გრიპის ვირუსი „ჰაკავს“ უჯრედს – მეცნიერების შოკისმომგვრელი აღმოჩენა


გამოთავისუფლებული ფულით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა შესაძლებელი.
„იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობაშიც კოვიდის პერიოდში არსებობდა ნაკლოვანებები და აქვთ სახელმწიფოს წინაშე ფინანსური ვალდებულებები, სახელმწიფო გარკვეულ საშეღავათო პირობებს სთავაზობს.“
კერძოდ, სარჯველაძის თქმით, შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ სამედიცინო დაწესებულებები დღევანდელი მდგომარეობით დავალიანებული თანხის 25 პროცენტს თუ აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, დანარჩენი პასუხისმგებლობისგან პირდაპირ გათავისუფლდებიან.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ჯამური ვალდებულებების ოდენობა დაახლოებით 26 მილიონ ლარს შეადგენს.
ზედმეტი თუთია არღვევს სპილენძის შეწოვას და იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას.

სარჯველაძის თქმით, პირველად ჯანდაცვის რეფორმა არის ძალიან ამბიციური გეგმა, რადგან ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გამოკვლევების ძალიან მნიშვნელოვან სპექტრს.
„გათვალისწინებულია, როგორც ანაზღაურების ზრდა დაწესებულებებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისთვის, ასევე გათვალისწინებულია მოქალაქეებისთვის ახალი სერვისები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი ჯანდაცვის სტანდარტებსა და ხარისხს. ამასთან, გათვალისწინებულია საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება.
ეს გეგმა მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში გულისხმობს, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ინვესტირებას ამ სექტორში, რასაც პოტენციალი აქვს, რომ დაახლოებით, უშუალო გათვლებით, 160-მილიონიანი შეღავათი მისცეს მთლიანად ჯანდაცვის სექტორს დაფინანსების თვალსაზრისით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

თავისუფალი შაქრები სტომატოლოგიური დაავადებების, მაგალითად კბილების კარიესის განვითარების დიდ რისკს წარმოადგენენ. სტომატოლოგიური დაავადებები ფართოდ გავრცელებულ არაგადამდებ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის კუთხით მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული, ისინი კვლავაც იწვევენ მოსახლეობის ფუნქციურ შეზღუდვას კბილების დაკარგვთა და ტკვილით გამოწვეული დისკომფორტის გამო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, მოხმარებული საერთო ენერგიიდან თავისუფალი შაქრის ყოველდღიური მომხარება შეამცირონ არანაკლებ 10%-სა. შემდგომში კი მოხდეს თავისუფალი შაქრების ყოველდღიური მოხმარების 5% -ით შემცირება ანუ დაახლოებით 25 გრ (6 ჩაის კოვზი) ყოვედღიურად, ყოველივე ეს კი ყოველდღიურად ჯანმრთელობის დამატებით სარგებელს იძლევა.
როგორც წესი, თავისუფალი შაქრებს – მონოსაქარიდებსა (მაგალითად, გლუკოზა, ფრუქტოზა) და დისაქარიდებს (მაგალითად, საქაროზა სუფრის შაქარი) ამატებენ საკვებ პროდუქტებსა და სასმელებში. შაქარი ბუნებრივად გვხდება ისეთ საკვებ პროდუქტებში როგორიცაა თაფლი, სიროფი, ხილის წვენები.
არსებობს მტკიცებულებები, რომ თუ მოხმარებული ენერგიიდან თავისუფალი შაქრების ხვედრითი წილი 10%-ს არ აღემატება, მცირდება სხეულის ზედმეტი წონის, სიმსუქნისა და კარიესის რისკი, – უთითებს დოქტორი ფრანჩესკო ბრანკა, ჯანმო-ს კვების დეპარტამენტის დირექტორი.
შაქრების იმ ტიპების შესახებ, რომლებიც რძეში, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება, არ არსებობს მტკიცებულებები უარყოფითი გვერდითი ეფექტების შესახებ.
შაქრების დიდი ნაწილი დღესდღეობით ფარულად შედის ისეთი საკვები პროდუქტების შემადგენლობაში, რომლებიც, როგორც წესი, ტკბილეულად არ განიხილება. მაგალითად, ერთი სუფრის კოვზი „კეტჩუპი“დაახლოებით 4 გრამ შაქარს (დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი თავისუფალი შაქარი) შეიცავს.
მსოფლიოში თავისუფალი შაქრების საკვებად გამოყენება დამოკიდებულია ასაკზე, გარემოსა და ქვეყანაზე. მაგალითად, ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში (უნგრეთი და ნორვეგია) მოზრდილებში თავისუფალი შაქრების გამოყენება საერთო მოხმარებული ენერგიიდან 7-8%-ში მერყეობს, ხოლო ესპანეთსა და დიდი ბრიტანეთში 16-17%-ია. თავისუფალი შაქრების მოხმარება ბავშვებში საკმაოდ მაღალია და იგი 12%-ს შეადგენს.
თავისუფალი შაქრების მოხმარება განსხვავებულია სოფელსა და ქალაქად. სამხრეთ აფრიკაში სოფლის ტიპის დასახლებებში მისი ხვედრითი წილი 7.5%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ქალაქის ტიპის დასახლებებში 10.3 %-ია.
ჯანმო-ს მკაცრი რეკომენდაციით საერთო მოხმარებული ენერგიიდან თავისუფალი შაქრების მოხმარება10%-ით უნდა შემცირდეს. მოცემული რეკომენდაცია დამყარებულია ბოლო სამეცნიერო კვლევების მონაცემების ანალიზზე, რომლებიც გვიჩვენებს, რომ მოზრდილები, რომლებიც ნაკლებ შაქარს მოიხმარენ, აქვთ სხეულის მცირე მასა. თავისუფალი შაქრების მოხმარების გაზრდა საკვებში პირდაპირ პროპორციულად იწვევს სხეულის მასის ზრდას. ასევე კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც ხშირად იყენებენ ტკბილ სასმელებს, სხეულის ზედმეტი წონის და სიმსუქნის განვითარების დიდი რისკი აქვთ.
კვლევებით დადგენილია, რომ თუ საერთო მოხმარებული ენერგიიდან თავისუფალი შაქრების გამოყენება 10%-ს აღემატება, კარიესის განვითარების რისკი იზრდება, ხოლო საერთო მოხმარებული ენერგიიდან თავისუფალი შაქრების გამოყენების 5%-ით შემცირება ამ რიკს ამცირებს.
მსოფლიოში კარიესი ყველაზე ფართოდ გავრცელებულ არაინფექციურ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მის ძირითად მიზეზს შაქრის ჭარბი გამოყენება წარმოადგენს.
როდესაც თქვენ მიირთმევთ საკვებს ან სვამთ რაიმე ტკბილ სასმელს, ბაქტერიები (წებოვანი ფენა რომელიც თქვენს კბილებზეა) იკვებება შაქრით და მჟავებით, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენენ კბილებზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. შაქრის ხშირი გამოყენება მჟავების ასეთი შეტევის გახანგრძლივებას იწვევს, რაც შემდგომში კბილების შიდა ფენას აზიანებს.
შაქარი რეაქციაში შედის პირის ღრუს ბაქტერიებთან, წარმოქმნება მჟავა, რომელიც აზიანებს კბილების ემალს, თუ ეს პროცესი მიმდინარეობს ხანგრძლივად და ხშირად, კბილებზე ჩამოყალიბდება ხვრელი, რომელიც შემდგომში მოითხოვს შევსებას, საბოლოოდ კი კბილების ექსტრაქცია ხდება აუცილებელი. თუ გავაკონტროლებთ ტკბილეულისა და ტკბილი სასმელების მოხმარებას, მაშინ ჩვენს კბილებზე ასეთი მჟავა შეტევების რაოდენობა შესაძლებელია შევამციროთ – ამბობს მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის თავჯდომარე დოქტორი ჯიმ ედელსონი.
პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსახელობის ყურადღება კიდევ ერთხელ მივაპყროთ პირის ღრუს მოვლის აუცილებლობაზე: გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ ფტორის შემცველი კბილის პასტით, შეამცირეთ თავისუფალი შაქრების, ანუ შაქრის შემცველი საკვებისა და სასმელების გამოყენება; საკვების მიღების შემდეგ თუ კბილების გახეხვის შესაძლებლობა არ არის, გამოიყენეთ უშაქრო საღეჭი რეზინა.
იცხოვრეთ ჯანსაღად და „გაუღიმეთ ცხოვრებას“ !
[1] http://www.who.int/nutrition/sugars_public_consultation/en/
ზოგადი მიმოხილვა – ჩაგასის (შაგასის) დაავადება (სინონიმია: ამერიკული ტრიპანოსომოზი, WHO დაავადებათა კოდით ICD 10 – B 57) დაავადება გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის კონტინეტის ქვეყნებში და სამედიცინო სფეროსთვის 1909 წლიდანაა ცნობილი. დაავადებას სახელი ეწოდა მისი შემსწავლელი და ცალკე ნოზოლოგიად გამომყოფი ბრაზილიელი ექიმის კარლუს რიბეირუ ჟუსტინიანუ შაგასის პატივსაცემად. ჩაგასის დაავადება თავდაპირველად უკავშირდებოდა და გავრცელებული იყო მხოლოდ ლათინურ ამერიკაში, მაგრამ ამჟამად გავრცელდა სხვა კონტინენტებზეც.
ჩაგასის დაავადების გამომწვევი Tripanosoma cruzy–ით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით მხოლოდ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე 7-8 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო CDC ატლანტის (აშშ) შეფასებით, მსოფლიოში 16-18 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და ყოველწლიურად, საშუალოდ 50000 შემთხვევა ლეტალურად მთავრდება. ბოლო პერიოდში შეინიშნება დაავადების გავრცელების ტენდენცია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ტერიტორიებზე და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, რაც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მოსახლების ინტენსიური მიგრაციით არის განპირობებული.
მხოლოდ კოლუმბიაში ჩაგასის დაავადების სამკურნალოდ ყოველწლიურად საშუალოდ იხარჯება 267 მილიონი აშშ დოლარი. დაავადების შემთხვევები გვხვდება აშშ-ს სამხრეთ შტატებშიც, სადაც დაავადების გადამტანი 10 სახეობის ბაღლინჯო ბინადრობს.
გამომწვევი აგენტი: დაავადების გამომწვევია უმარტივესი ტრიპანოსომა კრუზი (Tripanosoma cruzy), გააჩნია ე.წ. წამწამი, რომლის საშუალებითაც მოძრაობს. გამრავლება ხდება ზრდასრული ორგანიზმის მარტივი, ორად გაყოფით. რომანოვსკი-გიმზას წესით შერებვისას, მათი ციტოპლაზმა ცისფერია, ხოლო ბირთვი – მოწითალო. ტრიპანოსომები ცისტებს არ წარმოქმნიან. ადამიანის, ან სხვა ძუძუმწოვარის სისხლში ნახულობენ ზრდასრულ ტრიპანოსომებს. წარმოქმნილი ანტისხეულების ზემოქმედებით, ტრიპანოსომები იშლება ტოქსინების გამოყოფით, რასაც თან ერთვის ცხელების შეტევები.
რეზერვუარი: სამხრეთ ამერიკის კონტინენტის მრავალი სახეობის ცხოველი წარმოადგენს T. Cruzi-ს რეზერვუარს. (ტრიპანოსომების ცალკეული სახეობები (T. Gambiense და T. rhodesiense) აფრიკის კონტინენტზე იწვევენ ისეთ დაავადებას როგორიცაა აფრიკული ტრიპანოსომოზი, იგივე ძილის დაავადება და რომლის გადამტანიც არის საყოველთაოდ ცნობილი ბუზი ცეცე).
გადაცემის გზები: დაავადების გამომწვევი ორგანიზმში იჭრება ,,ტრიატომინის” სახეობის ბაღლინჯოს კბენის შემდგომ ადამიანის მიერ მოქავების დროს ბაღლინჯოს ფეკალიების ნაკბენში და ან კანში შეზელვით. Tripanosoma cruzy–ისმტარებელი და გადამტანი ტრიატომინისსახეობისბაღლინჯო გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ რეგიონებში.
აღნიშნული სახეობის ბაღლინჯოები საქართველოში არ ბინადრობენ.
ტრიატომინის სახეობის ბაღლინჯოები ტრიპანოსომების მტარებლებია და დაავადების გამომწვევს გამოყოფენ ფეკალურ მასებთან ერთად. სამხრეთ ამერიკაში ჩაგასის დაავადების გადამტანი ბაღლინჯოები ცხოვრობენ შენობების ნაპრალებში. იკვებებიან ადამიანის სისხლით. ადამიანებს ძირითადად კანის ღია ადგილებზე კბენენ ღამით. დღის განმავლობაში იმალებიან შენობების ნაპრალებში. ხშირია კბენის შემთხვევები ტუჩების არეში, რის გამოც სამხრეთ ამერიკაში ამ დაავადებას მოსახლეობა ,,კოცნის“ დაავადებასაც უწოდებს.
ჩაგასის გამომწვევი ტრიპანოსომა (T. Cruzy) ადამიანებში შესაძლოა გავრცელდეს შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის, შეუმოწმებელი ორგანოების ტრანსპლანტაციის და მშობიარობის დროს, ინფიცირებული დედისგან შვილზე. დაავადების გადაცემა შესაძლებელია არასტერულური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენების დროსაც. ბაღლინჯოები დაავადების გადამტანები ხდებიან დაავადებული ან ინფიცირებული ადამიანების სისხლის წოვის შემდგომ.
ინკუბაციური პერიოდი: დაავადების ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო ინფიცირებიდან დაავადების მწვავე ფორმის კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 1-2 კვირაა. ქრონიკური დაავადების შემთხვევაში კი, შესაძლოა ერთ წლამეც გაგრძელდეს.
Tripanosoma cruzy–ითგამოწვეული ინფექცია ექვემდებარება მკურნალობას დროულად დაწყების შემთხვევაში. ანტიპარაზიტულ მკურნალობას დაავადების ქრონიკულ ფაზაში შეუძლია შეაჩეროს დაავადების პროგრესირება. ქრონიკული ფორმის მქონეთა 30%-ს უვითარდება გულსისხლძაღვთა, 10%-ს საჭმლის მომნელებელ, ნერვულ ან ერთდროულად რამდენიმე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას. ჩაგასის დაავადება ორი სტადიით მიმდინარეობს. პირველი სტადიაა მწვავე პერიოდი და გრძელდება ინფიცირებიდან 2 თვემდე.
ამ დროს სისხლში ცირკულირებს დიდი რაოდენობით პარაზიტები. როგორც წესი, მკაფიო, სფეციფიკური კლინიკური სურათი გამოხატული არაა. დაავადებულს შეიძლება აღენიშნებოდეს ცხელება, თავის ტკივილი, სიფერმკრთალე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ლიმფური ჯირკვლების შესიება. ყველაზე ხშირია ერთი ან ორივე ქუთუთოს კარგად გამოხატული ალისფერი შესიება.
დაავადების მეორე სტადიის დროს ტიპანოსომები კონცენტრირდებიან გულის კუნთსა და საჭმლის მომნელებელი სისტემის კუნთოვან ქსოვილებში. პაციენტებს აღენიშნებათ გულის უკმარისობა, საყლაპავისა და მსხვილი ნაწლავის ჰიპერტროფია. დაავადების შემდგომ ეტაპზე შესაძლოა მოხდეს გულის გაჩერება, გულის კუნთის პროგრესული დაზიანების გამო. დაავადების სამკურნალოდ და სისხლში პარაზიტების დასახოცად გამოიყენება ბენზნიადაზოლომი და ნიფურტიმოქსი. ორივე პრეპარატით დროულად, მწვავე სტადიაში დაწყებული მკურნალობის ეფექტურობა 100%-ს აღწევს. არანამკურნალევი პრაქტიკულად ყველა შემთხვევა გადადის ქრონიკულ ფაზაში და მკურნალობის ეფექტურობაც მნიშვნელოვნად მცირდება. ქრონიკული ფაზის დროს მნიშვნელოვანია კუჭ-ნაჭლავის დისფუნქცია, ყლაპვის გაძნელება და შებერილობა. ლაბორატრული დიაგნოსტიკისთვის გამოყენება სისხლის მიკროსკოპირება, კულტივირება სისხლიან ნიადაგებზე, იფა და პჯრ.
გადამდებლობის პერიოდი: დაავადება გადამდებია ტრიპანოსომების ორგანიზმში ცირკულირების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც შესაძლოა რამდენიმე თვესაც გრძელდებოდეს.
მიმღებლობა: პრაქტიკულად საყოველთაოა, თუმცა ბავშვებში დაავადება გაცილებით ხშრად გვხვდება.
კონტროლის ღონისძიებები: ჩაგასის დაავადების საწინააღმდეგოდ ვაქცინა არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით 20-მდე სხვადასხვა კომპანია აქტიურად მუშაობს. პროფილაქტიკა/პრევენციის საუკეთესო მეთოდებია მოსახლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, შენობების კედლებში ნაპრალების ამოლესვა, ბაღლინჯოების სხვადასხვა მეთოდებით განადგურება. ეფექტურია ინსექტიციდების გაფრქვევა ადამიანის საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში. მნიშვნელოვანია დონორის სისხლის კონტროლი პარაზიტების შემცველობაზე და ორსულ ქალთა ლაბორატორიული ტესტირება. ვინაიდან სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ცხოველებში გამომწვევი ფარდოდაა გავრცელებული, დაავადების ლიკვიდაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებით მისი შემცირება და მინიმიზება რეალურია.
დაავადების გავრცელების არეალებში მცხოვრებთათვის პროფილაქტიკის მიზნით შემუშავებულია რამდენიმე რეკომენდაცია:
1. აკრძალულია კარვებში და საძილე ტომრებში ძილი ბუნებაში ან ჩალით გადახურულ სახლებში
2. საწოლებზე ჩამოაფარეთ სპეციალური ან მარლის ბადეები
3. საწოლის ფეხები აუცილებლად უნდა იყოს ჩამდგარი წყლიან ან ინსექტიციდიან ქილებში
4. სავალდებულოა მწერების დამაფრთხობელი რეპელენტების რეგულარულად გამოყენება, განსაკუთრებით ბუნებაში ყოფნის დროს. გადამტანის კონტროლი ჩაგასის დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.
ბაღლინჯოებისსაწინააღმდეგოდ და გასანადგურებლად გამოიყენებაინსექტიციდები.
საფუძველი: http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs340/en/
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ვირუსით (Nairovirus) Bunyaviridae–სოჯახიდან. ვირუსის გადაცემა ხდება იქსოიდური ტკიპების კბენის შედეგად. CCHF ვირუსი იწვევს მძიმედ მიმდინარე ვირუსული ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქებებს 10-40% სიკვდილიანობით. ისენდემიურია აფრიკაში, ბალკანეთში, შუა აღმოსავლეთსა და აზიის 50-ე ჩრდილოეთ პარალელის სამხრეთ მდებარე ქვეყნებში. ეს არეალი გამომდინარეობს ძირითადი გადამტანი ტკიპის გავრცელების გეოგრაფიული საზღვრიდან. საქართველოშიც, 2012 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 15 შემთხვევა. დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
CCHF ვირუსის მტარებლები (რეზერვუარები) არიან გარეული (ძირითადად მინდვრის თაგვები) და შინაური ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა, ფრინველებიდან კი – სირაქლემა. ცხოველებში ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული ტკიპისკბენის შედეგად.
CCHF ვირუსი ადამიანებს გადაეცემათ ტკიპის კბენით ან ინფიცირებული ცხოველის დაკვლის შემდეგ მათ სისხლთან ან ქსოვილებთან კონტაქტისას. შემთხვევათა უმეტესობას ადგილი ჰქონდა იმ პირებში, რომლებიც ჩაბმული იყვნენ შინაური საქონლის ინდუსტრიაში. ესენია, სოფლის მეურნეობის მუშაკები, სასაკლაოებში მომუშავენი და ვეტერინარები.
ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული პირის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში. საავადმყოფოსთან ასოცირებული ინფიცირება შესაძლებელია სამედიცინო მოწყობილობის არასრული სტერილიზაციისას, ნემსების ხელახალი გამოყენებისა და სამედიცინო ხელსაწყოების დაბინძურების შემთხვევაში.
დაავადების ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაინფიცირების ტიპზე. ტკიპის კბენით დაინფიცირებისას, ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 1-3 დღემდეა, მაქსიმუმ 9 დღე. ინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტისას ინკუბაციური პერიოდი ძირითადად 5-6 დღემდეა, მაქსიმუმ 13 დღე.
დაავადების სიმპტომების გამოვლენა იწყება უეცრად. აღინიშნება: ცხელება, ზურგისა და თავის ტკივილი, კისრის ტკივილი და დაჭიმულობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სისხლჩაქცევები. CCHF–ის დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი წარმოადგენს დაახლოებით 30%–ს და გარდაცვალება ხდება ავადმყოფობის მეორე კვირას. გამოჯანმრთელებისას, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება ძირითადად დაავადების გამოვლენიდან მე–9-10 დღეს.
CCHF–ის ვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკისთვის იყენებენ რამოდენიმე ლაბორატორიულ ტესტს. CCHF ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება ანტივირუსული მედიკამენტი რიბავირინი (როგორც ორალური, ასევე ინტრავენური ფორმით). მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგი ეფექტურია.
CCHF ინფექციის პრევენცია ან კონტროლი ცხოველებსა და ტკიპებში რთულია, ვინაიდან შინაურ ცხოველებში ინფექცია ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ვაქცინა ჯერჯერობით ცხოველებისათვის არ არსებობს. ფართოდ ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა არც ადამიანისათვის არის შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ CCHF–ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელიც მიღებულ იქნა თაგვის ტვინიდან, აპრობირება გაიარა და შემდგომ მცირე მასშტაბით გამოყენებულ იქნა აღმოსავლეთ ევროპაში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები ფოკუსირებულია რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე:
1. რისკ ჯგუფებში (რომლებიც ჩაბმული არიან შინაური საქონლის ინდუსტრიაში: სოფლის მეურნეობის მუშაკები, სასაკლაოებში მომუშავენი და ვეტერინარები) ინფექციის ტკიპიდან ადამიანზე ტრანსმისიის (გადაცემის) რისკის შემცირება შემდეგი გზებით:
2. ინფექციის ცხოველიდან ადამიანზე ტრანსმისიის რისკის შემცირება:
3. საზოგადოებაში ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე ტრანსმისიის რისკის შემცირება:
ინფექციური კონტროლისათვის შემუშავებული რეკომედაციები, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების მქონე ან მასზე საეჭვო პაციენტების მოვლისას, უნდა ეფუძვნებოდეს ებოლასა და მარბურგის ჰემორაგიული ცხელებისათვის ჯანმოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად, მუშაობს ევროპაში, შუა აღმოსავლეთში, აზიასა და აფრიკაში CCHF–ის ზედამხედველობის, დიაგნოსტირების შესაძლებლობებისა და ეპიდაფეთქებზე რეაგირების მხარდასაჭერად.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაავადებათა კვლევისა და კონტროლის ხელშეწყობისათვის საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფს. ასევე, შეიქმნა მემორანდუმი ჯანდაცვაში სტანდარტული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სისხლით გადამდები და სხვა პათოგენების ტრანსმისიის რისკის შემცირებას.

როგორც ინფორმაციაში არის აღნიშნული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებს მშობიარობის მიღება გზაში მოუწიათ.
“დმანისის რაიონული სამსახურის 1-ლმა ბრიგადამ დილით გამოძახება მიიღო, ლოზუნგით – მშობიარობა.
ახალგაზრდა ქალბატონი მესამე შვილზე იყო ორსულად. ბრიგადის ექიმი მარინა მენაბდე უკვე 20 წელია სასწრაფო დახმარების ექიმია და როგორც თავად იხსენებს, მისი ხანგრძლივი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე, არაერთი მშობიარობა აქვს მიღებული, მათ შორის ტყუპებიც. გამოძახების ადგილზე მისულმა წამებში შეაფასა ორსულის მდგომარეობა და ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ბრიგადის წევრები კლინიკაში ტრანსპორტირების პროცესში მშობიარობის მისაღებად მოემზადნენ. სამშობიარო მოქმედებები მოულოდნელად განვითარდა და დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი, რომელმაც მაშინვე წამოიტირა. ნამშობიარები დედა და ახალშობილი ბრიგადის წევრებმა ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს. მარინა ექიმი გვიყვება, რომ სასწრაფოს მანქანას უკან ბავშვის ბებია და მამა მოჰყვებოდნენ და უბედნიერესი იყვნენ, როდესაც ახლადდაბადებული ბიჭი ნახეს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების თითოეულ ბრიგადას სამედიცინო აღჭურვილობაში აქვს სამეანო ნაკრები, რომელსაც ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მარინა ექიმი სპეციალობით პედიატრი და ნეონატოლოგია”, – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.