ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

„მეტაბოლიზმის აჩქარებისთვის (განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში) საუკეთესო და მარტივი საშუალებაა დალიოთ წყალი“

„მეტაბოლიზმი- წყალი“
#post_seo_title

„მეტაბოლიზმის აჩქარებისთვის (განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში) საუკეთესო და მარტივი საშუალებაა დალიოთ წყალი. წყალი 25-30%-ით აჩქარებს მეტაბოლიზმს მიღებიდან 10 წუთში მინიმუმ 1 საათის განმავლობაში. თუ თქვენ ყოველ 1-1,5 საათში 200მლ წყალს მიიღებთ, მეტაბოლიზმის პიკს შეინარჩუნებთ მთელი დღის განმავლობაში.

წყლის დალევა უზრუნველყოფს სიმპათიკურ სტიმულს, რომელიც ზრდის მეტაბოლურ სიჩქარეს, ანუ თერმოგენეზს, რაც თავის მხრივ ზრდის ენერგიის ყოველდღიურ ხარჯვას.
წყალი აუცილებელია დაგროვილი ცხიმების ენერგიად გადაქცევისთვის, იმდენად, რამდენადაც ორგანიზმის მეტაბოლიზმი შეიძლება შენელდეს დეჰიდრატაციის შედარებით მსუბუქი დონითაც კი. შენელდება თუ არა მეტაბოლიზმი, უფრო ნელა დაიკლებთ წონაში ან სრულებითაც ვერ დაიკლებთ, უარეს შემთხვევასი კი უფრო მოიმატებთ კიდეც.
სიმსუქნე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ადამიანების ჯანმრთელობისთვის. წონის მოკრძალებულმა დაკლებამაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მასთან დაკავშირებული ავადობა და სიკვდილიანობა.
წყალი მნიშვნელოვნად მოქმედებს ენერგიის დონეზე და ტვინის მუშაობაზე;
ეხმარება თავის ტკივილის აცილებას და მკურნალობას;
ეხმარება კონსტიოაციას (შეკრულობას); ხელს უშლის თირკმლის ქვების წარმოქმნას;
ატენიანებს სახსრებს;
წარმოქმნის ნერწყვს და ლორწოს;
აწვდის ჟანგბადს მთელ სხეულში. სისხლი 90 პროცენტზე მეტი წყალია და სისხლი ჟანგბადს ატარებს სხეულის სხვადასხვა ნაწილში;
ამაგრებს თავის ტვინს, ზურგის ტვინს და სხვა მგრძნობიარე ქსოვილებს; არეგულირებს სხეულის ტემპერატურას; საჭმლის მომნელებელი სისტემა მასზეა დამოკიდებული;
გამორეცხავს სხეულის ნარჩენებს. წყალი საჭიროა ოფლიანობის და შარდისა და განავლის მოცილების პროცესებში;
ხელს უწყობს არტერიული წნევის შენარჩუნებას;
წყალიმინერალებს და საკვებ ნივთიერებებს ხელმისაწვდომს ხდის რადგან ისინი იხსნება წყალში , რაც შესაძლებელს ხდის მათ სხეულის სხვადასხვა ნაწილს მიაღწიონ;
გამოდევნის ბაქტერიებს შარდის ბუშტიდან და ამცირებს ცისტიტის შემთხვევებს და ა.შ.“ -წერს თორნიკე ნონიაშვილი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

“წითელა დაბრუნდა” – გვაფრთხილებენ

წითელას ეპიდემია
#post_seo_title

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს..

წითელა დაბრუნდა”, გვაფრთხილებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები. ეს შეეხება როგორც ევროპის კონტინენტს, ასევე აშშ-ს.

ევროპაში წითელას რაოდენობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. დაფიქსირდა სიკვდილის 38 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) თანახმად, შემთხვევების მნიშვნელოვანი წილი მოდის 15-19 წლის და 30 წელზე მეტი ასაკის ადამიანებზე.

წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში  დაფიქსირდა რუმინეთში (30 ათასი).

ამ გაზაფხულზე ვარაუდობენ წითელას შემთხვევების მატებას.

შემთხვევების უმეტესი ნაწილი აუცრელ ადამიანებზე მოდის.

ამიტომ ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები იყვნენ აცრილნი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით”,-წერს მაია ბუწაშვილი.

„სოფლის ნობათის პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი“-ხათუნა ცქიტიშვილი

სოფლის ნობათი - ცქიტიშვილი
#post_seo_title

2012 წლიდან ერთ-ერთი პირველები ვიყავით, სადაც HACCP – ის სისტემა დაინერგა , FSSC 22000 – ის არაანონსირებული აუდიტები, რომლებიც გვამოწმებენ წელიწადში ორჯერ. შემოწმებები არის ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, წელიწადში 10-12-ჯერ, – განაცხადა „სოფლის ნობათი“, რძის სტრატეგიის განვითარების მენეჯერმა ხათუნა ცქიტიშვილმა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ჩვენ ვართ ის კომპანია, სადაც მიგვიღია დელეგაციები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდის რძის მიმართულებით და საჩვენებელი, სადაც შეიძლება აჩვენო სტანდარტი, რძის მიღება, რაზე მოწმდება, როგორც ხდება მისი გადამუშავება. ასე, რომ ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ მომხმარებელი დღეს, სოფლის ნობათის პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი.

ჩვენ ვართ ის კომპანია, რომლისთვისაც მომხმარებლის ნდობა არის უმნიშვნელოვანესი ეს არის ხარისხი და უვნებელი პროდუქცია. 2012 წლიდან ის ნდობა და ის სიყვარული, რომლებსაც ჩვენი შვილები, ჩვენი მეგობრების შვილები, ჩვენი შვილების მეგობრები ასე უყვართ და მოიხმარენ ეს სწორედ დამოკიდებულია იმ სტანდარტებზე, იმ დამოკიდებულებაზე, იმ პროფესიონალიზმზე, რაც ჩვენ კომპანიაშია“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რძეში აფლატოქსინის შემცველობის უმკაცრესი სტანდარტი დადგენილი, რაც გულისხმობს 0,05 მიკრო გრამს ლიტრში. შედარებისთვის, შეერთებულ შტატებში აფლატოქსინის შემცველობის ნორმა 0,5 მიკრო გრამია ლიტრში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთ ნიმუშში აღმოჩენილი იყო აფლატოქსინის შემცველობის გადაცდომა 0,21-დან 0,32-მდე ოდენობით. პროდუქცია ქსელიდან სრულად იქნა ამოღებული. კომპანია ყოველ წელს მოწმდება, კომპანიაში 2024 წელს განხორციელდა 15 სახელმწიფო კონტროლი დარღვევა არ გამოვლინდა.

შფოთვის ფარული მიზეზი – თქვენი ორგანიზმი სიგნალს გაძლევთ!

შფოთვის ფარული მიზეზი – თქვენი ორგანიზმი სიგნალს გაძლევთ!
#post_seo_title

შფოთვის ფარული მიზეზი – თქვენი ორგანიზმი სიგნალს გაძლევთ!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
შფოთვა, პანიკის შეტევები და ხშირი ნერვული დაძაბულობა – ეს სიმპტომები შესაძლოა მხოლოდ ფსიქოლოგიური არ იყოს. ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პრობლემების განვითარებაში.
რის დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს შფოთვა და პანიკა?
  • ვიტამინი B6 – საჭიროა სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონის) გამომუშავებისთვის. მისი ნაკლებობა უკავშირდება შფოთვასა და გაღიზიანებას.
რკინა (Fe) – რკინის დეფიციტი განსაკუთრებით ქალებში იწვევს ქრონიკულ დაღლილობას და ემოციურ გაუწონასწორებლობას.
  • მაგნიუმი (Mg) – მაგნიუმი ეხმარება ნერვული სისტემის დამშვიდებას. მისი ნაკლებობა ხშირად იწვევს ნერვულ დაძაბულობასა და უძილობას.
ვიტამინი D, B12, C, ასევე თუთია, სელენი, კალციუმი და კალიუმი – ყველა მათგანს აქვს გავლენა ტვინის ქიმიაზე და ემოციურ სტაბილურობაზე.
როგორ გავუმკლავდეთ?
1. სწორად იკვებეთ – შეიტანეთ რაციონში:
• ბანანი, პარკოსნები, ისპანახი (B6)
• წითელი ხორცი, ქათამი, ლობიო (რკინა)
• თხილი, თესლები, შავი შოკოლადი (მაგნიუმი)
2. იშვიათად მიირთვით გადამუშავებული პროდუქტები და შაქარი – ისინი გამღიზიანებლად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე.
3. დაიძინეთ ხარისხიანად და დროულად – ძილი აღადგენს ორგანიზმის ქიმიურ ბალანსს.
4. გამოიყენეთ რელაქსაციის ტექნიკები – სუნთქვის ვარჯიშები, მედიტაცია, იოგა.
5. მიიღეთ პროფილაქტიკური ანალიზები – საჭიროა დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა კონკრეტული ნივთიერებების დეფიციტი.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს:
„არ შეიძლება მხოლოდ ფსიქოლოგიით ავხსნათ შფოთვა და პანიკა. ხშირად ორგანიზმი უბრალოდ გვეუბნება – რაღაც მაკლია! ხშირად B6, რკინა ან მაგნიუმი არის სწორედ ის, რაც ადამიანს სიმშვიდეს და სტაბილურობას უბრუნებს.“
წყაროები:
Okayama University Study – https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/23603926/
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

რა უნდა იცოდეთ – სკოლაში შესვლის წინ ბავშვი აუცილებლად უნდა აჩვენოთ ამ ექიმებს და ეს ანალიზებიც საჭიროა

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა - სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა
#post_seo_title

სკოლის დაწყებამდე ბავშვის ჯანმრთელობის შემოწმება მნიშვნელოვანი პროცესია – რა უნდა იცოდეთ

სკოლის დაწყებამდე ბავშვის ჯანმრთელობის სრული შემოწმება აუცილებელია, რათა სასწავლო პროცესი არ შეაფერხოს დაუდგენელმა პრობლემებმა. ეს არა მხოლოდ სავალდებულოა ზოგ შემთხვევაში, არამედ ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას.

მოდით გავარკვიოთ, რომელი სპეციალისტები უნდა მოინახულოს თქვენს პატარამ და რა გამოკვლევებია საჭირო.


აუცილებელი ექიმები სკოლის დაწყებამდე

👁 ოფთალმოლოგი

მხედველობის შემოწმება მნიშვნელოვანია ბავშვის სწავლისთვის. თუ პატარა ჯერ არ კითხულობს, გამოიყენება ვიზუალური ტესტები, ხოლო თუ ბავშვი კითხულობს — ასოების ცხრილი. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტი გასცემს რეკომენდაციას, რომ ბავშვი სკოლის მერხთან ისე მოთავსდეს, ახლოს იყოს დაფასთან.

👂 ოტოლარინგოლოგი

ყურების, ცხვირისა და ყელის მდგომარეობის შეფასება ეხმარება ინფექციების დროულად გამოვლენასა და პრევენციაში. ექიმი მოგცემთ რჩევებს, როგორ დაიცვათ შვილი სეზონური დაავადებებისგან.

😁 სტომატოლოგი

კბილების რეგულარული შემოწმება ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. აუცილებელია თანკბილვისა და მუდმივი კბილების ამოსვლის პროცესის მონიტორინგი.

🧠 ნევროლოგი

თუ ბავშვს აწუხებს უძილობა, შფოთვა, ყურადღების დეფიციტი ან ტიკები, აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია. სპეციალისტი ასევე დაგეხმარებათ სკოლისადმი ადაპტაციაში.

🦴 ორთოპედი

სხეულის სიმეტრიის, ტერფების და სხეულის პოზის შემოწმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი განვითარებისათვის. ექიმი დაგეხმარებათ სკოლის ჩანთის, სკამისა და მაგიდის სწორად შერჩევაში და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ მკურნალობას.

🗣 ლოგოპედი და/ან ფსიქოლოგი

მეტყველების პრობლემების გამოსავლენად აუცილებელია ლოგოპედის შეფასება. ფსიქოლოგი კი შეაფასებს ბავშვის მზადყოფნას სასკოლო დატვირთვებისთვის.


დამატებითი სპეციალისტები საჭიროების მიხედვით

🔬 კონკრეტული სამედიცინო ნიშნების არსებობისას, შესაძლოა საჭირო გახდეს კარდიოლოგის, ნეფროლოგის ან სხვა სპეციალისტების ჩართვაც.

👉 საუკეთესო პრაქტიკაა შემოწმება ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაგეგმოთ, რათა თავიდან აიცილოთ ზაფხულის ბოლოს არსებული გადატვირთვა კლინიკებში.


აუცილებელი ანალიზები სკოლის დაწყებამდე

გარდა ექიმებთან ვიზიტისა, საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევაც:

📋 ლაბორატორიული ანალიზები:

  • შარდის საერთო ანალიზი

  • სისხლის საერთო ანალიზი

  • განავლის გამოკვლევა ჰელმინთებზე

  • ნაცხი ენტერობიოზზე

📡 ულტრაბგერითი გამოკვლევები:

  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა

  • გულის ეხოკარდიოგრამა

  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი

  • რეპროდუქციული ორგანოების გამოკვლევა (სქესის მიხედვით)


ვაქცინაცია და პროფილაქტიკა

💉 სკოლის წინ დარწმუნდით, რომ ბავშვს ჩატარებული აქვს ყველა ვაქცინა, რაც ეროვნული კალენდრით არის განსაზღვრული. პედიატრი დაგეხმარებათ ვაქცინაციის სტატუსის შეფასებასა და საჭირო აცრების დანიშვნაში.


რჩევები მშობლებს

  • წინასწარ დაარეგისტრირეთ კლინიკაში ვიზიტები

  • ჰკითხეთ, შესაძლებელია თუ არა რამდენიმე ექიმის ერთ დღეში მონახულება

  • თუ გეჩვენებათ, რომ ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგიური ან ემოციური მხარდაჭერა, არ გადადოთ სპეციალისტთან მისვლა


📌 დასკვნა
ბავშვის სამედიცინო შემოწმება სკოლაში შესვლამდე არის ის ნაბიჯი, რომელიც მის კომფორტს, წარმატებასა და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მზადებას, მით მშვიდად შეხვდებით სასწავლო წლის დასაწყისს.

უწყვეტი ან ინტერვალური მუშაობა გამძლეობისთვის – ეფექტების შედარება

უწყვეტი ან ინტერვალური მუშაობა გამძლეობისთვის
#post_seo_title

უწყვეტი ან ინტერვალური მუშაობა გამძლეობისთვის – ეფექტების შედარება:

დღეს განვიხილავთ ხარისხიან კვლევას, რომელშიც 5 სხვადასხვა ტიპის ვარჯიშს ადარებენ გამძლეობის მაჩვენებლებზე ზემოქმედების თვალსაზრისით.

კვლევის იდეა:

შეისწავლოს ვარჯიშის ინტენსივობის გავლენა გამძლეობის მაჩვენებლებზე.

ექსპერემენტის მონაწილეები და დიზაინი:

84 ახალგაზრდა და ჯანმრთელი მოხალისე (42 ქალი და 42 მამაკაცი) მონაწილეობდა ამ კვლევაში.

11,5 კვირის განმავლობაში მონაწილეები გაყოფილი იყვნენ 6 ჯგუფად:

  • საკონტროლო ჯგუფი – არ ვარჯიშობდა;
  • დაბალი ინტენსივობის უწყვეტი მუშაობის ჯგუფი – 50 წუთი აერობული ზღვრის 90%-ზე (ჯგუფი “აერობულ ზღვრამდე”);
  • საშუალო ინტენსივობის უწყვეტი მუშაობის ჯგუფი – 41 წუთი აერობული ზღვრის 110%-ზე (ჯგუფი “აერობულ ზღვარზე მაღლა”);
  • მაღალი ინტენსივობის უწყვეტი მუშაობის ჯგუფი – 30 წუთი ანაერობული ზღვრის დონეზე (ჯგუფი “ანაერობულ ზღვარზე”);
  • მაღალი ინტენსივობის ინტერვალური მუშაობის ჯგუფი – 5-6 ინტერვალი 4 წუთის განმავლობაში ანაერობული ზღვრის 120% სიმძლავრით 3 წუთიანი აქტიური დასვენებით (HIIT, ჯგუფი “HIIT”);
  • სპრინტერული ინტერვალური მუშაობის ჯგუფი – 6 მაქსიმალური 30-წამიანი სპრინტი (SIT, ჯგუფი “SIT”) 4,5 წუთიანი აქტიური დასვენებით. იწყებდნენ 3 სპრინტით და ყოველ კვირა ამატებდნენ 1 სპრინტს, სანამ არ მიაღწევდნენ 6 სპრინტს.

სულ – უწყვეტი მუშაობის სამი ვარიანტი,

სხვადასხვა ინტენსივობით და პოპულარული ინტერვალური ვარჯიშების ორი ვარიანტი.

როგორ ვარჯიშობდნენ

  • ვარჯიშები ტარდებოდა ველოტრენაჟორზე;
  • სულ ჩატარდა 18 ვარჯიში;
  • სამკვირიანი ბლოკები გაყოფილი იყო დამატებითი ბლოკით შუალედური ტესტირებისთვის;
  • ყველა ჯგუფი, “SIT”-ის გარდა, შედარებადი იყო შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
  • ვარჯიშები ტარდებოდა ორშაბათიდან შაბათამდე, ვარჯიშებს შორის დაგეგმილი იყო მინიმუმ 24 საათის დასვენება, და ერთი კვირის ფარგლებში მინიმუმ ერთი უფრო ხანგრძლივი დასვენება – 48-საათიანი.

რა იზომებოდა

  • ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარება (VO2max) ველოტრენაჟორზე მუშაობისას;
  • მაქსიმალური აერობული სიმძლავრე (უარის თქმისას მზარდი დატვირთვის ტესტში);
  • ჟანგბადის მოხმარება და მუშაობის სიმძლავრე აერობულ და ანაერობულ ზღვრებზე.

შედეგები

  • საკონტროლო ჯგუფის გარდა, ყველა ჯგუფში დაფიქსირდა VO2max-ის ზრდა;
  • VO2max-ის ზრდის ხარისხის შედარებისას, ყველა ჯგუფმა, “აერობულ ზღვრამდე” ჯგუფის გარდა, აჩვენა მნიშვნელოვანი ზრდა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით;
  • “HIIT” ჯგუფმა აჩვენა VO2max-ის ყველაზე დიდი ზრდა, რომელსაც ზრდის ხარისხის მიხედვით მოსდევდა ჯგუფები “ანაერობულ ზღვარზე”, “SIT” და “აერობულ ზღვარზე მაღლა” შესაბამისად;
  • საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, მაქსიმალური სიმძლავრის ზრდა მნიშვნელოვანი იყო ყველა ჯგუფისთვის;
  • “HIIT” ჯგუფმა კვლავ აჩვენა მაქსიმალური სიმძლავრის ყველაზე დიდი ზრდა;
  • დაბალი ინტენსივობის უწყვეტი ვარჯიში (ჯგუფი “აერობულ ზღვრამდე”) არ გამოიწვია აერობული და ანაერობული ზღვრების, ასევე VO2max-ის მნიშვნელობების ზრდა იმაზე მეტად, ვიდრე ეს პარამეტრები შეიცვალა საკონტროლო ჯგუფში. კონტროლთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მხოლოდ მაქსიმალური აერობული სიმძლავრის მაჩვენებელი;
  • “SIT” ჯგუფის გარდა, VO2max-ის ცვლილებები პირდაპირპროპორციულად იყო დამოკიდებული ინტენსივობაზე, ყველაზე დიდი ცვლილებით “HIIT” ჯგუფში;
  • ინტენსივობაზე დამოკიდებულება ნაკლებად გამოხატული იყო აერობული და ანაერობული ზღვრების დონეზე ცვლილებების შეფასებისას;
  • აერობულ ზღვარზე მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ან აღმოფხვრა იმ საცდელი პირების რაოდენობა, რომლებმაც არ აჩვენეს VO2max-ის მნიშვნელოვანი ზრდა;
  • “SIT” ჯგუფში ყველაზე მაღალი ინტენსივობის მიუხედავად, არ დაფიქსირდა VO2max-ის ყველაზე დიდი ზრდა;
  • მხოლოდ “HIIT” ჯგუფის ვარჯიშებმა აჩვენა გაუმჯობესება ყველა გაზომილი პარამეტრის მიხედვით.

წყარო: Inglis EC, Iannetta D, Rasica L, Mackie MZ, Keir DA, Macinnis MJ, Murias JM. Heavy-, Severe-, and Extreme-, but Not Moderate-Intensity Exercise Increase V̇o 2max and Thresholds after 6 wk of Training. Med Sci Sports Exerc. 2024 Jul 1;56(7):1307-1316.

“ციმბირის წყლულმა” 50 ჰიპოპოტამი მოკლა

#post_seo_title

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ვირუნგას ეროვნულ პარკში, “ციმბირის წყლულის” ეპიდემიის შედეგად, სულ მცირე 50 ჰიპოპოტამი მოკვდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პარკის ხელმძღვანელის განცხადებით, მკვდარი ცხოველები მდინარეში აღმოაჩინეს, რომელიც აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტბაში ჩაედინება.  ცხოველების ვირუსით მოწამვლა ტესტებმა დაადასტურა. ვირუსის შედეგად კამეჩებიც დაიხოცნენ. ვირუსის გავრცელების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

პარკის მიერ გავრცელებულ სურათებში ჩანს, რომ ჰიპოპოტამები უმოძრაოდ არიან მდინარის ტალახიან ნაპირებზე დაჭერილ ფოთლებს შორის.

ჰიპოპოტამების სიკვდილი დიდ დანაკარგს წარმოადგენს პარკისთვის, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათი პოპულაციის გაზრდაზე დიდი რესურსი დახარჯა.

”ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ შევზღუდოთ (დაავადების) გავრცელება” – განუცხადა როიტერს ნიაკაკომის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერმა თომას კამბალემ.

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გული აუმუშავეს

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გული აუმუშავეს
#post_seo_title

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გული აუმუშავეს, – ინფორმაცია სოციალურ ქსელში, Facebook-გვერდზე “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ვრცელდება.

“თბილისის მე-12 რაიონული სამსახურის 1222 ბრიგადამ გამოძახება მიიღო.

ლოზუნგი – უგონო.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე დატვირთული ანამნეზის მქონე მოზარდი უგონო მდგომარეობაში დახვდა. აღმოჩნდა, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრი შეძლებისდაგვარად ცდილობდა პირველადი დახმარების აღმოჩენას, მაგრამ უშედეგოდ.

პაციენტს არ ჰქონდა სუნთქვა და გულისცემა.
ექიმმა შორენა ბერიამ მყისიერად დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება, ოროტრაქეალური ინტუბაცია, ამბუს პარკით ვენტილაცია და ჟანგბადის მიწოდება, ადრენალინის შესაბამისი დოზებით შეყვანა.

პაციენტის რთული ანამნეზიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო მისი ზურგზე სწორად დაწვენა და CPR აპარატის გამოყენება. შეუჩერებლად გრძელდებოდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურ რეჟიმში, რეანიმაციული ღონისძიებების ხანგრძლივად სრულყოფილად ჩასატარებლად, გამოძახებული იქნა მეორე ბრიგადა.

ადგილზე მყოფი ორი ბრიგადის პერსონალი მონაცვლეობით ახორციელებდა საჭირო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. რეანიმაციული ღონისძიებების მე-40 წუთს აღდგა სინუსური რიტმი. ისინჯებოდა პულსაცია.

1222 და 1722 ბრიგადების დამსახურებით პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც მკურნალობას განაგრძობს.

#გვეამაყება

ექიმი შორენა ბერია

უმცროსი ექიმი თამრო ლაშხია

მძღოლი ილია ბაჩიაშვილი
#გვეამაყება

ექიმი ვიქტორ ჭანკოტაძე

უმცროსი ექიმი მამუკა ბაჟუნაიშვილი

მძღოლი ანდრო ჯაგოდნიშვილი”, – ვკითხულობთ Fcaebook-პოსტში.

რამდენად მნიშვნელოვანია პერფუზიის სამსახურის როლი კარდიოქირურგიული ოპერაციების დროს და რას ნიშნავს ეკმო?

პერფუზიის სამსახურის როლი
#post_seo_title

იცით, რომ მხოლოდ ერთი ცვლილებით მიკროპლასტმასის მიღება შეგიძლიათ 95%-ით შეამციროთ?

100 წლამდე სიცოცხლე – აი, როგორ დიეტას გვთავაზობს მეცნიერება!
#post_seo_title

იცით, რომ მხოლოდ ერთი ცვლილებით მიკროპლასტმასის მიღება შეგიძლიათ 95%-ით შეამციროთ?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ბოთლირებული წყალი = 90,000 მიკროპლასტმასის ნაწილაკი წელიწადში!
  • ახალი კვლევის თანახმად, ბოთლირებული წყლის მომხმარებელი ადამიანი ყოველწლიურად იღებს 90,000-მდე მიკროპლასტმასის ნაწილაკს, მაშინ როცა გაფილტრული ონკანის წყალი ამ რიცხვს 4,000-მდე ამცირებს.
  • ეს არის 95%-იანი შემცირება — მხოლოდ წყლის წყაროს შეცვლით!
რატომ არის ეს პრობლემა?
მიკროპლასტმასი არის პლასტმასის პატარა ნაწილაკები (5 მმ-ზე ნაკლები), რომლებიც გვხვდება:
  • წყალში (განსაკუთრებით ბოთლირებულში)
  • კოსმეტიკაში და საწმენდ საშუალებებში
  • კვებაში — ზღვის პროდუქტებში, ალკოჰოლში, ხორცპროდუქტებში
  • პლასტმასის ჭურჭელში გათბობისას
ისკები ჯანმრთელობისთვის:
  • მიკროპლასტმასის ზემოქმედება უკვე დადასტურებულია შემდეგ სისტემებზე:
რეპროდუქციული სისტემა – უშვილობის რისკი
  • საკვებ-ნაწლავური ტრაქტი – ანთება, კიბოს რისკი (განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავი)
  • სუნთქვის სისტემა – ფილტვების ანთება და პათოლოგიები
  • ტვინი და პლაცენტა – ნაწილაკები იქაც აღმოჩენილია!
საკვებთან კავშირი:
  • ჩიქენ ნაგეტსებში მიკროპლასტმასის შემცველობა 30-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ მოხარშულ ქათამში!
  • მიკროტალღურ ღუმელში პლასტმასის ჭურჭელში გათბობა გამოყოფს 4 მილიონზე მეტ ნაწილაკს ერთ კვ.სმ-ზე რამდენიმე წუთში.
  • დაკონსერვებული საკვები და გადამუშავებული პროდუქტები ასევე მაღალ რისკს წარმოადგენს.
სტატისტიკა:
ყოველწლიურად პლასტმასის წარმოება: 460 მილიონი ტონა
მოსალოდნელია გაორმაგება 2050 წლამდე
ამერიკელებმა შეიძლება წელიწადში 52,000 მიკროპლასტმასის ნაწილაკი მიიღონ
რა ვქნათ?
1. ჩაანაცვლეთ ბოთლიანი წყალი გაფილტრული ონკანის წყლით
2. არ გააცხელოთ პლასტმასის ჭურჭელში! გამოიყენეთ მინა ან უჟანგავი ფოლადი
3. შეამცირეთ გადამუშავებული და შეფუთული საკვები
4. დაიცავით ბავშვები – მათი ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა მიკროპლასტმასის ზემოქმედებაზე
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„ეს არ არის შორსმიმავალი ჰიპოთეზა – ეს უკვე რეალობაა. მიკროპლასტმასი გროვდება ჩვენს სხეულში, არ იშლება და აზიანებს უჯრედებს.
თუ მხოლოდ ერთი ნაბიჯით შეგვიძლია 95%-ით შევამციროთ ზიანი — ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ დღესვე.“
წყარო:
Title: “Switching from Bottled to Filtered Tap Water Cuts Microplastic Intake by 95%”
Published in: Genomic Press / Brain Medicine Journal, 2024
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი; გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25+ წლიანი გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.
შეიძლება იყოს სასმელი and წყლის სივრცე გამოსახულება
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights