ხუთშაბათი, ივნისი 25, 2026

წიწვოვანი ტყით დაფარული აბასთუმნის კლიმატი უებარი საშუალებაა ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის

წიწვოვანი ტყით დაფარული აბასთუმნის კლიმატი უებარი საშუალებაა ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის.
#post_seo_title

დაბა აბასთუმანი: საქართველოს ყველაზე ცნობილი სამთო-ბალნეოლოგიური კურორტი. მისი უნიკალური ლოკაცია, მდიდარი ბუნება და ჯანმრთელობის სასარგებლო თვისებები  ტურისტებს ძალიან მოსწონთ. წიწვოვანი ტყით დაფარული აბასთუმნის კლიმატი უებარი საშუალებაა ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. აბასთუმანი ცნობილია გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით.

კურორტი ცნობილია თავისი სამთო წყაროებით, გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით.

დაბა აბასთუმანი ქვეყნის ერთერთი ყველაზე ცნობილი სამთობალნეოლოგიური კურორტია. საქართველოს ეს ულამაზესი კურორტი აჭარა-იმერეთის უღელტეხილის ერთ-ერთ ნაწილში, მარადმწვანე ხეობაში მდებარეობს. იგი განლაგებულია მესხეთის ქედის სამხრეთითა და ფერსათის მთის აღმოსავლეთით (.. 1275-1340 .) სიმაღლეზე.

წიწვოვანი ტყით დაფარული აბასთუმნის კლიმატი უებარი საშუალებაა ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულის სეზონი, როდესაც ფიჭვი დამტვერვას იწყებს.

აბასთუმნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ასტროფიზიკური ობსერვატორიაა.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია მთა ყანობილზე. ზ. დ. 1650 მეტრზე, აბასთუმნიდან 8 კმ-ში. დაარსდა 1932 წელს პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით. ის ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო

ობსერვატორია 1932 წლიდან ფუნქციონირებს და ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამთო-ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო. აქ გალაქტიკებს, ვარსკვლავებს, მზის ფიზიკას, მზის სისტემის მცირე სხეულებსა და დედამიწის ზედა ატმოსფეროს იკვლევენ. ობსერვატორიაში სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რადგან აქ განთავსებულია პატარა მუზეუმი და, რაც მთავარია, შესაძლებლობა გაქვს, ტელესკოპით მთვარეს, სატურნსა და სხვა ციურ სხეულებს დააკვირდე.

აბასთუმანი მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზრდილი ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, რომელიც ყვავილობის დროს უებარი სამკურნალო საშუალებაა ფილტვებით ავადმყოფი ადამიანისთვის. აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც საყოველთაოდაა აღირებული.

ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ ახლანდელი აბასთუმნის ადგილას, ჯერ კიდევ, XIV საუკუნეში ყოფილა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე და არსებობდა სახელგანთქმული სამკურნალო წყლები. XVII საუკუნეში, ოსმალების ბატონობისას, აქ თურქული სტილის აბანო მიუწყვიათ. XIX საუკუნის 30-იან წლებში შესაძლებელი გახდა თერმული სამკურნალო წყლების მეცნიერული შესწავლა. შედეგად, მას აბასთუმნის ქლორნატრიუმსულფატკალციუმიანი ჰიპერთერმული სამკურნალო წყლები ეწოდა და გამოიყენება – რევმატიული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობისას და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ.

კურორტი აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობა დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, გაზაფხულზე ფიჭვი იწყებს ყვავილობას რის შედეგადაც იგი გამოყოფს ეგრედ წოდებულ მტვერს და მიმოიფანტება ჰაერში, სუნთქვის დროს იგი ხვდება ფილტვებში რაც ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშვალებაა ფილტვებისთვის. ეს ჰაერი შეუდარებელია როგორც სამკურნალოდ ამავდროულად რეაბილიტაციისთვის, სწორედ ამიტომაა აბასთუმანში დასვენება ესეთი მოთხოვნადი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ვისაც  სუსტი ფილტვები აქვთ. იმის შიში რომ აქ დასვენების დროს ვინმეს გადაედება ფილტვების დავადება არის აფსურდი, რადგან ყველაზე ნაკლები საფრთხე აქ არის ამ დავადების გადადების, გამომდინარე იქიდან რომ ჰაერი აქ შეიცავს დიდი რაოდენობით იზონიაზიდს რაც კლავს ბაქტერიებს.

აბასთუმანი ცნობილია გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით.

მკურნალობის ჩვენებებია:

  • რევმატიული დაავადებების მკურნალობა.
  • გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობა.
  • დერმატული დაავადებების მკურნალობა.
  • ნერვული დაავადებების მკურნალობა.
  • ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის მკურნალობა.
  • ქრონიკული წყლულების მკურნალობა.
  • ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანხლებით მიმდინარე დაავადებები.
  • ტუბერკულოზური ლიმფატები და პლევრიტები.
  • ქრონიკული ბრონქიტი.
  • ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები.
  • ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანხლებით მიმდინარე დაავადებები
  • ტუბერკულოზური ლიმფატები და პლევრიტები
  •  ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები.

აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება

ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზიდული ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, სადაც დომინირებს ფიჭვი. ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მერყეობა აბასთუმანში სრულიად უმნიშვნელოა. დღისით არ ცხელა, საღამოს კი გრილა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37°C, მინიმალური კი -32 C

აბასთუმანში არსებული თერმული წყლების გამო იგი კლიმატურბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა.

აბასთუმნის მიდამოებში არსებობდა ძველი ისტორიული ციხე-ქალაქი ოძრხე, რომელიც ლეგენდარულ მამამთავარს ოძრახოსს აუშენებია. ოძრხემ XV საუკუნემდე იარსება, მას შემდეგ კი დაბად შემორჩა და მეზობლად მდებარე სოფლის – აბასთუმნის სახელი დაერქვა. ძველ ციხეთა ნანგრევების გარდა დღემდე აქ აღარაფერს მოუღწევია.

რით გამოირჩევა მთის ჰავა და რა სარგებლობა მოაქვს მთის კურორტზე დასვენებას?

 მთის კლიმატი – ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით- ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს  სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას); ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე; აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს; სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს; მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას. კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ. მთის კლიმატურ კურორტებს იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის,  ბრონქული ასთმის,  ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად.  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

 

ნარკომანია – ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული პრეპარატების გამოყენიებისკენ მიდრეკილებით

ნარკოტიკებთან ბრძოლის სტრატეგია
#post_seo_title

ნარკომანია – ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული პრეპარატების გამოყენიებისკენ მიდრეკილებით. ეს მდგომარეობა იწვევს ხანგრძლივ და ხშირად შეუქცევად დამოკიდებულებას ნარკოტიკებზე, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და ცხოვრების ხარისხს.

ნარკომანია არის სერიოზული დაავადება, რომელიც საჭიროებს დროულ და კომპლექსურ მკურნალობას. სწორი მიდგომები და მხარდაჭერა გაწვდავენ პაციენტებს უკეთესი ცხოვრების პირობებს და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
გამოიყოფა ნარკომანიის შემდეგი სტადიები:
·         პირველი სტადია – ფსიქიკური დამოკიდებულება;
·         მეორე სტადია – ფიზიკური დამოკიდებულება;
·         მესამე სტადია – ფსიქიკური პათოლოგიების განვითარება.

მიზეზები
·         სხვა ადამიანების მხრიდან ყურადღების ნაკლებობის და სიმარტოვის განცდა;
·         ცნობიერების გაფართოვების მცდელობა;
·         ცუდი გარემოცვის ზეგავლენა;
·         საკუთარ თავში ეჭვის შეტანა, თავისუფალი ნების არ ქონა;
·         ხშირი დეპრესია.

სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
·         კანის სიფერმკრთალე;
·         თვალის გუგების ცლილება (გადიდება ან დაპატარავება);
·         თვალების ჩაწითლება, დაბინდვა;
·         მეტყველების დარღვევა;
·         მადის დაკარგვა და სწრაფად გახდომა;
·         მუდმივი ხველა;
·         მოძრაობის ცუდი კოორდინაცია;
·         არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა.
·         უმიზეზო აღგზნებულობა, ან მოთენთილობა;
·         შრომისუნარიანობის დაქვეითება;
·         ყველაფრის მიმართ გულგრილობა;
·         მეხსიერების და ყურადღების გაფანტვა;
·         კონცენტრაციის შეუძლებლობა;
·         უძილობა ან გაზრდილი ძილიანობა;
·         ხასიათის სწრაფი ცვლა;
·         გაზრდილი დაღლილობა;
·         ადამიანებთან ურთიერთობის სურვილის არქონა;
·         მოუწესრიგებლობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნარკოლოგი, რისთვისაც ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას. დამატებით შეიძლება დაინიშნოს შარდის საერთო ანალიზი.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         კოდირებას;
·         ფსიქოთერაპიას;
·         კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპიას;
·         ჰიპნოზს;
·         სადეზინტოკსიკაციო თერაპია;
·         ანტიდეპრესანტები.

საშიშროება
ნარკომანია განკურნდებადია, მაგრამ მისი უყურადღებოდ დატოვება იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
·         თრომბოფლებიტი;
·         შიდსი;
·         სეპსისი;
·         აბსცესი;
·         ფლეგმონა;
·         ვენერიული დაავადებები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         მშობლებმა მუდმივად გააკოტროლონ ბავშვების ცხოვრების წესი და ესაუბრონ მათ;
·         დაავადების დროული დიაგნოსტირება და ფარმაკო-თერაპიის ჩატარება;
·         რეციდივებისა და რემისიების განვითარების დროული შეწყვეტა;
·         განკურნებული პაციენტების სოციალური რეაბილიტაცია.

#drpkhakadze

ყავის მიღებისას გაითვალისწინეთ – რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება, რამდენი ფინჯანი ყავა უნდა მივირთვათ ყოველდღიურად

ყავის მიღებისას გაითვალისწინოთ - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება, რამდენი ფინჯანი ყავა უნდა მივირთვათ ყოველდღიურად
#post_seo_title

ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები – რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს; თუ იღებთ ვიტამინებს ან სხვა რაიმე დანამატს, რამდენი ხნის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყავა და რა დროის ინტერვალით; რამდენი ფინჯანი ყავა უნდა მივირთვათ ყოველდღიურად, რომ ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებას არ შევუშალოთ ხელი.

ყავა, როგორც პოპულარული სასმელი, შეიცავს კოფეინს, რომელიც ძლიერი სტიმულატორია და აქვს როგორც სასარგებლო, ისე მავნე თვისებები. მისი მოხმარება  მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვიტამინებსა და მინერალებზეა საუბარი.

კოფეინის გავლენა რკინის და კალციუმის შეწოვაზე

კოფეინმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს რკინის შეწოვა. შესაძლოა, ერთმა ფინჯანმა ყავამ 60%-ით შეამციროს რკინის შეწოვა ორგანიზმში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, თუ რკინის დეფიციტი გაქვთ და იღებთ პრეპარატებს; ასეთ შემთხვევაში, პრეპარატები ყავით არ უნდა მიიღოთ. რეკომენდირებულია, რომ ყავას და რკინის დანამატებს შორის 1-2 საათიანი შუალედი დაიცვათ.

რაც შეეხება კალციუმს, ყავა მისი შეწოვას ართულებს, მაგრამ თუ რძიან ყავას მიირთმევთ, ეს გავლენა შედარებით მცირდება. თუმცა, შავი ყავის მირთმევის შემთხვევაში, კალციუმის მიღება უნდა მოხდეს სხვაგვარი წყაროებისგან, როგორიცაა ხაჭო და სხვა რძის პროდუქტები. ყავასთან ერთად მიღებული წყალი არ გაანეიტრალებს კოფეინს, მაგრამ იმატებს გემოვნური თვისებების მატარებლად.

ყავა და ვიტამინები: რამდენი ხანი უნდა გავიდეს ყავის მიღების შემდეგ?

ყავის მიღების შემდეგ უნდა გავიდეს მინიმუმ 1-2 საათი, რათა ვიტამინებისა და დანამატების მიღება ეფექტური იყოს. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი ადამიანები უნდა მოერიდონ ყავის მიღებას პრეპარატების მიღების შემდეგ ერთი საათის განმავლობაში. ასევე, ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების დროს ყავამ შეიძლება შეამციროს პრეპარატების ეფექტი.

ყავის ზომიერი მიღება: რა არის რეკომენდირებული დოზა?

ყავის ზომიერი მიღება ჩვეულებრივ უსაფრთხო და სასარგებლოა, თუმცა მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ზედმეტი რაოდენობით მისმა მოხმარებამ შეიძლება დააზარალოს ორგანიზმის ფუნქციონირება. დღეში 3-4 ფინჯანი ყავა მიიჩნევა ზომიერად და მისით მოპოვებული კოფეინი არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს, რაც შეიძლება გახდეს თქვენი ორგანიზმისათვის სტიმულატორი და დამხმარე ციტრუსებით მდიდარ პროდუქტებთან.

დასკვნა

ყავის მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ მისი გავლენა მინერალების და ვიტამინების შეწოვაზე. ჭარბმა მოხმარებამ და არასათანადო ინტერვალებმა დანამატების მიღების დროს შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. რკინის და კალციუმის შეწოვისთვის რეკომენდირებულია ინტერვალების დაცვა, ხოლო ყავის ზომიერი მოხმარება კარგი ჯანმრთელობის ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

“კოფეინი არის ყავის შემადგენელი ნაწილი, ასევე ჩაის და სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელების, კოფეინი არის სტიმულატორი, რომელიც ნამდვილად ახდენს მინერალების შეწოვაზე ზეგავლენას. კონკრეტულად კი, ყველაზე მეტად რკინის და კალციუმის შეწოვაზე“, – განაცხადა  “რუსთავი 2-ის” ეთერში ნუტრიციოლოგმა ნაია ლატარიამ.

მისი თქმით, ყავა ძალიან კარგი არის C ვიტამინით მდიდარ პროდუქტებთან, როგორიც არის ციტრუსები, ბულგარული, წიწაკა, ბროკოლი. C ვიტამინი რკინის შეწოვას აძლიერებს, ამიტომ თუ C ვიტამინით მდიდარ პროდუქტებთან ერთად შევჭამთ რკინით მდიდარ პროდუქტებს, ყავა უკვე ვეღარ მოახერხებს, რომ შეწოვას ხელი შეუშალოს“

„საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ძალიან ხშირია, ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე ძალიან ბევრი პაციენტი არის, ყავის მიღება ამ პრეპარატის მიღებიდან მინიმუმ ერთი საათი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასევე, ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების შემთხვევაში ყავა პრეპარატების მოქმედებას ამცირებს .

ადამიანები, ვისაც აქვთ ასთმა – რა თქმა უნდა, მკურნალ ექიმს უნდა გაესაუბრონ, მაგრამ ზოგიერთი სამკურნალო მედიკამენტის დროს, მცირე დოზითაც არ შეიძლება ყავის მიღება და ამ კუთხით ასეთი პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ“ – განაცხადა გადაცემა “დილა მშვიდობისა საქართველოს” ეთერში ნაია ლატარიამ.

საზოგადოების უმეტესობისთვის დილა ყავის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად ისმის ფრაზა, რომ „ყავა თუ არა დავლიე მთელი დღე უუნარო ვარ“ და ა.შ.

სპეციალისტების თქმით, ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი არის, რადგან ყავა გარკვეულ დამოკიდებულაბას აჩენს მის მიმართ.

თუმცა ხშირად დაობენ, საზიანოა თუ არა ყავა ორგანიზმისთვის.

ექიმის განმრატებით, უზმოზე ყავის დალევა ცუდი იდეაა. რადგან, ის აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და ამან შესაძლოა გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის) დაავადება გამოიწვიოს. ეს არომატული სასმელი შესაძლებელია გემრიელ საუზმეს მიაყოლონ. რადგან ყავა შეიცავს კოფეინს და ორგანიზმის მატონოზირებელია.

სპეციალისტები ასევე საუბრობენ, რამდენი ფინჯანი ყავის დალევაა სასურველი დღის განმავლობაში და ყავის მიღების რეკომენდებული რაოდენობა დაასახელეს.

ექიმების თქმით, კოფეინის დღიური ნორმა 400 მილიგრამია, რეომელიც 3 ან 4 ფინჯანია.

ამასთან, ყავის მიღება სასარგებლოა:

  • ამცირებს ტიპიური დიაბეტის რისკს;
  • პარკისონის დაავადების რისკს;
  • დადებითად მოქმედებს ღვიძლზე;
  • ამცირებს კიბოს განვითარების რისკს;
  • დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე;
  • ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს;
  • აფხიზლებს და გვმატებს ენერგიას.

ყავას მხოლოდ დადებითი თვისებები არ აქვს. მან შეიძლება გამოიწვიოს:

  • თავის ტკივილი;
  • უძილობა;
  • ნერვოზულობა;
  • გაღიზიანებადობა;
  • მოუსვენრობა, შფოთვა;
  • ხშირი შარდვა;
  • ტაქიკარდია;
  • კუნთების ტრემორი;
  • კუჭთან დაკავშირებული პრობლემები.

ექიმების რჩევით, მნიშვნელობა აქვს რა სახის ყავას მიიღებთ. მათივე განმარტებით, ყავის ყიდვისას, სასურველია მნიშვნელობა ღია ფერის მარცვლებს მიაქციოთ.

#drpkhakadze

არსებობს თუ არა “მაიმუნის ყვავილის” საქართველოში გავრცელების რისკი

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით
#post_seo_title

არსებობს თუ არა “მაიმუნის ყვავილის” საქართველოში გავრცელების რისკი.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის პანდემიის სახით მსოფლიოში გავრცელების რისკიც კი დაბალია.

სპეციალისტების თქმით, მაიმუნის ყვავილს ზოგად სისუსტესთან, სახსრების ტკივილთან და მაღალ ტემპერატურასთან ერთად გამოარჩევს სპეციფიკური გამონაყარი მთელ სხეულზე.  ვირუსის გადადება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტით ხდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პრევენციისთვის მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ “მაიმუნის ყვავილის” ინფექციის გავრცელების გამო საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

“ამ დაავადებას კორონას მსგავსი პანდემიის გამოწვევა არ შეუძლია. რა თქმა უნდა, საყურადღებოა. არ არსებობს კონკრეტული მკურნალობის მეთოდები. არსებობს ვაქცინაციის სახეები“.

საქართველოში ამ ეტაპზე რაიმე საგანგაშო მდგომარეობა არაა. მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ თუ მოგზაურობის შემდეგ დაეწყებათ ვირუსული ინფექციის მსგავსი სიმპტომები და დაერთვება მაიმუნის ყვავილისთვის დამახასიათებელი მძიმე წყლულოვანი გამონაყარი, აუცილებლად მიმართოს ექიმს, რომ მოხდეს დროული სიმპტომური მკურნალობა,” – აცხადებს ეპიდემიოლოგი მაია კაშია.

მაიმუნის ყვავილის შემთხვევები 2022 წელსაც ფიქსირდებოდა, თუმცა 2024 წელს ახალი შტამის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი სწრაფი გავრცელებაა.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი მაიმუნის ყვავილის ინფექციის გავრცელების რისკის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მაიმუნის ყვავილის ინფექციის გავრცელების საფრთხე, ინფექციის გავრცელების შემთხვევები, – ვინ არიან რისკჯგუფში

უწყებამ რისკჯგუფად ის მოგზაურები დაასახელა, ვინც აფრიკის იმ რაიონებში იმყოფებოდა, სადაც „მაიმუნის ყვავილის“ – ინფექციის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა.

ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული მონაცემებით, ევროპასა და აფრიკას შორის მჭიდრო კავშირის გამო დაავადების შემთხვევებმა შესაძლოა ევროპაშიც იფეთქოს.

#drpkhakadze

ინფექციის გავრცელების შემთხვევები – ვინ არიან რისკჯგუფში

მაიმუნის ყვავილი - რეაგირების ზომები. რა საფრთხეა და რატომ გამოცხადდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა
#post_seo_title

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი მაიმუნის ყვავილის ინფექციის გავრცელების რისკის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მაიმუნის ყვავილის ინფექციის გავრცელების საფრთხე, ინფექციის გავრცელების შემთხვევები, – ვინ არიან რისკჯგუფში

უწყებამ რისკჯგუფად ის მოგზაურები დაასახელა, ვინც აფრიკის იმ რაიონებში იმყოფებოდა, სადაც „მაიმუნის ყვავილის“ – ინფექციის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა.

ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული მონაცემებით, ევროპასა და აფრიკას შორის მჭიდრო კავშირის გამო დაავადების შემთხვევებმა შესაძლოა ევროპაშიც იფეთქოს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ “მაიმუნის ყვავილის” ინფექციის გავრცელების გამო საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

#drpkhakadze

მსოფლიოში გამოჩნდა მისი არაინექციური ალტერნატივა – ნემსის გარეშე ანაფილაქსიის მკურნალობა

მსოფლიოში გამოჩნდა მისი არაინექციური ალტერნატივა - ნემსის გარეშე ანაფილაქსიის მკურნალობა
#post_seo_title

პირველად – ნემსის გარეშე ანაფილაქსიის მკურნალობა. 35 წლის შემდეგ, რაც Epipen-მა პირველი ნაბიჯი გადაიდგა მწვავე ალერგიული რეაქციების მკურნალობის სფეროში, მსოფლიოში გამოჩნდა მისი არაინექციური ალტერნატივა.

ეპიფენის რეგისტრაციიდან 35 წლის შემდეგ: სამყაროს აქვს არაინექციური ალტერნატივა მწვავე ალერგიული რეაქციების (ანაფილაქსია) სამართავად.
35 წლის შემდეგ, რაც Epipen-მა პირველი ნაბიჯი გადაიდგა მწვავე ალერგიული რეაქციების მკურნალობის სფეროში, მსოფლიოში გამოჩნდა მისი არაინექციური ალტერნატივა. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა-  ნაზალური სპრეი, სახელად Neffy, რომელიც ახლა უკვე დამტკიცებულია აშშ-ის საკვები და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ.
რა არის Neffy?
Neffy არის პირველი FDA-ის მიერ დამტკიცებული ცხვირის სპრეი, რომელიც შეიცავს ადრენალინს, იგივე ნივთიერებას, რომელიც წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს ანაფილაქსიის, ანუ მწვავე ალერგიული რეაქციის მკურნალობისთვის. AptarGroup, Inc.-ის მიერ შემუშავებული უნიდოზიანი ნაზალური სისტემა Neffy-ისთვის სპეციალურად შეიქმნა და წარმოადგენს მსოფლიოს პირველ დასტურს ნაზალურად მიწოდებული ადრენალინის პრეპარატისთვის.
Aptar-ის ნაზალური მიწოდების სისტემა
Aptar-ის Unidose სისტემა არის ერთჯერადი, მარტივად გამოსაყენებელი ნაზალური სისტემა, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პაციენტმა, ჯანმრთელობის პროფესიონალმა ან მზრუნველმა პიროვნებამ ადრენალინის პრეპარატი სწრაფად მიაწოდოს პაციენტს მწვავე ალერგიული რეაქციის დროს. ამ სისტემაში პრეპარატის მიწოდება ხდება პატარა ბიძგით, რომელიც ნაზალურ სპრეის ქვედა ნაწილში მდებარეობს და გამოსცემს პრეპარატს ერთჯერადად, ნესტოში შეყვანისას.
Neffy-ის უპირატესობები
Neffy-ს მთავარი უპირატესობა არის მისი არაინექციურობა, რაც მას უფრო კომფორტულ და მარტივ ხსნარს ხდის პაციენტებისთვის. ცხვირის სპრეი განსაკუთრებით ხელსაყრელია ისეთ სიტუაციებში, როდესაც პანიკა და სწრაფი მოქმედება აუცილებელია. Aptar-ის Unidose სისტემა ასევე შეიქმნა იმისთვის, რომ ადრენალინი ეფექტურად და საიმედოდ მიეწოდოს პაციენტს.
FDA-ის დასტური და Neffy-ის მომავალი
2024 წლის 15 აგვისტოს, Aptar-ის Unidose სისტემამ მიიღო FDA-ის დასტური, რაც იმას ნიშნავს, რომ Neffy არის პირველი და ერთადერთი FDA-ის მიერ დამტკიცებული ნაზალური ადრენალინის პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია მწვავე ალერგიული რეაქციების (Type I) და ანაფილაქსიის მართვისთვის. ეს ისტორიული ნაბიჯი მიუთითებს არა მხოლოდ ალერგიული რეაქციების მკურნალობის სფეროში მნიშვნელოვან განვითარებაზე, არამედ მთელ ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, რომელიც მიზნად ისახავს პაციენტებისთვის უფრო კომფორტული და ეფექტური მკურნალობის საშუალებების შემუშავებას.
Neffy ცხვირის სპრეი ახალი სიტყვაა ანაფილაქსიის მართვაში, რომელიც ზრდის პაციენტების უსაფრთხოებას და ამარტივებს მწვავე ალერგიული რეაქციის წინააღმდეგ ბრძოლას. Aptar Pharma-ს Unidose სისტემა უზრუნველყოფს პრეპარატის მაქსიმალურ ეფექტურობას, რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს და მათი მომვლელებს უკეთესად და სწრაფად იმოქმედონ ისეთ ვითარებებში, სადაც დრო და კომფორტი კრიტიკულია. ამასთან, Aptar Pharma-ს სერვისების მეშვეობით, პრეპარატის დეველოპმენტის პროცესი დაჩქარებულია და პაციენტების ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
ამ სიახლემ შეიძლება არა მხოლოდ გააუმჯობესოს მწვავე ალერგიული რეაქციების მართვა, არამედ მოიტანს უფრო მშვიდსა და უსაფრთხო მომავალს მრავალი პაციენტისთვის მთელს მსოფლიოში. ჯანმრთელობას გისურვებთ!

#drpkhakadze

“მაიმუნის ყვავილი უფრო მეტად ბავშვებში ვრცელდება” – გიორგი ფხაკაძე უახლესი ინფორმაციით

#post_seo_title

Mpox (მაიმუნის ყვავილი) აფრიკაში: შემთხვევები და სიკვდილიანობა ბავშვებში უფრო გავრცელებულია – წერს ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

📅 2024 წლის დასაწყისიდან აფრიკაში Mpox-ის (მაიმუნის ყვავილი) ვირუსის 18,737+ 🦠 სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 1,200 📈 ერთი კვირის განმავლობაში.

📊 3,101 დადასტურებული და 15,636 სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა 12 აფრიკის 🇦🇴🇳🇬🇰🇪 წევრ ქვეყანაში, რაც ფატალური შემთხვევების 2.89%-ს ⚠️ შეადგენს. 541 გარდაცვალება დაფიქსირდა.

🧬 ვირუსის ისტორია: Mpox, რომელიც ადრე მაიმუნის ყვავილად იყო ცნობილი, პირველად 1970 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (🇨🇩 DRC) დაფიქსირდა. ვირუსი, რომელიც ყვავილთან არის დაკავშირებული, ზოონოზურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ცხოველებიდან ადამიანზე და ასევე ადამიანიდან ადამიანზე ახლო კონტაქტის გზით ვრცელდება.

🆘 2023 წელს Clade 1b შტამმა გამოჟონა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 2024 წელს საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის 🆘 გამოცხადება.

🇨🇩 კონგო (DRC): 1,005 შემთხვევა (222 დადასტურებული, 783 სავარაუდო) და 24 გარდაცვალება მხოლოდ ერთ კვირაში. 🦠 ახალი Clade 1b შტამი ახლა მთელ ქვეყანაში ვრცელდება. 🇧🇮 ბურუნდი: 173 შემთხვევა (39 დადასტურებული, 134 სავარაუდო) და 75%-იანი ზრდა ერთ კვირაში.

🌍 Mpox-ის შემთხვევები შვედეთსა 🇸🇪 და პაკისტანში 🇵🇰 უკვე დაფიქსირდა, რამაც WHO-ს საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

🧒 შემთხვევები და სიკვდილიანობა უფრო მეტად არის გავრცელებული ბავშვებში, ვიდრე ზრდასრულებში.

🦠 Mpox ვრცელდება ცხოველებიდან ადამიანზე და ადამიანიდან ადამიანზე, ახლო ფიზიკური კონტაქტის გზით. ვირუსის ახალი შტამი, Clade 1b, იწვევს მთელ სხეულზე გამონაყარს.

📌 www.sheniekimi.ge #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #Mpox #მაიმუნისყვავილი #AfricaCDC #ჯანმრთელობისგაფრთხილება #WHO
✅ გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

როგორ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი განმარტავს

მაია ბუწაშვილი საზოგადოებას მაიმუნის ყვავილის ვირუსის შესახებ აფრთხილებს
#post_seo_title

ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში.

როგორც მან განმარტა, „მაიმუნის ყვავილს“ დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.

1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა.

„გუშინ ჯანმომ გამოაცხადა mpox (რომელსაც ადრე „მაიმუნის ყვავილის“ სახელით ვიცნობდით) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ.

გააგრძელეთ კითხვა

#drpkhakadze

„ეს არის წამალი, რომელსაც ვერ იყიდით აფთიაქში, ექიმიც ვერ გამოგიწერთ” – გიორგი ფხაკაძის რჩევა

დამოუკიდებელი აკრედიტაცია: გადამწყვეტი ნაბიჯი სილამაზის, ტატუსა და პირსინგის სექტორების უსაფრთხოებისა და სტანდარტების ასამაღლებლად
#post_seo_title

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მორიგი ლაივ ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას მიმართავს და საჭირო რჩევებს გასცემს. „ყველაზე კარგი წამალი არის დადებითი ემოციები! ეს არის წამალი, რომელსაც ვერ იყიდით აფთიაქში, ექიმიც ვერ გამოგიწერთ”

პროფესორი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საზოგადოება უნდა ეცადოს შეინარჩუნონ პოზიტივი, აგრესია შეაჩერონ და დადებითი ემოციები გამოხატონ.

„ვიღაცაზე თუ ხართ გაბრაზებული, გთხოვთ ნუ ბრაზდებით, ეს ბრაზი ისევ თქვენში რჩება, არსად არ მიდის, ბრაზი თქვენზე და თქვენს იმუნურ სისტემაზე მოქმედებს ცუდად. როგორც ექიმი გეუბნებით, თქვენს იმუნურ სისტემას გაუფრთხილდით!

ყველაზე ძლიერი იარაღი არის ჩვენი იმუნური სისტემა და ჩვენი იმუნური სისტემის დაცვის საუკეთესო მექანიზმი არის, როცა შინაგანად ხართ განწყობილი პოზიტიურად, ეს პოზიტიური განწყობა არის საუკეთესო ვიტამინი და წამალი.

ნუ გახდებით აგრესიულები, თუ გაქვთ აგრესია გთხოვთ კარგ რამეზე იფიქროთ, ნუ გადაიტანთ აგრესიას სხვა ადამიანზე, ის ადამიანიც ცოდოა, ისიც მონაწილე ხდება ამ აგრესიის. პირიქით, შეაჩერეთ ეს აგრესია. აგრესიაზე აგრესიით ნუ უპასუხებთ. მთავარი ადამიანი, ვინც შეიძლება შეაჩეროს აგრესია ხართ თქვენ!

ხშირად მეკითხებიან თუ რა წამალი და რა ვიტამინი შეიძლება მივიღოთო.

ყველაზე კარგი წამალი არის დადებითი ემოციები! ეს არის წამალი, რომელსაც ვერ იყიდით აფთიაქში, ექიმიც ვერ გამოგიწერთ, მარტო თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება.

არ თქვათ, რომ არ შეგიძლიათ, მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც ნამდვილად ძალიან ღარიბია და გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ მაინც პოზიტიურ განწყობას ავრცელებს, მე ეს მაქვს ნანახი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,“ – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

#drpkhakadze

როგორ შევაჩეროთ დაავადების გავრცელება? არის თუ არა შექმნილი ვაქცინები Mpox-ისთვის?

რუსეთში COVID-19-ის შემთხვევები 20%-ით გაიზარდა: ახალი სტატისტიკა და ტენდენციები
#post_seo_title

#drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights