ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

ვინ არის თურქი ექიმი, ვინც ქართველ გოგონას ყბა-სახის ოპერაცია გაუკეთა

ვინ არის თურქი ექიმი, ვინც ქართველ გოგონას ყბა-სახის ოპერაცია გაუკეთა
#post_seo_title

ვინ არის ექი­მი, რო­მელ­მაც მა­რი­ამს უსას­ყიდ­ლოდ ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თა

პაციენტების სასწაულ გარდასახვას ახდენს ეს კაცი. ალთან ვაროლი დაიბადა 12/11/1977 წელს ბულგარეთში, პლოვდივში ინფორმაციას სოციალურ ქსელში, „ემიგრანტები იტალიაში“ ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორი, ირმა ენდელაძე ავრცელებს.

„2001 წელს დაამთავრა მარმარის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. დოქტორ ალთან ვაროლი იმავე წელს ჩაირიცხა ფაკულტეტის პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებათა და ქირურგიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე.

2007 წელს დაასრულა დისერტაცია სინოვიალური მიკროვასკულარიზაციის შეფასების შესახებ “Power Doppler”-ით და ულტრაბგერითი დეგენერაციული სახსრის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სახსრის დროებითი ართროსკოპია.

ალთან ვაროლი მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად 2011-2016 წლებში.

2021 წლიდან მსახურობს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის, პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებების და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

2010 წლიდან ჰიგიენურ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიით, ათაშეჰირში, აწარმოებენ მომსახურებას ყბის დეფორმაციების კორექციას (ორთოგნატიური ქირურგია – ყურადღების მიქცევა), ყბის და სახის მოტეხილობების, დროებითი სახსრის დარღვევები და მკურნალობა, ძილის აპნოე, ტემპერამენტული და ტუმბოზური ერთობლივი ქირურგია.

პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებათა და ქირურგიის განყოფილებაში კარიერის განმავლობაში მან გააკეთა 8 პოსტერი, 21 ზეპირი პრეზენტაცია და 45 პუბლიკაცია.

პროფ. დოქტორი ალთან ვაროლი არის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის (2014), ქალა-ყბა ქირურგიის ევროპული ასოციაციის (2011), სტამბულის სტომატოლოგთა პალატის (2010), ბალკანეთის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის (2010), ამერიკის ასოციაციის წევრი (2010). “cial Section Association”
(2009-2016), ორალური და ყბა-სახის ქირურგიის საერთაშორისო ასოციაცია (2003) და თურქეთის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაცია (2001).

მან მოიგო მარმარის უნივერსიტეტის გამოცემის წამახალისებელი ჯილდო 2003 წელს, მარმარის უნივერსიტეტის გამოცემის წამახალისებელი ჯილდო 2004 წელს და მარმარის უნივერსიტეტის სადოქტორო დისერტაციის გამოქვეყნებისთვის ჯილდო 2008 წელს“, – წერს ირმა ენდელაძე.

გუ­შინ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო 16 წლის მა­რი­ამ კოხ­რე­ი­ძეს გულ­შე­მატ­კივ­რობ­და, რო­მელ­საც თურ­ქე­თის დე­და­ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში 7 სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. გო­გო­ნა ქუ­თა­ი­სელ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა დან­ტეს­მა იგი­ვე და­ვით ოქ­რო­პი­ლაშ­ვილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა.

  • მა­რი­ა­მი ხუთშ­ვი­ლი­ან ოჯახ­ში ცხოვ­რობს. მისი პრობ­ლე­მე­ბი 6 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც ყბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­ფერ­ხდა. ბოლო წლებ­ში პრობ­ლე­მა კი­დევ უფრო გარ­თულ­და და გო­გო­ნას საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა უჭირ­და.

„დანტესი ფოტოგრაფი“ იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მა­რი­ა­მის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ითხო­ვა. მას თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მედ გიდი სტამ­ბო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­დეა იო­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და სა­ერ­თო ძა­ლე­ბი­თა და ხალ­ხის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით შეძ­ლეს, რომ გო­გო­ნას ოც­ნე­ბა აუხ­და და 20 მარტს მა­რი­ა­მი მე­ო­რედ და­ი­ბა­და.

  • მა­რი­ამს ორი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და. გო­გო­ნას ყბა გა­უხ­სნეს და პრო­თე­ზე­ბი გა­უ­კე­თეს. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ექიმ­მა ჰო­ნო­რარ­ზე უარი თქვა.

“მა­რი­ა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა სტა­ბი­ლუ­რია, სა­ბედ­ნი­ე­როდ მას არ დას­ჭირ­და რე­ა­ნი­მა­ცია, რისი მო­ლო­დი­ნიც ექიმს ჰქონ­და. ნარ­კო­ზი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გო­გო­ნა პირ­და­პირ პა­ლა­ტა­ში აიყ­ვა­ნეს და გუ­შინ გავ­ლაც მო­ა­ხერ­ხა. საჭ­მელ­საც ჭამს და სა­უ­ბარ­საც იწყებს – ამ­ბობს ოქ­რო­პი­ლაშ­ვი­ლი “რუს­თა­ვი 2“-თან ჩარ­თვა­ში.

ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ

 

“ოპე­რა­ცია 7 სა­ათს გაგ­რძელ­და. მა­რი­ა­მი ტა­ნით ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, რო­დე­საც ექიმ­მა ბავ­შვი ნახა, გვი­თხრა, რომ შე­იძ­ლე­ბა ორი დღე დას­ჭირ­დეს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შიო. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მე­დეა ამ­ბობ­და, თუ კი ვინ­მემ ილო­ცა, ყვე­ლა ლოც­ვა მო­უ­ვი­და ბავ­შვს, ოპე­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში ერთი პა­ტა­რა შე­ფერ­ხე­ბაც არ გვქო­ნი­აო”.

ახლა გო­გო­ნა კლი­ნი­კა­შია, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღეს გა­ა­ტა­რებს. ოქ­რო­პი­ლაშ­ვი­ლის თქმით, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რის შემ­დეგ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღე იქ­ნე­ბა ექი­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ. ამის­თვის კი სტამ­ბოლ­ში სას­ტუმ­რო უკვე და­ქი­რა­ვე­ბუ­ლია.

ოპე­რა­ცი­ამ­დე და ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ

 

გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, საოპერაციოდ შეიყვანეს – რა კადრებს ავრცელებს დანტესი

“თვალებს ვერ ვაშორებ ისეთი ლამაზია” – რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება თურქეთიდან მარიამზე

ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია – “ფიტნეს აკადემია”

ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია -
#post_seo_title

“ფიტნეს აკადემიის” დამფუძნებლის, ვალიტა გორელჩანიკის განცხადებით, ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიის შესწავლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.

First Fitness Academy, პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც აკრედიტაციას ფლობს და სხვადასხვა მიმართულებით ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას შეასწავლის.

აკადემიის დამფუძნებლის შეფასებით, აკადემიაზე გაზრდილი მოთხოვნა, ბაზარზე ახალი დარბაზების გახსნამ განაპირობა, რის გამოც ფიტნეს დარბაზებში კადრების საჭიროება გაჩნდა. ამასთან, აკადემიამ საზოგადოებაში ცნობიერება აამაღლა და მომხმარებლებს უკვე თავად გაუჩნდათ სერტიფიცირებულ, პროფესიონალ მწვრთნელთან მუშაობის სურვილი.

“აკადემიის გახსნიდან დღემდე 130-მდე ადამიანი გვყავს გადამზადებული. მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატეთ ახალი სასწავლო პროგრამები. ერთი კურსის ფარგლებში 30 ადამიანს გადავამზადებთ. სანამ დღგ-ს გადამხდელები არ ვიყავით, კურსის ღირებულება 2300 ლარი იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც დღგ-ს გადახდა დავიწყეთ, ღირებულების 2900 ლარამდე გაზრდა მოგვიწია. გაზრდილი ფასი დაინტერესებულებისთვის დამაბრკოლებელი არ ყოფილა და მოთხოვნა ბაზარზე არ შემცირებულა. თანაც ჩვენ მოქნილი გადახდის სისტემა გვაქვს. ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, ძირითადად ემოციურ ფონზე უფრო აისახა, ვიდრე მათ მსყიდველუნარიანობაზე. ახლა დინამიკა გამოსწორდა და ისევ წამოვიდა აქტივობა.

2025 წლის მეორე ნახევარში ვგეგმავთ ახალი კვალიფიკაციების, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებას. კერძოდ, სარეაბილიტაციო მიმართულებით. რათა მწვრთნელმა შეძლოს ტრავმირებული მომხმარებლის მკურნალობა“, – ამბობს ვალიტა გორელჩანიკი.

მისივე თქმით, მათი კურსდამთავრებულების 72% დასაქმებულია, რაც დადებით დინამიკაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ აკადემია სასერტიფიკატო კურსებს პარტნიორობის ფარგლებში ბათუმშიც ატარებს, თუმცა გორელჩანიკი ამბობს, რომ რეგიონებში მოთხოვნა დაბალია, სადაც ძირითადად ისეთი პროფესიების ათვისება ურჩევნიათ, რომელიც სწრაფად ისწავლება და მალევე შეიძლება დასაქმება.

“ვისაც აქვს ინტერესი, თბილისშიც ჩამოდიან. გვქონია შემთხვევა, როდესაც ქუთაისიდან, გორიდან ან ხაშურიდან ჩამოსულან“, – აცხადებს აკადემიის დამფუძნებელი.

“ფიტნეს აკადემია” ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს.

ტეტანუსი – მეტად მძიმე მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება ჩონჩხის კუნთების გენერალიზებული რიგიდობითა და კრუნჩხვით

ტეტანუსი - მეტად მძიმე მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება ჩონჩხის კუნთების გენერალიზებული რიგიდობითა და კრუნჩხვით
#post_seo_title

ტეტანუსი

1.ზოგადი მიმოხილვა  ტეტანუსი მეტად მძიმე მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება ჩონჩხის კუნთების გენერალიზებული რიგიდობითა და კრუნჩხვით. მას ჭრილობის ინფექციას უწოდებენ.

კლინიკის მიხედვით არჩევენ ადგილობრივ და გენერალიზებულ ტეტანუსს. თუ ვერ დგინდება ინფექციის შეჭრის ადგილი, ტეტანუსს კრიპტოგენულს უწოდებენ. ადგილობრივი ტეტანუსი იშვიათია, ძირითადად გვხვდება ტეტანუსის გენერალიზებული ფორმა.

დაავადების მიმდინარეობაში არჩევენ სამ ფორმას: დასაწყისი, განვითარება და გამოსავალი. იშვიათად დასაწყისამდე შეიძლება გამოიხატოს პროდრომული ნიშნები ჭრილობის ირგვლივ კუნთების მცირე დაძაბულობისა და მტკივნეულობის, აგრეთვე თავის ტკივილისა და ოფლიანობის სახით.

დაავადება  ძირითადად სწრაფად იწყება. დაავადების პათოგნომური ნიშანია ტრიზმი ─ საღეჭი კუნთების დაჭიმვის გამო ავადმყოფს უჭირს პირის გაღება და ღეჭვა, ასევე დამახასიათებელია ე.წ. „სარდონიკული ღიმილი“. ავადმყოფს უნაოჭდება შუბლი, უვიწროვდება თვალის ნაპრალი, რაც დამცინავი ღიმილის შთაბეჭდილებას ტოვებს. თანდათანობით გამოვლინდება მთელი სხეულის კუნთოვანი აპარატის დაძაბვა და კრუნჩხვები. წელისა და ზურგის კუნთების დაჭიმვა იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი საწოლს მხოლოდ თავითა და მენჯით ეხება. ეს ე.წ. ოპისტოტონუსის პოზაა. მუდმივი ტონური კრუნჩხვების გამო კუნთები ძლიერ მტკივნეულია, ავადმყოფს უჭირს მოძრაობა. ტონური კრუნჩხვის გარდა, პერიოდულად ვითარდება ტეტანური (კლონური) კრუნჩხვები, რასაც ხელს უწყობს მცირედი გაღიზიანებაც (სინათლის შუქი, ხმაური და სხვა) კი. ტეტანური კრუნჩხვის დროს ოპისტოტონუსი ძლიერდება ─ გამოიხატება ყველა კუნთის კონტური.

ოპისტოტონუსი ტეტანური კრუნჩხვისას

„სარდონიკული“ ღიმილი და ტრიზმი ტეტანური კრუნჩხვისას

ნეონატალური ტეტანუსის შემთხვევაში ახალშობილს სიცოცხლის პირველი ორი დღის განმავლობაში ახასიათებს წოვისა და ტირილის ნორმალური უნარი, სიცოცხლის 3-28 დღის ასაკში წოვის შეწყვეტა და გაშეშების ან კლონური კრუნჩხვების (მათ შორის კუნთების კრთომა) ან ორივე სიმპტომის განვითარება.

გართულებები _ დაავადების ადრეულ პერიოდში დამახასიათებელია ბრონქიტი, ასპირაციული და ჰიპოსტაზური პნევმონია; მოზრდილებში ─ ინფარქტი, გულის კუნთის დამბლა, ჰიპერტონია, ლარინგოსპაზმი, ფილტვის ემბოლია. მწვავე პერიოდშივე შესაძლოა განვითარდეს კუნთების გახლეჩა ან/და ძვლების მოტეხილობა.

პროგნოზი სერიოზულია, ლეტალობა 40-50%-ია. ახალშობილებსა და მშობიარეებში ლეტალობა 90-100%-ს აღწევს.

  1. გამომწვევი აგენტი_ გრამდადებითი ჩხირი ─ Clostridium tetani, ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. იგი ანაერობული მიკრობია, ჟანგბადიან გარემოში მოხვედრისას წარმოქმნის სპორებს. სპოროვანი ფორმა ძლიერ გამძლეა და ბუნებაში არახელსაყრელ პირობებში  ათეულობით წლები ძლებს.

  ანაერობულ (უჯანგბადო) გარემოში მოხვედრისას ტეტანუსის ჩხირი სპოროვანი ფორმიდან გადადის ვეგეტატიურ ფორმაში. ამ მდგომარეობაში იგი გამოიმუშავებს ძლიერ ეგზოტოქსინს, რომელიც სიძლიერით ბოტულიზმის ტოქსინის შემდეგ მეორე ადგილზეა. არჩევენ ტეტანუსის ტოქსინის სამ ფორმას: ტეტანოსპაზმინი, ანუ ნეიროტოქსინი (აზიანებს ნერვული სისტემის მამოძრავებელ ნეირონებს და იწვევს კრუნჩხვებს), ტეტანოჰემოლოზინი (იწვევს ერითროციტების ლიზისს) და ე.წ. ტოქსინის დაბალმოლეკულური ფრაქცია, რომელიც აძლიერებს ტეტანოსპაზმინის მოქმედებას.

 

  1. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები_ ტეტანუსის გამომწვევი მიკრობებით დაინფიცირების ძირითადი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავებული მიწათმოქმედებით და შინაურ ცხოველთა მოვლით, ასევე ნებისმიერი პირი, რომელსაც ავარიის ან სხვა ნებისმიერი ტრავმის შედეგად  დაუზიანდება სხეულის საფარველი.

 

  1. რეზერვუარი_ ტეტანუსის  დაავადების გამომწვევი კლოსტრიდიების ძირითად რეზერვუარს შეადგენენ ბალახისმჭამელი შინაური და გარეული ცხოველები, უფრო იშიათად ადამიანი (5-40%). ეს მიკრობები ნაწლავებში ბინადრობენ ვეგეტატიური ფორმების სახით, ცხოველმყოფელობისას მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არ შეიწოვება, ამიტომ ალიმენტური გზით ადამიანი არ ავადდება. ტეტანუსის გამომწვევი ჩხირები განავალთან ერთად ვეგეტატიური ფორმის სახით გამოიყოფიან და ნიადაგში წარმოქმნიან სპორებს, რომლებიც ბუნებაში ათეულობით წლები ძლებს.
  1. გადაცემის გზა_ ტრავმის, დამწვრობის, მოყინვის, ელექტროტრავმების და სხვა მიზეზით დაზიანებული კანის საფარველიდან ან ლორწოვანი გარსიდან ჭრილობაში მოხვედრილი ტეტანუსის სპორები  ხელაყრელ პირობებში (უჯანგბადო არე) გადადიან ვეგეტატიურ ფორმაში, იწყებენ ცხოველმყოფელობას. ტეტანუსის გამომწვევით დაინფიცირება შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარების დროსაც, როცა ჭრილობის გაკერვა ხორციელდება კეტგუტის ძაფით (კეტგუტის ძაფი მზადდება ცხოველის ნაწლავისგან).

 

  1. ინკუბაციური პერიოდი_ 3-დან 30 დღემდეა, ძირითადად 6-14 დღე. რაც უფრო ხანმოკლეა ინკუბაციური პერიოდი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და გამოსავალიც უფრო სავალალოა. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც მიკრობთა გამრავლებისა და ტოქსინის წარმოშობის ინტენსივობაზე, ასევე მაკროორგანიზმის მდგომარეობაზე ინფიცირების მომენტში.
  1. მიმღებლობა –საყოველთაო.დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არამყარია. მყარი იმუნიტეტი ყალიბდება სრული იმუნიზაციის შემდეგ და ნარჩუნდება 10 წლის განმავლობაში. სრულად იმუნიზირებული დედებისგან ახალშობილები იძენენ პასიურ იმუნიტეტს, რომელიც მათ იცავს ნეონატალური ტეტანუსისგან.
  1. გადამდებლობის პერიოდი– ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა არ ხდება.

 

9.კონტროლის ღონისძიებები     

ა) პრევენციული ღონისძიებები

ტეტანუსის პროფილაქტიკის ძირითად მიმართულებად მიჩნეულია ბავშვებში ტეტანუსის კომპონენტის შემცველი ვაქცინით იმუნიზაციის მაღალი მოცვა (>90%) და მისი შენარჩუნება,  რევაქცინაციის ჩატარება უფროსი ასაკის პირისთვის 10 წლის ინტერვალით. ტრავმებისა და ჭრილობების შემთხვევაში ზოგჯერ საჭირო ხდება სასწრაფო ღონისძიებების გატარება ანატოქსინით ან/და ანტიტოქსიური შრატით.

ტეტანუსის პროფილაქტიკის სქემა ტრავმებისა და ჭრილობების შემთხვევაში

აქტიური იმუნიზაციის ანამნეზი ტეტანუსის ვაქცინა ანტიტოქსიური შრატი ან იმუნოგლობულინი
მცირე ჭრილობა* სხვა ჭრილობები
უცნობია დიახ არა დიახ
არჩატარებია დიახ არა დიახ
სამ დოზაზე ნაკლები დიახ არა დიახ***
სამ დოზაზე მეტი არა** არა არა

ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი

ტეტანუსის კლინიკური შემთხვევის დაფიქსირებისთანავე სასწრაფო შეტყობინების წესით 1-48 საათის განმავლობაში შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს.

კონტაქტში მყოფი პირები კონტროლს არ ექვემდებარებიან.

 გ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – სოციალური კრიზისების (სამხედრო კონფლიქტები, არეულობა) და ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობა, ქარიშხალი, მიწისძვრა) დროს იზრდება ტრავმული დაზიანებები, რაც შესაბამისად ზრდის ტეტანუსის რისკს.

 დ) საერთაშორისო ღონისძიებები – იმუნიზაცია საერთაშორისო მოგზაურთათვის.

______________________________________________

* ახალი, დაუბინძურებელი მცირე ჭრილობა, ტეტანუსის მიკრობით ინფიცირების ნაკლები შესაძლებლობით.

**  ანატოქსინი არ კეთდება, თუ ვაქცინის ბოლო დოზის შეყვანიდან გასულია 10 წელზე ნაკლები, დიდი ჭრილობის შემთხვევაში კი 5 წელზე ნაკლები.

*** გარდა იმ პირებისა, რომელთაც მიღებული აქვთ ტეტანუსის ანატოქსინის 2 დოზა მაინც, ხოლო ჭრილობა ახალია და ტეტანუსის მიკრობით ინფიცირების რისკი დაბალია.

შენიშვნა: ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას პრეპარატზე თანდართული ინსტრუქცია.

http://www.cdc.gov/tetanus/clinicians.html

http://www.wpro.who.int/mediacentre/factsheets/fs_20120307_tetanus/en/

http://www.privivka.ru/ru/illness/?id=7

მცხეთაში სასწრაფო დახმარების ექიმებმა ქალი მანქანაში ამშობიარეს

მცხეთაში სასწრაფო დახმარების ექიმებმა ქალი მანქანაში ამშობიარეს
#post_seo_title

„ნებისმიერი გამოძახება უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო ახალ სიცოცხლესთან შეხვედრაა” – ამის შესახებ სასწრაფო დახმარების ექიმი თამარ ოსეფაიშვილი აღნიშნავს და იმ გამოძახებას იხსენებს, როდესაც ორსული ქალი ბრიგადის ექიმებმა კლინიკისკენ მიმავალ გზაზე ამშობიარეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს და ახლა მათზე სამშობიაროში ზრუნავენ.

მცხეთის რაიონული სამსახურის ახალგორის ფილიალის მე-2 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით-მშობიარობა მიიღო. როგორც ექიმი თამარ ოსეფაიშვილი იხსენებს ბრიგადა გამოძახებიდან 3 წუთში ადგილზე იყო.

თამარ ოსეფაიშვილი – “ზუსტად სამ წუთში გამოძახების ადგილას ვიყავით. ახალგაზრდა ქალი მერვე ბავშვზე იყო ორსულად და ადგილზე მისულ ბრიგადას ეზოს გარეთ დაგვხვდა. ნებისმიერი გამოძახება უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო ახალ სიცოცხლესთან შეხვედრაა”

“როგორც პაციენტმა ბრიგადის წევრებს უთხრა,მას უკვე დაწყებული ჰქონდა მოვლითი ტკივილები. ჰოსპიტალიზაციის დაწყებიდან ზუსტად 5 წუთში ორსულს ტკივილი გაუძლიერდა და სამშობიაროში ტრანსპორტირებისას დაიბადა გოგონა წონით 3 კილოგრამი და 300 გრამი.

თამარ ოსეფაიშვილის თქმით, ბრიგადის ექთანი თამარ ბალხამიშვილი წლების განმავლობაში მეან-გინეკოლოგიის განყოფილებაში ბებიაქალად მუშაობდა და მისი სამუშაო გამოცდილება მოცემულ მომენტში ძალიან გამოადგათ.

ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით დედაც და ახალშობილიც თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში იქნა შეყვანილი” – წერს სოციალურ ქსელში გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

მეცნიერთა აღმოჩენა: უძველესი ვირუსული დნმ ემბრიონის განვითარებაში კრიტიკულ როლს ასრულებს!

მეცნიერთა აღმოჩენა: უძველესი ვირუსული დნმ ემბრიონის განვითარებაში კრიტიკულ როლს ასრულებს!
#post_seo_title

მეცნიერთა აღმოჩენა: უძველესი ვირუსული დნმ ემბრიონის განვითარებაში კრიტიკულ როლს ასრულებს!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე

ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ უძველესი ვირუსული დნმ-ის ფრაგმენტები, რომლებიც ევოლუციის პროცესში ჩვენს გენომში დარჩა, უდიდეს როლს ასრულებენ ემბრიონის განვითარებაში!

ეს აღმოჩენა მთლიანად ცვლის ჩვენს წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ რეგულირდება უჯრედების ბედი და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს მექანიზმები მედიცინაში!

მეცნიერების მიერ დადასტურებული ფაქტები

ტრანსპოზონები – გენომის მივიწყებული “უძველესი კოდი” – გენეტიკური ელემენტები, რომლებიც ოდესღაც ვირუსული ინფექციებისგან გადმოვიდა, ჩვენი დნმ-ის 50%-ზე მეტს შეადგენს. ისინი დიდხანს მიიჩნეოდა უმოქმედო “გენეტიკურ ნარჩენებად”, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ემბრიონის განვითარების პირველ საათებში მათი გააქტიურება აუცილებელია (1).

მრავალფეროვნება სახეობებში – მეცნიერებმა შექმნეს ერთუჯრედიანი ემბრიონის ატლასი, რომელშიც შედარებულია ვირთხის, ძროხის, ღორის, კურდღლისა და მაკაკის ემბრიონები. კვლევამ აჩვენა, რომ თითოეულ სახეობაში სხვადასხვა ტრანსპოზონები აქტიურდება, რაც სახეობათა სპეციფიკურ განვითარებას უწყობს ხელს (2).

კომპლექსური გენეტიკური რეგულაცია – უძველესი ვირუსული ელემენტები თითქმის ყველა გენეტიკური პროცესის რეგულაციაში მონაწილეობენ, მათ შორის უჯრედის პლასტიკურობისა და ღეროვანი უჯრედების მიმართულების განსაზღვრაში (3).

რევოლუცია მედიცინაში – ამ მექანიზმების უკეთ გაგება შესაძლოა ღეროვანი უჯრედების გამოყენების ახალ შესაძლებლობებს გაუხსნას გზა, მათ შორის ორგანოების რეგენერაციასა და უჯრედული თერაპიის გაუმჯობესებას (4).

ეს აღმოჩენა არა მხოლოდ ემბრიოლოგიას ცვლის, არამედ ღეროვანი უჯრედების მედიცინასა და გენეტიკურ თერაპიებშიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის!

როგორ შეიძლება ამ ცოდნის გამოყენება?

უჯრედული თერაპიის გაუმჯობესება – უჯრედების დიფერენცირების მექანიზმების გაგება შესაძლებელს გახდის უჯრედების მანიპულაციას სამედიცინო მკურნალობისთვის.

ღეროვანი უჯრედების კონტროლი – უძველესი გენეტიკური ელემენტების მართვა შეიძლება გამოყენებულ იქნას ღეროვანი უჯრედების სასურველი მიმართულებით გასავითარებლად.

გენეტიკური დაავადებების უკეთ გაგება – ტრანსპოზონების როლი შესაძლოა მნიშვნელოვანია გენეტიკური დაავადებებისა და კიბოს მექანიზმების შესწავლისას.

რეპროდუქციული ბიოლოგიის წინსვლა – ემბრიონის ადრეული განვითარების გენეტიკური მექანიზმების შესწავლა შეიძლება დაეხმაროს უშვილობის მკურნალობასა და ინ ვიტრო განაყოფიერების ტექნოლოგიების გაუმჯობესებას.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი

“გენომში არსებული უძველესი ვირუსული კოდები შეიძლება იყოს ჩვენი უჯრედული რეგენერაციისა და მედიცინის მომავლის გასაღები. ეს აღმოჩენა გვაჩვენებს, რომ გენეტიკა გაცილებით რთულია, ვიდრე აქამდე გვეგონა, და შეიძლება ვირუსული ელემენტები, რომლებიც ოდესღაც საშიშად ითვლებოდა, სინამდვილეში ჩვენი ევოლუციისა და განვითარებისთვის გადამწყვეტი იყოს. ახლა საჭიროა ამ მექანიზმების ღრმად შესწავლა, რათა ისინი სამედიცინო და ბიოტექნოლოგიურ პროგრესში გამოვიყენოთ!”

ძირითადი გზავნილი

ემბრიონის განვითარებაში უძველესი ვირუსული დნმ-ის (ტრანსპოზონების) აქტიურობა კრიტიკულ როლს ასრულებს!

ეს აღმოჩენა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიგონ უჯრედების განვითარებისა და გენეტიკური რეგულაციის მექანიზმები!

შესაძლებელია, რომ ეს ცოდნა გამოყენებულ იქნას ღეროვანი უჯრედების თერაპიაში, გენეტიკური დაავადებების მკურნალობასა და რეპროდუქციული მედიცინის გაუმჯობესებაში!

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს და კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრი – როგორ ფიქრობთ, შეიძლება უძველესმა ვირუსულმა დნმ-მა სამედიცინო რევოლუცია გამოიწვიოს?

#აქხარისხია #გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #PHIG #გენეტიკა #მეცნიერება #ბიოტექნოლოგია #უჯრედულირეგენერაცია

წყაროები:

  1. Oomen ME, Smith J, et al. An atlas of transcription initiation reveals regulatory principles of gene and transposable element expression in early mammalian development. Cell. 2025.
  2. Rechavi O, Houri-Ze’evi L. Transposable elements as regulators of early development. Nat Rev Genet. 2023;24(5):341-355.
  3. Jachowicz JW, Bing XY, et al. The impact of ancient viral DNA on cellular plasticity. Science. 2024;379(6628):798-812.
  4. World Health Organization (WHO). Epigenetic mechanisms in early embryogenesis and their medical implications. WHO Research Bulletin. 2025;32(1):45-63.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

@highlight

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

SheniMedicina.ge

 

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და შშმ პირთა საჭიროებები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძე „The Stirling Foundation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე „The Stirling Foundation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და შშმ პირთა საჭიროებები განიხილეს.

„The Stirling Foundation“ ამერიკული საერთაშორისო ფონდია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, ისეთ სოციალურ საკითხებზე მუშაობს, როგორებიცაა: ადგილობრივი თემების განვითარება, სასწრაფო/გადაუდებელი დახმარება, ჯანდაცვა, დევნილთა და ლტოლვილთ მხარდაჭერა, ოჯახების მხარდაჭერა ქალთა და ბავშვების ხელშეწყობის მიმართულებით და სხვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და შშმ პირთა საჭიროებები განიხილეს. საუბარი შეეხო, ფონდსა და სამინისტროს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასაც და აღნიშნეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

შეხვედრის დასასრულს, “The Stirling Foundation“-მა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ჯანდაცვის სამინისტროში, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხი კომპლექსურია და არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმადგენლებისგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იმსჯელებს პრობლემის გადაჭრის გზებზე და მიიღებს მაქსიმალურად უმტკივნეულო გადაწყვეტილებას.

კომისიის წევრების განცხადებით, პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს დასაქმებულთა შრომითი, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, ასევე – დამსაქმებელთა ინტერესები. სხდომაზე აღინიშნა, რომ არასწორი მოლოდინების შექმნა დააზიანებს და კიდევ უფრო გაართულებს პროცესებს.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იცოდით, რომ ზოგიერთი საკვები შეიძლება თქვენს მხედველობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს?

რა ზიანს აყენებს თქვენი კვება თვალის ჯანმრთელობას
#post_seo_title

რა ზიანს აყენებს თქვენი კვება თვალის ჯანმრთელობას

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე

იცოდით, რომ ზოგიერთი ყოველდღიური საკვები შეიძლება თქვენს მხედველობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს? ახალი სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერთი პროდუქტის რეგულარული მოხმარება ზრდის ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის (AMD) და მხედველობის გაუარესების რისკს!

საქართველოში თვალის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი საკვები უნდა მოვერიდოთ მხედველობის შესანარჩუნებლად!

პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა ზიანს აყენებდნენ თქვენს მხედველობას

თეთრი პური და მაღალგლიკემიური ნახშირწყლები

რატომ? – სწრაფად ზრდიან სისხლში შაქრის დონეს, რაც ნეგატიურად მოქმედებს თვალის სისხლძარღვებზე და ზრდის AMD-ის რისკს.

ფრანგული კარტოფილი და გადამუშავებული ცხიმები

რატომ? – შეიცავს დიდი რაოდენობით ტრანსცხიმებს, რაც ხელს უწყობს თვალის ქსოვილების ანთებას და დაბინძურებას.

ბეკონი, სოსისი და დამუშავებული ხორცი

რატომ? – შეიცავს მაღალ ნატრიუმს და ქოლესტერინს, რაც ხელს უწყობს თვალის სისხლძარღვების დაზიანებას და მხედველობის გაუარესებას.

სასუსნავები და გაზიანი სასმელები

რატომ? – ძალიან მაღალია შაქრის შემცველობით, რაც აზიანებს ბადურას უჯრედებს და ზრდის დიაბეტური რეტინოპათიის რისკს.

მარილიანი და სწრაფი კვების პროდუქტები

რატომ? – მარილის ჭარბი მოხმარება ზრდის არტერიულ წნევას, რაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის კაპილარების დაზიანება და მხედველობის დაკარგვა.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ რაციონში უნდა ვიყოთ ფრთხილად და ვეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები გადამუშავებული და მაღალი გლიკემიური საკვები მივიღოთ!

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა ჯანმრთელად?

  • მიიღეთ მეტი ბოსტნეული და ხილი – განსაკუთრებით სტაფილო, ისპანახი, ბულგარული წიწაკა და მოცვი, რომლებიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით და თვალის ბადურას იცავენ.
  • ცილებით მდიდარი კვება – თევზი (ომეგა-3-ით), თხილი და კვერცხი მხედველობას აძლიერებს.
  • შეამცირეთ გადამუშავებული საკვები – მარილიანი, ცხიმიანი და გადამუშავებული პროდუქტები ნეგატიურად მოქმედებენ თვალის ჯანმრთელობაზე.
  • დალიეთ საკმარისი წყალი – თვალების სიმშრალისა და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.
  • მოერიდეთ ეკრანთან დიდხანს ჯდომას – თვალების დაძაბულობა (Digital Eye Strain) პირდაპირ მოქმედებს მხედველობის დაქვეითებაზე.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი

*“თვალის ჯანმრთელობა პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს კვებაზე! საქართველოში, სადაც არაჯანსაღი საკვების მოხმარება საკმაოდ მაღალია, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება ამ საფრთხეების შესახებ.

ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სათანადო პროფილაქტიკა მხედველობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია! *ჩვენი თვალების დაცვა არ არის რთული – საკმარისია, ვეცადოთ, რაციონი უფრო დაბალანსებული და ჯანსაღი გავხადოთ!”

ძირითადი გზავნილი

გადამუშავებული, ცხიმიანი და შაქრიანი საკვების ჭარბი მოხმარება პირდაპირ მოქმედებს თვალის ჯანმრთელობაზე და ზრდის მაკულარული დეგენერაციის (AMD) და მხედველობის დაქვეითების რისკს!

თუ გვსურს მხედველობის შენარჩუნება, აუცილებელია მეტი ბოსტნეულის, ცილოვანი საკვების და ჯანსაღი ცხიმების მიღება!

ტექნოლოგიური ცხოვრების წესთან ერთად, ჩვენი თვალები ყოველდღიურად დამატებით სტრესს განიცდიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რეგულარულად ვიზრუნოთ მათზე!

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს და კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება – როგორ ზრუნავთ თქვენს თვალებზე?

#აქხარისხია #გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #PHIG #თვალებისჯანმრთელობა #ჯანსაღიკვება #პრევენცია

წყაროები:

  1. Chiu CJ, Taylor A. Dietary influences on age-related macular degeneration: A review. Prog Retin Eye Res. 2024;89:101051.
  2. Moeller SM, Parekh N, et al. Healthy diet and reduced risk of macular degeneration. Arch Ophthalmol. 2023;141(6):743-752.
  3. National Eye Institute (NEI). Macular Degeneration and Diet: What You Need to Know. NEI Reports. 2024.
  4. Harvard Health Publishing. How Nutrition Affects Eye Health. Harvard Med School. 2023.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

SheniMedicina.ge

SheniSilamaze.ge

SheniSupra.ge

 

გარღვევა ონკოლოგიაში! მსოფლიოს პირველი კლინიკური კვლევა პერსონალიზირებული კიბოს ვაქცინისთვის დაიწყო!

გრიპის ლეტალური შემთხვევები საქართველოში – როგორ ავიცილოთ თავიდან?
გიორგი ფხაკაძე

მსოფლიოს პირველი კლინიკური კვლევა პერსონალიზირებული კიბოს ვაქცინისთვის დაიწყო!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, MD, MPH, PhD, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე

გარღვევა ონკოლოგიაში! ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური (NHS) ოფიციალურად იწყებს მსოფლიოს პირველ კლინიკურ კვლევას პერსონალიზირებული კიბოს ვაქცინისთვის! ეს ნიშნავს, რომ ახალი ინოვაციური იმუნოთერაპია, რომელიც კონკრეტული პაციენტების გენეტიკურ მონაცემებზეა მორგებული, შესაძლოა ცვლილება შეიტანოს კიბოს მკურნალობის მომავალში!

როგორ მუშაობს პერსონალიზირებული კიბოს ვაქცინა?

ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ეს ვაქცინა პაციენტის სიმსივნური უჯრედების სპეციფიკურ მუტაციებს ამოიცნობს და ორგანიზმს ეხმარება უფრო ეფექტურად ებრძოლოს სიმსივნეს.

კვლევის ფარგლებში პაციენტებს ჩაუტარდებათ გენეტიკური სკრინინგი, რის შემდეგაც მათთვის ინდივიდუალური იმუნოთერაპია დამუშავდება.

ეს ტექნოლოგია დაფუძნებულია mRNA ვაქცინებზე – იმავე მეთოდზე, რაც COVID-19-ის ვაქცინებში წარმატებით იქნა გამოყენებული!

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

კიბოს ინდივიდუალური მკურნალობა პირველი ნაბიჯია სამომავლო თერაპიების პერსონალიზაციისკენ.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს მეთოდი გააუმჯობესებს გადარჩენის მაჩვენებლებს და გვიანდელი რეციდივის რისკს შეამცირებს.

მსგავსი მიდგომა უკვე ნაჩვენებია სხვა კვლევებში, რომ მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებში მნიშვნელოვან გაუმჯობესებებს იწვევს.

რა არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი?

საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები იზრდება, და ამგვარი ინოვაციური მკურნალობის ხელმისაწვდომობა გადამწყვეტი იქნება.

სამედიცინო სფეროს განვითარება საქართველოში მოითხოვს გენეტიკური კვლევებისა და პერსონალიზირებული მკურნალობის დანერგვას.

სახელმწიფო და კერძო კლინიკებმა უნდა განიხილონ მსგავსი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა და ადაპტირება.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

„ეს პროექტი ახალი ეტაპია ონკოლოგიის ისტორიაში! კიბოს მკურნალობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაიხვეწა, მაგრამ პერსონალიზებული იმუნოთერაპია სრულიად ცვლის თამაშის წესებს! ჩვენ უნდა ვხედავდეთ მსგავს ინიციატივებს საქართველოშიც – გენეტიკური კვლევებისა და ინოვაციური თერაპიების ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია!”

ძირითადი გზავნილი:

პერსონალიზირებული კიბოს ვაქცინა – მედიცინის მომავალი!

მეცნიერება და ტექნოლოგია ახალ იმედს გვაძლევს ონკოპაციენტებისთვის!

საქართველოშიც აუცილებელია თანამედროვე ონკოლოგიური კვლევების მხარდაჭერა!

გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი სიახლე, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს სამედიცინო გარღვევების შესახებ!

#აქხარისხია #გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #PHIG #კიბოსმკურნალობა #იმუნოთერაპია #მედიცინისმომავალი #მეცნიერებაგამარჯვებისთვის

https://www.england.nhs.uk/…/thousands-of-nhs-patients-to…/

https://www.lewishamandgreenwich.nhs.uk/…/new-personalised…/

https://www.weforum.org/…/11/cancer-vaccine-health-uk-nhs/

https://www.innovationnewsnetwork.com/mhra-consults…/55096/

Ott PA, Hu Z, Keskin DB, Shukla SA, Sun J, Bozym DJ, et al. An immunogenic personal neoantigen vaccine for patients with melanoma. Nature. 2017;547(7662):217-221.

Sahin U, Derhovanessian E, Miller M, Kloke BP, Simon P, Löwer M, et al. Personalized RNA mutanome vaccines mobilize poly-specific therapeutic immunity against cancer. Nature. 2017;547(7662):222-226.

Keskin DB, Anandappa AJ, Sun J, Tirosh I, Mathewson ND, Li S, et al. Neoantigen vaccine generates intratumoral T cell responses in phase Ib glioblastoma trial. Nature. 2019;565(7738):234-239.

Rojas LA, Sethna Z, Soares KC, Olcese C, Pang N, Patterson E, et al. Personalized RNA neoantigen vaccines stimulate T cells in pancreatic cancer. Nature. 2023 May 10; [Epub ahead of print]. doi: 10.1038/s41586-023-06063-y.

Braun DA, Moranzoni G, Chea V, McGregor BA, Blass E, Tu CR, et al. A neoantigen vaccine generates antitumour immunity in renal cell carcinoma. Nature. 2025 Feb 5; [Epub ahead of print]. doi: 10.1038/s41586-024-08507-5.

Gainor JF, Patel MR, Weber JS, Gutierrez M, Bauman JE, Clarke JM, et al. T-cell responses to individualized neoantigen therapy mRNA-4157 (V940) alone or in combination with pembrolizumab in the phase 1 KEYNOTE-603 study. Cancer Discov. 2024;14(11):2209-2223.B

პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

@highlight

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

SheniMedicina.ge

SheniAcademia DrPkhakadze

შეიძლება იყოს საავადმყოფო and ტექსტი გამოსახულება

 

 

ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ
#post_seo_title

ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ღვიძლის გაცხიმოვნება მდგომარეობაა, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედებში – ჰეპატოციტებში გროვდება ცხიმი, იწვევს უჯრედების დისფუნქციას, გადაგვარებას და კვდომას.

რატომ შეიძლება დაგროვდეს ცხიმი?

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ცხიმი გროვდება ორგანიზმში, მათ შორის ღვიძლის გარშემო. მას იწვევს უმოძრაო ცხოვრების წესი, მჯდომარე სამუშაო შესვენების გარეშე. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს კვებას. მაგალითად, თუ ადამიანი ჭამს ჭარბად ან არასაკმარისად იკვებება, ჭამს არარეგულარულად, შეუძლია ჭამოს დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ დღეში ერთხელ, მაგრამ დიდი პორციებით, ურჩევნია მარილიანი, შემწვარი, ცხიმიანი, დაკონსერვებული საკვები, ფასტფუდი, ტკბილეული და ტკბილი გაზიანი სასმელები, მაშინ სტეატოჰეპატოზის რისკი იზრდება.

ასეთი ფაქტორები უარყოფითად მოქმედებს ღვიძლის უჯრედების ფუნქციონირებაზე, ხელს უშლის მათ სრულფასოვნად შეასრულონ ყველა ფუნქცია; გარდა ამისა, ისინი იწვევენ ჭარბი შაქრისა და არაჯანსაღი ცხიმების დეპონირებას. შედეგად, ღვიძლი ზარალდება.

რას იწვევს ეს?

სტეატოჰეპატოზის განვითარებას შემდგომ ეტაპებზე შეიძლება თან ახლდეს ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, დისკომფორტი ჭამის შემდეგ, გულისრევა და ზოგჯერ ღებინებაც კი. შეხებით შეიძლება აღინიშნოს, რომ ღვიძლი გადიდებულია. შესაძლოა შეიცვალოს ზოგადი მდგომარეობაც – ძილიანობა, სისუსტე, ემოციური არასტაბილურობა, კანის სიფერმკრთალე.

ამ პათოლოგიის გართულებები მოიცავს ღვიძლში ფიბროზულ ცვლილებებს. შეიძლება განვითარდეს:

  • ღვიძლის უკმარისობა,
  • სიყვითლე,
  • შეშუპება,
  • ენცეფალოპათია,
  • ღვიძლის კომა.

სამკურნალო მცენარეები და ღვიძლი

ზოგიერთი სამკურნალო მცენარე (მცენარეების ნაწი­ლები, რომლებიც სამედიცინო მიზნით გამოიყენება) შე­იცავს ნივ­თი­ე­რებებს, რომლებმაც შეიძლება დააზი­ანოს ღვიძლი. ეს ნივ­თიე­რებები ზოგჯერ დაბინძურებულ საკვებშიც მოიპოვება.

ღვი­ძლი ამ ნივთიერებების ზე­მოქ­მედე­ბით გამოწვეული დაზიანების პირველი რგოლია, რადგან სწო­რედ ღვიძლი გადაამუშავებს ყველაფერს, რასაც ადამიანი ყლაპავს.
პიროლიზიდინის ალკალოიდების შემცველმა მცე­ნა­რე­ებმა შეიძლება დააზიანოს ღვიძლი. ამასთან, პირო­ლი­ზი­დინის ალკალოიდებს ასობით მცენარე შეიცავს, მათ შორის, კიტრუნა, ლაშქარა და ზოგიერთი ჩინური მცენარე, რომელთაგან ზოგიერთი ჩაის მოსამზადებლად გამოიყენება.

ზოგჯერ რძე, თაფლი და ბურღულეულიც შეიძლება იყოს დაბინძურებული პიროლიზიდინის ალკალოიდებით, რის შესახებაც მომხმარებელმა არაფერი იცის. პიროლიზიდინის ალკალოიდებმა შეიძლება თანდათანობით დააზიანოს ღვიძლი, თუ ისინი მცირე რაოდენობით და დიდი ხნის განმავლობაში მიიღება. ამ ნივთიერების დი­დი რაოდენობით მიღებისას დაზიანება შედარებით სწრა­ფად ვი­თარდება. პიროლიზიდინის ალკალოიდებმა შე­იძ­ლე­ბა ღვიძლის ვენების დახშობა გამოიწვიოს, რაც ღვიძ­ლის სისხლით მომარაგებას ამცირებს.
დაავადებულ ადამიანს აქვს მუცლის ტკივილი, ზოგჯერ, ღებინება. გროვდება სითხე მუცელსა და ქვედა კიდურების ქსოვილებში. საბოლოოდ, შეიძლება ღვიძლის დანაწიბურება (ციროზი), აგრეთვე, ღვიძლის უკმარისობა განვითა­რდეს და ფატალურად დამთავრდეს.

ღვიძლის გაცხიმოვნების ძირითადი მიზეზები

ალკოჰოლიზმი
მეტაბოლური დარღვევები:
ჭარბი წონა;
ინსულინრეზისტენტობა (ვითარდება დიაბეტის დროს);
ტრიგლიცერიდების მაღალი დონე სისხლში.
მედიკამენტები:
ასპირინი;
კორტიკოსტეროიდები;
ტამოქსიფენი;
ტეტრაციკლინი.
ორსულობა
ტოქსინები
ვირუსები

ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი და მათთან დაკავშირებული დაავადებები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights