“ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო: როგორ მოქმედებს ცხოვრების სტილი თქვენს გარეგნობაზე?”
პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი მზად არის მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში გაუწიოს დახმარება ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობაში
პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი მზად არის მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში გაუწიოს დახმარება ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობაში.
- მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრისა და იდაყვის ენდოპროთეზირება;
- კიდურების დაგრძელება შეძენილი პათოლოგიების დროს;
- საკორექციო ძვალკვეთა თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიების დროს;
- მოტეხილობების ქირურგიული მკურნალობა, მათ შორის ოსტეოსინთეზი;
- ძვლის გადანერგვა შეუხორცებელი მოტეხილობების დროს;
- მტევანსა და ტერფზე ნებისმიერი თანამედროვე ქირურგიული ჩარევა.
„ამ ეტაპზე პიკურ პერიოდში ვიმყოფებით“ – ალექსანდრე გოგინავა
ქვეყანაში გრიპის შემთხვევები იზრდება. მომატებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. როგორც ექიმები ამბობენ, 10 ადამიანიდან, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, ხველა და ცემინება აქვს, 6, სავარაუდოდ, გრიპით არის ინფიცირებული. მთავარ რეკომენდაციად კვლავ ვაქცინაცია რჩება.
“დეკემბერთან შედარებით, იანვრის პირველ სამ კვირაში გრიპის უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, რაც მიუთითებს იმას, რომ ამ ეტაპზე პიკურ პერიოდში ვიმყოფებით. ძირითადად, არის ამბულატორიული მიმართვიანობა, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებსა და რისკ-ჯგუფებში, გარკვეულ შემთხვევაში, სტაციონარიზაციაც კი ხდება საჭირო.
A გრიპის ერთ ერთ სეროტიპს უწოდებენ ე.წ. ღორის გრიპს, რომელიც არ გამოირჩევა სხვა გრიპის სეროტიპებისგან, ანუ მოსახლეობისთვის ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის, თუ A გრიპის რომელი სეროტიპი აქვს, იმიტომ რომ მათი მართვა, გართულებების ალბათობა და კლინიკური ნიშნები არის მსგავსი”, – აღნიშნა ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.
ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება – გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
მათივე ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
“ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე – https://air.gov.ge/ “რეკომენდაციების” ველში,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რესპირატორული ინფექციების გავრცელების სიხშირე საქართველოში
რესპირატორული ინფექციების გავრცელების სიხშირე საქართველოში
“ინოვაციური მკურნალობა კიბოს წინააღმდეგ: კრის დონალდსონის შთამბეჭდავი ისტორია”
“ინოვაციური მკურნალობა კიბოს წინააღმდეგ: კრის დონალდსონის შთამბეჭდავი ისტორია”
მხარეებმა, საქართველოსა და IOM-ს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელს, ლარს იოჰან ლოუნბეკს შეხვდა.
„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ – ივანე ჩხაიძე
„10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია“, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო განაწილებიდან გრიპის ხვედრითი წილი 25% იყო, ახლა 60%-ს მიაღწია.
„პოტენციურად ყველაზე მეტი გართულება სწორედ გრიპის ვირუსს ახლავს. გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი მატულობს. იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო. თუ დეკემბრის ბოლოს გრიპის ხვედრითი წილი იყო 25%, ახლა 60%-ს მიაღწია. ვირუსების საერთო განაწილებიდან 60%-ში გრიპი ფიქსირდება. ეს ნიშნავს რომ 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ახლა, ინფიცირების მატების ფონზე გრიპი გავრცელების მიხედვით მაქსიმალურ ციფრზეა“,- აღნიშნა ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და იაშვილის კლინიკაში 25-საწოლიანი დეპარტამენტი დაამატეს.
„მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში. ერთი დეპარტამენტი მთლიანად დავუმატეთ ჩვენს სტრუქტურულ შემადგენლობას, 25 საწოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. კიდევ ერთი, 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად. გრიპი მძიმე მიმდინარეობის გამო, კლინიკაში უნდა იყოს მართული. ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა გრიპით გარდაცვალების შემთხვევა“,-აღნიშნა ჩხაიძემ
მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაციაა.
აქვს თუ არა აზრი ახლა ამ ვაქცინის გაკეთებას, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ, ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის თვე არის იდეალური პერიოდი ვაქცინაციისთვის.
მაგრამ როდესაც საქმე რისკ-ჯგუფებს ეხება, რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაცია არასდროს გვიანი არ არის, ვინაიდან მოსახლეობის ამ ფენას აქვს მაღალი ალბათობა, გრიპით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების მძიმე მიმდინარების, საავადმყოფოში მოხვედრის. რისკი-ჯგუფები არიან ორსულები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები. მათთვის ახლაც ვაქცინაციის ჩატარებას, რა თქმა უნდა, აზრი აქვს,” – აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.
გრიპით ინფიცირებული ადამიანი გადამდებია დაავადების ნიშნების გამოჩენამდე 24 საათით ადრე. დისტანცირება ამ შემთხვევაში არის არის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება. ჰაერწვეთოვანი გზა განიხილება როგორც გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვან გზად“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
სიმსივნეების რისკის შემცირების ხუთი საკვები: როგორ ავიცილოთ ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტები
სიმსივნეების რისკის შემცირების ხუთი საკვები: როგორ ავიცილოთ ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტები
თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?
28 თებერვალს შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება. ეს მაშინ მოხდება, როდესაც მერკური იმ ექვს პლანეტას შეურთდება, რომლებიც ცაზე უკვე ჩანან, – წერს BBC-ი.
„შეხედეთ ცას ნათელ ღამეს იანვარსა და თებერვალში და თქვენ სიურპრიზი დაგხვდებათ. ექვსი პლანეტა – ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი ღამით ცაზე მოჩანან. თებერვლის ბოლოს მათ შეურთდება მერკური – ეს იშვიათი პლანეტების მწკრივში განლაგებაა, რომელიც ცაში მოჩანს“, – წერია სტატიაში.
ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის. მათი თქმით, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი საკმაოდ კაშკაშა პლანეტებია და მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი, მაშინ როდესაც ურანისა და ნეპტუნის დანახვა მხოლოდ ტელესკოპით არის შესაძლებელი.
„არის რაღაც განსაკუთრებული იმაში, რომ პლანეტებს შეუიარაღებელი თვალით ვუყურებთ“, – განაცხადა ბრიტანელმა მეცნიერმა ჯენიფერ მილარდმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, როდესაც პლანეტები თავისი ორბიტების მსგავს განლაგებაში აღმოჩნდნენ.
მეცნიერების ნაწილი გამოთქვავდა ვარაუდს, რომ პლანეტების ერთ მწკრივში განლაგებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს დედამიწაზე, თუმცა უდიდესმა სამეცნიერო წრეებმა ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.










