ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, შშმ ქალებისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად სკრინინგ ცენტრის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
როგორც აღინიშნა, მას შემდეგ რაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის ფილიალები სრულად აღიჭურვა შშმ ადაპტირებული ინვენტარით, გადაადგილების თუ მოძრაობის სირთულეების მქონე ქალებს, შესაძლებლობა ექნებათ მარტივად ისარგებლონ სკრინინგის პროგრამით.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ორსული დედის შარდში ქიმიური ბისფენოლ A (BPA)-ს სამჯერ უფრო მაღალი დონე აღმოაჩინეს, ვიდრე დასაშვებია. კვლევის ფარგლებში 600-ზე მეტი ჩვილის განვითარების მონიტორინგი ხორციელდებოდა.
ეს არის ჩვეულებრივი პლასტიკური დანამატი, რომელიც საწოვარებიდან, საკვების ლითონის ქილით დაწყებული – ქვითრებით დამთავრებული, ყველაფერში გვხვდება. მკვლევრები თვლიან, რომ სწორედ ეს დანამატია დაკავშირებული ბიჭებში აუტიზმის გაზრდილ რისკთან.
ორსული ქალის ორგანიზმში თუ ბისფენოლ A-ს სამჯერ გაზრდილი მაჩვენებელი აღმოჩნდა, არის დიდი რისკი, რომ მის ჩვილს მომავალში, აუტიზმის სიმპტომები განუვითარდეს.
“პლასტმასი ყველა ჩვენგანის სახლშია, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ბიჭები ექვსჯერ უფრო ხშირად ვხვდებით აუტიზმის დიაგნოზს 11 წლის ასაკში – მათთან შედარებით, ვის დედებსაც ჰქონდათ BPA-ის დაბალი დონე ორსულობის დროს“, – აღნიშნულია სტატიაში.
BPA, ქიმიკატი განკუთვნილია პლასტმასის გასამაგრებლად და ლითონების დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად, ასევე დაკავშირებულია სიმსუქნის, ასთმის, დიაბეტის და გულის დაავადებების უფრო მაღალ რისკებთან. მას მეორენაირად უწოდეს “გენდერის დამამშვიდებელი” ქიმიკატი იმის გამო, რომ ადამიანებში, თევზებში და სხვა სახეობებში ჰორმონალურ და სექსუალურ დარღვევებს ასტიმულირებს.
„კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩვენებს ერთ-ერთ ბიოლოგიურ მექანიზმს, რომელიც პოტენციურად არის ჩართული. BPA-ს შეუძლია შეაფერხოს ჰორმონებით კონტროლირებადი, მამრობითი ნაყოფის ტვინის განვითარება რამდენიმე გზით. მათ შორის, გააჩუმებს საკვანძო ფერმენტს – არომატაზას, რომელიც აკონტროლებს ნეიროჰორმონებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის ტვინის განვითარებაში”, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმმა დოქტორ ენ-ლუიზ პონსონბიმ.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ არომატაზა ხელს უწყობს ტვინში მამრობითი სქესის ზოგიერთი ჰორმონის წარმოქმნას, რომელიც ცნობილია როგორც ნერვული ანდროგენები. ეს ესტროგენები ეხმარება ყველა ადამიანს, მოაწესრიგოს თავის ტვინში ანთება, შეინარჩუნოს სინაფსების მოქნილობა, რომელიც ეხმარება ნეირონების კომუნიკაციას მთელ ნერვულ სისტემაში და ასევე ხელს უწყობს ქოლესტერინის მართვას.
“ღმოვაჩინეთ, რომ BPA თრგუნავს არომატაზას ფერმენტს და ასოცირდება ანატომიურ, ნევროლოგიურ და ქცევით ცვლილებებთან“, – იტყობინება კვლევის თანაავტორი და ბიოქიმიკოსი დოქტორი უა ჩინ ბუნი. როგორც ჩანს, ეს აუტიზმის თავსატეხის ნაწილია“, – თქვა დოქტორ პონსონბიმ.
ინტერვიუ პაციენტთან, რომელსაც ტვინიდან 15 სმ-იანი ცოცხალი ჭია ამოუღეს. უცხო სხეული, რომელიც თავდაპირველად სიმსივნე ეგონათ და 34 წლის ქირურგის მიერ ჩატარებული უნიკალური ოპერაცია.
თავდაპირველად სიმსივნე ეგონათ, რეალურად კი ღორის სოლიტერი აღმოჩნდა. პარაზიტი, რომელიც ადამიანის სხეულში ღორის ხორციდან შეიძლება აღმოჩნდეს. მისი კვერცხები შესაძლოა სისხლის მიმოქცევაში აღმოჩნდეს და ტვინამდეც მიაღწიოს.
ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა ცოცხალი, ბრტყელი ჭიის არსებობისა თავის ტვინში.
ქალს, რომელსაც მხედველობის გაუარესება, ძლიერი თავის ტკივილები და გულყრა აწუხებდა, მეზობელ ქვეყანაში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და 4 წლის განმავლობაში მკურნალობდნენ.
პაციენტმა, ია ნარსიამ ქირურგიულ ჩარევაზე სხვა ქვეყანაში, ბევრჯერ თქვა უარი. ბოლოს ოპერაციაზე საქართველოში მყოფმა ახალგაზრდა ქირურგმა დაითანხმა.
“უკვე ვერ დავდიოდი, თვალებში ვერ ვიხედებოდი, ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად… ნუ გეშინია, ძალიან კარგად გაგიკეთებო, მისასვლელად ძალიან კარგ ადგილას არისო. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება. ვიფიქრე, ნუთუ ეს ბავშვი გამწირავს მეთქი.
კიდევ ვერ ვიჯერებ, დღესაც ვერ ვიჯერებ… ჩემმა ბიჭმა მითხრა: დედა ჭია ამოგიყვანესო. რა ჭია, რაზეა საუბარი მეთქი,“ – ამბობს ია ნარსია.
როგორც ნეიროქირურგი გიორგი სექანია ამბობს, ამის დაჯერება მასაც გაუკვირდა.
“ფორმას იცვლიდა, ხან შეშუპების ხარისხი იცვლებოდა. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე იყო. ამ სურათით, რომ ნახოთ ეს დასკვნები, ყველანაირად ემთხვევა სიმსივნის ფორმას. ოპერაცია 3 საათს გაგრძელდა“, – ამბობს ქირურგი და აღნიშნავს, რომ
“სიღრმეში იყო. ყველა მილიმეტრი არის კილომეტრის ტოლფასი. ემოციებს რაც შეეხება, მარტივი არასდროს არაა.
როდესაც ვნახე ეს ჭია, პირველი ემოცია იყო, რამე სისხლძარღვი ან ნერვი ხომ არ არის- მეთქი. მაგრამ გახსენდება ანატომია, ეგრევე ყველაფერი გიტრიალებს თავში და გახსენდება, რომ იქ არ უნდა იყოს არც ნერვი, არც სისხლძარღვი. ნელ-ნელა, ამოყვანის დროს, არ დამთავრდა. ალბათ 10-15 სმ იყო, მაგრამ მოდუნებულ მდგომარეობაში, როდესაც გაიშალა, 20 სმ იქნებოდა,“ – იხსენებს გიორგი სექანია
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდისათვის განსახორციელებელ საზედამხედველო საქმიანობის გეგმის პროექტზე იმსჯელა და ერთხმად დაამტკიცა.
„დეტალურად განვსაზღვრეთ საგაზაფხულო სესიაზე საზედამხედველო საქმიანობის კუთხით განსახილველი საკითხები. დაგეგმილი გვაქვს კომიტეტის გასვლითი სხდომები და სამუშაო შეხვედრები დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, როგორც ცალკეულ უწყებებში, ასევე მოსახლეობასთან, რათა ადგილზე შევისწავლოთ მათი პრობლემები“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
გეგმის თანახმად, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში კომიტეტს დაგეგმილი აქვს ინფორმაციის მოსმენა: დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროგრამების მიმდინარეობის შესახებ, „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის თაობაზე, ფარმაცევტულ სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მიმდინარეობის შესახებ, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე და ა. შ.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, კომიტეტში შეიქმნა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის საკონსულტაციო საბჭო.
როგორც ზაზა ლომინაძემ განაცხადა, საბჭოს შემადგენლობა 26 წევრით განისაზღვრება, რომელიც გააერთიანებს სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურებში მომუშავე პროფესიონალებს და დამოუკიდებელ სპეციალისტებს. საბჭოს საქმიანობის მიზანია ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის გაძლიერება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გრიპის ვირუსი, უმთავრესად, ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში და დაღლილობა.
ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ვაქცინაცია ხელს უწყობს დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან აცილებას. მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია.
ჯანდაცვის სამინისტრომ, ექიმი-ონკოლოგებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობით, ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა.
ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ასევე ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, განსხვავებული იყო.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
ცვლილების შედეგად, დადგენილი რეგულაციები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს ონკოთერაპიული სერვისის, როგორც ანაზღაურების, ისე მიწოდების სისტემას. გარდა ამისა, მოწესრიგდა გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად არსებული დავალიანების დაფარვის მექანიზმი, რაც გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალისა და კლინიკების ფინანსურ მდგრადობას და დადებითად აისახება პაციენტის სერვისის ხარისხზე.
100 %-ით ფინანსდება:
• ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები:
1. სისხლის საერთო ანალიზი
2. კოაგულოგრამა
3. კრეატინინის განსაზღვრა სისხლში
4. ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT
5. ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST
6. ბილირუბინი (საერთო)
7. ბილირუბინი (პირდაპირი)
8. ელექტროლიტები (Ka, Na, Ca)
9. ღვიძლის ფუნქციური სინჯები – GGT
10. ტუტეფოსფატაზა
11. შარდის საერთო ანალიზი
• ქიმიოთერაპიის დროს, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით, ჩასატარებელი დამატებითი ლაბორატორიული კვლევები:
1. ალბუმინის განსაზღვრა სისხლში
2. მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში
• ჰორმონოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები:
1. სისხლის საერთო ანალიზი
2. კოაგულოგრამა.
3. კრეატინინის განსაზღვრა სისხლში
4. ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT
5. ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST
ასევე, ქიმიო/ჰორმონო და სხივურ თერაპიასთან დაკავშირებით საჭირო, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.
ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი კორონავირუსი ღამურებში, რომელიც შესაძლოა ადამიანებშიც გავრცელდეს. კვლევას ხელმძღვანელობდა ცნობილი ვირუსოლოგი ში ჟენგლი, რომელიც ცნობილია როგორც “ღამურების ქალი”.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
ვირუსის წარმოშობა: ახალი ვირუსი აღმოაჩინეს ღამურების სახეობაში, რომელიც ჰონგ-კონგშია გავრცელებული.
ადამიანებზე გადაცემის პოტენციალი: ვირუსი იყენებს ACE2 რეცეპტორს, იგივე მექანიზმს, რომელსაც COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი იყენებს ადამიანის უჯრედებში შეღწევისთვის.
ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ვირუსი უკვე ადამიანებში ვრცელდება, თუმცა მეცნიერები გაძლიერებულ მონიტორინგს საჭიროებენ.
“ახალი კორონავირუსების აღმოჩენა არ ნიშნავს პანიკის საფუძველს, მაგრამ მკაცრად მიგვანიშნებს, რომ გლობალური ჯანდაცვის სისტემები უნდა იყვნენ მზად ახალი პოტენციური პანდემიური საფრთხეებისთვის. ღამურები მრავალი ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარია, და მათგან ადამიანის ორგანიზმში ვირუსების გადაცემა შეიძლება მოხდეს ცხოველთა ბაზრებში, საკვების ჯაჭვში ან სხვა ფაქტორების გავლენით. ამიტომ, ბიოუსაფრთხოების გაძლიერება, ზუსტი მონიტორინგი და ვაქცინების გამზადებული პლატფორმები გადამწყვეტია მომავალი ეპიდემიების თავიდან ასაცილებლად.”
რა უნდა გავითვალისწინოთ?
მუდმივი მეთვალყურეობა და კვლევები – საჭიროა მეტი მონაცემი იმის დასადგენად, თუ რამდენად საშიშია ეს ვირუსი ადამიანებისთვის.
ბიოუსაფრთხოების ზომების გაძლიერება – ველური ცხოველების ბაზრებზე და ლაბორატორიებში კონტროლის გაძლიერება აუცილებელია.
მოსახლეობის ინფორმირება და მზადყოფნა – COVID-19-ის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ინფორმირებული საზოგადოება ჯობია შეშინებულ საზოგადოებას.
წყაროები:
შენი ექიმი – ბუნებრივი მკურნალობა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობა: sheniekimi.ge
შენი ბავშვი – ბავშვის ჯანმრთელობა და განვითარება: sheniambebi.ge
შენი მედიცინა – ჯანმრთელობა და კვების რეკომენდაციები: shenimedicina.ge
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ჩინელმა ვირუსოლოგებმა კვლევის დროს აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელსიც ადამიანებს მარტივად შეიძლება გადაედოთ. ახალი შტამი აღმოჩნდა პიპისტრელუს ბატ კორვირისის ოჯახში, რომელიც გავრცელებულია 40-ზე მეტი სახეობით.
ჩინელმა ვირუსოლოგებმა კვლევის დროს, ღამურებში, კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც ადამიანების დაინფიცირება ისევე შეუძლია, როგორც COVID-19-ს. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post (SCMP) ჩინელი ექსპერტების კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის თანახმად, აღმოჩენილი ვირუსი არის კორონავირუსის ახალი ხაზი (Pipistrellus bat coronavirus HKU5), რომელიც იდენტიფიცირებულია გლუვცხვირა ღამურების ოჯახში – რომელიც მოიცავს დაახლოებით 40 სახეობას.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალ ვირუსს, სახელად HKU5-CoV-2, “შეიძლება ჰქონდეს გავრცელების უფრო ფართო დიაპაზონი და უფრო მაღალი პოტენციალი ჯვარედინი გადაცემისთვის“, მაგრამ შეშფოთების საფუძველი ჯერ არ არსებობს, რადგან HKU5-CoV-2 ადამიანის პოპულაციაში გაჩენის ფაქტი არსად დაფიქსირებულა.
ჩინელმა ექსპერტებმა დასძინეს, რომ საჭიროა მეტი კვლევა, რათა უკეთ გაერკვნენ ახალ ვირუსთან დაკავშირებულ რისკებში.
• რობოტული ოპერაციები პროსტატაზე, შარდის ბუშტსა და თირკმლებზე და ვინჩის სისტემის (da Vinci Surgical System) გაუმჯობესებული, ტელექირურგიაში ლიდერი რობოტით TOUMAI MedBot
• ნებისმიერი ონკოლოგიური და არაონკოლოგიური ოპერაცია პროსტატაზე, თირკმელსა და შარდის ბუშტზე ტარდება რობოტულად, ნულოვანი სისხლის დანაკარგით, უსწრაფესი რეაბილიტაციით, მინიმალური ინვაზიითა და გართულებებით.