უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომელიც მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა C ჰეპატიტის პრობლემას და ნაკლებად სერიოზულად აღიქვამს B ჰეპატიტს, მას აქვს გაცილებით უფრო მაღალი ონკოგენური უნარი, ვიდრე C ჰეპატიტს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ B ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, B ჰეპატიტის პროგრამა დიდხანს მზადდებოდა და სულ რაღაც ორი კვირის წინ, ის უკვე დაიწყო.
„თუ C ჰეპატიტის პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ძირითად ხარჯებს იღებდა ამერიკული მხარე, საუბარია მედიკამენტებზე, რამდენიმე მილიარდი დოლარის მედიკამენტები იყო მოწოდებული, თუ შიდს ძირითადად სახელმწიფო ახორციელებდა, მაგრამ გლობალური ფონდის მხარდაჭერითა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების მიერ, B ჰეპატიტის პროგრამა მთლიანად სახელმწიფოს მიერ იქნება დაფინანსებული.
ორი წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 70 ათასი ქრონიკული ავადმყოფია B ჰეპატიტით. კერძოდ, დადგინდა, რომ ყველა გამოკვლეულის 2,7 პროცენტს აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი და ეს მოსახლეობაზე გადათვლით გამოდის დაახლოებით 70 ათასი, მაგრამ ამ 70 ათასიდან ყველა არ საჭიროებს მკურნალობის დაუყოვნებლივ ჩატარებას. მკურნალობის დაწყებას აქვს კრიტერიუმები.
სულ ახლახან დაიდო მონაცემები, რომ მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას საჭიროებს დაახლოებით 50 პროცენტი, ანუ, საქართველოში სადღეისოდ, უნდა ვიფიქროთ, რომ დაახლოებით 35 ათასი B ჰეპატიტით ავადმყოფია, რომელსაც დღესვე სჭირდება მკურნალობა“, – განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, B ჰეპატიტს ძალიან სერიოზული გართულებები ახასიათებს.
„ესენია: ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო და ღვიძლის უკმარისობა. ესენი ყველა სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებებია. უნდა აღინიშნოს და ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომელიც მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა C ჰეპატიტის პრობლემას და ნაკლებად სერიოზულად აღიქვამს B ჰეპატიტს, მას აქვს გაცილებით უფრო მაღალი ონკოგენური უნარი, ვიდრე C ჰეპატიტს. ანუ B ჰეპატიტს შეუძლია ღვიძლის კიბოს გამოწვევა უფრო მაღალი ალბათობით“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ექიმების განცხადებით, ვირუსებმა სეზონურობის სტატუსი დაკარგა და გასულ წლებთან შედარებით, 2 თვით გახანგრძლივდა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, გრიპის ვირუსი სხვა ტიპის, ორმა ვირუსმა ჩაანაცვლა. ასევე მცირედით ცირკულირებს კოვიდის ომიკრონის შტამი. გაზრდილია ყივანახველას შემთხვევებიც. ჩხაიძე განმარტავს, რომ ვირუსებს მსუბუქი მიმდინარეობს აქვს და კლინიკაში მკურნალობას არ საჭიროებს.
„გრიპის ვირუსი ივნისის ბოლომდე ფიქსირდებოდა, რაც მართლაც უნიკალური მოვლენაა. ასეთი გახანგრძლივებული გრიპის სეზონი არ ყოფილა. ბოლო ორი კვირაა, გრიპი ქვეყანაში უკვე აღარ ფიქსირდება. ის ვირუსი, რომელმაც გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა, არის მეტაპნევმოვირუსი. ვირუსული პეიზაჟი სწორედ ამ ვირუსის და რინოვირუსის სიჭარბითაა. კორონავირუსის შემთხვევები ისევ ფიქსირდება. მცირე რაოდენობით, 2-3 %-ს არ აღემატება, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსი ისევ ცირკულირებს. თუ ვთქვით, რომ გრიპის სეზონი დამთავრდა, კორონავირუსის შემთხვევები ჯერ კიდევ მაინც რჩება მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობით. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომელი ვარიანტი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში. ბოლო რამდენიმე წელია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ომიკრონი”, რომელსაც ისეთივე მიმდინარეობა ახასიათებს, როგორც მეტაპნევმოვირუსს, რინოვირუსს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით, რთული გასარჩევია, ეს არის კორონავირუსი , თუ სხვა ტიპის ვირუსი. მიმდინარეობა უმეტესად საშუალო სიმძიმის და მსუბუქია, ჰოსპიტალიზაციის, გართულებით მიმდინარე შემთხვევები ძალიან იშვიათია. ძირითადად, დამახასიათებელია ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, მსუბუქი ყელის ტკივილი, იშვიათი ხველა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
🔥 უკიდურესად ცხელი ამინდი გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და საარსებო წყაროზე.
შეეცადეთ, თავი აარიდოთ სიცხეს:
🌳 გაჩერდით ჩრდილში.
🏃♀️ თავი აარიდეთ ფიზიკურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
🚕 არ დატოვოთ ბავშვები და ცხოველები გაჩერებულ მანქანებში.
❄ გაატარეთ დღეში 2-3 საათი გრილ ადგილას.
წყლის ბალანსის შევსება შეჯიბრის პირობებში როგორც უკვე აღინიშნა, გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში ინტენსიური და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შესრულებისას სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობა იკარგება, რის შედეგიცაა ორგანიზმის გაუწყლოება, რამაც საბოლოოდ სითბური დარტყმა შეიძლება გამოიწვიოს. ფიზიკური დატვირთვის დროს წყლის საკმარისი რაოდენობით მიღებისას სხეულის ტემპერატურა ნაკლებად იმატებს.
თუ სითხის მიღება დროში სწორადაა გადანაწილებული, ე.ი. სითხე მიიღება ნაწილ-ნაწილ, ყოველ 15-40 წთ-ში 150-200 მლ-ის რაოდენობით, მცირდება სისხლის პლაზმის დაკარგვა და, შესაბამისად, შენარჩუნდება ცირკულირებადი სისხლის ნორმალური მოცულობა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას.
ცნობილია, რომ სითხის დიდი რაოდენობა უფრო მალე ტოვებს კუჭს, მაგრამ ინტენსიური დატვირთვისას კუჭის სითხით გადავსება გამოიწვევს არასასიამოვნო შეგრძნებებს, ამიტომ სითხის მიღება მცირე ულუფებითაა რეკომენდებული. ცნობილია ასევე, რომ გლუვი კუნთების აქტიურობის ხარჯზე ცივი წყალი უფრო სწრაფად ტოვებს კუჭს, მაშასადამე, სასმელი გაცივებული უნდა იყოს,თუმცა ინტენსიური ტრენინგისას წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის რადგან არ მოხთეს სისხლძარევების სპაზმირება. გლუკოზის ხსნარების მიღება არა მარტო ორგანიზმში წყლის მარაგის შევსებას უწყობს ხელს, არამედ სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ეს კი, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი შრომისუნარიანობის შენარჩუნებისათვის, ვინაიდან ხანგრძლივი მუშაობის პირობებში სისხლში გლუკოზის დონე მცირდება.
ამასთან, ცნობილია, რომ გლუკოზის მაღალი კონცენტრაციის მქონე ხსნარები კუჭიდან შედარებით ნელა ევაკუირდება, ე.ი, მიღებული სითხე უფრო დიდი ხნით რჩება კუჭში. მაშასადამე, მიზანშეწონილია გლუკოზის დაბალი შემცველობის მქონე ხსნარების მიღება. კუჭიდან სწრაფი ევაკუაციისათვის სასმლის ოსმოსური წნევა დაბალი უნდა იყოს, რის მიღწევაც შესაძლებელია მასში მარილების დაბალი კონცენტრაციით. ფიზიკური აქტივობისას მიღებული სითხის მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ წყლის შეწოვის მაქსიმალური სიჩქარე წუთში 0,8 ლიტრია.
მარილების დამატებითი რაოდენობით მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის განმეორებადი (რამდენიმე დღის მიყოლებით) შესრულებისას, რომელსაც თან სდევდა ოფლის მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყოფა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი მარილხსნარების მიღება რეკომენდებული არაა უშუალოდ ფიზიკური დატვირთვის შესრულებისას.
ჯანდაცვის მინისტრი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მიხეილ სარჯველაძემ მუზეუმი დაათვალიერა და იქ დაცულ ექსპონატებს გაეცნო.
ჯანდაცვის სამინისტრომ, მუზეუმს, ქართული ქირურგიის ფუძემდებლის და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სამედიცინო არქივი გადასცა, რომელიც უწყებამ კულტურის სამინისტროს დახმარებით მოიძია.
მიხეილ სარჯველაძემ ქართული ქირურგიის განვითარებაში, აკადემიკოსის დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გრიგოლ მუხაძემ საქართველოში ქირურგიის ეპოქა შექმნა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აკადემიკოსის სამედიცინო და სამეცნიერო მოღვაწეობა, ქართული მედიცინისთვის მრავალ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება, შესაბამისად, მისი ხელნაწერები, სამედიცინო სახის საბუთები და ბროშურები უფრო ფართო აუდიტორიისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
გრიგოლ მუხაძე იყო ქართველი ქირურგი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერებისა და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოში; ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი. მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურს, რომელიც მისივე ინიციატივით, გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად; შექმნა ქირურგიის უძლიერესი სკოლა, სადაც უამრავი ქირურგი გამოზარდა.
მედიცინის ისტორიის მუზეუმში, მინისტრთან ერთად, მისი მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, უნივერსიტეტისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2024 წლის 5 ივლისს „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. მათ განიხილეს პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად გაიმართება, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება კლინიკის განვითარებისთვის.
საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამუშაო პროცესში „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა“ უკვე შექმნა პაციენტთა კმაყოფილების კითხვარი, რომელიც ონლაინ ივსება და ანონიმურად იგზავნება. კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:
პასუხებს „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლობა გაეცნობა და დამუშავებულ ინფორმაციას თვეში ერთხელ წარუდგენს ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას.
ჰოსპიტალში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია პოსტერები, სადაც დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც პაციენტები ან მათი ახლობლები ავსებენ კითხვარს:
პაციენტთა საბჭოს წევრები არიან „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები. საბჭო რეგულარულად შეიკრიბება და იმსჯელებენ გამოკითხვის შედეგებზე. პაციენტთა საბჭოს ჩართულობა ჰოსპიტლის საქმიანობაში ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, დაიხვეწოს და უფრო მოქნილი გახდეს სერვისები ჰოსპიტალში სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
პაციენტთა საბჭოს შეხვედრას ესწრებოდნენ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მაია ცანავა, ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი პაატა ბუკია, „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელი თათია გოჩაძე.
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.
პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.
ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.
პაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად გააშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.
„შენი ექიმი“ პაციენტთა საბჭოს წევრებს ესაუბრა და გთავაზობთ მათ კომენტარებს დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით:
თეა ბარამაშვილი:
„ამ პროცესს ვაფასებ დადებითად, კარგი წამოწყება და ინიციატივაა, წარმატებებს ვუსურვებ და ვიაქტიურებ მაქსიმალურად.“
ვერა ნატრიაშვილი:
,,მივესალმები ამ წამოწყებას! ძალიან გამეხარდა, რომ დამიკავშირდნენ. ვიგრძენი, რომ მნიშვნელოვანია ჩემი აზრი ამ კლინიკისთვის და მაქსიმალურად ვეცდები, როდესაც ჩემი დახმარება და ჩემი მოსაზრება დასჭირდებათ, აუცილებლად მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში“.
ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი,პაატა ბუკია:
„ეს საკითხი მნიშვნელოვანია ექიმისთვისაც, რადგან უკუკავშირის პრინციპი უფრო ნათლად დაგვანახებს რეალობას. კომუნიკაცია მოგვცემს საშუალებას, გარკვეული პრობლემები და ხარვეზები ღიად დავინახოთ და ვიზრუნოთ მათ გაუმჯობესებაზე.“
ჰოსპიტლის გენერალური დირექტორის მოადგილე მაია ცანავა:
„ყველა პროცესში, რომელიც მიმდინარეობს და ინერგება „აკრედიტაცია კანადის მიერ, აქტიურად ვართ ჩართული. ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარე შეფასების საშუალებას იძლევა. ვფიქრობ, წარმატებული იქნება აღნიშნული პროექტი. საწყის ეტაპზე ვართ, გამოცდილებას მივიღებთ და ალბათ, უფრო გავამდიდრებთ ამ მიმართულებას – უფრო აქტიურს გავხდით.“
#post_seo_title
ანა ნიქაბაძე (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი):
„ძალიან მისასალმებელია მსგავს პროექტში ჩართულობა და ჩემი, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის“ პოზიციიდან მაქსიმალურად ვეცდები, ამ პროექტში ეს საკითხი დაცული იყოს.“
ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი/ რისკების მართვის მენეჯერი, ნანი გოგალაძე:
„პირველ რიგში, მადლობა ასე აქტიურად ჩართვისთვის. კლინიკა მზად არის სიახლეების მიმღებლობისთვის და აქტიურად ჩავერთეთ ამ პროცესში როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი პაციენტები და მათი იურიდული მეურვეები თუ მშობლები.“
ანა ლადაშვილი:
,,ორმაგი პაციენტის მშობელი – ტყუპების დედა ვარ. კმაყოფილი ვარ კლინიკის, მიღებული სერვისის და თუ ეს აკრედიტაცია კლინიკას წინსვლაში და განვითარებაში ხელს შეუწყობს, მე შევეცდები ჩემი რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენო, რათა ამ კლინიკას ხელი შევუწყო წინსვლაში.’’
მარიამ ჩხაბერიძე:
„ძალიან კარგი წამოწყებაა, კარგია რომ პაციენტის აზრით ინტერესდებით და ვაფიქსირებთ ამ აზრს ღიად, არ გვეშინია არაფრის. მე ვარ ერთ-ერთი პაციენტის წარმომადგენელი და კმაყოფილება მინდა დავაფიქსირო ამ კლინიკის მიმართ.’’
მაკა ზეიკიძე (ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მთავარი ექთანი):
,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მონაწილეობა, როგორც მთავარი ექთნისთვის, ძალიან ინფორმატიულია ჩემთვის ამ კითხვარის შევსება. რაც უფრო მეტი ადამიანი შევასებს, უფრო ინფორმირებული და მოხარული ვიქნები, თუ კარგი შედეგები დაიდება და თუ ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. დიდ მადლობას ვუხდი „აკრედიტაცია კანადას“.
მარიამ ჩხაიძე (სოციოლოგი):
„ჩემთვის ეს სიტუაცია, გამოკითხვა, უცხო არ არის ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თუმცა ეს ფორმა, რომელიც ახლა შემოგვთავაზეთ, ძალაიან მოქნილი, საინტერესოა და ვფიქრობ, დასახვეწიც არის და მჯერა, რომ დავხვეწავთ ერთად.“
ია ფირცხალავა (საქმის წარმოების სამსახური):
,, დიდი სიამოვნებით, აქტიურად ჩავერთვები ამ პროცესში, რადგან ეს ყველაფერი ინფორმატიული და მეტის მომცემია. ამიტომ წარმატებას ვუსურვებ თქვენს გუნდს და ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს.’’
#post_seo_title#post_seo_title
ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“ შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.
რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.
გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოსსაზოგადოებრივიჯანდაცვისინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაციაკანადის” (Accreditation Canada)-ისსტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა;0 შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მკვლევარი: საერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგიფხაკაძე.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაანონიმურიადარესპონდენტისიდენტიფიცირებაშეუძლებელია. კითხვარისშევსებისდროსპირადიმაიდენტიფიცირებელიმონაცემებიარივსება. შევსებულიინფორმაციაკონფიდენციალურიდაორიენტირებულიამხოლოდშედეგზე, რაცგულისხმობსსამედიცინომომსახურებისმიწოდებისხარისხისშესწავლასდაგაუმჯობესებას… ანონიმურობადაცულიიქნებაკვლევისყველაეტაპზე.
აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge
გულის უეცარ გაჩერებას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მაგრამ ამის წინმსწრები ნიშნების დაფიქსირება მარტივი არაა. ფინეთის ტამპერეს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ახალი მეთოდი, რომელიც შესაძლოა, მსგავსი რისკის პროგნოზირებაში დაგვეხმაროს.
ესაა ალგორითმი, რომელიც ე.წ. დეტენდენციური ფლუქტუაციის ანალიზს (DFA2 a1) ეყრდნობა, რისი მეშვეობითაც დროთა განმავლობაში გულისცემის რიტმის ცვლილებას ავლენს. სპეციალისტებმა 2 794 ზრდასრული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს, დაკვირვების პერიოდი კი საშუალოდ 8.3 წელი იყო.
შედეგად დადგინდა, რომ DFA2 a1 გულის უეცარი გაჩერების “ძლიერი და დამოუკიდებელი” მაპროგნოზირებელია. მსგავსი ასოციაცია ყველაზე მკაფიო მაშინაა, როცა სხეული მოსვენებულ მდგომარეობაშია, რადგან ფიზიკური აქტიურობისას სხვაგვარი მაჩვენებლები მიიღება. კერძოდ, მაღალი რისკის ინდივიდებში მოსვენებისას არსებული გულისცემის რიტმის ინტერვალები ფიზიკურად დატვირთული ჯანმრთელი ადამიანებისას ჰგავს.
მეცნიერებმა DFA2 a1 ანალიზის შედეგები გულის უეცარ გაჩერებასთან სტატისტიკური მეთოდებით დააკავშირეს. გაითვალისწინეს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, როგორიცაა ასაკი, გულის უკვე არსებული პრობლემები და სხვა. უნდა ითქვას ისიც, რომ რიტმზე დაკვირვებას მხოლოდ 1 წუთი სჭირდება და ამის გაკეთება სენსორებითაცაა შესაძლებელი, რომლებიც ჭკვიან საათშიც დამონტაჟდება, ანუ ამისთვის კლინიკაში მისვლაც არ იქნება აუცილებელი.
ახალი ალგორითმი ამჟამად გამოყენებად მეთოდებზე ზუსტია. როგორც წესი, ისინი კარდიოპულმონარულ მონაცემებს ეყრდნობა, ანუ ზომავს, რამდენად შეუძლია ადამიანის ორგანიზმს კუნთებში ჟანგბადის გადატანა და რა რაოდენობით მოიხმარს მას ფიზიკური დატვირთვისას.
ავტორები გეგმავენ, რომ მომდევნო ეტაპზე კვლევაში უფრო მეტი ინდივიდი ჩართონ და თავიანთი მეთოდი გულის სხვა პრობლემებზეც გამოცადონ. საბოლოოდ, შესაძლებელია მივიღოთ ინსტრუმენტი, რომელიც მრავალი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, გასვლითი შეხვედრა ამჯერად ბორჯომში გამართა. შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონის კლინიკების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული.
შეხვედრაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია მონაწილეობდნენ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი შეხვედრების ეს ციკლი, რომელსაც კომიტეტი უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს სხვადასხვა მხარეში ატარებს, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგების გაანალიზებას და და რეფორმის წინაშე მდგარ გამოწვევებზე მსჯელობას ეთმობა.
შეხვედრაზე კანონმდებლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კლინიკების პასუხისმგებელ პირებს მოუსმინეს და რეფორმასთან დაკავშირებით მათ კითხვებს უპასუხეს, ასევე გაიმართა დისკუსია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, შემოთავაზებული მოდელის გაუმჯობესებისათვის გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.
ღონისძიება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით, გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. პაციენტების განცხადებით კი, აღნიშნული ინიციატივა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობასა და თავად მკურნალობის პროცესს.
შეხვედრაზე, ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს – მხარეებმა, სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.