ორშაბათი, ივნისი 15, 2026

ჯანდაცვის მინისტრმა ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტებით მკურნალობის პროცედურები კიდევ ერთხელ განმარტა

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა
#image_title

ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტებით მკურნალობის პროცედურების მოწესრიგების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკასთან“ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ეს იყო საკმაოდ რთული სამუშაო და არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა ამ ლოგისტიკური საკითხების დარეგულირებას. მისი ეფექტები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში დაიწყებს ამოქმედებას. ბრძანების ამოქმედების შემდეგ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება პაციენტი, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ ის პირადად წავიდეს რეცეპტით ხელში სააფთიაქო ქსელში, იშოვოს მედიკამენტი და უკან მიბრუნდეს იმავე კლინიკაში, სადაც გადასხმა უნდა გაეკეთებინა, მოუგვარდება საკითხი ასე – როდესაც პაციენტი მიიღებს რეცეპტს და ეს მოხდება კონკრეტულ კლინიკაში, კლინიკა ფარმაცევტულ ქსელს თავად დაუკავშირდება, მისგან სამი დღის ვადაში მედიკამენტს მიიღებს და პაციენტს დახვდება ადგილზე ეს მედიკამენტი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, ამ მიმართულებით ეს სიახლე ხომ არ გაზრდის ხარჯებს – მინისტრი ასე პასუხობს:

„არ არის მარტივი სიახლეების დანერგვა, თუმცა ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვქონდა თავად კლინიკებთან და ექიმებთან. აღმოჩნდა სისტემა მზად იმისთვის, რომ ეს სიახლე დანერგილიყო. ამას დასჭირდა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, ადამიანური რესურსებით გამართვა. არ მგონია და არავის უთქვამს, რომ ეს ხარჯების რაიმე რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს. ხარჯების არსებითი ზრდა მოსალოდნელი არ არის – ეს შეიძლება გადაჭრით ითქვას.

სამწუხაროდ, არსებობს მედიკამენტების დეფიციტთან დაკავშირებით გამოწვევები. ამ კონკრეტული რეფორმის მიზანი გახლდათ ის, რომ ლოგისტიკური საკითხი დარეგულირებულიყო. როდესაც დეფიციტი არსებობს, ამ ლოგისტიკური საკითხის გადაჭრის მიუხედავად, პრობლემა პრობლემად დგას. ეს აქტუალური საკითხია და დღეს სამწუხაროდ, გარკვეულ პრეპარატებზე და რაოდენობაზე დეფიციტი გვაქვს“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

ყველაზე ხშირად, რა ტიპის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ტატუს გაკეთებამ

ტატუ - ალერგია
#image_title

რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ტატუს გაკეთებას

ყველაზე ხშირად, რა ტიპის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ტატუს გაკეთებამ

გადაცემაში „შენი დილა“ საუბრობს დერმატოლოგი, ნათია თოდუა:

„ყველაზე ხშირად ტატუს გაკეთებას ალერგიული რეაქციები მოსდევს. ალერგიული რეაქცია შეიძლება, უმეტეს წილად, საღებავმა გამოიწვიოს – წითელი ფერის საღებავმა და სხვა, მუქი ფერის საღებავმა. ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს, როგორც ტატუს გაკეთებიდან რამდენიმე საათში, ასევე რამდენიმე თვეშიც. მას დაგვიანებული ალერგიული რეაქცია ეწოდება. თუ ადამიანს ალერგია ტატუს გაკეთების შემდეგ განუვითარდა, ექიმებისთვისაც და პაციენტებისთვისაც მარტივი ამოსაცნობია, რადგანაც კანის დაზიანება ძალიან ზუსტად გასდევს ტატუს ფორმებს. ახასიათებს ქავილი, კანის სიწითლე, წვის შეგრძნება და იშვიათად ტკივილი. როცა კანის ბაქტერიული ინფექციით რთულდება, შესაძლოა, კანის მთლიანობა დაირღვეს და ფუფხოვანი, გამრავლებისკენ მიდრეკილი დაზიანებაც იყოს.“

„ყველა იმ საჭიროებას, რომლებიც გააჩნიათ ონკოლოგიურ პაციენტებს, თუ სათანადო მკურნალობის და მედიკამენტის მიწოდება ვერ ხერხდება კერძო სექტორის მხრიდან, ბუნებრივია, საკუთარ თავზე აიღებს სახელმწიფო“

„ვგეგმავთ, მზარდი და მდგრადი ფინანსური რესურსით დარგის უზრუნველყოფას“-მიხეილ სარჯველაძე

ყველა იმ საჭიროებას, რომლებიც გააჩნიათ ონკოლოგიურ პაციენტებს, თუკი სათანადო მკურნალობის და მედიკამენტის მიწოდება ვერ ხერხდება კერძო სექტორის მხრიდან, ბუნებრივია, საკუთარ თავზე აიღებს სახელმწიფო, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ აქვს მიზნად, კერძო სექტორის კონკურენტად იქცეს.

„მაგრამ თუ კერძო სექტორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდების პროცესში რაღაცას შეიძლება, აგვიანებს, ისე ვერ აკეთებს, როგორც ეს აუცილებელია, აქ ბუნებრივია, სახელმწიფოს შეიძლება უჩნდებოდეს გარკვეული პოზიტიური მოვალეობები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გარკვეული ჩარევის, ინტერვენციის საჭიროება სახელმწიფოს ექნება.

სახელმწიფოს აქვს გამოცხადებული კონკრეტული მედიკამენტები, რომელთა ღირებულებას სრულად ანაზღაურებს. ახლა საუბრები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყნის ბაზრის გახსნა, რომელიმეს დაკეტვა, ხელმისაწვდომობის სირთულეები და ასე შემდეგ, თითქოსდა არის წინაღობა კერძო ბიზნესისთვის, რომ უზრუნველყონ იმპორტი რომელიმე კონკრეტული მედიკამენტისა.

მე ვფიქრობ, რომ არც თუ დამაჯერებელია ბიზნესის არგუმენტები ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად, როცა საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან მედიკამენტებს, რომლებიც ონკოლოგიასთან არის დაკავშირებული. თუ ასეთი მიმართულებით დეფიციტები კიდევ გახანგრძლივდება და ჩვენ ვერ დავინახავთ ქმედით ნაბიჯებს მათ აღმოსაფხვრელად მას შემდეგ, რაც დახურულ შეხვედრაზეც და საჯაროდაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად იმოქმედონ იმისთვის, რომ ეს დეფიციტები შეივსოს, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო თავად განახორციელებს ამ შესყიდვას და სახელმწიფოს მოუწევს, ის, რისთვისაც ბიზნესს უხდიდა თანხას და ყიდულობდა ონკოლოგიური პაციენტების სასარგებლოდ, ამ შესყიდვას თვითონ განახორციელებს და მიაწვდის პაციენტებს.

ყველა იმ საჭიროებას, რომლებიც გააჩნიათ ონკოლოგიურ პაციენტებს, თუკი სათანადო მკურნალობის თუ მედიკამენტის მიწოდება ვერ ხერხდება კერძო სექტორის მხრიდან, ბუნებრივია, საკუთარ თავზე აიღებს სახელმწიფო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„რიგ შემთხვევებში, კერძო სექტორთან, გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია, მათი მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით“

ონკოლოგიური პაციენტები

„სამწუხაროდ, დღეს, გარკვეულ მედიკამენტებზე, დეფიციტი გვაქვს. ლოგისტიკური საკითხების გადაჭრის მიუხედავად, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მცირე რაოდენობის პრეპარატებს ყიდულობს, ძირითადად კი, წამლები, კერძო სექტორს შემოაქვს, რეგულირებისა და რეგლამენტაციის პირობებში. ჩვენ, თვალს ვადევნებთ, ბაზარზე, ამა თუ იმ მედიკამენტის მოძრაობას. რიგ შემთხვევებში, კერძო სექტორთან, გვაქვს გარკვეული კონფლიქტები, რაც განპირობებულია, მათი მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებებზე რეაგირების დაგვიანებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა იმ რეფორმაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური პაციენტები, 24 ივლისის შემდეგ გაცემული რეცეპტების საფუძველზე, გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტებს, პირდაპირ კლინიკაში მიიღებენ და ამით, მკურნალობის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახელმწიფოს მიზანი კერძო სექტორისთვის კონკურენციის გაწევა არ არის, მაგრამ, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება გვიანდება, გარკვეული ინტერვენციის საჭიროება ჩნდება.

„არ მინდა, დავიჯერო, რომ შესაძლოა, პროცესი ხელოვნურად იყოს მართული; ვინმე, ამას, კომერციული ინტერესების ლობირების, ან სახელმწიფოს წინააღმდეგ გარკვეული ვალდებულებების წარმოქმნის მიზნით გეგმავდეს და ახორციელებდეს. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, ეჭვის მიზეზი მაინც ჩნდება. ჩვენი მიზანი არ არის, კონკურენტად ვექცეთ კერძო სექტორს. მაგრამ, თუ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდების პროცესში, რაიმეს აგვიანებს, ან ისე ვერ აკეთებს, როგორც აუცილებელია, ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან, იქნება გარკვეული ჩარევა, თუ გნებავთ – ინტერვენცია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არგუმენტები, თითქოს, კონკრეტული მედიკამენტების იმპორტის პროცესში, კერძო სექტორს, რაიმე წინაღობა ექმნება, არც ისე დამაჯერებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ონკოლოგიასთან დაკავშირებულ პრეპარატებს ეხება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თუ დეფიციტი დიდხანს შენარჩუნდება, კერძო სექტორი, ამ პრობლემას დროულად ვერ აღმოფხვრის და ვერც რაიმე კონკრეტულ მიზეზს დაასახელებს, რაშიც დახმარება სჭირდება, აღნიშნულ მედიკამენტებს, სახელმწიფო, თავად შეისყიდის.

მინისტრის ბრძანება ძალაში ხვალიდან შევა

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა
#image_title

ონკოპაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტების გამოყენებით მკურნალობის პროცედურები მოწესრიგდება.

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კლინიკა პაციენტს თავად დაახვედრებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ საჭირო მედიკამენტებს.

მინისტრის ბრძანება ძალაში ხვალიდან შევა.

მანჩი გაბელიას სიუჟეტი.

მსოფლიოში განგაშის საფუძველი გახდა: “რისკი ინექციურ ნარკომანიაზე მეტი იყო”

#image_title

რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ტატუს გაკეთებას

გადაცემაში „შენი დილა“ საუბრობს ექიმი-ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:

„2-3 დღის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც FDA-მ ტატუსთან დაკავშირებით ყველას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. გავითვალისწინოთ, რომ ეს ამერიკაში ხდება. დალუქული მელნები, ტატუს ფლაკონები შემოწმდა და დაახლოებით, მესამედი 22 ტიპის სხვადასხვა ბაქტერიით აღმოჩნდა დაბინძურებული, რაზეც სერიოზული განგაში ატყდა. სპეციალური სლოგანიც შექმნეს: “სანამ მელანს შეიყვან, იფიქრე.” კვლევის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ კანის სხვადასხვა გართულების შესახებ ბევრი ინფორმაცია დაგროვდა. ერთ-ერთი კომპონენტი თავად ტატუს გაკეთების პროცესში დაშვებული შეცდომები და ამ გზით, ორგანიზმში ინფექციის შეჭრა იყო. მეორეც, გაჩნდა ეჭვი, თავად მასალაშიც ხომ არ არის პრობლემა. ყველამ ვიცით, რომ პროცედურების დროს დაშვებული შეცდომები შეიძლება, კანის სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის მიზეზი გახდეს. ამავდროულად, შესაძლოა, სისხლით გადამდები ინფექციების წინაპირობაც იყოს. კანის ინფექციებიდან აღსანიშნავია სტაფილოკოკები, ასევე შეიძლება, ადამიანს ვირუსული ინფექციებიც გადაეცეს. მაგალითად, პაპილომა ვირუსი, ჰერპესის ვირუსი. სისხლის გზით გადამდები ინფექციებიდან B და C ჰეპატიტი და აივ-ინფექცია. შარშან მწვავე, ანუ ახალი B და C ჰეპატიტები რომ შემოდიოდა, შესაძლო მიზეზებს ვიკვლევდით. პირველ ადგილზე სტაციონარში 24 საათზე მეტი ყოფნა გავიდა, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ეს პრობლემა გვაქვს. ამის შემდეგ იყო ტატუ-პირსინგი, რომელიც პაციენტებს ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ გაკეთებული. წარმოიდგინეთ, რისკი ინექციურ ნარკომანიაზე მეტი იყო.

ტატუს გაკეთებისას თუნდაც პროცედურები ზედმიწევნით დაცული იყოს, რაც საკმაოდ ხშირად ირღვევა, კანის ზედაპირის მომზადებაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კანი კარგად არ არის გასუფთავებული, შეიძლება ორგანიზმში ჩვენივე კანზე არსებული ინფექცია შეიჭრას. მაგრამ, ამ ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ საღებავში, ფლაკონში შეიძლება, სხვადასხვა ბაქტერია იყოს. შესაბამისად, რაც არ უნდა სწორად მოხდეს პროცედურების დაცვა, თუ მელანია ინფიცირებული, მაშინ ბაქტერიული ინფექცია მაინც განვითარდება“

„ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას საავადმყოფოში მიიღებენ“

ონკოპაციენტები - მედიკამენტები

დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას ადგილზე, საავადმყოფოში მიიღებენ. ამისთვის დიდი მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება ხალხის ინტერესებზეა მორგებული.

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ გაპარტახებული ჯანდაცვის სისტემა ჩაიბარა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანდაცვა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე იყოს მორგებული.

„მიხეილ სარჯველაძე, ამ სახელის გაგონებაზე ადამიანებს სახე უნათდებათ. დღესაც ეს მოხდა, დღეიდან ონკოპაციენტებს საჭირო მედიკამენტებზე სირბილი აღარ დასჭირდებათ, ყველა მედიკამენტს და პროცედურას ადგილზე, საავადმყოფოში მიიღებენ. ამისთვის დიდი მადლობა მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა. დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება ხალხის ინტერესებზეა მორგებული.

გავიხსენოთ სააკაშვილის მმართველობის დროს რა დღეში იყო ჯანდაცვის სისტემა, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ჰქონდათ მორგებული მთელი მისი ბიუჯეტი, მონოპოლია ჰქონდათ მედიკამენტებზე, საავადმყოფოებს საკუთრებაში იფორმებდნენ და ა.შ. ფაქტობრივად “მაფია” მართავდა ამ სექტორს.
მმართველმა პარტიამ გაპარტახებული ჯანდაცვის სისტემა ჩაიბარა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანდაცვა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე იყოს მორგებული“, – წერს ნინო ფოჩხუა.

რენული ანემია – “ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის” ექიმის გზამკვლევი

#post_seo_title

რენული ანემია-  საუბრობს  “ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის”ექიმი, ქეთევან თავაძე:

ქეთევან თავაძე
ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის ექიმი ქეთევან თავაძე

თირკმელების  ქრონიკული დაავადების მე-4, მე-5 სტადიის მქონე  პაციენტების უმრავლესობას  აღენიშნება ნორმოციტული ნორმოქრონული ანემია. 

ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

საერთო სისუსტე, დაღლილობა, თავბრუხვევა,სუნთქვის გახშირება, ძილის დარღვევა. რენული ანემია პაციენტების ავადობისა და სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. თ.ქ.დ  დროს  ანემიის განვითარების წამყვანი პათოფიზიოლოგიური მექანიზმია დაავადებული თირკმელების მიერ ერითროპოეტინის გამომუშავების შემცირება.ერითროპოეტინის დეფიციტის  გარდა,რენული ანემიის განვითარება შეიძლება მრავალი სხვა ფაქტორი უწყობდეს ხელს.

ერითროპოეზის დაქვეითება, ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება, რკინის დეფიციტი, ფოლიუმის მჟავის და B12 ვიტამინის დეფიციტი, ალუმინით ქრონიკული ინტოქსიკაცია, ჰიპოთირეოზი, ჰემოგლობინოპათიები.

თ.ქ.დ მქონე პაციენტებში აუცილებელია ჰემოგლობინის რეგულარული კონტროლი.ანემია განისაზღვრება, როგორც ჰემოგლობინის მაჩვენებელი ნაკლებია  13,5გ/დლ მამაკაცებში,ქალებში ნაკლებია 12 გ/დლ.

ანემიის სიმძიმის, ტიპის დასადგენად უნდა  ჩატარდეს კვლევები. ჰემოგლობინის განსაზღვრა, ერითროციტების გამოკვლევა, რეტიკულოციტების რაოდენობის განსაზღვრა, ფერიტინის კონც. განსაზღვრა, ტრანსფერინის გაჯერების ინდექსი, C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა, დიალიზის ადექვატურობის შეფასება.

ერითროპოეტინის დეფიციტის შედეგად განვითარებული რენული ანემიის დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელია ორი კრიტერიუმი. თირკმლების ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითება. ლაბორატორიული გამოკვლევებით ანემიისა და სხვა მიზეზების  გამორიცხვა.

გაიდლაინების მიხედვით ჰემოგლობინის სამიზნე კონცენტრაცია მეტია 11გ/დლ,სიფრთხილეა ,საჭირო როცა ეს მაჩვენებელი აჭარბებს 13გ/დლ.

დიდი მნიშვნელობა აქვს რკინის შემცველობის განსაზღვრას.ფერიტინი მედია 100მკმლ/ლ,ტრანსფერინის გაჯერების ინდექსი  მეტია 20 .რკინის ანალიზის შესასწავლად  სისხლი  აღებული უნდა იყოს ინტრავენური რკინის გაკეთებიდან ერთი კვირის შემდეგ,ფერიტინის რეკომენდირებული ზედა ზღვარია 800 მკგ/ლ,ფერიტინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს რკინით ინტოქსიკაციას და ჰემოსიდეროზის განვითარების რისკს.ფერიტინი მიეკუთვნება მწვავე  ფაზის პროტეინს და ანთებამ შეიძლება გაზარდოს 2-4 ჯერ,ფერიტინთან ერთად უნდა განისაზღვროს C-რეაქტიული ცილა,რენული ანემიის მკურნალობის დროს საჭიროა-რენული ანემიის კორექცია,ჰემოტრანსფუზიის მინიმუმამდე დაყვანა,ურემიის სიმპტომების გაუმჯობესება.

ერითროპოეტინის საწყისი დოზა დამოკიდებულია პაციენტის  წონაზე,ანემიის ხარისხზე,მიზეზზე. საწყისი დოზა 50-100ერთ/კგ კვირაში 2-3 ჯერ.შესაძლებელია მკურნალობა ორი მიდგომით.დასაწყისში მცირე დოზის გამოყენება და შემდეგ ზრდა საჭიროებისამებრ ან მაღალი დოზით დაწყება და თანდათან კლება.ორგანიზმში შეყვანა ხდება ინტრავენურად ან კანქვეშ. ჰემოგლობინის შემოწმება საჭიროა 2-4 კვირაში ერჯერ.

საწყისი მატება უნდა იყოს 1-2 გ/დლ თვეში, თუ არ ხერხდება დოზა უნდა გაიზარდოს 25%. და თუ ჰემოგლობინმა აიწია  სწრაფად  ზედმეტად სასურველია სასურველია დოზის შემცირება 25-50%-ით შემანარჩუნებელ ფაზაში როცა ჰემოგლობინი სტაბილურია ანალიზი საჭიროა 1-2 თვეში.

ერითროპოეტით მკურნალობის გვერდითი მოვლენებია არტერიული ჰიპერტენზია,გენერალიზებული კრუნჩხვები,გრიპის მაგვარი სიმპტომები,თრომბოზებისკენ მიდრეკილება,ერითროპოეტინის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნა.

რკინის თერაპია-რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოქმნისთვის, რკინის დეფიციტისას მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება, სისხლის ქრონიკული დანაკარგი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში,რომლებსაც  წელიწადში 2000მგ ინტრავენური რკინა ესაჭიროება, რკინის პერორალური  მედიკამენტები ვერ უზრუნველყოფს რკინის დეფიციტს. ერითროპოეტინით მკურნალობა ხშირად რკინის დეფიციტს განაპირობებს .ინტრავენური რკინა აუმჯობესებს ერითროპოეზზს.

ჰემოტრანსფუზია მაქსიმალურად უნდა იქნეს აცილებული.პრაქტიკაში ერითროპოეტინის მასტიმულირებელმა აგენტებმა მკვეთრად შეამცირეს ჰემოტრანსფუზიის საჭიროება ჰემოტრანსფუზია უნდა ხდებოდეს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში-ჰემორაგიით შედეგად განვითარებული მწვავე ანემია,ანემიის თანმხლები სიმპტომების არსებობისას სტენოკარდია ქოშინი.ჰემატოლოგიური დაავადების განპირობებული რეზისტენტობა ერითროპოეტინის მიმართ,ერითროპოეტინის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნის შედეგად განვითარებული აპლაზიური ანემია.

აქვე მინდა ასღვნიშნო, რომ ამ და სხვა ნეფროლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად შეგიძლიათ გვეწვიოთ შპს“ ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციას“. ისარგებლოთ ექიმთან ვიზიტით, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევებით

. ქუთაისი, .ტაბიძის 72-.

ქ.ოზურგეთი, ერისთავის ქ. 22

ვებ-გვერდი: https://nhoge.com/

ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ, ან დაგვიკავშირდით:

ტელ: 551166516,

E-mail: help@nhoge.com

გისურვებთ ჯანმრთელობას!

#drpkhakadze #sheniekimi

 

“ახალი სასიკვდილო ვირუსი ინდოეთში!”- გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს:

🦠 ახალი სასიკვდილო ვირუსი ინდოეთში!
🦠 სიკვდილიანობა ძირითადად ბავშვებში!
🦠 წამალი/ ვაქცინა არ არსებობს ამ ვირუსის წინაადმდეგ!
🦠 ჩანდიპურას ვირუსისა და მწვავე ენცეფალიტის სინდრომის (AES) შემთხვევებმა გამოიწვია დაახლოებით 28 სიკვდილი ინდოეთის 3 შტატში: გუჯარატში, რაჯასტანში და მადჰია პრადეში.
🦠 ჩანდიპურას ვირუსი იწვევს ცხელებას, გრიპის მსგავსი სიმპტომებით, სხეულის ტკივილებით, დიარეით, ღებინებათა და მწვავე ენცეფალიტით. ის გადადის ვექტორებით, მათ შორის კოღოებით, ტკიპებითა და ქვიშის ბუზებით.

📌 https://www.thehindu.com/news/national/gujarat/centre-reviews-chandipura-virus-situation-to-send-team-to-gujarat/article68427028.ece/amp/
📌 https://www.ndtv.com/india-news/16-dead-due-to-chandipura-virus-50-cases-reported-gujarat-minister-6150410/amp/1
📌 https://www.deccanherald.com/india/gujarat/chandipura-virus-death-toll-rises-to-16-gujarat-cm-holds-high-level-review-meeting-3111282
📌 https://www.indiatoday.in/amp/india/story/gujarat-reports-first-death-due-to-chandipura-virus-2568255-2024-07-17
📌 https://amp.scroll.in/latest/1070877/gujarat-suspected-chandipura-virus-deaths-rise-to-20
📌 https://timesofindia.indiatimes.com/city/vadodara/4-year-old-dies-of-suspected-chandipura-virus/amp_articleshow/111894840.cms
📌 https://www.indiatvnews.com/amp/gujarat/chandipura-virus-gujarat-killed-reported-cases-health-minister-rushikesh-patel-latest-updates-2024-07-21-942842
📌 https://indianexpress.com/article/cities/ahmedabad/second-death-chandipura-virus-gujarat-9463168/lite/
📌 https://www.hindustantimes.com/india-news/health-ministry-reviews-chandipura-virus-encephalitis-cases-in-3-states-101721492743852-amp.html
📌
Chandipura Virus Infection Death Toll Reaches 15: Why Does It Have Fatal Outcomes In Kids? Https://Timesofindia.indiatimes.com/Life-Style/Health-Fitness/Health-News/Chandipura-Virus-Infection-Death-Toll-Reaches-15-Why-Does-It-Have-Fatal-Outcomes-In-Kids/Amp_articleshow/111842120.Cms

www.sheniekimi.ge #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #sheniganatleba #sheniinterieri #shenisilamaze #sheniemigranti #shenipulsi #shenitbilisi #shenimegzuri #shenistartup #sheni Giorgi Pkhakadze @highlight

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლებში, ტრენინგი გამართა

#post_seo_title

2024 წლის 18 ივლისს ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლების (პუშკინის ქუჩა; ბაგრატიონის ქუჩა) – ამბულტორიის ცენტრალური რეგისტრატურის თანამშრომლებისთვის და მითერებისთვის (კორდინატორები) “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა, თათია გოჩაძემ ტრენინგი გამართა.

აკრედიტაცია კანადის მრჩეველი მართავს ტრენინგს

ტრენინგი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს – პაციენტის ჩართულობას კლინიკების განვითარების პროცესში.

ტრენინგი ჩაუტარდათ:

დიანა კახიძეს ( რეგისტრატორი)
ნინო ნაკაშიძეს (რეგისტრატორი)
მეგი ლაზიშვილს (მითერი)

“აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით საქართველოში 20-ზე მეტი კლინიკა გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს და აღნიშნულ კლინიკებში პაციენტთა ჩართულობის სტანდარტის ფარგლებში მიმდინარეობს პაციენტთა გამოკითხვა QR კოდის დასკანერების საფუძველზე; კლინიკებში იქმნება პაციენტთა საბჭოები, რომლებიც განიხილავენ პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს და საკუთარ რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.

აღნიშნული სტანდარტი საქართველოს ისტორიაში პირველად ინერგება – ინიციატივა ეკუთვნის ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელიც საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მააკრედიტირებელ ორგანიზაციას – “აკრედიტაცია კანადას”.

აკრედიტაცია კანადის მრჩეველი კლინიკის პერსონალს უტარებს ტრენინგს პაციენტთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით
იმისათვის, რომ პაციენტთა ჩართულობის სისტემის პროექტი იყოს მდგრადი და შედეგიანი, “აკრედიტაცია კანადა” ატარებს ტრენინგებს პაციენტთა გამოკითხვაში ჩართვის მაქსიმალურად გასააქტიურებლად.
#accreditationge #აკრედიტაციაკანადა
#drpkhakadze #sheniekimi
#tatiagochadzeaccreditationcanada

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights