საუბრობს „ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის”   ნეფროლოგი ლია ჩხაბერიძე

#image_title

 

თირკმლის დაავადებებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ „შენი ექიმი“ ესაუბრა ექიმ ლია ჩხაბერიძეს, რომელიც გახლავთ „ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის”   ნეფროლოგი, თერაპევტი, ჰემოდიალიზის განყოფილების გამგე.

ცნობისთვის:  კლინიკა  შპს  „ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია”  მდებარეობს ქუთაისში და წარმოადგენს  ნეფროლოგიისა  და ჰემოდიალიზის ცენტრს.

#image_title

_ მოგესალმებით, ჩვენს კლინიკაში  გეგმიურ რეჟიმში მკურნალობენ დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პაციენტებს. ყოველდღიურად ტარდება ჰემოდიალიზის სეანსები სამი ცვლის პირობებში. გადაუდებელი ჰემოდიალიზის ჩასატარებელი პირობები შექმნილია კრიტიკული მედიცინისა და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტშიც.

 აღნიშნული სერვისი 24 საათის განმავლობაში ხორციელდება! ჩვენი კლინიკის  თითოეული წევრი მაქსიმალურად ცდილობს, პროგრამაში ჩართულმა პაციენტმა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს.

  მოგეხსენებათ, 4 საათის განმავლობაში ნახევრად მჯდომარე პოზაში ყოფნა არც ისე კომფორტულია, მაგრამ ეს რამდენიმე საათი პაციენტმა მსუბუქად რომ გადაიტანოს, ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ოთახი აღიჭურვა ტელევიზორით, კარგი ხარისხის ინტერნეტით – სურვილისამებრ, ბენეფიციარს შეუძლია წაიკითხოს წიგნი, მოუსმინოს სასიამოვნო მელოდიას და სხვა.

ჩვენს კლინიკაში  წარმატებით ფუნქციონირებს სამედიცინო ტურიზმიც და ამ მიმართულებით კლინიკამ არაერთი უცხოელი დიალიზის პაციენტი მიიღო, სტუმრის სტატუსით. პროცედურაზე რაიმე შეფერხება ჰემოდიალიზის ჩატარებასთან დაკავშირებით არ შექმნილა. იგივე სტატუსით პროგრამულ დიალიზზე მყოფ არაერთ პაციენტს, რომელიც სხვა კლინიკაში იტარებს გეგმიურ პროცედურას, ჩვენს კლინიკაში, სუბიექტური გარემოებების დროს წარმოქმნილ გადაუდებელ შემთხვევებში, უტარდება პროგრამული დიალიზი.

_ქალბატონო ლია, დიალიზის რამდენი სახეობა არსებობს და რა არის მისი მთავარი მახასიათებლები?

_ არსებობს დიალიზის ორი სახეობა: ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი.

ჰემოდიალიზის დროს სისხლიდან ურემიული ტოქსინების წმენდა წარმოებს „ხელოვნური თირკმლის” აპარატის მეშვეობით. „ხელოვნური თირკმლის” აპარატში სისხლის წმენდის პროცესი ნახევრადგამტარი მემბრანის პრინციპზეა აგებული.

პერიტონეალურიდიალიზის დროს სისხლიდან ურემიული ტოქსინებისა და ჭარბი სითხის ტრანსფორმირება ხორციელდება მუცლის ფარის გავლით.

აღნიშნული ტოქსინები ჯერ წინასწარ შეყვანილ სადიალიზო სითხეში ხვდება, ხოლო შემდეგ გარეთ იდევნება.

ჰემოდიალიზისდროს, ისევე როგორც პერიტონეული დიალიზის დროს, სისხლის ტოქსინებისგან წმენდისა და ჭარბი სითხის გამოდევნის პროცესები ხორციელდება  დიფუზიის, ულტრაფილტრაციისა და კონვექციის საფუძველზე.

გადაუდებელ შემთხვევებში ჰემოდიალიზით მკურნალობის დაწყების მიზნით, გამოიყენება ორარხიანი ცენტრალური ვენური კათეტერი, რომელიც საუღლე, ბარძაყის ან ლავიწქვეშა ვენაში თავსდება. ვიყენებთ როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივ კათეტერებს, შემდგომში კი ოპერაციიდან 3-6 კვირის გასვლის შემდეგ არტერიო–ვენური ფისტულის/პროთეზის პუნქცია ინიშნება.

ჩვენს კლინიკაში ასევე წარმატებით ხორციელდება ამბულატორიული პაციენტების მიღებაც. მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია.

_ რამდენად მნიშვნელოვანია თირკმლის ჯანსაღად ფუნქციონირება და რომელია თირკმლის დაავადებები?

_თირკმელს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. ეს ორგანო წარმოადგენს სისხლძარღვებისა და მილაკების რთულ ქსელს, რომელიც სისხლს ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი წყლისგან ფილტრავს – არეგულირებს სითხის, ელექტროლიტებისა და მჟავა–ტუტოვან ბალანსს ორგანიზმში.

ნეფროლოგიურ დაავადებებს მიეკუთვნება:

  1. თირკმლის სისხლძარღვების დაავადებები;
  2. თირკმლის უკმარისობა;
  3. თირკმლის ინფექციები;
  4. ტოქსინებისა და მედიკამენტებისგან გამოწვეული თირკმლების დაზიანება;
  5. ნეფრიტული და ნეფროზული სინდრომები და სხვა.

_გასაგებია. ასევე საინტერესოა, როგორია დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები?

_ თირკმლის პათოლოგიის დიაგნოსტირების მეთოდებია შარდის საერთო ანალიზი, ექოსკოპია, ლაბორატორიული ტესტები.

ყურადსაღებია შემდეგი სიმპტომები:

  • დიურეზის შემცირება (შარდის შემცირება);
  • შარდის მუქი შეფერილობა;
  • შეშუპება სახისა და კიდურების არეში;
  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
  • შარდში ცილისა და ერითროციტების მაღალი მაჩვენებელი;
  • სახსრების ტკივილი;
  • ტკივილი წელის არეში.

ამ სიმპტომების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის ცენტს და ისარგებლოს ნეფროლოგის კონსულტაციით.

კლინიკის მაღალკვალიფიციური ნეფროლოგები თირკმლის დაავადებებს მკურნალობენ როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ რეჟიმში.

ჩვენს კლინიკაში ასევე წარმატებით ხორციელდება ამბულატორიული პაციენტების მიღებაც. მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ცენტრი მუდმივად იზრდება და ვითარდება. კლინიკის პროფესიონალთა გუნდს უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს, მათი წყალობით არაერთი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს.

თირკმლის პრობლემებისა და მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ:
📥ქ. ქუთაისი. გ.ტაბიძის 72-დ
🌐https://nhoge.com/
📅 ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ, ან დაგვიკავშირდით:
☎551166516
📧help@nhoge.com

რატომ გვეშინია სტომატოლოგების?

სტომატოლოგი - შიში

შიში ფუნდამენტური, სიცოცხლესთან დაკავშირებული რეაქციაა, რომელიც ხან შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, ხან კი ისეთი კომპლექსური,რომ გამოიწვიოს გაძლიერებული შფოთვა და პანიკური შეტევებიც კი, უფრო მარტივად კი შიში არის მოსალოდნელი საფრთხით გამოწვეული უარყოფითი რეაქცია, ხოლო ფობია, თანამედროვე ფსიქიატრების განმარტებით, არის შიშის ირაციონალური ეტაპი.

ანუ გადამეტებული და უსაფუძვლო შიში, იმის მიმართ, რაც რეალურად საფრთხეს არ წარმოადგენს.დღეს მოგიყვებით სტომატოლოგების და ზოგადად კბილთან დაკავშირებული მანიპულაციების პათოლოგიურ შიშზე, რომელსაც დენტოფობია ჰქვია, ის უამრავ ფობიას შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და სტატისტიკურად მსოფლიო მოსახლეობის ყოველი 4 ადამიანიდან ერთს მაინც აქვს. წარმოშობის მიზეზები ბევრნაირია, თუმცა ყველაზე ხშირად უკავშირდება წარსულში, ძირითადად ბავშვობაში კბილის მკურნალობისას ან ამოღებისას მიღებულ ნეგატიურ გამოცდილებას.ასევე დენტოფობიის გამომწვევი მიზეზებია:

ვრცლად

 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ამ პაპანაქებას გაუძლოთ?

ფოტო: shutterstock.com
#image_title

რა თქმა უნდა, თუ თქვენს ორგანიზმს სითხე დასჭირდება, ის ამის შესახებ სიგნალს მოგცემთ. სწორედ ეს დაგეხმარებათ, რომ გაუწყლოვნება თავიდან აირიდოთ. თუმცა ზოგიერთი ორგანიზაცია ცხელ ამინდში სითხის მიღებას გირჩევთ მანამ, სანამ ჯერ კიდევ მოგწყურდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, შეეცადეთ სითხე დროულად დალიოთ. კარგი იქნება, თუ სავსე ბოთლი ყოველთვის თან გექნებათ. მაგალითად, როდესაც ძაღლის გასეირნებას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ წყლის წაღება არა მარტო თქვენთვის, არამედ – თქვენი შინაური ცხოველისთვისაც.

სიცხეში ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის. ამ დროს ადამიანი შარდის გამოყოფის შედეგად მეტ სითხეს კარგავს, ამიტომაც ჰაერის მაღალ ტემპერატურაზე მისი დიდი რაოდენობით მიღება განსაკუთრებით არასასურველია.

მაღალი ავტორიტეტის მქონე ზოგიერთი სამედიცინო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სიცხეში ჩაი და ყავაც არასწორი არჩევანია. ამის მიზეზი არის კოფეინი, რაც ხშირ შარდვას იწვევს და შესაბამისად, გაუწყლოების მიზეზიც ხდება. თუმცა ეს მოსაზრება, ფაქტობრივად, კვლევებით უარყოფილია. მეორე მხრივ, ცხელი სასმელების მიღება ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში კარგი იდეა ისედაც არ არის: ისინი, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობენ გაგრილებას.

გაგრილდით ნებისმიერი ხელმისაწვდომი მეთოდით! 

თუ კონდიციონერი გაქვთ, მაქსიმალურად დიდხანს დაჰყავით მასთან დრო (განსაკუთრებით დილის 11 საათიდან დღის 3 საათამდე). ვენტილატორი შეიძლება სასარგებლო იყოს, სანამ ოთახის ტემპერატურა 32 ° C-ს არ ასცდება. ასეთ დროს ისინი უბრალოდ ცხელ ჰაერს ატრიალებენ და სივრცეს საკმარისად არ აგრილებენ. თუმცა ამ სიტუაციაში თუ თქვენ წყალს შეისხურებთ, გაგრილებაში ვენტილატორიც დაგეხმარებათ. საქმე ისაა, რომ ჩვენ კანის ზედაპირიდან აორთქლებული სითხის მეშვეობითაც ვგრილდებით. წყლის შესხურება ვენტილატორის გარეშეც შეგიძლიათ და მაღალ ტემპერატურასთან გამკლავებაში ესეც დაგეხმარებათ. თქვენ ასევე შეგიძლიათ სახე დაიბანოთ და კეფაზე წყალი შეისხათ ან კიდევ გრილი შხაპი მიიღოთ.

ტანსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი და თავისუფალი. ოთახის მზიან მხარეს ფარდები ჩამოაფარეთ. თუ შენობაში უფრო გრილა, ვიდრე – გარეთ, ფანჯრები არ გააღოთ. რაღაც მომენტში შეიძლება სუნთქვა გაგიჭირდეთ, ამიტომაც  გააკეთეთ ორპირი, რომ არ გადახურდეთ. თავიდან აიცილეთ ყველა ის ქმედება, რაც ტემპერატურას ზრდის. მაგალითად, გაზქურასა და ღუმელთან ნაკლები იტრიალეთ, ჭამეთ ნაკლებად ცხელი და მსუყე საკვები, მოერიდეთ ვარჯიშს (და თუ ნამდვილად გსურთ ფიზიკური დატვირთვა, ეს დღის უფრო გრილ მონაკვეთში გააკეთეთ).

რა სიმპტომები ახასიათებს სითბურ გამოფიტვასა და სითბურ დარტყმას?

არსებობს რამდენიმე მდგომარეობა, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სიცხესთან და დაუყოვნებლივ დახმარებას საჭიროებს. ეს არის სითბური გამოფიტვა და სითბური დარტყმა. ორივე შემთხვევაში, ორგანიზმს არ შეუძლია ეფექტიანად გაგრილდეს, ის გადახურდება და ჩნდება გარკვეული სიმპტომები.
სითბური  გამოფიტვის სიმპტომებია:

–    თავის ტკივილი;
–    არასტაბილურობის შეგრძნება და ცნობიერების მცირე დაბნეულობა;
–    უმადობა;
–    საერთო სისუსტე;
–    ძლიერი ოფლიანობა და კანის სიფერმკრთალე;
–    ზედა და ქვედა კიდურების კუნთების სპაზმი;
–    მუცლის სპაზმი, გულისრევა, ღებინება, დიარეა;
–    გახშირებული სუნთქვა ან გულის აჩქარება;
–    ტემპერატურა – 38 ° C ან მეტი;
–    წყურვილის ძლიერი შეგრძნება.

თუ ასეთი სიმპტომები აღგენიშნებათ, უნდა გადახვიდეთ გრილ ადგილზე, დაწვეთ, ფეხები ასწიოთ და რაც შეიძლება ბევრი სითხე მიიღოთ. შეგიძლიათ ქსოვილში გახვეული ყინული კისერზე და იღლიებში ამოიდოთ. ასევე შეგიძლიათ წყალი ისხუროთ და გვერდით ვენტილატორი დაიდგათ, რათა წყალი აორთქლდეს და გაგრილების პროცესი დაიწყოს. სიცხის დამწევი საშუალებები ამ სიტუაციაში ეფექტიანი არ არის.

თუ სითბური გამოფიტვა პროგრესირებას განაგრძობს, ის გადაიქცევა სითბურ დარტყმად, რაც უფრო ინტენსიურ თერაპიას მოითხოვს. ამიტომაც თუ სითბურ გამოფიტვასთან გამკლავება ნახევარი საათის განმავლობაში ვერ მოახერხეთ, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. თუმცა სითბური დარტყმის სიმპტომები შეიძლება მოულოდნელად გამოვლინდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც:

–    ადამიანი არ ოფლიანობს (თუ სითბური დარტყმა ფიზიკური დატვირთვის ფონზე არ მოხდა)
–    მისი სხეულის ტემპერატურა 40 ° C ან მეტია;
–    ადამიანი სწრაფად სუნთქავს;
–    ის დეზორიენტირებულია;
–    მას კრუნჩხვები დაეწყო;
–    პაციენტმა გონი დაკარგა.

ძალიან მცხელა, როგორ მოვიქცე? 

პანდემიის დროს სიცხისგან თავის დაღწევა ნამდვილად დიდი გამოწვევაა. გასულ წლებში სხვადასხვა ორგანიზაცია ადამიანებს კარგად გაგრილებულ სავაჭრო ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივი ადგილებში სიარულს ურჩევდა. დღეს უკვე ეს რჩევა საეჭვოდ გამოიყურება. ამიტომაც თუ სახლში ყოფნა გიწევთ, უმჯობესია რაიმე საინტერესო გასართობი მოიფიქროთ. მაგალითად, შეგიძლიათ ისწავლოთ ახალი კერძების მომზადება (თუმცა ისეთის, რომელიც ღუმელს ან ქურას არ საჭიროებს), ან ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე საინტერესო ვიდეოებს უყუროთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ, უბრალოდ გამოძინება სცადოთ.

 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურად წყლის საჭირო დოზას არ იღებს

წყალი - დოზა
#image_title

ადამიანის ჯანმრთელობისთვის რეგულარული ჰიდრატაცია დიდ როლს ასრულებს, თუმცა კვლევებით დასტურდება, რომ მსოფლიოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურად წყლის საჭირო დოზას არ იღებს.

განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში და ფიზიკური დატვირთვის დროს სხეული ოფლის სახით კარგავს წყალს.
რატომ არის წყლის დალევა საჭირო და როგორ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე?
წყალი არეგულირებს ჩვენი სხეულის ტემპერატურას
იცავს ქსოვილებს, ზურგის ტვინს და სახსრებს
ხელს უწყობს საჭმლის მონელებას
კანს უფრო ბზინვარეს ხდის
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ არც ძალიან ბევრი წყლის მიღებაა გამართლებული.

სითბურ დარტყმა – ვინ არიან რისკ ჯგუფებში

ფოტო: shutterstock.com
#image_title

რა სიმპტომებით შეიძლება, გავიგოთ, რომ სითბური დაკვრა განვითარდა, ვინ არიან რისკ ჯგუფებში, რა შეიძლება, პრობლემის თავიდან ასარიდებლად გავაკეთოთ.

საუბრობს გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია:

„სითბური დაკვრის დროს ორგანიზმის გადახურება ხდება, მასში ტემპერატურა იმატებს. ეს შეიძლება ჰაერის მაღალი ტემპერატურით იყოს გამოწვეული ან მზის სხივების უშუალო ზემოქმედების შედეგად. თუ ქრონიკული დაავადების მატარებელია, მისთვის სულ მცირე პერიოდიც საკმარისია, რომ სითბური დაკვრა მიიღოს. ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი ჭარბი წონა, სიმსუქნეა. ასეთი პრობლემის მქონე ადამიანს, შესაძლოა, სითბური დაკვრა ძალიან სწრაფად დაემართოს. ჭარბწონიანი ადამიანების მეტაბოლიზმი შენელებულია, შემცირებულია სითბოს გაცემაც.

სითბური დაკვრის სიმპტომებია:

  • დაღლილობა
  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი
  • ავად ყოფნის შეგრძნება
  • ძლიერი ოფლიანობა
  • ხელების, ფეხების ან კუჭის არეში სპაზმი ან კრუნჩხვები
  • გახშირებული სუნთქვა ან გულისცემა
  • სხეულის მაღალი ტემპერატურა
  • წყურვილის შეგრძნება
  • სისუსტე

საგანგაშო ნიშნები, რა დროსაც სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ:

  • სხეულის ტემპერატურა თუ 40 გრადუსი ან მეტია
  • ადამიანი უგონო მდგომარეობაშია
  • დახმარებიდან 30 წუთის განმავლობაში ისევ ცუდად გრძნობს თავს
  • კანი ცხელია, არ ოფლიანობს, მშრალი და წითელია
  • გული სწრაფად უცემს
  • სუნთქვა გახშირებულია ან პირიქით, გაძნელებული
  • გულყრა აღენიშნება
  • აქვს გონების დაბინდვა და კოორდინაციის დარღვევა

სითბური დაკვრის დროს რისკ ჯგუფებში შედიან:

  • ბავშვები
  • ხანდაზმულები
  • ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, დერმატომიოზიტი, სისტემური წითელი მგლურა, ინსულტი.

რა უნდა გავაკეთოთ პირველადი დახმარებისათვის?

  • დაუყოვნებლივ გადავადგილდეთ გრილ ადგილას
  • ყველა არასაჭირო ტანსაცმელი, მაგალითად, მოსაცმელი, წინდები გავიხადოთ
  • ცივი წყლის, სპორტული სასმელის მიღება
  • კანის გაგრილება – ცივი წლის სპრეი, ცივი საფენები
  • ტანსაცმელში გახვეული ყინულის კუბების მოთავსება იღლიის ქვეშ ან კისერზე. ყინულის პირდაპირ ყინულის კანზე მოთავსება არ შეიძლება. ამით შესაძლოა, დამწვრობა გამოვიწვიოთ.

დახმარების შემდეგ, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში ადამიანი კარგად უნდა გახდეს.

რა შეიძლება, გავაკეთოთ პრევენციისთვის?

  • უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობის ცივი სასმელი, უპირატესად, წყალი
  • უნდა ვატაროთ ფერადი და თავისუფალი ტანსაცმელი, მუქი ფერის ტანსაცმელი სითბოს იზიდავს
  • მოვერიდოთ მზეზე ყოფნას 11-დან 15 საათამდე
  • მოვერიდოთ ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიღებას
  • მოვერიდოთ სიცხეში ინტენსიურ ვარჯიშს. არ ვივარჯიშოთ მზეში, მაღალი ტემპერატურის პირობებში.
  • განსაკუთრებული ყურადღება მინდა, გავამახვილო ბავშვებზე. მაგალითად, ფეხბურთის, რაგბის შემთხვევაში, როდესაც მათ გარეთ, მოედანზე უწევთ ყოფნა, 11-დან 15 საათამდე პერიოდში არ უნდა ვავარჯიშოთ. არ შეიძლება, ბავშვმა მზის ულტრაიისფერი სხივების აქტიური დასხივების ქვეშ ივარჯიშოს. ძალიან მაღალი რისკია, რომ სითბური დაკვრა განუვითარდეს.

 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

კვლევა – ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს

ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია
#image_title

ნათხემის ლათინური შესატყვისი cerebellum “პატარა ტვინს” ნიშნავს.  ცენტრალური ნერვული სისტემის ამ საკმაოდ მცირე ზომის ნაწილში ნეირონების 3/4-ზე მეტია თავმოყრილი და ის ტვინის მთლიანი მასის მხოლოდ 10%-ს შეადგენს. ამის მიუხედავად, მას მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს.

ნათხემი თავის ქალის ქვედა მხარესაა განლაგებული და, ძირითადად, კოორდინირებულ მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, მაგალითად წონასწორობის დაცვაზე. “პატარა ტვინს”, ასევე, საკუთარი როლი აქვს სწავლის პროცესშიც. მეცნიერები წინა ნაშრომს დაეყრდნონ, რომელშიც სწორედ ეს საკითხი იყო განხილული.

„დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ნათხემის ერთადერთი ფუნქცია ჩვენი მოძრაობის კონტროლი იყო. ახლა უკვე ვიცით, რომ მასში არის არეალები, რომლებიც ფიქრის პროცესში მონაწილე რეგიონებთანაა დაკავშირებული და, როგორც ჩანს, მათთან ერთად განვითარდა”, – აცხადებენ სპეციალისტები.

მათ კვლევა მაიმუნებზე ჩაატარეს, რომელთაც ეკრანზე გამოსახული სურათების მიხედვით ან მარჯვენა ხელი უნდა აემოძრავებინათ, ან მარცხენა. სწორი მხარის არჩევისას ჯილდოდ ისინი წვენს იღებდნენ. როდესაც პრეპარატების მეშვეობით ცხოველთა ნათხემის უკანა-ლატერალური ნაწილი დროებით გათიშეს, ამან დასწავლაზე იქონია გავლენა. კერძოდ, ჯილდოს მიუხედავად, მაიმუნებს უკვე უჭირდათ იმის გახსენება, თუ რომელი ხელი უნდა აემოძრავებინათ ფოტოს საპასუხოდ.

„როცა ნათხემის ამ რეგიონს თიშავ, ახლად დასწავლის პროცესი ფერხდება. ეს ძალიან ნელა ხდება, რამდენიმე ცდის განმავლობაში, და ქცევაც იმ დონის აღარაა, როგორიც იყო. ესაა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ნათხემი ჯილდოთი განსაზღვრულ ინფორმაციას პრიმატებში კოგნიტიური ფუნქციის ფორმირებისთვის”, – ამბობენ ავტორები.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე გამყარებული დასწავლილი ინფორმაცია გახსენებას მაინც ექვემდებარებოდა. უკანასკნელი მონაცემები საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავარკვიოთ, როგორ მუშაობს ტვინი და როგორ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ სხვადასხვა დარღვევას.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

შექმნეს უნივერსალური სისხლი, რომლის გადასხმაც შესაძლებელია ყველა ჯგუფის სისხლში

ადამიანებს აქვთ სისხლის 4 ჯგუფი, რომელთა შორის არის მხოლოდ ერთი უნივერსალური, ანუ შესაფერისია აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის – ეს არის ჯგუფი I (O). მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთო ჯგუფია, დონორის სისხლი ხშირად მაინც დეფიციტია. ამიტომ, მეცნიერები რამდენიმე ათეული წელია მუშაობენ ხელოვნური უნივერსალური სისხლის შექმნაზე, რომელიც ყველა პაციენტს გამოადგება. თუმცა, დადებითი შედეგი მხოლოდ ახლაა მიღწეული. ახალ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს გზა, რათა სისხლი უნივერსალური გახადონ ნაწლავის ბაქტერიების გამოყენებით.

რატომ არის რთული უნივერსალური დონორის სისხლის შექმნა?
არასწორი სისხლის ჯგუფის გადასხმამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნური რეაქცია. მიზეზი ის არის, რომ იმუნური სისტემა ცნობს უცხო შაქრის მოლეკულებს, რომლებსაც ასევე უწოდებენ “ანტიგენებს”, სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე და იწყებენ მათზე შეტევას.  მხოლოდ I სისხლის ჯგუფი არ შეიცავს ანტიგენებს, ამიტომ უნივერსალურია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ანტიგენების მოცილებით შესაძლებელია სისხლის უნივერსალური, ანუ I ჯგუფის მიღება. მეცნიერები ამაზე მუშაობდნენ ათწლეულების განმავლობაში, სხვადასხვა ფერმენტების გამოყენებით. მაგალითად, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გამოიყენებოდა ფერმენტები მოუხალავი ყავის მარცვლებიდან II და III ჯგუფის ანტიგენების მოსაშორებლად.

მას შემდეგ, ექსპერიმენტები ტარდება სხვადასხვა, უფრო ეფექტური ფერმენტების გამოყენებით, რომლებიც აშორებდნენ ანტიგენებს ორივე, II და III ჯგუფის სისხლში. ორივე ჯგუფის სისხლში სისხლის წითელი უჯრედების გაწმენდის შემდეგ, მოლეკულურ დონეზე ისინი ზუსტად ჰგავდნენ I ჯგუფის სისხლის წითელ უჯრედებს. ანუ უნივერსალური სისხლის შექმნა შეუძლებელი იყო.როგორც ნაშრომის ავტორები ამბობენ, „ჯადოსნურ ფერმენტზე ან ფერმენტებზე ნადირობა უკვე მიმდინარეობს და ისინი ძალიან მალე გამოჩნდებიან. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებს შეეძლებათ გადაჭრას ადამიანის სისხლის დეფიციტის, ან თუნდაც შეუთავსებლობის პრობლემა. მართალია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ტექნოლოგია ეფექტურია, არამედ იაფიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრაქტიკაში დიდი მოთხოვნა არ იქნება.

22 ივნისს კლინიკა “ჰერა 2011”-ში “პაციენტთა საბჭოს” პირველი შეხვედრა გაიმართა – კანადური სტანდარტი ქართულ კლინიკებში

#image_title

2024 წლის 22 ივნისს კლინიკა „ჰერა 2011″-ში „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ საბჭოს შეხვედრა გაიმართება რეგულარულად, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება კლინიკის განვითარებისთვის.

“პაციენტთა ბორდმა” განიხილა ბორდის დებულება, აირჩია თავჯდომარედ ნინო გვარლიანი. ასევე, გაეცნო კლინიკის სტრატეგიული განვითარების ამოცანებს, რომელთა მიღწევის შეფასება თავად ბორდის წევრებს მოუწევს.

ბორდმა შეხვედრაზე ასევე იმსჯელა საინტერესო რეკომენდაციებზე ცნობადობის გაზრდისა და სერვისის გაუმჯობესების კუთხით.

„ჰერა“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

აქედან გამომდინარე, კლინიკა მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი. სწორედ ამ მიზნით პაციენტები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება გამოკვეთილი.

პაციენტთა კვლევა კანადაში გასულ წელს დაინერგა და მთელი ქვეყნის კლინიკებისთვის სავალდებულო გახდა. საქართველო კი პირველი ქვეყანაა კანადის შემდეგ, სადაც აღნიშნული სტანდარტი წარმატებით ინერგება.

 

ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.

პაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად გააშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი ექიმი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში.

„შენი ექიმი“ „ჰერას“ პაციენტთა საბჭოს წევრებს ესაუბრა და გთავაზობთ მათ კომენტარებს დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით:

ნინო გვარლიანი – ბორდის თავმჯდომარე:

“14 წლის წინ ვიმშობიარე “ჰერაში” და მაშინ უკვე იყო მზობა, გაეთვალისწინებინათ პაციენტების აზრი. ასე რომ, ეს ჩემთვის გასაკვირი არ იყო.

ძალიან გამეხარდა, შემოთავაზება რომ მივიღე – ვყოფილიყავი ამ გუნდის წევრი. “ჰერა” არ არის ჩემთვის მხოლოდ სამშობიარო, “ჰერა” ჩემი ოჯახია. მან მაჩუქა სწორედ ჩემი შვილი და ამ კლინიკის გვერდით ვიქნები მუდამ.”

ნინო სანიკიძე:

“სრულიად მივესალმები ამ ინიციატივას, დიდი სიამოვნებით ჩავერთვები პაციენტთა ბორდის საქმიანობაში.

მაია ბენიძე:

“ამ პროცესს ძალიან დადებითად ვაფასებ. მე სოსო ღოღობერიძესთან ვიმშობიარე წლების წინ და ძალიან კმაყოფილი ვიყავი… დღეს კიდევ ბევრად უფრო წინ არის წასული კლინიკა. ძალიან დავინტერესდი ამ პროცესით, ეს ყველაფერი პაციენტებისთვის და მათი შვილების კეთილდღეობითვის ინერგება.”

პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორი – ირმა ხარაბაძე:

“ვფიქრობ, ყოველი ახალი ინიციატივა საინტერესოა ნებისმიერი სტრუქტურისთის… მივესალმები ახალ გამოწვევებს და ვფიქრობ, საინტერესო იქნება ნებისმიერი ჩვენგანისთვის, რაც უფრო განვვითარდებით, მეტი წინსვლა გვექნება ნებისმიერ სფეროში”

ლაურა ოსიტაშვილი:

“ვფიქრობ, აუცილებელიც კია დღევანდელობისთვის ეს ცვლილებები. მომწონს, რა თქმა უნდა, ვეცდები ჩავერთო და აქტიური ვიყო ყველა პროცესში.

მაია სირაძე:

“მივესალმები ამ ახალ ინიციატივას…”

მაკა კვიტაიშვილი:

“აქტიურად ვიქნები ჩართული და მინდა წინსვლა და წარმატება ვუსურვო “ჰერას”.

მარიამ ჭიჭივეიშვილი:

“ძალიან დადებითად ვაფასებ ამ პროცესს. როგორც ხედავთ, უკვე ჩართული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესის თანამონაწილე გავხდი. ვფიქრობ, სწორედაც რომ საჭირო იყო ასეთი საბჭოს შექმნა და პაციენტების ჩართვა კლინიკების განვითარების პროცესში”

ანა კილაძე:

“მოხიბლული ვარ ამ პროცესით. პირველი ორი შვილი სხვაგან გავაჩინე, მესამე კი აქ, ძალიან კმაყოფილი ვიყავი და დღეს აქ მიღებული
ინფორმაციით, სურვილი გამიჩნდა, რომ კიდევ ერთი შვილი გავაჩინო “ჰერაში”. დადებითი გავლენა იქონია ამ სიახლეებმა, რაც კლინიკაში ინერგება”

მარიამ ვაშაგაშვილი:

“ძალიან კარგი ინიციატივაა და საჭიროა, თუნდაც იმიტომ, რომ პაციენტიც და კლინიკაც მეტად კმაყოფილი იყოს. ეს ურთიერთობა,  წინსვლისთვის სწრაფვა ძალიან მნიშვნელოვანია და შედეგებსაც დადებს აუცილებლად. ვფიქრობ, “ჰერა” პირველია და ასეც გააგრძელებს.

კლინიკა “ჰერაში” შეხვედრას ასევე ესწრებოდა “პაციენტთა საბჭოების სამდივნოს” ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი და მისი მოადგილე თათია გოჩაძე.

“მოგესალმებით, ჩემი აზრით, ძალიან კარგად ჩაიარა პაციენტთა პირველმა შეხვედრამ კლინიკა “ჰერაში”.

მომეწონა გუნდის ჩართულობა – კლინიკა საკითხებს აფასებს პაციენტთა მხრიდან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ფხაკაძეს, რადგან მისი ინიციატივით, აღნიშნული სტანდარტი ინერგება არაერთ კლინიკაში. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.

იმედი მაქვს, რომ პაციენტები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული კლინიკების ყველა საკითხის განხილვაში, რაც გააუმჯობესებს ჯანდაცვის მიწოდების ხარისხს ქვეყანაში.”

“შენი ექიმი” “ჰერა 2011” -ის საერთაშორისო აკრედიტაციის კოორდინატორ ნინო ჭიჭივეიშვილსაც ესაუბრა:

“დღეს გვქონდა პაციენტთა ბორდის შეკრება იქიდან გამომდინარე, რომ კანადის სტანდარტებს ძალიან აქტიურად ვნერგავთ კლინიკაში, ერთ-ერთი მნიშვენლოვანი სტანდარტია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართულობა. ჩვენ ღიად განვაცხადეთ და შეთავაზეთ ჩვენს პაციენტებს, ჩართულიყვნენ და გამხდარიყვნენ საბჭოს წევრები.

შევკრიბეთ ის კანდიდატები, ვინც გამოთქვა ამის სურვილი. შევთანხმდით და დავამტკიცეთ იმ სახით, როგორც წარმოდგენილი იყო.

ავირჩიეთ ბორდის თავმჯდომარე.

ასევე, მივიღეთ რეკომენდაციები მათი მხრიდან, რომელსაც გავითვალისწინებდით დებულებაში.

აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტების იმპლემენტაცია, თუ კი გვაქვს პრეტენზია – ვიყოთ საერთაშორისო დონის ჯანდაცვის სერვისის გამცემი ინსტიტუცია და ორგანიზაცია, ამიტომ მივესალმები. მისაღებია ყველა ის სტანდარტი, რომელსაც გვთავაზობს “აკრედიტაცია კანადა” და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოებისთვის და თანამშრომელთა უსაფრთხოების კუთხითაც.

ვიზიარებთ მაქსიმალურად და ვცდილობთ, ვიყოთ რელევანტურები ამ სტანდარტებისა. იმედია, რომ შედეგსაც მალე მივაღწევთ.”

ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარი: საერთაშორისო “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება.

შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას.

ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

კლინიკა “ჰერას” პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/2011hera

ან დაასკანერეთ QR კოდი:

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights