სამშაბათი, ივნისი 23, 2026

ხმელი სუნელის ნიმუშებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა

ტყვიის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე, ხმელ სუნელებში საგანგაშო რაოდენობის ტყვია აღმოაჩინეს - რას ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტო?
#post_seo_title

ბათუმში აღებული ხმელი სუნელის ნიმუშებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ხმელი სუნელის ნიმუშებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა – სუნელი დაილუქა და დამფასოებელ კომპანიას შესაბამისი დავალებები მიეცა, ხოლო მწარმოებელი ინდ. მეწარმე 500 ლარით დაჯარიმდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ნთკ 2016-დან” (მისამართი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. #4) ხმელი სუნელის (დამზადების თარიღი: 18.07.2024 წელი) ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიიდან მიღებული გამოცდის ოქმით დასტურდება, რომ ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობამ შეადგინა 9323 მგ/კგ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმას.

ობიექტში განთავსებული სუნელი დაილუქა, ბიზნესოპერატორს აეკრძალა ხმელი სუნელის კონკრეტული პარტიის რეალიზაცია და დაევალა დასახელებული სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება და გამოთხოვილი სურსათის შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე, წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის გამოსაყენებელი ნედლეულის, ინგრედიენტის ან სხვა ნებისმიერი მასალის ლაბორატორიული ტესტირება ტოქსიკურობაზე (ტყვიის შემცველობაზე).

„ნთკ 2016-ის” არაგეგმური სახელმწიფო კონტროლისას დადგინდა, რომ ხმელი სუნელის მწარმოებელი ბიზნესოპერატორია ინდივიდუალური მეწარმე (მისამართი: ქარელის რაიონი, სოფელი ზემო ხვედურეთი და ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი), ხოლო შპს „ნთკ 2016“ არის დამფასოებელი.

შესაბამისად, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ინდმეწარმესთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი სრულყოფილად არ აწარმოებს ჩანაწერებს მიკვლევადობის შესახებ; დარღვეულია ეტიკეტირების წესი. მეწარმე დაჯარიმდა 500 ლარით, დაილუქა ხმელი სუნელი და მისი შემადგენელი ინგრედიენტები (ქინძი, უცხო სუნელი, ძირა, ყვითელი ყვავილი, კურკუმა), რომელთა ნაწილი წარმოებულია ინდმეწარმის მიერ, ხოლო კურკუმა იმპორტირებულია ინდოეთიდან (პარტია: 25.03.2024-24.03.2026-მდე).

ბიზნესოპერატორს დაევალა დალუქული ნიმუშების კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში და ხმელი სუნელის რეალიზაციის აკრძალვა, ბაზარზე განთავსება, განთავსებული ამოღება და გამოთხოვილი სურსათის თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება”,- აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„როგორ დავიცვათ თავი და რა მოვიმოქმედოთ, თუ გვაქვს მაიმუნის ყვავილი?“ – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში 

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით
#post_seo_title

როგორ დავიცვათ თავი და რა მოვიმოქმედოთ, თუ გვაქვს მაიმუნის ყვავილი? – World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

როგორ ვრცელდება მაიმუნის ყვავილი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

როგორ დავიცვათ თავი და რა მოვიმოქმედოთ, თუ გვაქვს მაიმუნის ყვავილი?

შეიძლება იყოს სქელი ლორი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: სქელი ლორი და ტექსტიშეიძლება იყოს სქელი ლორი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს სქელი ლორი, ჩემოდანი and ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს სქელი ლორი and ტექსტი გამოსახულება

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად და რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო…

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად და რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო...
#post_seo_title

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად და რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო…

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად  – საუბრობს ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში  “დილამშვიდობისა საქართველო”:

„ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანები მეტაბოლიზმის მოწესრიგებისა და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების სურვილით უშვებენ არის ის, რომ რაციონიდან ცხიმის სრულად ამოღების გადაწყვეტილებას იღებენ. ეს ორგანიზმისათვის ძალიან დიდი სტრესია.

ცხიმს ძალიან მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს, – ნახშირწყალზე ორჯერ მეტი ენერგეტიკული ღირებულებით ხასიათდება. ცხიმი შედის თავის ტვინისა და ნებისმიერი სხვა ორგანოს უჯრედის სტრუქტურის შემადგენლობაში.

თუ როგორ განვითარდება  ნერვული სისტემა, თავის ტვინი, როგორ იფუნქციონირებს ნებისმიერი ორგანოთა სისტემის უჯრედი, ორგანიზმში ცხიმის შემცველობაზეა დამოკიდებული.

როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმისაგან წარმოიქმნება. ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმოვან ქსოვილში ინახება.

ცხიმს ჯანმრთელობისათვის და მეტაბოლიზმისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ცხიმები ერთმანეთისაგან განსხვავდება. არის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ტრანსცხიმები. ნაჯერია ძირითადად ის ცხიმები, რომლებიც მყარი სახით გვხვდება. მაგალითად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, ხორცში.

ტროპიკული წარმოების ცხიმები, –  ქოქოსის რძე. უჯერი ცხიმები ყველაზე სასარგებლო ცხიმებია, რომლებიც, ძირითადად, თხევადი სახით გვხვდება. მაგალითად ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, თევზის ცხიმი, სელის ცხიმი, ზეითუნის ზეთი. ყველაზე მეტად უჯერი ცხიმოვანი მჟავები უნდა მოვიხმაროთ.

ყველაზე საშიში ცხიმები საერთოდ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, – ტრანსცხიმებია, რომლებიც ხელოვნურად, გადამუშავების შედეგად მიღებული მყარი ცხიმია. ის დიდი ხნის განმავლობაში ვარგისიანობას ინახავს. ასეთი პროდუქტები გამოიყენება ძეხვეულში, საკონდიტრო ნაწარმში, მაიონეზში. ეს ცხიმები ჯანსაღი არ არის, არც სარგებელი მოაქვს ჩვენი ორგანიზმისათვის. შეიცავს ტოქსინებს და სხვა მავნე, არაჯანსაღ ნივთიერებებს, რომლებიც შემდგომ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას საფუძვლად უდევს.

იდეალურ შემთხვევაში, ცივი დაწურვის ზეთები გამოვიყენოთ. სჯობს, პროდუქტები ზეითუნის ზეთში გრილზე შევწვათ, ან ფოლგაში გავახვიოთ.“

ცხიმის ჟანგვა: ენერგიისთვის ცხიმის დაშლაც ხან გრძლივი პროცესია (ბეტა-ჟანგვა), სადაც ატფ პირდაპირ არ წარმოიქმნება

#post_seo_title

ცხიმის ჟანგვა:

ენერგიისთვის ცხიმის დაშლაც ხან გრძლივი პროცესია (ბეტა-ჟანგვა), სადაც ატფ პირდაპირ არ წარმოიქმნება.

როდესაც ცხიმი თავისუფალ ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად (ლიპოლიზი) იშლება, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავე ბი მიტოქონდრიაში გადადის, სადაც ბე ტა-ჟანგვის დროს ნახშირორჟანგის გამოყენებით აცეტილ CoA წარმოიქმნება. თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ჟანგვით უფრო მეტ ატფ-ის მოლეკულას ვიღებთ, ვიდრე გლუკოზის ან გლიკო გენის დაჟანგვით. როდესაც გლუკოზის ერთი მოლეკულა მეტაბოლური რეაქციების სრული ციკლით 36 ატფ-ს გვაძლევს, ცხიმოვანი მჟავებით ეს რიცხვი უფრო დიდია. მაგალითად, პალმიტინის თავისუფალი ცხიმოვანი მჟავის ერთი მოლეკულა 129 ატფ-ს გამოიმუშავებს.

ლიპოლიზი: მარაგის სახით არსებუ ლი ტრიგლიცერიდების თავისუფალ ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად დაშლის ბიოლოგიური პროცესი.

საჭმლის ულუფები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში, ულიფების რეკომენდაციები, როგორც წესი, გრამებსა და მილილიტრებშია მოცემული, მაგრამ ჩვეულებრივი საკვების ულუფის ზომებითაც გვხვდება (მაგ., სუფრის კოვზი ან საჭმლის რაოდენობა) და შეერთებული შტატებისგან შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს. ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციის (BDA) ვებ საიტზე სხვადასხვა საკვების ულუფების ყოვლისმომცველი სიაა წარმოდგენილი.

თითოეულ ჯგუფში ზოგიერთი უფრო გავრცელებული საკვები და შესაბამისი ულუფის ზომებია მოცემული. საცნობარო ულუფების ზომები დიდ ბრიტანეთში ჩვეულებრივ ჯანსაღ ზრდასრულ ადამიანზეა გათვლილი და 2000 კილოკალორიას არაღემატება. ინდივიდუალური საჭიროებები, ასაკის, სქესის, ჯანმრთელობისა და აქტივობის დონის მიხედვით შეიძლება განსხვავდე ბოდეს. ადამიანის მიერ პირადად შეჩეული საკვების რეალური რაოდენობა/ულუფა, შეიძლება იმაზე მეტი ან ნაკლები იყოს, ვიდრე მოცემულ ცხრილშია განსაზღვრული და ინდივიდის კონკრეტულ საჭიროებაზეა დამოკიდებული.

გამოიყენეთ ჯანსაღი ხემსის (სნექის) ვარიანტების სქემა (ცხრილი 5). საჭმელში მაკროელემენტების წყაროს იდენტიფიცირება ადამიანებს დამუშავებული და საკვებად მოსახერხებელი საჭმლის ნაცვლად უმეტესად ჯანსაღი პროდუქტების შერჩევაში ეხმარება. ჯანსაღი ხემსის (სნექის) ვარიანტების სქემაში წარმოდგენილი სია ყოვლისმომცველი არ არის, მაგრამ შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ზემოთ აღნიშნული ცხრილის მიხედვით

ჯანსაღი ხემსი მიირთვან და მაღალ ბოჭკოვანი ნახშირწყლების, უცხიმო ცილების და მცირე რაოდენობით ჯანსაღი ცხიმის წყაროს კვების რაციონში გამოყენება შეძლონ. ხემსის მიღების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმის ცოდნაა, თუ როგორ უნდა აირჩიოთ საკვები

ხემსისთვის, როდესაც უკვე გამზადებუ ლი ვარიანტი ხელმისაწვდომი არ არის. ამ სიტუაციაში მოგზაურობის დროს ან დატვირთული კვირის განმავლობაში შეიძლება აღმოჩნდეთ, როდესაც საჭმლის წინასწარ მოსამზადებლად დრო არ გქონდათ.

ცოფი –  რა არის და როგორ უნდა ვმართოთ ეს სერიოზული დაავადება

ცოფი –  რა არის და როგორ უნდა ვმართოთ ეს სერიოზული დაავადება
#post_seo_title

ცოფი – ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება თავისა და ზურგის ტვინის უჯრედების დაზიანებით და მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის ძლიერი მოშლით. რა არის და როგორ უნდა ვმართოთ ეს სერიოზული დაავადება

ცოფი – ამ დაავდებით ადამიანების 15% ავადდება, რომელთა უმრავლესობას იგი ცოფიანი ცხოველის ნაკბენით უჩნდება. დაავადების ფორმა დამოკიდებულია წყაროზე, დოზასა და ვირუსის ვირულენტურობაზე.

ცოფი არის სერიოზული ვირუსული დაავადება, რომელიც სწრაფად გადადის ცხოველებიდან ადამიანზე და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები. დროული დიაგნოზი და მკურნალობა მნიშვნელოვანია დაავადების წარმატებით მართვასა და მისი გავრცელების თავიდან აცილებაში.

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ადამიანის ორგანიზმში რაბდოვირუსების  ჯგუფის რიბონუკლეინის მჟავას შემცველი ვირუსის მოხვედრის შედეგად. ვირუსი ბუნებაში არსებობს ერთი ცხოველიდან მეორეზე გადასვლის გამო. ადამიანში ცოფის გაჩენის მიზეზებია:
·         დაავადებული ცხოველის ნაკბენი (ძაღლი, კატა, მგელი და ა.შ.);
·         თვალში ან კანის დაზიანებულ ნაწილში დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრა;
·         ვირუსის გადაცემა საკვებით.
გასათვალისწინებელია, რომ განსაკუთრებით საშიშია სახის არეში ნაკბენი.
ცოფის სიმპტომები
ცოფის სიმპტომები შეიძლება დაიყოს სპეციფიკურ, არასპეციფიკურ და ადგილობრივ სიმპტომებად. სპეციფიკური სიმპტომები:
·         ძლიერი ნერწყვდენა;
·         მოულოდნელი აღგზნება, რომელსაც შეიძლება ახლდეს ჰალუცინაცია და ბოდვა;
·         საყლაპავი და სასუნთქი კუნთების სპაზმები, რომელიც საყლაპავში წყლის ან ცივი ჰაერის მოხვედრისას წარმოიქმნება;
·         სხვადასხვა კუნთების პარალიჩი.
არასპეციფიკური სიმპტომები:
·         სხეულის ტემპერატურა 40°-ზე ზემოთ;
·         საერთო სისუსტე;
·         მადის დაკარგვა;
·         უძილობა;
·         დეპრესია;
·         გულის ცემის გახშირება.
ადგილობრივი სიმპტომები, წარმოიშობა ნაკბენ ადგილზე:
·         ტკივილი ხელის დაჭერის დროს;
·         ნაკბენის გარშემო კანის სიწითლე;
·         ნაკბენი ადგილის შეშუპება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი. იმისათვის, რომ დადგინდეს როგორ განიკურნოს ცოფი, ექიმი ატარებს საერთო ანალიზს, ანამნეზის ანალიზს და ნიშნავს:
·         ნერწყვის და ცერებროსპინალური სითხის ჰისტოლოგიურ ანალიზს;
·         ტრომბოციტების აქტივაციის ფაქტორის რეაქციის დადგენას კანის ბიოპტატებზე და თვალის რქოვანაზე.

ცოფის მკურნალობა
სამწუხაროდ, ცოფისგან სრულად განკურნების მეთოდი დღემდე არ არსებობს. ყველა ქმდება მიმართულია მისი კლინიკური სიმპტომების აღმოფხვრისკენ. ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ სტაციონარში და ენიშნება:
·         სედატიური პრეპარატები;
·         გაუმტკივარების საშუალებები;
·         კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         გლუკოზისა და ვიტამინების ინექციები.

საშიშროება
თუ არ განხორციელდება დაავადების დროული დადგენა და მკურნალობა, აუცილებლად დადგება ლეტალური შედეგი, რომელიც შემთხვევების 100%-ში ვლინდება. დროული პროფილაქტიკაც კი ვერ იძლევა დაავადების თავიდან აცილების საშუალებას.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ვაქცინაციის ჩატარება;
·         მაწანწალა ცხოველებისთვის თავის არიდება;
·         შინაური ცხოველების ვაქცინაცია.

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა – თავშესაფარში 14 ძაღლი მოკვდა

ცოფი –  რა არის და როგორ უნდა ვმართოთ ეს სერიოზული დაავადება
#post_seo_title

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა – თავშესაფარში 14 ძაღლი მოკვდა

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა.  დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბნიდან და მელაანიდან, გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადაიყვანა.
თავშესაფრის დირექტორის, თემურ ზავრაშვილის განმარტებით, დაავადება ერთ-ერთ ოჯახთან მცხოვრებ ძაღლს დაუდგინდა, ამის შემდეგ კი თავშესაფარში ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა.
“უკვე 20 დღეა, თავშესაფარში კარანტინი გამოვაცხადეთ. დაფიქსირებულია ცოფის შემთხვევები და ამიტომ 30 აგვისტომდე ჩვენ დაკეტილი ვიქნებით. ოჯახები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე აცრეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა პრობლემაა, რომ უკვე 14 ძაღლი მოკვდა და საჭიროა დაკვირვება გაგრძელდეს. თუ სიკვდილის შემთხვევა კიდევ დაფიქსირდება, იძულებული ვიქნებით, კარანტინი გავაგრძელოთ”- განაცხადა ზავრაშვილმა.

გასულ წელს, კახეთის რეგიონში ცოფის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

მშრალი თვალის სინდრომი- თვალების დაავადება, რომელსაც ახასიათებს რქოვანას მდგომარეობის ცვლილება ცრემლის არასწორი გამოყოფის გამო

რატომ ჩნდებიან და რა უნდა გააკეთოთ, თუ თვალებში ამ „ნაწილაკების“ დანახვას დაიწყებთ,
თვალის დაავადებების ადრეული ნიშნები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ - თვალების წინ „მცურავი“ სხეულების ან ლაქების გამოჩენა შეიძლება იყოს ბადურის აშრევების სიმპტომი

«მშრალი თვალის» სინდრომი – თვალების დაავადება, რომელსაც ახასიათებს რქოვანას მდგომარეობის ცვლილება ცრემლის არასწორი გამოყოფის გამო, რაც იწვევს დისკომფორტს მხედველობითი დატვირთვის დროს.

მშრალი თვალის სინდრომი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემა.

მიზეზები
·         კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ან არასწორი ტარება;
·         ცრემლის წარმოქმნის შემაფერხებელი პრეპარატების გამოყენება;
·         თვალების ხანგრძლივი დატვირთვა;
·         მხედველობის ლაზერული კორექცია;
·         რქოვანას მექანიკური დაზიანებები;
·         ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილება;
·         კვების რეჟიმის დარღვევა.

სიმპტომები
·         თვალების ქავილი, წვა;
·         თვალების გაღიზიანება, ჩაწითლება;
·         მხედველობის დაქვეითება;
·         ჭარბი ცრემლდენა;
·         დაწებებული ქუთუთოები დილაობით;
·         ხანგრძლივი დატვირთვის შემდეგ მხედველობის დაბინდვა;
·         კაშკაშა ნივთებზე ყურებისას დისკომფორტი;
·         თვალის კიდეებში ლორწოვანი ნადების გაჩენა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოკულისტი, რისთვისაც საჭიროა:
·         რქოვანას, კონიუქტივის და ქუთუთოების ბიომიკროსკოპული გამოკვლევა;
·         კონიუქტივის და რქოვანას ცვლილებების გამოსავლენი სპეციალური წვეთების გამოყენება.

მკურნალობა
·         ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატები;
·         ანტიბაქტერიული პრეპარატები;
·         პოლივიტამინები;

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         ქრონიკული კონიუქტივიტი;
·         რქოვანაზე ნაპრალების გაჩენა;
·         მხედველობის დაქვეითება.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება;
·         კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ყოფნისას ყოველ 40 წუთში შესვენება;
·         საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის რეგულარულად განიავება;
·         მზის ქვეშ ყოფნისას მზის სათვალისა და ქუდის გამოყენება.

ცისტიცერკოზი: როგორ უნდა გავარკვიოთ, რა არის ეს დაავადება და როგორ უნდა ვუმკურნალოთ

ცისტიცერკოზი: როგორ უნდა გავარკვიოთ, რა არის ეს დაავადება და როგორ უნდა მოვუმკურნალოთ
#post_seo_title

ცისტიცერკოზი: როგორ უნდა გავარკვიოთ, რა არის ეს დაავადება და როგორ უნდა ვუმკურნალოთ

ცისტიცერკოზი არის ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ღორის გრიპის ჩხირებით (Taenia solium), რასაც ტანჯავს არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ორგანოებზე და საჭიროებს სპეციალიზებულ მკურნალობას.

ცისტიცერკოზი – ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ღორის გრიპის ჩხირებით.

დაავადება გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის, ცენტრალური და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში.    ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი ფრომები:
·         თვალის ცისტიცერკოზი;
·         ტვინის ცისტიცერკოზი.

მიზეზები
·         უსუფთაო პროდუქტი;
·         ჭუჭყიანი ხელები;
·         მექანიკური დაზიანება.

სიმპტომები
თვალის ცისტიცერკოზის სიმპტომებია:
·         ცრემლდენა;
·         ტკივილი;
·         საგნების ფომრების არევა;
·         რეტინიტი;
·         კონიუქტივიტი;
·         მხედველობის მკვეთრი დაქვეითება.

თავის ტვინის ცისტიცერკოზის სიმპტომებია:
·         თავის ტკივილი;
·         ღებინება;
·         გულის რევა;
·         ეპილეპსიური შეტევა;
·         ჰალუცინაცია;
·         ფსიქიკის დარღვევა;
·         საერთო სისუსტე;
·         ციებ-ცხელება;
·         გულის რითმის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
·         ინფექციონისტის კონსულტაცია;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         თავის ტვინის ანგიოგრაფია;
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         ოფთალმოსკოპია;
·         ბიომიკროსკოპია;
·         კვანძების ბიოპსია;
·         რენტგენოგრაფია.

მკურნალობა
·         ქირურგიული ჩარევა;
·         ენთიოთროპული თერაპია.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         პროდუქტების კარგად დამუშავება გამოყენებამდე;
·         იმუნიტეტის გაძლიერება.

ნაადრევი ეაკულაცია – დაავადება, რომლის დროსაც მამაკაცები სქესობრივ აქტამდე ან მისი დაწყებისთანავე ახდენენ ეაკულაციას

ნაადრევი ეაკულაცია – დაავადება, რომლის დროსაც მამაკაცები სქესობრივ აქტამდე ან მისი დაწყებისთანავე ახდენენ ეაკულაციას
#post_seo_title

ნაადრევი ეაკულაცია – დაავადება, რომლის დროსაც მამაკაცები სქესობრივ აქტამდე ან მისი დაწყებისთანავე ახდენენ ეაკულაციას.

ნაადრევი ეაკულაცია წარმოადგენს სქესობრივი ჯანმრთელობის პრობლემას, რომელიც მამაკაცებს სქესობრივი აქტის დაწყებისთანავე ან მანამდე ეაკულაციის გაწვდილი პრობლემით უშლის ხელს. ეს მდგომარეობა ხშირად გამოწვეულია ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ფაქტორებით და შეიძლება გავლენა მოახდინოს მამაკაცების სექსუალურ ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე.

მიზეზები
·         სათესლე ჯირკვლის ან სათესლე ბაგირაკის ანთებითი პროცესები;
·         სასქესო ორგანოს დაპატარავება;
·         ჰიპერსექსუალურობა მამაკაცებში;
·         სასქესო ორგანოს თავის გაზრდილი მგრძნობელობა;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობა;
·         შაქრიანი დიაბეტი, რომელიც იწვევს სწრაფ ეაკულაციას;
·         ფსიქოლოგიური დისკომფორტი – სტრესი, დაღლილობა, ნევროზი.

სიმპტომები
·         ეაკულაციის რეფლექსის დარღვევა;
·         მოკლე სქესობრივი აქტების შესრულება;

დიაგნოსტიკა
·         ინფექციური გამაღიზიანებლების გამოვლენის ტესტები;
·         «ლიდოკაინის ტესტი» ადგილობრივი ანესთეტიკით;
·         სისხლში სქესობრივი ჰორმონების დონის გასაზღვრა;
·         სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
·         შარდის ანალიზი;
·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ფსიქოკორექციას;
·         სქესობრივი აქტის პროლონგიზაციას;
·         ადგილობრივი ანესთეტიკების გამოყენებას;
·         სეროტონინის შეწოვის ინჰიბიტორებს;
·         ნეიროტოპული პრეპარატების გამოყენებას დიაბეტურ ნეიროპათიასთან საბრძოლველად.

დიეტა
საკვები დაბალანსებული უნდა იყოს ცილებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით.

საშიშროება
ერექციული დისფუნქციის განვითარება.

რისკის ჯგუფი
·         ენურეზით დაავადებულები;
·         პროსტატიტით დაავადებულები;
·         შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია სტრესისგან თავის დაცვა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა.

ნასაზოგური ეაკულაცია მამაკაცების სექსუალური ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელიც სერიოზული გავლენა მოახდენს სექსუალურ აქტზე და ურთიერთობებზე. მისი მართვა და მკურნალობა შესაძლებელია თანამედროვე მიდგომებით და სექუალურ ჯანმრთელობის სპეციალისტების დახმარებით. სწორად გაწვდილი მკურნალობა და სპეციალისტების დახმარება საშუალებას აძლევს მამაკაცებს მიიღონ უკეთესი სექსუალური გამოცდილება და გააუმჯობესონ მათი ცხოვრების ხარისხი.

„წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს – COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება“- გიორგი ფხაკაძე

COVID is Not the Flu: the data shows that COVID-19 remains a far more dangerous virus, both in terms of its immediate effects and long-term consequences
#post_seo_title

„COVID-19-ის შემთხვევების და სიკვდილიანობის სწრაფი ზრდა მსოფლიოში და საქართველოში წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს“ – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წამყვანმა ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება.

სამხრეთ კორეაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება. 11 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით 1,464 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, რაც 7.2 პროცენტით მეტია წინა კვირასთან შედარებით, როდესაც 1,366 ახალი პაციენტი დაფიქსირდა. 

გაითვალისწინეთ უსაფრთხოების ზომები და იზრუნეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე! 
 https://news.koreaherald.com/view.php?ud=20240823050428

კანადაში COVID-19-ით ჰოსპიტალიზაცია ზამთრის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზეა. მხოლოდ კვებეკში, ამჟამად 1,200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში COVID-19-ით და ყოველკვირეულად 30-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.
იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!
შეიძლება იყოს 8 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
ავსტრალიაში COVID-19-ით სიკვდილიანობა მოხუცთა სახლებში კვლავ ხშირია. 2024 წლის 3 მაისიდან 26 ივლისამდე პერიოდში 442 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, რაც თითქმის იგივეა წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით, როდესაც 439 გარდაცვალება დაფიქსირდა.
გავუფრთხილდეთ ჩვენს უფროსებს!
სამხრეთ კორეაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება.
11 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით 1,464 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, რაც 7.2 პროცენტით მეტია წინა კვირასთან შედარებით, როდესაც 1,366 პაციენტი დაფიქსირდა.
გაითვალისწინეთ უსაფრთხოების ზომები და იზრუნეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე!

ტაილანდის მეფის ვაჟმა პოსტში თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ის საავადმყოფოში, საწოლში, ჟანგბადის მილით გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, – მას ფილტვების ინფექცია აქვს, რომელიც Covid-19 ვირუსმა გამოიწვია.
ვუსურვოთ სწრაფი გამოჯანმრთელება!
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights