ტრანსლაციური მედიცინა და პერსონალიზებული ქიმიოთერაპია
„დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის“-მიხეილ სარჯველაძე
მოგეხსენებათ, რომ დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით, გავზარდოთ აღნიშნული პროგრამის რეგიონული მოცვა. იმავდროულად, მნიშვნელოვანია მომსახურების ანაზღაურების გაუმჯობესება და უკეთესი ხარისხის შესაძლებლობა“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტში მიმდინარე გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დიალიზის პროგრამასთან ერთად, უწყვეტად გაგრძელდება მოსახლეობისთვის სხვა, სამედიცინო მომსახურების მიწოდებაც.
„გაიზრდება ცალკეული პროგრამების საბიუჯეტო დაფინანსება, რაც მოხმარდება მათი ეფექტიანობის ზრდას. პრიორიტეტული იქნება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებების, ტრანსპლანტაციისა და სხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მოცვა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარალელურად, ვგეგმავთ, ქვეყანაში შეიქმნას ბავშვთა ონკოლოგიის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა“ – მიხეილ სარჯველაძე
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარალელურად, ვგეგმავთ, რომ ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა შეიქმნას, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ, უკანასკნელი 12 წლის მანძილზე, ჯანდაცვის უფლების უზრუნველყოფის მიმართულებით, რადიკალურად შეიცვალა ვითარება.
„იყო დრო, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები და მესვეურები, შავ ხვრელში ფულის გადაყრას ეძახდნენ. საბედნიეროდ, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ეს ასე აღარ არის და საქართველოში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი მიდგომები, რომ შავ ხვრელში ფულის გადაყრად თვლიდნენ ონკოლოგიური პაციენტის დახმარებას, აღარასდროს დაბრუნდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების სისტემა“-მიხეილ სარჯველაძე
ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების სისტემა – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, DRG სისტემა ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ჯანდაცვის სექტორში, რომელიც მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული.
„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც შეიძლება, პრაქტიკამ, ამ დრომდეც აჩვენა და მომავალშიც, აუცილებლად აჩვენებს. მისივე თქმით, თითოეულ ასეთ პრობლემაზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული. დაფინანსების სათანადო მექანიზმები დაინერგება, ასევე, ინოვაციური მეთოდების განსხვავებული წესით დაფინანსებისთვის“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
არ მიიღოთ ანტიმიკრობული მედიკამენტები – ანტიბიოტიკები, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტული მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე
არ მიიღოთ ანტიმიკრობული მედიკამენტები – ანტიბიოტიკები, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიპარაზიტული მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე.



ტრავმული პაციენტის საექთნო მართვის პრინციპები – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.
წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.
ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.
ტრავმული პაციენტის საექთნო მართვის პრინციპები
ბიომექანიკა და დაზიანების მექანიზმი
ტერმინები „ბიომექანიკა“, „კინემატიკა“ და „დაზიანების მექანიზმი“ ხშირად ერთმა ნეთის ნაცვლად გამოიყენება, თუმცა, რეალურად, სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ. ფართო გაგებით, ბიომექანიკა არის „სწავლება ძალის მოქმედებისა და მისი ეფექტების შესახებ“.
კინემატიკა კი მექანიკის (ენერგიის გადაცემა) ნაწილია, რომელიც სწავლობს სხეულთა
მოძრაობას მათზე მოქმედი ძალებისა და მასის გათვალისწინების გარეშე.
დაზიანების მექანიზმი წარმოადგენს იმ მექანიზმების ერთობლიობას, რომელთა ზემოქმედების შედეგადაც გარემოდან სხეულზე ენერგიის გადაცემა ხდება (მაგ., მექანიკური ენერგიის გადაცემა ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ელექტრული ენერგიის გადაცემა ჩამრთველიდან ან ქიმიური ენერგიის გადაცემა მჟავასთან კონტაქტის შედეგად).
ენერგია ეწოდება აგენტს, რომელიც იწვევს დაზიანებას. ენერგიის წყაროებია: მექანიკური/კინეტიკური, თერმული, ქიმიური, ელექტრული, დასხივება. დახრჩობა წარმოადგენს განსაკუთრებულ გარემოებას, როდესაც დაზიანების და/ან სიკვდილის გამომწვევი მიზეზი არის ოქსიგენაციის ნაკლებობა (იხ. ცხრილი 1.1, 1.2). მექანიკური ენერგია დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია, მაგ., ავტოავარიის, სიმაღლიდან ვარდნის, ნაკვეთი ან ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს.
202306072643-34ტრავმული-პაციენტი-10.02.2020
C ჰეპატიტი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა!
ბროშურა C ჰეპატიტი
C ჰეპატიტი ვირუსით გამოწვეული ღვიძლის დაავადებაა. ინფექციის გადაცემის ძირითად ფაქტორს სისხლი წარმოადგენს.
C ჰეპატიტი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა!
ის ღვიძლის ციროზისა და კიბოს გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია.
C ჰეპატიტის მძიმედ მიმდინარეობას ისიც ართულებს, რომ ხშირად ინფიცირებიდან 20-30 წლის შემდეგ ვლინდება: დაავადებული თავისი ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებს, როცა ვირუსის მიერ ღვიძლი უკვე დაზიანებულია.
ბოსტნეული – ჯანსაღი კვების ჯანმრთელობითი სიკეთეები
ბოსტნეული – ჯანსაღი კვების ჯანმრთელობითი სიკეთეები (ბოსტნეული)
ბოლოკი
ბოლოკი კარგი ანტიდეპრესანტია. ბოლოკში ბევრია უჯრედისი, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
გარდა ამისა, ბოლოკს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს :
- ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას.
- აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას.
- ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას.
- მდიდარია Ca-სა და Mg-ის მარილებით.
- მონაწილეობს სისხლის შედედებაში.
- შეიცავს C ვიტამინს და ფიტონციდებს – ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს იცავს ინფექციებისგან.
- ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.
- ამაგრებს კაპილარებს.
კომბოსტო
კომბოსტო აქვეითებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, ასევე აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თირკმელების მუშაობას, აუმჯობესებს კანისა და სისხლძარღვების მდგომარეობას, აქვეითებს არტერიულ წნევას.
დიეტური კვების დროს სასურველია კომბოსტოს სხვადასხვა ჯიშების, მათ შორის თეთრთავიანი და წითელთავიანი კომბოსტოს, კოლრაბის, პეკინური, სავოიის და ბრიუსელის კომბოსტოს, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და სხვ. მოხმარება. სასარგებლოა დიეტური თვალსაზრისით კომბოსტოს მწნილის გამოყენებაც, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო მიკროფლორის ზრდას, რაც შემდგომ აუმჯობესებს საკვების მონელებას და სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას. ის ასევე ასტიმულირებს В ჯგუფის ვიტამინების სინთეზს.
დიეტაში გამოყენებული კომბოსტოს ჯიშები დაბალკალორიულია და შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ С, В1, В2, В6, РР, К, და U ვიტამინებს. მდიდარია ასევე ბეტა-კაროტინით, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება А ვიტამინად.
ნებისმიერი ჯიშის კომბოსტო წარმოადგენს მიკრო და მაკროელემენტების კარგ წყაროს, როგორიცაა კალციუმი, რკინა, ნატრიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი.
ის ასევე შეიცავს განსაკუთრებულ აზოტურ ნაერთებს – ინდოლებს, რომლებიც ასტიმულირებენ ღვიძლის მუშაობას.
კომბოსტოში ბევრია როგორც ხსნადი, ასევე არახსნადი უჯრედისი. ხსნადი უჯრედისი ორგანიზმს ეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებაში, ხოლო უხსნადი – ხელს უწყობს დანაყრების გრძნობას და მშვენივრად ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას.
კომბოსტოში შედის ცილები, პოლისაქარიდები, ორგანული მჟავები და ლიზინი – ამინომჟავა, რომელიც ზრდის იმუნიტეტს.
ანემია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით გლობალურად დაახლოებით 30-35%-ს აწუხებს
ანემია: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა – ანემია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით გლობალურად დაახლოებით 30-35%-ს აწუხებს
ანემია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით გლობალურად დაახლოებით 30-35%-ს აწუხებს. ზუსტი ციფრები დამოკიდებულია სხვადასხვა რასაზე, ეთნიკურ ჯგუფებზე და, რა თქმა უნდა, ასაკსა თუ სქესზე. ამიტომ მისი ადრეული გამოვლენა და სწორად მკურნალობა მნიშვნელოვანია.
რა არის ანემია?
ანემია არის მდგომარეობა, როცა სისხლში ჰემოგლობინის, ერითროციტების და ჰემატოკრიტის დონეზ დაბალია. ანემია შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზების გამო, როგორიცაა რკინის, ვიტამინ B12-სა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, ქრონიკული დაავადებები, სისხლის დაკარგვა ან ერითროციტების გაძლიერებული დაშლა.
ანემიის სიმპტომები
ანემიის სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია და ხშირად არასპეციფიურია. ყველაზე გავრცელებული სიმპტომები მოიცავს:
- ზოგადი სისუსტე და დაღლილობა
- ძილიანობა და მუდმივი ენერგიის ნაკლებობა
- თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
- თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევა
- უჰაერობის შეგრძნება და ქოშინი მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე
- გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია)
- კანის სიფერმკრთალე
- ქვემო კიდურებში სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება
ეს სიმპტომები შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებისას, რაც ხშირად განაპირობებს მათ სხვა სპეციალისტებთან მიმართვას, ვიდრე ჰემატოლოგთან.
ანემიის მიზეზები
ანემია შეიძლება განვითარდეს რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით, რომლებიც მოიცავს:
- სისხლის დაკარგვა: მაგალითად, ტრავმების ან საშვილოსნოს სისხლდენის შედეგად.
- ერითროციტების გაძლიერებული დაშლა (ჰემოლიზი): როდესაც სისხლის წითელი უჯრედები სწრაფად იშლება.
- ერწიტროციტების წარმოების შემცირება: ვიტამინების ან მინერალების დეფიციტის გამო.
ყველაზე გავრცელებული ფორმები არის რკინის დეფიციტის ანემია, ვიტამინ B12-ის და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, ასევე მემკვიდრული ანემიები და ქრონიკული დაავადებების თანმხლები ანემია.
როგორ მკურნალობენ ანემიას?
ანემიის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ მიზეზზე. მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია დიფერენცირებული მიდგომა, რადგან სხვადასხვა ტიპის ანემია მოითხოვს სხვადასხვა მეთოდებს. მკურნალობა იწყება სწორი დიაგნოზით, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- სისხლის ანალიზი: ჰემოგლობინის, ერითროციტების და ჰემატოკრიტის დონეების გაზომვა.
- ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის გამოკვლევა: რკინის, ვიტამინ B12 და ფოლიუმის მჟავის დონეების განსაზღვრა.
- სისხლის დაკარგვის ან სხვა მიზეზების დადგენა: რენტგენი ან სხვა გამოკვლევები.
მკურნალობის მეთოდები მოიცავს:
- ვიტამინები და მინერალები: რკინის, ვიტამინ B12 და ფოლიუმის მჟავის დამატება.
- სისხლის გადასხმა: თუ ანემია მძიმეა და საჭიროებს სისხლის სწრაფად აღდგენას.
- ნარკოტიკების მკურნალობა: დაავადების გამომწვევ მიზეზებზე დამოკიდებული მედიკამენტები.
- პაციენტის კვების გამართვა: სწორი და დაბალანსებული კვება, რომელიც შეიცავს აუცილებელ ვიტამინებს და მინერალებს.
რატომ არის ანემიის მკურნალობა აუცილებელი?
აუცილებელია დროული მკურნალობა, რადგან ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსია, ჰიპოტენზია, კორონარული უკმარისობა ან სხვა რთული გართულებები. უნდა მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს, რადგან თვითმკურნალობამ შესაძლოა უფრო დიდი პრობლემები გამოიწვიოს.
როგორ დავაფიქსიროთ ანემია?
თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს აღგენიშნებათ ანემიის სიმპტომები, უმჯობესია დროულად მიმართოთ ექიმს. პირველი ნაბიჯი არის სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, არსებობს თუ არა ანემია და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი. სწორი დიაგნოზი და მკურნალობა დაგეხმარებათ ანემიის მართვაში და გართულებების თავიდან აცილებლაში.












