იწვევს თუ არა, კონტრაცეპტივების გამოყენება ღრძილების მოცულობაში გაზრდას?
„მედიკამენტები შეიცავს ესტროგენსა და პროგესტერონს, რომელიც ცვლის პაროდონტიტის ქსოვილების ანთებით პასუხს…“
„მედიკამენტები შეიცავს ესტროგენსა და პროგესტერონს, რომელიც ცვლის პაროდონტიტის ქსოვილების ანთებით პასუხს…“
შესაბამისად, ცხიმისა და დამატებუ ლი შაქრის რაოდენობა უნდა შემცირდეს. თუმცა, ალკოჰოლის მოხმარებასთან ერთად მათი დისკრეციული კალორიების მინიმუმამდე შემცირება გასაკეთებლად არცთუ ისე მარტივია.
საყურადღებო!
ენერგეტიკული მოთხოვნილების გაანგარიშებისას ალკოჰოლიდან მიღებული ენერგია აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
ალკოჰოლისგან მიღებულმა ენერგიამ საკვები წყაროებიდან მიღებული ენერგია არ უნდა ჩაანაცვლოს, რადგან ისინი ორგანიზმს მაკრო და მიკროელე მენტებითაც უზრუნველყოფენ.
დისკრეციული ენერგია: ნუტრიციული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ კვების რაციონში დარჩენილი კალორიები.
თანამედროვე ტექნოლოგიები, მ/შ სოციალურ ქსელებზე საათობით მიჯაჭვულობა; სამსახურში ხანგრძლივი დროით ჯდომა, სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ყველა მიმართულებით მრავლად დადიან; მარკეტები, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბაზრები და სხვა საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრები ბევრია და ახლოსაა სახლთან თუ სამსახურთან არა? თითქოს ეს ყველაფერი „გაიძულებს“ და „გავალდებულებს“იყო უმოძრაოდ. არადა ეტყობა არ იცი, თუ როგორი მავნებელია ფიზიკური ინერტულობა შენი ჯანმრთელობისათვის.
მაგალითისთვის გეტყვი, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემების მიხედვით: ფიზიკური ინერტულობა (ფიზიკურად არააქტიური ცხოვრების წესი) მსოფლიოში ავადობის და სიკვდილობის (სიკვდილობის ყველა შემთხვევის 6%) მეოთხე რისკ ფაქტორია. კერძოდ იზრდება: 21-25% ძუძუსა და სწორი ნაწლავის, 27% დიაბეტის და 30% გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკი. მაშინ, როცა მრავალი ინფექციური და ვირუსული დაავადების ლიკვიდაცია და მართვა მოხერხდა, გააქტიურდა მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები. აღმოჩნდა, რომ 25%-ინსულტის, 30%-გულის იშემიური დაავადებების, დეპრესიის, დიაბეტის განვითარების რისკისა და სხვადასხვა მავნე ჩვევების ჩამოყალიბების შემცირება შესაძლებელია სწორედ რეგულარული, თანმიმდევრული და სისტემატური ფიზიკური აქტივობით. ამავდროულად, უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით ან ნებისმიერი ფიზიკური აქტივობით დაკავებული თითოეული საათი, დაახლოებით ორი საათით გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს“.
ამის შემდეგ მაინც არ შეეცდები რეგულარული ფიზიკური აქტივობით გაიხანგრძლივო ჯანმრთელობა?
არადა, ისე მარტივად და უბრალოდ შეგიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოიტანო ფიზიკური აქტივობის ქცევები, რომ თვითონაც გაოცდები.
და თანაც, რეგულარული ფიზიკური აქტივობისათვის საერთოდ არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ფინანსები და სპეციალური სავარჯიშო ხელსაწყოები. თუ აუზზე და სპორტდარბაზებზე ხელი არ მიგიწვდება იმედი არ დაკარგო. ფიზიკური აქტივობა არის, ის რითაც სხეულს აიძულებ იმოძრაოს და დაწვას კალორიები სახლში თუ გარეთ, და მთავარია დაიწყო მინიმალურიდან:
მთავარია გააცნობიერო და შენს გარშემო ყველას გააგებინო, რომ ფიზიკურ ინერტულობაში გატარებული თითოეული დღე იმ ქრონიკული დაავადებებისაკენ მისასვლელი უმოკლესი გზაა, დასაწყისში, რომ ვისაუბრეთ. სულ უმოძრაობას, დაბალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა ჯობია. თანმიმდევრული და სისტემატური ფიზიკური აქტივობის შემდეგ სულ, რაღაც ორ კვირაში იგრძნობ, რომ, თავისუფლად სუნთქავ, გულის ცემა და პულსი საგრძნობლად აღარ გიჩქარდება, როცა ბაზრიდან ან მარკეტიდან ტვირთი სახლში მოგაქვს, ლიფტით არ სარგებლობ და კიბებზე ფეხით ადიხარ.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო
დიფთერიის, ყივანახველას (არაუჯრედული), ტეტანუსის, ინაქტივირებული პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა თხევადია.
ვაქცინის ერთი საინექციო დოზა შეიცავს ≥ 30 ს.ე დიფთერიის ტოქსოიდს, ≥40 ს.ე ტეტანუსის ტოქსოიდს, 25 მკგ. ყივანახველას ტოქსოიდს, პოლიომიელიტის სამი ტიპის ინაქტივირებულ ვირუსს ( ტიპი 1 (Mahoney) – 40D ანტიგენ-ერთეული, ტიპი 2 (MEF-1) – 8D ანტიგენ-ერთეული, ტიპი 3 (Saukett) ) – 32D ანტიგენ-ერთეული).
| იცავს დაავადებისგან |
|
დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი
|
| ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი |
|
ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,5 მლ- ს, აცრა კეთდება კუნთში, 2 წლამდე ასაკში ბარძაყის ანტეროლატერალურ ზედაპირზე შუა მესამედში, ზედა ასაკში – დელტისებური კუნთის ზედა მესამედში.
|
| ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება. |
|
მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
|
| გაფრთხილება |
|
ცხელება > 40,5°C არაუგვიანეს 48 საათისა ვაქცინის წინა დოზის მიღების შემდეგ;
|
| ცრუ უკუჩვენებები. ვაქცინაცია ტარდება. |
|
მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე; |
რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
დიარეა (ფაღარათი) დღის განმავლობაში სამჯერ და მეტად თხელი ან წყლიანი განავლის გამოყოფაა (გახშირებული ფორმირებული განავალის გამოყოფა არ ითვლება დიარეად) და ორგანიზმიდან გამოდევნის სიცოცხლისათვის აუცილებელ წყალსა და მარილებს. დიარეა ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ბაქტერიებით, ვირუსებითა და პარაზიტებით ინფიცირების სიმპტომად ითვლება. ეს დაავადებები ჩვეულებრივ დაბინძურებული საკვებითა და სასმელი წყლით, პირადი ჰიგიენის დაუცველობით და არასწორი კვებით ვრცელდება. თუმცა დიარეა შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე საკვებისა და მედიკამენტის აუტანლობამ, ნაწლავების ქრონიკულმა დაავადებებმა და ფუნქციურმა დარღვევებმაც, სხვა ქრონიკულმა დაავადებებმა მაგ: ტოქსიურმა ჩიყვმა. ზოგჯერ დიარეა ემართებათ ტურისტებს უცხო ქვეყანაში მოგზაურობის დროს მათთვის უჩვეულო საკვების ან წყლის მიღების გამო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (ჯანმო) განვითარებად ქვეყნებში დიარეა ძირითადად ინფექციური დაავადებების მიზეზითაა გამოწვეული, რადგან დაახლოებით 2,5 მილიარდ ადამიანს აუცილებელი სანიტარული პირობების დაცვის საშუალებები არ გააჩნია და დაახლოებით 1 მილიარდს კი ხელი არ მიუწვდება უსაფრთხო სასმელ წყალზე.
კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ასხვავებენ დიარეის სამ ტიპს:
• მწვავე წყლიანი დიარეა-გრძელდება რამდენიმე საათი ან დღე,
• მწვავე სისხლნარევი დიარეა,
• გახანგრძლივებული დიარეა-გრძელდება 14 და მეტი დღე.
მძიმე დიარეამ შეიძლება ორგანიზმის გაუწყლოვანება გამოიწვიოს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ავადმყოფს, განსაკუთრებით კი ჩვილი ბავშვებისა და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანების სიცოცხლეს .
მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდზე მეტი დიარეით მიმდინარე დაავადების შემთხვევა ფიქსირდება. დიარეა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის მეორე ძირითად მიზეზად ითვლება და ყოველწლიურად დაახლოებით 1,5 მილონი ბავშვი იღუპება, აქედან 80% 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის. დიარეის დროს სიცოცხლისათვის აუცილებელი წყალი და მასში გახსნილი მარილების შემადგენელი ელექტროლიტები (ნატრიუმი, ქლორი, კალიუმი და ბიკარბონატი) ორგანიზმიდან ღებინებით, წყლიანი განავლით და შარდით გამოიყოფა. ორგანიზმის გაუწყლოვანება ხდება, მაშინ როცა დეჰიდრატაციის პარალელურად წყლისა და ელექტროლიტების დანაკარგების შევსება (რეჰიდრატაცია) არ მიმდინარეობს.
როგორ მივხვდეთ ავადმყოფს დიარეის შედეგად დეჰიდრატაცია აქვს თუ არა, და რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
მსუბუქი დეჰიდრატაცია რაიმე ნიშნებით და სიმპტომებით არ ვლინდება. დიარეის დაწყებისთანავე, თუ კონსულტაციისათვის ექიმთან კონტაქტს ვერ ვახერხებთ და სამედიცინო დაწესებულებაში გარკვეული მიზეზების გამო ვერ მივდივართ, ავადმყოფს სახლის პირობებშიც შეუძლია მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე და რეჰიდრატაციული საშუალებები (რეჰიდრონი).
საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციას მოსდევს წყურვილი, მოუსვენრობა და გაღიზიანება, კანის ელასტიურობის დაქვეითება, თვალების ჩაცვენა.
მძიმე დეჰიდრატაციის დროს კი ჩამოთვლილი სიმპტომები უფრო ღრმავდება, იწყება შოკური მდგომარეობა: იბინდება გონება, შარდის გამოყოფა წყდება, კიდურები სველი და გაყინულია, გახშირებული და შესუსტებულია პულსი, დაბალი ან გაურკვეველია სისხლის არტერიული წნევა, კანი ფერმკრთალია. საშუალო და განსაკუთრებით მძიმე დეჰიდრატაციას შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმის გაუწყლოვანება და ავადმყოფის სიკვდილი, თუ არ მოხდება სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.
დიარეის ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებები გულისხმობს:
• სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოებას,
• ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას,
• პირადი ჰიგიენის დაცვას. თუ ადამიანი არ იცავს პირად ჰიგიენას, ის თვითონ ხდება ინფეექციის წყარო (მაგალითად დაუბანელი ხელებით ავრცელებს ინფექციას),
• ინფექციური დაავადებების გავრცელების მიზეზებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე ჯანდაცვის მუშაკების მიერ სისტემატიურ საგანმანათლებო მუშაობას,
• როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე:
• დიარეის პრევენციისა და მკურნალობის პოლიტიკის ხელშეწყობა დაბალი და საშუალო ეკონომიური განვითარების ქვეყნებში (ჯანმოს მონაცემებით განვითარებად ქვეყნებში დიარეით მიმდინარე დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა, სხვა ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობებს შორის 6.9% შეადგინს),
• სამეცნიერო კვლევების განხორციელება ახალი სტრატეგიების შემუშავების მიზნით, ამ სფეროში სამედიცინო მომსახურების მისაწოდებლად,
• ახალი ღონისძიებების შემუშავება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, კერძოდ, როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიზაციის დანერგვაში,
• ჯანდაცვის პროფესიონალების მომზადების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე .
წყარო:
http://www.who.int/topics/diarrhoea/ru/
http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs330/ru/index.html
მოამზადა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველომ
ძირითადი ფაქტები
დეპრესია შეიძლება სერიოზული მიზეზი გახდეს ჯანმრთელობის დარღვევის, განსაკუთრებით, მაშინ როცა დიდხანს გრძელდება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი თვითმკვლელობაც შეიძლება გამოიწვიოს. ჯანმოს შეფასებით მსოფლიოში ყოველწლიურად 1 მილიონი თვითმკვლელობის შემთხვევა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინას აქვს დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები, სხვადასხვა მიზეზებით (სამკურნალო რესურსების არ არსებობა, არაკვალიფიციური სამედიცინო სამსახური, დაგვიანებული ან არზუსტი დიაგნოსტიკა, სტიგმა და სხვა) დაავადებულთა თითქმის ნახევარი ვერ იტარებს სათანადო მკურნალობას.
დეპრესიის სახეები და სიმპტომები
დეპრესიის ეპიზოდი, ხარისხისა და სიმძიმის მიხედვით შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც მსუბუქი, საშუალო ან მძიმე. განსხვავებაა აგრეთვე, იმ ადამიანების,რომელთაც ადრე ჰქონდათ მანიის ფაზის ეპიზოდი,დეპრესიასა და იმ ადამიანების დეპრესიას შორის რომელთაც ადრე არ ჰქონდათ ასეთი ეპიზოდი. დეპრესიის ორივე ტიპი შეიძლება იყოს ქრონიკული და მიმდინარეობდეს რეციდივებით, განსაკუთრებით მაშინ თუ არ ტარდება სათანადო მკურნალობა.
უნიპოლარული დეპრესია: ტიპიური დეპრესიული ეპიზოდების დროს ადამიანი იმყოფება მოწყენილ ხასიათზე, უქვეითდება ინტერესი და არ გამოხატავს სიხარულს. სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითებას მიჰყავს აქტივობის შემცირებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს მინიმუმ ორი კვირა. ზოგი განიცდის შფოთვას, ძილისა და მადის დაქვეითებას, აქვს დანაშაულის შეგრძნება, უკიდურესად უღირს ადამიანად მიაჩნია თავს. სიმპტომების რაოდენობისა და სიმძიმის მიხედვით დეპრესიული ეპიზოდი შეიძლებე კვალიფიცირებულ იქნას, როგორც მსუბუქი, საშუალო ან მძიმე. ადამიანმა მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდის დროს შეიძლება შეძლოს ჩვეულებრივ სამუშაოს შესრულება და საზოგადოებასთნ ურთიერთობა. მძიმე დეპრესიული ეპიზოდის შემთხვევაში კი ნაკლებად სავარაუდოა მის მიერ საზოგადოებრივი ცხოვრების, მუშაობისა და საოჯახო საქმის შესრულების უნარი.
ხასიათის ბიპოლარული დარღვევა: დეპრესიის ეს ტიპი ჩვეულებრივ შედგება როგორც მანიის ფაზის ისე დეპრესიული ეპიზოდებისაგან. მანიის ფაზის ეპიზოდები მოიცავს: აღფრთოვანებულ ან გაღიზიანებულ განწყობას, ზედმეტ აქტიურობას, გაუჩერებლად ბევრ ლაპარაკს, თავმოყვარეობის ზედმეტად გამოხატვას, უძილობას (საერთოდ არ უნდა ძილი).
დიაგნოსტიკა და მკურნალობა: არსებობს დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები. კვალიფიციურ ექიმს ყოველთვის შეუძლია ზუსტი/დროული დიაგნოზის დასმა და ეფექტური მკურნალობის დანიშვნა. საშუალო და მძიმე ფორმის დეპრესიის მკურნალობის დროს ანტიდეპრესანტებთან ერთად რეკომენდირებულია დაავადებულის ფსიქისოციალური მხარდაჭერა ან ფსიქოთერაპია, ისეთი როგორიცაა ქცევის შემეცნების თერაპია, ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია ან პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული თერაპია.
მსუბუქი დეპრესიის დროს პირველ რიგში ეფექტურია ფსიქოსოციალური თერაპია. მედიკამენტოზური და ფსიქოსოსოციალური თერაპიის კომბინაცია კი საჭიროა საშუალო და მძიმე დეპრესიის დროს.
ანტიდეპრესანტებით მკურნალობა ეფექტურია საშუალო და მძიმე დეპრესიის შემთხვევაში, თუმცა მათი გამოყენება მსუბუქი ფორმის დროს არ ითვლება პირველი რიგის თერაპიად. ანტიდეპრესანტები დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული და არ მიიჩნევა პირველი რიგის თერაპიად ბავშვებსა და მოზარდებში.
ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას და მათი პროფილაქტიკა:
დეპრესიის განვითარება დამოკიდებულია სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორების ურთიერთმოქმედების შედეგზე. დეპრესიამ თავის მხრივ შეიძლება გააძლიეროს სტრესი, დაარღვიოს ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება, გააუარესოს სიტუაცია და ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დეპრესიის უფრო მძიმე ფორმა.
არსებობს ურთიერთ დამოკიდებულება დეპრესიასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის. მაგალითად: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და პირიქით. დადგენილია რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის პროგრამების დანერგვა საგრძნობლად ამცირებს ამ დაავადებების ტვირთს. საჭიროა დეპრესიის პრევენციისათვის ადგილობრივ დონეებზე გათვლილი ეფექტური მიდგომები, მაგალითად სკოლებში ძალადობის თავიდან აცილების პროგრამები ან პროგრამები, რომლებიც გააუმჯობესებს ბავშვების შემეცნებით და სოციალურ უნარებს, აგრეთვე ასწავლის მათ პრობლემების გადაჭრას.
ღონისძიებებს, რომლებიც გათვლილია მშობლების ქცევებზე, შეუძლიათ შეამცირონ მშობლებში დეპრესიული სიმპტომები და დადებითი რეზულტატი მივიღოთ ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომავალში. ხანდაზმულთათვის განკუთვნილი ფიზიკური აქტივობის პროგრამები, ასევე სასარგებლოა მათთვის დეპრესის პროფილაქტიკისათვის.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო
დეპრესია დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ემართება და თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.
დეპრესია – (ლათ. დათრგუნული) არის ადამიანის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს. ამ დროს ქვეითდება გუნება-განწყობილება, თვითშეფასების უნარი, ადამიანი კარგავს ცხოვრებისა და საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესს; დეპრესია ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის უნარს, აუარესებს მადას, ძილს და .შ.
ჯანმოს მონაცემებით, 2020 წლისათვის, დეპრესია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს. გლობალურად, დეპრესიით 121 მილიონი ადამიანია დაავადებული.
დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა დიდ მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკასა და ცხოვრების წესს.
აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში არსებობს გარკვეული სტიგმა: ადამიანებს მიაჩნიათ, რომ დეპრესიის მიზეზი სისუსტისა და სიზარმაცის მაჩვენებელია და მხოლოდ სუსტი ადამიანების ხვედრია. ადამიანები ცდილობენ დამალონ დეპრესია, არავის გაუმხილონ თავისი მდგომარეობა და დამოუკიდებლად გაუმკვლავდნენ. ამან შესაძლებელია პაციენტი სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს. საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამები ხელს უწყობს მოსახლეობის ცნობიერების შეცვლასა და ამაღლებას, აწვდის მათ სათანადო ინფორმაციას დეპრესიის სიმპტომების, ფორმების, მკურნალობის მეთოდების შესახებ და შესაბამისად, ეხმარება ამ მძიმე დაავადების დაძლევაში.
ფაქტები
დეპრესია, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტი და კიბო ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს. დეპრესია ემართება ნებისმიერი სქესის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს. ის შეიძლება განვითარდეს როგორც უმიზეზოდ, ასევე გარკვეული მიზეზების – მაგ. ახლობლის, სამსახურის დაკარგვის ან სოციალური ფაქტორის გამო.
დეპრესიით დაავადებული ადამიანი აუცილებლად ექიმ-ფსიქიატრს უნდა გაესინჯოს და მკურნალობა ჩაიტაროს. თანამედროვე მედიცინა ეფექტურად უმკვლავდება დეპრესიას; პაციენტების 80% სრულად იკურნება. მკურნალობის ძირითად მიმართულებებს მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპია წარმოადგენს.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დეპრესიის მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის და მას არაეფექტური ტრადიციული მეთოდებით ებრძვიან; მკურნალობის გარეშე კი დეპრესია შესაძლებელია რამდენიმე კვირის, თვეებისა და წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
დეპრესიის ფორმები
არსებობს დეპრესიის სხვადასხვა ფორმა:
გავრცელება
დეპრესიით დაავადებულია მსოფლიოს 40-50 წლის მოსახლეობის 10 %, მათი 2/3 ქალია. 65 წლის შემდგომ დეპრესია დახლოებით სამჯერ ნაკლები სიხშირით ვითარდება.
საქართველოში, 2013 წელს, ფსიქიატრიული დისპანსერის კონტიგენტის მოძრაობის წლიური სტატისტიკური ანგარიშით, დეპრესიული ეპიზოდით წლის მანძილზე სულ დაფიქსირდა 1694 პაციენტი; პირველად დადგენილი დიაგნოზით – 181, მათ შორის 20-59 ასაკის პაციენტების რაოდენობა შეადგენდა-134-ს, ხოლო ქალების – 95-ს.
რისკ-ფაქტორები:
თავის მხრივ, დეპრესია ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, როგორიც არის დიაბეტი, ინსულტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შიდსი; ხელს უწყობს ტოქსიკომანიის, ნარკომანიის განვითარებას მოზარდებში, თვითმკვლელობას, უბიძგებს მათ ჩაიდინონ კრიმინალური დანაშაული.
რეკომენდაციები:
გახსოვდეთ: ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიის სიმტომებს!
ყოველთვის მოუსმინეთ დეპრესიით დაავადებულ ადამიანს! აგრძნობინეთ რომ ამ რთულ მომენტში მარტო არ არის, უთანაგრძვნეთ, დაეხმარეთ პრობლემის დაძლევაში.
გახსოვდეთ, დეპრესიიდან სუიციდამდე ერთი ნაბიჯია!