ორშაბათი, ივნისი 15, 2026

დეზინფორმაციის ახალი ტალღა – რატომ არის Yale-ის კვლევა მეცნიერებისა და ეთიკის წინააღმდეგ?

დაკავშირებულია თუ არა პირის ღრუს ბაქტერიები ინსულტის რისკთან? – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები
Giorgi pkhakadze

დეზინფორმაციის ახალი ტალღა – რატომ არის Yale-ის კვლევა მეცნიერებისა და ეთიკის წინააღმდეგ?

COVID-19 ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე 1000-ზე მეტი რეცენზირებული სამეცნიერო ნაშრომი არსებობს, ხოლო Daily Mail-ის სტატია დაუსაბუთებელ და საფრთხის შემცველ დასკვნებს ავრცელებს.

ახალი კვლევა, რომელიც Yale-ის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს, მანიპულაციურად არის გამოყენებული Daily Mail-ის მიერ, რათა საზოგადოებაში ვაქცინების წინააღმდეგ უნდობლობა გააღრმავოს. თუმცა, ეს კვლევა არ იძლევა მტკიცებულებას, რომ COVID-19 ვაქცინები “ახალ სინდრომს” იწვევს.

ძირითადი პრობლემები ამ კვლევაში:

გადახრილი და მცირე რაოდენობის მონაცემები

კვლევაში მონაწილეობდა მხოლოდ 42 ადამიანი, რომელთა სიმპტომებიც თვითონვე აღრიცხეს, რაც მეცნიერებაში მიუღებელია.

კვლევამ არ შეადარა ეს სიმპტომები სხვა მოსახლეობის მონაცემებს, ანუ შეუძლებელია იმის თქმა, არის თუ არა ეს ეფექტი მართლაც ვაქცინით გამოწვეული.

ბიომედიცინისა და მეცნიერების ეთიკა სერიოზულად კომპრომეტირებულია, რადგან კვლევა არ არის დასრულებული, არ არის რეცენზირებული და არ აქვს საკმარისი მონაცემები დასკვნების გასაკეთებლად.

არანაირი მიზეზობრივი კავშირი ვაქცინასა და ე.წ. “ახალ სინდრომს” შორის

დაკვირვება ≠ მიზეზი – კვლევამ მხოლოდ აღწერა, რომ რამდენიმე პაციენტს ჰქონდა სიმპტომები ვაქცინაციის შემდეგ, თუმცა არ აქვს მტკიცებულება, რომ ვაქცინა ამ სიმპტომების მიზეზია.

მსგავსი მეთოდოლოგია შეიძლება ნებისმიერი წამლის ან ვაქცინის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, რაც სამედიცინო კვლევაში დაუშვებელია.

პუბლიკაციის არამეცნიერული გამოყენება და დეზინფორმაცია

კვლევა ჯერ არ არის რეცენზირებული და დადასტურებული სამეცნიერო საზოგადოებაში.

Yale-ის უნივერსიტეტმა აუცილებლად უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მათი კვლევის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება.

ასეთი კვლევების მანიპულაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის პირდაპირი საფრთხეა.

რეალური მონაცემები – COVID-19 ვაქცინების სარგებელი

ვაქცინებმა 20 მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინეს მსოფლიოში. (The Lancet)

COVID-19 ვაქცინები 80-95%-ით ამცირებენ მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს. (NEJM)

საბოლოო მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინები უსაფრთხოა და სერიოზული გვერდითი მოვლენები უკიდურესად იშვიათია. (WHO)

როდესაც ვაქცინის უსაფრთხოება 1000-ზე მეტმა სამეცნიერო ნაშრომმა დაადასტურა, Yale-ის კვლევის მცდარი ინტერპრეტაცია მეცნიერებისა და ეთიკის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს!

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი

„მეცნიერება ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა ემოციებზე.

COVID-19 ვაქცინები არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური ბიომედიცინის მიღწევა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა.

ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია (FDA), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) ყველა თანხმდება, რომ ვაქცინები უსაფრთხოა და არ იწვევს ქრონიკულ დაავადებებს.

ყველა უნივერსიტეტი, მათ შორის Yale, ვალდებულია, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და არ დაუშვას კვლევის პოლიტიკური ან მედია-მანიპულაცია.“

მეცნიერება, ბიომედიცინის ეთიკა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ვერ იქნება ფეიქ-ნიუსებისა და არარაციონალური შიშის მსხვერპლი!

წყაროები:

WHO – COVID-19 ვაქცინების უსაფრთხოება: https://www.who.int

NEJM – ვაქცინების ეფექტიანობა: https://www.nejm.org

The Lancet – ვაქცინების გავლენა გლობალურ სიკვდილიანობაზე: https://www.thelancet.com

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

არ დაუშვათ მეცნიერების მანიპულაცია – გააზიარეთ, რომ დეზინფორმაცია არ გავრცელდეს!

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #ვაქცინები #COVID19 #მეცნიერება #ჯანდაცვისგანვითარება #ვაქცინებისუსაფრთხოება #ფეიქნიუსებისგავრცელებისწინააღმდეგ

Giorgi Pkhakadze

@ [61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@highlight

@ [61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

PS: Yale University official explanation needed.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

 

 

#drpkhakadze #აქხარისხია

ნაწლავის მიკრობები და ტვინი – აუტიზმის მართვის ახალი პერსპექტივა?

ნაწლავის მიკრობები და ტვინი – აუტიზმის მართვის ახალი პერსპექტივა?
#post_seo_title

ნაწლავის მიკრობები და ტვინი – აუტიზმის მართვის ახალი პერსპექტივა?

ჩინელი მეცნიერები იკვლევენ, შეუძლია თუ არა ნაწლავის მიკრობიოტას აუტიზმის სპექტრის დარღვევების (ASD) სიმპტომების შემცირება. კვლევა ეფუძნება მტკიცებულებებს, რომ ნაწლავის ბაქტერიები გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციაზე, განწყობასა და ქცევაზე.

კვლევის ძირითადი მიგნებები

Lactobacillus rhamnosus-ის გავლენა – ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ეს პრობიოტიკი აუმჯობესებს სოციალური ქცევას თაგვებში.

CHD8 გენი – მისი მუტაციები ასოცირდება აუტიზმთან და ნაწლავის მიკრობიოტას დარღვევასთან.

ნეიროგანვითარების კავშირი ნაწლავის ჯანმრთელობასთან – ნაწლავის ბაქტერიები შეიძლება მოქმედებდნენ ნეირონულ კავშირებზე, რაც გავლენას ახდენს ქცევასა და კომუნიკაციაზე.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი

„ეს კვლევა ახალ შესაძლებლობებს აჩვენებს აუტიზმის მართვაში, თუმცა ჯერ მხოლოდ ცხოველებზეა ტესტირებული.

ადამიანებზე კლინიკური კვლევებია საჭირო, რათა დავადგინოთ ეფექტურობა და უსაფრთხოება.

ნაწლავის მიკრობიოტა ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობაში, მაგრამ სამედიცინო ჩარევები მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ უნდა განხორციელდეს.

ჯანმრთელობა იწყება ნაწლავში – სწორი კვება და პრობიოტიკების ბალანსი შესაძლოა დადებითად მოქმედებდეს ტვინის ფუნქციებზე.“

წყაროები:

South China Morning Post – ნაწლავის მიკრობიოტა და აუტიზმი: https://www.scmp.com/news/china/science/article/3298869

Nature – ნაწლავის ბაქტერიებისა და ტვინის კავშირის გავლენა: https://www.nature.com/articles/nature23328

Cell – ნაწლავის მიკრობიოტა და ნეიროგანვითარება: https://www.cell.com/…/neuro…/fulltext/S0166-2236(17)30065-6

World Health Organization (WHO) – აუტიზმის მართვის სტრატეგიები: https://www.who.int/…/fact…/detail/autism-spectrum-disorders

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გაუზიარეთ, რომ სხვებმაც გაიგონ ახალი სამეცნიერო მიგნებების შესახებ!

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #აქხარისხია #აუტიზმი #პრობიოტიკები #ნაწლავისმიკრობიოტა #ტვინისფუნქცია #ჯანმრთელობაწაწყალავშიიწყება Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

@highlight

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ბავშვი and ტექსტი გამოსახულება

 

 

 

რა არის პაპილომა ვირუსი და როგორ შეიძლება ბრძოლა მის წინააღმდეგ? – ყველაფერი პაპილომა ვირუსით გამოწვეული ყელის კიბოს შესახებ

ვიდეო მასალა ადამიანის პაპილომა ვირუსის შესახებ
#post_seo_title

რა არის პაპილომა ვირუსი და როგორ შეიძლება ბრძოლა მის წინააღმდეგ?

ამის შესახებ გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი მადლონა ჯუღელი საუბრობს.

მისივე თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ 17 წლამდე ჩატარებული ვაქცინაცია 90%-ით იცავს ორგანიზმს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინაცია უფასოა.

პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევია და მამაკაცებში იწვევს ოროფარინგული კიბოს, რომელიც დღესდღეობით, ძალიან აქტუალური გახდა.

ვირუსი ყველაზე ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, მატარებელია როგორც მამაკაცი, ასევე, ქალი. მამაკაცის შემთხვევაში, ნაკლებად ვლინდება. ცხოვრების განმავლობაში, ამ ვირუსით 10 ქალიდან 8 ინფიცირდება.

ყველაზე ხშირია, 30 წლამდე ადამიანებში. ვირუსს ასეთი უნარი აქვს: არ ჩანს, ვერ გრძნობ, ვერ ხედავ. სიმპტომები არ გააჩნია. სანამ ქსოვილი ონკოლოგიურ პათოლიგიაში არ გარდაიქმნება, მანამ, პაციენტს არანაირი ჩივილი არ აქვს. თუმცა, დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია გვაძლევს საშუალებას, ეს დაავადება 100%-ით თავიდან ავიცილოთ, მაგრამ, როცა ონკოლოგიაა, სიმპტომები ასეთია: სისხლიანი გამონადენი, სქესობრივი ურთიერთობის დროს დისკომფორტი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა – სამწუხაროდ, აქ არის ონკოლოგია.

ერთადერთი კიბოა, რომლის გამომწვევი მიზეზი ვიცით, ვიცით, როგორ დავიცვათ თავი. სტატისტიკურად, დაავადებამ მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, მანამდე, მეორეზე იყო. ჩვენ შეგვიძლია, რომ სრულად აღმოვფხვრათ.

თუ პაპილომა ვირუსით ვინფიცირდებით, ვირუსი 80%-ით ტოვებს ორგანიზმს და მიდის, ეს არ ნიშნავს, რომ მე დაინფიცირებული ვარ და კიბო დამემართება. ის 20% რჩება. არსებობს ვირუსის ონკო-ტიპები, რომლის დასადგენადაც კვლევას ვატარებთ. არის კიდევ „ხელშემწყობი“ ფაქტორები, ესაა თამბაქო, სხვა გადამდები ინფექციები, ჰორმონალური დარღვევები და ა.შ.

როდესაც დედა მშობიარობს და ბავშვი სამშობიარო გზებს გადის, ამ დროსაც გადამდებია. ასევე, არ იცავს კონდომი, ზედაპირული ურთიერთობის დროსაც, დასაშვებია, რომ ლორწოვანი კანზე მოხვდეს და ხდება ინფიცირება. ასევე, ვირუსი ნანახია ემბრიონში.

გარდა იმისა, რომ ვაქცინაციით საკუთარ თავს ვიცავთ, იცავ პარტნიორს, ასევე შენს მომავალს“, – აცხადებს გინეკოლოგი.

საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსი გამართავს იშვიათი დაავადებების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსი გამართავს იშვიათი დაავადებების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.
#post_seo_title

იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე  (Rare Disease Dayმსოფლიოს მასშტაბითყოველწლიურად, თებერვლის ბოლო დღეს აღინიშნება.

საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსი გამართავს იშვიათი დაავადებების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ღონისძიება ჩატარდება გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის მხარდაჭერით.

ღონისძიებაზე პაციენტები ისაუბრებენ, რას ნიშნავს იშვიათ დაავადებასთან ერთად ცხოვრება.

ასევე განხილული იქნება იშვიათი დაავადების გამოწვევები მთელს მსოფლიოში.

ღონისძიება გაიმართება 28 თებერვალს 18:00, ჰოლიდეი ინნ თბილისში,

მის: 26 მაისის მოედანი 1.

#drpkhakadze #აქხარისხია

რა გავლენას ახდენს ვორკოჰოლიზმი ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ვორკოჰოლიზმი ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე
#post_seo_title

რა გავლენას ახდენს ვორკოჰოლიზმი ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე

საუბრობს კლინიკური ფსიქოლოგი, გეშტალტ-ფსიქოთერაპევტი ბარბარე ჭკუასელი:

რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?

რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?
#post_seo_title

რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?

გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?
საუბრობს ჰემატოლოგი, თსსუ პროფესორი ნანა ლოლაშვილი:

ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შშმ პირთათვის ადაპტირებული ინვენტარი გადაეცა

ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შშმ პირთათვის ადაპტირებული ინვენტარი გადაეცა
ფოტო: თბილისის მერია

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, რომელიც სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს მუდმივად აუმჯობესებს, სიახლეა – ცენტრის ოთხივე ფილიალი ახალი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს გადაეცა შშმ პირებისთვის ადაპტირებული ოთხი გინეკოლოგიური სკამი და ჰისტეროსკოპი, რომელიც საშუალებას იძლევა, შესაბამისი საჭიროების მქონდე პირებმა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა და ტექნიკა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, UNFPA-ს საქართველოს ოფისის დირექტორ მარიამ ხანთან და TIKA-ს თბილისის კოორდინატორ ზეინეფ ბაირაქისთან ერთად დაათვალიერა.

ეთერ კიღურაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობა, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა, პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ძალისხმევა და შშმ პაციენტებისთვის შეთავაზებული სამედიცინო სერვისები გააცნო.

„კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვიამაყო ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესებით, რაც საშუალებას გვაძლევს, შშმ პირებს, მაღალპროფესიონალ სამედიცინო პერსონალთან ერთად, სამედიცინო სერვისის მისაღებად, მათთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო დავახვედროთ, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს. ასევე, განსაკუთრებულია თბილისის მერიის წვლილი ზოგადად სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და ცენტრის უახლესი აპარატურით გადაიარაღების საქმეში. აქვე მინდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს, რასაც დიდად ვაფასებთ“, – განაცხადა ეთერ კიღურაძემ.

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე მელიქე ილმაზ ოზქიფერი, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე.

ღონისძიების მონაწილეებმა კიბოს სკრინინგის შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, რა მიმართულებითაც, მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოითქვა.

„არა გაკაჟება, არა ჭუჭყი, არა ცხოველი! – ბავშვი რომ ხშირად ავადობს, ძირითადად მშობელია დამნაშავე“

„არა გაკაჟება, არა ჭუჭყი, არა ცხოველი! - ბავშვი რომ ხშირად ავადობს, ძირითადად მშობელია დამნაშავე“
#post_seo_title

„არა გაკაჟება, არა ჭუჭყი, არა ცხოველი! – ბავშვი რომ ხშირად ავადობს, ძირითადად მშობელია დამნაშავე“

პედიატრი ყარამან ფაღავა გადაცემა „იმედის დღეში“ სტერილური გარემოს საფრთხეებსა და ბუნებაში თამაშის აუცილებლობაზე საუბრობს:

ბავშვებს ნამეტანი თბილად აცმევენ. ამბობენ, – „ბავშვს ღამე ცუდად სძინავს“, ამ დროს კი ფანჯარას არ აღებენ. ბავშვის წამალი, ეს არის ცივი ჰაერი. ქალის რძე შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ბავშვს იცავს. ბავშვი სოფელში მეტ მიკრობს იღებს და მეტ ანტიგენებთან აქვს შეხება. ეს იმუნიტეტის ვარჯიშია.

ბავშვისთვის ტალახი ჰარმონიაა. ცხოველი ადამიანს უფრო ხსნის და კომუნიკაციას უადვილებს. წელიწადში ორჯერ მსუბუქი ინფექცია ნორმალურია“.

 

 

 

იმუნოთერაპია ფილტვის კიბოს მკურნალობაში – მნიშვენლოვანი მიღწევები და პერსპექტეივები

იმუნოთერაპია ფილტვის კიბოს მკურნალობაში - მნიშვენლოვანი მიღწევები და პერსპექტეივები
#post_seo_title

2025 წლის 15 თებერვალს, თბილისში, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე „გულმკერდის მიდამოს პათოლოგიები და დიფერენციალური დიაგნოსტიკა“, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ დამფუძნებელმა, მედიცინის დოქტორმა, კლინიკურმა ონკოლოგმა დავით თაბაგარმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „იმუნოთერაპია – ფილტვის კიბოს განკურნების შესაძლებლობა“. მოხსენებაში დეტალურად იქნა განხილული იმუნოთერაპიის არსი, მიღებული შედეგები და კლინიკის სამომავლო გეგმები.

წარდგენილი მონაცემები მოიცავდა სამი კლინიკის – „კონსილიუმ მედულას“, „ბათუმის მედ-ცენტრის“ და „მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ – საერთო შედეგებს. აღნიშნული კლინიკები გაერთიანდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ეგიდით, რათა ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის იმუნოლოგიური ლაბორატორიის საშუალებით ერთობლივად შეისწავლონ და განავითარონ იმუნოთერაპიის შესაძლებლობები.

ამ სამი კლინიკის გამოცდილებაზე დაყრდნობით, დადასტურდა, რომ იმუნოთერაპიამ დრამატულად შეცვალა ონკოლოგიური დაავადებების გადარჩენადობის მაჩვენებლები: თუ ქიმიოთერაპიის გამოყენებისას 5-წლიანი გადარჩენადობა მხოლოდ 4%-ს შეადგენდა, იმუნოთერაპიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 25%-მდე გაიზარდა.

მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი შედეგისა, მკურნალობის აღნიშნული მეთოდი ყველა პაციენტში ერთნაირ ეფექტურობას ვერ იძლევა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის პროცესში თავს იჩენს ავტოიმუნური გვერდითი მოვლენები.

არსებობს ჩვენთვის უცნობი ბიოლოგიური მარკერები, რომელთა შესწავლაც  თითოეულ პაციენტთან მიმართებაში წინასწარ მოგვცემს ინფორმაციას იმუნოთერაპიის ეფექტურობაზე და მოსალოდნელ გვერდით მოვლენებზე. ეს ასევე დაგვეხმარება შევარჩიოთ პაციენტზე მორგებული მკურნალობის სქემა – მისი სიხშირე და ხანგრძლივობა. კონფერენციაზე დავით თაბაგარმა სწორედ ამ შედეგებისა და ბიომარკერების შესწავლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც მიზნად ისახავს პაციენტებისთვის კიდევ უფრო ეფექტიანი მკურნალობის უზრუნველყოფას.

#drpkhakadze #აქხარისხია

კანაფის ხშირი მოხმარება ტვინის აქტივობის შემცირებას იწვევს!

ახალი კვლევა: რა გავლენას ახდენს კანაფი ადამიანის დნმ-ზე? - მკაფიო კვალს ტოვებს ადამიანის დნმ-ზე
#post_seo_title

კანაფის ხშირი მოხმარება ტვინის აქტივობის შემცირებას იწვევს!

უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ კანაფის რეგულარული მოხმარება პირდაპირ კავშირშია ტვინის ფუნქციონირების დაქვეითებასთან, განსაკუთრებით იმ უბნებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებაზე და კოგნიტურ უნარებზე.

კვლევამ, რომელშიც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა ზრდასრული მონაწილეობდა, აჩვენა, რომ:

კანაფის რეგულარული მომხმარებლების 63%-ში ტვინის აქტივობა შემცირდა სამუშაო მეხსიერების პროცესებში.

მომხმარებელთა 68%-ში დაფიქსირდა კოგნიტური უნარების დაქვეითება, რაც გავლენას ახდენს კონცენტრაციაზე, სწავლის უნარზე და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაზე.

ტვინის იმ უბნებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინფორმაციის დამუშავებაზე, ნაკლები აქტივობა აღინიშნა, რაც დაკავშირებულია გრძელვადიან მეხსიერების პრობლემებთან.

როგორ მოქმედებს კანაფი ტვინზე?

THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი), რომელიც კანაფის მთავარი აქტიური ინგრედიენტია, პირდაპირ ზემოქმედებს ტვინის რეცეპტორებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებაზე, კონცენტრაციასა და ემოციურ რეგულირებაზე.

დროის განმავლობაში, რეგულარული მოხმარება ამ რეცეპტორების მგრძნობელობას ამცირებს, რაც იწვევს მეხსიერებისა და კოგნიტური უნარების დაქვეითებას.

გრძელვადიან პერიოდში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში, ეს ეფექტი შესაძლოა შეუქცევადი იყოს.

რა უნდა ვიცოდეთ?

კვლევები აჩვენებს, რომ კანაფის რეგულარული მოხმარება ზრდის დემენციისა და ალცჰეიმერის დაავადების რისკს.

განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ახალგაზრდები, რომელთა ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.

კანაფის ხშირი მოხმარება გავლენას ახდენს პროფესიულ და აკადემიურ წარმატებაზე, რადგან ამცირებს კონცენტრაციის და სწავლის უნარს.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი

„ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ კანაფი “უსაფრთხოა” და არ ახდენს ზიანს, მაგრამ მეცნიერება გვიჩვენებს საპირისპიროს.

გრძელვადიანი მოხმარება ტვინის სტრუქტურას და ფუნქციას ცვლის, რაც მეხსიერებასა და სწავლის უნარზე ახდენს გავლენას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა და მოზარდებმა თავი შეიკავონ კანაფის რეგულარული მოხმარებისგან, რადგან მათი ტვინი ჯერ კიდევ განვითარებადია.

თუ ადამიანს უკვე აქვს კონცენტრაციის, მეხსიერების ან კოგნიტური უნარების პრობლემები, უმჯობესია გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან და შეამციროს ან შეწყვიტოს კანაფის მოხმარება.

ჯანმრთელობა ტვინში იწყება – რაც უფრო მეტად ვიცავთ მას, მით უფრო ეფექტური და სრულფასოვანი იქნება ჩვენი ცხოვრება!“

წყაროები:

შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: https://www.sheniekimi.ge

შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: https://www.shenimedicina.ge

შენი ამბები – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სიახლეები: https://www.sheniambebi.ge

Technology Networks – კანაფის მოხმარება და ტვინის აქტივობის შემცირება: https://www.technologynetworks.com/…/heavy-cannabis-use…

Harvard Medical School – კანაფის ზეგავლენა ტვინზე: https://www.health.harvard.edu/mind…/marijuana-and-the-brain

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა სხვებმაც გაიგონ, როგორ მოქმედებს კანაფის რეგულარული მოხმარება ტვინის ჯანმრთელობაზე!

#გიორგიფხაკაძე #კანაფი #ტვინისჯანმრთელობა #კოგნიტურიუნარები #საზოგადოებრივიჯანდაცვა #ახალგაზრდულიჯანმრთელობა #ჯანსაღიცხოვრება #drpkhakadze @highlight

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

შეიძლება იყოს text that says '356s006 රථനറ ටෆරටාෆාරථ O3o6ου ടാർറദന രാാ്റനാട o63a3B! Heavy Cannabis Use Linked to Reduced Brain Activity' გამოსახულება

 

 

#drpkhakadze #აქხარისხია

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights