რა ხდება წონის კლების ინიექციის შეწყვეტის შემდეგ?


ანგარიში კომიტეტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარუდგინა.
მისი ინფორმაციით, 2020-2024 წლების განმავლობაში: შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირდა 73 507 სამუშაოს მაძიებელი; ინდივიდუალური კონსულტირება, ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე გაეწია 116 919 სამუშაოს მაძიებელს; 86 151 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მუნიციპალურ დონეზე გაეწია კონსულტირება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით; საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 32 804 პირი; 39 707 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა დასაქმებულიყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე; მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისთვის მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 942-მა მოწყვლად პირს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება; კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება გაეწია 15 577 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის 163 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; საშუამავლო მომსახურება მიეწოდა 13 777 სამუშაოს მაძიებელს.
ჩატარდა 43 დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1000- მდე დამსაქმებელმა და 6 000-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებლებმა; სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 111 დამსაქმებელი და 674 სამუშაოს მაძიებელი (სტაჟიორი); ხელფასის სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო 20 დამსაქმებელი და 31 სამუშაოს მაძიებელი; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებში ჩაერთო 12 642 სამუშაოს მაძიებელი; საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის 4 028 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანული მხარის მიერ.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს საქართველოში მიგრაციული პროცესების რეგულირება, რათა დაცული იყოს ემიგრანტთა და იმიგრანტთა უფლებები დასაქმების ადგილზე.
ასევე მოხდეს მიგრაციული ნაკადების სტატისტიკური აღრიცხვა, ანალიზი და წარმატებით მართვა.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარდგენილი ანგარიში.
საუბრობს რადიოლოგი ანდრო ძნელაძე.
სისტემა — Samsung RS85 Prestige დიაგნოსტიკაში სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. რა უპირატესობები აქვს ამ აპარატთან მუშაობის და რატომ არის ის მნიშვნელოვანი პაციენტისთვის?
ამ კითხვებზე გვიპასუხა კლინიკის წამყვანმა რადიოლოგმა, ანდრო ძნელაძემ.
ბატონო ანდრო, პინეო უკვე სარგებლობს ახალი, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ულტრასონოგრაფიული სისტემით. როგორ შეაფასებდით მის ძირითად უპირატესობებს?
დიახ, ჩვენი კლინიკა უკვე აღჭურვილია Samsung RS85 Prestige-ით — ეს არის პრემიუმ კლასის აპარატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს უფრო ზუსტად, დეტალურად და სწრაფად შევაფასოთ პაციენტის მდგომარეობა.
მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია Crystal Architecture™ ტექნოლოგია, რაც გულისხმობს უმაღლესი გარჩევადობის მქონე გამოსახულებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული დიაგნოსტიკური შემთხვევებისას.
რაში გამოიხატება აპარატის ინოვაციური შესაძლებლობები?
ახალი თაობის ტექნოლოგიები, როგორიცაა MV-Flow™ და LumiFlow™, გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ მიკროცირკულაციას — ეს არის სისხლის მიმოქცევა ყველაზე პატარა სისხლძარღვებში.
საინტერესოა, როგორ უწყობს ხელს ეს სისტემა ღვიძლისა და სხვა ორგანოების კვლევებს?
ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქციაა S-Shearwave Imaging™, რაც ელასტოგრაფიის თანამედროვე მეთოდია. ის არაინვაზიურად აფასებს ქსოვილების სიმკვრივეს. მაგალითად, ღვიძლის ფიბროზის შეფასება შეგვიძლია ძალიან ზუსტად და ობიექტურად, რაც მკურნალობის დაგეგმვისთვის აუცილებელია.
აღნიშნეთ ხელოვნური ინტელექტის როლი. როგორ ეხმარება AI რადიოლოგს ყოველდღიურ პრაქტიკაში?
აპარატში ინტეგრირებულია S-Detect™ — ეს ფუნქცია აანალიზებს და ავტომატურად აფასებს ძუძუსა და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს. მას შეუძლია მიანიშნოს პათოლოგიურ ნიშნებზე, რაც რადიოლოგს აძლევს დამატებით ინსტრუმენტს, რომ დიაგნოზი იყოს მაქსიმალურად ზუსტი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება სკრინინგს ან ადრეულ გამოვლენას.
და ბოლოს, როგორია აპარატის როლი ინვაზიური პროცედურებისას?
S-Fusion™ და S-Tracking™ გვაძლევს უნიკალურ საშუალებას ზუსტად დავგეგმოთ და გავაკონტროლოთ ბიოფსიები, ან სხვა მინიმალურად ინვაზიური ჩარევები. ეს ნიშნავს, რომ პროცედურები ხდება უფრო უსაფრთხო, კონტროლირებადი და ნაკლებად მტკივნეული პაციენტისთვის.
ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს ეკუთვნის. იგი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის, როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ.
რას იწვევს ტყვიის ზემოქმედება?
ტყვია ადამინის ორგანიზმზე მრავალმხრივ ზეგავლენას ახდენს.
ბავშვების ორგანიზმზე ტყვიის ზემოქმედებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს:
ნერვული სისტემისა და თირკმელების დაზიანება;
გონება გაფანტულობა, ქცევითი დარღვევები და სწავლის უნარ-ჩვევების დაქვეითება;
მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;
სმენასთან დაკავშირებული პრობლემები;
ძვლებისა და კუნთების ზრდის შეფერხება.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ტყვიის ზემოქმედებისადმი, ტყვია, ასევე, საფრთხეს წარმოადგენს მოზრდილების ორგანიზმისთვისაც და იწვევს:
ზიანს აყენებს ნაყოფის განვითარებას;
ორსულობის დროს არტერიული წნევის მომატებას;
ნაყოფიერების პრობლემებს (მამაკაცებსა და ქალებში);
მაღალ წნევას;
საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს;
მეხსიერებასთან და კონცენტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს;
კუნთებისა და ძვლების ტკივილს.
ტყვიით ინტოქსიკაციის ძირითადი წყაროები:
საღებავები – საღებავები, რომლებსაც საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის (სახლების, კედლების, ავეჯის შესაღებად და სხვ.) იყენებენ, შეიძლება სხვადასხვა დოზით შეიცავდნენ ტყვიას. ტყვიის შემცველი საღებავებით, შესაძლოა, დაფარული იყოს საცხოვრებელი სახლების ფანჯრების, კარებების და კიბის საფეხურების ზედაპირები. ტყვიის შემცველი საღებავი საშიში არ არის, იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანობა დარღვეული არ არის.
მტვერი – საცხოვრებელში გარემოდან მოხვედრილი მტვერი, შესაძლოა, შეიცავდეს ტყვიას, ამიტომ რეკომედირებულია სახლის დალაგება სველი წესით რაც შეიძლება ხშირად.
ჰაერი – ინდუსტრიული ნარჩენებით გარემოს დაბინძურება იწვევს ტყვიის მოხვედრას ჰაერსა და წყალში, რაც იწვევს ტყვიით მოწამვლას და სავალალოდ მოქმედებს პირველ რიგში ფეხმძიმე ქალებსა და ბავშვებზე.
ნიადაგი – ინდუსტრიული ნარჩენებით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედაფენა ტყვიას შეიცავს, რომელიც არ იშლება. მოწამვლის საფრთხის წინაშე დგანან ის ადამიანები, ვინც ტრანსპორტით და ინდუსტრიული წარმოებით გადატვირთულ ქალაქებში ცხოვრობენ. ტყვით მოწამვლის განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ მათ, ვინც მაგისტრალურ ქუჩებთან, დიდ გზაჯვარედინებთან, ავტოტრასებთან, ნაგვის გადამამუშავებელ ქარხნებთან ახლოს ცხოვრობს. ასეთ რაიონებში დაბინძურებული ნიადაგიდან ტყვია სახლის მტვერში ხვდება და წამლავს ადამიანს.
წყალი – წყლის ტყვიით დაბინძურების მიზეზი,ძირითად შემთხვევებში, არის ტყვიის შემცველი მილები, რომლებიც 1980-იანი წლებიდან გამოიყენება. ტყვიის წყალში შემცველობა არ იგრძნობა რაიმე დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებით (ფერი, სუნი, გემო).
სასმელ წყალში ტყვიის შემცველობის შემცირება, შესაძლებელია, შემდეგი ნაბიჯების განხორციელებით:
სასმელად და საკვების მოსამზადებლად (მათ, შორის ახალშობილის საკვების) ყოველთვის გამოიყენეთ ცივი წყალი. მდუღარე წყალი ტყვიას წყლიდან ვერ მოაშორებს;
წყლის სასმელად გამოყენებამდე, ცოტა ხნით მოუშვით წყალი ონკანში და შემდეგ აიღეთ წყალი;
რეგულარულად გაასუფთავეთ წყლის ონკანი;
საკვები – ხშირად, ტყვია ხვდება საკვების ზედაპირზე ტყვიის შემცველი მტვრის სახით.
სათამაშოები-ხშირად იმპორტირებული სათამაშოები შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავებით.
სამკაულები
კოსმეტიკური საშუალებები, ტრადიციული მედიკამენტები
კერამიკური ნივთები
4)როგორ ხვდება ტყვია ორგნიზმში?
ბავშვებისა და მოზრდილების ორგანიზმში ტყვია, შესაძლოა, მოხვდეს იმ შემთხვევაში თუ ისინი:
ჩაისუნთქავენ ტყვიის შემცველ მტვერს (განსაკუთრებით, ისეთი სახის აქტივობების დროს, როგორიცაა, მაგალითად, სახლის რემონტი ან რაიმე სახის ზედაპირების ღებვის პროცედურები);
ჩაყლაპავენ ტყვიის შემცველ მტვერს,რომელიც მოხვედრილია საკვებზე ან საკვების მოსამზადებელ ზედაპირზე;
შეჭამენ ტყვიის შემცველი საღებავების ნაწილებს/ ნიადაგს (მიწას).
ტყვია, განსაკუთრებით საშიშია 6 წლამდე ასაკის ბავშვების ორგანიზმისთვის, რადგან:
ამ ასაკში ბავშვების თავის ტვინი და ნერვული სისტემა, მეტად მგრძნობიარეა, ტყვიის დამაზიანებელი ეფექტებისადმი;
ბავშვების ორგანიზმი, რომელიც ზრდის პროცესშია, შეიწოვს უფრო მეტ ტყვიას;
ბავშვები ხშირად იდებენ პირში ხელებს და სხვადასხვა საგნებს. ამ საგნებზე, შესაძლებელია, იყოს ტყვიის შემცველი მტვერი.
! ნაყოფიერების ასაკში მყოფმა ქალებმა, უნდა იცოდნენ, რომ ტყვია საშიშია ნაყოფის განვითარებისთვის, რადგან ტყვიამ, შესაძლოა, გავლენენა მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე, პლაცენტის გავლის გზით.
შესაძლებელია თუ არა ტყვიით ინტოქსიკაციის თავიდან აცილება?
ტყვიით ინტოქსიკაცია, შესაძლებელია სრულად იქნას თავიდან აცილებული. მთავარია, ბავშვმა შეწყვიტოს ტყვიის ექსპოზიციის წყაროსთან კონტაქტი და მოხდეს იმ ბავშების გამოვლენა, ვისაც შეხება ჰქონდათ ტყვიის წყაროსთან.
აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელ გარემოში ტყვიის ექსპოზიციის საფრთხის ინდენტიფიკაცია და უსაფრთხოდ მოცილება;
ის ბავშვები, ვინც ტყვიის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან უნდა იქნან გამოკვლეულნი და საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდეთ მკურნალობა.
რა შეუძლიათ მშობლებს მოიმოქმედონ ტყვიის ზეგავლენის შემცირების მიზნით?
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს საცხოვრებელ სახლში არსებობს ტყვიის შემცველი საღებავი:
არ ეცადოთ მის მოშორებას, რადგან ამით,შესაძლოა, გამოიწვიოთ საღებავის ზედაპირის უფრო მეტად დაზიანება და გარემოში უფრო მეტი ტყვიის შემცველი მტვერი გავრცელდეს;
ყოველთვის ეცადეთ შერებილი კედლები/ფანჯრის რაფები/სხვა საგნები არ დაზიანდეს და არ დაიღვეს საღებავის საფარის ერთობლიობა;
რემონტის დროს, მოერიდეთ იმ ადგილზე ყოფნას, სადაც ხდება მტვრის გაფრქვევა;
სახლის შეძენამდე შეამოწმეთ ის ტყვიის შემცველობაზე;
რეგულარულად დაასუფთავეთ იატაკი, ფანჯრის რაფები და სხვა ზედაპირები სველი წესით;
ხშირად დაბანეთ ბავშვს ხელები, ასევე, გარეცხეთ მისი ბოთლები, საწოვარები და სათამაშოები;
სასმელად და საკვების მოსამზადებლად (მათ, შორის ახალშობილის საკვების) ყოველთვის გამოიყენეთ ცივი წყალი. მდუღარე წყალი ტყვიას წყლიდან ვერ მოაშორებს;
ეცადეთ, უზურნველყოთ, რომ ბავშვი იკვებოს ჯანსაღად, მიიღოს რკინით, კალციუმითა და C ვიტამინით მდიდარი საკვები;
სახლში შესვლამდე, გამოიცვალეთ ფეხსაცმელი, რათა არ მოხდეს საცხოვრებელში გარედან გამოტანილი ტყვიის შემცველი მტვრის გავრცელება.
მოერიდეთ ე.წ. ხალხური მეთოდებით/საშუალებებით მკურნალობას;
References:
EPA Brochure – “Protect your family from lead in your home”
https://www.epa.gov/sites/production/files/2017-06/documents/pyf_color_booklet_format_2017_508.pdf
CDC Factsheet – “Childhood Lead Poisoning” –https://www.cdc.gov/nceh/lead/factsheets/Lead_fact_sheet.pdf
მითი 1: გრიპი არ არის სერიოზული დაავადება, ამიტომ მე არ მესაჭიროება ვაქცინაცია
ფაქტი: გრიპი ყოველწლიურად მსოფლიოში 650 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს მხოლოდ სასუნთქი სისტემის დარღვევებთან დაკავშირებული სიკვდილია, ამიტომ სავარაუდო ზემოქმედება კიდევ უფრო მაღალია. სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც კი შეიძლება დაავადდეს გრიპით, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომელთა იმუნური სისტემა სუსტია. ადამიანების უმრავლესობა გაჯანსაღდება რამდენიმე კვირაში, მაგრამ ზოგს შეიძლება განუვითარდეს გართულებები, მათ შორის სინუსიტი და ყურის ანთება, პნევმონია, გულის ან ტვინის ანთება.
მითი 2: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შეუძლია გამოიწვიოს გრიპი
ფაქტი: გრიპის საწინააღმდეგო ინექციური ვაქცინა შეიცავს ინაქტივირებულ ვირუსს, რომელსაც არ შეუძია გრიპის გამოწვევა. თუ თავს იგრძნობთ ოდნავ შეუძლოდ ან გექნებათ მცირედი დისკომფორტი, ეს იმუნური სისტემის ნორმალური რეაქცია ვაქცინისადმი და შეიძლება ერთი ან ორი დრე გაგრძელდეს.
მითი 3: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი ეფექ ები
ფაქტი: დამტკიცებულია, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა. მძიმე გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია. ერთი მილიონი ადამიანიდან მხოლოდ ერთს შეიძლება განუვითეარდეს გიენ-ბარეს სინდრომი (GBS), რაც კუნთების სისუსტითა და დამბლით გამოიხატება.
მითი 4: მე გავიკეთე ვაქცინა და მაინც დამემართა გრიპი, ე.ი. ვაქცინა არ მუშაობს
ფაქტი: ერთდროულად გრიპის რამოდენიმე ვირუსი ცირკულირებს, ამიტომ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ ის ვაქცინირებულია, შეიძლება მაინც დაემართოს გრიპი, რადგან ვირუსი სპეციფიკურია ერთი შტამისთვის. მიუხედავად ამისა, ვაქცინაციის შემდგომ უმჯობესდება გრიპისგან დაცულობის შანსი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რათა მოხდეს ვირუსის შეკავება, რომელიც გავლენას ახდენს დაუცველი იმუნური სისტემების მქონე ადამიანებზე.
მითი 5: ორსულად ვარ, ამიტომ არ უნდა გავიკეთო გრიპის ვაქცინა
ფაქტი: ორსულთა აცრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით განსაკუთრებით საჭიროა, რადგან მათი იმუნური სისტემა, სხვებთან შედარებით, სუსტია. გრიპის საწინააღმდეგო ინექციური ვაქცინა უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე.
ხმაურის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
ხმაური არის ნებისმიერი არასასურველი ბგერა ან სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსიურობის ბგერების უწესრიგო ერთობლიობა, რომელიც არასასურველ მოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით გამოთვლილია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გარემოს ხმაურით განპირობებული ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაკარგული წლების რაოდენობა (DALY) გულის იშემიური დაავადებების შემთხვევაში 61 000 წელს შეადგენს, ბავშვთა შემეცნებითი უნარის დაზიანების შემთხვევაში 45 000, ძილის დარღვევისას – 903 000 წელს და გაღიზიანებადობის განვითარების შემთხვევაში – 587 000 წელს. ყველა ჩამოთვლილს თუ გავაერთიანებთ, საერთო ტვირთი 1.0–1.6 მილიონი წლის ფარგლებში შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე 1 მილიონი ჯანმრთელი წელი იკარგება ყოველწლიურად ტრასპორტთან დაკავშირებული ხმაურის გამო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩათვლით. საგზაო სატრანსპორტო ხმაურთან დაკავშირებული ძილის დარღვევა და გაღიზიანებადობა გარემოში არსებული ხმაურის ტვირთის ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს დასავლეთ ევროპაში.
ხმაურის ხანგრძლივი და ინტენსიური მოქმედების შედეგად ადამიანის ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები ვითარდება, რომელთა ხასიათი და ინტენსიურობა გარკვეული ეტაპობრიობით ხასითდება:
ინტენსიური ხმაურის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად ორგანიზმში ვითარდება როგორც სპეციფიკური, ისე ზოგადი ხასიათის ცვლილებები.
ხმაურის მოქმედების მიმართ შეიძლება განვითარდეს ორგანიზმის ადაპტაცია. თუ ხმაურის ზემოქმედების შედეგად მისი აღქმის დონე 10-15 დბ-ით მცირდება, ხოლო ბგერის აღქმის საწყისი დონე 2-3წთ-ის განმავლობაში აღდგება, ეს მიუთითებს ხმაურისადმი ადაპტაციაზე. უფრო მკვეთრი ცვლილებები მიუთითებს სმენის ორგანოს მოქანცვის განვითარებაზე.
ხმაურის გავლენით განვითარებულ სპეციფიკურ ცვლილებებს შორის წამყვანია კოხლეარული ნერვიტის ტიპის ნელა პროგრესირებადი სმენის ორმხრივი დაქვეითება. მისის განვითარება ხანგრძლივი და თანდათანობითი პროცესია. საყოფაცხოვრებო პირობებში მოქმედი ხმაურით მსგავსი პათოლოგიის განვითარება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. აღნიშნული პათოლოგიის განვითარების ძირითადი პირობებია: ა) ხმაურის ზემოქმედების ხანგრძლივობა (ექსპოზიცია); ბ) ხმაურის ინტენსიურობა-რაც მეტია ბგერის ძალა, მით უფრო სწრაფად ვითარდებს სმენის მოქანცვა და შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები გ) ხმაურის სპექტრული შემადგებლობა-რაც უფრო ჭარბობს მაღალი სიხშირის ბგერები, მით უფრო სწარაფად ვითარდება ცვლილებები დ) ორგანიზმის ინდივიდუალური მგრძნობელობა ხმაურისადმი და სხვა.
ხმაური არის საერთო-ბიოლოგიური გამაღიზიანებელი. ამდენად, იგი მოქმედებს ადამიანის მთელ ორგანიზმზე და, სპაციფიკური დაზიანების გარდა, შეიძლება გამოიწვიოს ზოგადი ხასიათის ცვლილებებიც. იგი პირველ რიგში მოქმედებს თავის ტვინის სტრუქტურაზე. ხმაურის მოქმედების შედეგად ცვლილებები ყველაზე ადრე ვლინდება ნერვულ სისტემაში: აღინიშნება თავის ტკივილი, პერიოდუ;ლი ხასიათის თავბრუ, მეხსიერების დაქვეითება, მომატებული მოქანცვა, ემოციური არამგრადობა, ძილის რეჟიმის დარღვევა, ტკივილი გულ-მკერდის არეში და სხვა. ვითარდება რეფლექსური და ვეგეტატიური სფეროების ფუნქციური ძვრები.
ხმაურის მოქმედების შედეგად ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემაში ძირითადად კარდიალური და ჰიპერტენზიული ტიპის ნეიროცირკულარული დისტონიის სინდრომის სახით ვლინდება.
ხმაურის მომატება იწვევს აგრეთვე ორგანიზმის იმუნოლოგიური აქტივობის, საერთო რეზისტენტობის დაქვეითებას, რაც ავადობის დონის ზრდით ვლინდება. საყოფაცხოვრებო და ქალაქის ხმაურის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გავლენის შესწავლა და შეფასება საკმაოდ რთულია.
ხმაურისადმი ორგანიზმის რექციის გამოვლენაზე მრავალ ფაქტორი ახდენს გავლენას. დადგენილია, რომ მოსახლეობის 30% ხასიათდება ხმაურისადმი მომატებული მგრძნობელობით, 60% მორმალური მგრძნობელობით, ხოლო 10% დაბალი მგრძნობელობით.
დასახლებული პუნქტის სელიტებურ ზონასა და საცხოვრებელ სათავსებში ხმაურის დასაშვებ დონედ ითვლება ხმაურის ისეთი სიდიდე, რომელიც არ იწვევს ადამიანზე პირდაპირ ან ირიბ უარყოფით მოქმედებას, არ აქვეითებს მის მუშაობის უნარს, არ მოქმედებს უარყოფითად მის თვითგრძნობასა და განწყობაზე, არ იწვევს ხმაურის მიმართ მგრძნობიარე სისტემის ფუქნქციური სისტემის არსებით ცვლილებას.
რა არის ხმაური
ფიზიკური ბუნებით ხმაური არის დრეკადი გარემოს ( აირის, სითხის, მყარი სხეულის) ნაწილაკების მექანიკური რხევები ადამიანის სმენის ანალიზატორის აღქმის ფარგლებში (16ჰც-20 კჰც), რომელიც აღმოცენდება გარკვეული ძალის ზემოქმედებით. ამასთან ბგერას უწოდებენ რეგულარულ პერიოდულ (სინუსოიდურ) რხევებს, ხოლო ხმაურს მათ უწესრიგო ერთიანობას, არაპერიოდულ, შემთხვევით რხევით პროცესებს. ამრიგად, ჰიგიენური თვალსაზრისით, ხმაური არის სხვადასხვა სიხშირის და დონის ბგერების ერთიანობა, რომელიც ხელს უშლის სასარგებლო ბგერითი სიგნალის (მუსიკის, საუბრის და ა.შ) აღქმას და იწვევს ადამიანის ორგანიზმზე არასასურველ, გამაღიზიანებელ მოქმედებას. ხმაურს ყოფენ სპექტრის ხასიათის და დროის მახასიათებლების მიხედვით.
ხმაურის სპექტრი არის ხმაურის შემადგენელი ბგერების დონეების განაწილება ოქტავური სიხშირეების მიხედვით. ოქტავა არის სიხშირეების დიაპაზონი, რომელის ზედა ზღვარი ორჯერ მეტია მის ქვედა საზღვარზე. ხმაურის სპექტრული დახასიათებისათვის გამოიყენება 9 ოქტავური ზოლი და მათი საშუალო გეომეტრიული სიხშირეები (ჰც):
სპექტრის ხასიათის მიხედვით გამოყოფენ:
დროითი მახასიათებლების მიხედვით გამოყოფენ;
არამუდმივი ხმაური იყოფა:
მუდმივი ხმაურის ნორმირებად პარამეტრებს წარმოადგენს ბგერითი წნევის დონეები (L, დბ), ოქტავურ ზოლებში საშუალო გეომეტრიული სიხშირეებით: 31,5; 63; 125; 250; 500; 1000; 2000; 4000; 8000ჰც. საორიენტაციო შეფასებისათვის დასაებია ბგერის დონეების L A და დბA გამოყენება. არამუდმივი ხმაურის შეფასება დასაშვებ დონეებთან შესაბამისობის თვალსაზრისით უნდა ჩატარდეს ერთდროულად ბგერის ექვივალენტური და მაქსიმალური დონეების მიხედვით.
ჰაერში გავრცელებული ბგერით ტალღებს ეწოდება ჰაეროვანი ბგერა, ხოლო მყარ სხეულებში გავრცელებულ ბგერებს -ბგერითი ვიბრაცია.
რა არის ხმაურის წყაროები
ხმაურის წყაროები, წარმოქმნის ადგილის მიხედვით, სხვადასხვა ჯგუფად იყოფა. საცხოვრებელის შიდა წყაროებს მიეკუთვნება საინჟინრო, ტექნოლოგიური და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა, აგრეთვე ადამიანის საქმიანობა; მიკრორაიონის (კვარტლის) წყაროების მიკრორაიონის ფარგლებში ადამიანის ცხოვრებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული წყაროების (სათამაშო და სპორტული მოედნები, ტერიტორიის დასუფთავება და სხვა); მიკრორაინონის გარეთა წყაროებია სამწერველო და ენერგეტიკუ;ლი საწარმოები, სხვადასხვა სახის ტრანსპორტი.
ხმაურის არასასურველი გავლენის შემცირება
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ხმაურის არასასურველი გავლენის შემცირების ღონისძიებები დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე (ხმაურის ზღვრულად დასაშვები დონეების გადაჭარბების ხარისხზე, სპექტრისა და წყაროს ხასიათზე და სხვა).
დასახლებულ პუნქტებში ხმაურის საწინააღმდეგო ღონისძიებების ძირითადი მიმართულებებია:
ხმაურის საწინააღმდეგო ღონისძიებათა სისტემაში მნიშვნელოვანია გარემოს (ქუჩის) ხმაურის მონიტორინგის განხორციელება.
საწარმოებში განვითარებული ხმაური
სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე ეტაპისათვის დამახასიათებელია საწარმოო სიმძლავრეების ზრდა, ახალი დანადგარების დანერგვა, ტექნოლოგიური პროცესების ინტენსიფიკაცია. ყველა ამ ფაქტორით განპირობებულია საწარმოში აკუსტიკური რხევების ინტენსივობის ზრდა, წარმოიქმნება ხმაური, არასასურველი სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსიურობის ბგერების უწესრიგო ერთობლიობა, რომელიც არასასურველ მოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიმზე. საწარმოში განვითარებული ხმაური უწესრიგოდ იცვლება დროში, აღმოცენდება წარმოების პროცესში და იწვევს მუშებში უსიამოვნო სუბიექტურ შეგრძნებებს.
საწარმოებში ხმაურის შემცირების ყველა ღონისძიებათა საფუძველია მისი პარამეტრების ჰიგიენური ნორმირება. ამ დროს მხედველობაში მიიღება, როგორც შრომითი პროცესის ხასიათი-შრომის სიმძიმე და დაძაბულობა, ისე ხმაურის სპექტრული შემადგენლობა ხმაურის დასაშვები სიდიდეები დადგენილია 8 საათიანი სამუშაო დღისათვის.
საწარმოებში ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები იყოფა ტექნიკურ, არქიტექტურულ-დაგეგმარებით, ორგანიზაციულ და სამედიცინო პროფილაქტიკურ ღონისძიებებად.
ტექნიკურ ღონისძიებები გამოიყენება 3 ძირითადი მიმართულებით-ხმაურის წარმოქმნის მიზეზის თავიდან აცილება ან მისი ინტენსიურობის შემცირება უშუალოდ წარმოქმნის ადგილზე; ხმაურის გადაცემის შესუსტება (ეკრანირება); მომუშავეთა უშუალო დაცვა ხმაურის მოქმედებისაგან.
ხმაურის შემცირების ყველაზე ეფქტური ტექნიკური საშუალებაა საწარმოებში ხმაურიანი ტექნოლოგიური ოპერაციების შეცვლა ნაკლებად ხმაურიანით. მაგ. ლითონის დეტალების შესაერთებელად მოქლონვის ნაცვლად შედუღების ან ჰიდრავლიკური შეერთების მეთოდის გამოყენება.
ხმაურის დონის შემცირება შესაძლებელია მანქანა-დანადგართა კონსტრუქციის სრულყოფით, მისი მუშაობის რეჟიმის რაციონალიზაციით, დანადგარებზე დამატებით ბგერის მშთანთქმელების მოწყობით და სხვა.
საწარმოებში აღჭურვილობის ხმაურის შემცირების მნიშვნელოვან ეეეფქტს იძლევა აკუსტიკური ეკრანების გამოყენება, რომელიც ხმაურიან აგრეგატს განაცალკავებს სამუშაო ადგილისაგან. საწარმოო ნაგებობების კედლების დაფარვა ხმის ჩამხშობი მასალით ხმაურის დონეს 10-12დბ-ით ამცირებს, განსაკუთრებით მაღალი სიხშირის დიაპაზონში, რომელიც უფრო მეტი ბიოლოგიური აქტიურობით ხასითადება.
დაგეგმარებითი ღონისძიებები მიმართულია ხმაურის ლოკალიზაციისა და გავრცელების შემცირებისაკენ.
ხმაურიანი პრიოფესიების მუშებში გამოყენებული უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები-ანტიფონები.
პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო პროფილაქტიკის საშუალებებს, კერძოდ დისპანსერული მეთვალყურების დაწესებასა და პერიოდული სამედიცინო შემოწმებების ჩატარება.
ამ მიმართულებით პირველ საფეხურს წარმოადგენს ხარისხის კონტროლის ძლიერი სისტემის ჩამოყალიბება და ლაბორატორიის აკრედიტაციის მოსაპოვებლად წინსვლა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებულია 3 ლაბორატორია:
– პოლიოს ლაბორატორია
– გრიპის ლაბორატორია
– წითელა/წითურას ლაბორატორია
4, ლაბორატორიები, რომლებიც დაკავშირებულია ჯანმო-ს ლაბორატორიულ ქსელთან
– როტა ვირუსების სადიაგნოსტიკო ლაბორატორია
– ინვაზიური მენინგიტების სადიაგნოსტიკო ლაბორატორია
– მალარიის სადიაგნოსტიკო ლაბოატორია
– სალმონელოზის სადიაგნოსტიკო ლაბორატორია
ჩვენ სამომავლოდ ვგეგმავთ ლაბორატორიების საერთაშორისო გარე ხარისხის კონტროლის სისტემაში ჩართვას. ასევე ვაპირებთ იმ ლაბორატორიების ჩამონათვალის გაზრდას, რომელთა გარე ხარისხის კონტროლის პროვაიდერი ლუგარის ცენტრი იქნება.
ხანდაზმულთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის, მნიშვნელოვან პროფილაქტიკას წარმოადგენს იმ დაავადებების შემცირება, რომლებიც ნაადრევ სიკვდილსა და ინვალიდობას იწვევს. ხანდაზმულთა ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად, სერიოზული ძალისხმევა და ყურადღებაა საჭირო არამარტო ოჯახის, არამედ სახელმწიფოს მხრიდანც. მნიშვნელოვანია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ხანდაზმულთა ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლის გარანტია იქნება.
ჩვენი საზოგადოების 65 და მეტი ასკის მოსახლეობას, შევეცადოთ ხშირად შევახსენოთ ჯანსაღი წესით ცხოვრების მნიშვნელოვანი როლი და უპირატესობა ინვალიდობისა და ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გარეშე სიცოცხლის გახანგრძლივების პროცესში. რამდენიმე აუცილებელი რჩევა:
ყოველდღე მიირთვით ხილი და ბოსტნეული. სწორი კვება ამცირებს კიბოს, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. ხილი და ბოსტნეულის ყოველდღიური მოხმარება უზრუნველყოფს ორგანიზმის აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებითა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებებით მომარაგებას.
დარჩით ფიზიკურად აქტიურნი, რაც ხელს შეგიწყობთ სიცოცხლის ბოლომდე ძლიერი კუნთებისა და მტკიცე ძვლების შენარჩუნებაში. მაქსიმალურად შეამცირებთ: გულსისხლძარღვთა და ძვალ-სახსროვანი დაავადებების, ზოგიერთი კიბოს, დიაბეტის, დეპრესიის განვითარების რისკს. 65 და მეტი ასაკის ადამიანთათვის რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობის შემდეგი პრაქტიკა: ვარჯიშები, ან მოძრაობები: სახლში საქმიანობის დროს, თამაშების, გართობის სახით, ყოველდღიური სპორტულ-გამამხნევებელი ან დაგეგმილი ვარჯიშები საშუალოინტენსივობით არანაკლებ 150 წუთისა კვირაში, ან მაღალინტენსივობით არანაკლებ 75 წუთისა კვირაში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ დრო გადანაწილებული უნდა იყოს კვირის დღეებზე და ერთჯერადად შეადგინოს 10 წუთიანი დატვირთვა. ხანდაზმულთათვის სასურველია ყურადება მიექციეს ისეთ ვარჯიშებსა და აქტივობებს, რომელთა დახმარებითაც შეინარჩუნებენ მოქნილობასა და წონასწორობის დაცვის უნარს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებულ რეკომენდაციას სთავაზობს იმ ხანდაზმულებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ რეკომენდირებული ფიზიკური აქტივობის ნორმების გათვალისწინება, მათ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად უნდა შეასრულონ მინიმალური დატვირთვით ვარჯიშები და რაც შეიძლება ხშირად ისეირნონ ფეხით.
გახსოვდეთ! ყოველდღიური მსუბუქი, 10 წუთიანი ვარჯიში შეგინარჩუნებთ მოქნილობას, თავიდან აგაცილებთ ან უბრალოდ შეგიმსუბუქებთ: კისრის, მხრების, მუხლების, ზურგის, ფეხისა და ხელის თითების, ფეხის ტერფების ტკივილს, დაჭიმულობასა და დისკომფორტს.
თამბაქოს მოხმარება კვლავ რჩება ქრონიკული არაგადამდები დაავადებების, ინვალიდობისა და სიკვდილობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკ ფაქტორად. არათუ არასოდეს არ უნდა გახდეთ თამბაქოს მომხმარებელი, დაუშვებელია მისი მოხმარება ხანდაზმულ ასაკში.
უარი თქვით თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე და გაიხანგრძლივეთ ჯანმრთელობის წლები ღრმა სიბერემდე!
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით ქალბატონებმა 50-74 წლის ასაკში მამოგრაფია ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ. კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავის) კიბოს სკრინინგის მიზნით სასურველია: ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, ღრმა რექტორომანოსკოპია 5 წელიწადში და კოლონოსკოპია 10 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს. თვალყური მიადევნეთ სახელმწიფო სკრინინგის პროგრამებს და ჩაიტარეთ გმოკვლევები!
გრიპი და პნევმონია ხანდაზმულთა სიკვდილიანობის ერთერთი წამყვანი მიზეზია, მიუხედავად ეფექტური ვაქცინების არსებობისა. 65 და მეტი ასაკის ადამიანებმა ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
სისხლის მაღალი არტერიული წნევა წარმოადგენს ძირითად რისკ ფაქტორს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და ერთერთ ძირითად მიზეზს ხანდაზმულთა სიკვდილობის. აკონტროლეთ თქვენი სისხლის წნევის ციფრები, უარი თქვით ჭარბი მარილის მოხმარებაზე! დროულად მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ მაღალი არტერიული წნევის მიზეზით გამოწვეული სხვადასხვა გართულებები.
ჩვენ ყველას გვინდა დავიცვათ ჩვენი ოჯახის უფროსების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, დავეხმაროთ მათ საიმედოდ და დამოუკიდებლად გაატარონ სიცოცხლის დარჩენილი წლები.

