სოდიანი სასმელი — მავნე ჩვევა, რომელიც კლავს ჯანმრთელობას!






“თბილისის მე-12 რაიონული სამსახურის 1722 ბრიგადის კიდევ ერთი წარმატება.
თბილისის მე-12 ფილიალის 1722 ბრიგადამ ქუჩის გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო. 3 წუთში ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი მანქანაში უგონო მდგომარეობაში დახვდა, მეგობრის გადმოცემით ქალბატონს მანქანა უნდა დაეძრა, რა დროსაც მოულოდნელად გონება დაკარგა.
ექიმის გადმოცემით, არ აღინიშნებოდა სუნთქვა და პულსი. სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტი დაუყოვნებლივ იქნა ფარზე გადაყვანილი და დაწყებული გულ-ფილტვის რეანიმაცია, ჩაედგა ვენის კათეტერი, პაციენტი აიყვანეს მონიტორზე, განხორციელდა ტრაქეის ინტუბაცია. მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, მოხდა დეფიბრილატორის გამოყენება და გფრ-ის გაგრძელება, შეუჩერებლად გრძელდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.
მე-3 შოკის შემდეგ აღდგა სინუსური რითმი, გუგები გახდა მიოზური, ფორსმაჟორში დაიწყო პაციენტის გადაყვანა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. კლინიკის შესასვლელთან მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია პულსით, ჩატარდა სინქრონული კარდიოვერსია და აღდგენილი სინუსური რითმით შეყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და მკურნალობას განაგრძობს.
#გვეამაყება
ექიმი ვიქტორ ჭანკოტაძე
უმცროსი ექიმი მამუკა ბაჟუნაიშვილი
მძღოლი ანდრო ჯაგოდნიშვილი
#შენისიცოცხლისგადასარჩენად”, – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

ძუძუს კიბოს ავადობა და სიკვდილიანობა 100 000 მოსახლეზე
მსოფლიოს შერჩეულ რეგიონებში, 2012
სარძევე ჯირკვლის კიბო გლობალურად მეორე ყველაზე გავრცელებულ კიბოს წარმოადგენს, ხოლო ქალთა შორის ის პირველ ადგილზეა. 2012 წელს ექსპერტთა შეფასებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს 1.67 მილიონი (ახალი შემთხვევების 25%) ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ძუძუს კიბო ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ მსოფლიოში. ინციდენტობის მაჩვენებლები 100 000 მოსახლეზე მსოფლიოს რეგიონების მიხედვით თითქმის 4-ჯერ ვარირებს – 27-დან ცენტრალურ აფრიკასა და აღმოსავლეთ აზიაში 96-მდე დასავლეთ ევროპაში. ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში ძუძუს კიბოს მეხუთე ადგილი უჭირავს და მაშინ როცა, დაბალი შემოსავლების ქვეყნებში კიბოთი სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ის მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ.
ძუძუს კიბოს შეფასებითი ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, 2012 GLOBOCAN
2008 წელთან შედარებით 2012 წელს ინციდენტობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი – 14%-ით. მრავალ ქვეყანაში ძუძუს კიბოს ინციდენტობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთა ზრდის უმთავრესი მიზეზებია სკრინინგული პროგრამების დანერგვით გამოვლენის გაუმჯობესება და ორსულობის დაგეგმვა მოგვიანებით ასაკში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ძუძუს კიბოთი ავადობა (100 000 ქალზე 90) თითქმის სამჯერ მაღალია ვიდრე დასავლეთ აფრიკაში (100 000 ქალზე 30), თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სკრინინგისა და მკურნალობის ეფექტური პროგრამების არსებობის შედეგად.
ქვეყნებს, სადაც 2012 წელს ძუძუს კიბოს ინციდენტობის მაჩვენებლები იყო ყველაზე მაღალი დასავლეთ ევროპის ქვეყნები – ბელგია, დანია და საფრანგეთი მიეკუთვნება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლები ყველაზე მაღალი იყო – ბაჰამაში, ფიჯის კუნძულებზე და ნიგერიაში.
|
ძუძუს კიბოთი ავადობის ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებლის (100 000 მოსახლეზე) ტენდეცია შერჩეულ ქვეყნებში
|
|||
|
|
|||
|
|
|
ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებლის (100 000 მოსახლეზე) ტენდეცია შერჩეულ ქვეყნებში
|
|
||||
ქალთა პოპულაცია:
ძუძუს კიბოს პირველი ადგილი უჭირავს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაში ქალთა შორის მსოფლიოში, 2012, GLOBOCAN
ორივე სქესი:
ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ავადობის შეფასებითი მაჩვენებელი პირველ ადგილზეა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეორე ადგილზე (ფილტვის კიბოს შემდეგ) ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაში მსოფლიო პოპულაციაში, 2012, GLOBOCAN
ყურის ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემაა ბავშვთა ასაკში. ჩვილებს და მცირეწლოვან ბავშვებს განსაკუთრებით ხშირად უვითარდებათ შუა ყურის ანთება (ოტიტი), რაც ხშირად ასოცირდება რესპირატორულ ინფექციებთან.
ამ სტატიაში განვიხილავთ ყურის ინფექციის ძირითად ტიპებს, გამომწვევ მიზეზებს, სიმპტომებს, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებს, აგრეთვე პრევენციის გზებს.
შუა ყური მდებარეობს ყურის აპკის უკან და წარმოადგენს ჰაერით სავსე სივრცეს, რომელშიც განლაგებულია ხმოვანი ძვლაკები. როდესაც მიკროორგანიზმები აღწევენ შუა ყურში, იქ სითხე გროვდება, რაც ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას.
ბავშვებში ოთხი ძირითადი ტიპი გვხვდება:
მწვავე შუა ოტიტი (AOM) – მწვავე ანთებითი პროცესი შუა ყურში. ხშირად თან ახლავს ტკივილი, ცხელება და გაღიზიანება.
შეგუბებითი ოტიტი (OME) – სითხის დაგროვება შუა ყურში ინფექციის გარეშე. ბავშვში შესაძლოა სმენის დროებითი დაქვეითება გამოვლინდეს.
ქრონიკული შეგუბებითი ოტიტი – როდესაც სითხე შუა ყურში რამდენიმე კვირაზე მეტ ხანს რჩება და შეიძლება ინფიცირდეს.
ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი (CSOM) – გრძელვადიანი ინფექცია, რომელიც იწვევს ჩირქს და ყურის აპკის დაზიანებას.
განუვითარებელი იმუნიტეტი – ჩვილის ორგანიზმი ჯერ კიდევ ვერ ებრძვის ეფექტიანად ბაქტერიებსა და ვირუსებს.
მოკლე და ვერტიკალური ევსტაქის მილები – ეს ართულებს სითხის გადინებას ყურიდან.
შეშუპებული ადენოიდები – შესაძლოა დაბლოკოს ევსტაქის მილი და ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას.
გაციება ან გრიპი
სინუსიტი
არასწორი კვების პოზიცია (ზურგზე წოლა ბოთლის დაჭერისას)
თამბაქოს კვამლი ან დაბინძურებული ჰაერი
ალერგიები და სეზონური ინფექციები
ყურის ინფექციის ყველაზე ხშირი ნიშნებია:
ყურის ტკივილი, ხელით ყურზე შეხება
ცხელება
სმენის დაქვეითება
მადის დაკარგვა
ყურიდან გამონადენი (ჩირქი ან სითხე)
უძილობა და გაღიზიანება
სამედიცინო ისტორიის შეფასება – წინა ინფექციების და სიმპტომების ანალიზი
ოტოსკოპით გამოკვლევა – დაფის აპკის მოძრაობის შეფასება
ტიმპანომეტრია – აპკის რეაქციის შესწავლა წნევისა და ბგერების მიმართ
დაკვირვება – მსუბუქი ფორმების შემთხვევაში ხშირად საკმარისია მდგომარეობის მონიტორინგი 48–72 საათით.
ანტიბიოტიკები – ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. კურსი უნდა სრულად იქნას ჩატარებული.
ტკივილგამაყუჩებლები – მაგალითად, აცეტამინოფენი. ასპირინი არ არის რეკომენდებული.
ტიმპანოსტომიის მილები – გამოიყენება განმეორებადი ან ქრონიკული ოტიტის შემთხვევაში.
ქირურგია – რთული შემთხვევებისთვის ან თანმხლები დაავადებების დროს (მაგ. სასის ნაპრალი).
დაფის აპკის რღვევა
სმენის დროებითი ან მუდმივი დაქვეითება
ქოლესტეატომა
მასტოიდიტი – ძვლოვანი ქსოვილის ანთება
მენინგიტი – მძიმე ნევროლოგიური გართულება
პნევმოკოკური ვაქცინაცია (PCV13)
ძუძუთი კვება – ანტისხეულების ბუნებრივი წყარო
ბოთლით კვებისას სწორი პოზა
ხელების ხშირი დაბანა
თამბაქოს და ალერგენებისგან თავის არიდება
საზოგადოებრივი სივრცეებისგან დაცვა ინფექციის სეზონზე
სიმპტომები არ იხსნება 72 საათზე მეტხანს
ინფექცია ხშირად მეორდება
ბავშვს აღენიშნება ძლიერი ტკივილი, გამონადენი ან მაღალი ტემპერატურა
ყურის პრობლემები აქვს 6 თვეზე უმცროს ბავშვს
აღინიშნება წონასწორობის დარღვევა, კისრის გამაგრება ან ძლიერი გაღიზიანება
ყურის ინფექციები ბავშვებში საკმაოდ ხშირია, თუმცა დროული დიაგნოზი და მართებული მკურნალობა ხელს უშლის გართულებებს. მშობლებმა უნდა იცოდნენ ადრეული სიმპტომები, რეგულარულად დააკვირდნენ ბავშვის ქცევას და არ გადადონ პედიატრთან ვიზიტი.
ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნული გამოყენება მიმართული საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს (ან არსებობს ამის დიდი ალბათობა) სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს.
ძალადობა ვლინდება სხვადასხვა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობისა და იძულების ფორმით.
ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები, ბავშვები და მოხუცები. იმის მიხედვით თუ ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, იცვლება მიზეზები, კერძოდ ოჯახური ძალადობის მთავარი მიზეზებია:
http://www.who.int/violenceprevention/approach/definition/en/
ქალებსა და გოგონებზე მიმართული ძალადობა მოიცავს სექსუალურ ძალადობას, სექსუალურ შეურაცხყოფას, გაუპატიურებას, სექსუალურ შევიწროებას, ადრეულ ქორწინებას, ან ქორწინების იძულებას, გენდერულ დისკრიმინაციას, ადამიანის საყოველთაო უფლებების კატეგორიულ შეზღუდვას (თავისუფლების, განათლებისა და საკვების მიღების უფლების) და ქალთა სასქესო ორგანოების დამახინჯებას.
http://www.who.int/reproductivehealth/publications/violence/NMH_VIP_PVL_13_1/en/
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველი 4 ქალიდან ერთი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, 1,5 მილიონი ადამიანი განიცდის სექსუალურ ძალადობას ყოველწლიურად, მსოფლიოში დაახლოებით 520 000 ადამიანი იღუპება ძალადობის მიზეზით. ძალადობის ზემოქმედების შედეგებისაგან კი მილიონობით ადამიანი იტანჯება. ჯანმოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით რომელიც ჩატარდა მსოფლიოს 10 ქვეყანაში და გამოკითხულ იქნა 24 000 ქალი, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობას განიცდის ქალთა 20% იაპონიაში, 70% ეთიოპიაში, 50%-ზე მეტი ბანგლადეშში, პერუში, და ტანზანიაში. დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ქალების 14–32% აღნიშნავს, რომ მათზე ძალადობა განხორციელდა ორსულობის დროს, ხოლო მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ეს მაჩვენებლები 4–11% შეადგენდა. სხვადასხვა ქვეყნებში მოზარდი გოგონების 19%-დან 48%-მდე მიუთითებდნენ სექსუალური ძალადობის შესახებ. http://whqlibdoc.who.int/publications/2005/9241593512_eng.pdf
ძალადობის შედეგები ისევე არაერთგვაროვანი შიეძლება იყოს, როგორც მისი გამომწვევი მიზეზები. ძალადობა მრავალმხრივ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ჯანსაღ ცხოვრების წესზე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პიროვნულ თუ პროფესიულ პერსპექტივებზე . მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში ცხოვრება ავადმყოფობის გამომწვევ ფაქტორად იქცევა. ბავშვთა მიმართ ძალადობის შედეგია: ბავშვის სიკვდილი სკოლამდელ ასაკში, კონფლიქტები, აგრესიულობა, დაბალი თვითშეფასება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარება, კრიმინალიზაცია (უმეტეს შემთხვევაში თავადაც ხდებიან მოძალადენი), პროსტიტუცია.
ქალების შემთხვევაში ძალადობა სიკვდილობის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიზეზია ; ის აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ზრდის ავადობას, აქვს მძიმე შედეგები ფიზიკური, ფსიქიკური, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ.
http://www.who.int/reproductivehealth/publications/violence/NMH_VIP_PVL_13_1/en/
საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში ოჯახური ძალადობა ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, თუმცა ქართული საზოგადოებისათვის ტაბუირებული თემაა და იშვიათად ხდება მისი გამჟღავნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისის შემდეგ აჭარაში ფიქსირდება. სპეციალისტები კი მიიჩნეევნ, რომ ეს ციფრები რეალურ სიტუაციას ზუსტად არ ასახავს და ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაცილებით მეტია. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოში ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი დაფიქსირდა, რომელშიც მონაწილეობდა 1997 პირი. შსს-ს ცნობით, მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები და მათი თანაფარდობა მოძალადე ქალებთან შეადგენდა 1:10. შესაბამისად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უფრო მეტად ქალები (თითქმის 7.7–ჯერ) ხდებიან. საპატრულო პოლიციის ყოველი მეოთხე გამოძახება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოდის.
საქართველოში 2009 წელს ჩატარებული ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ქორწინებაში მყოფ ქალთა 9,2%, ანუ ყოველი მე–11 ქალი აღიარებს, რომ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან. http://youngsupporters.files.wordpress.com/2012/03/annual-geo1.pdf
,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ მიერ განხორციელებული კვლევის (2008 წელს) მიხედვით გამოკითხული ექიმების 31% და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმთა 39% აღნიშნავს, რომ ისინი ყოველღიურ პრაქტიკაში ხვდებიან ოჯახში სისტემატიური ძალადობის მსხვერპლ პაციენტებს. მედიკოსთა 50%-ზე მეტი მიუთითებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერლები 13 დან–18 წლამდე გოგონები არიან.
გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის (UNICEF) 2007 წელს საქართველოში ჩაატარებული ბავშვთა (10–17 წელი) მიმართ ძალადობის გავრცელების შემაფასებელი ეროვნული კვლევის შედეგებმა გამოავლინა. რომ გამოკითხული 1650 რესპოდენტიდან 82.3% ძალადობის ამა თუ იმ ფორმის მსხვერპლი აღმოჩნდა. http://phmdf.ge/22eng/wp-content/uploads/2012/04/Violence_Study_ENG.pdf
ძალადობის მსხვრპლ ქალებში შესაძლოა გამოვლინდეს კლინიკურ მდგომარეობათა მაგალითები:
http://apps.who.int/iris/bitstream/10665/85240/1/9789241548595_eng.pdf
თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, თქვენ დახმარებას გაგიწევთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალი, ოჯახის ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი, რათა მართოთ ემოციები, აიმაღლოთ თვითშაფასება და შეიძინოთ თავდაცვითი უნარები.
თუ განიცდით ძალადობას ან ძალადობის რისკის ქვეშ იმყოფებით, თუ გსმენიათ ძალადობა განცდილი ან რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის შესახებ, მაშინ დარეკეთ ორგანიზაცია phmdf-ის ცხელ ხაზზე 80 65 ან მიწერეთ წერილი – helpline@phmdf.ge
ცხელიხაზიოჯახშიძალადობისწინააღმდეგ – 309 903
არასამთვრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ პროექტებს, ატარებენ კვლევებს ძალადობის საკითხთან დაკავშირებით:
● კავშირი “საფარი” –ორგანიზაციის საქმიანობა: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია; ორგანიზაციას ასევე გააჩნია დახურული ტიპის თავშესაფარი ქალებისა და ბავშვებისათვის.
● საქართველოს ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი info@phmdf.ge
ორგანიზაცია მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით: 1. საქართველოში ბავშვზე ძალადობის შემცირება, ძალადობის მსხვერპლ და ასევე რისკ-ჯგუფის ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;
● ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექი)– antiviolence@avng.ge
ორგანიზაციის საქმიანობა – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვა, მოძლადეებთან მუშაობა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, გენდერული საკითხები.
● წამების, ძალადობის და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო–რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი “ემპათია”- centre@empathy.ge
ორგანიზაციის საქმიანობა: წამების და ძალადობის მსხვერპლთა მკურნალობა და რეაბილტაცია, წამების პრევენცია, ტრენინგები, ინოვაციების დანერგვა და კვლევები.
2010 წელს 31 მაისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ ბრძანებას: N 152/ნ – N496 – N45/ნ, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ რომელიც პოლიციას, სკოლებს, ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებს ავალდებულებს, სავარაუდო ან რეალური ძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევების გადამისამართებას სახელმწიფო სოციალურ მუშაკებთან, შესაბამისი საპასუხო ზომების მისაღებად. სოციალურ მუშაკებს ხელი მიუწვდებათ ბავშვთა განთავსების 24-საათიან შესაძლებლობებზე, ამას გარდა მინდობით აღზრდაზე, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებზე, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებსა და დედათა და ბავშვთა ორ თავშესაფარზე, რომლებიც სახელმწიფოს ბაზაზე არსებობს (ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო მეორე აღმოსავლეთ საქართველოში). გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფორმებული აქვს მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაციათან – საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი“ (PHMDF), სადაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ძალადობაგანცდილ არასრულწლოვნებს. http://ssa.gov.ge/
2011 წლის 7 მაისს სტამბბოლში ევროსაბჭომ მიიღო კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის თაობაზე, რომლის ქმედების დიაპაზონი სამ ძირითად საკითხს მოიცავს: ძალადობის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლთა დაცვას და მოძალადის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას. სტამბოლის კონვენცია მონაწილე სახლემწიფოებს აკისრებს ვალდებულებას აღკვეთონ ქალთა მიმართ დისკრიმინაცია შესაბამისი კანონმდებლობისა და ღონისძიებების გატარებით; შეიმუშაონ ყოვლისმომცველი პროგრამები და ინტეგრირებული პოლიტიკა; შეაგროვონ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები და კონკრეტული ფაქტები; მოახდინონ ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმებისა და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია; მოხდეს მოძალადეთა დასჯა და უზრუნველყონ მსხვერპლთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა; გარდა ამისა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ძალადობის მსხვერპლთათვის შექმნას 24–საათიანი ცხელი ხაზი, რომელზეც დაკავშირება ნებისმიერი ქსელიდან უფასო იქნება. მიმდინარეობს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის საკითხების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის ევროსაბჭოს კონვენციასთან ჰარმონიზაცია. 2013 წლის თებერვალში უწყებათაშორისო საბჭოს სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდა.
საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2013–2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით მზადდება სახელმძღვანელო ,,პრაქტიკული რეკომენდაციები ექიმებისათვის ქალების და ბავშვების მიმართ ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენის, რეფერალის და დოკუმენტირების საკითხებზე‘‘.
2. გამომწვევი აგენტი – რნმ-ის შემცველი ვირუსია და მიეკუთვნება alphavirus გვარს და Togaviridae ოჯახს.
3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები – დაავადების რისკი იზრდება ისეთ ადგილებში ყოფნისას, სადაც დაავდების გადამტანი კოღოებია გავრცელებული.
4. რეზერვუარი – დაავადების ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ რეზევუარი პრიმატებია. ვირუსი ასევე ცირკულირებს მღრღნელებში და ფრინველებში. აფეთქებებისას წამყვანია გადაცემა ადამიანი-ვექტორი-ადამიანი.
5. გადაცემის გზები – ჩიკუნგუნიას ცხელება ადამიანიდან ადამიანს ძირითადად გადაეცემა ორი სახეობის კოღოს საშუალებით, ესენია Aedes aegypti და Aedes albopictus. ეს სახეობები ძირითადად იკვებებიან დღისით. შესაძლებელია სხვა სხეობების მიერ გადაცემაც, მაგ. A. furcifer-taylori group და A. Luteocephalus.
6. ინკუბაციური პერიოდი – 2-დან 12 დღემდე, უფრო ხშირად 4-8 დღეა.
7.გადამდებლობის პერიოდი-დაავადების პირველ კვირაში პაციენტმა ვირუსი შეიძლება გადასცეს კოღოს კბენისას, ასეთმა კოღომ კი შეიძლება დაავადება გაავრცელოს სხვა პირებში.
8.მიმღებლობა – ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
9.კონტროლის ღონისძიებები:
ა) პრევენციული ღონისძიებები :
ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი – პაციენტი დაავადების პირველ კვირას დაცული უნდა იყოს კოღოს კბენისაგან, რათა ეს უკანასკნელი არ დაინფიცირდეს და არ გაავრცელოს დაავადება შემდგომში.
გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – კოღოს კბენისაგან თავდაცვა სპეციალური ტანსაცმლის, რეპელენტებისა და ინსექტიციდების გამოყენებით.
ინფიცირებული სისხლის გადასხმით დაავადების გავრცელების შემთხვევა შეტყობინებული არ არის, მაგრამ ეს თეორიულად შესაძლებელია და სათანადო სიფრთხილეს საჭიროებს.
დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – კოღოს რიცხოვნობის გაზრდამ შესაძლებელია გაზარდოს დაავადების რისკი.
ე) საერთაშორისო ღონისძიებები – ჩიკუნგუნიას ცხელება ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია მასზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეპიდკვლევასა და ლაბორატორიულ დადასტურებას.