პარასკევი, ივნისი 12, 2026

10 ფაქტორი, რომელსაც ბავშვის ქცევაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს

ბავშვები ავადობენ,
#image_title

10 ფაქტორი, რომელსაც ბავშვის ქცევაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს

1) დაღლილობა
გადაღლილი ბავშვები უფრო მეტად ავლენენ რთულ ქცევას, ვიდრე დასვენებულები. შესაბამისად, დაღლილობის, როგორც რთული ქცევის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორად განსაზღვრა სრულიად ლოგიკურია. უფროსებიც კი, დაღლილობისას საკუთარი თავის ყველაზე ცუდი ვერსიები ვართ. აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი საკმარისად იძინებს და ისვენებს, რაც პირველი ნაბიჯია რთული ქცევის შესამცირებლად.

2) შიმშილი
დაღლილობის მსგავსად, შიმშილიც რთული ქცევის მაპროვოცირებელ ფაქტორად შეგვიძლია განვიხილოთ. მაგალითად, ხშირია, როცა ბავშვი სკოლის შემდეგ ავლენს რთულ ქცევას, რადგან მშიერია, ან იმ დროს, როცა ერთი კვებიდან მეორემდე შუალედი ხანგრძლივია, რაიმე მიზეზის გამო. ბავშვების შემთხვევაში სასურველია კვების გრაფიკი იყოს გონივრული და რეგულარული.

3) ზედმეტად ბევრი საქმე
ისედაც საკმაოდ აქტიური და დატვირთული გრაფიკის მქონე ბავშვებს, ხშირად დამატებითი დავალებები, საქმეები და წნეხი ძალიან სტრესავს, რაც რთული ქცევის გამომწვევ მიზეზად იქცევა ხოლმე.

4) ქცევითი დარღვევები
ხშირად რთული ქცევის მიზეზი არის სხვადასხვა სახის ქცევითი დარღვევები, რაც გამოიხატება ჰიპერაქტიურობაში, კონცენტრაციის, ყურადღების, მეხსიერების პრობლემებში. ასეთ შემთხვევაში სასურველია ადრევე მივმართოთ სპეციალისტს, შესაბამისი, დროული დახმარების მისაღებად.

5) რუტინების, ჩვევების ნაკლებობა
რუტინებისა და თანმიმდევრული ჩვევების დამკვიდრება ბავშვის ყოველდღიურობაში მას სტაბილურობისა და სიმშვიდის განცდას უქმნის. მნიშვნელოვანია დღის ძირითად რუტინების დამკვიდრება, როგორებიცაა დილით გაღვიძება, სკოლის შემდეგი აქტივობები, საღამოს, ძილისწინა აქტივობები.

6) ოჯახური მდგომარეობის ცვლილება
ცვლილება გავლენას ახდენს თქვენი ბავშვის ქცევაზე. განქორწინებამ, განშორებამ, ოჯახის წევრის გარდაცვალებამ ან ავადმყოფობამ და ა.შ, შესაძლოა, შეცვალოს ბავშვის ქცევა. ისეთი ტიპის ცვლილებებიც კი, როგორიცაა დაწყებითი კლასიდან ზედა საფეხურზე გადასვლა, მასწავლებლის ცვლილება – ბავშვის ქცევაზე აისახება.

7) შიში
შფოთვების გარდა, ხშირად შიში საგრძნობლად ცვლის ბავშვის ქცევას, შიშის დამალვის მცდელობა მათ არასათანადო მოქმედებებს იწვევს, ხანაც ძალიან უცნაურ ტყუილს ათქმევინებს ხოლმე ბავშვებს.

8) გადაჭარბებული დრო ეკრანთან
კვლევებმა აჩვენა, რომ ეკრანთან გატარებულმა დრომ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ბავშვის ქცევაზე. მას შეუძლია გაზარდოს აგრესია და კონცენტრაციის პრობლემები, ინდიფერენტული გახადოს გარშემო არსებული სხვა საგნებისა თუ მოვლენებისადმი.

9) იარლიყები
ბავშვებს სჯერათ სიტყვების, რომლებითაც მათ ვახასიათებთ და ამ სიტყვებს შეუძლიათ განსაზღვრონ მათი ქცევა. რაც უფრო მეტად აღწერთ თქვენს შვილს, როგორც „აგრესიულს“, მით მეტად მოიქცევა ამ იარლიყის შესაბამისად. რაც უფრო მეტად აღწერთ მას, როგორც “დამხმარეს”, მით უფრო დამხმარე და გულისხმიერი იქნება ის. იარლიყებს აქვთ ქცევის ფორმირების ძალა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ როგორ აღწერთ თქვენს შვილს.

10) განვითარების ეტაპები
ბავშვები ასაკისა და განვითარების ეტაპების მიხედვით ავლენენ კონკრეტულ ქცევას. მაგალითად, ტანტრუმი ხშირია სამი წლის ბავშვებში, დამოუკიდებელი თამაშის მაგალითები ხშირია 2 წლის ასაკში, 2 წლისებს არ უყვართ სათამაშოების გაზიარება. ბავშვების კონცენტრაციის დიაპაზონი ასაკისა და განვითარების ეტაპების მიხედვით განსხვავებულია. არასწორია ბავშვებისაგან ველოდოთ სტანდარტულად ან სხვასავით მოქცევას, რადგან ასე იქცევიან მისი ასაკის ბავშვები ზოგადად. განვითარების ეტაპები რბოლა და შეჯიბრი არ არის. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს რაიმე სახის განვითარების შეფერხებას ვამჩნევთ, რაც მალე იდენტიფიცირდება პრობლემა სპეციალისტთან ერთად, მით უფრო მარტივი იქნება მასთან გამკლავება.

წყარო: https://azrovnebisakademia.ge

„2012 წლიდან დღემდე 4-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი“

ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი

ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

პრემიერის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის 95%-ს.

„4-ჯერ გაიზარდა 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი. 2012 წელი იყო 450 მლნ ლარი და 2023 წელი იყო 1,8 მლრდ ლარი. მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. ოთხმაგი ზრდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების ნაწილში მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის ადამიანებზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის განსაკუთრებული პრიორიტეტი. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელთან შედარებით არის მნიშვნელოვნად შემცირებული, 2012 წელს ჯიბიდან გადახდების მოცულობა იყო 73%-ზე მეტი, რაც არის შემცირებული დაახლოებით 40%-მდე უკვე 2023 წლისთვის. როგორ მოგეხსენებათ, ამოქმედდა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა, ე.წ. DRG, რამაც სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-დან 12%-მდე შეამცირა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც განხორციელდა. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა დადებითად აისახა, როგორც მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, ისე ფარმაცევტულ სფეროში კონკურენციის დაბალანსებაზე. დღეისათვის რეფერენტული ფასის ზედა ზღვარი დადგენილია 7100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და სხვადასხვა ტიპის მედიკამენტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, შარშან ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამშრომლობა ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის კლინიკებთან.

„შარშან აგვისტოდან დღემდე დაფინანსდა 18 წლამდე ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამის 89 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობიარობის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, მოიხსნა პაციენტისთვის თანაგადახდის ვალდებულება. 400 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. აშენდა და აღიჭურვა 17 სოფლის ამბულატორია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ამბულატორიას; ამჟამად მიმდინარეობს 11 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიან განხორციელებას მოჰყვა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია; 65%-დან 80%-მდე გაიზარდა განკურნების მაჩვენებელი, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა.

დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი თაობის სისტემები. მოწყობილობა შევიძინეთ 1 155 ბავშვისთვის. გაიზარდა პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. ვმუშაობთ პროგრამის კიდევ უფრო გასაფართოებლად. გაფართოვდა დიალიზის სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. რეანიმობილები, ამაზე იყო დიდი მოთხოვნა, დაემატა ხულოს, ოზურგეთის, ლენტეხის, მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს, ხოლო პედიატრიული პაციენტების ტრანსპორტირებისათვის – თბილისს. წლის ბოლომდე 15 ერთეული ახალი, ევროსტანდარტების რეანიმობილი მიეწოდება ბათუმს, თბილისს, გურჯაანს, აბაშას, წნორსა და ტყიბულს. ცენტრის ავტოპარკს შარშან დაემატა 25 ახალი ავტომობილი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის და 18 სასწრაფო დახმარების ავტომანქანა; წელს ეტაპობრივად კიდევ 105 ახალი ავტომობილის დამატებაა დაგეგმილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორ დავეხმაროთ მარტოსულ ბავშვს

მარტოსული ბავშვი

ყველას გვინდა, ჩვენი შვილი სოციალურად წარმატებული იყოს. აუცილებელი არ არის, კლასში ყველაზე პოპულარული გახდეს, მაგრამ იმის იმედი მაინც გვაქვს, რომ მეგობრები ან თუნდაც ერთი კარგი მეგობარი ეყოლება.

მეგობრობა ბავშვის ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს. ის ისე უხვად ასაზრდოებს სიხარულით ბავშვის სამყაროს, რომ მისი მნიშვნელობის აღიარებისთვის ესეც კი კმარა, თუმცა საქმე მხოლოდ სიხარულში არ არის – მეგობრული ურთიერთობა აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. ის საძირკველს უყრის ისეთ ცხოვრებისეულ უნარებს, როგორიცაა მოსმენა, პრობლემის გუნდურად გადაჭრა, საკუთარი თავის გამოხატვა და სხვა.

მეგობრის ან მეგობრების ყოლა თავდაჯერების წყაროცაა.

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო დიდი როლი ენიჭება მეგობრობას მის ემოციურ და პირად ცხოვრებაში.

მეგობრული ურთიერთობების ნაკლებობა უდავოდ ახდენს გავლენას ბავშვის ხასიათზე, თვითშეფასებასა და, საზოგადოდ, ცხოვრების ხარისხზე. მარტოსული ბავშვისთვის სკოლაში სიარული მწარე გამოცდილებად იქცევა, სოციალური მედია კი – დეპრესიის წყაროდ. ასეთი ბავშვები თავს გარიყულებად გრძნობენ, ვერ ხვდებიან, რა სჭირთ, რატომ ვერ პოულობენ მეგობრებს. სოციალურ მედიაში წარმატებული და პოპულარული თანატოლების ყოველდღიურობაზე დაკვირვება მათ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.

რა შეგვიძლია მშობლებს?

როგორ ამოვიცნოთ მარტოსული ბავშვი
თუ თქვენი შვილი ბევრ დროს ატარებს მარტო, შესაძლოა ეჭვი გაგიჩნდეთ, რომ ის მარტოსულია, მაგრამ თუ არ შემოგჩივით, რომ მეგობრები არ ჰყავს ან არ ახდენს უბედურის შთაბეჭდილებას, შესაძლოა უბრალოდ მარტო ყოფნა სიამოვნებდეს. მშობელთან ერთად მისი მეგობარიც უნდა იყოთ. ამ შემთხვევაში უკეთ მიხვდებით, რას გრძნობს თქვენი შვილი, გეცოდინებათ, ჰყავს თუ არა მეგობრები ან თუნდაც ერთი საუკეთესო მეგობარი, ხოლო თუ არ ჰყავს, აწუხებს თუ არა ეს.

ვეძებთ მიზეზებს
მშობლისთვის ძნელი საყურებელია, როგორ უჭირს მის შვილს მეგობრების შეძენა, მით უმეტეს – როცა ვერ ხვდება მიზეზს და არ იცის, რით დაეხმაროს.

საქმე კი უმეტესად ასეა:
. ბავშვი ვერ ხვდება, როგორ წამოიწყოს და შეინარჩუნოს ურთიერთობა. ზრდასრულ ასაკში სოციალიზაციის მარტივი წესები უკვე გათავისებული გვაქვს და იმდენად ბუნებრივი გვეჩვენება, გვავიწყდება, რომ ადამიანს დედის მუცლიდან არ დაჰყვება მათი ცოდნა – უნდა ისწავლოს. ზოგიერთ ბავშვს ეს თავისთავად გამოსდის, ზოგიერთს კი შესაძლოა ვარჯიში დასჭირდეს.

ოღონდ ნუ იფიქრებთ, რომ რაკი სოციალიზაციის პრობლემა აქვს, ამიტომ თქვენს შვილს რაღაც სჭირს – გახსოვდეთ, ყველა ბავშვი თავისებურია.
. ბავშვს აშფოთებს ახალი ურთიერთობები. დამეთანხმებით, არათუ ბავშვები, უფროსებიც ვღელავთ ახალგაცნობილი ადამიანების წრეში. თუ თქვენი შვილი თქვენი მეგობრის შვილის დაბადების დღეზე აღმოჩნდა, სადაც არავის იცნობს, შესაძლოა, თავი იჩინოს სოციალური შფოთვითი აშლილობის ნიშნებმა. ასაკთან ერთად უხერხულობის განცდაც მოიმატებს, ამიტომ თუ ატყობთ, რომ თქვენს შვილს ამ კუთხით დახმარება სჭირდება, აუცილებლად დაეხმარეთ.
. დეპრესიისკენ არის მიდრეკილი. ასეთ დროს ბავშვი თავს არიდებს ხალხთან კონტაქტს. ეცადეთ, ძალდაუტანებლად დაითანხმოთ სოციალურ სივრცეში გარევაზე. საქმე ის არის, რომ ბავშვზე ასეთ დროს თავისივე უარყოფითი აზრები ახდენს გავლენას – ის თავს ირწმუნებს, რომ არავის სჭირდება, რომ მასთან მეგობრობა არავის მოუნდება, როცა სინამდვილეში შესაძლოა ძალიან კარგი დრო გაატაროს თანატოლების გარემოცვაში და რაც უფრო ხშირად მოხდება ეს, მით უფრო ნაკლებად გაუჩნდება ოთახში გამოკეტვის სურვილი.
. თეთრი ყვავის როლშია. ხდება ისეც, რომ ბავშვს სოციალური უნარები არ აკლია, უბრალოდ თავისნაირი ინტერესების მქონე თანატოლების პოვნა უჭირს. წაახალისეთ, არ შეწყვიტოს ძებნა, არ ჩაიციკლოს ერთ ჯგუფზე; აუცილებლად გამოჩნდებიან ბავშვები, რომლებთანაც თავს კომფორტულად იგრძნობს.
. ასაკთან შედარებით ფსიქოლოგიურად მოუმწიფებელია, ამიტომ შესაძლოა ვერ გაერკვიოს სიტუაციაში, ვერ მიხვდეს ხუმრობას, ვერ აჰყვეს სხვებს, ამან კი მისი ჯგუფიდან გარიყვა გამოიწვიოს.

რა ვუთხრათ და რა არ ვუთხრათ
რა პრობლემასთანაც უნდა გვქონდეს საქმე, მშობლის ინსტინქტი, უპირველეს ყოვლისა, შვილის დახმარებისკენ გვიბიძგებს, მაგრამ ჯერ ბოლომდე მოუსმინეთ ბავშვს, ჩასწვდით მისი პრობლემის არსს და გაარკვიეთ, რა სახის დახმარებას ითხოვს თქვენგან. აცადეთ ემოციებისგან დაცლა, აგრძნობინეთ, რომ სწორედ ის ადამიანი ხართ, ვინც ბოლომდე მოუსმენს და გაითვალისწინებს მის გრძნობებსა და სურვილებს. როდესაც ბავშვი თავის წრეში თავს მარტოსულად გრძნობს, მშობლის ყურადღება და უბრალოდ მოსმენაც კი დიდი შვებაა მისთვის, თქვენ კი რაც უფრო ყურადღებით მოუსმენთ, მით უფრო კარგად გაიგებთ, რა აწუხებს სინამდვილეში და პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზის პოვნაც გაგიადვილდებათ.

ზედმეტი არ მოგივიდეთ
თუ ბავშვი გადაწყვეტს, თავისი პრობლემა გაგიზიაროთ, ნუ შეიცხადებთ. მშვიდად მოუსმინეთ და ისეთი რეპლიკებით შემოიფარგლეთ, როგორიცაა, მაგალითად: “ნამდვილად უსიამოვნო მოსასმენია”, ან “მესმის, ნაწყენი ხარ, მაგრამ შეცდომები ყველას მოსდის”. ნუ გალანძღავთ და დაემუქრებით იმ ადამიანს, ვისზეც ბავშვი ნაწყენია – ამით მასში აგრესიას გააღვიძებთ, რაც არსებულ სიტუაციას ნამდვილად არ წაადგება.

თუ ბავშვმა საერთოდ არ მოისურვა ამ სენსიტიურ თემაზე საუბარი, ნუ დააძალებთ. შეგიძლიათ მოუყვეთ თქვენი ბავშვობის იმ პერიოდზე, როდესაც თვითონვე გრძნობდით თავი გარიყულად და მარტოსულად, უამბოთ, როგორ გადალახეთ ეს მდგომარეობა, როგორ იპოვეთ მეგობრები, რომლებიც დღეს თქვენ გვერდით არიან.

დაუსვით კითხვები
როდესაც ბავშვი თავის პრობლემაზე საუბარს წამოიწყებს, ნუ დაუსვამთ გამომცდელ, მაპროვოცირებელ კითხვებს. მაგალითად, თუ გიყვებათ, რომ ენატრება მეგობარი, რომელსაც ბოლო დროს თითქმის ვეღარ ხედავს, ჰკითხეთ, მისი აზრით, რა მიზეზით ჩამოშორდნენ ერთმანეთს? როგორ გაჩნდა მათ ურთიერთობაში პირველი ბზარი? მესამე ადამიანი ხომ არ ჩარეულა? მეგობართან საუბარი თუ სცადა? რა პასუხი მიიღო მისგან? თუ შეატყვეთ, რომ რომელიმე კითხვაზე პასუხს თავს არიდებს, სავარაუდოდ, პრობლემის ძირიც სწორედ აქაა.

დაეხმარეთ სოციალური უნარების გამომუშავებაში
თუ ხვდებით, რომ თქვენი შვილის მარტოსულობის მიზეზი სოციალური უნარების ნაკლებობაა, დაეხმარეთ მათ გამომუშავებაში. გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ სხვადასხვა პრობლემური სიტუაცია, ასწავლეთ, როგორ დააინტერესოს თანატოლები, შესთავაზეთ სასაუბრო თემები, დაეხმარეთ, ჩამოაყალიბოს საკუთარი ინტერესის სფერო. თუ ბავშვს მზა პასუხები ექნება, ნაკლებად დაიბნევა, როდესაც რამე საკითხზე მისი აზრით დაინტერესდებიან.

მიეცით შანსი
უარს ნუ ეტყვით ისეთ აქტივობებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, ნამდვილად აინტერესებს – ასეთ სიტუაციებში უფრო დიდი შანსია, ბავშვმა მსგავსი ინტერესების მქონე თანატოლები გაიცნოს და დაუმეგობრდეს. გარემოში, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად იგრძნობს, საქმიანობისას, რომელიც გამოსდის, თავდაჯერებაც მეტი ექნება და, შესაბამისად, მეტად გახსნილიც იქნება ახალი ურთიერთობებისთვის.

როგორ უნდა ვიკვებოთ არტერიული ჰიპერტენზიის დროს…

მაღალი წნევა- კვება
#image_title

როგორ უნდა ვიკვებოთ არტერიული ჰიპერტენზიის დროს…

გადაცემაში „პირადი ექიმი“ დირექტორი მარი მალაზონია საუბრობს:

„ჩვენ არტერიულ ჰიპერტენზიას თუ ვმართავთ, ამით ავტომატურად გულს, თავის ტვინს, თირკმელსა და ნებისმიერ სხვა ორგანოს დავიცავთ. თირკმლის დასაცავად კვების ისეთი მოდელი უნდა ავირჩიოთ, რომელიც არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად არის ჩაფიქრებული.კვების მოდელში ყველა ის პროდუქტია გათვალისწინებული, რომლებსაც ბალანსირებისას, წონასწორობის შენარჩუნებისას ვიყენებთ.

სულ 5 საფეხური უნდა გავითვალისწინოთ.

პირველი საფეხური მარილი და ნატრიუმია – ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური. განსაკუთრებით მაშინ, როცა თირკმელს უკვე დადასტურებული პრობლემა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სუფრის მარილი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის შემცველობას გულისხმობს, ნატრიუმის შესახებ ინფორმაციას ცალკე გამოვყოფთ. კვების რაციონში არა უბრალოდ სუფრის მარილის გადათვლა გვჭირდება, არამედ, საკუთრივ, ნატრიუმის შემცველობის გადათვლაც იმისათვის, რომ თირკმელი დავიცვათ. თუ ჯანმრთელი ადამიანისათვის 5-6 გრამი, ანუ 1 ჩაის კოვზი მარილი, 2300 მილიგრამი ნატრიუმი დღიურად დასაშვებია, როგორც მზა სახით, ასევე კერძების მომზადებისას გამოყენებული,თირკმლის პათოლოგიის დროს ამავეს ვერ ვიტყვით. გვჭირდება მარილის რაოდენობრივად შემცირება და სულ ცოტა ნატრიუმის 1500-1200 მილიგრამამდე შემცირებაც. ეს უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციაა.

მეორე საფეხური ცილოვანი კომპონენტის შერჩევა –  თირკმლის დაავადების დროს ცილა უნდა გაკონტროლდეს. სამწუხაროდ, თირკმლის პათოლოგიის ზოგი გადაწყვეტს ხოლმე, ცილოვანი კომპონენტების მიღება მთლიანად შეწყვიტოს, ეს არასწორია. ასეთ დროს ცილის რაოდენობის კონტროლი გვჭირდება, მაგრამ უპირატესობა სრულფასოვან ცილას უნდა მივანიჭოთ. მარტო რაოდენობის დათვლა კი არა, ხარისხის შეფასებაც გვჭირდება.
შეიძლება, გამოვიყენოთ, წითელი ხორცი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი, მცენარეული ცილის წყაროდ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა სახის თხილეული, პარკოსნები, მარცვლეულ-ბურღულეული, ისპანახის ტიპის მცენარეული პროდუქტები, რომლებიც მცენარეული ცილით მდიდარია..

მესამე საფეხურს გულის დამზოგავი კვება ჰქვია. თუ ვიყენებთ საკვებს, რომელიც გულს ზოგავს, მაშინ ავტომატურად მივირთმევთ საკვებს, რომელიც დაზოგავს თირკმელსაც. აქ ალკოჰოლის რაციონალური მოხმარება, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების რაციონალური მოხმარება, ცხიმის ოპტიმალური მოხმარება, პროცესირებული საკვების კონტროლი და ტრანსცხიმების შეზღუდვა იგულისხმება.

მეოთხე საფეხურზე საჭიროა ისეთი პროდუქტების გათვალისწინება, რომელშიც ფოსფორია. ფოსფორი ბუნებრივადაა წითელ ხორცში, ლობიოში, რძის ნაწარმში, მუქი ფერის უალკოჰოლო გაზიან სასმელებში. ყველა იმ ადამიანს, ვისაც თირკმლის პათოლოგია უკვე დადგენილი აქვს, აუცილებლად სჭირდება არა მარტო ხორცის, ყველის და მსგავსი პროდუქტების გადათვლა, არამედ აუცილებლად სჭირდებათ რძის ნაწარმის კონტროლიც, პარკოსნების კონტროლიც და ტკბილი გაზიანი სასმელების კონტროლიც.

მეხუთე საფეხური კალიუმის კონტროლია. როდესაც კალიუმის შემადგენელ პროდუქტებს ყოველდღიურ რაციონში ვიყენებთ, ეს მნიშვნელოვანია.ბანანი კალიუმით მდიდარი პროდუქტია. ასევე, კარტოფილი. ყველა მწვანეფოთლოვანი, მიწასთან ახლოს მზარდი მცენარე კალიუმით მდიდარია. მაგრამ, მათ ასე თამამად ვერ გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც თირკმლის პათოლოგიაზე ვსაუბრობთ. კალიუმის კონტროლი ძალიან მკაცრად გვჭირდება.

თირკმლის დაავადებების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თირკმლის პათოლოგიებისაგან თავდაცვა სითხის ადეკვატური მოხმარებით შეიძლება.

– თირკმელში კენჭების წარმოქმნა შეიძლება, სითხის სწორი მოხმარებით თავიდან ავიცილოთ. თირკმლის დაავადებების დროს უმნიშვნელოვანესია წყლის კონტროლი.  ცხიმების სწორად შერჩევაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ზეთისხილის გამოყენება, ყურძნის წიპწის ზეთი, გოგრის ზეთი, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთი, სელის ზეთი, ნიგვზის ზეთი – ყველა ეს კომპონენტი ჩვენი ჯანმრთელობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

აღმოაჩინეს გენი, რომელიც ჭარბწონიანობასთან არის დაკავშირებული

გენი - ჭარწონიანობა
#image_title

კვება და ვარჯიში ჩვენს წონაზე აისახება, თუმცა შედეგები ყველა ადამიანზე ერთნაირად არ ვლინდება. ზოგიერთი ადამიანი წონის მატებისკენ უფროა მიდრეკილი, ვიდრე სხვები. შესაბამისად, მათთვის წონაში დაკლებაც უფრო რთულია.

და, აი, ახლა ჟურნალ Med-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კონკრეტული გენის მუტაცია წონის მატებასთანაა დაკავშირებული. საუბარია SMIM1 გენზე, რომელიც ჭარბწონიანობასთან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე მოქმედების გამოა დაკავშირებული.

მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემები შეისწავლეს. ეს მოიცავდა ნახევარი მილიონი ადამიანის მონაცემს, მათ შორის ცხოვრების წესსა და ბიოლოგიურ ინფორმაციას.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ SMIM1-ის გენეტიკური მუტაციის მქონე ადამიანებს მაღალი ქოლესტერინი, ღვიძლის ფერმენტების დიდი რაოდენობა და სხვა ისეთი ნიშნები აღენიშნებოდათ, რომლებიც ჭარბ წონასთანაა დაკავშირებული.

ასევე აღმოჩნდა, რომ SMIM1-ის მუტაცია მეტაბოლიზმის რეგულირების უნარზე ცუდად მოქმედებს.

ეს ნიშნავს, რომ SMIM1 მუტაციის მქონე ადამიანები ჭარბწონიანობისკენ არიან მიდრეკილნი. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს კალორიების დაწვა უფრო უჭირთ, ვიდრე SMIM1-ის არ მქონე პირებს.

“ჭარბწონიანობის მიზეზები ძალიან კომპლექსურია და უმეტეს შემთხვევაში, მრავალი ფაქტორის ერთობლიობას მოიცავს. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულ გენეტიკურ ფაქტორს მივაკვლიეთ”, — განუცხადა CNN-ს ექსეთერის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მატია ფრონტინმა.

მკვლევრების თქმით, კონკრეტული გენეტიკური ცვალებადობა იშვიათია (5 000 ადამიანიდან ერთი). ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ კონკრეტული გენი ვერ იქნება ჭარბწონიანობის მიზეზი.

“მთლიანობაში, ჭარბწონიანობის ძირითადი მიზეზი ცხოვრების სტილი, გარემო და ამ ყველაფერთან გენების ურთიერთქმედებაა”, — თქვა ფრონტინმა.

მიუხედავად ამისა, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მკვლევრების თქმით, შეიძლება კიდევ ბევრი გენი იყოს ისეთი, რომელიც ჭარბწონიანობასთანაა დაკავშირებული.

თარგმანი მომზადებულია Next.on.ge-ს მიერ

სიმსივნის უჯრედების თვითგანადგურების პოტენციურ გზას მიაგნეს

მიქსედემა – ენდოკრინული დაავადება
#image_title

მეცნიერებმა კი­ბოს უჯრე­დე­ბის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის გზას მი­აგ­ნეს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მდე­ბა­რე კი­ბოს ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რებ­მა CD95-ის რე­ცეპ­ტორ­ში ცილა იპო­ვეს, რო­მელ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბის მოკ­ვლა შე­უძ­ლია.

მკვლე­ვა­რე­ბი ამბობენ, რომ CD95 დიდი ხა­ნია გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც “სიკ­ვდი­ლის რე­ცეპ­ტო­რი”, რად­გან მათ ისე­თი სიგ­ნა­ლის გაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც კი­ბოს უჯრე­დე­ბის “თვით­გა­ნად­გუ­რე­ბას” იწ­ვევს. კი­ბოს სა­მო­მავ­ლო მე­დი­კა­მენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ გა­აძ­ლი­ე­რონ CD95-ის რე­ცეპ­ტო­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბა, რათა სიმ­სივ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლი ახა­ლი ია­რა­ღი შე­იქ­მნას, რომ­ლებ­საც ის­ტო­რი­უ­ლად ქი­რურ­გი­ით, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით და რა­დი­ა­ცი­ით მკურ­ნა­ლობ­დნენ.

An employee in one of Miltenyi Biotec's clean rooms checks the tightness of a tube set in which patient cells are modified into drugs.

კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ტუ­შირ სინ­გჰ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კი­ბოს მკვლე­ვა­რებს ახლა შე­უძ­ლი­ათ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი­დან ადა­მი­ა­ნის სიმ­სივ­ნის ნი­მუ­შე­ბი შე­აგ­რო­ვონ, რათა ამ აღ­მო­ჩე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახა­ლი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რონ.

ჯო­გენ­დერ ტუ­შირ სინ­გჰი, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის და იმუნ­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და კვლე­ვის უფ­რო­სი ავ­ტო­რი იმე­დოვ­ნებს, რომ ეს სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­დამ­წყვეტ ნა­ბი­ჯად იქ­ცე­ვა.

“ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ თე­რა­პი­ას, სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის მოკ­ვლას­თან ერ­თად, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდაც შე­ეძ­ლე­ბა. ეს სიმ­სივ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ორ­მა­გი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა”, – ნათ­ქვა­მია მკვლე­ვარ­თა გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყა­რო: nypost

 

ის რაც მოზარდის ტვინის შესახებ უმჯობესია ვიცოდეთ

მოზარდის ტვინი

სტატიის ავტორია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვთა და მოზარდთა კვებითი ქცევის სპეციალისტი მარიამ შოვნაძე

– მოზარდობა არის ტვინის მნიშვნელოვანი ზრდისა და განვითარების პერიოდი. თავის ტვინი მაქსიმალურ ზომას გოგონებში 11 წლის ასაკში აღწევს, ხოლო ბიჭებში 14 წლის ასაკში. ზომის ცვლილების მიუხედავად, ტვინის განვითარება გრძელდება 20 წლამდე. მოზარდის ტვინის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა სიჩქარით იზრდება.

– თავის ტვინის წინა ნაწილი, რომელსაც პრეფრონტალურ ქერქს ვუწოდებთ, ყველაზე ბოლოს მწიფდება. ეს უბანი  პასუხისმგებელია ისეთ მნიშვნელოვან უნარებზე როგორიც არის დაგეგმვა, პრიორიტეტების განაწილება და იმპულსის მართვა.

– იქედან გამომდინარე, რომ პრეფრონტალური ქერქის განვითარება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მოზარდს შესაძლოა გაუჭირდეს იმპულსის მართვა, დაგეგმვა მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინების გარეშე და აქტუალური გახდეს რისკისშემცველი ქცევა.

– მოზარდობის პერიოდში ძილის რეჟიმი იცვლება მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო. წაახალისეთ თქვენი შვილი, რომ იძინოს 9-10 საათი ყოველ ღამე.

– მოზარდობის პერიოდი გულისხმობს  ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებას. ეს ხელს უწყობს ტვინში უფრო ეფექტური კავშირების შექმნას, რაც განაპირობებს აზროვნების ახალი სტრატეგიებს, შემოქმედებით იდეებსა  და შეხედულებებს სამყაროს შესახებ.

– მოზარდის ტვინი მოქნილია, რაც გულისხმობს რომ  მას შეუძლია შეიცვალოს, მოერგოს და რეაგირება მოახდინოს გარემო ცვლილებებზე. აქედან გამომდინარე, საინტერესო აქტივობები, შეთავაზებული რესურსები, ვარჯიში, ხელოვნება ხელს უწყობს ტვინის განვითარებას.

 

ის, რაც მოზარდის ტვინის შესახებ უმჯობესია ვიცოდეთ

მოზარდის ტვინი

სტატიის ავტორია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვთა და მოზარდთა კვებითი ქცევის სპეციალისტი მარიამ შოვნაძე

– მოზარდობა არის ტვინის მნიშვნელოვანი ზრდისა და განვითარების პერიოდი. თავის ტვინი მაქსიმალურ ზომას გოგონებში 11 წლის ასაკში აღწევს, ხოლო ბიჭებში 14 წლის ასაკში. ზომის ცვლილების მიუხედავად, ტვინის განვითარება გრძელდება 20 წლამდე. მოზარდის ტვინის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა სიჩქარით იზრდება.

– თავის ტვინის წინა ნაწილი, რომელსაც პრეფრონტალურ ქერქს ვუწოდებთ, ყველაზე ბოლოს მწიფდება. ეს უბანი  პასუხისმგებელია ისეთ მნიშვნელოვან უნარებზე როგორიც არის დაგეგმვა, პრიორიტეტების განაწილება და იმპულსის მართვა.

– იქედან გამომდინარე, რომ პრეფრონტალური ქერქის განვითარება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მოზარდს შესაძლოა გაუჭირდეს იმპულსის მართვა, დაგეგმვა მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინების გარეშე და აქტუალური გახდეს რისკისშემცველი ქცევა.

– მოზარდობის პერიოდში ძილის რეჟიმი იცვლება მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო. წაახალისეთ თქვენი შვილი, რომ იძინოს 9-10 საათი ყოველ ღამე.

– მოზარდობის პერიოდი გულისხმობს  ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებას. ეს ხელს უწყობს ტვინში უფრო ეფექტური კავშირების შექმნას, რაც განაპირობებს აზროვნების ახალი სტრატეგიებს, შემოქმედებით იდეებსა  და შეხედულებებს სამყაროს შესახებ.

– მოზარდის ტვინი მოქნილია, რაც გულისხმობს რომ  მას შეუძლია შეიცვალოს, მოერგოს და რეაგირება მოახდინოს გარემო ცვლილებებზე. აქედან გამომდინარე, საინტერესო აქტივობები, შეთავაზებული რესურსები, ვარჯიში, ხელოვნება ხელს უწყობს ტვინის განვითარებას.

 

ნიორი დაბლა სწევს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს

ნიორი - შაქრისა და ქოლესტერინის დონე
#image_title

ახალი კვლევის თანახმად, ნიორი, როგორც ცოცხლად, ისე ზეთში მოშუშული — სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის ნორმალურ დონეს გვინარჩუნებს.

წარსულში ჩატარებული 29 რანდიომიზებული, კონტროლირებადი კვლევის მეტა-ანალიზით, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტისა და სიზანგ მინძუს უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ ნივრის მოხმარება დაკავშირებულია გლუკოზისა და ზოგიერთი ტიპის ცხიმის მოლეკულების დაბალ მაჩვენებელთან.

გლუკოზა და ლიპიდები სხეულისთვის მთავარი საკვები ნივთიერებებია, უზრუნველყოფენ ენერგიითა და მრავალი სხვადასხვა საშენი მასალის ბაზისით. თანამედროვე კვების რაციონმა შეიძლება გაზარდოს ჯანმრთელობის პრობლემათა რისკი. ცხოვრების სტილის ბევრი არჩევანი, მაგალითად, ალკოჰოლის სმა თუ ვარჯიშის რუტინა ასევე მოქმედებს სხეულში შაქრისა და ცხიმის დონეზე.

„ჯანმრთელ ინდივიდებში გლუკოზისა და ლიპიდების მეტაბოლიზმი ზუსტად რეგულირდება. ამ მეტაბოლიზმის დარღვევას შეუძლია გამოიწვიოს მრავალი ქრონიკული დაავადება, მათ შორის, ათეროსკლეროზი, დიაბეტი და ღვიძლის გაცხიმოვნება“, — წერენ მკვლევრები.

წარსულში ჩატარებული 29 რანდიომიზებული, კონტროლირებადი კვლევის მეტა-ანალიზით, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტისა და სიზანგ მინძუს უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ ნივრის მოხმარება დაკავშირებულია გლუკოზისა და ზოგიერთი ტიპის ცხიმის მოლეკულების დაბალ მაჩვენებელთან.

გლუკოზა და ლიპიდები სხეულისთვის მთავარი საკვები ნივთიერებებია, უზრუნველყოფენ ენერგიითა და მრავალი სხვადასხვა საშენი მასალის ბაზისით. თანამედროვე კვების რაციონმა შეიძლება გაზარდოს ჯანმრთელობის პრობლემათა რისკი. ცხოვრების სტილის ბევრი არჩევანი, მაგალითად, ალკოჰოლის სმა თუ ვარჯიშის რუტინა ასევე მოქმედებს სხეულში შაქრისა და ცხიმის დონეზე.

„ჯანმრთელ ინდივიდებში გლუკოზისა და ლიპიდების მეტაბოლიზმი ზუსტად რეგულირდება. ამ მეტაბოლიზმის დარღვევას შეუძლია გამოიწვიოს მრავალი ქრონიკული დაავადება, მათ შორის, ათეროსკლეროზი, დიაბეტი და ღვიძლის გაცხიმოვნება“, — წერენ მკვლევრები.

უკვე დიდი ხანია, ნიორს ჯანმრთელობასთან აკავშირებენ; ცალკეულ კვლევებში ის დაკავშირებული იყო ლიპიდების რეგულირებასა და გლუკოზის დონესთანაც.

ყველა ასეთი კვლევის ანალიზის შემდეგ, ჯგუფმა დაადასტურა, რომ ნივრის ეფექტები მართლაც დადებითია. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც რაციონში ნიორი აქვთ შეტანილი, დაბალი აქვთ სისხლში გლუკოზის დონე, უკეთესია გლუკოზის გრძელვადიანი კონტროლი, მეტია ე. წ. კარგი ქოლესტერინი ძლიერ მკვრივი ლიპოცილების (HDL) სახით, ნაკლებია ე. წ. ცუდი ქოლესტერინი ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოცილები (LDL) და დაბალია მთლიანობაში ქოლესტერინის დონე.

საინტერესოა, რომ ნიორს გავლენა არ აღმოაჩნდა ტრიგლიცერიდის დონეზე.

მონაცემები საკმარისად სრულყოფილი არაა, რათა დადასტურდეს პირდაპირი მიზეზი და შედეგი — რომ უბრალოდ მეტი ნივრის ჭამა პირდაპირ ამცირებს გულის დაავადებათა რისკს — მაგრამ კავშირი ძლიერ მიუთითებს, რომ ეს ბოსტნეული შეიძლება საკმაოდ გემრიელი გზა იყოს ჩვენ სხეულში გლუკოზისა და ლიპიდების დონის სამართავად.

უფრო მეტი და ფოკუსირებული კვლევაა საჭირო, რათა უფრო ცხადი გახდეს, რა ხდება სინამდვილეში. მეტა-ანალიზში შესული კვლევების ხანგრძლივობა მერყეობდა სამი კვირიდან ერთ წლამდე; მათ შორის იყო კვლევებიც, რომლებშიც ნივრის რამდენიმე სხვადასხვა ფორმა იყო გამოყენებული: ნედლი ნიორი, ნივრის ექსტრაქტი და ნივრის ფხვნილის ტაბლეტები.

„შედეგებმა აჩვენა, რომ შაქარს სასარგებლო ეფექტი აქვს სისხლში გლუკოზასა და ლიპიდებზე და თანაც, ეს კავშირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია“, — წერენ მკვლევრები.

რაც შეეხება ამ კავშირის მიზეზს — მიჩნეულია, რომ ნიორში შემავალი სხვადასხვა აქტიური ნივთიერებები სხვადასხვა გზით მოქმედებს, მათ შორის, ამცირებენ ჟანგვით სტრესს, ანუ უჯრედების ცვეთის ერთ-ერთ სახეს, რაც ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა თუნდაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ნიორი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტ ალიინს, რომელიც კვლევების თანახმად, დაკავშირებულია როგორც სისხლში გლუკოზისა და ლიპიდების მართვასთან, ისე ნაწლავის მიკრობიომის მართვასთან. დიდი ალბათობით, კვლევაში მიღებული შედეგების მიზეზია ამ ეფექტთა კომბინაცია.

აშკარაა, რომ კვების რაციონს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ახლა კი კიდევ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რომ ამ რაციონში აუცილებლად დავამატოთ ნიორი.

„ეს კვლევა ახალ იდეებს გვაწვდის გლიკოლიპიდების მეტაბოლიზმთან დაკავშირებულ დაავადებათა წინააღმდეგ ბუნებრივი პროდუქტების გამოყენების შესახებ“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Nutrients-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით

ქუთაისის “ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში”პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა – კანადური სტანდარტი ქართულ კლინიკებში

#image_title

2024 წლის 26 ივნისს ქუთაისის  “ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში” „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა.

  კლინიკის წარმომადგენელი ხათუნა ჩაკვეტაძე, “პაციენტთა საბჭოების სამდივნოს” ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი და  “აკრედიტაცია კანადის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თათია გოჩაძე კლინიკის პაციენტებს შეხვდენენ და პაციენტთა ჩართულობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

პაციენტთა საბჭოზე განხილულ იქნა პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყდა, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად – თვეში ერთხელ გაიმართება, რათა განიხილონ პაციენტთა კვლევის შედეგად გამოკვეთილი აქტუალური საკითხები.

ქუთაისის “ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია” საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი.

სწორედ ამ მიზნით, კლინიკის ინიციატივით, პაციენტები თვეში ერთხელ, რეგულარულად შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება გამოკვეთილი.

პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.

პაციენტთა საბჭოს ყველა პაციენტი ითხოვს დაფინანსებას და ქუთაისის ჯანმრთელობის ორგანიზაციაში სტაციონარული მომსახურების აღდგენას.

ლალი არველაძე, კლინიკური მენეჯერი

ქუთაისის “ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის” პაციენტთა საბჭოს წევრები არიან:

გაგოშიძე ეგნატე
მესხი კოტე
საღინაძე გულსუნდა
ლოლაძე თეიმურაზი
აკაკი ხაზარაძე
მაწკეპლაძე შოთა
ჩიქოვანი ლამარა
თევდორაძე მადლენა
ჯიშკარიანი მაია
დონდუა თეიმურაზ
არველაძე ლალი

ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“  შეიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარი: საერთაშორისო “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება.

შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას.

ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

ქუთაისის ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/kutaisidial

ან დაასკანერეთ QR კოდი:

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights