შაბათი, ივნისი 13, 2026

“თავი აარიდეთ სიცხეს” – WHO-ს საქართველოს წარმომადგენლობის რეკომენდაცია

#post_seo_title

🔥 უკიდურესად ცხელი ამინდი გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და საარსებო წყაროზე.
შეეცადეთ, თავი აარიდოთ სიცხეს:
🌳 გაჩერდით ჩრდილში.
🏃‍♀️ თავი აარიდეთ ფიზიკურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
🚕 არ დატოვოთ ბავშვები და ცხოველები გაჩერებულ მანქანებში.
❄ გაატარეთ დღეში 2-3 საათი გრილ ადგილას.

წყარო: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში

#KeepCool #drpkhakadze #sheniekimi

 

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებები - “კონსილიუმ მედულა“
#post_seo_title

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობა - წყალი
#post_seo_title

წყლის ბალანსის შევსება შეჯიბრის პირობებში როგორც უკვე აღინიშნა, გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში ინტენსიური და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შესრულებისას სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობა იკარგება, რის შედეგიცაა ორგანიზმის გაუწყლოება, რამაც საბოლოოდ სითბური დარტყმა შეიძლება გამოიწვიოს. ფიზიკური დატვირთვის დროს წყლის საკმარისი რაოდენობით მიღებისას სხეულის ტემპერატურა ნაკლებად იმატებს.

თუ სითხის მიღება დროში სწორადაა გადანაწილებული, ე.ი. სითხე მიიღება ნაწილ-ნაწილ, ყოველ 15-40 წთ-ში 150-200 მლ-ის რაოდენობით, მცირდება სისხლის პლაზმის დაკარგვა და, შესაბამისად, შენარჩუნდება ცირკულირებადი სისხლის ნორმალური მოცულობა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას.

ცნობილია, რომ სითხის დიდი რაოდენობა უფრო მალე ტოვებს კუჭს, მაგრამ ინტენსიური დატვირთვისას კუჭის სითხით გადავსება გამოიწვევს არასასიამოვნო შეგრძნებებს, ამიტომ სითხის მიღება მცირე ულუფებითაა რეკომენდებული. ცნობილია ასევე, რომ გლუვი კუნთების აქტიურობის ხარჯზე ცივი წყალი უფრო სწრაფად ტოვებს კუჭს, მაშასადამე, სასმელი გაცივებული უნდა იყოს,თუმცა ინტენსიური ტრენინგისას წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის რადგან არ მოხთეს სისხლძარევების სპაზმირება. გლუკოზის ხსნარების მიღება არა მარტო ორგანიზმში წყლის მარაგის შევსებას უწყობს ხელს, არამედ სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ეს კი, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი შრომისუნარიანობის შენარჩუნებისათვის, ვინაიდან ხანგრძლივი მუშაობის პირობებში სისხლში გლუკოზის დონე მცირდება.

ამასთან, ცნობილია, რომ გლუკოზის მაღალი კონცენტრაციის მქონე ხსნარები კუჭიდან შედარებით ნელა ევაკუირდება, ე.ი, მიღებული სითხე უფრო დიდი ხნით რჩება კუჭში. მაშასადამე, მიზანშეწონილია გლუკოზის დაბალი შემცველობის მქონე ხსნარების მიღება. კუჭიდან სწრაფი ევაკუაციისათვის სასმლის ოსმოსური წნევა დაბალი უნდა იყოს, რის მიღწევაც შესაძლებელია მასში მარილების დაბალი კონცენტრაციით. ფიზიკური აქტივობისას მიღებული სითხის მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ წყლის შეწოვის მაქსიმალური სიჩქარე წუთში 0,8 ლიტრია.

მარილების დამატებითი რაოდენობით მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის განმეორებადი (რამდენიმე დღის მიყოლებით) შესრულებისას, რომელსაც თან სდევდა ოფლის მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყოფა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი მარილხსნარების მიღება რეკომენდებული არაა უშუალოდ ფიზიკური დატვირთვის შესრულებისას.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

ჯანდაცვის სამინისტრომ, ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს, გრიგოლ მუხაძის სამედიცინო არქივი გადასცა

მუხაძის სამედიცინო არქივი
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მიხეილ სარჯველაძემ მუზეუმი დაათვალიერა და იქ დაცულ ექსპონატებს გაეცნო.

ჯანდაცვის სამინისტრომ, მუზეუმს, ქართული ქირურგიის ფუძემდებლის და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სამედიცინო არქივი გადასცა, რომელიც უწყებამ კულტურის სამინისტროს დახმარებით მოიძია.

მიხეილ სარჯველაძემ ქართული ქირურგიის განვითარებაში, აკადემიკოსის დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გრიგოლ მუხაძემ საქართველოში ქირურგიის ეპოქა შექმნა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აკადემიკოსის სამედიცინო და სამეცნიერო მოღვაწეობა, ქართული მედიცინისთვის მრავალ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება, შესაბამისად, მისი ხელნაწერები, სამედიცინო სახის საბუთები და ბროშურები უფრო ფართო აუდიტორიისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

გრიგოლ მუხაძე იყო ქართველი ქირურგი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერებისა და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოში; ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი. მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურს, რომელიც მისივე ინიციატივით, გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად; შექმნა ქირურგიის უძლიერესი სკოლა, სადაც უამრავი ქირურგი გამოზარდა.

მედიცინის ისტორიის მუზეუმში, მინისტრთან ერთად, მისი მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, უნივერსიტეტისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

#post_seo_title
2024 წლის 5 ივლისს „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. მათ განიხილეს პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად გაიმართება, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება  კლინიკის განვითარებისთვის.

 საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამუშაო პროცესში „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა“ უკვე შექმნა პაციენტთა კმაყოფილების კითხვარი, რომელიც ონლაინ ივსება და ანონიმურად იგზავნება. კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:
 პასუხებს „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლობა გაეცნობა და დამუშავებულ ინფორმაციას თვეში ერთხელ წარუდგენს ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას.
 ჰოსპიტალში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია პოსტერები, სადაც დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც პაციენტები ან მათი ახლობლები ავსებენ კითხვარს:

ჯო ენის ჰოსპიტალი

პაციენტთა საბჭოს წევრები არიან „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები. საბჭო რეგულარულად შეიკრიბება და იმსჯელებენ გამოკითხვის შედეგებზე. პაციენტთა საბჭოს ჩართულობა ჰოსპიტლის საქმიანობაში ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, დაიხვეწოს და უფრო მოქნილი გახდეს სერვისები ჰოსპიტალში სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

ჰოსპიტლის გენერალური დირექტორის მოადგილე მაია ცანავა; „აკრედიტაცია კანადის“ მრჩეველი თათია გოჩაძე
პაციენტთა საბჭოს შეხვედრას ესწრებოდნენ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მაია ცანავა, ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი პაატა ბუკია, „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელი თათია გოჩაძე.

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“  საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

აკრედიტაცია კანადა

პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.

ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.

ფხაკაძე

პაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად გააშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

„შენი ექიმი“ პაციენტთა საბჭოს წევრებს ესაუბრა და გთავაზობთ მათ კომენტარებს დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით:

თეა ბარამაშვილი:

„ამ პროცესს ვაფასებ დადებითად, კარგი წამოწყება და ინიციატივაა, წარმატებებს ვუსურვებ და ვიაქტიურებ მაქსიმალურად.“

ვერა ნატრიაშვილი:

,,მივესალმები ამ წამოწყებას! ძალიან გამეხარდა, რომ დამიკავშირდნენ. ვიგრძენი, რომ მნიშვნელოვანია ჩემი აზრი ამ კლინიკისთვის და მაქსიმალურად ვეცდები, როდესაც ჩემი დახმარება და ჩემი მოსაზრება დასჭირდებათ, აუცილებლად მივიღო მონაწილეობა ამ პროცესში“.

ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორი, პაატა ბუკია:

„ეს საკითხი მნიშვნელოვანია ექიმისთვისაც, რადგან უკუკავშირის პრინციპი უფრო ნათლად დაგვანახებს რეალობას. კომუნიკაცია მოგვცემს საშუალებას, გარკვეული პრობლემები და ხარვეზები ღიად დავინახოთ და ვიზრუნოთ მათ გაუმჯობესებაზე.“

ჰოსპიტლის გენერალური დირექტორის მოადგილე მაია ცანავა:

„ყველა პროცესში, რომელიც მიმდინარეობს და ინერგება „აკრედიტაცია კანადის მიერ, აქტიურად ვართ ჩართული. ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარე შეფასების საშუალებას იძლევა. ვფიქრობ, წარმატებული იქნება აღნიშნული პროექტი. საწყის ეტაპზე ვართ, გამოცდილებას მივიღებთ და ალბათ, უფრო გავამდიდრებთ ამ მიმართულებას – უფრო აქტიურს გავხდით.“

#post_seo_title

ანა ნიქაბაძე (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი):

„ძალიან მისასალმებელია მსგავს პროექტში ჩართულობა და ჩემი, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის“ პოზიციიდან მაქსიმალურად ვეცდები, ამ პროექტში ეს საკითხი დაცული იყოს.“

ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი/ რისკების მართვის მენეჯერი, ნანი გოგალაძე:

„პირველ რიგში, მადლობა ასე აქტიურად ჩართვისთვის. კლინიკა მზად არის სიახლეების მიმღებლობისთვის და აქტიურად ჩავერთეთ ამ პროცესში როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი პაციენტები და მათი იურიდული მეურვეები თუ მშობლები.“

ანა ლადაშვილი:

,,ორმაგი პაციენტის მშობელი – ტყუპების დედა ვარ. კმაყოფილი ვარ კლინიკის, მიღებული სერვისის და თუ ეს აკრედიტაცია კლინიკას წინსვლაში და განვითარებაში ხელს შეუწყობს, მე შევეცდები ჩემი რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენო, რათა ამ კლინიკას ხელი შევუწყო წინსვლაში.’’

მარიამ ჩხაბერიძე:

„ძალიან კარგი წამოწყებაა, კარგია რომ პაციენტის აზრით ინტერესდებით და ვაფიქსირებთ ამ აზრს ღიად, არ გვეშინია არაფრის. მე ვარ ერთ-ერთი პაციენტის წარმომადგენელი და კმაყოფილება მინდა დავაფიქსირო ამ კლინიკის მიმართ.’’

მაკა ზეიკიძე (ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მთავარი ექთანი):

,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მონაწილეობა, როგორც მთავარი ექთნისთვის, ძალიან ინფორმატიულია ჩემთვის ამ კითხვარის შევსება. რაც უფრო მეტი ადამიანი შევასებს, უფრო ინფორმირებული და მოხარული ვიქნები, თუ კარგი შედეგები დაიდება და თუ ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. დიდ მადლობას ვუხდი „აკრედიტაცია კანადას“.

მარიამ ჩხაიძე (სოციოლოგი):

„ჩემთვის ეს სიტუაცია, გამოკითხვა, უცხო არ არის ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თუმცა ეს ფორმა, რომელიც ახლა შემოგვთავაზეთ, ძალაიან მოქნილი, საინტერესოა და ვფიქრობ, დასახვეწიც არის და მჯერა, რომ დავხვეწავთ ერთად.“

ია ფირცხალავა (საქმის წარმოების სამსახური):

,, დიდი სიამოვნებით, აქტიურად ჩავერთვები ამ პროცესში, რადგან ეს ყველაფერი ინფორმატიული და მეტის მომცემია. ამიტომ წარმატებას ვუსურვებ თქვენს გუნდს და  ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს.’’

#post_seo_title
#post_seo_title

ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა;0 შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარისაერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორიგიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელიაკითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსებაშევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზერაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

ახალ ალგორითმს გულის გაჩერების პროგნოზირება შეუძლია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 17 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სწორედ კარდივასკულური პათოლოგიებია
#post_seo_title

გულის უეცარ გაჩერებას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მაგრამ ამის წინმსწრები ნიშნების დაფიქსირება მარტივი არაა. ფინეთის ტამპერეს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ახალი მეთოდი, რომელიც შესაძლოა, მსგავსი რისკის პროგნოზირებაში დაგვეხმაროს.

ესაა ალგორითმი, რომელიც ე.წ. დეტენდენციური ფლუქტუაციის ანალიზს (DFA2 a1) ეყრდნობა, რისი მეშვეობითაც დროთა განმავლობაში გულისცემის რიტმის ცვლილებას ავლენს. სპეციალისტებმა 2 794 ზრდასრული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს, დაკვირვების პერიოდი კი საშუალოდ 8.3 წელი იყო.

შედეგად დადგინდა, რომ DFA2 a1 გულის უეცარი გაჩერების “ძლიერი და დამოუკიდებელი” მაპროგნოზირებელია. მსგავსი ასოციაცია ყველაზე მკაფიო მაშინაა, როცა სხეული მოსვენებულ მდგომარეობაშია, რადგან ფიზიკური აქტიურობისას სხვაგვარი მაჩვენებლები მიიღება. კერძოდ, მაღალი რისკის ინდივიდებში მოსვენებისას არსებული გულისცემის რიტმის ინტერვალები ფიზიკურად დატვირთული ჯანმრთელი ადამიანებისას ჰგავს.

მეცნიერებმა DFA2 a1 ანალიზის შედეგები გულის უეცარ გაჩერებასთან სტატისტიკური მეთოდებით დააკავშირეს. გაითვალისწინეს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, როგორიცაა ასაკი, გულის უკვე არსებული პრობლემები და სხვა. უნდა ითქვას ისიც, რომ რიტმზე დაკვირვებას მხოლოდ 1 წუთი სჭირდება და ამის გაკეთება სენსორებითაცაა შესაძლებელი, რომლებიც ჭკვიან საათშიც დამონტაჟდება, ანუ ამისთვის კლინიკაში მისვლაც არ იქნება აუცილებელი.

ახალი ალგორითმი ამჟამად გამოყენებად მეთოდებზე ზუსტია. როგორც წესი, ისინი კარდიოპულმონარულ მონაცემებს ეყრდნობა, ანუ ზომავს, რამდენად შეუძლია ადამიანის ორგანიზმს კუნთებში ჟანგბადის გადატანა და რა რაოდენობით მოიხმარს მას ფიზიკური დატვირთვისას.

ავტორები გეგმავენ, რომ მომდევნო ეტაპზე კვლევაში უფრო მეტი ინდივიდი ჩართონ და თავიანთი მეთოდი გულის სხვა პრობლემებზეც გამოცადონ. საბოლოოდ, შესაძლებელია მივიღოთ ინსტრუმენტი, რომელიც მრავალი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

წყარო

ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგების გაანალიზება და და რეფორმის წინაშე მდგარი გამოწვევები

ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა
#post_seo_title

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, გასვლითი შეხვედრა ამჯერად ბორჯომში გამართა. შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონის კლინიკების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული.

შეხვედრაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია მონაწილეობდნენ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი შეხვედრების ეს ციკლი, რომელსაც კომიტეტი უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს სხვადასხვა მხარეში ატარებს, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგების გაანალიზებას და და რეფორმის წინაშე მდგარ გამოწვევებზე მსჯელობას ეთმობა.

შეხვედრაზე კანონმდებლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კლინიკების პასუხისმგებელ პირებს მოუსმინეს და რეფორმასთან დაკავშირებით მათ კითხვებს უპასუხეს, ასევე გაიმართა დისკუსია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, შემოთავაზებული მოდელის გაუმჯობესებისათვის გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.

ღონისძიება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით, გაიმართა.

კლინიკებში პროცედურაზე მისულ ონკოპაციენტებს ყველა წამალი დაწესებულებაში დახვდებათ

ონკოპაციენტები - წამალი
#post_seo_title

ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. პაციენტების განცხადებით კი, აღნიშნული ინიციატივა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობასა და თავად მკურნალობის პროცესს.

შეხვედრაზე, ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს – მხარეებმა, სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სამინისტროს სხვა დეპარტამენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ზოგადი ქირურგია „საეკლესიო საავადმყოფო ქსენონის“ ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა

#post_seo_title

ზოგადი ქირურგია საეკლესიო საავადმყოფო ქსენონის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა:

„ჩვენი კლინიკის ქირურგიული გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით. ზოგადი ქირურგიული ოპერაციები 24 საათის განმავლობაში როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ტარდება. ოპერაციები კეთდება როგორც ღია, ასევე მცირე ინვაზიური – ლაპაროსკოპიული მეთოდით.

🔷 განყოფილება აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით.

📞 წინასწარი ჩაწერისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 𝟱𝟵𝟴𝟬𝟯𝟯𝟬𝟯𝟬
📌 მის: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი # 𝟮

#drpkhakadze #sheniekimi

#post_seo_title
#post_seo_title
#post_seo_title
#post_seo_title

რევმატოიდული ართრიტის ეტიო-პათოგენეზის თავისებურებები – „ვივამედის“ ექიმ-რევმატოლოგ ლელა კეკელიას გზამკვლევი

#post_seo_title

რევმატოიდული ართრიტის ეტიო-პათოგენეზის თავისებურებების შესახებ „შენი ექიმი“ „ვივამედის“ ექიმ-რევმატოლოგ ლელა კეკელიას ესაუბრა:

დეფინიცია – რევმატოიდული ართრიტი უცნობი ეტიოლოგიის, აუტოიმუნური / იმუნოანთებითი / დაავადებაა, რომელიც ხასიათდება, ქრონიკული პროგრესირებადი ეროზიული ართრიტით, შინაგანი ორგანოების დაზიანებით, ადრეული ინვალიდობით და პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებით.

რევმატოიდული ართრიტი რევმატული დაავადებების 10 % – ს შეადგენს და აღენიშნება მსოფლიო მოსახლეობის 1 % -ს . ის, შეიძლება, ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა, პიკი აღინიშნება 40-55 წელზე და ხასიათდება დემორფიზმით, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, 2-3 ჯერ, მეტად ავადდებიან, ვიდრე მამრობითი სქესის და ამასთანავე, აქტიურ ასაკში.

დაავადების დაწყებიდან, პირველი 3 – 5 წლის მანძილზე პაციენტების ნახევარს უვითარდება შრომის უნარის მყარი დაკარგვა, ხოლო 20 წლის, შემდეგ მესამედი ხდება სრული ინვალიდი;

ეფექტური მკურნალობის არ არსებობის პირობებში, სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებში 7 წლით კლებულობს, ხოლო ქალებში 3 წლით, რაც პირველ რიგში, კომორბიდული დაავადებების განვითარების მაღალი რისკის ხარჯზე ხდება.

ბევრ პაციენტში სიცოცხლის პროგნოზი არაკეთილსაიმედოა

გამომდინარე იქედან, რომ დაავადებას აქვს  ქრონიკული ბუნება, იწვევს ინვალიდობას და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას, ითვლება, სოციალური მნიშვნელობის დაავადებად.

რევმატოიდულ ართრიტს აკუთვნებენ ქრონიკული არაინფექციური ანთებითი  დაავადებების ჯგუფს, რომლის ეტიოლოგია უცნობია.

მკვლევარების უმრავლესობა იხრება დაავადების მრავალფაქტორული ეტიოლოგიის სასარგებლოდ, ვინაიდან, მისი განვითარების რისკი დაკავშირებულია გენეტიკური, ჰორმონალური, გარემო და მეტაბოლური ფაქტორების ფართო სპექტრთან და ასევე, ნაწლავის მიკროფლორის დარღვევასთან.

და განვითარება გაპირობებულია, არა, მხოლოდ  ცალკეული ფაქტორის გავლენით, არამედ,  გენეტიკური და გარემო ფაქტორების მჭიდრო  ურთიერთქმედებით და რეალიზდება, მათი აკუმულაციის შედეგად.

წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ წინასწარგანწყობას, HLA სისტემის გენეტიკური კვლევისას და ასოციაციის  სრულგენომური ძიებისას გამოვლენილია 100 ზე მეტი ერთნუკლეოიდური პოლიმორფიზმი, რომლებიც დაკავშირებულია რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკთან და დაავადების პროგრესირებასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, სპეციფიური ანტიგენ HLA-DR1 – ის და  DR4 – ის და მათი ალელების  მტარებლობას და დაავადების ჰეტეროგენურობაც, მეტი ვარაუდით, გაპირობებულია  ამ გენების ვარიაბელურობით;

ყველაზე, მეტად შესწავლილი და დადგენილია რევმატოიდული ართრიტის ასოციაცია, ანტიგენური ჰისტოშეთავსებადობის II კლასის HLA – DRB 1 -ის გენომთან, მისი ლოკუსის საერთო ეპიტოპის მტარებლობასთან, რომელიც, ძალიან გავრცელებულია ევროპულ პოპულაციაში;

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გენის ალელებს –  DRB 1 * 0401 , რომლებიც DRB 1 -ის ჯაჭვის მესამე ჰიპერვარიაბელურ რეგიონში კოდირებენ საერთო ამინომჟავურ თანამიმდევრობას : ლეიცინი – გლუტამინი – ლიზინი – არგინინი – ალანინი.

კოდირების ეს მოვლენა იწოდება ,,საერთო ეპიტოპად’’ ანუ, SHARED – EPITOPE – SE.

გენეტიკური  ასოციაციისთვის მოლეკულური საფუძველი არის ის ფაქტი, რომ, მოლეკულა HLA – DRB 1 -ის, საერთო ეპიტოპის,  დადებითად დამუხტული ნაწილი აბლოკირებს არგინინ შემცველი პეპტიდების დაკავშირებას, მაგრამ ამარტივებს და აძლიერებს აფინიტურობას ციტრუნილირებული პეპტიდების ნეიტრალურ, უარყოფით მუხტთან და განაპირობებს მასთან დაკავშირებას.

ნორმალური ამინომჟავა არგინინის  ჩანაცვლებას ატიპიური ციტრულინით ეწოდება ციტრულინირება და მიმდინარეობს ფერმენტ პეპტიდილ არგინინ დეზამინაზებით – 2 და 4 ;

დამტკიცებულია კავშირი ,,საერთო ეპიტოპის ‘’ მტარებლობასა და რევმატოიდული ართრიტის რისკ-ფაქტორებს, შორის, რომლებიც ინდუცირებენ ცილების ციტრულინირებას და RF-ის და  ANTI-CCP- ის ჰიპერპროდუქციას.

სწორედ, ცილების ჭარბი ციტრულინირებაა, რაც დაიკვირვება თამბაქოს მოხმარებაზე, ჰიპოქსიაზე, პირის ღრუს ინფექციებზე საპასუხოდ;

ასევე, კავშირი რევმატოიდული ართრიტის მძიმე მიმდინარეობასა და სახსრების სწრაფ პროგრესულ დაზიანებასთან, მათ ეროზირებასთან.

არის მონაცემები, რომლებიც ამტკიცებენ ,, საერთო ეპიტოპის ‘’ კოპირების რიცხვის დამოკიდებულებას რევმატოიდული ართრიტის განვითარებაში, რაც მიუთითებს, გარკვეული ხარისხით განვითარების ,, დოზადამოკიდებულ’’ ეფექტზე ;

ვარაუდობენ, რომ ,, საერთო ეპიტოპი ‘’ ააქტიურებს, T – ლიმფოციტებს და მათ აგრესიას მიმართავს საკუთარი ორგანიზმის ქსოვილების საწინაამდეგოდ.

HLA – DRB 1* 0401-ის მტარებლობა უვლინდება პაციენტების 50 – 61 % -ს , ხოლო HLA – DRB 1 * 0404 – 27 – 37 %  -ს.

დაავადება პირდაპირ არ გადაეცემა მშობლიდან შვილს, მაგრამ დამტკიცებულია, მისი განვითარების რისკის 1,5 ჯერ მატება პირველი რიგის ნათესავებში.

გენეტიკურ წინასწარგანწყობაში განსაზღვრული როლი ეკუთვნის T უჯრედების (  CD 28,  CD 40, ქიმოკინების ) კო-სტიმულაციაში მონაწილე მოლეკულების გენეტიკურ პოლიმორფიზმს, ციტოკინების რეცეპტორების გენებს , მაგ.  IL 6 და სხვა, ცილების პოსტ-ტრანსლაციური მოდიფიკაციის მარეგულირებელ ფერმენტებს და სხვადსხვა ცილების გენებს, რომლებიც მონაწილეობენ იმუნურ პასუხში

PTPN22 – Protein tirosine phosphatase, non – receptor type 22 ;

TNFAIP3 – Tumor necrosis factor, alpha – induced protein 3 ;

STAT3 – Signal transducer and activator of transcription 3 ;

აღსანიშნავია,  ლიმფოციტების  T – სუპრესორული ფუნქციის დეფიციტი, მისი ცენტრალური მარეგულირებელი ფუნქციის დაკარგვა იმუნურ პასუხზე რომელიც საფუძვლად უდევს პათოგენეზს.

ჰორმონალური ფაქტორებიდან, განიხილავენ სასქესო ჰორმონების როლს, რამდენადაც ესტროგენები ფლობენ იმუნომასტიმულირებელ ეფექტს, მათ შორის B – უჯრედულ აქტივობასთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც ანდროგენები გამოირჩევიან იმუნოსუპრესიულობით;

გარკვეული როლს ანიჭებენ პროლაქტინს, მის მატებას, მაგალითად მშობიარობის, შემდგომ დაავადების რისკის მატება, სწორედ ჰიპერპროლაქტინემიასთან არის კავშირში.

გარე ფაქტირებიდან განიხილავენ ბაქტერიული ( სტომატოგენური) და ვირუსული ( ეპშტეინ-ბარის, პარვოვირუსი B 19, ციტომეგალოვირუსი, გასათვალისწინებელია COVID-დაავადებაც ) ინფექციების როლს. დადგენილია, რომ პაციენტების 20 – 30 % -ს დაავადება ეწყება ინფექციის გადატანის, შემდეგ; თამბაქოს მოხმარებას; ქიმიურ ნივთიერებებს; სტრესს, მათ შორის ფეხმძიმობას და მშობიარობას, პროფესიულ მავნე ზეგავლენას;

ძალიან კარგად შესწავლილი და დამტკიცებულია თამბაქოს მოხმარების ზეგავლენის მნიშვნელოვანი როლი;

პათოგენეზის საფუძველია, გენეტიკურად დეტერმინირებული აუტოიმუნური პროცესებით გამოწვეული სისტემური აუტოიმუნური ანთება, რაც  ჰუმორალური და უჯრედული იმუნიტეტის სისტემაში მიმდინარე გლობალური დარღვევების შედეგია და გამოვლინდება დაავადების კლინიკური სიმპტომების განვითარებამდე ბევრად ადრე.

რევმატოიდული ართრიტი კლასიკური B – უჯრედული აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის, მეტად დამახასითებელ გამოვლინებად ითვლება, სხვადსხვა სპეციფიურობის ფართო სპექტრის აუტოანტისხეულების სინთეზი, რომელიც პაციენტების 90 % – ს უვლინდება.

აუტოიმუნური მექანიზმების ინიცირების ფაქტორად, ვარაუდობენ, ცილების ჭარბ ციტრულინირებას, ანუ ციტრულინირების პროცესის რაოდენობრივ მატებას, რაც ხდება იმუნური სისტემის გააქტიურების მიზეზი.

სახსრის დაზიანება იწყება სინოვიური გარსის ანთებით. ანთებითი სინოვიური გარსის უჯრედებში, ვითარდება ცილების მოდიფიცირება, ნორმალური ამინომჟავა არგინინის ჩანაცვლება ატიპიური ციტრულინით.

ცილების  ციტრულინირება, შესაძლოა გახდეს იმუნოკომპეტენტური უჯრედების – დენდრიტული უჯრედი, მაკროფაგები, T და B ლიმფოციტების აქტივაციის გამშვები, რაც დაკავშირებულია ამ მოდიფიცირებული ცილების, მიმართ ტოლერანტობის დარღვევასთან, რომელიც გაპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით, HLA DR 4 -ის მტარებლობით.

ციტრულინირებით გამოწვეული იმუნოკომპეტენტური უჯრედების აქტივაცია იწვევს ანთებითი – სნფ – α  ;  ილ – 6 ;  ილ – 1 ;  ილ – 17 და ანთებისსაწინააღმდეგო – ილ – 10 ; ილ – 1 – ის ხსნადი ანტაკონისტი; სნფ – α – ს ხსნადი რეცეპტორი ; ილ – 4 ; ციტოკინებს, შორის დისბალანსს, რაც განაპირობებს იმუნური პასუხის პოლარიზაციას T helper 1 და Th17 ტიპით.

აქტივირებული უჯრედების, მიერ გამომუშავებული ანთებითი ციტოკინები – ილ – 1; სნფ – α; ილ – 6 ; ილ -8 თავის მხრივ ააქტიურებენ  I ტიპის T ლიმფოციტ – ჰელპერებს – Th 1 და  Th17 -ს ;

სტიმულირებული Th 1 და  Th17 -ს უჯრედები გამოიმუშავებენ, შემდეგ ციტოკინს – ილ – 2 ; სნფ – α ; ინფ – γ; ილ – 17 ; ილ – 21 , რომლებიც იწვევენ B ლიმფოციტების აქტივაციას;

B – ლიმფოციტები ტრანსფორმირდება პლაზმურ უჯრედებად, რომლებიც პროდუცირებენ, უპირატესად IgG  იზოტოპის აუტოანტისხეულებს;

ამას გარდა,  B – უჯრედები მონაწილეობენ T – ლიმფოციტების კო-სტიმულაციაში, იწვევენ ოსტეოკლასტების აქტივაციას და ასინთეზირებენ ანთებითი ციტოკინების ფართო სპექტრს სნფ – α , ლიმფოტოქსინი , ილ – 6  და სხვა .

ერთდროულად, აქტიურდება ღრუბლისებური უჯრედები, რომლებიც სეკრეტირებენ ანთებით მედიატორებს (ჰეპარინი, სეროტონინი და სხვა )

აუტოიმუნური ანთების, შედეგად,  ვითარდება სინოვიური გარსის ექსუდაციურ-პროლიფერაციული ანთება, რომელიც ხასიათდება ლიმფოციტარული ინფილტრატების ფორმირებით, მაკროფაგების დაგროვებით, ნეოანგიოგენეზის განვითარებით, სინოვიური გარსის უჯრედების და ფიბრობლასტების პროლიფერაციით და აგრესიული გრანულაციური ქსოვილის ე.წ.პანუსის წარმოქმნით, რომელიც წარმოადგენს ჰიპერპლაზირებულ სინოვიალურ გარსს.

ჰემოპოეტური წარმოშობის მაკროფაგომსგავსი A ტიპის სინოვიოციტები სინთეზირებენ ფართო სპექტრის ანთებით მედიატორებს – ციტოკინები, ხემოკინები, სნფ – α და სხვა , რომლებიც ააქტიურებენ B ტიპის ფიბრობლასტომსგავს სინოვიოციტებს, რომლებიც თავის მხრივ აქტიურად იწყებენ ანთებითი მედიატორების და მატრიქსული მეტალოპროტეინაზების სინთეზს. ეს პროცესი, განაპირობებს სინოვიტის ქრონიზაციას და სახსრის კომპონენტების დესტრუქციას.

პანუსის უჯრედები წარმოქმნის პროტეოლიზურ ფერმენტებს, რომელიც არღვევს ხრტილს, ერთდროულად ანთებითი ციტოკინებით ( სნფ α , ილ – 6, ილ – 1 და სხვა )  ხდება ოსტეოკლასტების აქტივაცია, რომელიც, პირველ რიგში  გამოიმუშავებს კატეპსინ K , ( ოსტეოკლასტების, მთავარ ოსტეოლიზურ ფერმენტს), რაც იწვევს ოსტეოპოროზს ( ლოკალური, სისტემური) და შემდგომში ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციას ეროზიის წარმოქმნით;

ოსტეოკლასტების მომწიფებასა და აქტივაციაში ასევე, მონაწილეობენ T უჯრედების, მიერ სინთეზირებული RANKL – receptor activator of nuclear factor – k B.

ამას გარდა, სინოვიური სითხის უჯრედები პროდუცირებენ რიგ ნივთიერებებს, მათ შორის კოლაგენაზას და სტრომელაზინს, რომლებიც იწვევენ ხრტილის დესტრუქციას; ასევე, ილ – 1 -ს , სნფ – α, რომლებიც, სტიმულირებენ ოსტეოკლასტებით გაპირობებულ ხრტილის დესტრუქციას და ძვლის რეზორბციას; პროსტაგლანდინებს, რომლებიც პოტენცირებენ ანთებას.

მიუხედავად, იმისა, რომ სახსრის  დესტრუქციის მექანიზმი, უაღრესად ჰეტეროგენურია  და მასში მონაწილეობენ, სხვადასხვა  იმუნური უჯრედის, მიერ გამომუშავებული ანთებითი მედიატორები,  დომინანტური როლი მაინც ფიბრობლასტებს ეკუთვნის.

გვიან ეტაპზე, პროლიფერაციული პროცესი – პანუსი , შეიძლება არ იყოს, დაკავშირებული აუტოიმუნურ მექანიზმებთან და შენარჩუნდეს ავტონომიურად.

სახსრების გარე განვითარებულ პროცესებშიც, იგივე, უჯრედული იმუნოანთებითი მექანიზმებია წამყვანი, ასევე, იმუნოკომპეტენტური ანთების წარმოქმნით, რომელიც დაკავშირებულია აუტოანტისხეულების პროდუქციასთან – RF; Anti-CCP.

პათოგენეზური მექანიზმების ჰეტეროგენურობა იძლევა საშუალებას, რომ რევმატოიდული ართრიტი განვიხილოთ არა, როგორც ,,ერთი დაავადება’’ , არამედ, როგორც კლინიკო-იმუნოლოგიური სინდრომი.

რევმატოიდული ართრიტისთვის უფრო დამახასიათებელი აუტოანტისხეულებია RF ( IgG IgM და IgA ის იზოტოპების ) ,  რომელიც რეაგირებს  IgG ის მოლეკულის Fc ფრაგმენტთან და ანტიგენურ ეპიტოპებთან რეაგირებადი აუტოანტისხეულები, რომელთა უნივერსალურ მახასიათებლად ითვლება პოსტ – ტრანსლაციური მოდიფიკაცია – ციტრულინირება, კარბამილირება, აცეტილირება, პერიფერიული ჟანგვა და სხვა )

მთავარ მნიშვნელობას ანიჭებენ ციტრულინირებას. ცილების ციტრულინირებაზე განვითარებული იმუნური პასუხი ვლინდება anti – CCP – ის სინთეზით, ზოგჯერ დაავადების დებიუტამდე, ბევრად ადრეც;

Anti – CCP – ის პროდუქცია ( განსაკუთრებით IgM და IgA RF თან კომბინაციაში ) ასოცირებულია დაავადების აქტივობასთან,  სახსრების დესტრუქციის პროგრესირებასთან, ექსტრაარტიკულარულ  გამოვლინებებთან, საერთო ლეტალობის რისკთან, რომელიც დაკავშირებულია კომორბიდული მდგომარეობის განვითარებასთან, პირველ რიგში კარდიოვასკულარულ გართულებებთან, ფარმაკოთერაპიის რეზისტენტობასთან, ან პირიქით მგრძნობელობასთან.

 

 

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights