სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან მსოფლიო კამპანიას. 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, სააგენტოს წარმომადგენლები, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ჯგუფთან, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ, – ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ავრცელებს.
„თბილისსა და რეგიონებში, შეხვედრები გაიმართება პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
საინფორმაციო კამპანიის მიზანია გენდერული ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის, არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია.
16-დღიანი კამპანია, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, უკვე 33 წელია აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, როგორც ადამიანის უფლებების საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
მიმდინარე წელს, ზრუნვის სააგენტოს ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 75-მდე საინფორმაციო შეხვედრა დაიგეგმა. კამპანიის ფარგლებში, დაიბეჭდა ბრენდირებული მასალები, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს გადაეცემათ. საინფორმაციო მასალები გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)- ის ფინანსური მხარდაჭერით დამზადდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
„იცით, რომ ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და იმასაც პარალელურ რეჟიმში განვიხილავთ. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
იცით რომ პირველი იანვრიდან იმატებს საპენსიო ანარიცხები ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ისევე როგორც სოციალური დახმარებები“, – აღნიშნა ლომინაძემ.
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინ დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში
მადლიერება
ანგარიში წარმოადგენს ბავშვთაუფლებების და მასთან დაკავშირებული არსებული
სამედიცინო პრაქტიკის კვლევის შედეგებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს პედიატრიულ ყველა ჰოსპიტალში. კვლევა ჩატარდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის თანადგომით.
კვლევის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა Task Force HPH-CA1 მიერ შემუშავებული
ქვეყნის საჭიროებების მიხედვით ადაპტირებული კითხვარი. კვლევა კოორდინირებული იყო არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლელა სტურუას, ჯანმოს ევროპის ოფისის ბავშვთა და მოზარდთა პროგრამის წარმომადგენლის აიგულ
კუტუმურატოვასა და ჯანმოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლის ნინო მამულაშვილის მიერ.
კვლევის ანგარიში მომზადებულია დედათა და ბავშვთა სამმართველოს უფროსის ლელა შენგელიას მიერ ქართველ ექსპერტებთან; ივანე ჩხაიძესთან, ქეთევან შარანგიასთან და მაია ხერხეულიძესთან ერთად.
თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით კვლევაში მონაწილე ყველა ჰოსპიტალის
ხემძღვანელს და თითოეულ მონაწილეს.
მეცნიერებმა ინოვაციური ვაქცინაციის მეთოდს მიაგნეს, რომელიც მალარიის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, – ნათქვამია The New England Journal of Medicine-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში.
ვაქცინაციის ახალი მეთოდი კოღოების ნაკბენზე არის აგებული. მათში მოთავსებულია სპეციალურად მოდიფიცირებული მალარიის პარაზიტი, რომელიც იძლევა იმუნურ პასუხს, თუმცა არ იწვევს დაავადებას.
კლინიკურმა ცდებმა აჩვენეს, რომ ამ მეთოდის ეფექტურობა 90%-ს აღწევს. აქამდე არსებული მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა მხოლოდ 75%-ს აღწევდა და განმეორებით ვაქცინაციას საჭიროებდა. ამიტომ, იმუნოლოგები აგრძელებდნენ ალტერნატიული გზების ძებნას.
ეს აღმოჩენა შეიძლება გახდეს გარდამტეხი მალარიასთან ბრძოლაში. ამჟამად, მეცნიერები აპირებენ მასშტაბური ცდების ჩატარებას, რათა ამ მეთოდის ვაქცინაცია უფრო ფართოდ იყოს გამოყენებული.
მალარია ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი – პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს – ანოფელესს. მალარია გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი რაიონის ჭაობიან ადგილებში.
ჩვილები ძალიან სწრაფად იზრდებიან, და მათი მოძრაობის კონტროლი ხშირად რთულია. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინციდენტი, რომელიც მშობლებს აწუხებთ, არის ჩვილის საწოლიდან გადავარდნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევა ხშირად ხდება, პანიკაში ჩავარდნა და დანაშაულის გრძნობა არ არის საჭირო. უმჯობესია, ბავშვს დაეხმაროთ და შესაბამისი ზომების მიიღოთ.
შესაძლო შედეგები: რა შეიძლება მოხდეს ჩვილის საწოლიდან გადავარდნისას?
ჩვილის საწოლიდან გადავარდნამ შეიძლება სხვადასხვა სახის დაზიანებას გამოიწვიოს, რომლებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, საწოლის სიმაღლეზე და იატაკის საფარზე.
შესაძლო შედეგები:
დაჟეჟილობა – რბილი ქსოვილის დაზიანება, სისხლჩაქცევით. დაჟეჟილობა: რბილი ქსოვილების დახურული დაზიანება, სისხლჩაქცევით.
თავის ტვინის ტრავმა – შესაძლოა იყოს შერყევა ან დაჟეჟილობა სხვადასხვა სიმძიმის – თავის ტვინის ტრავმა.
პირველადი დახმარება: როგორ მოვიქცეთ ჩვილის საწოლიდან გადავარდნისას?
თუ ბავშვი საწოლიდან ჩამოვარდა, მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სწორად მოიქცეთ:
შეინარჩუნეთ სიმშვიდე – არ ჩავარდეთ პანიკაში, მშვიდად და გამჭრიახად აღიქვით სიტუაცია.
არ აიყვანოთ ბავშვი მკვეთრად – ჩვილის ფიზიკური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, თუ მკვეთრად აწევთ.
დაათვალიერეთ ბავშვი იმ პოზიციაში, როგორშიც იპოვეთ – შეამოწმეთ ბავშვის მდგომარეობა ისე, როგორც იპოვეთ, მკვეთრი მოძრაობების გარეშე.
შეამოწმეთ ხილული დაზიანებები – შეამოწმეთ ბავშვის სხეული ტრავმების ნიშნების მიმართ. შეამოწმეთ ხილული დაზიანებები.
მიაქციეთ ყურადღება ტირილის ხასიათს – ტირილი ხშირად სიგნალი შეიძლება იყოს, რომ რაღაც უსიამოვნო მოხდა. მიაქციეთ ყურადღება ტირილის ხასიათს.
როდის უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება?
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ ბავშვს აღენიშნება:
გახანგრძლივებული ტირილი.
ცნობიერების დარღვევა.
ღებინება.
უჩვეულო ძილიანობა.
მადის დაკარგვა.
კიდურების მოძრაობის შეზღუდვა.
ასაკობრივი თავისებურებები: ჩვილის ასაკთან დაკავშირებით არსებული რისკები
1-2 თვის ასაკი: ამ ასაკში ვარდნა იშვიათია, მაგრამ განსაკუთრებით საშიშია. აუცილებელია სამედიცინო შემოწმება.
3-6 თვის ასაკი: ეს პერიოდი ყველაზე სახიფათოა, რადგან ბავშვები იწყებენ აქტიურ მოძრაობას, თუმცა ჯერ ვერ აკონტროლებენ თავიანთ სხეულს სრულად.
6 თვის ზემოთ: ბავშვების ძვლები უფრო მოქნილია, მაგრამ ტრავმები მაინც საშიშია, ამიტომ სწორი მკურნალობა მნიშვნელოვანია.
პრევენცია: როგორ ავირიდოთ ჩვილის საწოლიდან გადავარდნა?
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები, მნიშვნელოვანია შეიმუშავოთ პრევენციული ზომები:
არასოდეს დატოვოთ ჩვილი უმეთვალყურეოდ საწოლზე ან გამოსაცვლელ მაგიდაზე – ბავშვის მარტო დატოვება დიდ რისკს შეიცავს.
გამოიყენეთ დამცავი მოაჯირები – სპეციალური მოაჯირები საწოლზე, რომლებიც ბავშვს იცავს საწოლიდან ჩამოვარდნისგან.
საწოლი განათავსეთ კედელთან ახლოს – საწოლი კედელთან ახლოს განათავსეთ, რათა ვარდნის რისკი შემცირდეს.
დარწმუნდით, რომ ლეიბი მჭიდროდ არის მორგებული ჩარჩოს – თუ ლეიბი არ არის მჭიდროდ ჩარჩოსთან, შეიძლება ბავშვი გადავარდნის დროს მოხვდეს ჩანართში.
დასკვნა
ჩვილის საწოლიდან გადავარდნა შეიძლება ნებისმიერ ოჯახში მოხდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ყოველთვის მზად იყვნენ სწორად და ეფექტურად რეაგირებისათვის. პრევენციული ზომების მიღება და სწრაფი რეაგირება შეიძლება დაზიანებების თავიდან აცილების თვალსაზრისით განსაზღვრავდეს ბევრ ფაქტორს.
შეგახსენებთ:
მკურნალობისა და დახმარების შესახებ ყოველთვის კონსულტაციები აუცილებელია პროფესიონალ ექიმთან.
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.
წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.
ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.
უჯრედი ორგანიზმის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულია. უჯრედებს აქვთ სიცოცხლე, რომლის მხარდასაჭერად აუცილებელია ენერგია. ცოცხალ უჯრედებს აქვთ გარემომცველი გარემოდან ენერგიის ათვისების უნარი. ენერგიის წარმოქმნასა თუ მოპოვებაზე პასუხისმგებელია სხვადასხვა ბიოქიმიური რეაქცია. მიკროსკოპულ სტრუქტურასა და შემადგენლობაზე დაყრდნობით, უჯრედები იყოფა ჯგუფებად:
1. პროკარიოტული უჯრედები
2. ეუკარიოტული უჯრედები
პროკარიოტებს არ გააჩნიათ სუბუჯრედული სტრუქტურების მკაფიოდ გამოხატული მემბრანა/საზღვრები; ძირითადად, არ არსებობს ბირთვის მემბრანა. ეუკარიოტებს აქვთ ბირთვული მემბრანა, რომელიც გარს ერტყმის ცენტრალურ ბირთვის მასას (სურ. 1.1)
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.
წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.
ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.
ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ანატომია და ფიზიოლოგია სქესობრივი განვითარება
სქესობრივი განვითარება იწყება ჩასახვიდან, მას მერე, რაც გენეტიკური სქესი განისაზღვრება კვერცხუჯრედის და სპერმის გაერთიანებით. ბავშვობის პერიოდში სქესობრივი ორგანოები არააქტიურია და სქესობრივი მომწიფების პერიოდში აქტიურდება.
პრენატალური განვითარება დედის კვერცხუჯრედი ატარებს ერთ X ქრომოსომას, ხოლო მამის სპერმატოზოდი კი X ან Y ქრომოსომის მატარებელია. თუ X ქრომოსომიანი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს შთამომავლობის გენეტიკური სქესი იქნება მდედრობითი, ხოლო თუ Y ქრომოსომიანი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, გენეტიკურად მამრობითი სქესის შთამომავალს მივიღებთ.
მიუხედავათ იმისა რომ გენეტიკური სქესი განისაზღვრება ჩასახვის დროს, მამრობითი და
მდედრობითი ნაყოფის რეპროდუქციული სისტემა სქესობრივად არადიფერენცირებულია პრენატალური პერიოდის პირველი 6 კვირის განმავლობაში. მეშვიდე კვირას განსხვავება მდედრობითსა და მამრობითს შორის ჩნდება შინაგან სტრუქტურებში. გარეთა გენიტალიები ერთნაირია მეცხრე კვირამდე, სანამ გარეთა სტრუქტურების ცვლილება დაიწყება. გესტაციური ასაკის მე-12 კვირას გარეთა სქესობრივი ორგანოების დიფერენციაცია დასრულებულია. პრენატალური სქესობრივი განვითარების ძირითადი ტენდენცია მდედრობითი სტრუქტურაა.
Y ქრომოსომის მცირე ნაწილის არსებობა ცვლის ამ ტენდენციას და მიმართავს ადრეულ
(პრიმიტიულ) სქესობრივ უჯრედებს რომ ჩამოყალიბდეს სათესლეებად. Y ქრომოსომის, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილის არ არსებობის შემთხვევაში, პრიმიტიული სქესობრივი უჯრედები გააგრძელებს საკვერცხეებად ჩამოყალიბების კურსს.
ნაყოფის განვითარების პერიოდში საკვერცხეები და სათესლეები გამოყოფს პირველად ჰორმონებს, რომლებიცაა ესტროგენი და ტესტოსტერონი.
ტესტოსტერონი განაპიროებებს მამრობითი სქესობრივი ორგანოებისა და გარეთა გენიტალიების განვითარებას, ხოლო მისი არ არსებობა კი მდედრობითი სქესობრივი მახასიათებლების შედეგს გვაძლევს. მიუხედავათ იმისა რომ ესტროგენი გამოიყოფა ნაყოფის საკვერცხეების მიერ, ეს ჰორმონი არ არის საჭირო მდედრობითი სქესობრივი სტრუქტურების განვითარების დასაწყებად.
ბავშვობა მდედრობითი და მამრობითი სასქესო ჯირკვლები არააქტიურია ჩვილობისა და ბავშვობის პერიოდში. სქესობრივი მომწიფების დროს ჰიპოთალამუსი ასტიმულირებს წინა ჰიპოფიზს, რომელიც გამოიმუშავებს მასტიმულირებელ ჰორმონებს, რომლებიც ასტიმულირებს სასქესო ჯირკვლების მიერ სასქესო ჰორმონების გამოყოფას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის კლინიკის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებმაც კარდიოლოგიური კვლევის სრული მომსახურება მიიღეს.
მსგავს აქციებს აფხაზეთიდან დროებით დევნილებისთვის სამინისტრო მომავალ წელსაც განახორციელებს.
13 ნოემბერს პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე.
კონფერენცია გაიმართა საერთაშორისო ანტი-დოპინგ სააგენტოს ინიციატივით.
საქართველოში დოპინგის მოხმარება უკონტროლო გახდა როგორც ზრდასრულ, ასევე არასრულწლოვან სპორტის მოყვარულებს შორის.
მკაფიოდ დადგა საკითხი ფიტნეს კლუბებისლიცენზირების აუცილებლობაზე და მარეგულირებელი კანონისშემუშავებაზე, არალეგალური პრეპარატების გაყიდვის შემცირების/შეწყვეტის მიზნით.
ჩვენ უკვე გვაქვს სამწუხარო სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენ ფიტნეს კლუბში ხდება ანაბოლური სტეროიდებით ვაჭრობა მომხმარებლებზე. ამის რეგულაცია შესაძლებელი მხოლოდ კანონის საშუალებით, რადგან პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არამხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც ასაღებენ აკრძალულ პრეპარატებს, არამედ თავად ფიტნეს კლუბს, სადაც ხდება სტეროიდების გასაღება.
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.
წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.
ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.
საექთნო შეფასება ენდოკრინული სისტემა ამ თავში თქვენ შეისწავლით:
1. ჰორმონების საერთო მახასიათებლებისა და ფუნქციების აღწერას;
2. ენდოკრინული ჯირკვლების მდებარეობის განსაზღვრას;
3. ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, ფარისებრახლო ჯირკვლის, თირკმელზედა
ჯირკვლისა და პანკრეასის ჰორმონების ფუნქციების აღწერას;
4. ჰორმონული რეცეპტორების მდებარეობისა და როლების აღწერას;
5. შერჩევას ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული იმ მნიშვნელოვანი სუბიექტური და ობიექტური მონაცემებისა, რომელიც პაციენტისგან უნდა შეგროვდეს;
6. ენდოკრინული სისტემის ასაკობრივი ცვლილებების დაკავშირებას შემოწმებისას
გამოვლენილ განსხვავებებთან;
7. ენდოკრინული სისტემის ფიზიკური შემოწმებისას გამოვლენილი ნორმალური
მიგნებების გავრცელებული დარღვევებისგან დიფერენცირებას;
8. ენდოკრინული სისტემის დიაგნოსტიკური კვლევების მიზნის, მათი შედეგების
მნიშვნელობისა და დაკავშირებული საექთნო პასუხისმგებლობების აღწერას;