ორშაბათი, ივნისი 22, 2026

„ვგეგმავთ, მზარდი და მდგრადი ფინანსური რესურსით დარგის უზრუნველყოფას“-მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
#post_seo_title

„უახლოეს პერიოდში, ხელშესახებად გაუმჯობესდება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაცა და ხარისხიც, ფსიქიატრიული მიმართულებით. ვგეგმავთ, მზარდი და მდგრადი ფინანსური რესურსით დარგის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, სამინისტრო ამ მიმართულებით ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით სექტორის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს.

„ვგეგმავთ, მზარდი და მდგრადი ფინანსური რესურსით დარგის უზრუნველყოფას. მაქსიმალური ყურადღება გამახვილდება ხარისხიანი სერვისებით უზრუნველყოფაზე, შედეგიანობაზე. ამასთანავე, დაიწყება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების რეაბილიტაცია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“-მიხეილ სარჯველაძე

„გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“-მიხეილ სარჯველაძე
#post_seo_title

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის დეტალებსა და უზარმაზარ წარმატებაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ეს უნიკალური პროგრამა ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო. დღეს, საქართველოს შეუძლია, ამაყად თქვას, რომ აქვს საქვეყნოდ სახელგანთქმული C ჰეპატიტის მართვის პროგრამა. მისი განმახორციელებელი და სულისჩამდგმელი გახლდათ ბატონი თენგიზ ცერცვაძე და მინდა, ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მოვიხარო ქედი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე, – განაცხადა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას, B ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით, მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე.

„გაიზრდება B ჰეპატიტის მიმართულებით პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა. ასევე, შეგახსენებთ კიდევ ერთ დიდ წარმატებას – საქართველოში, დღეს, ტუბერკულოზით, იმაზე ნაკლები ადამიანია დასნებოვნებული, ვიდრე 2012 წლამდე, ამავე დიაგნოზით, იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში. სასწაული ამბავი მოხდა, ამ წლების განმავლობაში – მაშინ, პენიტენციურ დაწესებულებაში, იმაზე მეტი ადამიანი იყო დაავადებული ტუბერკულოზით, ვიდრე დღეს, მთელს ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე, ეს დიდი წარმატებაა, მაგრამ სხვა მიმართულებების მსგავსად, აქაც არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით – მუდმივად საუკეთესო მაჩვენებლებისა და საქმის ბოლომდე მისაყვანად, ბრძოლას ურყევად გავაგრძელებთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა“ – მიხეილ სარჯველაძე

„ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების სისტემა“-მიხეილ სარჯველაძე
#post_seo_title

ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების სისტემა – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, DRG სისტემა ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ჯანდაცვის სექტორში, რომელიც მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული.

„აღნიშნულ სისტემას სჭირდება კარგად იმპლემენტაცია, ყველა იმ ნაკლოვანებისა და ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც შეიძლება, პრაქტიკამ, ამ დრომდეც აჩვენა და მომავალშიც, აუცილებლად აჩვენებს. მისივე თქმით, თითოეულ ასეთ პრობლემაზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული. დაფინანსების სათანადო მექანიზმები დაინერგება, ასევე, ინოვაციური მეთოდების განსხვავებული წესით დაფინანსებისთვის“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„მთავარ აქცენტს გავაკეთებთ სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე“ – მიხეილ სარჯველაძე

მთავარ აქცენტს გავაკეთებთ სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე
#post_seo_title

მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით, 4-ჯერ არის გაზრდილი ჯანდაცვის დანახარჯები. ეს კოლოსალური მხარდაჭერაა, რომელსაც სახელმწიფო თითოეული პაციენტის დასახმარებლად იჩენს, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას პარლამენტში, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მუდმივად მზარდი იქნება და ამ მიმართულებით, ყოველწლიურად, დაინერგება სიახლეები. მისივე განცხადებით, სიახლეები შეეხება პროგრამების როგორც ხარისხობრივ, ისე შინაარსობრივ გაუმჯობესებასა და განვითარებას.

მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის მიმართულების პრიორიტეტებზეც ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის, ერთ-ერთი მთავარი კვლავ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა და მისი ეფექტიანი განხორციელება იქნება.

„ჩვენ, მთავარ აქცენტს გავაკეთებთ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე, დღეს არსებული სისტემის შენარჩუნებასა და მის შემდგომ განვითარებაზე. ეს მოიცავს ყველა მიმართულებას – სპორტული მედიცინიდან დაწყებული, ონკოლოგიური მედიცინით დამთავრებული – ერთის მხრივ, შევეცდებით, გავუფრთხილდეთ და მაქსიმალურად დავაფასოთ ის, რაც გვაქვს და მეორეს მხრივ, სწორედ ამ ბაზისზე განვახორციელოთ შემდეგი პროგრესი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომას ასევე ესწრება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე.

„რესპუბლიკურ საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა“

„რესპუბლიკურ საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა“
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სარჯველაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის სისტემისა და სექტორის განვითარებისთვის დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატმა, ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციაზე და აღნიშნა, რომ მალე ქვეყანას, ძლიერი, მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური სახელმწიფო კლინიკა ექნება.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფცია წარდგენილ იქნა საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ვფიქრობ ამას საზოგადოებაში საკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, მაღალია ინტერესიც და მოლოდინიც ამ მიმართულებით. ვფიქრობთ ძალიან მალე, არც თუ ისე დიდი ხსნის შემდეგ, ჩვენ გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი , საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა თბილისის ცენტრში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?
#post_seo_title

არის თუ არა ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიური დარღვევა? სჭირდება თუ არა ამ დროს ბავშვს დახმარება?

ბევრი მშობელი და მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ბავშვი ჰიპერაქტიურია, თუმცა ხშირად ეს მდგომარეობა არ არის ნევროლოგიური დარღვევა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს საჭირო სპეციალისტის დახმარება. 

ჰიპერაქტიურობა და ყურადღების დეფიციტი ხშირად დაკავშირებულია ნერვული სისტემის დარღვევასთან, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული სიმპტომების არსებობა არ ნიშნავს დაავადებას.

ჰიპერაქტიურობა და ADHD-ის სიმპტომები

მშობლები ხშირად უკავშირდებიან ნევროლოგებს ან ფსიქოლოგებს, როცა ბავშვი გამოირჩევა ჭარბი აქტიურობით. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ნევროლოგმა ან ფსიქიატრიმა სპეციალური ტესტებით დაადასტურეოს ADHD (ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის სინდრომი) დიაგნოზი.

ADHD-ისთვის დამახასიათებელია:

  • ყურადღების კონცენტრაციის სირთულე: ბავშვს უჭირს დავალებებზე ფოკუსირება.
  • გიპერაქტიურობა: მუდმივი მოძრაობა, შეუსვენებლად, ჭარბი ენერგია.
  • იმპულსურობა: სწრაფი და მოულოდნელი რეაქციები.

ADHD-ს დიაგნოზი

თუ ბავშვში ამ სიმპტომების კომბინაცია არსებობს, მაშინ აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა, რადგან ADHD-ის მართვა მოითხოვს დროულ მკურნალობას და დიაგნოზის დასმას. სამედიცინო სერტიფიცირებული ტესტები გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ, აქვს თუ არა ბავშვს ADHD და როგორ უნდა მოხდეს მისი მართვა.

ჰიპერაქტიურობის სხვა მიზეზები

ჰიპერაქტიურობა არ არის მხოლოდ ADHD-ს სიმპტომი. მისი მიზეზები შეიძლება განსხვავდებოდეს და მოიცავდეს:

  • ასაკობრივი თავისებურება: პატარა ბავშვებს ხშირად აქვთ ჭარბი აქტიურობა, რაც ბუნებრივია მათი განვითარების პროცესში.
  • ტემპერამენტი: ზოგიერთ ბავშვს აქვს ბუნებრივი მიდრეკილება, აქვს მაღალი აქტიურობა და ენერგია.
  • გარემო პირობები: გადაღლა, სტრესი, არასაკმარისი ძილი და არასწორი კვება ასევე შეიძლება იყოს აქტიურობის მიზეზი.

რეკომენდაციები მშობლებისთვის

თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ბავშვი ჰიპერაქტიურია, უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან ან ფსიქოლოგთან. მას შეუძლია დიფერენცირება ADHD და სხვა შესაძლო დარღვევებს შორის, რათა შეირჩეს სწორი მართვის სტრატეგია. ნუ დამალავთ ბავშვის სიმპტომებს და დროულად მიმართეთ პროფესიონალს.

ADHD-ის მკურნალობა

ADHD-ის მკურნალობა მოიცავს არა მხოლოდ მედიკამენტოზურ თერაპიას, არამედ ქცევით თერაპიების, რაც ბავშვს დაეხმარება გაიუმჯობესოს ყურადღება, მართოს ემოციები და განვითარდეს სოციალური ურთიერთობებში.

ბავშვებში ჰიპერაქტიურობის ადრეული ამოცნობა და სწორი მკურნალობა დაგეხმარებათ ნერვული სისტემის დაზიანებაის თავიდან აცილებაში და ბავშვს საშუალებას მისცემს სრულფასოვნად განვითარდეს.

უსაფრთხო და ხარისხიანი საექთნო საქმიანობის ძირითადი კომპონენტები – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

უსაფრთხო და ხარისხიანი საექთნო საქმიანობის ძირითადი კომპონენტები

ამ თავში თქვენ შეისწავლით:
• IOM-ის (მედიცინის ინსტიტუტი) კომპეტენციების განსაზღვრას, ამ ორგანიზაციის ექვსი
მიზნის მონახაზის გაკეთებასა და ამავე ორგანიზაციის მიერ ჩამოყალიბებული 21-ე საუკუნის ჯანდაცვის 10 წესის ანალიზს;
• IOM-ის მიერ შემუშავებულ კომპეტენციებსა და QSEN-ის მიერ (Quality and Safety
Education for Nurses – ექთნების სწავლება ხარისხისა და უსაფრთხოების მიმართულებით) შემუშავებულ ძირითად კომპეტენციებს შორის სხვაობის ანალიზს;
• საექთნო საქმიანობის თითოეული ძირითადი კომპეტენციის ფუნდამენტური მახასიათებლების განსაზღვრასა და აღწერას;
• პაციენტზე ორიენტირებული უსაფრთხო და ხარისხიანი მკურნალობისათვის აუცილებელი ეფექტური საექთნო ლიდერობისა და მართვის მნიშვნელობის განხილვას;
ყველა დონეზე ექთნები წარმოადგენენ ლიდერებს პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. თითოეულ ექთანს, როგორც ინტერდისციპლინური გუნდის წევრს, უნდა შევასწავლოთ პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის ასპექტები. ამისთვის აქცენტი უნდა
გავაკეთოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკაზე, ხარისხის გაუმჯობესების მიდგომებზე, ინფორმატიკასა და უსაფრთოხებაზე (Cronenwerr et al., 2007. Greiner & Knebel, 2003).
თანამედროვე მოძრაობა პაციენტთა უსაფრთხოების მიმართულებით დაიწყო 2000 წელს, როდესაც IOM-მ გამოაქვეყნა მისი საეტაპო ანგარიში „შეცდომის დაშვება ადამიანურია: ვაშენოთ უფრო უსაფრთხო ჯანდაცვა“ (To Err Is Human: Building a Safer Health System p Kohn, Corrigan & Donaidson, 2000). ამ პუბლიკაციით დაიწყო ჯანდაცვაში ხარისხისა და უსაფრთხოების ძიება, რამაც, საბოლოოდ, მოგვიყვანა კიდეც დღევანდელ დღემდე. 2003-ში IOM-მ გამოაქვეყნა სტატია ჯანდაცვის პროფესიონალების სწავლება: ხიდი ხარისხისაკენ (Health Professions Education: A bridge to Quality – Creiner & Knebel, 2003), რომელიც განსაზღვრავს ხუთ ძირითად კომპეტენციას ჯანდაცვის ყველა პროფესიონალისთვის. IOM-ს აღნიშნული ანგარიშის საპასუხოდ, QSEN-მა 2005 წელს სპეციალური ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიზანიც იყო საექთნო სპეციალობის ძირითადი კომპეტენციების განსაზღვრა.
ეს თავი წარმოადგენს მთელი წიგნის საფუძველს და განიხილავს IOM-ის მიერ ყველა სპეციალობისთვის დადგენილ ძირითად კომპეტენციებს და ამ კომპეტენციების QSEN-ის მიერ საექთნო სპეციალობისთვის ადაპტირებულ ვარიანტს. ამ თავში განხილული იქნება თითოეული კომპეტენციის ფუნდამენტური ელემენტები, ლიდერი და მენეჯერი ექთნებისთვის დახმარების გაწევის მიზნით.

202306071649-saeqtno_lideroba_da_martva_dd

ასაკის მატებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ცვლილებები – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ასაკის მატებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ცვლილებები
#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

ასაკის მატებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ცვლილებები

ამ თავის დასრულების შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:
1. დაბერების თანმდევი სხეულის, როგორც სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური
ერთეულის ცვლილებების აღწერა;
2. ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების კლინიკური მნიშვნელოვნების აღქმა, ასაკოვანთა ჯანმრთელობისა და ავადობის რისკებთან მიმართებით;
3. ხანდაზმული ადამიანების საექთნო შეფასების კომპონენტების განხილვა ნორმალური
დაბერების ჭრილში;
4. ხანდაზმულ ადამიანებში წარმატებული დაბერების ხელშემწყობი და ასაკობრივ ცვლილებებზე დაფუძნებული მკურნალობის სტრატეგიების განსაზღვრა.
დაავადებებისგან თავისუფალ, დაბერების ნორმალურ პროცესს, ორგანიზმში გარკვეული
ცვლილებები ახლავს თან. ისეთმა ხანგრძლივმა კვლევებმა, როგორიცაა Baltimore Longitudinal Study of Aging (2010), აჩვენა ორგანიზმის სისტემების მხრივ სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები, რომელიც განსაკუთრებით ნათელია 85-ზე მეტი წლის ასაკის ადამიანებში (Hall, 2002). ამ ცვლილებათა უმეტესობა ხასიათდება ფიზიოლოგიური რეზერვების შემცირებით, რაც მხოლოდ საბაზისო ფუნქციის შენარჩუნებაში ვლინდება, და გარემო ფაქტორებით, დაავადებით ან მედიკამენტური თერაპიით გამოწვეული სტრესის საპასუხოდ ორგანოთა სისტემების მიერ ჰომეოსტაზის შენარჩუნების უნარის დაქვეითებაში (Miller, 2009). ასაკობრივი ცვლილებები მნიშვნელოვნად განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებითა და ცხოვრების სტილით (ფიზიკური აქტივობა, დიეტა, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარება) (Kitzman & Taffet, 2009). ასაკოვანი ადამიანები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან;

202306071212-გერონტოლოგია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაიმართა პლენარული სესია – კვების საკითხი სკოლებში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაიმართა პლენარული სესია - კვების საკითხი სკოლებში
#post_seo_title

20 ნოემბერს თბილისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაიმართა პლენარული სესია, რომლის ფარგვლებში იყო განხილული ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა კვების საკითხი სკოლებში, ჭარბი წონის გამომწვევი პრობლემები მავნე და უხარისხო პროდუქტების გამოყენიბის შედეგად.

ასევე საუბარი იყო ისეთი პროდუქტების მინიმალიზირებაზე მოქალაქეების რაციონში, როგორიცაა არის, – მარილი და შაქარი. და ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით.

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული  ფიტნესის აკადემია აქტიურად განიხილავენ სკოლებში ბავშვთა ფიტნესის ინტეგრირებას,და კომპლექსური მიდგომის აუცილებლობას, სპორტი და ჯანსაღი კვება,რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი მთავრობის მიერ.

#drpkhakadze

ბიოუსაფრთხოება ლუგარის ცენტრში

ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა
#post_seo_title

ბიოუსაფრთხოება ლუგარის ცენტრში

ბიოუსაფრთხოების ოფიცერთა ქსელი

დკსჯეც-ის მიერ ლუგარის ცენტრისა და მთელი ლაბორატორიული ქსელისთვის შემუშავებული და დანერგილია ბიოუსაფრთხოების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის, საზოგადოების ჯანმრთელობის და გარემოს დაცვას.
დკსჯეც-ის ლაბორატორიული ქსელი იყენებს ბიოუსაფრთხოების უნიფიცირებულ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია ბიორისკების მართვაზე. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ბიოუსაფრთხოების ოფიცერთა ქსელის მიერ, რომლის თანამშრომლებს გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსები და წარმოადგენენ ბიოუსაფრთხოების კვალიფიციურ ექსპერტებს. დკსჯეც-ის ლაბორატორიული ქსელის თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე. ამ პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრის ბიოუსაფრთხოების კომიტეტი.

ბიოუსაფრთხოების კომიტეტი

დკსჯეც-ის ბიოუსაფრთხოების კომიტეტი ფუნქციონირებს ლუგარის ცენტრის ბაზაზე და მისი მოვალეობაა იმ პოლიტიკის, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ) და მეთოდური სახელმძღვანელოების (გაიდლაინების) მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა, რომლებიც დაკავშირებულია ბიოუსაფრთხოებასთან, ბიოდაცვასთან და ბიოლოგიური მასალების პასუხისმგებლობით გამოყენებასთან. აღნიშნული, როგორც მინიმუმ მოიცავს პათოგენებს, მათ შორის განსაკუთრებით საშიშ პათოგენებს, ადამიანური და პრიმატული წარმოშობის მასალებს (მათ შორის მომზადებულ უჯრედულ კულტურებს) და რეკომბინანტულ დნმ-ებს. კომიტეტი უზრუნველყოფს ბიოსაშიში მასალების გამოყენებით მიმდინარე კვლევების ჩატარებას მკვლევარებისთვის, ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის, საზოგადოებისთვის და გარემოსთვის საფრთხის შექმნის გარეშე.
კომიტეტი ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს დკსჯეც მენეჯმენტისათვის.

BSL-2, BSL-3 (biousafrTxoebis meore და mesame donიs laboratoriebi)

ლუგარის ცენტრში არსებობს BSL-2 და BSL-3 ლაბორატორიები, BSL-3 ლაბორატორიები უნიკალურს ხდის მას კავკასიის რეგიონში. პათოგენების ეროვნული საცავი მოთავსებულია BSL-3 ზონაში. ამ ზონაში შესვლა მკაცრად შეზღუდულია, დაშვების კონტროლისთვის გამოიყენება სპეციალური კოდების სისტემა და თვალის სკანირება. BSL-3 ზონა წარმოადგენს სპეციალურ სერთიფიცირებულ მომხმარებელზე გათვლილ ლაბორატორიას და აღჭურვილია ისეთი თანამედროვე სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობით და განგაშის სისტემებით, როგორიცაა ერთმიმართულებიანი ჰაერის ნაკადის სისტემა, დიფერენციული ჰაერის წნევის კონტროლის სისტემა, ორმაგკარიანი საჰაერო შლუზები, საშხაპეებით აღჭურვილი გასასვლელები, ორკარიანი ავტოკლავები, იზოლირებული დეკონტამინაციის სისტემა, ჰაერის გამწოვი სისტემები ორმაგი HEPA ფილტრებით, და თანამედროვე ლაბორატორიული ტექნიკით.

ბიოუსაფრთხოების სტანდარტული ოპერაციული პროცედურები ( სოპ) და სახელმძღვანელოები

ყველა პროცედურა დკეც-ის ლაბორატორიულ ქსელში ტარდება შესაბამისი ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს და სოპ-ების მიხედვით. ცენტრში ფუნქციონირებს ბიოუსაფრთხოების ორი სახელმძღვანელო (ლუგარის ცენტრისთვის და ლაბორატორიული ქსელისთვის).
ცენტრში ასევე შემუშავებულია და ფუნქციონირებს სოპ-ბი, რომლებიც 7 (შვიდ) ძირითად ჯგუფად არის დაყოფილი:
1. ბიოუსაფრთხოებისა და ზოგადი უსაფრთხოების სოპ-ბი ლუგარის ცენტრისთვის
2. ბიოუსაფრთხოებისა და ზოგადი უსაფრთხოების სოპ-ბი დკსჯეც-ის რეგიონალური და ზონალური ლაბორატორიებისათვის.
3. მიკროორგანიზმის კულტურებთან მოპყრობის (შეფუთვა, ტრანსპორტირება, წუნდება) სოპ-ბი ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნული საცავისათვის
4. ნიმუშთან/სინჯთან მოპყრობის (შეფუთვა, ტრანსპორტირება, წუნდება) სოპ-ბი დკსჯეც/ლუგარის ცენტრში, რეგიონალურ და ზონალურ ლაბორატორიებში,
5. სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურებიბიოუსაფრთხოების მე-2 დონის (BSL-2) ლაბორატორიებში
6. სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურები უსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) ლაბორატორიებში
7. სადიაგნოსტიკო სტანდარტული ოპერაციული პროცედურები რეფერენს/საცნობარო ლაბორატორიებში

პროფესიული ჯანდაცვა

BSL-2 და BSL-3 აგენტებთან მომუშავე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ვაქცინირებულები არიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის პროგრამის შესაბამისად.
BSL-2 და BSL-3 პათოგენებთან მომუშავე ყველა თანამშრომელი იმყოფება სამედიცინო კონტროლის ქვეშ (სამედიცინო შემოწმება ტარდება წელიწადში ერთხელ).
ცენტრში ასევე ფუნქციონირებს ლაბორატორიის თანამშრომელთა რესპირატორული სისტემის დაცვის პროგრამა.

ბიოუსაფრთხოების ტრეინინგი

დკსჯეც ახორციელებს ბიოუსაფრთხოების ტრენინგის პროგრამას ლაბორატორიის ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც ორიენტირებულია კარგ ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევით ნორმებისა და შიდა წესების დაცვაზე.
ბიოუსაფრთხოების ტრეინინგები ასევე მოიცავს ინფორმაციას პოტენციურად საშიშ მასალებთან მუშაობისას ბიორისკის შემცირებისა და ინციდენტების პრევენციისთვის საჭირო ბიოუსაფრთხოების მეთოდების შესახებ, აგრეთვე ბიოდაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მხრიდან წაყენებულ მოთხოვნათა შესახებ.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights