სასიამოვნო სიახლე – „სიხარულით გაცნობებთ ჩვენი ინიციატივის შემდეგ ნაბიჯს, „შენი ვაკანსიის“ პლატფორმა“

პროფესორი, “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე  გიორგი ფხაკაძე სასიამოვნო სიახლეს გვთავაზობს:

„ძვირფასო კოლეგებო, მოხარული ვარ, გაგიზიაროთ სასიამოვნო სიახლე. ერთ წელზე მეტია თქვენთან ერთად ვმუშაობთ აკრედიტაციის პროცესში და ამ დროის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ დიდ გამოწვევად მივიჩნიეთ კვალიფიციური კადრების პოვნა და შენარჩუნება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს სხვადასხვა ვებპლატფორმა, ხშირად საჭირო კადრებს ეძებთ პირადი კონტაქტებით, WhatsApp-სა თუ Facebook ჯგუფებში. ამ საჭიროებიდან გამომდინარე, თავდაპირველად შევქმენით ჯანდაცვის გვერდი „შენი ექიმი“ www.sheniekimi.ge და ახლა სიხარულით გაცნობებთ ჩვენი ინიციატივის შემდეგ ნაბიჯს: „შენი ვაკანსიის“ პლატფორმის გაშვებას https://cv.sheniekimi.ge.

ეს პლატფორმა მთლიანად ჯანდაცვის სექტორის ვაკანსიებისთვისაა შექმნილი — ექიმების, ექთნების და ყველა იმ პროფესიონალის, ვინც საავადმყოფოებისთვის არის აუცილებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ „შენი ვაკანსია“ დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და არ არის დაკავშირებული არც ერთ დიდ ქსელთან, თუმცა თანამშრომლობისთვის ღიაა ჯანდაცვის ყველა  დაწესებულებასთან.

ამ პლატფორმის წარმატებისთვის გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. გთხოვთ განათავსოთ თქვენი ვაკანსიები „შენი ვაკანსიის“ პლატფორმაზე. ჩვენი გუნდის წევრი თათია გოჩაძე დაუკავშირდება თქვენი კლინიკის HR პერსონალს მომდევნო კვირას, რათა აუხსნას პლატფორმის გამოყენების პროცესი და გაუწიოს დახმარება.

საპილოტე ეტაპის ფარგლებში, წლის ბოლომდე, ვაკანსიების განთავსება უფასო იქნება.

გმადლობთ მხარდაჭერისთვის და ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის“.

პატივისცემით, გიორგი ფხაკაძე

 

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აკრედიტაცია კანადის მისაღებად დაინერგა ძალადობის პრევენციის მექანიზმი, რაც ემსახურება დასაქმებულთა და პაციენტთა უსაფრთხო, მშვიდი და დაცული გარემოს უზრუნველყოფას

ძალადობის პრევენცია ორგანიზაციებში, განსაკუთრებით კი სამედიცინო დაწესებულებებში არსებითად მნიშვნელოვანია.

 გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სამუშაო სივრცეებში ძალადობასთან ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმი სათანადოდ დანერგილი არ არის, ორგანიზაციებმა თავად უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა აღნიშნული საკითხი დაარეგულირონ შიდა სტანდარტებით და ამით ხელი შეუწყონ ქვეყანაში არსებული უსაფრთხო და არაძალადობრივი სამუშაო გარემოს შექმნას.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აკრედიტაცია კანადის მისაღებად დაინერგა ძალადობის პრევენციის მექანიზმი, რაც ემსახურება დასაქმებულთა და პაციენტთა უსაფრთხო, მშვიდი და დაცული გარემოს უზრუნველყოფას.
ძალადობის პრევენციაზე საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის იურისტი – მადგა მარგიანი

თირკმლის სიმსივნის რადიოსიხშირული აბლაცია ოპერაციულ მკურნალობასთან შედარებით ნაკლებად ინვაზიური პროცედურაა, რომელიც სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება

მსგავსი ტიპის ჩარევის დროს ხდება სიმსივნური უჯრედების რადიოსიხშირული აბლაცია.
რადიოსიხშირული აბლაციის უპირატესობა გამოიხატება მინიმალური ინტრაოპერაციული დროის ხანგრძლივობით და პოსტოპერაციული გართულებების სიმცირით. რეაბილიტაცია არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს, ასევე დამატებითი უპირატესობაა პაციენტის სტაციონარში მცირე დროით დაყოვნება.
პროცედურა ტარდება მაშინ, როდესაც სიმსივნე მცირე ზომისაა და ლოკალურია, განსაკუთრებულად მიზანშეწონილია კომორბიდულ პაციენტებში, რომელთაც გარდა თირკმლის სიმსივნისა აქვთ რიგი თანმხლები დაავადებები.
შესაძლოა ზოგჯერ, პროცედურის შემდეგ დადგეს რიგი თერაპიების საჭიროება, რაც დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, რომელიც დგინდება ინტრაოპერაციული ბიოფსიის შემდგომ.
რადიოსიხშირული აბლაციის (RFA) ჩატარებამდე რამდენიმე კვლევა და პაციენტის მდგომარეობის სწორი შეფასება მნიშვნელოვანია, ძირითადად შემთხვევებში ეს კვლევებია:
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) რომელიც სიმსივნის ზომის და მდებარეობის ვასკულარიზაციის შესაფასებლად გამოიყენება;
ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც გამოიყენება ტექნიკურად სიმსივნის ლოკალიზაციის მისაწვდომ ჭრილებში გამოსატანად;
მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ღრმა კვლევის საჭიროების შემთხვევაში;
ლაბორატორიული ანალიზები: სისხლის საერთო ანალიზი, ორგანოების ფუნქციის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ბიოქიმიური ტესტები თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის შეფასება და ასევე სპეციალიზებულ ექიმთან კონსულტაცია პოტენციური რისკებისა და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად.
(RFA) პროცედურა რამდენიმე ეტაპად იყოფა
პირველადი კონსულტაცია;
გამოკვლევების ეტაპი;
შედეგების განხილვა, რაც მოიცავს პროცედურის აუცილებლობის განმარტებას, პროცედურის მიმდინარეობის, ინტრა/პოსტოპერაციული სამომავლო შედეგების და გართულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას პაციენტისთვის, პროცედურის შემდგომი გეგმის დასახვას შესაბამისი პროტოკოლის და გაიდლაინების მიხედვით, რომელიც ძირითადად სიმსივნის ტიპზეა დამოკიდებული.

მხარეებმა ექსპერტისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან აღნიშნული სინდრომის სამკურნალო იმ მედიკამენტებზე მიიღეს განახლებული ინფორმაცია, რომლებიც ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია

ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ექსპერტისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან აღნიშნული სინდრომის სამკურნალო იმ მედიკამენტებზე მიიღეს განახლებული ინფორმაცია, რომლებიც ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვაა. შესაბამისად, სამინისტრო მუდმივ რეჟიმში მიიღებს განახლებულ მონაცემებს, როგორ განვითარდება და რა საბოლოო შედეგები ექნება პრეპარატების კვლევას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული სახელმწიფო პროგრამით მათი უზრუნველყოფის გადაწყვეტილება. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათ, გენეტიკურად განპირობებულ, კუნთების პროგრესული დაზიანებით მიმდინარე დაავადებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტების მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან სტეროიდული პრეპარატით „დეფლაზაკორტი“.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს დაავადების მართვის პროტოკოლის შექმნისა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შედეგად გამოწვეული სხვა სამედიცინო ჩვენებების თუ გართულებების მართვის საკითხები. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძემ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებზე იმსჯელა

ჯანდაცვის სამინისტროში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებზე იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბენეფიციარები უახლესი სისტემებითა და სენსორებით მარაგდებიან.

ამასთან, მათივე ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი საჭიროებების მიმართულებით უწყება კვლავ აგრძელებს მუშაობას. მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მათ, ვინც ინსულინის ტუმბოს (პომპა) იყენებს, სამინისტრო პოპმპასთან თავსებადი CGM სისტემებით უზრუნველყოფს. შეხვედრაზე განიხილეს შაქრიანი დიაბეტის 18 წელს ზემოთ პროგრამაც.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია პაციენტთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათთვის საჭირო სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, რისთვისაც ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე, ექიმები და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

4 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება

ძალიან ბევრი ფიტნეს კლუბი არსებობს – როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვარჯიშის პროგრამის ბლანკი და მომხმარებლის ჯანმრთელობის შესახებ გამოკითხვის ანკეტა?

“ნეონატოლოგიურ ცენტრ N ქირონ+”-ში მშობელთა საბჭოს რეკომენდაციით ცვლილებები განხორციელდა

“ნეონატოლოგიურ ცენტრ N ქირონ+”-ში  არსებული მშობელთა საბჭოს მუშაობით და მჭიდრო კომუნიკაციით, განხორციელდა სხვადასხვა ცვლილება.

“მათი რჩვევით კლინიკაში განთავსდა საინფორმაციო ბუკლეტები.
🔘გაიზარდა პაციენტების ნახვის საათი.⏱️
🔘მოეწყო სალოცავი კუთხე .
🔘სარეკლამო რგოლები განთავსდა მონიტორზე ფლიგელებში.

კლინიკაში მშობელთა საბჭო მუშაობს აქტიურად და სხვა დამატებითი რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის არის ღია.

🖊️თუ რაიმე რჩევა და რეკომენდაცია გაქვთ გთხოვთ თქვენც გაგვიზიაროთ 🙏❤️”

როგორ უნდა ამოვიცნოთ კრუპი ბავშვებში?

როგორ უნდა ამოვიცნოთ კრუპი ბავშვებში?

ცრუ კრუპი (ხორხის მწვავე სტენოზი): სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობის მეთოდები – რა არის ცრუ კრუპი?-  საუბრობს პედიატრი თემურ მიქელაძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან”:

„ძირითადად, კრუპი ვირუსული ეტიოლოგიით არის განპირობებული. მისი ძირითადი გამომწვევი პარაგრიპის ვირუსია. მაგალითად დიფტერიული, პრაქტიკულად, აღარ გვხვდება, რადგანაც ამის საწინააღმდეგო ვაქცინა კეთდება. ბავშვები დროულად უნდა იყვნენ ვაქცინირებული.

მას ახასიათებს ჩახლეჩილი ხასიათის ხმა, ბავშვი იძინებს აბსოლუტურად ჯანმრთელი და ღამით აქვს შეტევითი, ყეფვითი გამოძახილი. კრუპი ერთი და იგივე ბავშვს შეიძლება რამდენჯერმე გაუმეორდეს“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

მისი თქმით, ხველასთან გაჩაღებული ბრძოლა საჭირო არ არის, ის აუცილებად გაივლის.

„თუ მშობელი სწორად გაივლის ექიმთან კონსულტაციას, მეორე, მესამე ეპიზოდზე შეიძლება უპრობლემოდ მართოს კრუპი. ამ დროს,  ოთახი უნდა იყოს დატენიანებული, ბავშვმა უნდა შეისუნთქოს ცივი ჰაერი, შეგვიძლია გამოვიყენოთ პერორალური ერთჯერადად გამოსაყენებელი საშუალება, შეგვიძლია გამოვიყენოთ რექტალურად, სანთლის სახით ან საინჰალაციო სტეროიდები, ბუდესონიდის სახით.

რაც მთავარია, არ უნდა დავიბნეთ, არ ავყვეთ პანიკას და არ მოვახდინოთ ბავშვის ეგრევე სტაციონარში გადაყვანა. განსაკუთრებით კრუპს არ სჭირდება დაბნევა…

საკმაოდ მძიმე შესახედია, როცა ბავშვი ვერ სუნთქავს, მაგრამ ამის შველა ჩვენ რამდენიმე წუთში შეგვიძლია იგივე პერორალური სტეროიდით, რექტალური სტეროიდით თუ საინჰალაციო საშუალებებით” – აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი – ზაფხულში ნამიან ბალახზე ფეხშიშველი სიარულის დადებითი მხარეები

ზაფხულში ნამიან ბალახზე ფეხშიშველი სიარულის დადებით მხარეები ჩვენს ორგანიზმში. ზაფხულში ნამიან ბალახზე ფეხშიშველი სიარულის დადებითი მხარეები

​პედიატრმა ქეთი შარანგიამ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ ზაფხულში ნამიან ბალახზე ფეხშიშველი სიარულის დადებით მხარეებზე ისაუბრა:

„​ფეხშიშვესურველია არლი სიარული სასურველია არა მხოლოდ ნამიან ბალახზე, არამედ ოთახშიც ამ შემთხვევაში იატაკი უნდა იყოს მხოლოდ ბუნებრივი ხის, ის არ უნდა იყოს ლამინირებული. ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ძალიან ბევრი რეცეპტორია განლაგებული. მათი აქტივაცია იწვევს სხვადასხვა ორგანოში მსგავსი რეცეპტორების აქტივაციას. ფეხისგულების რეცეპტორების აქტივაცია ხელს უწყობს ბავშვებში ზედა სასუნთქი გზებისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების პრევენციას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი რეცეპტორები, როგორიც ფეხისგულებზეა მოთავსებული, არის მოთავსებული ცხვირში. მათი აქტივაცია ხელს შეუწყობს იმას, რომ ბავშვები იშვიათად გახდებიან ავად ზედა სასუნთქი გზებისა და მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ძალიან მნიშვნელოვანია ფეხისგულების მასაჟი და სტიმულაცია. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მით უმეტეს, თუ ეს არის ნამიანი ბალახი, კიდევ უფრო მეტად არის სასურველი. ბავშვი წყლის მსგავს პროცედურებსაც ეჩვევა.“

როდესაც გაკაჟებაზე ვსაუბრობთ, გაკაჟება არის ორგანიზმის შეგუება მისთვის არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი. არახელსაყრელი პირობა რა შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის?! ეს არის ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალი ტემპერატურა.

ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ორგანიზმში, რომელიც გაკაჟებაში იღებს აქტიურ მონაწილეობას. მით უმეტეს, თუ ვეხებით ზაფხულის პერიოდს. ეს არის საუკეთესო პერიოდი გაკაჟებისთვის. არცერთი პერიოდი არ არის ცუდი იმისთვის, რომ გაკაჟება დავიწყოთ“.

ფეხშიშველი სიარულის პრაქტიკა წარმოადგენს მარტივ, მაგრამ ეფექტურ გზას ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. ბუნებრივ ზედაპირზე სიარულმა შეიძლება დადებითი ეფექტი მოახდინოს და კარგი პრევენცია იყოს სასუნთქი გზების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

ფეხების ზედაპირზე მდებარე რეცეპტორები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. ფეხისგულების რეცეპტორების აქტივაცია ეხმარება სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის გაუმჯობესებაში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში. სპეციალისტები თვლიან, რომ ფეხშიშველი სიარული ხელს უწყობს ბავშვებში ზედა სასუნთქი გზების ჯანმრთელობას და მწვავე რესპირატორული ინფექციების პრევენციას.

#drpkhakadze