სიკვდილისგან გადარჩენილი – მორიგი სირცხვილი ქართულ ჯანდაცვაში
- ეს არის ერთი ქალის გადარჩენილი ისტორია. და ასევე — ჩვენი სისტემის მორიგი ჩამონგრეული კედელი.


ძუძუს კიბოს ავადობა და სიკვდილიანობა 100 000 მოსახლეზე
მსოფლიოს შერჩეულ რეგიონებში, 2012
სარძევე ჯირკვლის კიბო გლობალურად მეორე ყველაზე გავრცელებულ კიბოს წარმოადგენს, ხოლო ქალთა შორის ის პირველ ადგილზეა. 2012 წელს ექსპერტთა შეფასებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს 1.67 მილიონი (ახალი შემთხვევების 25%) ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ძუძუს კიბო ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ მსოფლიოში. ინციდენტობის მაჩვენებლები 100 000 მოსახლეზე მსოფლიოს რეგიონების მიხედვით თითქმის 4-ჯერ ვარირებს – 27-დან ცენტრალურ აფრიკასა და აღმოსავლეთ აზიაში 96-მდე დასავლეთ ევროპაში. ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში ძუძუს კიბოს მეხუთე ადგილი უჭირავს და მაშინ როცა, დაბალი შემოსავლების ქვეყნებში კიბოთი სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ის მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ.
ძუძუს კიბოს შეფასებითი ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, 2012 GLOBOCAN
2008 წელთან შედარებით 2012 წელს ინციდენტობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი – 14%-ით. მრავალ ქვეყანაში ძუძუს კიბოს ინციდენტობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთა ზრდის უმთავრესი მიზეზებია სკრინინგული პროგრამების დანერგვით გამოვლენის გაუმჯობესება და ორსულობის დაგეგმვა მოგვიანებით ასაკში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ძუძუს კიბოთი ავადობა (100 000 ქალზე 90) თითქმის სამჯერ მაღალია ვიდრე დასავლეთ აფრიკაში (100 000 ქალზე 30), თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სკრინინგისა და მკურნალობის ეფექტური პროგრამების არსებობის შედეგად.
ქვეყნებს, სადაც 2012 წელს ძუძუს კიბოს ინციდენტობის მაჩვენებლები იყო ყველაზე მაღალი დასავლეთ ევროპის ქვეყნები – ბელგია, დანია და საფრანგეთი მიეკუთვნება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლები ყველაზე მაღალი იყო – ბაჰამაში, ფიჯის კუნძულებზე და ნიგერიაში.
|
ძუძუს კიბოთი ავადობის ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებლის (100 000 მოსახლეზე) ტენდეცია შერჩეულ ქვეყნებში
|
|||
|
|
|||
|
|
|
ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებლის (100 000 მოსახლეზე) ტენდეცია შერჩეულ ქვეყნებში
|
|
||||
ქალთა პოპულაცია:
ძუძუს კიბოს პირველი ადგილი უჭირავს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაში ქალთა შორის მსოფლიოში, 2012, GLOBOCAN
ორივე სქესი:
ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ავადობის შეფასებითი მაჩვენებელი პირველ ადგილზეა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეორე ადგილზე (ფილტვის კიბოს შემდეგ) ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაში მსოფლიო პოპულაციაში, 2012, GLOBOCAN
ყურის ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემაა ბავშვთა ასაკში. ჩვილებს და მცირეწლოვან ბავშვებს განსაკუთრებით ხშირად უვითარდებათ შუა ყურის ანთება (ოტიტი), რაც ხშირად ასოცირდება რესპირატორულ ინფექციებთან.
ამ სტატიაში განვიხილავთ ყურის ინფექციის ძირითად ტიპებს, გამომწვევ მიზეზებს, სიმპტომებს, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებს, აგრეთვე პრევენციის გზებს.
შუა ყური მდებარეობს ყურის აპკის უკან და წარმოადგენს ჰაერით სავსე სივრცეს, რომელშიც განლაგებულია ხმოვანი ძვლაკები. როდესაც მიკროორგანიზმები აღწევენ შუა ყურში, იქ სითხე გროვდება, რაც ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას.
ბავშვებში ოთხი ძირითადი ტიპი გვხვდება:
მწვავე შუა ოტიტი (AOM) – მწვავე ანთებითი პროცესი შუა ყურში. ხშირად თან ახლავს ტკივილი, ცხელება და გაღიზიანება.
შეგუბებითი ოტიტი (OME) – სითხის დაგროვება შუა ყურში ინფექციის გარეშე. ბავშვში შესაძლოა სმენის დროებითი დაქვეითება გამოვლინდეს.
ქრონიკული შეგუბებითი ოტიტი – როდესაც სითხე შუა ყურში რამდენიმე კვირაზე მეტ ხანს რჩება და შეიძლება ინფიცირდეს.
ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი (CSOM) – გრძელვადიანი ინფექცია, რომელიც იწვევს ჩირქს და ყურის აპკის დაზიანებას.
განუვითარებელი იმუნიტეტი – ჩვილის ორგანიზმი ჯერ კიდევ ვერ ებრძვის ეფექტიანად ბაქტერიებსა და ვირუსებს.
მოკლე და ვერტიკალური ევსტაქის მილები – ეს ართულებს სითხის გადინებას ყურიდან.
შეშუპებული ადენოიდები – შესაძლოა დაბლოკოს ევსტაქის მილი და ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას.
გაციება ან გრიპი
სინუსიტი
არასწორი კვების პოზიცია (ზურგზე წოლა ბოთლის დაჭერისას)
თამბაქოს კვამლი ან დაბინძურებული ჰაერი
ალერგიები და სეზონური ინფექციები
ყურის ინფექციის ყველაზე ხშირი ნიშნებია:
ყურის ტკივილი, ხელით ყურზე შეხება
ცხელება
სმენის დაქვეითება
მადის დაკარგვა
ყურიდან გამონადენი (ჩირქი ან სითხე)
უძილობა და გაღიზიანება
სამედიცინო ისტორიის შეფასება – წინა ინფექციების და სიმპტომების ანალიზი
ოტოსკოპით გამოკვლევა – დაფის აპკის მოძრაობის შეფასება
ტიმპანომეტრია – აპკის რეაქციის შესწავლა წნევისა და ბგერების მიმართ
დაკვირვება – მსუბუქი ფორმების შემთხვევაში ხშირად საკმარისია მდგომარეობის მონიტორინგი 48–72 საათით.
ანტიბიოტიკები – ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. კურსი უნდა სრულად იქნას ჩატარებული.
ტკივილგამაყუჩებლები – მაგალითად, აცეტამინოფენი. ასპირინი არ არის რეკომენდებული.
ტიმპანოსტომიის მილები – გამოიყენება განმეორებადი ან ქრონიკული ოტიტის შემთხვევაში.
ქირურგია – რთული შემთხვევებისთვის ან თანმხლები დაავადებების დროს (მაგ. სასის ნაპრალი).
დაფის აპკის რღვევა
სმენის დროებითი ან მუდმივი დაქვეითება
ქოლესტეატომა
მასტოიდიტი – ძვლოვანი ქსოვილის ანთება
მენინგიტი – მძიმე ნევროლოგიური გართულება
პნევმოკოკური ვაქცინაცია (PCV13)
ძუძუთი კვება – ანტისხეულების ბუნებრივი წყარო
ბოთლით კვებისას სწორი პოზა
ხელების ხშირი დაბანა
თამბაქოს და ალერგენებისგან თავის არიდება
საზოგადოებრივი სივრცეებისგან დაცვა ინფექციის სეზონზე
სიმპტომები არ იხსნება 72 საათზე მეტხანს
ინფექცია ხშირად მეორდება
ბავშვს აღენიშნება ძლიერი ტკივილი, გამონადენი ან მაღალი ტემპერატურა
ყურის პრობლემები აქვს 6 თვეზე უმცროს ბავშვს
აღინიშნება წონასწორობის დარღვევა, კისრის გამაგრება ან ძლიერი გაღიზიანება
ყურის ინფექციები ბავშვებში საკმაოდ ხშირია, თუმცა დროული დიაგნოზი და მართებული მკურნალობა ხელს უშლის გართულებებს. მშობლებმა უნდა იცოდნენ ადრეული სიმპტომები, რეგულარულად დააკვირდნენ ბავშვის ქცევას და არ გადადონ პედიატრთან ვიზიტი.
ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნული გამოყენება მიმართული საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს (ან არსებობს ამის დიდი ალბათობა) სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს.
ძალადობა ვლინდება სხვადასხვა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობისა და იძულების ფორმით.
ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები, ბავშვები და მოხუცები. იმის მიხედვით თუ ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, იცვლება მიზეზები, კერძოდ ოჯახური ძალადობის მთავარი მიზეზებია:
http://www.who.int/violenceprevention/approach/definition/en/
ქალებსა და გოგონებზე მიმართული ძალადობა მოიცავს სექსუალურ ძალადობას, სექსუალურ შეურაცხყოფას, გაუპატიურებას, სექსუალურ შევიწროებას, ადრეულ ქორწინებას, ან ქორწინების იძულებას, გენდერულ დისკრიმინაციას, ადამიანის საყოველთაო უფლებების კატეგორიულ შეზღუდვას (თავისუფლების, განათლებისა და საკვების მიღების უფლების) და ქალთა სასქესო ორგანოების დამახინჯებას.
http://www.who.int/reproductivehealth/publications/violence/NMH_VIP_PVL_13_1/en/
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველი 4 ქალიდან ერთი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, 1,5 მილიონი ადამიანი განიცდის სექსუალურ ძალადობას ყოველწლიურად, მსოფლიოში დაახლოებით 520 000 ადამიანი იღუპება ძალადობის მიზეზით. ძალადობის ზემოქმედების შედეგებისაგან კი მილიონობით ადამიანი იტანჯება. ჯანმოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით რომელიც ჩატარდა მსოფლიოს 10 ქვეყანაში და გამოკითხულ იქნა 24 000 ქალი, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობას განიცდის ქალთა 20% იაპონიაში, 70% ეთიოპიაში, 50%-ზე მეტი ბანგლადეშში, პერუში, და ტანზანიაში. დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ქალების 14–32% აღნიშნავს, რომ მათზე ძალადობა განხორციელდა ორსულობის დროს, ხოლო მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ეს მაჩვენებლები 4–11% შეადგენდა. სხვადასხვა ქვეყნებში მოზარდი გოგონების 19%-დან 48%-მდე მიუთითებდნენ სექსუალური ძალადობის შესახებ. http://whqlibdoc.who.int/publications/2005/9241593512_eng.pdf
ძალადობის შედეგები ისევე არაერთგვაროვანი შიეძლება იყოს, როგორც მისი გამომწვევი მიზეზები. ძალადობა მრავალმხრივ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ჯანსაღ ცხოვრების წესზე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პიროვნულ თუ პროფესიულ პერსპექტივებზე . მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში ცხოვრება ავადმყოფობის გამომწვევ ფაქტორად იქცევა. ბავშვთა მიმართ ძალადობის შედეგია: ბავშვის სიკვდილი სკოლამდელ ასაკში, კონფლიქტები, აგრესიულობა, დაბალი თვითშეფასება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარება, კრიმინალიზაცია (უმეტეს შემთხვევაში თავადაც ხდებიან მოძალადენი), პროსტიტუცია.
ქალების შემთხვევაში ძალადობა სიკვდილობის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიზეზია ; ის აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ზრდის ავადობას, აქვს მძიმე შედეგები ფიზიკური, ფსიქიკური, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ.
http://www.who.int/reproductivehealth/publications/violence/NMH_VIP_PVL_13_1/en/
საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში ოჯახური ძალადობა ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, თუმცა ქართული საზოგადოებისათვის ტაბუირებული თემაა და იშვიათად ხდება მისი გამჟღავნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისის შემდეგ აჭარაში ფიქსირდება. სპეციალისტები კი მიიჩნეევნ, რომ ეს ციფრები რეალურ სიტუაციას ზუსტად არ ასახავს და ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაცილებით მეტია. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოში ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი დაფიქსირდა, რომელშიც მონაწილეობდა 1997 პირი. შსს-ს ცნობით, მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები და მათი თანაფარდობა მოძალადე ქალებთან შეადგენდა 1:10. შესაბამისად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უფრო მეტად ქალები (თითქმის 7.7–ჯერ) ხდებიან. საპატრულო პოლიციის ყოველი მეოთხე გამოძახება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოდის.
საქართველოში 2009 წელს ჩატარებული ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ქორწინებაში მყოფ ქალთა 9,2%, ანუ ყოველი მე–11 ქალი აღიარებს, რომ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან. http://youngsupporters.files.wordpress.com/2012/03/annual-geo1.pdf
,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ მიერ განხორციელებული კვლევის (2008 წელს) მიხედვით გამოკითხული ექიმების 31% და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმთა 39% აღნიშნავს, რომ ისინი ყოველღიურ პრაქტიკაში ხვდებიან ოჯახში სისტემატიური ძალადობის მსხვერპლ პაციენტებს. მედიკოსთა 50%-ზე მეტი მიუთითებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერლები 13 დან–18 წლამდე გოგონები არიან.
გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის (UNICEF) 2007 წელს საქართველოში ჩაატარებული ბავშვთა (10–17 წელი) მიმართ ძალადობის გავრცელების შემაფასებელი ეროვნული კვლევის შედეგებმა გამოავლინა. რომ გამოკითხული 1650 რესპოდენტიდან 82.3% ძალადობის ამა თუ იმ ფორმის მსხვერპლი აღმოჩნდა. http://phmdf.ge/22eng/wp-content/uploads/2012/04/Violence_Study_ENG.pdf
ძალადობის მსხვრპლ ქალებში შესაძლოა გამოვლინდეს კლინიკურ მდგომარეობათა მაგალითები:
http://apps.who.int/iris/bitstream/10665/85240/1/9789241548595_eng.pdf
თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, თქვენ დახმარებას გაგიწევთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალი, ოჯახის ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი, რათა მართოთ ემოციები, აიმაღლოთ თვითშაფასება და შეიძინოთ თავდაცვითი უნარები.
თუ განიცდით ძალადობას ან ძალადობის რისკის ქვეშ იმყოფებით, თუ გსმენიათ ძალადობა განცდილი ან რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის შესახებ, მაშინ დარეკეთ ორგანიზაცია phmdf-ის ცხელ ხაზზე 80 65 ან მიწერეთ წერილი – helpline@phmdf.ge
ცხელიხაზიოჯახშიძალადობისწინააღმდეგ – 309 903
არასამთვრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ პროექტებს, ატარებენ კვლევებს ძალადობის საკითხთან დაკავშირებით:
● კავშირი “საფარი” –ორგანიზაციის საქმიანობა: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია; ორგანიზაციას ასევე გააჩნია დახურული ტიპის თავშესაფარი ქალებისა და ბავშვებისათვის.
● საქართველოს ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი info@phmdf.ge
ორგანიზაცია მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით: 1. საქართველოში ბავშვზე ძალადობის შემცირება, ძალადობის მსხვერპლ და ასევე რისკ-ჯგუფის ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;
● ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექი)– antiviolence@avng.ge
ორგანიზაციის საქმიანობა – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვა, მოძლადეებთან მუშაობა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, გენდერული საკითხები.
● წამების, ძალადობის და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო–რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი “ემპათია”- centre@empathy.ge
ორგანიზაციის საქმიანობა: წამების და ძალადობის მსხვერპლთა მკურნალობა და რეაბილტაცია, წამების პრევენცია, ტრენინგები, ინოვაციების დანერგვა და კვლევები.
2010 წელს 31 მაისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ ბრძანებას: N 152/ნ – N496 – N45/ნ, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ რომელიც პოლიციას, სკოლებს, ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებს ავალდებულებს, სავარაუდო ან რეალური ძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევების გადამისამართებას სახელმწიფო სოციალურ მუშაკებთან, შესაბამისი საპასუხო ზომების მისაღებად. სოციალურ მუშაკებს ხელი მიუწვდებათ ბავშვთა განთავსების 24-საათიან შესაძლებლობებზე, ამას გარდა მინდობით აღზრდაზე, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებზე, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებსა და დედათა და ბავშვთა ორ თავშესაფარზე, რომლებიც სახელმწიფოს ბაზაზე არსებობს (ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო მეორე აღმოსავლეთ საქართველოში). გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფორმებული აქვს მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაციათან – საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი“ (PHMDF), სადაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ძალადობაგანცდილ არასრულწლოვნებს. http://ssa.gov.ge/
2011 წლის 7 მაისს სტამბბოლში ევროსაბჭომ მიიღო კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის თაობაზე, რომლის ქმედების დიაპაზონი სამ ძირითად საკითხს მოიცავს: ძალადობის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლთა დაცვას და მოძალადის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას. სტამბოლის კონვენცია მონაწილე სახლემწიფოებს აკისრებს ვალდებულებას აღკვეთონ ქალთა მიმართ დისკრიმინაცია შესაბამისი კანონმდებლობისა და ღონისძიებების გატარებით; შეიმუშაონ ყოვლისმომცველი პროგრამები და ინტეგრირებული პოლიტიკა; შეაგროვონ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები და კონკრეტული ფაქტები; მოახდინონ ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმებისა და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია; მოხდეს მოძალადეთა დასჯა და უზრუნველყონ მსხვერპლთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა; გარდა ამისა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ძალადობის მსხვერპლთათვის შექმნას 24–საათიანი ცხელი ხაზი, რომელზეც დაკავშირება ნებისმიერი ქსელიდან უფასო იქნება. მიმდინარეობს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის საკითხების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის ევროსაბჭოს კონვენციასთან ჰარმონიზაცია. 2013 წლის თებერვალში უწყებათაშორისო საბჭოს სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდა.
საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2013–2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით მზადდება სახელმძღვანელო ,,პრაქტიკული რეკომენდაციები ექიმებისათვის ქალების და ბავშვების მიმართ ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენის, რეფერალის და დოკუმენტირების საკითხებზე‘‘.
2. გამომწვევი აგენტი – რნმ-ის შემცველი ვირუსია და მიეკუთვნება alphavirus გვარს და Togaviridae ოჯახს.
3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები – დაავადების რისკი იზრდება ისეთ ადგილებში ყოფნისას, სადაც დაავდების გადამტანი კოღოებია გავრცელებული.
4. რეზერვუარი – დაავადების ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ რეზევუარი პრიმატებია. ვირუსი ასევე ცირკულირებს მღრღნელებში და ფრინველებში. აფეთქებებისას წამყვანია გადაცემა ადამიანი-ვექტორი-ადამიანი.
5. გადაცემის გზები – ჩიკუნგუნიას ცხელება ადამიანიდან ადამიანს ძირითადად გადაეცემა ორი სახეობის კოღოს საშუალებით, ესენია Aedes aegypti და Aedes albopictus. ეს სახეობები ძირითადად იკვებებიან დღისით. შესაძლებელია სხვა სხეობების მიერ გადაცემაც, მაგ. A. furcifer-taylori group და A. Luteocephalus.
6. ინკუბაციური პერიოდი – 2-დან 12 დღემდე, უფრო ხშირად 4-8 დღეა.
7.გადამდებლობის პერიოდი-დაავადების პირველ კვირაში პაციენტმა ვირუსი შეიძლება გადასცეს კოღოს კბენისას, ასეთმა კოღომ კი შეიძლება დაავადება გაავრცელოს სხვა პირებში.
8.მიმღებლობა – ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
9.კონტროლის ღონისძიებები:
ა) პრევენციული ღონისძიებები :
ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი – პაციენტი დაავადების პირველ კვირას დაცული უნდა იყოს კოღოს კბენისაგან, რათა ეს უკანასკნელი არ დაინფიცირდეს და არ გაავრცელოს დაავადება შემდგომში.
გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – კოღოს კბენისაგან თავდაცვა სპეციალური ტანსაცმლის, რეპელენტებისა და ინსექტიციდების გამოყენებით.
ინფიცირებული სისხლის გადასხმით დაავადების გავრცელების შემთხვევა შეტყობინებული არ არის, მაგრამ ეს თეორიულად შესაძლებელია და სათანადო სიფრთხილეს საჭიროებს.
დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – კოღოს რიცხოვნობის გაზრდამ შესაძლებელია გაზარდოს დაავადების რისკი.
ე) საერთაშორისო ღონისძიებები – ჩიკუნგუნიას ცხელება ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია მასზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეპიდკვლევასა და ლაბორატორიულ დადასტურებას.
დაბალი წნევა, რომელიც მედიცინაში ცნობილია როგორც არტერიული ჰიპოტენზია, საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და მისი გავლენა ადამიანების ყოველდღიურობაზე ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ზოგიერთი შემთხვევა სრულიად უვნებელია, თუმცა, არის სიტუაციები, როდესაც წნევის ვარდნა შესაძლოა სერიოზულ საფრთხედ იქცეს.
დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რატომ შეიძლება, გვქონდეს, დაბალი წნევა და რა სიმპტომებით ვლინდება ის:
„დაბალ წნევად შეიძლება ჩაითვალოს 90 სისტოლური და 60 დიასტოლური, ანუ ზედა და ქვედა მაჩვენებელი და ამაზე ნაკლები. შესაძლებელია, ადამიანი დაბალი წნევის მატარებელი იყოს და თავს კარგად გრძნობდეს. თუ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემაწუხებელი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, გენეტიკურად მატარებელი ხართ“
ჰიპოტენზიად ითვლება არტერიული წნევა, როდესაც სისტოლური მაჩვენებელი 90 mmHg-ზე ნაკლებია, ხოლო დიასტოლური — 60 mmHg-ზე დაბალი. თუმცა, თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ზოგს დაბალი წნევა სავსებით ნორმალურად ეჩვენება — განსაკუთრებით, თუ თანმხლები სიმპტომები არ ახასიათებს.
თუ ადამიანი გრძნობს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, შესაძლოა საქმე პათოლოგიურ ჰიპოტენზიასთან გვქონდეს:
თავბრუსხვევა და ბუნდოვანი მხედველობა
გულისრევა ან გულის წასვლის შეგრძნება
სისუსტე და ენერგიის ნაკლებობა
არარეგულარული ან ჩქარი გულისცემა
დაბნეულობა და კონცენტრაციის გაძნელება
ზოგადი სხეულის სიჭრელე
დაღლილობის გრძნობა, განსაკუთრებით ადგომისას ან ჭამის შემდეგ
ჰიპოტენზიის გამომწვევი ფაქტორები მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ცხოვრების წესს, ისე შესაძლო ჯანმრთელობის პრობლემებს:
დილით წნევის ვარდნა — ღამით სისხლის მიმოქცევა ნელდება, რაც დილას დაბალი წნევით ვლინდება
ორთოსტატული ჰიპოტენზია — წოლის ან ჯდომის შემდეგ სწრაფი ადგომისას ხშირია თავბრუსხვევა
პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია — ჭამის შემდეგ, სისხლის მეტი ნაწილი კუჭისაკენ მიემართება, რაც წნევას ამცირებს
დეჰიდრატაცია — გაუწყლოება სისხლის მოცულობას ამცირებს და შესაბამისად — წნევასაც
რელაქსაცია და მედიტაცია — ზედმეტი სიმშვიდისას წნევა ბუნებრივად ეცემა
დაბალი ტემპერატურა — სიცივის პირობებში სისხლძარღვები იკუმშება და წნევა მცირდება
გულის უკმარისობა ან ინფარქტი
შაქრიანი დიაბეტი და პარკინსონის დაავადება
თირკმელზედას ჰორმონალური დარღვევები
სერიოზული ინფექცია, ტრავმა ან შოკი
ორსულობის ადრეული ეტაპები
გენეტიკური განწყობა — დაბალი წნევა შესაძლოა ოჯახში გადადიოდეს
ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის წნევის დასარეგულირებელი ან ანტიდეპრესანტები
საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ყავის ან კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღება წნევას ზრდის. თუმცა, თანამედროვე კვლევების თანახმად, კოფეინის გავლენა დროებითია და არ იძლევა მუდმივ ეფექტს — მით უმეტეს, რეგულარულად მისი მოხმარებისას ორგანიზმი ეჩვევა.
მიიღეთ საკმარისი სითხე, განსაკუთრებით — მარილოვან-შაქრიანი ხსნარები (სასარგებლოა მარილიანი წყალი მცირე დოზით)
ჭამეთ ხშირად და მცირე ულუფებით — თავიდან აიცილეთ გადაჭარბებული კვება
ავდექით ნელა, განსაკუთრებით დილის საათებში
თავიდან აიცილეთ ხანგრძლივი წოლა ან ერთ პოზაში გაჩერება
ფიზიკური აქტივობა — ყოველდღიური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს წნევის დაბალანსებას
მოერიდეთ უგუნებობას, სტრესს და უძილობას
თუ დაბალი წნევა მუდმივად გაწუხებთ და თან ახლავს ძლიერი სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. საჭირო იქნება გამოკვლევები, რათა გამოირიცხოს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა გულის დაავადება, ენდოკრინული პრობლემები ან ნევროლოგიური დარღვევები.
თავის ტკივილი უპირატესად ჰიპერტენზიას, ანუ წნევის მატებას ახასიათებს. თუმცა შესაძლებელია, დაბალი წნევის დროსაც გამოიხატოს. ახსნის მექანიზმის არის ის, რომ თავის ტვინს სისხლი აკლდება, სისხლის მიმოქცევა ნაკლებია და ეს დისკომფორტს იწვევს.
🎯 გაიგე, როგორ შეუწყო ხელი ბავშვის ტვინის სწორ განვითარებას და როდის არის ის მზად სკოლისთვის!
დღესდღეობით ბევრი მშობელი ცდილობს ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებას სხვადასხვა დანამატებითა და ვიტამინებით. თუმცა სპეციალისტები ხაზს უსვამენ: არც ერთი საკვები დანამატი ვერ შეცვლის იმ რეალურ ეფექტს, რომელსაც აქტიური გონებრივი დატვირთვა და სწორი განვითარება იძლევა. სასიცოცხლოდ აუცილებელია, ბავშვი იყოს ჩართული განვითარების ხელშემწყობ აქტივობებში, ჰქონდეს სრულფასოვანი კვება და არ ჰქონდეს სითხის დეფიციტი.
გონებრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვნია შემდეგი პროდუქტის ჯგუფები:
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – განსაკუთრებით DHA, რომელიც უმეტესად თევზში გვხვდება;
მცენარეული ცხიმები – ზეითუნის, მზესუმზირის ზეთი;
თხილეული – მაგნიუმით, თუთიით და კალიუმით მდიდარი;
ხილი და ბოსტნეული – განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით;
მუქი შოკოლადი, მწვანე ჩაი, ყავა – ზომიერად მიღებისას ასტიმულირებს ტვინს;
სითხე – გაუწყლოების პრევენცია ტვინის მუშაობისთვის კრიტიკულია.
სწორი განვითარებისთვის აუცილებელია:
ასაკის შესაბამისი შემეცნებითი აქტივობები;
სააზროვნო და სტრატეგიული თამაშები (კროსვორდები, ლოგიკური თავსატეხები);
მოძრაობითი და სამაგიდო თამაშების მონაცვლეობა;
გონივრული დასვენება და ძილის რეჟიმი;
მოტივაციის შენარჩუნება – დავალება არც ძალიან მარტივი უნდა იყოს და არც – რთული.
ბავშვის მზადყოფნის ინდიკატორები:
შეუძლია გრძელვადიანი ყურადღების ფოკუსირება;
აქვს ემოციური თვითრეგულაციის უნარი – მოთმინება, იმედგაცრუების დაძლევა;
განვითარებული მეტყველება – სიტყვიერად აზრის გადმოცემა, სურათის აღწერა;
ფონოლოგიური უნარები – ბგერების გარჩევა სიტყვებში;
დამოუკიდებელია მოძრაობით და პირად ჰიგიენაში – თასმის შეკვრა, ტანსაცმლის შეცვლა;
ფლობს მოტორულ უნარებს – ხატვა, გაფერადება, აპლიკაცია.
❌ არ არის აუცილებელი ასოებისა და ციფრების წინასწარ სწავლა! მნიშვნელოვანი არ არის სწორხაზოვნად წეროს, არამედ ჰქონდეს მზად მტევანი და ნატიფი მოძრაობები.
თუ ბავშვი:
ვერ უძლებს წარუმატებლობას და რეაგირებს აგრესიით ან ისტერიკით;
სწავლაში ჩნდება შესამჩნევი შეფერხება;
უჭირს ემოციების რეგულირება ან კომუნიკაცია –
საჭიროა ნევროლოგის ან ნეიროფსიქოლოგის ჩართვა. მრავალი შემთხვევა დროული ჩარევით წარმატებით მოგვარდება.
თუ ბავშვი მხოლოდ მაშინ იღებს დადებით ემოციას, როცა იგებს, და ვერ ეგუება მარცხს – მშობლებმა არ უნდა აუწყონ “ხელოვნურად მოგება”. უნდა ისწავლოს წაგება, მოთმინება და მიზნის ხელახლა დევნა. ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ წარუმატებლობის შიში, რაც სამომავლოდ მათ პროგრესს აფერხებს.
🔍 დასკვნა: ბავშვის გონებრივი განვითარება მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას – სწორი კვება, დატვირთვა, დასვენება და ემოციური მხარდაჭერა მშობლებისგან ერთიანობაში ქმნის საფუძველს ძლიერი და ჯანმრთელი ტვინის განვითარებისთვის.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?
მაქს პლანკის იმუნოლოგიის სისტემური კვლევის ჯგუფისა და ვიურცბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველად დაადგინეს, რომ T უჯრედების გააქტიურებას (ანუ პრაიმინგს) ორი ფაზა აქვს, და არა ერთი, როგორც აქამდე ეგონათ.
მკვლევართა გუნდს ხელმძღვანელობდნენ ვოლფგანგ კასტენმულერი და გეორგ გასტაიგერი. კვლევა 2025 წელს გამოქვეყნდა წამყვან სამეცნიერო ჟურნალში Science.
რა არის T უჯრედები და რატომ არის ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი?
CD8 T უჯრედები არის ჩვენი იმუნური სისტემის ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი – ისინი ანადგურებენ ვირუსით ინფიცირებულ და სიმსივნურ უჯრედებს. ამ უჯრედების ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და როდის ხდება მათი აქტივაცია.
გააქტიურება ორ ფაზად: მეცნიერებმა შეცვალეს არსებული წარმოდგენები
ინოვაციური მიკროსკოპია და CXCR3
მკვლევრებმა შეძლეს T უჯრედების რეალური მოძრაობის, გამოყოფისა და ხელახალი დაკავშირების დაკვირვება ლიმფურ კვანძებში — და ეს შესაძლებელი გახდა CXCR3 მოლეკულების მეშვეობით.
რას ნიშნავს ეს ვაქცინებისა და იმუნოთერაპიისთვის?
წყარო:
Katarzyna Jobin, Deeksha Seetharama, Lennart Rüttger, Chloe Fenton, Ekaterina Kharybina, Annerose Wirsching, et al.
A distinct priming phase regulates CD8 T cell immunity by orchestrating paracrine IL-2 signals.
Science (2025)
https://www.science.org/doi/10.1126/science.ado1624
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ამ აღმოჩენამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს იმუნური თერაპიების არქიტექტურა. როცა ვსაუბრობთ იმუნურ სისტემაზე, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ მას არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ სწავლისა და შერჩევის უნარიც აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ ვაქცინების და იმუნოთერაპიების განვითარების ახალი ეპოქა იწყება.“
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
#იმუნიტეტი #ვაქცინები #სიმსივნე #იმუნოთერაპია #CD8T #IL2 #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია #ჯანმრთელობა #CAR_T #Science2025 #ინფექცია #ახალიაღმოჩენა #PublicHealth