შვეიცარიული გარღვევა მედიცინაში: როგორ შეძლეს მეცნიერებმა წამლის მიზანმიმართული მიტანა ტვინამდე სისხლძარღვების საშუალებით


გულის მსოფლიო დღე ყოველი წლის 29 სექტემბერს აღინიშნება. ეს დღე გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გსდ) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომლებშიც მონაწილეობა ყველას შეუძლია.
ამ დღის პოპულარიზაცია უზრუნველყოფს გულისთვის ჯანმრთელი გარემოს შექმნას, ყველა ჩვენთაგანს აძლევს შანსს გააკეთოს არჩევანი ჯანმრთელი გულის სასარგებლოდ და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელი რისკის ფაქტორების შემცირებას.
გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ზეიმის აქციაში ჩართვა მარტივია!!!
გააზიარე ჯანმრთელი გულის „სელფები“ – გადაიღე ჯანმრთელი გულის ამსახველი ფოტო, როგორც კამპანიის სიმბოლო და გააგზავნე სოციალურ ქსელში.
დაიცავით თქვენი გული
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორების უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია. აუცილებელია გაითვალისწინო რამდენიმე რჩევა, თუ როგორ აკონტროლო / მართო ეს რისკები და დაიცვა საკუთარი გული:
გახდი აქტიური
დღეში 30 წუთიან ფიზიკურ აქტივობას შეუძლია გულის შეტევებისა და ინსულტის თავიდან აცილება. ეცადე ვარჯიში აქციო შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად: ისარგებლო კიბეებით ლიფტის მაგივრად, ჩამოხვიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე და გზა ფეხით განაგრძო.
ფიზიკური აქტივობის სარგებელი
გაამახვილე ყურადღება ფიზიკური აქტივობების ისეთ სახეობაზე, რომლიც
ქალები და ფიზიკური აქტივობა: გენდერული პრობლემა
მიუხედავად იმისა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყოველი მესამე ქალი იღუპება, ბევრმა არც კი იცის, რომ იმყოფება მაღალი რისკის ქვეშ და არაფერს არ აკეთებს საკუთარი გულის დასაცავად.
იყო მეტად აქტიური, ეს უკვე კარგი დასაწყისია!
ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან. ქალების დაბალ ფიზიკურ აქტივობას განაპირობებს რამოდენიმე ფაქტორი:
დატვირთული გრაფიკის… მიუხედავად ზოგიერთი ქალი ცდილობს გამონახოს დრო ვარჯიშისთვის. სცადე, დღის განმავლობაში საოჯახო საქმიანობას შეუთავსო ფიზიკური აქტივობაც: არ ისარგებლო სატრანსპორტო საშუალებებით ბავშვების სკოლიდან გამოყვანის დროს, გაატარე მეტი დრო ბუნებაში ოჯახთან ერთად.
ხელმისაწვდომობა ფიზიკურ აქტივობაზე-ფული… ქალებს, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ ექმნათ ბარიერი ამ თვალსაზრისით. არსებობს უამრავი საშუალება ოყო აქტიური, დაიწყე ფიზიკური აქტივობა, თუნდაც სეირნობით, ცეკვით.
მიდგომა … კულტურულმა ტრადიციებმა შესაძლოა შეზღუდოს ქალების მონაწილეობა სპორტის ამა თუ იმ სახეობაში. მაშინაც კი, როცა გარემო სპორტის კონკრეტულ სახეობაში ჩართვაში ხელს გიშლის, გადალახე ეს ბარიერი.
სისხლის მაღალი წნევის, გულის კორონარული დაავადების, ინსულტის და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკის შესამცირებლად ზრდასრული ქალისათვის საჭიროა კვირაში მინიმუმ 150 წუთი ზომიერი ინტენსივობის ან 75 წუთი ენერგიული ფიზიკური აქტივობა (ან ამ ორის კომბინაცია).
სცადე ივარჯიშო სულ რაღაც 30 წუთი დღეში, ან 15 წუთი – 2-ჯერ დღეში!
5-17 წლის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია ვარჯიში დღეში მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში.
ზომიერი ფიზიკური აქტივობა
ზომიერი ფიზიკური აქტივობა მოიცავს ჩქარი ნაბიჯით სიარულს, ცეკვას, საოჯახო და ბაღში საქმიანობას. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ზრდის გულისცემის სიხშირეს, მაგრამ არ უნდა იწვევდეს ჰაერის უკმარისობას და ლაპარაკის გაძნელებას.
ინტენსიური ფიზიკური აქტივობა
მოიცავს სირბილს, ველოსიპედით სეირნობას, ცურვას და სპორტის სხვადასხვა სახეობასა და თამაშებს. ინტენსიური ფიზიკური აქტივობა ზრდის გულისცემის და სუნთქვის სიხშირეს, იწვევს ქოშინს და ლაპარაკის გაძნელებას.
დაბალი ფიზიკური აქტივობა და კარდიოვასკულური დაავადებები
ფიზიკური უმოქმედობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წამყვანი რისკ-ფაქტორია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 3.2 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს. ევროპაში მცხოვრები ქალების 50%-ზე მეტი ფიზიკურად აქტიურია – ე.ი მათი ფიზიკური დატვირთვა შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ფიზიკური დატვირთვის ნორმირებულ დონეს, კერძოდ: 30 წუთიანი ზომიერი დატვირთვა არანაკლებ 5-ჯერ კვირაში ან 20 წუთიანი ენერგიული დატვირთვა არა ნაკლებ სამჯერ კვირაში.
იყო ფიზიკურად აქტიური ნიშნავს გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკის შემცირებას!!!.
ბავშვები დადაბალი ფიზიკური აქტივობა
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელ რისკის ფაქტორებს შორის დაბალი ფიზიკური აქტივობა ყველაზე მოდიფიცირებადი რისკის ფაქტორია. ადრეულ ასაკში ჯანსაღი ჩვევების რეგულაცია ჯანმრთელად ცხოვრების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ურბანიზაციას ფიზიკური აქტივობის შემცირება მოყვება, რის გამოც დაბალშემოსავლიან ურბანულ უბნებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის შემუშავდა ფიზიკური აქტივობის წამახალისებელი პროგრამები.
ფაქტი 1
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება შესაძლებელია სისხლის გადასხმით.
ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს სისხლის საკმარისი რაოდენობა, რომელიც შემოწმებული იქნება აივ, ჰეპატიტის ვირუსსა და სხვა ინფექციებზე, რომელიც შეიძლება პაციენტს არაუსაფრთხო ტრანსფუზიით გადაეცეს.
ფაქტი 2
სისხლის გადასხმა გამოიყენება მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის დროს. მაღალი შემოსავლების ქვეყანებში სისხლის გადასხმას ძირითადად მიმართავენ თანამედროვე მეთოდებით მიმდინარე მკურნალობისა და რთული ოპერაციების დროს, როგორიცაა მაგალითად: გულის ღია და ტრამვატოლიგიური ოპერაციები. დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ტრანსფუზია ხშირად გამოიყენება მშობიარობასთან, მალარიასა და ანემიასთან დაკავშირებული გართულებების დროს.
ფაქტი 3
სისხლის საჭირო მარაგის უზრუნველყოფა მხოლოდ ნებაყოფლობითი, უანგარო და რეგულარული დონაციით არის შესაძლებელი. დონორებს შორის ტრანსფუზიის გზით გადამცემი ინფექციების პრევალენტობა ყველაზე დაბალია. ეს მაჩვენებელი მაღალია იმ დონორებს შორის, რომლებიც სისხლს ნათესავებისათვის ან ფულადი და სხვა სახის ანაზღაურებისათვის აბარებენ.
ფაქტი 4
62 ქვეყანაში ნებაყოფლობითი და უანგარო დონორები 100%-ით უზრუნველყოფენ სისხლის სარეზერვო მარაგს, ხოლო 40 ქვეყანაში -25%-ით.
ფაქტი 5
მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 92 მილიონი დონაცია ხორციელდება. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში სისხლის დონაციის საშუალო მაჩვენებელი 13-ჯერ აღემატება დაბალი შემოსავლების ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს.
ფაქტი 6
სისხლის შეგროვების მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში ვარირებს შემოსავლების შესაბამისად. 159 ქვეყნის 8,000 სისხლის ცენტრი ახორციელებს სისხლის დონაციას. მაღალი შემოსავლების ქვეყანაში ყოველწლიურად – 30,000, ხოლო დაბალი შემოსავლების ქვეყანაში- 3,700 სისხლის ჩაბარების შემთხვევა ფიქსირდება.
ფაქტი 7
ადამიანები მაღალი შემოსავლების ქვეყნიდან უფრო ხშირად აბარებენ სისხლს ვიდრე ადამიანები დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებიდან. სისხლის უამგარო დონაციის საშუალო მაჩვენებული მაღალი შემოსავლების ქვეყნებში 1,000 ადამიანზე შეადგენს 36,4 დონაციას, საშუალო შემოსავლების ქვეყანაში -11,6 დონაციას, ხოლო დაბალი შემოსავლების ქვეყანაში- 2,8 დონაციას.
ფაქტი 8
დონორის სისხლი გადასხმამდე აუცილებლად უნდა შემოწმდეს შიდსზე, B და C ჰეპატიტსა და სიფილისზე. 39 ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ხდება ყველა დონორის სისხლის ტესტირება ერთ ან მეტ ინფექციაზე. ბევრ ქვეყანაში ჩატარებული ტესტირება სანდო არ არის პერსონალის ნაკლებობის, ტესტირებისათვის საჭირო კომპლექტების დაბალი ხარისხისა და საბაზისო ლაბორატორიული სამსახურების არარსებობის გამო.
ფაქტი 9
სისხლის ერთი ერთეული, სხვადასხვა კომპონენტებად დაყოფის შედეგად შეიძლება რამდენიმე პაციენტისათვის იქნას გამოყენებული. სისხლის დაახლოებით 91%-ს საშუალებით ხდება სისხლის კომპონენტებად დაყოფა.
1. რა არის სიმსუქნე?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით „სიმსუქნე ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს“. სიმსუქნეს ყველაზე ხშირად სხეულის მასის ინდექსით (სმი) ზომავენ; თუმცა, სხვა მეთოდების გამოყენება, როგორიცაა წელისა და სიმაღლის შეფარდება სმის-თან ერთად უფრო ზუსტია.
2. სიმსუქნე დაავადებაა
სიმსუქნის განვითარებაზე სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას, მათ შორის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური და გარემო ფაქტორები, ჯანდაცვაზე და დამუშავებულ საკვებზე წვდომა. სიმსუქნე მხოლოდ ნებისყოფის ნაკლებობის შედეგი არ არის.
3. სიმსუქნე სხვადასხვა დაავადების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია
მსუქან ადამიანებში მომატებულია ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკი, როგორიცაა, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბო. სიმსუქნე, ასევე, წარმოადგენს COVID-19-ის გართულებების რისკ-ფაქტორს.
4. „ჭამე ნაკლები და იმოძრავე მეტი“ არ წარმოადგენს სიმსუქნის პრობლემის მოგვარების საშუალებას
“ნაკლები საკვები, მეტი მოძრაობა” გულისხმობს, რომ წონის დაკლება მხოლოდ სწორი კვების რეჟიმით და ოპტიმალური ფიზიკური აქტივობითაა შესაძლებელი, რაც სიმსუქნის გამომწვევი სხვა ფაქტორების იგნორირებაა. სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია! თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც.
5. წონასთან დაკავშირებული სტიგმა საშიშია
ბევრ ქვეყანაში სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს რეგულარულად ადანაშაულებენ ამ მდგომარეობის გამო. სიმსუქნესთან/ჭარბ წონასთან დაკავშირებული სტიგმა ამყარებს არასწორ მოსაზრებას, რომ სიმსუქნე მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და ხელი შეუშალოს სამედიცინო დახმარების ძიების სურვილს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია სიმსუქნესთან დაკავშირებული სტიგმა; თუმცა, სტიგმა ყველგან უშლის ხელს ადამიანებს იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
6. ადამიანები არ არიან დამნაშავენი საკუთარ სიმსუქნეში
ხშირად, სიმსუქნე პიროვნებისგან დამოუკიდებელი გარე ფაქტორებითაა გამოწვეული. ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები ზრდის სიმსუქნის განვითარების რისკს; ფიზიკური და სოციალური გარემო კი გავლენას ახდენს ცხოვრების წესის არჩევანზე და არაჯანსაღი საკვების მოხმარებაზე. ამგვარად, სიმსუქნე რთული ბიოლოგიური, გენეტიკური და გარემო ფაქტორების შედეგია.
7. სიმსუქნე არ გულისხმობს მხოლოდ „წონას“
წონა სიმსუქნის ერთ-ერთი ინდიკატორია. თუმცა, სიმსუქნის მკურნალობა არა მხოლოდ წონის დაკლებას, არამედ ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას გულისხმობს. მაღალი სმი-ის მქონე პირებს შეუძლიათ საკუთარი დაავადებების მართვა და “ჯანსაღი წონით” ცხოვრება.
8. სიმსუქნე არ არის მხოლოდ მდიდარი ქვეყნების დაავადება
სიმსუქნის გავრცელება სწრაფად იზრდება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებშიც, სადაც სიმსუქნე/ჭარბ წონასთან ერთად პრობლემას წარმოადგენს არასრულფასოვანი კვება. სიმსუქნის გავრცელება განსაკუთრებით მაღალია ღარიბ და მოწყვლად თემებში.
9. ბავშვთა სიმსუქნის პრევენცია და მკურნალობა შესაძლებელი და აუცილებელია
ყოველ 10 წელიწადში ბავშვთა სიმსუქნე თითქმის ორმაგდება. ეს უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობასა და თვითშეფასებაზე. სიმსუქნესთან დაკავშირებულია ცუდი აკადემიური მოსწრება და ცხოვრების დაბალი ხარისხი. ხშირად ეს პრობლემები ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება. ამიტომ, სიმსუქნის გლობალური ზრდის შესაჩერებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი პრევენცია და მკურნალობა. ბავშვთა ასაკში სათანადო კვების მხარდასაჭერად საჭიროა ცნობიერების ამაღლება.
• COVID-19-ით ინფიცირებულებში სიმსუქნე ორჯერ ზრდის ჰოსპიტალიზაციის რისკს
• მომდევნო ათწლეულში მოსალოდნელია ბავშვთა სიმსუქნის გავრცელების 60%-ით ზრდა; 2030 წლისთვის 250 მილიონ ბავშვი იქნება მსუქანი.
• 2025 წლისთვის სიმსუქნესთან დაკავშირებული სამედიცინო მდგომარეობების დანახარჯები 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს
• მსოფლიოში 800 მილიონი ადამიანს აქვს სიმსუქნე
წყარო:
https://www.worldobesityday.org/assets/downloads/Obesity_factsheet_one_pager.pdf
ფაქტები[i]
თამბაქო კლავს მის მომხმარებელთა ნახევარზე მეტს.
ყოველწლიურად, მსოფლიოში თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით 6 მილიონი ადამიანი კვდება. თამბაქოს უშუალო მოხმარებით 5 მილიონზე მეტი და მეორადი კვამლის ზეგავლენით 600 000–ზე მეტი ადამიანი იღუპება. მსგავსი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 2030 წლისთვის, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილობის რიცხვი 8 მილიონს მიაღწევს.
მსოფლიოში 1 მილიარდი მწეველია. მათი დაახლოებით 80% დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს.
მართალია, გლობალურად თამბაქოს პროდუქტების მოხმარება იზრდება, თუმცა ზოგიერთ საშუალოზე მაღალ და მაღალ განვითარებულ ქვეყნებში თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა.
სიკვდილობის, ავადობის და სიღარიბის წამყვანი მიზეზი
თამბაქოს ეპიდემია ერთ–ერთი უდიდესი პრობლემაა, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას და ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს. ყოველწლიურად, თამბაქოს უშუალო მოხმარებით 5 მილიონზე მეტი და მეორადი კვამლის ზეგავლენის შედეგად 600 000–ზე მეტი ადამიანი იღუპება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზების გამო ყოველ 6 წამში დაახლოებით 1 ადამიანი იღუპება, 10 ზრდასრული ადამიანიდან 1. თამბაქოს ამჟამინდელ მომხმარებელთა ნახევარზე მეტი საბოლოო ჯამში თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო მოკვდება. მსოფლიოში 1 მილიარდი მწეველია. მათი დაახლოებით 80% დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც თამბაქოსთან დაკავშირებული ავადობა და სიკვდილობა უმძიმეს პრობლემას წარმოადგენს.
თამბაქოს მომხმარებლები, რომლებიც თამბაქოსთან დაკავშირებული მდგომარეობების გამო დროზე ადრე იღუპებიან, თავიანთი ოჯახების შემოსავალს საგრძნობლად ამცირებენ, პრობლემას უქმნიან ჯანდაცვის და ეკონომიკის განვითარებას.
ზოგიერთ ქვეყანაში, ხშირად ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან თამბაქოს პლანტაციებში უწევთ მუშაობა იმისთვის, რომ უზრუნველყონ ოჯახის შემოსავალი. ეს ბავშვები „მწვანე თამბაქოს დაავადებით“, რომელსაც თამბაქოს სველი ფოთლების დამუშავების პროცესში კანიდან შეწოვილი ნიკოტინი იწვევს, ავადდებიან.
ნელი მკვლელი
რამდენადაც, თამბაქოს მოხმარების დაწყების მომენტიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენამდე რამოდენიმე წელია საჭირო, თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების და სიკვდილობის ეპიდემია ახალი დაწყებულია.
მე–20 საუკუნეში თამბაქოს მოხმარებასთან 100 მილიონი ადამიანის სიკვდილი იყო დაკავშირებული. ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 21 საუკუნეში თამბაქოსთან 1 მილიარდი სიკვდილი იქნება დაკავშირებული.
2030 წლისთვის, თამბაქოს კონტროლისკენ მიმართული შესაბამისი ღონისძიებების გატარების გარეშე, თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილობა 8 მილიონამდე გაიზრდება. ამ სიკვდილობის 80%–ზე მეტი დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში დაფიქსირდება.
ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა
თამბაქოს მოხმარების მოცულობისა და ხასიათის შესასწავლად, პოლიტიკის ადაპტაციის საუკეთესო საშუალებების განსაზღვრისთვის მონიტორინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. თამბაქოს მონიტორინგი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება მხოლოდ ყოველ მე-4 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს.
მეორადი კვამლი კლავს
თამბაქოს ნაწარმის მოწევის პროცესში გარემოში გამოყოფილ კვამლს, რომელიც ავსებს რესტორნებს, ოფისებს და სხვა დახურულ სივრცეებს, როცა ადამიანები ეწევიან, მეორადი კვამლი ქვია. თამბაქოს კვამლში 4000–მდე ქიმიური ნივთიერებაა; მათგან 250 კარგად ცნობილი მავნე ნივთიერებაა, 50–ზე მეტი კი კიბოს გამომწვევია. არ არსებობს მეორადი კვამლის ზემოქმედების უსაფრთხო დონე.
ყველა ადამიანს აქვს თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი ჰაერით სუნთქვის უფლება. თამბაქოსაგან თავისუფალი კანონი იცავს არამწეველთა ჯანმრთელობას, არ აყენებს ზიანს ბიზნესს და ხელს უწყობს მწეველებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაში.
მსოფლიოს მოსახლეობის 16%–დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი-თამბაქოსაგან თავისუფალი სახელმწიფო პოლიტიკითაა დაცული.
თამბაქოს მომხმარებლებს თამბაქოზე თავის დასანებებლად მხარდაჭერა სჭირდებათ
თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს, კვლევების მიხედვით, არცთუისე ბევრი ადამიანი აღიქვამს. მაგ, ჩინეთში 2009 წელს ჩატარებულმა კვლევის მიხედვით მწეველთა მხოლოდ 38 %–მა იცოდა, რომ მოწევა იწვევს გულის კორონალურ დაავადებებს და მხოლოდ 27%–მა იცოდა, რომ იწვევს ინსულტს. იმ მწეველთა უმრავლესობას, რომელთაც ქონდათ ინფორმაცია თამბაქოს საფრთხეების შესახებ, უნდოდა თავის დანებება მოწევაზე.
კონსულტაციებს და მედიკამენტებს შეუძლიათ თამბაქოზე თავის დანებების წარმატებულობის გაორმაგება.
თამბაქოს მომხმარებელთათის თამბაქოზე თავის დანებების ეროვნული სერვისები, საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფარვით, ხელმისაწვდომია მხოლოდ 21 ქვეყანაში, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 15%ცხოვრობს.
დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ერთ მეოთხედში თამბაქოზე თავის დანებების სერვისები ჯერჯერობით არ არსებობს.
გამაფრთხილებელი სურათების ზეგავლენა
თამბაქოს საწინააღმდეგოდ მიმართული რეკლამები და სიგარეტის კოლოფებზე განთავსებული გრაფიკული გაფრთხილებები–განსაკუთრებით კი სურათები–ხელს უწყობს მოზარდებში თამბაქოს მოხმარების დაწყების პრევენციასა და ზრდის იმ მწეველთა რაოდენობას, რომელთაც თავი დაანებეს მოწევას. გრაფიკულ გამოსახულებებს შეუძლიათ დაარწმუნონ მწეველები სახლში მწეველობის შემცირებით არამწეველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვების თანდასწრებით მოწევაზე უარის თქმის აუცილებლობაში. კვლევებმა, რომელიც გრაფიკული გამოსახულებების სიგარეტის კოლოფებზე დატანის პრაქტიკის შემდეგ ჩატარდა ბრაზილიაში, კანადაში, სინგაპურსა და ტაილანდში უჩვენა, რომ გრაფიკული გამოსახულებები მნიშვნელოვნად ზრდის მოსახლეობის ცნობიერებას თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შესახებ.
გამაფრთხილებელ გრაფიკულ ნიშნებს იყენებს მხოლოდ 30 ქვეყანა, სადაც მსოფლიოს პოპულაციის 14% ცხოვრობს. ამ ქვეყნების უმეტესობა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყანებია. აღნიშნულ ნიშნებს სიგარეტის კოლოფის ზედაპირის მინიმუმ ნახევარი უკავიათ კოლოფის წინა და უკანა ზედაპირზე; გაფრთხილება კი ადგილობრივ ენაზეა.
თამბაქოს მოხმარების შემცირებაში მნიშვნელოვანია მასმედია–კამპანიების როლიც. ის მნიშვნელოვნად ზრდის მოსახლეობის ცნობიერებას არამწეველთა დაცვისა და ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმის კუთხით.
ბოლო 2 წლის განმავლობაში 37 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, ჩატარდა მინიმუმ ერთი თამბაქოს საწინააღმდეგო მედია კამპანია.
რეკლამების აკრძალვა თამბაქოს მოხმარებას ამცირებს
თამბაქოს რეკლამირების, პრომოციისა და სპონსორობის აკრძალვა თამბაქოს მოხმარების შემცირებას იწვევს- შეუძლია შეამციროს თამბაქოს მოხმარება დაახლოებით 7% ით, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში-16% -მდეც კი.
თამბაქოს ყველა სახის რეკლამირება, პრომოცია და სპონსორობა მხოლოდ 24 ქვეყანაშია აკრძალული, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 10 % ცხოვრობს. დაახლოებით ყოველ მესამე ქვეყანაში თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობისა და პრომოციის კუთხით მინიმალური ან არანაირი შეზღუდვებია დაწესებული.
გადასახადები აფერხებს თამბაქოს მოხმარებას
თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდა ერთ–ერთი ყველაზე ხარჯთეფექტური საშუალებაა, რომელიც ამცირებს თამბაქოს მოხმარებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებში. გადასახადების ზრდა, რომელიც იწვევს თამბაქოს ფასის 10%–ით მომატებას, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში თამბაქოს მოხმარებას დაახლოებით 4%–ით, ხოლო დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში 8%–ით ამცირებს. თამბაქოს გადასახადები სააცალო ფასთან მიმართებაში 75%–ით მაღალია მხოლოდ 32 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 8% ცხოვრობს. არსებული მონაცემებით თამბაქოს გადასახადებიდან შემოსავალი საშუალოდ 175–ჯერ აღემატება თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დანახარჯებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს გლობალური ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩაბმული. 2005 წლის თებერვალში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია შევიდა ძალაში. ეს კონვეცია გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული ხელშეკრულებაა და მოიცავს 176 ქვეყანას, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 88% ცხოვრობს. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისთვის მთავარი ინსტრუმენტია. მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეს შეთანხმება იცავს ადამიანის უფლებებს ჯანმრთელობის მაღალ სტანდარტებზე, უზრუნველყოფს საერთაშორისო თანამშრომლობის იურიდიულ საფუძვლებს და ადგენს სტანდარტებს ამ შეთანხმების აღსრულებისთვის.
2008 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩარჩო–კონვენციის იმპლემენტაციის გაფართოებისთვის შეიმუშავა პრაქტიკული, ხარჯთეფექტური კომპლექსი– MPOWER. ამ კომპლექსის თითოეული დებულება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო–კონვენციის სულ მცირე ერთ დადგენილებას შეესაბამება.
MPOWER–ის 6 დებულება:
[i] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 1.24 მილიონი ადამიანი იღუპება. მსხვერპლთა უდიდესი წილი მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის და 15–29 ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს. საგზაო შემთხვევებით დაზარალებულთა 22% ქვეითად მოსიარულეები, მათ შორის კი, უმეტესად ბავშვები და მოზარდები არიან.
მსოფლიოში ყოველ ექვს წამში ავტოკატასტროფაში ერთი ადამიანი იღუპება. ამ არაკეთილსაიმედო საერთაშორისო სტატისტიკაში „დიდი წვლილი“ საქართველოსაც შეაქვს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ საგზაო უსაფრთხოების შესახებ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით 2012 წელს დაფიქსირდა 5339 საგზაო შემთხვევა, რის გამოც დაშავდა 6638 და გარდაიცვალა 605 ადამიანი – აქედან 18 ბავშვი, 2013 წელს კი, 5510 საგზაო შემთხვევა, 7734 დაშავებული და 514 გარდაიცვლილი – აქედან 22 ბავშვი.
2004-2013 წლების საგზაო შემთხვევების სტატისტიკა ასეთია:
საქართველოში მომხდარი საგზაო შემთხვევების მესამედი ქვეითად მოსიარულეებს აზარალებს, რომელთაგანაც ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები.
სამწუხაროდ, ბავშვების დაღუპვის მიზეზი მშობლის უყურადღებობა ხდება. გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ მშობლების უმეტესობა ვერ აფასებს რისკებს.
2011-2020 წლების ათწლიანი საგზაო უსაფრთხოების მსოფლიო პროგრამა გვთავაზობს კონკრეტულ ღონისძიებებს, ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიმართულებით.
არსებობს მრავალი მეთოდი ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და მოხერხებული გადაადგილების უზრუნველსაყოფად. უსაფრთხოების ზომების ყოველი დეტალის ცოდნა და აღსრულება, იძლევა ქვეითად მოსიარულე მგზავრთა უსაფრთხოების გარანტიას.
რა ზომები უნდა იქნას მიღებული ქვეითად მოსიარულე ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებისათვის ?
• ჩვენი საკუთარი ქცევით შევასწავლოთ ბავშვებს, თუ როგორ უნდა იმოძრაონ გზებზე, გავხდეთ მათთვის მაგალითი;
• ვასწავლოთ საგზაო უსაფრთხოების წესები;
• ვუზრუნველყოთ ევროპული სტანდარტის შესაბამისი საგზაო ნიშნების არსებობა სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ კარგად ხილვადი როგორც დღის, ისე ღამის საათებში 30კმ/სთ-მდე სიჩქარის შეზღუდვის საგზაო ნიშნები;
• ვუზრუნველყოთ სიჩქარის შემზღუდავი საინჟინრო ინფრასტრუქტურა: განივი რეზინის ამობურცული ზოლები, სკოლებისა და ბავშვთა თავშეყრის ადგილებში;
• ვიზრუნოთ სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიაზე სავალი გზის კეთილმოწყობასა და მისი ინფრასტრუქტურის დახვეწაზე;
• ინფორმირებულობისა და ცოდნის ამაღლების მიზნით ვუზრუნველყოთ აგრესიული საინფორმაციო კამპანია;
• დავნერგოთ საგზაო უსაფრთხოების შემსწავლელი პროგრამები სასწავლო დაწესებულებებში;
• საკითხის პოპულარიზაციის მიზნით ყოველი წლის ოქტომბერში მივუერთდეთ სკოლის საერთაშორისო დღის აღმნიშვნელ საყოველთაო სეირნობას;
სამწუხაროდ, საგზაო ავარიების შედეგად, უამრავ ჩვენს ახლობელს ვკარგავთ, მაგრამ როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, უფრო მეტი ყურადღება გვმართებს. მივყვეთ საგზაო უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტებს, არ მივცეთ ბავშვებს უფლება დასხდნენ წინა სავარძლებზე, და გამოვიყენოთ ბავშვთა სპეციალური სკამები, რომელიც სიკვდილიანობასა და მძიმე ტრამვის ალბათობას 80%-მდე ამცირებს.
გაითვალისწინეთ, რომ:
• 12 წლამდე ბავშვის მანქანის წინა სავარძელზე მოთავსება დაუშვებელია;
• არ გამოიყენოთ ბავშვთა უსაფრთხოების სავარძელი 6 წლის შემდეგ, რადგან მისი ვარგისიანობის ვადა უკვე გასულია;
• არ გამოიყენოთ მეორადი ბავშვთა უსაფრთხოების სავარძელი, რადგან ავტო-საგზაო შემთხვევის შემდეგ იგი კარგავს თავის პირველად დანიშნულებას;
• უსაფრთხოების სავარძელი შეარჩიეთ ბავშვის წონისა და ასაკის მიხედვით, ამისათვის კარგად გაეცანით სავარძელზე მოცემულ ინსტრუქციას;
არსებული სტატისტიკის მიხედვით, უსაფრთხოების ღვედი მნიშვნელოვან წილად ამცირებს ავტოსაგზაო ინციდენტის დროს სიკვდილიანობის შემთხვევებს.
უსაფრთხოების ღვედის გამოყენება 50% ამცირებს სერიოზული საგზაო დაზიანების რიცხვს, ხოლო დაღუპვის შემთხვევას 60-70%-ით. მაქსიმალური უსაფრთხოებისათვის ღვედი უნდა იქნეს გამოყენებული ნებისმიერი დისტანციისა და სიჩქარის დროს, რადგან ავტოკატასტროფაში დაღუპულთა და დაშავებულთა 75% სახლიდან 25 კილომეტრის რადიუსში იმყოფებოდა.
ვიმუშაოთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების კუთხით ტრანსპორტის სფეროში არსებული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე.
უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება როგორც მოსახლეობაზე, ისე სახელმწიფოსა და მის შესაბამის სტრუქტურებზე.
ერთად გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას, დავიცვათ მათი უფლებები და გადავარჩინოთ ათასობით ბავშვის სიცოცხლე!
წყარო:
http://who.int/violence_injury_prevention/publications/road_traffic/make_walking_safe.pdf?ua=1
http://www.safekids.org/international-walk-school-day
http://www.safekids.org/walk-way

“წითელა დაბრუნდა”, გვაფრთხილებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები. ეს შეეხება როგორც ევროპის კონტინენტს, ასევე აშშ-ს.
ევროპაში წითელას რაოდენობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. დაფიქსირდა სიკვდილის 38 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) თანახმად, შემთხვევების მნიშვნელოვანი წილი მოდის 15-19 წლის და 30 წელზე მეტი ასაკის ადამიანებზე.
წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში დაფიქსირდა რუმინეთში (30 ათასი).
ამ გაზაფხულზე ვარაუდობენ წითელას შემთხვევების მატებას.
შემთხვევების უმეტესი ნაწილი აუცრელ ადამიანებზე მოდის.
ამიტომ ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები იყვნენ აცრილნი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით”,-წერს მაია ბუწაშვილი.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ჩვენ ვართ ის კომპანია, სადაც მიგვიღია დელეგაციები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდის რძის მიმართულებით და საჩვენებელი, სადაც შეიძლება აჩვენო სტანდარტი, რძის მიღება, რაზე მოწმდება, როგორც ხდება მისი გადამუშავება. ასე, რომ ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ მომხმარებელი დღეს, სოფლის ნობათის პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი.
ჩვენ ვართ ის კომპანია, რომლისთვისაც მომხმარებლის ნდობა არის უმნიშვნელოვანესი ეს არის ხარისხი და უვნებელი პროდუქცია. 2012 წლიდან ის ნდობა და ის სიყვარული, რომლებსაც ჩვენი შვილები, ჩვენი მეგობრების შვილები, ჩვენი შვილების მეგობრები ასე უყვართ და მოიხმარენ ეს სწორედ დამოკიდებულია იმ სტანდარტებზე, იმ დამოკიდებულებაზე, იმ პროფესიონალიზმზე, რაც ჩვენ კომპანიაშია“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში რძეში აფლატოქსინის შემცველობის უმკაცრესი სტანდარტი დადგენილი, რაც გულისხმობს 0,05 მიკრო გრამს ლიტრში. შედარებისთვის, შეერთებულ შტატებში აფლატოქსინის შემცველობის ნორმა 0,5 მიკრო გრამია ლიტრში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთ ნიმუშში აღმოჩენილი იყო აფლატოქსინის შემცველობის გადაცდომა 0,21-დან 0,32-მდე ოდენობით. პროდუქცია ქსელიდან სრულად იქნა ამოღებული. კომპანია ყოველ წელს მოწმდება, კომპანიაში 2024 წელს განხორციელდა 15 სახელმწიფო კონტროლი დარღვევა არ გამოვლინდა.
