ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას საქართველო წელს უკვე მერვედ შეუერთდა. დედაქალაქის შემდეგ კამპანია რეგიონებში გრძელდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით წნევის გაზომვის აქცია ამჯერად, ფოთში გაიმართა. ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა, უფასო კონსულტაცია მიეღო.
„ფოთში ჰიპერტენზიის სკრინინგის კამპანიას ვახორციელებთ. არტერიული ჰიპერტენზია გახლავთ ნომერ პირველი „ჩუმი მკვლელი“ მსოფლიოში”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა დალი ტრაპაიძემ.
შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის ქრონიკული დაავადება – დიაბეტური თირკმელი, აღნიშნული საკითხების შესახებ „შენი ექიმი“ ქუთაისის „შპს ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის“ ექიმ-ნეფროლოგსა და თერაპევტ თამარ ცირეკიძეს ესაუბრა:
თირკმლის ქრონიკული დაავადების ძირითად წამყვან მიზეზს შაქრიანი დიაბეტი წარმოადგენს. შაქრიანი დიაბეტის ორივე ტიპი – როგორც 1, ასევე ტიპი 2, თირკმელზე დამაზიანებელი მოქმედებით ხასიათდება.
პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს ჰორმონს -ინსულინს,ინსულინის არარსებობის პირობებში ვითარდება ჰიპერგლიკემია.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 გვხვდება ნებისმიერ ასაკში, მაგრამ, როგორც წესი უმეტესად 30 წლამდე.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 მეტაბოლური დაავადებაა, გვხვდება ინსულინ-რეზისტენტული ან ინსულინის დეფიციტის კომბინირებული ფორმით.
დაავადების დასაწყისში ინსულინ-რეზისტენტობა კომპენსირდება ინსულინის ჰოპერსეკრეციით,რაც საბოლოოდ პანკრეასის β-უჯრედების ფუნქციას აქვეითებს. კულმინაციას აღწევს ჰიპერგლიკემიით და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 დაავადების ჩამოყალიბებით. ეს დაავადება მეტად ხანდაზმულებში გვხვდებოდა, მაგრამ ბოლო დროს უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდებში,ზოგჯერ ბავშვებშიც კი.
შაქრიანი დიაბეტის როგორც 1 და 2 ტიპის დროს ნეფროპათიის ჩამოყალიბება თანაბარია.
დაავადების განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია შთამომავლობაში, თუ დედა ორსულობის დროს ჰიპერგლიკემიური იყო, რადგან ეს იწვევს ნეფრონების წარმოქმნის შემცირებას (“ნეფრონის ნაკლებობა”) შთამომავლობაში. ნეფრონის ნაკლებობა ასოცირებულია ჰიპერტენზიასთან, მეტაბოლურ სინდრომთან და შესაძლოა ჩამოაყალიბოს დიაბეტური თირკმელიც.
ითვლება, რომ ნეფრონების სიმცირე იწვევს კომპენსატორულ გლომერულ ჰიპერტროფიას და ზრდის ნეფრონის გლომერულური ფილტრაციის სიჩქარეს (GFR) , ამგვარად შაქრიანი დიაბეტი იწვევს გლომერულურ დაზიანებას.
ჰიპერფილტრაცია ადრეული ნიშანია დიაბეტიან პაციენტებში, მაგრამ მისი გამოსწორება შესაძლებელია კარგი გლიკემიური კონტროლით.
თირკმელში გაზრდილ GFR-ს განაპირობებს აფერენტული არტერიოლების გაფართოება, ვაზოაქტიური სპექტრის მედიატორების ჩართვა, მათ შორის ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი 1 (IGF-1), გარდამქმნელი ზრდის ფაქტორი-β (TGF-β1), სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორი (VEGF), აზოტის ოქსიდი (NO), პროსტაგლანდინები და გლუკაგონი.
საბოლოოდ ასეთი ცვლილებები იწვევს თირკმლის ავტორეგულაციის მოშლას და გლომერულ ჰიპერტენზიას, ამავე დროს დარღვეულია გლუკოზის ჰომეოსტაზიც.
დიაბეტური თირკმლის დაავადების განვითარებაში მონაწილეობს გენეტიკური ფაქტორი, სტრესი, ანთებითი პროცესები და იმუნური უჯრედები,როგორიც არის გლომერულური და ინტერსტიციული ინფილტრაცია მონოციტებით / მაკროფაგებით და გააქტიურებული T ლიმფოციტებით, ქემოკინები და მათი რეცეპტორები.
მიუხედავად იმისა, რომ გლომერულოსკლეროზი არის დიაბეტური თირკმლის გამოვლინება, ტუბულო-ინტერსტიციული დაზიანება საბოლოოდ განსაზღვრავს თირკმელების ფუნქციის დაქვეითების სიჩქარეს.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თუნდაც მსუბუქი ანემია (ჰემოგლობინის დონე <12,5 გ/დლ მამაკაცებისთვის, 11,5 გ/დლ ქალებისთვის) ზრდის დიაბეტური თირკმლის განვითარების რისკს. ანემია, სავარაუდოდ, იწვევს თირკმლის ჰიპოქსიას.
შაქრიანი დიაბეტის გართულებებიდან გვხვდება მიკროვასკულარული (თირკმლის არტერიის ათეროსკლეროზი-თირკმლის იშემია), კარდიოვასკულარული გართულებები, რეტინოპათია, ნეიროპათია, დიაბეტური ფეხის ჩამოყალიბება, ძვლის დემინერალიზაცია, ელექროლიტებისა და სითხის დისბალანსი, მეტაბოლური აციდოზი,ანემია.
დიაბეტური თირკმლის დიაგნოსტირება ეფუძნება პროტეინურიას, გამოხატულ ჰიპერტენზიას და რეტინოპათიას, თავდაპირველად რეკომენდირებულია:
-შარდში ცილისა და ალბუმინის განსაზღვრა(ალბუმინურია)
-სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა და გფს გამოთვლა.
-ალბუმინი-კრეატინინის თანაფარდობის განსაზღვრა
– თირკმლის ბიოფსია
თირკმლის დაავადების ბოლო სტადიისას არჩევანი კეთდება ჰემოდიალიზზე, ასევე პერიტონეალურ დიალიზზე ან თირკმლის ტრანსპლანტაციაზე.
#post_seo_title
შპს „ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში“ ამ ტიპის პაციენტების მომართვიანობის რიცხვი მაღალია. ჩვენი გუნდის ნეფროლოგები ვუწევთ კონსულტაციას, ვუტარებთ შესაბამის ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებსა და დიაგნოსტირებას, და ვურჩევთ საჭირო მკურნალობის მეთოდს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაწუხებთ ეს ან თირკმლის პრობლემები, საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ:
ეს პატარა მილანა კალანდიაა 🌸 ის “პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში” 24 კვირის ორსულობის ვადაზე დაიბადა და მხოლოდ 550 გრამს იწონიდა.
დაბადებიდან რამდენიმე თვე კლინიკის ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში გაატარა და სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა სახლში თავის მშობლებთან!
#pineo #nicubaby აქ ნამდვილად სასწაული განწყობაა, ექიმები, მედდები უდიდესი ყურადღებით ეკიდებიან თითოეულ პაწია პაციენტს და მათი გამარჯვების ისტორიებს ამაყად გვიყვებიან.
2024 წლის 28 ივნისს კლინიკა „ვივამედში“ „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა. მათ განიხილეს პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად გაიმართება, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება კლინიკის განვითარებისთვის.
„ვივამედი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.
ამიტომ მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი. აქედან გამომდინარე, კლინიკის ინიციატივით, პაციენტები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება აქტუალური.
პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.
ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.
პაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად გააშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.
„შენი ექიმი“ პაციენტთა საბჭოს წევრებს ესაუბრა და გთავაზობთ მათ კომენტარებს დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით:
ნათელა ცენტერაძე:
„მეორე წელია, ვივამედის პაციენტი ვარ… აქ თვალის პრობლემების გამო მოვედი და ეს პრობლემა100%-ით მომიგვარდა. პირველ რიგში, უღრმესი მადლობა მინდა, გადავუხადო ექიმებს. ძალიან კმაყოფილი ვარ დაწყებული საინფორმაციო განყოფილებიდან, დამთავრებული დაცვით – ყველასი ძალიან მადლიერი ვარ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ოფთამოლოგიურ დეპარტამენტს და ქალბატონ ილონა წერედიანს. მოწესრიგდა კაფეტერია, სადაც სისუფთავეა და ნამდვილად კარგია ეს ყველაფერი. ასევე ცენტრალურ კიბეებზე არ იყო სახელურები, რომელიც გაკეთდა. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ ცენტრალურ შემოსასვლელთან არ არის პანდუსი, რომელიც ნამდვილად გასათვალისწინებელია.“
ავთანდილ ქობალია, თადარიგის პოლკოვნიკი, ვეტერანი:
„45 წლის განმავლობაში ვმუშაობდი შინაგან საქმეთა ორგანოებში და რა ჯანმრთელობაც იქ დავხარჯე, ახლა იჩინა თავი. აქედან გამომდინარე, ხშირად მომიწია სიარული ჯერ ჰოსპიტალში, შემდეგ კი „ვივამედში“. ორი წელია, ხშირი სტუმარი ვარ ამ კლინიკის. ვეტერანებს აქ კარგად გვემსახურებიან…
რაც შეეხება სულხან აბესაძეს, რომ კვდებოდე აქედან ცოცხალს გაგიშვებს. დღეში შეიძლება 50-100 პაციენტი მიიღოს და ყვალა კმაყოფილი წავიდეს. რამდენიმე მკურნალობა ჩავიტარე თვალებზე, ახლა ფილტვების ანთებით ვწევარ. კვებაც ძალიან მოწესრიგებული აქვთ. მედპერსონალიც ისე გიღებენ, რომ გრძნობ ყურადღებას, სითბოს.
ამ საავადმყოფოს ერთი პრობლემა აქვს, პირველი რაც უჭირთ, ეს არის საწოლების რაოდენობა. პალატების მდგომარეობაც ნორმალურია, პატარა ხარვეზების მიუხედავად. თუმცა სხვა კლინიკებთან შედარებით, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კლინიკით. სამწუხარო რეალობაა, რომ მედიცინა საქართველოში მოიკოჭლებს. ეს საავადმყოფო გვემსახურება 61 000 ვეტერანს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საავადმყოფო კერძოა, კარგი იქნება, სახელმწიფომაც თავი გამოიჩინოს დახმარებისა და გაუმჯობესების მხრივ.“
ნინო ჯაჭვაძე:
„მივესალმები მსგავს პროექტებს. აქ ჩავიტარე რადიოლოგიური კვლევა ორჯერ და ძალიან კმაყოფილი წავედი. არა მარტო პროფესიონალიზმით, გარემოც არაჩვეულებრივია და ამ კლინიკას წარმატებულ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ.“
მარიანა წამალაიძე:
„მომწონს ეს პროცესი და დადებითად ვაფასებ…“
ნატო ბუცხრიკიძე:
„დაახლოებით ერთი წლის წინ ვიწექი ამ კლინიკაში, კარდიოლოგიურ განყოფილებაში, მქონდა ჰაერის უკმარისობა. გამოვჯანმრთელდი და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ საავადმყოფოსი და მედპერსონალის. წარმატებებს ვუსურვებ მომავალშიც.“
კოტე სანიკიძე:
„თავადაც ექიმი ვარ. საქმე ისაა, რომ მაქვს ორი ქრონიკული დაავადება და აქ ვმკურნალობ. პნევმონიის გამო ყოველ წელს აქ ვარ, არ იქნებოდა ცუდი, რომ ერთი პალატა მაინც ამით დაავადებულთათვის ყოფილიყო განკუთვნილი. მე თვითონ ავღანეთის ომის მონაწილე ვარ, 1985-88 წლებში. ყბა-სახის ქირურგად ვმუშაობდი ქამბულში…
აქ ძალიან კარგი მდგომარეობაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ყურადღებით გეპყრობიან და მეორე ის, რომ სამედიცინო წამლების მიღებასთან დაკავშირებით შეფერხება არ არის.“
ნანული ჩაჩუა:
„ეს არის არაჩვეულებრივი ინიციატივა, რასაც ახლა „აკრედიტაცია კანადა“ აკეთებს. ამით ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ ბევრი გაკეთდება. მე მივეკუთვნები იმ პაციენტებს, რომლებსაც ასეთი შეხედულება აქვთ, რომ არ უნდა ვიცოდე რა მჭირს.
მოხდა ისე, რომ ჩემი ოჯახის წევრი მოხვდა ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში და მკურნალობდა. მთავარმა ექიმმა, როდესაც ჩემს ახლობელთან შემოვიდა, არაჩვეულებრივი ფრაზა თქვა: „ექიმი და, ზოგადად მედიკოსი, რომ ჩაიცვამთ თეთრ ხალათს, ყველას გახსოვეთ, რომ თქვენ მოსიარულე ღმერთი შედიხართ ავადმყოფთანო“…
რამდენიმე წლის წინ ცოტა გამირთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოვხვდი ამ საავადმყოფოში, კარდიოლოგიურ დეპარტამენტში, სადაც დამხვდა სწორედ ისეთი ადამიანი, რომელმაც აბსოლუტურად შემცვალა. ჩემი ცხოვრების მანძილზე, საკმაოდ ასაკიანი ვარ და ვამბობ, რომ პირველად მოვხვდი საავადმყოფოში, როგორც პაციენტი. მადლობელი ვარ კახა ნადარაიასი, რომელმაც სწორედ იმ ექიმის ფრაზა გამახსენა. დღეს თუ ოდნავ კარგად ვგრძნობ თავს, არა მედიკამენტების, არამედ ექიმის დამსახურებაა. იმ ადამიანობისა და სულისკვეთების, რომელიც მან ჩადო, ძალიან მადლიერი ვარ და დიდხანს დღეგრძელობას ვუსურვებ.“
ბადრი ცინცაძე:
„რამდენიმე წელია, ვმკურნალობ „ვივამედში“ სხვადასხვა დაავადებზე. ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, ექიმების პროფესიონალიზმით. სხვა კლინიკაში გადაღებული ეხოსკოპიით მოვედი და აქ სულ სხვა, რეალური სურათი დამხვდა. მას შემდეგ დიაბეტზე ვმკურნალობ სოფო მებუკესთან და ნორმაზე ჩამომივიდა. სხვათაშორის დიაბეტი კოვიდის შემდეგ აღმომაჩნდა. ორ თვეში ოპერაცია მაქვს ჩანიშნული ამავე კლინიკაში და ოპერაციის შემდგომ გეტყვით, რა სიტუაცია იქნება პალატაში.
ეს ინიციატივა აუცილებელია. მსოფლიო ვითარდება, ადამიანებისადმი დამოკიდებულება ვითარდება და ეს უნდა იყოს ყველა სფეროში, მით უმეტეს, სამედიცინო სფეროში, სადაც ადამიანის სიცოცხელს ეხება საქმე.“
ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“ შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.
რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.
გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოსსაზოგადოებრივიჯანდაცვისინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაციაკანადის” (Accreditation Canada)-ისსტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა;0 შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მკვლევარი: საერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგიფხაკაძე.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაანონიმურიადარესპონდენტისიდენტიფიცირებაშეუძლებელია. კითხვარისშევსებისდროსპირადიმაიდენტიფიცირებელიმონაცემებიარივსება. შევსებულიინფორმაციაკონფიდენციალურიდაორიენტირებულიამხოლოდშედეგზე, რაცგულისხმობსსამედიცინომომსახურებისმიწოდებისხარისხისშესწავლასდაგაუმჯობესებას… ანონიმურობადაცულიიქნებაკვლევისყველაეტაპზე.
აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge
პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:
2024 წლის 28 ივნისს “მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში” პაციენტთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. მათ განიხილეს პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად გაიმართება, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება კლინიკის განვითარებისთვის.
“მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი” საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.
Accreditation Canada
ამიტომ მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი. აქედან გამომდინარე, კლინიკის ინიციატივით, პაციენტები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება აქტუალური.
პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.
ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.
პაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად გააშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.
„შენი ექიმი“”მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრის” პაციენტთა საბჭოს წევრებს ესაუბრა და ყველა მათგანმა დააფიქსირა მზაობა აღნიშნულ საბჭოში აქტიურად ჩართვისთვის. მათ გააჟღერეს თხოვნა იმასთან დაკავშირებითაც, რომ საკუთარ ლოკაციაზე მოხერხდეს პოლიკლინიკის გახსნაც.
ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“ შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.
რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.
გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოსსაზოგადოებრივიჯანდაცვისინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაციაკანადის” (Accreditation Canada)-ისსტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა;0 შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მკვლევარი: საერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგიფხაკაძე.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურიადარესპონდენტისიდენტიფიცირებაშეუძლებელია. კითხვარისშევსებისდროსპირადიმაიდენტიფიცირებელიმონაცემებიარივსება. შევსებულიინფორმაციაკონფიდენციალურიდაორიენტირებულიამხოლოდშედეგზე, რაცგულისხმობსსამედიცინომომსახურებისმიწოდებისხარისხისშესწავლასდაგაუმჯობესებას… ანონიმურობადაცულიიქნებაკვლევისყველაეტაპზე.
აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge
პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:
საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა პაციენტებისთვის იქნება სრულიად უფასო.
„მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ჯანდაცვაში – დაიწყო B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა.
საქართველოს ზოგად მოსახლეობაში ქრონიკული B ჰეპატიტის მაღალი გავრცელების გათვალისწინებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება B ჰეპატიტით პაციენტების ადრეული გამოვლენის, მკურნალობის და მოვლის სერვისებში ჩართვის და შესაბამისად, დაავადების არასახარბიელო გამოსავლების თავიდან აცილების კუთხით.
პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის:
მანამდე არადიაგნოსტირებული პირები, რომლებსაც ჩაუტარდებათ სკრინინგული კვლევა HBsAg-ზე;
დადასტურებული ქრონიკული B ჰეპატიტით (დადებითი HBsAg და/ან განსაზღვრადი HBV დნმ 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით) პაციენტები – როგორც არანამკურნალები, ისე ანტივირუსულ მკურნალობაზე მყოფები.
უარყოფითი HbsAg-ის მქონე პირებს ჩაუტარდებათ კვლევა anti-HBc (total) ანტისხეულებზე და ამ კვლევის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, შეეთავაზებათ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ.
ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტებს (დადებითი HBsAg და/ან განსაზღვრადი HBV დნმ 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით) პროგრამის პირველ ეტაპზე ჩაუტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:
ექიმის კონსულტაცია
ღვიძლის ელასტოგრაფია (ფიბროსკანით ან ულტრაბგერაზე დამყარებული ელასტოგრაფიით) ღვიძლის დაზიანების (ფიბროზის) ხარისხის განსაზღვრისთვის
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევა.
პროგრამაში პციენტების ჩართვა მოხდება ეტაპობრივად.
პაციენტები, რომელთაც ღვიძლის ელასტოგრაფიით დაუდგინდებათ ღვიძლის დაზიანების (ფიბროზის) ხარისხი <F2 და მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევით არ გამოუვლინდებათ მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები, არ განიხილებიან პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში ანტივირუსული მკურნალობის პოტენციურ ბენეფიციარებად და მათთან შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები მოცემულ ეტაპზე აღარ გაგრძელდება. აღნიშნულ პაციენტებს პროგრამის ფარგლებში საკონტროლო გამოკვლევები (ღვიძლის ელასტოგრაფია და მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია) განმეორებით ჩაუტარდებათ 12 თვის შემდეგ.
პაციენტები, რომელთაც ღვიძლის ელასტოგრაფიით დაუდგინდებათ ღვიძლის დაზიანების (ფიბროზის) ხარისხი ≥F2 და/ან მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევით გამოუვლინდებათ მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები, განიხილებიან პროგრამის პირველი ფაზისთვის ანტივირუსული მკურნალობის პოტენციურ ბენეფიციარებად და მათთან გაგრძელდება შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური კვლევები, HBV დნმ-ის კონცენტრაციის განსაზღვრა და სხვ.) მკურნალობის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად (ანტივირუსული მკურნალობის ჩვენებების გათვალისწინებით).
პაციენტებს ანტივირუსული მკურნალობა ჩაუტარდებათ
ნუკლეოზიდ/ნუკლეოტიდის ანალოგების: ტენოფოვირ დისოპროქსილ ფუმარატის (TDF) ან ენტეკავირის (ETV) გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში ანტივირუსული მედიკამენტები ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება სექტემბერში. მანამდე კი, პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაიტარონ ზემოთაღნიშნული დიაგნოსტიკური კვლევები და მოემზადონ მკურნალობისთვის.
პროგრამის ფარგლებში დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა პაციენტებისთვის იქნება სრულიად უფასო.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი საქართველოს B ჰეპატიტის მართვის პროგრამის ძირითადი განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებაა.
საგულისხმოა, რომ ცენტრი C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და შემსრულებელია. ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში უკვე განიკურნა 86 ათასზე მეტი ქრონიკული C ჰეპატიტით პაციენტი. საქართველოში ჯერ არ ყოფილა არცერთი ცალკე აღებული რომელიმე ჯანდაცვითი პროგრამა, რომელსაც ამდენი პაციენტის სიცოცხლე გადაერჩინოს.
ინფექციური პათოლოგიის ცენტრში პროგრამას განახორციელებენ წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც არიან ჰეპატიტების ელიმინაციის კლინიკური ჯგუფის წევრები. ცენტრის მიერ, კლინიკა „ჰეპასთან“ ერთად, შედგენილია B და C ჰეპატიტებით პაციენტების მკურნალობის და მოვლის ეროვნული გაიდლაინები/პროტოკოლები, რომლებიც ეყრდნობა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების: ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (EASL), ამერიკის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის (AASLD), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვ. უახლეს რეკომენდაციებს.
ცენტრში ხორციელდება B და C ჰეპატიტებით პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი საერთაშორისო სტანდარტებით.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც აღენიშნებათ მაღალი რისკის ქცევები (ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება, დაუცველი სქესობრივი კავშირი, ხშირი ინვაზიური სამედიცინო მანიპულაციები და სხვ.) პროგრამის ფარგლებში დროულად ჩაიტარონ სკრინინგული კვლევა B ჰეპატიტზე და ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, მიმართონ ექიმს შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევებისა და მკურნალობისთვის.
B ჰეპატიტის ადრეული გამოვლენა და დროული, ეფექტიანი მკურნალობა დაავადების სერიოზული გართულებების (ღვიძლის ფიბროზის/ციროზის, ღვიძლის კიბოს, ღვიძლის უკმარისობის და სხვ.) პრევენციის გარანტიაა.
დაავადების მართვის სირთულის და მაღალი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, პროგრამის განხორციელებაში პირველ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სპეციალიზებული კლინიკები (სულ 10 კლინიკა ქვეყნის მასშტაბით). მომავალში კი პროგრამაში ჩაერთვებიან სხვა სამედიცინო დაწესებულებებიც, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მკურნალობისა და მოვლის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, რომ 2030 წლისთვის ერთდროულად დაძლიოს მსოფლიოს სამი ძირითადი ეპიდემია: აივ/შიდსი, C ჰეპატიტი და B ჰეპატიტი.
ვიზიტის დასაჯავშნად და/ან ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 557 25 27 84.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი. ალ. ყაზბეგის გამზირი N16. ქ. თბილისი“,- წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში.
პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჯანდაცვის ახალ მინისტრსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. კობახიძე ამ თემაზე საუბრისას რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხსაც დაუბრუნდა და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია გამოყენებული იყოს საავადმყოფოს გაფართოებისთვის.
„მადლობა კიდევ ერთხელ ჯანდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ მას აქვს ასეთი ძალიან აქტიური და ცოცხალი კომუნიკაცია, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე პაციენტებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც უკავშირდება უშუალოდ მათ ინტერესებს.
მინდა გავიხსენო რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი, რომელიც საბოლოოდ გადაწყდა საავადმყოფოს პერსონალის ინტერესების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. მთავარი იყო ის, რომ ეს რეკომენდაციები იყო თავისთავად არგუმენტირებული, საფუძვლიანი და საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სივრცის უკანა ტერიტორიაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის თაობაზე. პროექტირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ დაიწყება უკვე მშენებლობის სამუშაოები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ წინა სივრცე იქნებოდა გამოყენებული საინვესტიციო პროექტისთვის, თუმცა ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემაში სამომავლოდ მნიშნველოვანი რეფორმებია დაგეგმილი.
მიმდინარე წლის თებერვალში ირაკლი კობახიძის ინიციატივით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა, პარალელურად კი, კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტი განხორციელდებოდა.
თბილისში, საქართველოს ოფთალმოლოგთა და ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციების ერთობლივი კონგრესი გაიხსნა. ღონისძიების მიზანი, ქვეყანაში, დარგის კიდევ მეტად განვითარება და პაციენტებისთვის უფრო მაღალი ხარისხის სერვისების უზრუნველყოფაა.
ოფთალმოლოგიის საერთაშორისო კონგრესის გახსნაზე, სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ, საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში, პროფესიული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე ისუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები, მოქალაქეების ჯანმრთელობისა და პაციენტთა უფლებების დაცვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
3 დღის განმავლობაში, კონგრესის მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთმანეთისთვის, პროფესიული გამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების, გაზიარების შესაძებლობა ექნებათ.
ღონისძიებაში დარგის პროფესიონალები, ოფთალმოლოგიური კლინიკების წარმოადგენლები და მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის დელეგატები მონაწილეობენ.
კონგრესის გახსნას, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ასევე ესწრებოდა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე.
აღნიშნულ კლინიკებში, გარდა პაციენტთა კმაყოფილების კვლევისა, ასევე შეიქმნა „პაციენტთასაბჭოები“, რომელთა პირველი შეხვედრა 27 ივნისს ქალაქ ბათუმში გაიმართა.
პს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის” პაციენტთა საბჭო:
შპს ,,მაღალტექნოილოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის“(ბაგრატიონის ქ) პაციენტთა და მრჩეველთა საბჭო:
ლია სეიდიშვილი
დოდო ჭანტურაია
გიორგი კოვალიოვი
გიორგი მექვაბრიშვილი
ნუცა კვიტაიშვილი
ირმა ჯაში
ქეთევან ანთიძე – ჩიტიშვილი
სვეტლანა ჯაკონია
ვახტან ადამია
თამაზ ზოიძე
შპს “ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა” – პაციენტებისა და ოჯახების მრჩეველთა საბჭო:
ნელი ჯორთმენაძე;
ლიკა აბულაძე;
ნატალია დანირაშვილი;
თამუნა ხუციშვილი;
მადონა გოგუაძე;
ვარდო ჯორთმენაძე;
გოჩა ალფენიძე;
ია გოგიტიძე;
ცირა გობაძე.
პაციენტები რეგულარულად – თვეშიერთხელ შეიკრიბებიან და იმსჯელებენ პაციენტთა კვლევის შედეგად გამოკვეთილ საკითხებზე, რადგანაცესმნიშვნელოვანიიქნებაკლინიკებისგანვითარებისთვის.
„პაციენტთა საბჭოების“ პირველ შეხვედრას დაესწრნენ სამედიცინო გაერთიანება “მედცენტრის” წარმომადგენლები; პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი, იოსებ დემეტრაშვილი და “აკრედიტაცია კანადის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თათია გოჩაძე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ „შენი ექიმი“ აქტიურად გააშუქებს ყველა კლინიკაში პაციენტთა ჩართულობის საკითხს.
ნინო ცხვარაძე (ბათუმის საკრებულოს დეპუტატი) – პაციენტთა საბჭოს წევრი:
ჩემთვის, როგორც პაციენტისთვის, მნიშვნელოვანი არის სანდოობა ამა თუ იმ კლინიკის.როცა ორი შვილი გაზარდე და ენდობი კლინიკას, შემდეგ რეკომენდაციას უწევ ყველასთან სამედიცინო დაწესებულებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია კლინიკის მიდგომა, პაციენტებისადმი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი.
კლინიკისთვის მნიშვნელოვანი არის უკუკავშირი და თუ კი ჰყავს განაწყენებული პაციენტი, უნდა ხდებოდეს მიზეზის კვლევა, რათა შემდეგ შეეცადოს პრობლემის გამოსწორებას. ყოველთვის ყველა ვერ ვიქნებით მართალი, შეიძლება რიგ შემთხვევაში პაციენტია მართალია, რიგ შემთხვევაში კი კლინიკა, მაგრა ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს აუცილებლად.
მე ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქალაქში რეკომედაციას ვუწევ „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრს,’’ სადაც ნამდვილად არის პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომლებიც ორიენტირებული არიან ხარისხზე და ამ ხარისხში პირველ რიგში იგულისხმება პაციენტი – რომ მას მიაწოდონ ყველა სერვისი და მაქსიმალურად დაიხარჯონ პაციენტისთვის.“
გთავაზობთ პაციენტთა საბჭოების სხვა წევრების კომენტარებსაც:
მადონა გოგუაძე:
„მივესალმები, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას, მომეწონა ძალიან და ვაპირებ, რომ აქტირად ჩავერთო. პაციენტთა ინტერესი, მოთხოვნა გათვალისწინებული უნდა იყოს და თუ რაიმე ხარვეზი არის,გაითვალისწინებენ. მე მომსახურებით კმაყოფილი ვარ ჩემს ოჯახის ექიმთან.“
ბოლქვაძე უმიკო:
„ძალიან მომწონს, კარგია განვითარებისთვის რა თქმა უნდა. დიდი ხანია, ვარ პაციენტი და ძალიან კმაყოფილი ვარ“.
ია ცისკარაძე:
„მივესალმები ჩვენს ჩართლობას და იმედი მაქვს, ამით პროცესი კლინიკებში უკეთესობისკენ წავა.“
ნათელა ოდუშაშვილი:
„ექიმი გახლავართ. პაციენტების ჩართულობა ძალიან ღირებულია, რადგან ჩვენი ქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ფიქრობს პაციენტი. მისი აზრი ნესბიმიერი ჩვენი ქმედებისადმი არის ის ღირებული ინფორმაცია, რომლის შედეგად შეიძლება ჩვენ შევცვალოთ ან დავგეგოთ სხვანაირად. ამიტომ მათი აქტიური ჩართვა ჩვენთვის იქნება უმნიშვნელოვანესი.“
ლიზი ჯიჯავაძე:
„რა თქმა უნდა, მივესალმები ამ წამოწყებას. პაციენტების აზრი უფრო მიღებული და გაგებული იქნება, ურთიერთშეთანხმებით უკეთესს შედეგზე გავალთ. კმაყოფილი ვარ არ მკლინიკის მომსახურებით“.
მარი ტუსკია:
„მივესლამები ამ წამოწყებას, მიხარია, რომ პაციენტების მდგომარეობას უფრო უკეთესად გავიგებთ და სათანადო დონეზე ავიყვნთ ყველა სერვისის მომსახურებას.“
დოდო ჭანტურაია:
„დადებითად ვუყურებ ამ ჩართულობას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო პერსონალსა და პაციენტს შორის კომუნიკაციას. მადლიერ პაციენტზე უკეთესი არაფერია“.
ლელა ქაჯაია:
„აუცილებელი და დროული გადაწყვეტილებაა, ძალიან კარგი ინიციატივაა და მივესალმებით“.
ქეთი დევაძე:
„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სერვისს იღებ და თან გისმენენ, გეკითხებიან – როგორ გსურს ამ სერვისის მიღება, ხარ თუ არა კმაყოფილი. ვეცდები, რომ ღირებული იყოს ჩემი მონაწილეობა.“
სოფო კონცელიძე:
„ძალიან სასიამოვნ, მნიშვნელოვანი და ნამდვილად ღირებულია, რასაც თქვენ გააკეთებთ. ეს ურთიერთშეთანხმება ძალიან საინტერესოა პაციენტისთვის და ჩვენი შეფასება, რა თქმა უნდა, შედეგს გამოიღებს.“
ნუციკო კვიტაიშვილი:
„პაციენტისთის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდე – არიან თუ არა პაციენტები კმაყოფილი კლინიკის მომსახურებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს წამოწყება.“
ჯაკონია სვეტლანა:
#image_title
„პაციენტების ჩართულობა აუცილებელია. მე თავად ღვიძლი გადავინერგე და მახსოვს, როგორ შიშით ვუყურებდი ამ პროცესს თავიდან. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პაციენტების ინფორმირებულობა ამ საკითხთან დაკავშირებით. აუცილებელია, პაციენტს, რომელიც გადანერგვის წინაშე დგას, ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია. ძალიან დიდი მადლობა კლინიკას, ყველა ექიმს.“
ნანუკა ჯორთმელაძე:
„მადლობა მოწვევისათვის, მინდა რომ ჯანდაცვის სისტემა უკეთესობისკენ წავიდეს“. ქეთი ანთიძე:
„მე მადლობას მოვახსენებ რეფერალურ სავადმყოფოს და მთელ პერსონალს, ფაქტობრივად, ათი წელი ჩემი მეუღლე აცოცხლეს. მე თვითონ ვარ ძალიან მადლიერი პაციენტი, ყოველთვის გავუწევ რეკომედაციას, ხალხი სამკურნალოდ თურქეთში რატომ უნდა მიდიოდეს? – დროულად უნდა მიხვიდე, სწორ ექიმთან, რომლებიც ჩვენთან საკმაოდ მრავლად გვაყვს. მე აქტიურად ჩავერთვები ამ პროცესში“
მამუკა ჩხაიძე:
„რა თქმა უნდა, კარგი წამოწყებაა. პაციენტი როცა ერთვება კლინიკის მუშაობაში, ეს გამოიწვევს ამ სფეროში, ჯანდაცვის სფეროში მომსახურების გაუმჯობესებას“
პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში, საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.
სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაციაკანადის“ სტანდარტების მიხედვით და პაციენტთა ჩართულობა კლინიკის განვითარების პროცესში სწორედ დასავლური სტანდარტის უმაღლესი ხარისხია.
ამიტომ სამედიცინო გაერთიანება „მედცენტრის“ მხრიდან ეს გადადგმული ნაბიჯი საზოგადოების ინტერესებსა და სამედიცინო სერვისის მიწოდების ხარისხის ამაღლებაზეა ორიენტირებული.
ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.
ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“ შეიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.
რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.
გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მკვლევარი: საერთაშორისო “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება.
შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას.
ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.
აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge