რატომ არის C ჰეპატიტზე მკურნალობა აუცილებელი?
C ჰეპატიტის სამკურნალო დაწესებულებები:
C ჰეპატიტის სამკურნალო დაწესებულებები:
რა არის რადონი?
რადონი რადიაქტიური გაზია, რომელიც 8-ჯერ მძიმეა ჰაერზე. მას არ გააჩნია სუნი, გემო და ფერი. რადონის რადიოაქტივობა ჰაერში იზომება ბკ/მ3(ბეკერელი ერთ კუბურ მეტრში): წყალში ბკ/ლ (ბეკერელი ერთ ლიტრში); საამშენებელო მასალებში-ბკ/კგ.
არსებობს რადონის 4 ბუნებრივი იზოტოპი (ყველა α–სხივებს ასხივებს):
1. 222Rn (ნახევრად დაშლის პერიოდი T½ = 3.823 დღე/ღამე);
2. 220Rn, სახელწოდებით თორონი Tn (T½ =55.6 წმ);
3. 219Rn, სახელწოდებით აქტინონი An (T½ =3.92 წმ);
4. 218Rn (T½ = 0.035 წმ).
რადონი უწყვეტად მოედინება დედამიწის ქანებიდან: რადონი ურან 238-ის ბირთვის დაშლის შედეგად, ხოლო თორონი-თორიუმ 232-ის ბირთვის დაშლის შედეგად. ურანისა და თორიუმის რაოდენობა დედამიწის წიაღში ულევია (მაგ. გრანიტი, ფოსფოტები), ამიტომ რადონის დანაკლისი მუდმივად კომპენსირდება და ატმოსფეროში მუდამ არსებობს მისი გარკვეული წონასწორული კონცენტრაცია. გამოყოფილი რადონი იხსნება მიწისქვეშა წყლებში და მასთან ერთად ამოდის დედამიწის ზედაპირზე. გარდა ამისა, რადონი ატმოსფეროში ხვდება ორგანულ საწვავზე (ქვანახშირი, ნავთობი, მაზუთი) მომუშავე საწარმოებიდან. საცხოვრებელში რადონის მოხვედრის ძირითადი წყაროს წარმოადგენს შენობის ქვეშ არსებული გრუნტი. რადონი ადვილად ხვდება შენობაში, რომელსაც გააჩნია გაზგამჭოლი იატაკი და აგებულია დედამიწის ზედაპირზე, შესაძლოა 10-ჯერ გაიზარდოს მიწიდან გამოსული რადონის ნაკადი, შენობასა და ატმოსფეროში წნევის სხვაობის გამო (საკვამლე მილის ეფექტი). რადონის რაოდენობა შენობაში დამოკიდებულია ნიადაგში მის შემცველობაზე, რადონის გამოყოფის უნარზე, კლიმატურ პირობებზე, შენობებზე, შენობის კონსტრუქციაზე და მისი ვენტილაციის სისტემასა და განიავებაზე. სხვადასხვა რეგიონეებისათვის და განსხვავებული ტიპის შენობებისათვის რადონის ნაკადი და კონცენტრაციები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. შენობაში შესული რადონის ნაკადში უდიდესი წვლილი შეაქვს გრუნტიდან და სამშენებლო მასალებიდან გამოსულ რადონს. გარდა ამისა, აღსანიშნავია გარე ჰაერიდან, წყალგაყვანილობის სისტემიდან, საყოფაცხოვრებო გაზიდან და თერმული წყლებიდან შემოსული რადონის წვლილი.
რა საფრთხეს ქმნის რადონი და როგორ მოქმედებს რადონი ადამიანის ორგანიზმზე?
ძირითადი რადიაციული საფრთხე საკუთრივ რადონის იზოტოპებიდან კი არა, არამედ ამ იზოტოპების ხანმოკლე სიცოცხლის პერიოდის მქონე რადიაქტიური დაშლის დროს წარმოქმნილი მაიონებელი გამოსხივებით არის განპირობებული. ამასთან, პირველ რიგში აღსანიშნავია α–გამოსხივება, რომლის ბიოლოგიური ეფექტურობა γ– და β–გამოსხივებებზე 20-ჯერ მაღალია. რადონის დაშლის პროდუქტები-მყარი ნივთიერებები, ქმნიან ე.წ. აეროზოლებს, მცირე ზომის ნაწილაკებს, რომლებსაც შეუძლიათ დიდიხანს იმყოფებოდნენ ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში და მასთან ერთად მოხვდნენ ორგანიზმში. აეროზოლის ნაწილაკებზე რადონის იზოტოპების დაშლის პროდუქტების ადსორბირების უნარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან ადსორბირებული პროდუქტები კვლავაც ჰაერში რჩებიან და სუნთქვის ორგანოებით ადამიანის ორგანიზმში ხვდებიან. აეროზოლური ნაწილაკების არარსებობის შემთხვევაში კი რადიაქტიური პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი ჰაერიდან საკმაოდ სწრაფად გამოიდევნება და იატაკის, კედლების და სხვა საგნების ზედაპირზე ილექება.
რადონი შინაგანად ასხივებს ადამიანის ორგანიზმს და დასხივების თვალსაზრისით, ადამიანის ყველა ბუნებრივი წყაროდან დასხივების ჯამური დოზის ნახევარს იძლევა (დედამიწის წყაროებიდან კი-3/4-ს). ძირითადად ამ დასხივებას ადამიანი იღებს ცუდი ვენტილაციის მქონე შენობებში ყოფნის დროს და არა გარეთ, ატმოსფერული ჰაერიდან (განსხვავება რადონის კონცენტრაციაში შენობისა და ატმოსფეროს ჰაერს შორის დაახლოებით 8-ჯერადია).
აეროზოლის ნაწილაკები, მათზე ადსორბირებული რადონის დაშლის პროდუქტებით, მაღალი ბიოლოგიური აქტივობით გამოირჩევა. რადონის იზოტოპები წყალში და სხვა სითხეებში ხსნადია. ტემპერატურის ზრდასთან ერთად ხსნადობის კოეფიციენტი მცირდება (0.107-მდე 100°С -ზე), დუღილისას კი რადონი წყლიდან მთლიანად გამოიდევნება. ცხიმებში და ორგანულ გამხსნელებში ხსნადობა 20-100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე წყალში.
ყოველ წუთში ადამიანის ფილტვებში ხვდება მილიონობით რადონის რადიაქტიური ატომი. ისინი განსაკუთრებით საშიშია იმ შემთხვევაში, თუ შერეულია წყლის ორთქლში. რადონი და მისი დაშლის პროდუქტები გროვდება ზოგიერთ ორგანოსა და ქსოვილში, განსაკუთრებით ჰიპოფიზსა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში, ასევე გულში, რვიძლსა და სხვა სასიცოცხლო ორგანოში. სისხლის და ლიმფის მეშვეობით რადონი და მისი დაშლის პროდუქტები სწრაფად ვრცელდება მთელ ორგანიზმში და იწვევს ორგანიზმის მასიურ შინაგან დასხივებას.
რადონის საფრთხე, გარდა მის მიერ განპირობებული ფუნქციური დარღვევებისა (ასთმური შეტევები, შაკიკი, თავბრუსხვევა, გულისრევა, დეპრესიული მდგომარეობა და ს.შ), მდგომარეობს იმაშიც, რომ ფილტვის ქსოვილის შინაგანი დასხივების შედეგად მან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის კიბო.
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, რადონი ხელს უწყობს პროცესებს, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს დაავადების წარმოქმნას ფილტვებში. რადონის ბირთვის და მისი შვილობილი იზოტოპების დაშლა ფილტვების ქსოვილებში შთაინთქმება პრაქტიკულად დაშლის წერტილშივე. განსაკუთრებულად საშიშია (აძლიერებს დაავადების რისკს) რადონის ზემოქმედების და მოწევის ერთდროული ურთიერთქმედება. ითვლება, რომ რადონი — მოწევის შემდგომ მეორე ფაქტორია, რომელიც იწვევს და აძლიერებს რისკს უპირატესად ბრონხოგენური ტიპის ფილტვების კიბოს დაავადებისა. რადონის დასხივებით გამოწვეული კიბო, მეექვსე ადგილზეა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზებს შორის.
ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, რადონი არის ყოველწლიურად 20 ათასი კაცის სიკვდილის მიზეზი. ასევე მათ მიაჩნიათ, რომ ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზებს შორის რადონი თამბაქოს შემდეგ მეორე ადგილზეა. მსგავსი სიტუაციაა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ამასთან მწეველებში ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი რადონის მაღალი შემცველობის გარემოში რამდენჯერმე იზრდება. სასმელ წყალში არსებული რადონის დასხივებისაგან სიკვდილიანობის წილი დაახლოებით 1,5 %-ს შეადგენს.
ფილტვის სიმსივნით დაავადებასა და რადონის დაშლის პროდუქტებისგან მიღებულ დასხივების დოზას შორის კავშირის გამოსავლენად სხვადასხვა ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების მთელი რიგი ჩატარდა.
ფილტვის კიბოთი საბადოების მუშების დაავადების ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა ავადობის სიხშირესა და დასხივების დოზებს (მუშების რადონით დასხივების დოზა) შორის სრული კორელაცია გამოავლინა. მსგავსი გამოკვლევები ტარდებოდა ურანის საბადოების მუშა-მოსამსახურეებს შორის – აშშ-ში (შტატი კოლორადო, 1950-1977წწ), კანადაში (ონტარიოს პროვინცია, 1955-1981წწ), ჩეხოსლოვაკიაში (ბოჰემია,1948-1975წწ), საფრანგეთში (1947-1983წწ) და სხვა საბადოების (არა ურანის) მუშა-მოსამსახურეებს შორის – კანადაში (ნიუფაუნდლენდი, შპატის მოპოვება), ჩინეთში (თუთიის საბადო), შვედეთში (რკინამადნეულის, ტყვიისა და ცინკის საბადოები) და დიდ ბრიტანეთში (რკინამადნეულის მაღაროები). თამბაქოს წევა ზრდის მეშახტეებში რადონის დაშლის პროდუქტებით ინდუცირებული ფილტვის სიმსივნით დაავადების სიხშირეს და მისი განვითარების ფარული პერიოდის შემცირებას იწვევს.
მეშახტეებისა და მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე მრავალი ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მოსახლეობაში ფილტვის კიბოთი დაავადების შემთხვევათა 5-დან 40%-მდე შესაძლებელია შენობის შიგნით ორგანიზმზე რადონის დაშლის შვილეული პროდუქტების გამოსხივების ზემოქმედებით იყოს განპირობებული.
რადონი საშიში ხდება ადამიანებისათვის, თუ ერთმანეთს ემთხვევა შემდეგი სამი ფაქტორი:
როგორ ხვდება რადონი შენობაში?
შენობაში რადონი ხვდება საძირკველიდან, იატაკში არსებული ხვრელებიდან, კედლების საშენი მასალის ფორებიდან, კონსტრუქციებიდან. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენობა დგას ისეთ ნიადაგზე, რომელშიც რადიონუკლიდების (U, Ra, Tn) შემცველობა მაღალია, ან შენობა აშენებულია მაღალი რადიაქტივობის შემცველობის მასალისაგან. დათბობის მიზნით შენობის ჰერმეტიზაცია ზრდის რადონის კონცენტრაციას შენობაში (ანუ ენერგიის ეკონომია ზრდის რადონის კონცენტრაციას).
რადონის გამოყოფის თვალსაზრისით, სამშენებლო მასალებს შორის ვულკანური წარმოშობის მთის ქანები, მათ შორის გრანიტი, მინქაფა (გამოიყენება ბეტონის შემავსებლად). ხე, კირქვა, მარმარილო, ბუნებრივი თაბაშირი კი ამ მხრივ მინიმალურ საფრთხეს ქმნის.
პრობლემამ და მის მიმართ ინტერესმაც განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის პირობებში, როდესაც საცხოვრებელი ბინების დათბობის ძირითად ღონისძიებად ბინების საგულდაგულო ჰერმეტიზაცია იქცა. ამან, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საგრძნობლად გაზარდა რადონის კონცენტრაცია შენობების ჰაერში (ზოგ ქვეყანაში რადონის დონე 2-4-ჯერ გაიზარდა).სწორედ ამ პერიოდში – 1977წ UNSCEAR-მა რადონი მოსახლეობის რადიაციული საფრთხის ძირითად წყაროდ დაასახელა და შესაბამისი კვლიფიკაციაც მიანიჭა.
222Rn შენობის ჰაერში ძირითადად საძირკვლის ნიადაგიდან და სამშენებლო მასალებიდან (10%) ხვდება. შენობებში რადონის მთელი რაოდენობის 90% ქვედა სართულებზე იყრის თავს. აქედან გამომდინარე, მრავალსართულიან შენობებში რადონის ყველაზე მაღალი შემცველობა სარდაფებში და პირველი სართულის სათავსოებში აღინიშნება. რადონის დაგროვებაში გარკვეული წვლილი შეაქვს წყალგაყვანილობის წყალთან (რადონის მაღალი შემცველობის არტეზიული წყლის გამოყენებისას) და ბუნებრივ აირთან ერთად შენობებში რადონის შემოდინებას.
როგორ შეიძლება შევამციროთ საცხოვრებელ სივრცეში რადონის რაოდენობა ?
ჰაერში რადიონუკლიდების რაოდენობა იცვლება ადგილისა და დროის მიხედვით (დღე-ღამე, ზამთარ-ზაფხული, ნიადაგში, რადიონუკლიდების შემცველობა და სხვა). აღსანიშნავია, რომ ატმოსფეროს ჰაერის რადიოაქტივობაზე გავლენას ახდენს ჰაერის მასების გადაადგილებაც.
მრავალ ქვეყანაში აწარმოებენ რადონის კონცენტრაციის ეკოლოგიურ მონიტორინგს შენობებში, რადგანაც გეოლოგიური ბზარის რაიონებში მისი კონცენტრაცია შშენობებში შეიძლება ატარებდეს საშიშ ხასიათს და მნიშვნელოვნად აღემატებოდეს საშუალო მაჩვენებლებს დანარჩენ რეგიონთან შედარებით.
„შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანიზაციამ“ წარმატებით გაიარა „Accreditation Canada“-ს მკაცრი შეფასების პროცესი და პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო.
ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კლინიკა მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს პაციენტებისთვის უსაფრთხო და მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას და მუდმივად ინარჩუნებს ლიდერობას ჯანდაცვის სფეროში.


„Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხი მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებს ენიჭებათ, რომლებიც:
● უზრუნველყოფენ პაციენტებზე ორიენტირებულ და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას
● მუდმივად აუმჯობესებენ სერვისებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
● პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავენ

კლინიკის გუნდი წლების განმავლობაში შრომობდა და გარკვევით დაისახა მიზანი – უზრუნველყოს საქართველოში მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება.
„Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი ამ ძალისხმევის შედეგია და დადასტურებაა იმისა, რომ კლინიკა პაციენტთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს.

„Accreditation Canada“-ს პლატინის სერტიფიკატი პირდაპირ აისახება პაციენტების უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხზე.
● გაუმჯობესებული სამედიცინო სერვისები
● უსაფრთხო და თანამედროვე მკურნალობის მეთოდები
● პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა
● მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესება
ამ მნიშვნელოვან მოვლენას სპეციალური ცერემონია მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობდნენ „Accreditation Canada“-ს და კლინიკის წარმომადგენლები.

● „Accreditation Canada“-ს პლატინის სერტიფიკატი ნიშნავს, რომ კლინიკა აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს
● ეს აღიარება ზრდის პაციენტების ნდობას და კლინიკის ავტორიტეტს
● „შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია“ მუდმივად ცდილობს, დანერგოს თანამედროვე მიდგომები და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.
კლინიკის გუნდი გაგრძელებს განვითარებას, რათა გაწეული შრომა და მიღწეული წარმატება კიდევ უფრო განამტკიცოს და პაციენტებს საუკეთესო სამედიცინო მომსახურება შესთავაზოს!

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გენერალურ დირექტორს ზაზა სოფრომაძეს და აკრედიტაციის მენეჯერს, დირექტორის მოადგილეს მაია ცანავას პლატინიუმის სერტიფიკატი გადასცეს: „აკრედიტაცია კანადის“ ვიცე-პრეზიდენტმა კატერინა ტარასოვამ, „აკრედიტაცია კანადის“ ევროპის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, იულია შჩერბინამ, „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელმა საქართველოში პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.
„აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლებმა „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ გუნდს მიულოცეს, რომ კლინიკებს შორის უმაღლესი შეფასება „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა“ დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალში ძალიან მაღალი ხარისხი და სტანდარტია.
სერტიფიკატის გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდა „ჯო ენის“ პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ანი ალადაშვილი, პაციენტთა საბჭოს კოორდინატორი იოსებ დემეტრაშვილი და „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ თანამშრომლები.
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მისია ყოველთვის იყო პროფესიონალთა გუნდის მიერ პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჰოსპიტალი ორიენტირებულია ქვეყნის მოსახლეობას მიაწოდოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და მტკიცებულებაზე დაფუძნებული სერვისები. ჰოსპიტალში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო განათლებას, ინფორმირებულობასა და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები და უახლოეს მომავალში გაფართოებული სამედიცინო სერვისებით და ინფრასტრუქტურით წარვდგებით პაციენტების წინაშე. „აკრედიტაცია კანადის“ პლატინიუმის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს პაციენტებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას”, – განაცხადა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” გენერალურმა დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ.
„ჯო ენის ჰოსპიტალმა“ „Accreditation Canada“-ს რთული შეფასების პროცესი წარმატებით გაიარა და პლატინის ხარისხის სერტიფიკატი მიიღო.
ეს აღიარება ადასტურებს, რომ კლინიკა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტიან და მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას და პაციენტების კეთილდღეობას პირველ ადგილზე აყენებს.

„Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხის სერტიფიკატის მოპოვება მსოფლიო დონის აღიარებაა, რომელიც მხოლოდ იმ კლინიკებს გადაეცემათ, რომლებიც:
● უზრუნველყოფენ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას;
● მუდმივად ავითარებენ ინფრასტრუქტურასა და სამედიცინო სერვისებს;
● პაციენტთა უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს პრიორიტეტად ისახავენ;
● ცდილობენ ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას.

„ჯო ენის ჰოსპიტალი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და პაციენტზე ორიენტირებული კლინიკაა.
გუნდმა მრავალი წლის შრომა და ინვესტიცია ჩადო მომსახურების სრულყოფაში და მუდმივად ცდილობს განვითარებას.

● სრულად აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა – საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აპარატურა და სამედიცინო ტექნოლოგიები;
● გუნდის პროფესიული განვითარება – ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის რეგულარული გადამზადება;
● უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები – ინფექციების პრევენცია, სტერილიზაციის მკაცრი პროცედურები და პაციენტთა უსაფრთხოების მექანიზმები;
● ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პაციენტის მიმართ – პერსონალიზებული მკურნალობის გეგმები და პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისები;
● ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიები – მუდმივად განახლებადი დიაგნოსტიკური და მკურნალობის მეთოდები.
პლატინის ხარისხის სერტიფიკატის მოპოვება პირდაპირ აისახება პაციენტების უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხზე.
● უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურება;
● პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და ინდივიდუალური ყურადღება;
● თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენება;
● მუდმივი კონტროლი და მომსახურების გაუმჯობესება.
„Accreditation Canada“-ს სერტიფიკატის მიღებას „ჯო ენის ჰოსპიტალში“ სპეციალური ცერემონია მიეძღვნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:
● კატერინა ტარასოვა – „Accreditation Canada“-ს ვიცე-პრეზიდენტი
● იულია შჩერბინა – „Accreditation Canada“-ს ევროპის რეგიონული ხელმძღვანელი
● პროფესორი გიორგი ფხაკაძე – „Accreditation Canada“-ს წარმომადგენელი საქართველოში
● კლინიკის ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე გუნდთან ერთად.
● პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ანა ალადაშავილი.

ღონისძიებაზე „Accreditation Canada“-ს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ჯო ენის ჰოსპიტალი“ არის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ პრესტიჟულ აღიარებას და სამაგალითოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.
● კლინიკა ქმნის ახალ სტანდარტს საქართველოს ჯანდაცვაში;
● პაციენტებს მეტი ნდობა აქვთ საავადმყოფოსადმი;
● მომსახურების ხარისხი მუდმივად უმჯობესდება;
● „Accreditation Canada“-ს პლატინის ხარისხი ახალი შესაძლებლობების დასაწყისია.
„ჯო ენის ჰოსპიტალმა“ შესანიშნავი წარმატება მოიპოვა, რაც მისი გუნდური მუშაობისა და პაციენტებზე ზრუნვის მაღალი ხარისხის დამსახურებაა.
ეს მიღწევა ნიშნავს, რომ პაციენტებს შეუძლიათ სრული ნდობით მიმართონ „ჯო ენის ჰოსპიტალს“, რადგან აქ მათ ელოდებათ უსაფრთხო, თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება!
თებერვალი 2025 წელი – დასავლეთ ტეხასში წითელას შემთხვევების საგანგაშო ზრდა იწვევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების განგაშს. ჯანდაცვის ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია 35 შემთხვევა, საიდანაც 20 ბავშვია. ყველა ინფიცირებული არავაქცინირებული იყო.
რატომ არის ეს პრობლემა?
წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელსაც შეუძლია 90%-ით დაინფიციროს ნებისმიერი აუცრელი პირი, რომელიც ვირუსის მატარებელთან კონტაქტში აღმოჩნდება.
წითელას სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბავშვებში 3-6%-მდეა განვითარებად ქვეყნებში, ხოლო გართულებული შემთხვევების რისკი მაღალია იმუნოდეფიციტიან პირებში.
წითელას შედეგად შესაძლებელია სერიოზული გართულებები, როგორიცაა ფილტვების ანთება (25% შემთხვევაში), ტვინის ანთება (1-2 შემთხვევა 1000 ინფიცირებულიდან) და სმენის დაქვეითება.
როგორ გავრცელდა ინფექცია?
ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, ვირუსი გავრცელდა ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.
დაავადება ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა და ინფიცირებული ადამიანი სიმპტომების გამოვლენამდე 4 დღით ადრე უკვე საშიში ხდება სხვებისთვის.
წითელას სიმპტომები და საფრთხეები:
გართულებები: ფილტვების ანთება, ტვინის ანთება, იმუნური სისტემის სერიოზული დასუსტება
ვაქცინაციის აუცილებლობა – MMR ვაქცინა
MMR ვაქცინა (წითელა-წითურა-ყბაყურა) 97%-ით ეფექტურია წითელას წინააღმდეგ.
CDC და WHO რეკომენდაციას უწევენ 2 დოზას:
იმუნიზაცია იცავს არა მხოლოდ აცრილ პირებს, არამედ ჯოგური იმუნიტეტის მეშვეობით ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას.
პრევენციული ზომები და რეკომენდაციები:
როგორი ვითარებაა საქართველოში?
ბოლო წლებში საქართველოში წითელას აფეთქებები არაერთხელ დაფიქსირდა, რაც პირდაპირ უკავშირდება ვაქცინაციის შემცირებულ მაჩვენებლებს.
2018-2019 წლებში 3000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2023 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (NCDC) ვაქცინაციის აუცილებლობაზე არაერთი გაფრთხილება გასცა.
ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ბავშვებში და მოზარდებში კვლავ რჩება სერიოზულ გამოწვევად და ქმნის მომავალ ეპიდაფეთქებების რისკს.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციები:
“წითელას აფეთქება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჯანდაცვის განათლება და ხელი შევუწყოთ აცრების ხელმისაწვდომობას. საქართველო უნდა იყოს მზად ეპიდემიური აფეთქებების პრევენციისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვაქცინა უსაფრთხო და ხელმისაწვდომია.”
წყაროები:
CNN – West Texas Measles Outbreak Raises Public Health Concerns
https://edition.cnn.com/…/west-texas-measles…/index.html
Centers for Disease Control and Prevention (CDC) – Measles (Rubeola) Facts & Prevention
World Health Organization (WHO) – Measles Global Surveillance and Prevention
https://www.who.int/health-topics/measles
National Center for Disease Control and Public Health (NCDC) – წითელას ეპიდზედამხედველობის ანგარიში
დამატებითი ინფორმაციისთვის:
შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: shenimedicina.ge
შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: sheniekimi.ge
გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა ყველამ იცოდეს ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ და ავიცილოთ თავიდან მსგავსი ეპიდაფეთქებები!
#წითელა #ვაქცინაცია #საზოგადოებრივი_ჯანმრთელობა #ჯანდაცვა #drpkhakadze #აქხარისხია
ტკივილი მკერდის ძვლის უკან
ინფექციონისტ, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ქვეყანაში გრიპით გარდაცვალების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.
„გრიპი გრიპია, ყველა მისი შტამი მსგავსი სიმძიმისაა. გრიპი, ეს არის ყველაზე საშიში რესპირატორული ინფექცია, რაც ზუსტად ამას გულისხმობს, რომ გარკვეულ შემთხვევაში ლეტალურად სრულდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები აიცრნენ გრიპის ვაქცინით. განსაკუთრებით უნდა მოხდეს ეს რისკჯგუფებში.
თუ ავიღებთ მსოფლიო სტატისტიკას და მათ შორის ქართულს, ძირითადად, გრიპით კლინიკაში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. (60 წელს ზემოთ, ორსულები, ბავშვები) თუ ადამიანი შედის რისკჯგუფში, მნიშვნელოვანია, მათ დროულად მიმართონ ექიმს. თუ დამძიმდა გრიპი, სამწუხაროდ ლეტალურად მთავრდება ერთეულ შემთხვევებში.
სამწუხაროდ, ყოველ წელს ფიქსირდება გრიპით გარდაცვალების შემთხვევები. ახლა საკმაოდ მაღალი გავრცელების ფაზაში ვართ და ბევრი პაციენტია კლინიკებში.
აქცენტი უნდა გავაკეთოთ უპირველესად იმაზე, რომ ვინც რისკჯგუფშია,მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს მათი ჯანმრთელობის შეფასება, რათა თავიდან ავიცილოთ ლეტალობა“,- ამბობს ალექსანდრე გოგინავა.
ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.