მიკროდოზირება, მოდური სიგიჟე და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული რისკი






🔍 ახალი ნეირომეცნიერული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დააფიქსირეს ტვინის გარკვეულ რეგიონებში შავი ლაქები, რომლებიც ხშირად ასოცირდება შიზოფრენიის მსგავს ფსიქიკურ აშლილობებთან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ინდივიდებზე, რომლებიც მარიხუანას რეგულარულად და ჭარბად მოიხმარდნენ.
კვლევაში მონაწილეობდა 61 ადამიანი, მათგან 25-ს უკვე ჰქონდა დიაგნოზი – კანაფზე დამოკიდებულება. მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს ტვინის იმ ზონებზე, სადაც დოფამინის გამომუშავება ხდება – ეს ნეიროტრანსმიტერი პირდაპირ კავშირშია განწყობასთან, მოტივაციასთან და მენტალურ ფუნქციებთან.
მათი დაკვირვება შესაძლებელი გახდა ნეირომელანინზე მგრძნობიარე MRI ტექნოლოგიის გამოყენებით. აღმოჩნდა, რომ ის პირები, ვინც მარიხუანას ხშირად მოიხმარდა, ტვინში მუქი არეალების მნიშვნელოვნად გაზრდილი რაოდენობით გამოირჩეოდნენ, რაც დოფამინის გადაჭარბებულ რაოდენობას მიანიშნებს.
შედეგებმა აჩვენა, რომ დოფამინის უხვად გამომუშავება განსაკუთრებით შეიმჩნევა შავი ნივთიერებისა (Substantia Nigra – SN) და ვენტრალური საფარველის (Ventral Tegmental Area – VTA) ზონებში. სწორედ ეს რეგიონებია დაკავშირებული ფსიქოზის განვითარებასთან.
მუქი ლაქების რაოდენობა დამოკიდებული აღმოჩნდა კანაფის მოხმარების რაოდენობაზე – რაც მეტი იყო დოზა, მით უფრო ძლიერი იყო ტვინის ცვლილებები.
ერთ-ერთი საგანგაშო დეტალი არის ის, რომ მაღალი დონის დოფამინის არსებობა ტვინში იმგვარ ცვლილებებს იწვევს, რომლებიც, წესით, ბევრად უფროს ასაკში უნდა აღინიშნებოდეს. ეს ფაქტი იწვევს ეჭვს, რომ მარიხუანას ჭარბმა მოხმარებამ, შეიძლება, ტვინის ნაადრევ დაბერებასა და ფსიქოზური სიმპტომების განვითარებას შეუწყოს ხელი.
კვლევის ავტორთა განცხადებით, ყველაზე თვალსაჩინო ნეირომელანინის დონის მატება დაფიქსირდა იმ ადამიანებში, რომლებსაც ფსიქოზის ეპიზოდი უკვე ჰქონდათ გადატანილი. ეს კიდევ უფრო ამყარებს ჰიპოთეზას, რომ კანაფის რეგულარული მოხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ახალი მიგნებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მარიხუანას უკონტროლო მოხმარების რისკებს. დოფამინის დონის არაბალანსირებული ზრდა და ნეირომელანინის დაგროვება ტვინში შეიძლება გახდეს ფსიქოზური აშლილობების პროვოცირების ერთ-ერთი ფაქტორი.
📢 გთხოვთ, გაითვალისწინეთ – რეგულარული და ჭარბი მოხმარება არ არის უსაფრთხო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.
კანაბისი (მარიხუანა) იწვევს სერიოზულ ცვლილებებს თქვენს DNA-ში – ახალი კვლევის შედეგები
1.ზოგადი მიმოხილვა – ყვითელი ცხელება მწვავე ვირუსულ ჰემორაგიული დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ინფიცირებული კოღოს საშუალებით. სიტყვა „ყვითელი“ მიგვანიშნებს დაავადების თანმხლებ სიმპტომზე – სიყვითლეზე, რომელიც უვითარდება პაციენტთა გარკვეულ ნაწილს. დაავადების მძიმე ფორმის დროს და მკურნალობის გარეშე, ლეტალური გამოსავალი მოსალოდნელია შემთხვევათა 50 %- ში.
ბოლო შეფასების მიხედვით, ყოველწილურად ყვითელი ცხელებით ავადდება 84 000- 170 000 ადამიანი და 60 000 შემთხვევა მთავრდება ლეტალურად. ყვითელი ცხელების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობოს. მკურნალობა სიმპტომურია.
ვირუსი ენდემურია აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამ დაავადებით გამოწვეული შემთხვევების რიცხვი მცირდება. საქართველოში ადგილობრივი შემთხვევები დარეგისტრურებული არ არის.
2.გამომწვევი აგენტი – გამომწვევია Flavivirus, Flaviviridae ოჯახის წარმომადგენელი. გადამტანია ინფიცირებული კოღო, უმეტესად Aedes სახეობის. ყვითელი ცხელება ასევე ვრცელდება Haemogogus სახეობის კოღოს მიერ, რომელიც უმეტესად გვხვდება ჯუნგლებში.
3.მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები – ყვითელი ცხელების ენდემურ არეალში, როგორიცაა აფრიკა და სამხრეთ ამერიკა – მოგზაურობა.
4. რეზერვუარი – ურბანულ ზონაში მტარებლებს წარმოადგენენ ადამიანები და Aedes სახეობის კოღოები. ტყეში კი ინფექციის წყარო და რეზერვუარი შეიძლება იყოს გარეული ცხოველი (მაიმუნი, ოპოსუმი, იშვიათად სხვა სახეობა).
5. გადაცემის გზები – ინფიცირებული კოღოს კბენით. ამავე სახეობას გადააქვს ზიკა ვირუსი, ჩიკუნგუნია და დენგეს ვირუსი. კოღო ინფიცირდება დაავადებული ადამიანის ან მაიმუნის კბენის შედეგად. დაავადება ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა.
6.ინკუბაციური პერიოდი – 3-6 დღე.
7.გადამდებლობის პერიოდი – კოღო ინფიცირდება ადამიანის ვირემიულ ფაზაში დაკბენისას, რომელიც გრძელდება ცხელების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში. კბენიდან 9-12 დღის შემდეგ კოღო ხდება გადამდები.
8. მიმღებლობა – ყველა ადამიანი ხდება ავად, ვისაც აქვს რისკის ფაქტორებთან შეხება. დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანს უვითარდება მყარი იმუნიტეტი.
9. კონტროლის ღონისძიებები –
ა) პრევენციული ღონისძიებები :
ინსექტიციდების გამოყენება ზრდასრული კოღოებისა და მატლების წინააღმდეგ; ფანჯრის და საწოლის ბადეების გამოყენება;
ბ)პაციენტის და კონტატების კონტროლი–პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კი აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.
ყვითელი ცხელება სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა. ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ – ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისას, ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად.
გ)ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები–პაციენტი უნდა იქნას იზოლირებული, რათა თავიდან იქნას აცილებული კოღოსგან დაკბენა გადამდებლობის პერიოდში.
დაავადება არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს კონტაქტის გზით, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ მრავალ ინფექციას ახასიათებს მსგავსი სიმპტომები და გადამადებლობა, საჭიროა პაციენტის იზოლაცია ყვთიელი ცხელების დიაგნოზის დადასტურებამდე. არ საჭიროებს საკარანტინო ღონისძიებებს.
დ)ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – კოღოები მრავლდებიან ტროპიკულ ტყეებში, ნესტიან და ნაწილობრივად ნესტიან პირობებში, ამავდროულად ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინერებსა და სათავსოებში, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება. ინფიცირებული კოღოებისა და ადამიანების გაზრდილი კონტაქტი, განსაკუთრებით ქალაქებში, სადაც მოსახლეობა არ არის აცრილი ყვითელი ცხელების წინააღმდეგ, შესაძლოა იქცეს ეპიდემიის მიზეზად.
ბუნებრივი კატასტროფებისას ეპიდემიის პრევენციის საუკეთესო გზას მასიური ვაქცინაცია წარმოადგენს.
ე)საერთაშორისო ღონისძიებები – ყვითელი ცხელება ექვემდებარება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR 2005) სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს ქვეყნის ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტთან.
1. ზოგადი მიმოხილვა – მძიმე, მწვავე ვირუსული დაავადება, გამოხატული გამონაყრით. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ დაავადება გადადის პროდრომულ ფაზაში, რომლის ხანგრძლივობა 2-4 დღეა. მისთვის დამახასიათებელია გრიპისმაგვარი სიმპტომები: მაღალი ცხელება, თავბრუსხვევა, თავის და ზურგის ტკივილი, ზოგჯერ მუცლის ტკივილი და ღებინება. შემდეგი ფაზაა გამონაყრის ფაზა, რომელიც 21 დღე გრძელდება.
დედამიწაზე უკანასკნელი ბუნებრივად დასნებოვნებული შემთხვევა იყო 1977 წელს.
1980 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე გაკეთდა განცხადება მისი ერადიკაციის შესახებ. მსოფლიოში ყვავილის გამომწვევის ორი საცავია: აშშ-ში, ატლანტაში დაავადებათა კონტროლის ცენტრში და რუსეთში, ნოვოსიბირსკის რეგიონში კოლცოვოს ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების კვლევის ცენტრში
მაღალი ვირულენტობის, დაავადებისათვის დამახასიათებელი გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო ყვავილის გამომწვევი ვირუსი მიჩნეულია ადამიანების მასიური განადგურების პოტენციურ ბიოლოგიურ იარაღად.
3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები – ავადმყოფ ადამიანთან კონტაქტი.
4. რეზერვუარი – ყვავილის ვირუსის ერთადერთი ბუნებრივი რეზერვუარია ადამიანი.
5.გადაცემის გზები – გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად სასუნთქი გზებით, იშვიათად დაზიანებულ კანთან კონტაქტით.
6. ინკუბაციური პერიოდი – 7-19 დღე, საშუალოდ 12 დღე.
7.გადამდებლობის პერიოდი – გამონაყრის დაწყებიდან პირის ღრუში, ყველა ქერქის მოცილებამდე.
8. მიმღებლობა – ყვავილის საწინააღმდეგო იმუნიზაციის დაწყებამდე – საყოველთაო. 1978 წლის შემდეგ ადამიანის შემთხვევა არ არის ცნობილი. ყვავილის ერადიკაციის შემდგომ შეწყდა რა ყვავილის საწინააღმდეგო იმუნიზაცია, არავაქცინირებულ პირებში- საყოველთაოა.
9. კონტროლის ღონისძიებები:
ა) პრევენციული ღონისძიებები (წინასწარ რა უნდა გაკეთდეს)
ü ვაქცინაცია;
ü საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება
ბ) პაციენტის და კონტატების კონტროლი (ვის უნდა შეატყობინონ და ა.შ.): პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული კლინიკური დიაგნოსტირება, მისი დაუყოვნებლივი იზოლაცია და შესაბამისი მკურნალობა, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კი აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.
ყვავილი სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა.
ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში) შესაბამის ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ – ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისთანავე ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად. ასევე უნდა განხორციელდეს კონტაქტების დროული გამოვლენა, მათი იზოლაცია და ვაქცინაცია.
გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – ყველა შემთხვევის სწრაფი გამოვლენა, კარანტინი, რგოლური ვაქცინაციის სტრატეგის განხორციელება.
დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – არ შეესაბამება
ე) საერთაშორისო ღონისძიებები – ყვავილი ექვემდებარება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR 2005) სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს ქვეყნის ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტთან.
გამომწევი
ვირუსით (Memps Virus) გამოწვეული კონტაგიოზური დაავადებაა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზია რნმ-ვირუსი, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით და აზიანებს სანერწყვე ჯირკვლებსა და ნერვულ უჯრედებს.
გადაცემის გზები
ვრცელდება წვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისაგან ცემინების, ხველების, საუბრის დროს და ასევე მის საყოფაცხოვრებო საგნებთან შეხებით. გადამდებია სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებამდე ხუთი დღის და შეშუპების შემდეგ კიდევ ხუთი დღის განმავლობაში
სიმპტომები
ცხელება, თავის და კუნთების ტკივილი, დაღლილობა, უმადობა, ყურის ქვემოთ სანერწყვე ჯირკვლების ორმხრივი შეშუპება (პაროტიტი). სიმპტომები ჩვეულებრივ ჩნდება დაინფიცირებიდან მე-16-18 დღეს, თუმცა ეს პერიოდი შესაძლებელია მერყეობდეს 12-25 დღემდე.
გართულებები
ორქიტი ზრდასრულ მამაკაცებში, რაც შესაძლებელია უშვილობის მიზეზი გახდეს, ენცეფალიტი, მენინგიტი, სიყრუე, საკვერცხეების და/ან სარძევე ჯირკვლების ანთება ზრდასრულ ქალებში.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პედიატრი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· ყურქვეშა სანერწყვე ჯირკვლის სეკრეტის ანალიზი;
· ყელის ნაცხის ანალიზი;
· იმუნო-ფერმენტული ანალიზი;
· კანშიდა სინჯი ალერგენით.
მკურნალობა
· სიცხის დამწევი პრეპარატები;
· წოლითი რეჟიმი;
· თბილი კომპრესები;
· ფიზიოთერაპიული პროცედურები;
· სადეზინტოკსიკაციო პრეპარატები.
პროფილაქტიკა
· ვაქცინაციის ჩატარება;
· იმუნური სისტემის გამყარება.
სწორი პასუხის შემთხვევაში მკვლევრები მათ გემრიელი საკვებით უმასპინძლდებოდნენ. შეცდომის შემთხვევაში კი ვიზუალური და ხმოვანი სიგნალი ირთვებოდა. კვლევის პროცესში სპეციალისტები ამოცანებს ართულებდნენ, თუმცა ყვავებმა დროთა განმავლობაში ფიგურების ამოცნობა შეძლეს.
ნეირობიოლოგის მატიას საბლე-მეიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნებსა და ადამიანებს შორის მეტი გენეტიკური მსგავსებაა, მათ ყვავებისგან განსხვავებით ამ ამოცანას თავი ვერ გაართვეს. მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, რომ ყვავებზე მუშაობას მათ უფრო ნაკლები დრო დაუთმეს, ვიდრე მაიმუნებზე.
კვლევის შედეგები იმაზე მიუთითებენ, რომ საბაზისო გეომეტრიული თვისებების ინტუიციური აღქმა მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისება არაა. მეცნიერების აზრით, ეს ბიოლოგიური თვალსაზრისით სავსებით გასაგებია, რადგან ასეთი თვისება გადარჩენისათვის და გამრავლებისთვისაა საჭირო.
C ჰეპატიტი ღვიძლის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია C ჰეპატიტის ვირუსით. დაინფიცირების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ინფექციის მწვავე ფორმა. C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 75-85%–ში მწვავე ფორმა გადადის ქრონიკულ, „მუდმივ“ დაავადებაში. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.
დაინფიცირებულთა 15-25%–ის მდგომარეობა პრაქტიკულად დამაკმაყოფილებელ დონეზე დარჩეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ქრონიკულმა C ჰეპატიტმა კი შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორებიცაა ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბო.
რა გზებით ხდება C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება?
C ჰეპატიტის გავრცელება ხდება სისხლის მეშვეობით. ადამიანთა დიდი ნაწილი უპირატესად ინფიცირდება საერთო შპრიცების მოხმარების (ნარკომანია), სისხლის გადასხმის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის, კოსმეტიკური პროცედურების (მანიკური, ტატუირება და ა.შ.) დროს. ვირუსის გავრცელება შესაძლებელია ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის დროსაც, თუმცა გადაცემის ეს გზა ნაკლებად ხშირია. ინფიცირების რისკი იმატებს მრავლობითი სქესობრივი პარტნიორის ყოლის დროს.
რა სიმპტომები აქვს C ჰეპატიტს?
ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე ადამიანთა უმეტესობას არ აქვს დაავადების აშკარა ნიშნები. სიმპტომთა გამომჟღავნება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, კერძოდ: რამდენი ხანია გასული ვირუსით ინფიცირებიდან, როგორია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, და სხვა. უსიმპტომო პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ინფიცირებიდან ათეული წლების განმავლობაში, სანამ ღვიძლის დაზიანება არ განვითარდება. სიმპტომების გამოვლენა ხშირად მიუთითებს ღვიძლის უკვე არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. ამდენად, მაღალი რისკის მქონე პირებმა, სასურველია ქრონიკული ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის მიზნით, ჩაიტარონ ტესტირება.
დაავადება კლინიკურად გამოვლინდება შემდეგი ნიშნებით: ტემპერატურის მომატება, სისუსტე, უმადობა, გულისრევა, პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მუქი ფერის შარდი, მონაცრისფრო განავალი, სახსრების ტკივილი, სიყვითლე.
როგორ უნდა გავიგოთ, ვართ თუ არა ინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით?
C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის არსებობს ორი განსხვავებული ტიპის ტესტი:
1.ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტი. მას შემდეგ, რაც ადამიანი ინფიცირდება ვირუსით, მის სისხლში გამომუშავდება ანტისხეულები. C ჰეპატიტის გამოსავლენი საწყისი ტესტი – anti-HCV – სწორედ ანტისხეულებს ეძებს. ტესტზე დადებითი პასუხი მიუთითებს, რომ ადამიანი არის ან ოდესმე ყოფილა ინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით.
2.დამადასტურებელი ტესტი. ანტისხეულების განმსაზღვრელ ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს დამადასტურებელი ტესტი, რომელიც ეძებს თავად C ჰეპატიტის ვირუსს. ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტისგან განსხვავებით, დამადასტურებელ ტესტზე დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ ადამიანი ამჟამად არის ინფიცირებული ვირუსით.
რატომ უნდა მივაკითხოთ ექიმს?
ექიმი შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს დამატებითი ტესტების ჩატარება:
გამოკლვევების შედეგების საფუძველზე, ექიმი შეარჩევს მკურნალობის ტაქტიკას.
C ჰეპატიტის მკურნალობა
C ჰეპატიტის მკურნალობისთვის გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატები. მკურნალობა აუცილებლად უნდა იყოს შერჩეული ინდივიდუალურად შესაბამისი სპეციალობის კვალიფიციური ექიმის მიერ.
მკურნალობის კურსი მოიცავს სხვადასხვა ანტივირუსული მედიკამენტების კომბინაციას და გრძელდება 6-12 თვის მანძილზე. ეს მედიკამენტები ეხმარება ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. მკურნალობის შედეგად შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები: გრიპის მსგავსი სიმპტომები, უგუნებობა, წონაში კლება, გამონაყარი, ანემია, უძილობა, თუმცა მათი მართვა შესაძლებელია ექიმის დახმარებით. ზოგჯერ ადამიანები თავს ანებებენ მკურნალობას გვერდითი მოვლენების გამო, რაც დაუშვებელია. დოზის შეცვლა ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით.ამჟამად ხმარებაშია ახალი მედიკამენტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი იქნება გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვის ზრდა და მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირება.
ალტერნატიული მკურნალობა
შესაძლოა გსმენიათ „ბუნებრივი“, მცენარეული ან სხვა სახის პროდუქტების შესახებ, რომლებიც იყიდება, როგორც C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები. დღეისთვის არ არსებობს მცენარეული დანამატები, რომელთა სამკურნალო ეფექტი C ჰეპატიტის დროს მეცნიერულად დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს. მეტიც, ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი სახიფათოა თქვენი ღვიძლისთვის. ამგვარი პრეპარატების მიღების დაწყებამდე აუცილებლად შეუთანხმდით ექიმ–სპეციალისტს.
შესაძლებელია თუ არა C ჰეპატიტის განკურნება?
მკურნალობა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს C ჰეპატიტით დაავადებული მრავალი ადამიანისთვის. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ ხშირად ვირუსის აღმოჩენა აღარ ხდება. ამას ეწოდება მყარი ვირუსული პასუხი.
დაცულია თუ არა ადამიანი C ჰეპატიტით კვლავ დაინფიცირებისგან მკურნალობის შემდეგ?
არა. წარმატებული მკურნალობის შემდეგაც ადამიანი არ არის დაცული C ჰეპატიტისგან. იგი შესაძლოა კვლავ დაინფიცირდეს C ჰეპატიტით.
დამატებით რისი გაკეთება შეიძლება ღვიძლის დაცვის მიზნით?
შესაძლებელია თუ არა C ჰეპატიტის გავრცელება ინფიცირებულისგან ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე?
რამდენადაც C ჰეპატიტის ვირუსი ვრცელდება სისხლის საშუალებით, უნდა აღვკვეთოთ ისეთი ნივთების საერთო მოხმარება, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ სისხლთან კონტაქტი. ასეთებია: კბილის ჯაგრისი, სამართებელი, ფრჩხილის საჭრელი და ა.შ. მნიშვნელოვანია კანის მთლიანობის დარღვევის დროს დაზიანებული ადგილის დაფარვა, ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტის შემდეგ კანის ზედაპირის დამუშავება.
როგორ ავირიდოთ C ჰეპატიტი?
ყოველ შემთხვევაში, ნუ გამოიყენებთ ნახმარ შპრიცს.
Referrences:
NCDC&PH