ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

„საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიგეგმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ძირითადად, დაფინანსების მოდელების შეცვლა“-მიხეილ სარჯველაძე

„ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების სისტემა“-მიხეილ სარჯველაძე
#post_seo_title

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიგეგმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ძირითადად, დაფინანსების მოდელების შეცვლა და რაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს – პირველადი ჯანდაცვის რგოლის შედეგებზე ორიენტირება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

სარჯველაძის თქმით, პირველად ჯანდაცვის რეფორმა არის ძალიან ამბიციური გეგმა, რადგან ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გამოკვლევების ძალიან მნიშვნელოვან სპექტრს.

„გათვალისწინებულია, როგორც ანაზღაურების ზრდა დაწესებულებებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისთვის, ასევე გათვალისწინებულია მოქალაქეებისთვის ახალი სერვისები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი ჯანდაცვის სტანდარტებსა და ხარისხს. ამასთან, გათვალისწინებულია საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება.

ეს გეგმა მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში გულისხმობს, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ინვესტირებას ამ სექტორში, რასაც პოტენციალი აქვს, რომ დაახლოებით, უშუალო გათვლებით, 160-მილიონიანი შეღავათი მისცეს მთლიანად ჯანდაცვის სექტორს დაფინანსების თვალსაზრისით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შიშვლად ძილი – მეცნიერების მიერ დადასტურებული გზა უკეთესი ჯანმრთელობისკენ

როგორ გავაუმჯობესოთ ძილის ხარისხი დღის განმავლობაში
#post_seo_title

შიშვლად ძილი – მეცნიერების მიერ დადასტურებული გზა უკეთესი ჯანმრთელობისკენ

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ძილის ხარისხი პირდაპირ ზემოქმედებს ჩვენს იმუნურ სისტემაზე, მეტაბოლიზმზე, ჰორმონალურ ბალანსსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
თუმცა, მხოლოდ ძილის ხანგრძლივობა საკმარისი არ არის — მნიშვნელოვანია, როგორ ვიძინებთ.
ახალი სამეცნიერო მტკიცებულებები ცხადად აჩვენებს, რომ შიშვლად ძილი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, მარტივი და უფასო გზა უკეთესი ჯანმრთელობის მისაღწევად.
1. უკეთესი ძილის ხარისხი და სხეულის ბუნებრივი თერმორეგულაცია
კანის ტემპერატურა გავლენას ახდენს ძილის ფაზებზე. როცა სხეული არ იფარება ტანსაცმლით, ტემპერატურა ბუნებრივად ეცემა — რაც ხელს უწყობს მელატონინის გამოყოფას (ძილის ჰორმონი) და ღრმა ძილის ფაზაში შესვლას.
მეცნიერული მტკიცებულება:
Raymann et al. (2008) აჩვენებენ, რომ კანის ტემპერატურის მცირე დაქვეითება აუმჯობესებს ძილის სტრუქტურას და ზრდის ღრმა ძილის ხანგრძლივობას.
(Journal of Physiology, 586(23), 5387–5395)
2. სტრესის ჰორმონის შემცირება და ჰორმონული ბალანსის გაუმჯობესება
შიშვლად ძილი ამცირებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს ღამის განმავლობაში და ხელს უწყობს ჰუმანური ზრდის ჰორმონის (HGH) რეგულირებას.
ამასთანავე, უკეთეს ძილს მოსდევს ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესება, რაც მეტაბოლიზმის სტაბილურობას უწყობს ხელს.
მეცნიერული მტკიცებულება:
Morris et al. (2012) წერდნენ, რომ ძილის ცირკადული დისბალანსი ზრდის კორტიზოლის დონეს და აუარესებს მეტაბოლურ ფუნქციებს.
(PNAS, 109(37), 15122–15127)
3. რეპროდუქციული და კანის ჯანმრთელობა
• მამაკაცებში შიშვლად ძილი უწყობს ხელს სათესლე ჯირკვლების სიგრილეს, რაც სპერმის ხარისხს აუმჯობესებს.
• ქალებში კი ეხმარება ვაგინალური მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას.
• ასევე, კანის უკეთესი ვენტილაცია ამცირებს სოკოვანი ინფექციების, აკნესა და გამონაყარის რისკს.
მეცნიერული მტკიცებულება:
Naftalin et al. (2014) ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კანის გადახურება ძილის დროს არღვევს მის სარეგენერაციო ფუნქციებს და ზრდის ინფექციის რისკს.
(British Journal of Dermatology, 170(3), 664–672)
4. იმუნური სისტემის გაძლიერება და მეტაბოლიზმის რეგულაცია
ღრმა ძილი ზრდის იმუნური უჯრედების აქტივობას, ხოლო სხეულის გრილი მდგომარეობა ღამით ასტიმულირებს ყავისფერი ცხიმის აქტივობას — რაც დახარჯული ენერგიის გაზრდას უწყობს ხელს.
მეცნიერული მტკიცებულება:
Buxton et al. (2010) აჩვენებენ, რომ ძილის შეზღუდვა და გარემოს დისბალანსი იწვევს მეტაბოლურ დარღვევებს.
(Current Opinion in Endocrinology, Diabetes and Obesity, 17(6), 453–458)
პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია:
„შიშვლად ძილი არ არის მოდა ან ცხოვრების სტილი — ეს არის ეფექტური, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდი, რომელიც ეხმარება ადამიანის ორგანიზმს იმუშაოს ბუნებრივ რითმში.
მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენა, კომფორტული ოთახის ტემპერატურა და სისუფთავე. კარგი ძილი — ნიშნავს ჯანსაღ ორგანიზმს და გონებრივ სიმახვილეს.“
რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება:
  • ოთახის ტემპერატურა: 18-20°C
  • ბუნებრივი, სუფთა თეთრეული
  • ჰიგიენური პირობები
  • მშვიდი, ბნელი და მყუდრო გარემო
გამოყენებული წყაროები:
1. Raymann, R. J. et al. Journal of Physiology, 2008. https://doi.org/10.1113/jphysiol.2008.159145
2. Morris, C. J. et al. PNAS, 2012. https://doi.org/10.1073/pnas.1206454109
3. Buxton, O. M. et al. Curr Opin Endocrinol Diabetes Obes, 2010. https://doi.org/10.1097/MED.0b013e32833fad02
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. პროფესორი ფხაკაძე არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კონსულტანტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში და ასევე HelpAge International-ის ყოფილი რეგიონული მრჩეველი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისთვის. მისი საქმიანობა მოიცავს ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიული პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას, განსაკუთრებული აქცენტით მოწყვლადი ჯგუფების — ლტოლვილების, ხანდაზმულების, ბავშვებისა და ქრონიკული პაციენტების მხარდაჭერაზე.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, საძინებელი ოთახი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „നറാുന്നാ 3നനാ റയா“ გამოსახულება

შაქარი და პირის ღრუ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს…

შაქარი და პირის ღრუ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, მოხმარებული საერთო ენერგიიდან თავისუფალი შაქრის ყოველდღიური მომხარება შეამცირონ არანაკლებ 10%-სა
#post_seo_title

შაქარი და პირის ღრუ

თავისუფალი შაქრები სტომატოლოგიური დაავადებების, მაგალითად კბილების კარიესის განვითარების დიდ რისკს წარმოადგენენ. სტომატოლოგიური დაავადებები ფართოდ გავრცელებულ არაგადამდებ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის კუთხით მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული, ისინი კვლავაც იწვევენ მოსახლეობის ფუნქციურ შეზღუდვას კბილების დაკარგვთა და ტკვილით გამოწვეული დისკომფორტის გამო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, მოხმარებული საერთო ენერგიიდან თავისუფალი შაქრის ყოველდღიური მომხარება შეამცირონ არანაკლებ 10%-სა. შემდგომში კი მოხდეს თავისუფალი შაქრების ყოველდღიური მოხმარების 5% -ით შემცირება ანუ დაახლოებით 25 გრ (6 ჩაის კოვზი) ყოვედღიურად, ყოველივე ეს კი ყოველდღიურად ჯანმრთელობის დამატებით სარგებელს იძლევა.

როგორც წესი, თავისუფალი შაქრებს – მონოსაქარიდებსა (მაგალითად, გლუკოზა, ფრუქტოზა) და დისაქარიდებს (მაგალითად, საქაროზა სუფრის შაქარი) ამატებენ საკვებ პროდუქტებსა და სასმელებში. შაქარი ბუნებრივად გვხდება ისეთ საკვებ პროდუქტებში როგორიცაა თაფლი, სიროფი, ხილის წვენები.
არსებობს მტკიცებულებები, რომ თუ მოხმარებული ენერგიიდან თავისუფალი შაქრების ხვედრითი წილი 10%-ს არ აღემატება, მცირდება სხეულის ზედმეტი წონის, სიმსუქნისა და კარიესის რისკი, – უთითებს დოქტორი ფრანჩესკო ბრანკა, ჯანმო-ს კვების დეპარტამენტის დირექტორი.

შაქრების იმ ტიპების შესახებ, რომლებიც რძეში, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება, არ არსებობს მტკიცებულებები უარყოფითი გვერდითი ეფექტების შესახებ.
შაქრების დიდი ნაწილი დღესდღეობით ფარულად შედის ისეთი საკვები პროდუქტების შემადგენლობაში, რომლებიც, როგორც წესი, ტკბილეულად არ განიხილება. მაგალითად, ერთი სუფრის კოვზი „კეტჩუპი“დაახლოებით 4 გრამ შაქარს (დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი თავისუფალი შაქარი) შეიცავს.
მსოფლიოში თავისუფალი შაქრების საკვებად გამოყენება დამოკიდებულია ასაკზე, გარემოსა და ქვეყანაზე. მაგალითად, ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში (უნგრეთი და ნორვეგია) მოზრდილებში თავისუფალი შაქრების გამოყენება საერთო მოხმარებული ენერგიიდან 7-8%-ში მერყეობს, ხოლო ესპანეთსა და დიდი ბრიტანეთში 16-17%-ია. თავისუფალი შაქრების მოხმარება ბავშვებში საკმაოდ მაღალია და იგი 12%-ს შეადგენს.

თავისუფალი შაქრების მოხმარება განსხვავებულია სოფელსა და ქალაქად. სამხრეთ აფრიკაში სოფლის ტიპის დასახლებებში მისი ხვედრითი წილი 7.5%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ქალაქის ტიპის დასახლებებში 10.3 %-ია.

ჯანმო-ს მკაცრი რეკომენდაციით საერთო მოხმარებული ენერგიიდან თავისუფალი შაქრების მოხმარება10%-ით უნდა შემცირდეს. მოცემული რეკომენდაცია დამყარებულია ბოლო სამეცნიერო კვლევების მონაცემების ანალიზზე, რომლებიც გვიჩვენებს, რომ მოზრდილები, რომლებიც ნაკლებ შაქარს მოიხმარენ, აქვთ სხეულის მცირე მასა. თავისუფალი შაქრების მოხმარების გაზრდა საკვებში პირდაპირ პროპორციულად იწვევს სხეულის მასის ზრდას. ასევე კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც ხშირად იყენებენ ტკბილ სასმელებს, სხეულის ზედმეტი წონის და სიმსუქნის განვითარების დიდი რისკი აქვთ.

კვლევებით დადგენილია, რომ თუ საერთო მოხმარებული ენერგიიდან თავისუფალი შაქრების გამოყენება 10%-ს აღემატება, კარიესის განვითარების რისკი იზრდება, ხოლო საერთო მოხმარებული ენერგიიდან თავისუფალი შაქრების გამოყენების 5%-ით შემცირება ამ რიკს ამცირებს.

მსოფლიოში კარიესი ყველაზე ფართოდ გავრცელებულ არაინფექციურ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მის ძირითად მიზეზს შაქრის ჭარბი გამოყენება წარმოადგენს.
როდესაც თქვენ მიირთმევთ საკვებს ან სვამთ რაიმე ტკბილ სასმელს, ბაქტერიები (წებოვანი ფენა რომელიც თქვენს კბილებზეა) იკვებება შაქრით და მჟავებით, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენენ კბილებზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. შაქრის ხშირი გამოყენება მჟავების ასეთი შეტევის გახანგრძლივებას იწვევს, რაც შემდგომში კბილების შიდა ფენას აზიანებს.

შაქარი რეაქციაში შედის პირის ღრუს ბაქტერიებთან, წარმოქმნება მჟავა, რომელიც აზიანებს კბილების ემალს, თუ ეს პროცესი მიმდინარეობს ხანგრძლივად და ხშირად, კბილებზე ჩამოყალიბდება ხვრელი, რომელიც შემდგომში მოითხოვს შევსებას, საბოლოოდ კი კბილების ექსტრაქცია ხდება აუცილებელი. თუ გავაკონტროლებთ ტკბილეულისა და ტკბილი სასმელების მოხმარებას, მაშინ ჩვენს კბილებზე ასეთი მჟავა შეტევების რაოდენობა შესაძლებელია შევამციროთ – ამბობს მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის თავჯდომარე დოქტორი ჯიმ ედელსონი.

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსახელობის ყურადღება კიდევ ერთხელ მივაპყროთ პირის ღრუს მოვლის აუცილებლობაზე: გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ ფტორის შემცველი კბილის პასტით, შეამცირეთ თავისუფალი შაქრების, ანუ შაქრის შემცველი საკვებისა და სასმელების გამოყენება; საკვების მიღების შემდეგ თუ კბილების გახეხვის შესაძლებლობა არ არის, გამოიყენეთ უშაქრო საღეჭი რეზინა.

იცხოვრეთ ჯანსაღად და „გაუღიმეთ ცხოვრებას“ !

[1] http://www.who.int/nutrition/sugars_public_consultation/en/

[2] http://www.worldoralhealthday.com/its-time-to-smile-for-world-oral-health-day-2015-and-take-care-with-how-often-we-consume-sugary-foods-and-drinks/

შაგასის (ჩაგასის) დაავადება – აღნიშნული სახეობის ბაღლინჯოები საქართველოში არ ბინადრობენ

ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით საქმიანობას პარაზიტულ, სოკოვან  და სხვადასხვა გრამ დადებით და გრამ უარყოფითი აერობულ თუ ანაერობულ პათოგენებზე,
#post_seo_title

შაგასის (ჩაგასის) დაავადება

ზოგადი მიმოხილვა – ჩაგასის (შაგასის) დაავადება (სინონიმია: ამერიკული ტრიპანოსომოზი, WHO დაავადებათა კოდით ICD 10 – B 57) დაავადება გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის კონტინეტის ქვეყნებში და სამედიცინო სფეროსთვის 1909 წლიდანაა ცნობილი. დაავადებას სახელი ეწოდა მისი შემსწავლელი და ცალკე ნოზოლოგიად გამომყოფი ბრაზილიელი ექიმის კარლუს რიბეირუ ჟუსტინიანუ შაგასის პატივსაცემად. ჩაგასის დაავადება თავდაპირველად უკავშირდებოდა და გავრცელებული იყო მხოლოდ ლათინურ ამერიკაში, მაგრამ ამჟამად გავრცელდა სხვა კონტინენტებზეც.

ჩაგასის დაავადების გამომწვევი Tripanosoma cruzyით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით მხოლოდ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე 7-8 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო CDC ატლანტის (აშშ) შეფასებით, მსოფლიოში 16-18 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და ყოველწლიურად, საშუალოდ 50000 შემთხვევა ლეტალურად მთავრდება. ბოლო პერიოდში შეინიშნება დაავადების გავრცელების ტენდენცია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ტერიტორიებზე და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, რაც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მოსახლების ინტენსიური მიგრაციით არის განპირობებული.

მხოლოდ კოლუმბიაში ჩაგასის დაავადების სამკურნალოდ ყოველწლიურად საშუალოდ იხარჯება 267 მილიონი აშშ დოლარი. დაავადების შემთხვევები გვხვდება აშშ-ს სამხრეთ შტატებშიც, სადაც დაავადების გადამტანი 10 სახეობის ბაღლინჯო ბინადრობს.

გამომწვევი აგენტი: დაავადების გამომწვევია უმარტივესი ტრიპანოსომა კრუზი (Tripanosoma cruzy), გააჩნია ე.წ. წამწამი, რომლის საშუალებითაც მოძრაობს. გამრავლება ხდება ზრდასრული ორგანიზმის მარტივი, ორად გაყოფით. რომანოვსკი-გიმზას წესით შერებვისას, მათი ციტოპლაზმა ცისფერია, ხოლო ბირთვი – მოწითალო. ტრიპანოსომები ცისტებს არ წარმოქმნიან. ადამიანის, ან სხვა ძუძუმწოვარის სისხლში ნახულობენ ზრდასრულ ტრიპანოსომებს. წარმოქმნილი ანტისხეულების ზემოქმედებით, ტრიპანოსომები იშლება ტოქსინების გამოყოფით, რასაც თან ერთვის ცხელების შეტევები.

რეზერვუარი: სამხრეთ ამერიკის კონტინენტის მრავალი სახეობის ცხოველი წარმოადგენს T. Cruzi-ს რეზერვუარს. (ტრიპანოსომების ცალკეული სახეობები (T. Gambiense და T. rhodesiense) აფრიკის კონტინენტზე იწვევენ ისეთ დაავადებას როგორიცაა აფრიკული ტრიპანოსომოზი, იგივე ძილის დაავადება და რომლის გადამტანიც არის საყოველთაოდ ცნობილი ბუზი ცეცე).

გადაცემის გზები: დაავადების გამომწვევი ორგანიზმში იჭრება ,,ტრიატომინის” სახეობის ბაღლინჯოს კბენის შემდგომ ადამიანის მიერ მოქავების დროს ბაღლინჯოს ფეკალიების ნაკბენში და ან კანში შეზელვით. Tripanosoma cruzyისმტარებელი და გადამტანი ტრიატომინისსახეობისბაღლინჯო გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ რეგიონებში.

აღნიშნული სახეობის ბაღლინჯოები საქართველოში არ ბინადრობენ.

ტრიატომინის სახეობის ბაღლინჯოები ტრიპანოსომების მტარებლებია და დაავადების გამომწვევს გამოყოფენ ფეკალურ მასებთან ერთად. სამხრეთ ამერიკაში ჩაგასის დაავადების გადამტანი ბაღლინჯოები ცხოვრობენ შენობების ნაპრალებში. იკვებებიან ადამიანის სისხლით. ადამიანებს ძირითადად  კანის ღია ადგილებზე კბენენ ღამით. დღის განმავლობაში იმალებიან შენობების ნაპრალებში. ხშირია კბენის შემთხვევები ტუჩების არეში, რის გამოც სამხრეთ ამერიკაში ამ დაავადებას მოსახლეობა ,,კოცნის“ დაავადებასაც უწოდებს.

ჩაგასის გამომწვევი ტრიპანოსომა (T. Cruzy) ადამიანებში შესაძლოა გავრცელდეს შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის, შეუმოწმებელი ორგანოების ტრანსპლანტაციის და მშობიარობის დროს, ინფიცირებული დედისგან შვილზე. დაავადების გადაცემა შესაძლებელია არასტერულური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენების დროსაც. ბაღლინჯოები დაავადების გადამტანები ხდებიან დაავადებული ან ინფიცირებული ადამიანების სისხლის წოვის შემდგომ.

ინკუბაციური პერიოდი: დაავადების ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო ინფიცირებიდან დაავადების მწვავე ფორმის კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 1-2 კვირაა. ქრონიკური დაავადების შემთხვევაში კი, შესაძლოა ერთ წლამეც გაგრძელდეს.

Tripanosoma cruzyითგამოწვეული ინფექცია ექვემდებარება მკურნალობას დროულად დაწყების შემთხვევაში. ანტიპარაზიტულ მკურნალობას დაავადების ქრონიკულ ფაზაში შეუძლია შეაჩეროს დაავადების პროგრესირება. ქრონიკული ფორმის მქონეთა 30%-ს უვითარდება გულსისხლძაღვთა, 10%-ს საჭმლის მომნელებელ, ნერვულ ან ერთდროულად რამდენიმე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას. ჩაგასის დაავადება ორი სტადიით მიმდინარეობს. პირველი სტადიაა მწვავე პერიოდი და გრძელდება ინფიცირებიდან 2 თვემდე.

ამ დროს სისხლში ცირკულირებს დიდი რაოდენობით პარაზიტები. როგორც წესი, მკაფიო, სფეციფიკური კლინიკური სურათი გამოხატული არაა. დაავადებულს შეიძლება აღენიშნებოდეს ცხელება, თავის ტკივილი, სიფერმკრთალე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ლიმფური ჯირკვლების შესიება. ყველაზე ხშირია ერთი ან ორივე ქუთუთოს კარგად გამოხატული ალისფერი შესიება.

დაავადების მეორე სტადიის დროს ტიპანოსომები კონცენტრირდებიან გულის კუნთსა და საჭმლის მომნელებელი სისტემის კუნთოვან ქსოვილებში. პაციენტებს აღენიშნებათ გულის უკმარისობა, საყლაპავისა და მსხვილი ნაწლავის ჰიპერტროფია. დაავადების შემდგომ ეტაპზე შესაძლოა მოხდეს გულის გაჩერება, გულის კუნთის პროგრესული დაზიანების გამო. დაავადების სამკურნალოდ და სისხლში პარაზიტების დასახოცად გამოიყენება ბენზნიადაზოლომი და ნიფურტიმოქსი. ორივე პრეპარატით დროულად, მწვავე სტადიაში დაწყებული მკურნალობის ეფექტურობა 100%-ს აღწევს. არანამკურნალევი პრაქტიკულად ყველა შემთხვევა გადადის ქრონიკულ ფაზაში და მკურნალობის ეფექტურობაც მნიშვნელოვნად მცირდება. ქრონიკული ფაზის დროს მნიშვნელოვანია კუჭ-ნაჭლავის დისფუნქცია, ყლაპვის გაძნელება და შებერილობა. ლაბორატრული დიაგნოსტიკისთვის გამოყენება სისხლის მიკროსკოპირება, კულტივირება სისხლიან ნიადაგებზე, იფა და პჯრ.

გადამდებლობის პერიოდი: დაავადება გადამდებია ტრიპანოსომების ორგანიზმში ცირკულირების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც შესაძლოა რამდენიმე თვესაც გრძელდებოდეს.

მიმღებლობა: პრაქტიკულად საყოველთაოა, თუმცა ბავშვებში დაავადება გაცილებით ხშრად გვხვდება.

კონტროლის ღონისძიებები: ჩაგასის დაავადების საწინააღმდეგოდ ვაქცინა არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით 20-მდე სხვადასხვა კომპანია აქტიურად მუშაობს. პროფილაქტიკა/პრევენციის საუკეთესო მეთოდებია მოსახლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, შენობების კედლებში ნაპრალების ამოლესვა, ბაღლინჯოების სხვადასხვა მეთოდებით განადგურება. ეფექტურია ინსექტიციდების გაფრქვევა ადამიანის საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში. მნიშვნელოვანია დონორის სისხლის კონტროლი პარაზიტების შემცველობაზე და ორსულ ქალთა ლაბორატორიული ტესტირება. ვინაიდან სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ცხოველებში გამომწვევი ფარდოდაა გავრცელებული, დაავადების ლიკვიდაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებით მისი შემცირება და მინიმიზება რეალურია.

დაავადების გავრცელების არეალებში მცხოვრებთათვის პროფილაქტიკის მიზნით შემუშავებულია რამდენიმე რეკომენდაცია:

1. აკრძალულია კარვებში და საძილე ტომრებში ძილი ბუნებაში ან ჩალით გადახურულ სახლებში

2. საწოლებზე ჩამოაფარეთ სპეციალური ან მარლის ბადეები

3. საწოლის ფეხები აუცილებლად უნდა იყოს ჩამდგარი წყლიან ან ინსექტიციდიან ქილებში

4. სავალდებულოა მწერების დამაფრთხობელი რეპელენტების რეგულარულად გამოყენება, განსაკუთრებით ბუნებაში ყოფნის დროს. გადამტანის კონტროლი ჩაგასის დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.

ბაღლინჯოებისსაწინააღმდეგოდ და გასანადგურებლად გამოიყენებაინსექტიციდები.

საფუძველი: http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs340/en/

რა არის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება? – როგორ ხდება გადაცემა

რა არის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება? - როგორ ხდება გადაცემა
#post_seo_title

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ვირუსით (Nairovirus) Bunyaviridaeოჯახიდან. ვირუსის გადაცემა ხდება იქსოიდური ტკიპების კბენის შედეგად. CCHF ვირუსი იწვევს მძიმედ მიმდინარე ვირუსული ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქებებს 10-40% სიკვდილიანობით. ისენდემიურია აფრიკაში, ბალკანეთში, შუა აღმოსავლეთსა და აზიის 50-ე ჩრდილოეთ პარალელის სამხრეთ მდებარე ქვეყნებში. ეს არეალი გამომდინარეობს ძირითადი გადამტანი ტკიპის გავრცელების გეოგრაფიული საზღვრიდან. საქართველოშიც, 2012 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 15  შემთხვევა. დაავადების შემთხვევები  დაფიქსირდა თბილისში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

CCHF ვირუსის მტარებლები (რეზერვუარები) არიან გარეული (ძირითადად მინდვრის თაგვები) და შინაური ცხოველები:  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა, ფრინველებიდან კი – სირაქლემა. ცხოველებში ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული ტკიპისკბენის შედეგად.

CCHF ვირუსი ადამიანებს გადაეცემათ ტკიპის კბენით ან ინფიცირებული ცხოველის დაკვლის შემდეგ მათ სისხლთან ან ქსოვილებთან კონტაქტისას. შემთხვევათა უმეტესობას ადგილი ჰქონდა იმ პირებში, რომლებიც ჩაბმული იყვნენ შინაური საქონლის ინდუსტრიაში. ესენია, სოფლის მეურნეობის მუშაკები, სასაკლაოებში მომუშავენი და ვეტერინარები.

ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული პირის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში. საავადმყოფოსთან ასოცირებული ინფიცირება შესაძლებელია სამედიცინო მოწყობილობის არასრული სტერილიზაციისას, ნემსების ხელახალი გამოყენებისა და სამედიცინო ხელსაწყოების დაბინძურების შემთხვევაში.

დაავადების ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაინფიცირების ტიპზე. ტკიპის კბენით დაინფიცირებისას, ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 1-3 დღემდეა, მაქსიმუმ 9 დღე. ინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტისას ინკუბაციური პერიოდი ძირითადად 5-6 დღემდეა, მაქსიმუმ 13 დღე.

დაავადების სიმპტომების გამოვლენა იწყება უეცრად. აღინიშნება: ცხელება, ზურგისა და თავის ტკივილი, კისრის ტკივილი და დაჭიმულობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სისხლჩაქცევები. CCHF–ის დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი წარმოადგენს დაახლოებით 30%–ს და გარდაცვალება ხდება ავადმყოფობის მეორე კვირას. გამოჯანმრთელებისას, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება ძირითადად დაავადების გამოვლენიდან მე–9-10 დღეს.

CCHF–ის ვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკისთვის იყენებენ  რამოდენიმე ლაბორატორიულ ტესტს. CCHF ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება ანტივირუსული მედიკამენტი რიბავირინი (როგორც ორალური, ასევე ინტრავენური ფორმით). მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგი ეფექტურია.

CCHF ინფექციის პრევენცია ან კონტროლი ცხოველებსა და ტკიპებში რთულია, ვინაიდან შინაურ ცხოველებში ინფექცია ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ვაქცინა ჯერჯერობით ცხოველებისათვის არ არსებობს. ფართოდ ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა არც ადამიანისათვის არის შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ CCHF–ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელიც მიღებულ იქნა თაგვის ტვინიდან, აპრობირება გაიარა და შემდგომ მცირე მასშტაბით გამოყენებულ იქნა აღმოსავლეთ ევროპაში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები ფოკუსირებულია რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე:

 1. რისკ ჯგუფებში (რომლებიც ჩაბმული არიან შინაური საქონლის ინდუსტრიაში:  სოფლის მეურნეობის მუშაკები, სასაკლაოებში მომუშავენი და ვეტერინარები) ინფექციის ტკიპიდან ადამიანზე ტრანსმისიის (გადაცემის) რისკის შემცირება შემდეგი გზებით:

  • ·ღია ფერის, დამცავი ტანსაცმლის (გრძელი სახელო, გრძელი შარვალი) ტარება, რათა იოლად მოხდეს მასზე ტკიპის აღმოჩენა ან/და დაცვა ტკიპის კბენისგან. ;
  • ·ტანსაცმელზე ნებადართული აკარიციდების (ქიმიკატები, რომლებიც გამოიყენება ტკიპების გასანადგურებლად) გამოყენება;
  • ·რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები რეგულარულად უნდა იყვნენ გამოკვლეულნი კანისა  და ტანსაცმლის ტკიპების არსებობაზე;
  • ·ტკიპების გასანადგურებლად სისტემატიურად  უნდა კონტროლდებოდეს მათი არსებობა ცხოველებზე, საჯინიბოებსა და ბეღლებში;
  • ·რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები ტკიპებისათვის   შედარებით უფრო აქტიურ სეზონში განსაკუთრებულად  უნდა მოერიდონ მათ ადგილ–სამყოფელში  ყოფნას.

 2.  ინფექციის ცხოველიდან ადამიანზე ტრანსმისიის რისკის შემცირება:

  • ·ენდემურ ზონებში, სასაკლაოებსა და სახლებში, ცხოველებთან ან მათ ქსოვილებთან შეხებისას, განსაკუთრებით დაკვლისა და დახარისხებისას, ხელთათმანებისა და სხვა დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა;
  • ·სასაკლაოებში ცხოველების შეყვანამდე მათი კარანტინში გატარება ან ორი კვირით ადრე  პესტიციდებით მკურნალობა.

 3. საზოგადოებაში ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე ტრანსმისიის რისკის შემცირება:

  • CCHF–ით ინფიცირებულთან  ახლო ფიზიკური კონტაქტის თავიდან აცილება;
  • ავადმყოფის მოვლისას, ხელთათმანებისა და დამცავი პირბადის გამოყენება, ხელების რეგულარული დაბანა.

ინფექციური კონტროლისათვის შემუშავებული რეკომედაციები, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების მქონე ან მასზე საეჭვო პაციენტების მოვლისას, უნდა ეფუძვნებოდეს ებოლასა და მარბურგის ჰემორაგიული ცხელებისათვის ჯანმოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად, მუშაობს ევროპაში, შუა აღმოსავლეთში, აზიასა და აფრიკაში CCHF–ის ზედამხედველობის, დიაგნოსტირების შესაძლებლობებისა და ეპიდაფეთქებზე რეაგირების მხარდასაჭერად.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაავადებათა კვლევისა და კონტროლის ხელშეწყობისათვის საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფს. ასევე, შეიქმნა მემორანდუმი ჯანდაცვაში სტანდარტული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სისხლით გადამდები და სხვა პათოგენების ტრანსმისიის რისკის შემცირებას.

წნევა და დემენცია – დაუჯერებელი კავშირი, რომელიც ყველა ადამიანს ეხება!

წნევა და დემენცია – დაუჯერებელი კავშირი, რომელიც ყველა ადამიანს ეხება!
#post_seo_title

წნევა და დემენცია – დაუჯერებელი კავშირი, რომელიც ყველა ადამიანს ეხება!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
შეგიძლია ტვინი დაიცვა ისე, როგორც გული!
ახალი, მასშტაბური კვლევა გვახსენებს:
მაღალი წნევის კონტროლი = დემენციისგან დაცვა!
რა აჩვენა კვლევამ?
ჩინეთში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელშიც 34,000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, დაამტკიცა:
  • 15%-ით ნაკლები დემენციის რისკი
  • 16%-ით ნაკლები გონებრივი დაზიანება
  • ეს შედეგი მიიღეს მკაცრი წნევის მართვის გზით (130/80-ზე დაბლა)!
მნიშვნელოვანი ფაქტები:
• გამოყენებულ იქნა წამლები, რომლებიც იცავენ არა მარტო გულს, არამედ ტვინსაც
• მკურნალობა ხორციელდებოდა ტრენინგგავლილი მედპერსონალის მიერ — ეფექტური და ხელმისაწვდომი მიდგომა
• წამლები: კალციუმის არხების ბლოკატორები და ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორები
• შესაძლო ნეიროპროტექციული ეფექტები
მთავარი გზავნილი:
  • გულისა და ტვინის ჯანმრთელობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
  • თუ მართავთ წნევას — იცავთ მეხსიერებასაც!
პროფესორ გიორგი ფხაკაძის რჩევა:
  • „ნუ აღიქვამთ წნევას მხოლოდ როგორც გულიან პრობლემას.
  • წნევის კონტროლი უნდა გახდეს ეროვნული პრიორიტეტი!
  • დაბალი წნევა = დაცული გონება!”
რას გირჩევთ პროფესორი ფხაკაძე?
  • იზომეთ წნევა რეგულარულად
  • იკვებეთ დაბალმარილიანი და დაბალშაქრიანი საკვებით
  • იარეთ, ივარჯიშეთ, იმოძრავეთ
  • საჭიროების შემთხვევაში — მიიღეთ წამალი ყოველდღიურად, არა საკუთარი გადაწყვეტილებით, არამედ ექიმის რჩევით!
წყაროები:
1. Zhang L, Zhang Y, Zhao Y, et al. Nature Medicine, 2024.
“Intensive blood pressure control and risk of dementia…”
DOI: 10.1038/s41591-024-02931-w
2. Serwer B. VitalSolution Medical Brief, 2024.
“Controlling cardiovascular risk factors may delay dementia.”
3. Hughes D, Judge C, Murphy R, et al. JAMA, 2020.
“Association of blood pressure lowering with incident dementia…”
DOI: 10.1001/jama.2020.4249
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს კონსულტანტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25+ წლიანი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
გააზიარე, რათა სხვებმაც იცოდნენ — წნევის კონტროლი არა მხოლოდ სიცოცხლეს, არამედ მეხსიერებასაც იცავს!

სასწრაფო დახმარების დმანისის რაიონული ბრიგადის ექიმებს მშობიარობის მიღება გზაში მოუხდათ

სასწრაფო დახმარების დმანისის რაიონული ბრიგადის ექიმებს მშობიარობის მიღება გზაში მოუხდათ
#post_seo_title

სასწრაფო დახმარების დმანისის რაიონული ბრიგადის გამოძახებისა და ექიმების მიერ გზაში მიღებული წარმატებული მშობიარობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

როგორც ინფორმაციაში არის აღნიშნული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებს მშობიარობის მიღება გზაში მოუწიათ.

“დმანისის რაიონული სამსახურის 1-ლმა ბრიგადამ დილით გამოძახება მიიღო, ლოზუნგით – მშობიარობა.

ახალგაზრდა ქალბატონი მესამე შვილზე იყო ორსულად. ბრიგადის ექიმი მარინა მენაბდე უკვე 20 წელია სასწრაფო დახმარების ექიმია და როგორც თავად იხსენებს, მისი ხანგრძლივი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე, არაერთი მშობიარობა აქვს მიღებული, მათ შორის ტყუპებიც. გამოძახების ადგილზე მისულმა წამებში შეაფასა ორსულის მდგომარეობა და ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ბრიგადის წევრები კლინიკაში ტრანსპორტირების პროცესში მშობიარობის მისაღებად მოემზადნენ. სამშობიარო მოქმედებები მოულოდნელად განვითარდა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი, რომელმაც მაშინვე წამოიტირა. ნამშობიარები დედა და ახალშობილი ბრიგადის წევრებმა ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს. მარინა ექიმი გვიყვება, რომ სასწრაფოს მანქანას უკან ბავშვის ბებია და მამა მოჰყვებოდნენ და უბედნიერესი იყვნენ, როდესაც ახლადდაბადებული ბიჭი ნახეს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების თითოეულ ბრიგადას სამედიცინო აღჭურვილობაში აქვს სამეანო ნაკრები, რომელსაც ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მარინა ექიმი სპეციალობით პედიატრი და ნეონატოლოგია”, – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

მწვანე ფერი — ბუნებრივი დამამშვიდებელი თქვენი ტვინისთვის!

ამ აღმოჩენამ ახსნა, თუ როგორ იწმინდება ტვინი ნარჩენებისგან და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ტვინის ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური დაავადებების შესახებ ჩვენი თანამედროვე გაგების ჩამოყალიბებაზე
#post_seo_title

მწვანე ფერი — ბუნებრივი დამამშვიდებელი თქვენი ტვინისთვის!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ახალი კვლევების მიხედვით, მწვანე ფერს შეუძლია პირდაპირ იმოქმედოს ტვინზე და შეამციროს სტრესი, შფოთვა და წნევა.
ეს არ არის ფსიქოლოგიური თეორია — ეს უკვე დადასტურებულია თანამედროვე კვლევებით:
  • მწვანე სივრცეში ყოფნა (პარკში, ბუნებაში, ბაღში)
  • მწვანე ფერის ყურება — თუნდაც ფანჯრიდან ხედით ან ოთახის მცენარეებით
  • მწვანე სათვალეების ტარებაც კი
შედეგები?
  • ტვინის დამშვიდება
  • გულისცემისა და წნევის დაქვეითება
  • განწყობის გაუმჯობესება
  • კონცენტრაციის და კრეატიულობის ზრდა
რატომ მოქმედებს მწვანე ფერი ასე ძლიერად?
  • მეცნიერები თვლიან, რომ ეს დაკავშირებულია ჩვენი ევოლუციური მეხსიერებისთან:
  • მწვანე = ბუნება = უსაფრთხოება, სიცოცხლე და განახლება.
შესაბამისად, ჩვენი ტვინი რეაგირებს მწვანეზე, როგორც დამცავ და სტაბილურ სიგნალზე.
სად და როგორ გამოვიყენოთ მწვანე ფერი ყოველდღიურად?
  • მოაწყეთ ოთახში მცენარეები ან მწვანე ტონები
  • აირჩიეთ მწვანე ფონები კომპიუტერზე ან ტელეფონში
  • ხშირად გაისეირნეთ პარკში, ტყეში ან სოფელში
  • გამოიყენეთ მწვანე სათვალეები ან პალიტრები სტრესულ სიტუაციებში
  • საავადმყოფოებსა და კლინიკებსაც კი შეუძლიათ ამ ფერის გამოყენება სამკურნალო გარემოს გასაუმჯობესებლად
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ხანდახან მარტივი ნაბიჯები ბევრს ნიშნავს. მწვანე ფერის გამოყენება — იქნება ეს ბუნებაში სიარული, მცენარეები სახლში თუ უბრალოდ ფერის დანახვა — რეალურად ამშვიდებს ტვინს. ეს ბუნებრივი მეთოდია, სჭირდება არც წამალი, არც ტექნოლოგია. უბრალოდ — გონივრული მიდგომა ჩვენი ფერის გარემოზე. ეს მეცნიერულად დამტკიცებულია და საქართველოში მას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.“
წყაროები:
Greatest Reactions – The Color Green Has a Calming Effect on the Brain
University of Sussex – Nature and Visual Perception Study (2021)
NIH – Color Psychology and Mental Health (2022)
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – ჯანმრთელობის რჩევები და მეცნიერული სიახლეები: https://www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. ის არის WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

ახალი ტვინის უჯრედები ომეგა-3-ით? — სასარგებლო კი, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია!

ახალი ტვინის უჯრედები ომეგა-3-ით? — სასარგებლო კი, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია!
#post_seo_title

ახალი ტვინის უჯრედები ომეგა-3-ით? — სასარგებლო კი, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
მანჩესტერის უნივერსიტეტის უახლესი კვლევა გვიჩვენებს:
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, განსაკუთრებით DHA, ხელს უწყობს:
• ახალი ნეირონების (ტვინის უჯრედების) ზრდას
• მეხსიერების გაუმჯობესებას
• სწავლის უნარის ზრდას
• ტვინის პლასტიურობას (ადაპტაციის უნარს)
ეს ნიშნავს, რომ ომეგა-3 შეიძლება იყოს ტვინის ბუნებრივი გამაახალგაზრდავებელი.
საიდან მივიღოთ ომეგა-3? — პირველი გზა ყოველთვის ბუნებრივია!
უმაღლესი ხარისხის წყაროებია:
  • ცხიმიანი თევზი – სკუმბრია, ორაგული, სარდინი, ლოქო
  • ზღვის პროდუქტები
  • ჩიას და სელის თესლი (ALA, რომელიც ნაწილობრივ გარდაიქმნება DHA-სა და EPA-დ)
  • კაკალი და სელის ზეთი
შენიშვნა: საკვებიდან მიღებული ომეგა-3 საუკეთესოდ ითვისება ორგანიზმის მიერ.
როდის ვიყენებთ დანამატებს და რატომ ფრთხილად?
თუ ვერ ვიღებთ საკმარის ომეგა-3-ს საკვებით — შეიძლება დანამატები გამოვიყენოთ, მაგრამ:
  • მხოლოდ მაღალი ხარისხის
  • მხოლოდ ექიმის რჩევით
  • არასოდეს თვითნებურად ან გადაჭარბებული დოზით!
გაფრთხილება: დაბალი ხარისხის ომეგა-3 შეიძლება საზიანო იყოს!
ბაზარზე უამრავი დაბალი ხარისხის ომეგა-3 დანამატია — ზოგი დაჟანგებულია, ზოგი დაბინძურებულია ტყვიით ან სხვა მძიმე მეტალებით, ზოგს კი არ გააჩნია საჭირო DHA/EPA კონცენტრაცია.
რისკები დაბალი ხარისხის ან გადაჭარბებული დოზით მიღებისას:
  • სისხლის გათხელება და სისხლდენის რისკის გაზრდა
  • სიყვითლე და ღვიძლის გადატვირთვა
  • ნერწყვების და კუჭის პრობლემები
  • იმუნური სისტემის დათრგუნვა
  • მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია
საქართველოში მდგომარეობა?
• მოსახლეობა ხშირად იღებს დანამატებს რეკლამით, არა ექიმის რჩევით
• ხარისხის კონტროლი მწირია
• თევზის მოხმარება დაბალია, რაც პრობლემას ამძიმებს
• არ არსებობს ეროვნული სახელმძღვანელო ამ თემაზე
რას გვირჩევს პროფესორი ფხაკაძე?
პირველ რიგში — კვების გზით მიიღეთ ომეგა-3
თუ ეს შეუძლებელია — აირჩიეთ მხოლოდ სანდო ბრენდები, ექიმთან შეთანხმებით
არ მიიღოთ უფრო მეტი, ვიდრე რეკომენდებულია
ფრთხილად იყავით იმ პროდუქტის ხარისხზე, რომელიც იყიდება ონლაინ ან ბაზარში უკონტროლოდ
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ომეგა-3 ნამდვილად სასარგებლოა — მაგრამ არასწორი მიღება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. დღესდღეობით ბაზარი სავსეა უხარისხო დანამატებით. პაციენტმა უნდა იცოდეს: თუკი იღებ დანამატს, ეს უნდა იყოს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და მხოლოდ ხარისხიანი წყაროდან. გადაჭარბებული დოზა არ ნიშნავს მეტ სარგებელს — პირიქით, ხშირად ნიშნავს მეტ ზიანს.“
წყაროები:
University of Manchester – DHA and Neurogenesis Research, 2024
NIH Office of Dietary Supplements – Omega-3 Fact Sheet (2023)
WHO – Nutrition and Brain Health Guidelines
EFSA – Opinion on Omega-3 Safety Levels (2022)
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – ჯანმრთელობის გიდი და განათლების პლატფორმა: https://www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება. ის არის WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

ვიტამინი A და ვიტამინი E – შეიძლება ვიტამინმა ზიანი მოგაყენოთ?!

შეუცვლელი ნივთიერებები, რომლებიც ყოველდღიურად უნდა მივიღოთ ჯანმრთელი სხეულისა და გონებისთვის
#post_seo_title

ვიტამინი A და ვიტამინი E – შეიძლება ვიტამინმა ზიანი მოგაყენოთ?!

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე,
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
ვიტამინები და დანამატები დღეს მოდაშია — ყველა სვამს რაღაცას… მაგრამ იცით რომ ორ ყველაზე პოპულარულ ვიტამინს შეუძლია ტოქსიკური ზიანი მიაყენოს თქვენს ღვიძლს და ნერვულ სისტემას?
National Geographic-ის ახალი ანალიზი გვაფრთხილებს:
  • ვიტამინი A და ვიტამინი E — ორივე ცხიმხსნადია
  • ისინი აგროვებენ მარაგს ღვიძლში და ცხიმოვან ქსოვილში

გრძელვადიან მიღებას, განსაკუთრებით მაღალი დოზით, შეუძლია გამოიწვიოს:

  • ღვიძლის ტოქსიკურობა
  • გულის რიტმის დარღვევები
  • კუნთოვანი სისუსტე
  • ოსტეოპოროზი
  • ნერვული სისტემის დაზიანება
  • ზოგიერთ შემთხვევაში — ონკოგენური რისკიც
რა განსხვავებაა ცხიმხსნად და წყალხსნად ვიტამინებს შორის?
• წყალხსნადი ვიტამინები (მაგალითად, C და B ჯგუფი) სხეულიდან გამოიდევნება შარდით და იშვიათად დაგროვდება
• ცხიმხსნადი ვიტამინები (A, D, E, K) სხეულში გროვდება და გადაჭარბების შემთხვევაში ზიანს აყენებს
საქართველოში კი სიტუაცია საგანგაშოა:
• ადამიანები თვითნებურად ყიდულობენ დანამატებს
• ბევრს სწამს, რომ „ვიტამინი ცუდს ვერ გააკეთებს“
• არ ტარდება არც ღვიძლის მონიტორინგი და არც ექიმთან კონსულტაცია
• ხარისხი გაუმართავია — ბაზარზე უამრავი არატესტირებული პრეპარატია
რას გვირჩევს პროფესორი ფხაკაძე?
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ვიტამინები „უბრალოდ ისე“ — საჭიროა ანალიზი და ექიმის რჩევა
A და E ვიტამინები უნდა მიიღოთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, მკაცრი დოზით
შეამოწმეთ პროდუქტის ხარისხი და წყარო — აირჩიეთ მხოლოდ სერტიფიცირებული მწარმოებლები
ბავშვებს, ორსულებს და ხანდაზმულებს სჭირდებათ განსხვავებული მიდგომა — თვითნებობა აქ განსაკუთრებით სახიფათოა
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ვიტამინი არ არის ტკბილეული — ეს ბიოქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც შეუძლია გააკეთოს სიკეთეც და ზიანიც. ყველაზე დიდი შეცდომა არის თვითნებურად დანამატების მიღება. საქართველოში საჭიროა ძლიერი საზოგადოებრივი განათლება ამ თემაზე და მკაცრი რეგულაცია. ვიტამინების მიღება უნდა იყოს სამეცნიერო და არა ემოციური გადაწყვეტილება.“
წყაროები:
National Geographic – These Two Vitamin Supplements Could Do More Harm Than Good: https://on.natgeo.com/4cUhSqd
NIH – Vitamin A and E Toxicity Review
WHO – Guidelines on Vitamin Supplementation Safety
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – ჯანსაღი არჩევანის ადგილი: https://www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. ის არის WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights