ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

თამბაქო და ბავშვები –  მიმართვა მშობლებს

თამბაქო და ბავშვები
#post_seo_title

თამბაქო და ბავშვები

ფაქტები თამბაქოზე

მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად, თამბაქოს მოხმარება 6 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს; თუ სათანადო ზომები არ გატარდა, 2030 წლისათვის ამ რიცხვმა შესაძლებელია 8 მილიონს მიაღწიოს; მათ შორის 80 % დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებზე მოდის.

სამეცნიერო ნაშრომებმა  და სხვადასხვა კვლევებმა გვიჩვენა, როგორ განვახორციელოთ ბავშვებში თამბაქოს მოხმარების პრევენცია, როგორ დავეხმაროთ მწეველებს და დავიცვათ პასიური მწეველები (არამწეველები) თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან.[i]

თანმიმდევრულად გატარებული თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა, შეამცირებს

მის მოხმარებას მოზარდებში:

  • თამბაქოს გაყიდვის აკრძალვა 18 წლამდე ასაკის მოზარდებში
  • 20 ღერზე ნაკლები თამბაქოს ღერების გაყიდვის აკრძალვა
  • მოწევის აკრძალვა სკოლებში, უმაღლეს საწავლებლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
  • ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
  • თამბაქოს რეკლამირების პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა
  • გადასახადის გაზრდა თამბაქოს წარმოებასა და რეალიზაციაში[ii]

 პასიური მწეველობა

პასიური მწეველობა (თამბაქოს მეორადი კვამლის  ზემოქმედება), ბავშვებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60 %, თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ამ ბავშვებში საკმაოდ მაღალია ისეთი დაავადებების  განვითარების  რისკი, როგორიც არის ასთმა, რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) ინფექციები, ფიზიკური განვითარების შეფერხება; ამასთან, თამბაქოს მეორადი კვამლი ბავშვებში, უეცარი სიკვდილის სინდრომს  იწვევს.

სახლში მშობლების მწეველობა, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის თამბაქოს მავნე ზემოქმედების ძირითად წყაროს წარმოადგენს. ეს ზემოქმედება განსაკუთრებულ საფრთხეს  ჩვილ ბავშვებს უქმნის, რადგან ისინი მშობლებთან დიდ დროს ატარებენ. მწეველ ოჯახებში (სადაც თუნდაც ერთ მშობელი ეწევა) გაზრდილი ბავშვები მწეველად ჩამოყალიბების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.  გარდა ამისა, მწეველთა გარემო (და შესაბამისად, მეორადი კვამლი) ხელს უწყობს ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების, ლეიკემიის, ლიმფომის და თავის ტვინის სიმსივნის განვითარებას.

თამბაქოს აქტიური მოხმარება ბავშვებსა და ახალგაზდებში იწვევს ხშირ ხველას, სასუნქი სისტემის არასრულყოფილ განვითარებას, ფილტვების ფუნქციის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის განვითარებას, კბილებისა და ღრძილების სხვადასხვა დაავადებებს.

მოზრდილ ასაკში გულ-სისხლძარღთა დაავადებების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობაა. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ხვედრითი წილი გულ-სისხლძრღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის 10%-ია, ანუ ყოველი 10 დაავადებულიდან 1 თამბაქოს მოხმარების შედეგად იღუპება.

 მიმართვა მშობლებს: 

  • ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილებს იცხოვრონ თამბაქოსაგან თავისუფალ ოჯახში. თქვენ განსაკუთრებული ზეგავლენა გაქვთ მათ მომავალზე. შვილისათვის მშობელი ნებისმიერი ქცევით (მათ შორის მავნე ჩვევით) მისაბაძი და სამაგალითოა.
  • მშობელმა შვილს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ სწორად უნდა მიაწოდოს, დაიცვას ოჯახში მოწევის წესები (არ მოწიოს ბავშვის თანდასწრებით, მომსველთათვის გამოყოს თამბაქოს მოსაწევი ადგილი).
  • თუნდაც თქვენ ეწეოდეთ, ბავშვობიდან უნდა ესაუბროთ მწეველობის მავნე ზეგავლენასა და არაპრესტიჟულობაზე[iii]
  • აუხსენით მას, რომ თამბაქო ადამიანს არ ხდის თავისუფალს, დამოუკიდებელს, ემართება სხვადასხვა დაავადებები, უფუჭდება კანი, კბილები…
  • თამბაქოს მოწევა არ ხსნის სტრესსა და სასოწარკვეთილებას
  • დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თვალს ადევნებს თამბაქოს საწინააღმდეგი კამპანიას

მოზრდილების 90 % თამბაქოსა და მისი ნაწარმის მოხმარებას ბავშვობის ასაკიდან იწყებს.

თამბაქოს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, ნიკოტინს ადამიანი ისევე ეჩვევა, როგორც კოკაინს ან ჰეროინს. დროთა განმავლობაში ადამიანის ორგანიზმი ნიკოტინზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა ცხადყო, რომ მწეველი ახალგაზრდები მიდრეკილნი არიან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისკენაც. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, აქვთ თუ არა  თქვენს ბავშვებს ინფორმაცია თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე.

მშობლებმა შვილებს უნდა მიაწოდონ სწორი ინფორმაცია მწეველობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რათა დაიცვან ისინი ამ მავნე ჩვევისაგან. მშობლები ბავშვებს თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე მათი ასაკის შესაფერისად და გასაგებად უნდა ესაუბრონ,  დააკავოთ ისინი ცხოვრების აქტიური წესით, სპორტით,  რათა დრო არ დარჩეთ აყვნენ თანატოლების მავნე ჩვევებს.

  • აუხსენით ბავშვებს სიგარეტის რეკლამების მოჩვენებითი მომხიბვლელობის შესახებ
  • გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა დაასწროთ თქვენი შვილები თამბაქოსაგან თავისუფალ ღონისძიებებს
  • მწეველობის მავნებლობასა და არაპრესტიჟულობაზე ბავშვებს უნდა ესაუბროს ორივე მშობელი (მწეველობის მიუხედავად)

ყველაზე კარგია მშობელი არ ეწეოდეს ან შეწყვიტოს! უთხარით თქვენს შვილებს მხოლოდ სიმართლე! [iv]

 

ადამიანებს ტვინის იმპლანტით მკლავის გაკონტროლება შეეძლებათ – Neuralink რობოტის მკლავის გამოცდას იწყებს

ადამიანებს ტვინის იმპლანტით მკლავის გაკონტროლება შეეძლებათ - Neuralink რობოტის მკლავის გამოცდას იწყებს
#post_seo_title

 კომპანია Neuralink რობოტის მკლავის გამოცდას იწყებს. როგორც ილონ მასკის კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მისი გაკონტროლება პარალიზებულ ადამიანებს მხოლოდ ფიქრით შეეძლებათ. კვლევები ამ დროისთვის მხოლოდ დაწყებულია.

Neuralink-ის სპეციალისტები აცხადებენ, რომ მომავალში ადამიანებს ტვინის იმპლანტით მკლავის გაკონტროლება შეეძლებათ. მათივე თქმით, ეს ტექნოლოგია პარალიზებულ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს ფიზიკურად უფრო ფუნქციური იყვნენ.

მათივე თქმით, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიით თუ მხოლოდ იმის გაკეთებაა შესაძლებელი დაიმორჩილოთ კომპიუტერის კურსორი, ხვალ ნივთების გადაადგილება უკვე რეალური გახდება.

„მსგავსი მკლავით შეგეძლებათ გადააადგილოთ ნივთები“, – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, Neuralink-ს ორი პაციენტი ჰყავს. მათ ტვინის იმპლანტით კომპიუტერული თამაშების თამაში და სხვა დავალებების შესრულება შეუძლიათ.

 

ზურა სიხარულიძე  მოსახლეობას აფრთხილებს – „არ შეიძლება რომ არ გაგაფრთხილოდ“

ზურა სიხარულიძე  მოსახლეობას აფრთხილებს - „არ შეიძლება რომ არ გაგაფრთხილოდ“
#post_seo_title

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე  მოსახლეობას აფრთხილებს:

„მეგობრებო, ვიცი, რომ ეს შესაძლოა ყველაზე შესაბამისი დრო არ იყოს, მაგრამ არ შეიძლება რომ არ გაგაფრთხილოდ!!
უკვე ორი დღეა, რაც შავ ბაზარზე გამოჩნდა ნარკოტიკი, რომელიც შეიცავს უმძიმეს მინარევებს. მისი გამოყენება იწვევს ზედოზირებას, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში – გულის რევას, ძლიერ ალერგიულ რეაქციებს, მაღალ ტემპერატურას, სუნთქვის უკმარისობას და სხვა სერიოზულ გართულებებს.
ასევე, ნარკოტიკებში კვლავ დაფიქსირდა ფენტანილის შემცველობა, რაც განსაკუთრებით საშიშია. გთხოვთ, იყოთ ფრთხილად! უკვე დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა მძიმე ინტოქსიკაციისა და გართულებების.
რას ვაკეთებთ ასეთ შემთხვევაში?
1. არასდროს ვიყენებთ უცნობ ნივთიერებებს.
2. ინტოქსიკაციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ვუკავშირდებით 112-ს ან მივმართავთ ახლომდებარე კლინიკას.
3. ზედოზირების ნიშნების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად ვიძახებთ 112-ს და ვიყენებთ ნალტრექსონს (თუ ეს შესაძლებელია).
გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვა ადამიანების სიცოცხლეს!
ფრთხილად იყავით!“

კვლევამ აჩვენა, რომ დედამიწა იმაზე მეტ მზის ენერგიას იღებს, ვიდრე კარგავს – ცაში ცვლილებები ხდება, მალე ის სხვანაირი გახდება

რატომ ცხელა დედამიწაზე?
#post_seo_title

კვლევამ აჩვენა, რომ დედამიწა იმაზე მეტ მზის ენერგიას იღებს, ვიდრე კარგავს. და ამის მიზეზი სწორედ ჩვენს თავზე დგას.

ნასას სატელიტური მონაცემების საფუძველზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ღრუბლების საფარი დედამიწაზე თანდათან მცირდება, რაც აუარესებს გლობალურ დათბობას, იუწყება IFLScience.

დღეს დედამიწა იმაზე მეტ მზის ენერგიას იღებს, ვიდრე კარგავს. კაცობრიობის დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე არ ხსნის ამ ცვლილებების მასშტაბებს. ისინი ასევე არ შეიძლება აიხსნას ალბედოს ეფექტით, ფენომენი, რომლის დროსაც ყინულის დნობა ამცირებს დედამიწიდან კოსმოსში არეკლილი მზის რაოდენობას.

ნასას გოდარდის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის კლიმატის მეცნიერმა ჯორჯ ცელიუდისმა და მისმა გუნდმა შეისწავლა სატელიტური მონაცემები, რათა გაერკვია რა ხდებოდა.

როგორც ირკვევა, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ინტერტროპიკულ კონვერგენციის, ეკვატორის მახლობლად დაბალი წნევის ზონაში. სწორედ ამ ადგილას ხვდებიან ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის სავაჭრო ქარები.

სამყაროს ამ ნაწილში მძიმე ღრუბლები წარმოიქმნება, როდესაც თბილი ჰაერი ამოდის და უფრო გრილ ჰაერს ერევა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ეს ზონა შევიწროებულია, რაც იწვევს ღრუბლის შემცირებას.

პარალელურად გაფართოვდა სუბტროპიკული მშრალი ზონა. ასეთმა ცვლილებებმა გამოიწვია გლობალური ღრუბლის საფარის შემცირება. ამ კლების ზომა პერიოდულად იცვლება, მაგრამ საშუალოდ დედამიწა კარგავს ღრუბლებს 0, 72%-დან 0, 17%-მდე ათწლეულში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვნეთ დაკარგული კავშირი გლობალურ დათბობასა და ღრუბლის საფარის შემცირებას შორის.“- ამბობს ცელიუდისი.

მეცნიერთა მიერ შესწავლილი ნასას თანამგზავრის Terra-ს მონაცემები წინა კვლევის შედეგებს ადასტურებს. ნათქვამია, რომ ღრუბლების საფარი დედამიწაზე ყოველ ათწლეულში დაახლოებით 1, 5%-ით მცირდება, რაც ხელს უწყობს პლანეტის დათბობის მაღალ დონეს.

ერთი შეხედვით, ასეთი მაჩვენებლები შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ ისინი მიუთითებენ “ღრუბლების მნიშვნელოვან როლზე, რომელიც შეიძლება დაიკარგოს.”- თქვა ბიორნ სტივენსმა, მაქს პლანკის მეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგმა.

„იძულებული ვიყავით გაგვეზარდა საწოლ-ფონდი… “- ივანე ჩხაიძე სეზონურ ვირუსზე

საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს.
#post_seo_title

პოტენციურად ყველაზე მეტი გართულება სწორედ გრიპის ვირუსს ახლავს, – განუცხადა „ქრონიკას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ სეზონურ ვირუსებზე საუბრისას.

მისი თქმით, მოლოდინი იმისა, რომ შემდეგი კვირების განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს რეალურად არსებობს.

„მიმართვიანობის მკვეთრი გაზრდის გამო იძულებული ვიყავით გაგვეზარდა საწოლ-ფონდი და პაციენტებს ვიღებთ უკვე ორ პედიატრიულ დეპარტამენტში.

გრიპით ინფიცირებული ადამიანი გადამდებია დაავადების ნიშნების გამოჩენამდე 24 საათით ადრე. დისტანცირება ამ შემთხვევაში არის არის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება. ჰაერწვეთოვანი გზა განიხილება როგორც გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვან გზად“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება – კვლევა

დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება - კვლევა
ფოტო: NASA

დედამიწის ბირთვში მიმდინარე ცვლილებებმა დღე-ღამის ხანგრძლივობაზე შეიძლება იმოქმედოს, – ნათქვამია შვეიცარიელი სპეციალისტების კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობა სტაბილური ჩანს, სინამდვილეში ცვლილებები ფიქსირდება.

დედამიწა ტრიალებს ღერძის ირგვლივ, მაგრამ მისი მოძრაობა ყოველთვის არ ჯდება 24 საათში. დღე-ღამის ხანგრძლივობაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის მთვარის გრავიტაციული ზემოქმედება და პროცესები, რომლებიც დედამიწის ქერქში შეიმჩნევა.

დღე-ღამის ხანგრძლივობაზე ზემოქმედება ასევე შეუძლია იქონიოს ყინულის დნობამ და წყლის მოცულობის ცვლილებამ.

მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი იმისთვის, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობის რყევების უფრო ზუსტი ანალიზი მოახდინონ. ამისთვის მათ გამოიყენეს ნეიროქსელები და მონაცემები დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ, რომლებიც სპეციალური კვლევების შედეგად იყო მიღებული. ასევე, გამოყენებული იყო მონაცემები მზის დაბნელების შესახებ, რომლებიც აძლევს მეცნიერებს საშუალებას დააკვირდნენ პლანეტის ბრუნვის ცვლილებებს.

დევნილთა სააგენტო, იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს, სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა სააგენტო, იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს, სოფლად სახლს შეუსყიდის
ფოტო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს, სოფლად სახლს შეუსყიდის.

აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი 2014 წლიდან დაიწყო და ბოლო წლებში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფომ სახლი 11 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის, 1400-მდე ოჯახი მიმდინარე წელს განსახლდა. ჯამში, პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 266 მილიონ ლარამდე გაიხარჯა, მხოლოდ 2024 წელს კი – 35 მილიონ ლარზე მეტი. პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. 2025 წლის ბიუჯეტში, სოფლად სახლების შესყიდვისთვის, 65 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ფიქრობ, რომ თამბაქოს მავნებლობაზე ყველაფერი იცი?! – ცდები!

ფიქრობ, რომ თამბაქოს მავნებლობაზე ყველაფერი იცი?! - ცდები!
#post_seo_title

თამბაქო

ფიქრობ, რომ თამბაქოს მავნებლობაზე ყველაფერი იცი?! – ცდები!

იცოდი?
• თამბაქოში 7000-მდე მავნე ნივთიერებაა, მათ შორის
დარიშხანი, ციანიდი, პოლონიუმ-210 და ტყვია- 210 (ორი
უძლიერესი რადიოაქტიური ნივთიერება);
• ადამიანი, რომელიც დღეში კოლოფნახევარ სიგარეტს ეწევა,
წელიწადში გულმკერდის არეში დაახლოებით 300 რენტგენის
ტოლფას დასხივებას ღებულობს;
• თამბაქოს მოხმარება ჰაერს 10-ჯერ მეტად აბინძურებს, ვიდრე
დიზელზე მომუშავე მანქანის გამონაბოლქვი;
• თამბაქო მის მომხმარებელთა ნახევარს კლავს

თამბაქო – ბროშურა (1)

2025 წლისთვის 40% -ით უნდა შემცირდეს 5 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ზრდაში ჩამორჩებიან.

2025 წლისთვის 40% -ით უნდა შემცირდეს 5 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ზრდაში ჩამორჩებიან.
#post_seo_title

ზრდაში ჩამორჩენა

მიზანი

2025 წლისთვის 40% -ით უნდა შემცირდეს 5 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ზრდაში ჩამორჩებიან.

რა მნიშვნელობა აქვს

ბავშვის ცხოვრების პირველი 1000 დღის განმავლობაში ზრდაში ჩამორჩენა არის არასრულფასოვანი კვების და განმეორებითი ინფექციების შეუქცევადი პროცესი

ზრდაში ჩამორჩენა

ზონალურ დიაგნოსტიკური ლაბორატორიები

ზონალურ დიაგნოსტიკური ლაბორატორიები
#post_seo_title

ზონალურ დიაგნოსტიკური ლაბორატორიები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეროვნული ლაბორატორიული ქსელის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს ორი ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომლებიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთსა და აჭარაში. ქვემოთ წარმოდგენილი აღწერის შესაბამისად, აღნიშნული ლაბორატორიები წარმოადგენენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციულ ერთეულებს.

იმერეთის სამმართველო

იმერეთის სამმართველო წარმოადგენს როგორც განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე, ასევე სხვა გადამდებ და არაგადამდებ დაავადებაზე ზედამხედველობის და მართვის ძირთად საყრდენ ბაზას დასავლეთ საქართველოში. იმერეთის სამმართველოს შემადგენლობაში შედის BSL-2 დონის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც საქმიანობს დამტკიცებული ქართული და საერთაშორისო პროტოკოლების და ნორმატიული აქტების შესაბამისად,
იმერეთის სამმართველოს ამოცანას წარმოადგენს „დასავლეთ საქართველოში გადამდები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის არაგადამდები დაავადებებისა და რისკ- ფაქტორების კვლევა, ლაბორატორიულ კვლევებზე დაფუძნებული ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობისთვის და სამედიცინო პროვაიდერებისათვის მაღალხარისხიანი ლაბორატორიული სერვისების მიწოდება, მდგრადი სისტემების შექმნა, აპრობაცია, იმპორტი და მიღებული გამოცდილების გაზიარება“. აღნიშნული მისია ხორციელდება რიგი სახელმწიფო პროგრამების ჩატარებით, როგორიცაა:

  • ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამა: მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: იმუნიზაცია, სტატისტიკა, ეპიდზედამხედველობა.
  • ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის, ზედამხედველობის და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კომპონენტი: პროგრამის მიზანია; ტუბერკულოზით ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების პრევენცია. პროგრამის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებს წარმოადგენენ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ფტიზიატრიული განყოფილებები და პენიტენციალური სისტემის დაწესებულებები.
  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა: რომლის მიზანია დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება ორსულთა პატრონაჟისა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის ზრდით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ სკრინინგით გამოვლენილ ორსულებში B ჰეპატიტის კონფირმაციულ კვლევას და ახალშობილთა დროული ვაქცინააციის პროცესისი ხელშეწყობას.
  • ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამა: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის კომპონენტი. პროგრამის მიზანია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესება. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში იმერეთის სამმართველო თანამშრომლობს შპს იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოსთან და აკად. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრთან.
  • უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამა: პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია და საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთოების უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები არიან შპს ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი და აკად. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი.

იმერეთის სამმართველო ასევე მონაწილეობს რამოდენიმე საერთაშორისო პროექტში, რომლებშიც მრავლად არიან ჩართულები უცხოელი კოლაბორატორები: 

  • 2005 წლიდან დღემდე: ,,ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა“ – BTRP
  • 2009 წელი: გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარებული ,,საქართველოს ნაციონალური ნუტრიციოლოგიური კვლევები“ – GNNS 2009.
  • 2010 წელი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული ,,საქართველოში ქრონიკული დაავადებების რისკ-ფაქტორების კვლევები“ WHO – STEPS Surveillance
  • 2010 წელი: ,,ცხელებით მიმდინარე ტროპიკული დაავადებების ლაბორატორიული კვლევები“ – კოლაბორაციული პროექტი ეგვიპტე – კაიროს რეფერალურ ლაბორატორიასთან ერთობლივად.
  • 2008 – 2010 წლები: აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC), მიკრონუტრიენტების დეპარტამანტის, გარე ხარისხის კონტროლის პროგრამა ,,EQUIPP” – 4 რაუნდი.
  • 2011 წელი: ევრაზიის ერთიანი ლაბორატორიული ქსელი შარდში იოდურიის კვლევების ხარისხის კონტროლი – ყაზახეთის კვების აკადემიის პროგრამა ,,QUIKK”.
  • 2012 წელი: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ISTC-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამა: ,,ბიოუსაფრთხოების სასწავლო სემინარების გამოყენება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო სექტორში, ბიოუსაფრთხოების შესაფასებლად და მხარდასაჭერად“.
  • 2013 წელი: CRDF-ის მხარდაჭერით ზამთრის სკოლა/სემინარი, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან დაკავშირებით. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
  • 2014 წელი: დაგეგმილია და იწყება განხორციელება CRDF-ის მხარდაჭერით: ,,ზაფხულის სკოლა/სემინარი, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან დაკავშირებით“. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ზემოთჩამოთვლილი მნიშვნელოვანი კოლაბორაციის შესახებ დეტაულური ინფრომაციის მისაღებად.

იმერეთის სამმართველოს ზონალურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიაში ტარდება 200-მდე სხვადასხვა მაღლტექნოლოგიური ლაბორატორიული კვლევები მიკრობიოლოგიური, მოლეკულურ ბიოლოგიური, ვირუსოლოგიური და კლინიკური მიმართულებებით. სახელშეკრულებო პირობებით პარტნიორული ურთიერთობა აქვს დასავლეთ საქართველოს 70-მდე სამედიცინო დაწესებულებასთან. აღნიშნული დაწესებულება წარმოადგენს ყველაზე მძლავრ სამედიცინო ლაბორატორიას რეგიონში.

აჭარის სამმართველო

აჭარის სამმართველოს ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია ასევე არის BSL-2 დონის დაწესებულება, რომელის შემადგენლობაშიც შედის ტუბერკულოზის ბაქტერიოსკოპული ლაბორატორია და ასევე ეპიდემიოლოგიური და ზოოენტომოლოგიური ჯგუფები.

აჭარის სამმართველოს ამოცანას წარმოადგენს აჭარის რეგიონში განსაკუთრებით საშიში და სხვა გადამდები დაავადებების კონტროლი, დაავადების შემთხვევების, ეპიდაფეთქებებისა და სხვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის არაკეთილსაიმედო სიტუაციების კვლევისას ლაბორატორიული სერვისის უზრუნველყოფა; გადამდებ დაავადებებზე ლაბორატორიული ზედამხედველობის ხარისხიანი სისტემის უზრუნველყოფა; საერთაშორისო დონის ლაბორატორიული სისტემის შექმნა.

აღნიშნული პოლიტიკა ხორციელდება ისეთი ღონისძიებების ჩატარებით, როგორიცაა:

  • BSL-2 დონის მაღალხარისხიანი და სარწმუნო ლაბორატორიული კვლევების ჩატარება;
  • ბიოდაცვისა და ბიოუსფრთხოების წესების დანერგვა ლაბორატორიული პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვის მიზნით;
  • ლაბორატორიული ლოჯისტიკის და ხარისხის მენეჯმენტის სამსახურების გამართული ფუნქციონირება;
  • განსაკუთრებით საშიში ინფექციების ბაქტერიოლოგიური, სეროლოგიური და მოლეკულური დიაგნოსტიკა (აჭარა-გურიის რეგიონში);
  • ბაქტერიოლოგიური და სეროლოგიური მომსახურების მიწოდება სამედიცინო სერვისის პროვაიდერებისათვის;
  • სანიტარულ – მიკრობიოლოგიური კვლევები სამედიცინო პროფილისა და სხვა დაწესებულებებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით (კონტრაქტით თანამშრომლობა);
  • ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა ბაქტერიოსკოპული და სწრაფი დიაგნოსტიკის მოლეკულური მეთოდით ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;
  • B ვირუსული ჰეპატიტისა და სიფილისის კონფირმაციული დიაგნოსტიკა სამიზნე კონტინგენტში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (სერვისი ვრცელდება აჭარა–გურიის რეგიონზე და ქ.ფოთზე);
  • ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლის მიზნით დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;
  • სამმართველო აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურთან ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის პროექტისა და სხვა მიზნობრივი პროექტების ფარგლებში;
  • სამმართველოოში დანერგილია გადამდებ დაავადებებზე ზედამხედველობის ინტეგრირებული სისტემა (EIDSS).
  • სამმართველო აქტიურადაა ჩართული ბათუმის უნივერსიტეტთან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრემებში;

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ქსელის ორივე რეგიონალური ზონალური დიაგნოსტოიკურ ლაბორატორიაში შესაძლოა განხორციელდეს საერთაშორისო კვლევები და სხვა კოლაბორაციული სამუშაოები, რომლისთვისაც აუცილებელია დაავადებულ პოპულაციებთან წვდომა, ადგილობრივი ლაბორატორიული მომსახურებები და რეგიონის შესახებ ინფორმაციის ქონა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights