მარცხენა მხარეს ძილი – ჯანმრთელობისთვის საუკეთესო პოზა?!



ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათარეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია გარემოში მაღალტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.
დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული შემთხვევების, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.
ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით.
თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადება გადატანილებში პათოგენური მიკროფლორის ბაქტერიომტარებლობის ფართოდ გავრცელებას და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას, რეზისტენტული შტამების ფართო გავრცელება გარემოში კი სერიოზული პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.
ამ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარება:
· წყალსადენში წყლისწყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთსასმელად ან საკვების მოსამზადებლად;
· არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, ადუღებული წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;
· სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება;უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება;
შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);
ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;
გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:
o ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად;
o საკვების მოსამზადებლად;
o სასმელების დასამზადებლად;
o ყინულის მოსამზადებლად;
o ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად
o ხელების დასაბანად;
· მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს;
· მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
· მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები- თავდახურულ ჭურჭელში;
· სამზარეულოში აუცილებელია მოიხმაროთ უმი და მზა პროდუქტისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისათვის) იზოლირებული დასამუშავებელიდაფები;
· არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი;
· საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;
· არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;
· სალათები უნდა შეიკაზმოსმაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
· მწვანილიდა ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარეწყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;
· სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით დამზადებულიტორტებისა და კრემიანი ნამცხვრების მომზადებასა და მოხმარებაზე, ან/და მათიმომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი და სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი,ხარისხიანი კარაქი, დამზადებული პროდუქტი კი მოვათავსოთ მაცივარში 2 საათისგანმავლობაში არა უმეტეს 80C ტემპერატურაზე;
წყლით გადაცემადი დაავადებებისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციების პროფილაქტიკა
· დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;
· დაავადებათა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს;
· ექიმის მოსვლამდე თავი უნდა შეიკავეთ კვებისა დაანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ.ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარიწყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხესკარგავს;
· დაუშვებელია თვითმკურნალობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას.
თანამედროვე საზოგადოების განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული წყლის რესურსების რაოდენობასა და ხარისხზე. წყალი ადამიანებს ეხმარება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში, ხოლო უსაფრთხო სასმელი წყლისადმი შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა[1].
გლობალურად სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სხვა ანთროპოგენული ზემოქმედების გამო, ადგილი აქვს წყლის რესურსების, მათ შორის სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების წყაროების ხარისხობრივი მდგომარეობის ცვლილებას, დანაკარგებსა და წყლის დეფიციტს.
ყოველივე ეს, მრავალი თაობებისათვის მძიმე მემკვიდრეობას ტოვებს ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის თვალსაზრისით, წარმოშობს რისკ-ფაქტორებს, რაც ასახვას ჰპოვებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აღნიშნულს ემატება გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების პროცესების ნეგატიური ზეგავლენა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ევროპის რეგიონში პრიორიტეტული რჩება საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა საკმარისი რაოდენობით უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე. ყოველ დღე, 14 ადამიანი იღუპება დიარეული დაავადების გამო არასათანადო ხარისხის წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის გამო. წყლისმიერი ინფექციების აფეთქებები ხშირია რეგიონში, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ ხარჯებს იწვევს. მიუღებელია, რომ ევროპის რეგიონის მილიონობით ადამიანისათვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის უსაფრთხო მომსახურებებები. მიუხედავად იმისა, რომ პარმის კონფერენციის ჩატარებიდან – (2010) წლიდან დღემდე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დღესდღეობით 14 მილიონი ადამიანი არ იყენებს სასმელი წყალის ძირითად წყაროს და 62 მილიონზე მეტ ადამიანს არ გააჩნია სანიტარული კვანძები. ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვან წილი დამუშავების გარეშე ხვდება გარემოში, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოსა და ეკონომიკაზე. სოფლებში და ქალაქებში, ღარიბებსა და მდიდარ თემებს შორის, განსაკუთრებით დაუცველი და მოწყვლადი პოპულაციები არსებობს.[2]. ჯანმო-ს 2013 წლის მონაცემებით გლობალურად სიკვდილიანობის 10 ძირითადი მიზეზიდან [3] დიარეით მიმდინარე დაავადებები მე -5 წამყვანი მიზეზია, ხოლო მე -2 წამყვანი მიზეზი კი ბავშვებში 5 წლამდე და მათ შორის, შემთხვევათა 88% განპირობებულია არასაიმედო სასმელი წყალით და არაადეკვატურ სანიტარიულ-ჰიგიენური პიროებებით. დადგენილია, რომ სასმელი წყლის მენეჯმენტისა და სანიტარიის გაუმჯობესების პირობებში, შესაძლებელია ყოველწლიურად სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებების 30 მლნ.-ზე მეტი შემთხვევის თავიდან აცილება[4].
ადამიანის უფლება წყალზე
წყალზე ადამიანის უფლება აღიარებულია არაერთი ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიული დოკუმენტით. ყველაზე დეტალური და ყოვლისმომცველი განმარტება წარმოდგენილია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 1966 წელს მიღებული „ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-15 ზოგად კომენტარში, რომლის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს საკმარისი ოდენობის, უსაფრთხო, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი წყალი, როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის“[5].
პაქტის ამ განმარტების თანახმად, წყალი, უპირველეს ყოვლისა, განსახილველია, როგორც სოციალური და კულტურული სიკეთე და არა როგორც ეკონომიკური სარგებლის წყარო. წყალზე ადამიანის უფლების რეალიზების ფორმა უნდა იყოს მდგრადი და ქმნიდეს არსებული და მომავალი თაობების უფლების რეალიზების შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სიტუაციაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, წყალზე უფლების რეალიზაციისათვის წყლის ადეკვატური მოხმარება შესაძლებელია განსხვავებული იყოს, ყველა შემთხვევაში გასათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები:
ხელმისაწვდომობა მოიცავს შემდეგ ოთხ ასპექტს:
1. ფიზიკური ხელმისაწვდომობა;
2. ეკონომიკური ხელმისაწვდომობა;
3. არადისკრიმინაციულობა;
4. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.
ოქმი „ წყალი და ჯანმრთელობა“
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპის რეგიონის მოსახლეობის სასმელი წყალმომარაგების, სანიტარიული პირობების გაუმჯობესების და წყალთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციის მიზნით 1999 წლის 17 ივნისს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრების მე-3 ევროპულ კონფერენციაზე ქ. ლონდონში ხელმოწერილი იქნა ”წყალი და ჯანმრთელობის ოქმი“. ოქმი წარმოადგენს პირველ საერთაშორისო შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც სპეციალურად იყო მიღებული მოსახლეობის შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა და თითოეული ადამიანისათვის ადეკვატური სანიტარიული პირობებით უზრუნველყოფისათვის. საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე წყლის რესურსებისა და წყალმომარაგების წყაროების გამოყენებისა და დაცვის, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერების ღონისძიებების გატარებისათვის, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს წყლის რესურსებისა და წყლის ეკოსისტემებთან დაკავშირებული საკითხების მართვის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით.
2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ოქმის ხელმომწერი 41 ქვეყნიდან მისი რატიფიცირება მოახდინა 27 ქვეყანამ, ხოლო საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ ოქმის ხელმომწერი ქვეყანაა, დღემდე არ მოუხდენია რატიფიცირება.
სხვა ვალდებულებები
მნიშვნელოვანია 2010 წელს იტალიის ქ. პარმაში გამართულ „გარემოსა და ჯანმრთელობის“ [6] მინისტრთა მეხუთე კონფერენციაზე მიღებული მიმართვა, რომლის თანახმადაც, ევროპაში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისათვის გატარებული ზომები მიმართული უნდა იყოს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და გარემოს მავნე ზემოქმედების შემცირებისათვის. პარმის დეკლარაციის პირველ, რეგიონულ პრიორიტეტულ მიზანში (RPG 1) გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებმა სურვილი გამოთქვეს 2020 წლისათვის უზრუნველყონ თითოეული ბავშვისათვის უვნებელ სასმელ წყალსა და ადეკვატურ სანიტარიულ პირობებზე ხელმისაწვდომობა სახლში, სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და სარეკრეაციო წყალსარგებლობის ადგილებში.
ჯანმო-მ საფუძველი ჩაუყარა გარემოსა და ჯანმრთელობის შესახებ (Environment and Health Information System, ENHIS)12,13 ევროპის საინფორმაციო სისტემის შექმნას, რომელმაც უნდა განახორციელოს მიზნობრივი, ჩატარებული ღონისძიებების შეფასება, დაადგინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი პრიორიტეტული გარემო ფაქტორების ინდიკატორები და ჩაატაროს ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.
დღეისათვის საქართველო არაერთი მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილეა და თითოეული შეთანხმება ქვეყანას გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება, მოახდინოს მისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია და დანერგოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული გარემოსდაცვითი მიდგომები, რეგულაციები და რეკომენდაციები. აგრეთვე, მიუახლოვოს წყალთან დაკავშირებული კანონმდებლობა ევროკავშირის წყლის კანონმდებლობას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ვალდებულება აიღეს გააძლიერონ თავიანთი საქმიანობა, რათა გააუჯობესონ გარემო და ჯანმრთელობა საერთაშორისო, ეროვნულ და ქვეყნის რეგიონალურ დონეებზე. გარემოსა და ჯანმრთელობის მეექვსე მინისტერიალის კონფერენციის დეკლარაციის საშუალებით, რომელიც მიღებულ იქნა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ოსტრავაში 2017 წლის 13-15 ივნისს. ეს დოკუმენტი მოწოდებულია წევრი სახელმწიფოებისათვის როგორც გზამკვლევი, რათა მხარი დაუჭიროს ეროვნული პორტფელიოს შემუშავებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ხაზს უსვამს დეკლარაციის მიერ განხილული თემების მნიშვნელობას, წარმოადგენს მისაღწევ ამოცანებს პრიორიტეტებთან მიმართებაში და იძლევა მათ მისაღწევ აქტივობებს. ოსტრავას დეკლარაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი/ამოცანაა: უზრუნველყოს უსაფრთხო სასმელი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საყოველთაო (უნივერსალური), სამართლიანი (თანაბარი) და მდგრადი ხელმისაწვდომობა ყველასათვის და ყველა დაწესებულებაში.
ოსტრავას მინისტერიალის მიდინარეობის დროს გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის მესამე მინისტერიალის კონფერენციაზე (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, 1999) მიღებული ოქმი – წყლისა და ჯანმრთელობის შესახებ რეგიონის მთავარ ინსტრუმენტად იქნა აღიარებული, რათა მოხდეს პარმის უშუალო ვალდებულებების პროგრესული განხორციელება და ასევე მდგრადი განვითარების მიზნების SDR 3 -ის და SDG 6 -ის განხორციელება, პოლიტიკური ინსტრუმენტების შეთავაზებით ეროვნული წყლის, სანიტარიის და ჯანდაცვის სფეროში აქტივობების ხელშესაწყობად და კოორდინირებული ქმედებებებისათვის სხვადასხვა სექტორებში.
პროგრესის შეფასება ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში
წყალმომარაგებისა და სანიტარიის შესახებ
პროგრესის შეფასების მიზნით ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში წყალმომარაგებისა და სანიტარიის შესახებ, გაეროს ბავშთა ფონდისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის WHO/UNICEF ერთობლივი მონიტორინგის პროგრამა (JMP) „წყალმომარაგება და სანიტარია“, გვაწვდის ინფორმაციას მიზნების მიღწევის პროგრესის შესახებ, ასევე, უზრუნველყოფს მხარდაჭერას მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით ქვეყნის დონეზე ეფექტური მართვისა და დაგეგმვისათვის.
ცხრილი 1.პროგრესი ხელმისაწვდომობაზე სასმელ წყალსა და სანიტარიაზე (JMP,WHO და UNICEF 2015)
ა) გამოყენება სასმელი წყლის წყაროები (მოსახლეობა %-ში)
* JMP მიხედვით (WHO და UNICEF, 2015), “გაუმჯობესებული” სასმელი წყლის წყაროებად მიჩნეულია გარეგანი დაბინძურებისაგან დაცული წყაროები, განსაკუთრებით ფეკალური დაბინძურებისაგან და მიეკუთვნება წყალმომარაგების შემდეგი ტექნოლოგიები: ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემებიდან სახლში ონკანების მეშვეობით, ჭაბურღილი, დაცული ჭა, დაცული წყარო, შეგროვებული წვიმის წყალი.
ბ)გამოყენებული გაუმჯობესებული სანიტარული ობიექტები (მოსახლეობა %-ში)
კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ შესახებ
2007 წელს მიიღეს საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ შესახებ, რომლის შესაბამისად ქვეყანაში წყლის მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები გადანაწილებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას შორის.
კეთილსაიმედო და საკმარისი რაოდენობით უვნებელი სასმელი წყალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველი ადამიანისათვის. იგი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რამდენადაც სასმელი წყლით გადაიცემა სხვადასხვა ინფექციური, პარაზიტული და არაინფექციური დაავადებები. წყლით გადამდები დაავადებები გამოვლინდება, როგორც ერთეული შემთხვევების, ასევე ეპიდაფეთქებების სახით. ახასიათებს სეზონური მიმდინარეობა. დაავადებათა შემთხვევები განსაკუთრებით მატულობს ზაფხულის ცხელ პერიოდში. წყლის ხარისხობრივი და უვნებლობის მაჩვენებლები მკვეთრად შეიძლება შეიცვალოს ამინდის გაუარესებისა და ისეთი საგანგებო სიტუაციების დროს, როგორიცაა: წყალმოვარდნა, წყალდიდობა, მეწყერი, გვალვა, მიწისძვრა და სხვა.
სასმელი წყალი
სასმელად გამოყენებული წყალი უნდა იყოს უსაფრთხო ჯანმრთელობისათვის და მისი ხარისხი შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 თებერვლის დადგენილება #58 „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრულ შემდეგ მაჩვენებლებს და მათ ნორმატიულ სიდიდეებს:
ქ. თბილისის წყალმომარაგების და წყალარინების მომსახურებას განახორციელებს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP) წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. ხოლო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიის მიერ ქვეყნის მასშტაბით, (ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) ინტენსიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და მშენებლობის, წყლის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოები, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი დღევანდელ დღეს მაინც აქტუალურია, რადგან დასახლებული ადგილების წყალსადენებისა და გამანაწილებელი ქსელების უმეტესობა ჯერ კიდევ საჭიროებს გამოცვლას, კაპიტალურ ან/და მიმდინარე შეკეთებას და სხვ. რასაც ადასტურებს ამ სფეროში ქვეყანაში მიმდინარე პროექტები[7]. მდგომარეობას ამძიმებს აგრეთვე სასმელი წყლების არარაციონალური ხარჯვა და არცთუ იშვიათ შემთხვევებში მისი არამიზნობრივი გამოყენება.
ანალოგიური მდგომარეობაა სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის სფეროში და ადგილობრივი მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სისტემებზეც. რასაც ადასტურებს 2011-2013 წლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტისა და გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ხელშეწყობით განხოციელებული “მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სისტემების არსებული მდგომარეობის შეფასების“ პროექტის შედეგები, რითაც პრაქტიკულად გამოვლინდა ის პრობლემები, რომლებიც აფერხებენ ამ სისტემების არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას და მოსახლეობისათვის გაუმჯობესებული ხარისხის სასმელი წყლის მიწოდებას.ამას ემატება ისიც, რომ არცთუ იშვიათ შემთხვევებში ამ წყალსადენებს არ გააჩნიათ სანიტარიული დაცვის ზონები [8].
უკანასკნელ წლებში ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად არ ჩატარებულა წყალმომარაგების სისტემების (მათ შორის მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების) ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია. უცნობია: ამ სისტემების რაოდენობა და სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობა, წყალმომზადების წესები და მეთოდები, მომსახურე პერსონალის სპეციალური მომზადების დონე. არ მიმდინარეობს: ამ სისტემებით მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის სისტემური კონტროლი ან/და უწყვეტი მონიტორინგი, სასმელი წყლის გაუსნებოვნება (დაქლორვა), ან ეს პროცესი მიმდინარეობს არასწორად. აღნიშნულის გამო, ამ სისტემებიდან აღებული სასმელი წყლის სინჯების 67%-დან (დუშეთის რაიონი) 72% -მდე (მარნეულის რაიონი) დაბინძურებულია საერთო კოლიფორმული ბაქტერიებით, რაც თავისთავად სერიოზულ რისკს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით;
პრაქტიკულად მოუწესრიგებელია მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სისტემების დაქვემდებარებისა და კუთვნილების საკითხი. დაბალია მოსახლეობის ცნობიერების დონე წყლის ჰიგიენისა და წყლით გადაცემადი დაავადებების განვითარების რისკ ფაქტორების შესახებ და სხვა.
პროექტის ფარგლებში ქართულ ენაზე გადაითარგმნა და გამოიცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც პროექტის ანგარიშთან ერთად განთავსებულია ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე:
2004 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) შეიმუშავა უვნებელი სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფის ეფექტური მიდგომები, სახელმძღვანელო მასალების „წყლის უსაფრთხოების გეგმის (წუგ)“ სახით. იგი წყალმომარაგების პროცესზე ორიენტირებული დაკვირვების პროცესია და მიზნად ისახავს წყალმომარაგების ყველა ეტაპზე „წყალაღებიდან მომხმარებლამდე” შესაძლო რისკების გამოვლენას, შეფასებასა და შესაბამისი ღონისძიებების დასახვით, ამ რისკების შემცირებასა და თავიდან აცილებას უმოკლეს დროში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წყლის რესურსების მართვასა და სასმელი წყლის მარაგების საკითხში. ეს შეიძლება მოიცავდეს კონკრეტულ რეკომენდაციებს, თემებისა და ოჯახური შინამეურნეობების სასმელი წყლის სისტემების პროექტირებას, განვითარებასა და ხარვეზების გამოსწორებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას სასმელი წყლის მომარაგების და წყლის ხარისხის შესახებ. ასეთი პროგრამები ჩვეულებრივად მოიცავს:
სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდური ხელმძღვანელობით საქართველოში გახორცილა და კოორდინაცია გაწია სასმელი წყლისა და სანიტარიისა გლობალური ანალიზისა და შეფასების პროცესს (GLAAS 2016/2017). სასმელი წყლისა და სანიტარიის გლობალური ანალიზი და შეფასება (Global Analysis and Assessment of Sanitation and Drinking Water – GLAAS) წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წყლის ინიციატივას (UN-Water initiative), რომელსაც ახორციელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. გლობალურად GLAAS-ი აკონტროლებს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია წყლისა და ადექვატური სანიტარიის უზრუნველსაყოფად. GLAAS-ის პროცესი ხელს უწყობს მაქსიმალურად შესაძლო თანამშრომლობას და სინერგიას რეგიონალურ და გლობალურ ინიციატივებთან. საქართველო პირველად ჩაერთო GLAAS-ის შეფასებაში. საქართველოს მონაცემები შევიდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოცემაში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე.
http://www.who.int/water_sanitation_health/monitoring/investments/glaas-2016-2017-cycle/en/
არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ქვეყნის ზოგადსაგანამანათლებლო საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამელი წყლითა და სანიტარიული პირობებით უზრუნველყოფის სფეროშიც. რასაც ადასტურებს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით 2013 წელს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სააგენტოს მიერ ქვეყნის 600 საჯარო სკოლაში სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების კვლევის შედეგები. დადგინდა, რომ სკოლებში დღეისათვის არასახარბიელო მდგომარეობაა სასმელი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) საერთაშორისო სტანდარტის ყველა ძირითადი პუნქტის მიხედვით. კერძოდ: ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით სარგებლობს საჯარო სკოლების მხოლოდ 70%. სკოლების 4% ქალაქად და 12% სოფლად სასმელი წყალმომარაგების ძირითად წყაროდ არაგაუმჯობესებულ[9] წყაროებს იყენებს[10]. სოფლის სკოლების 80%-ს წყალმომარაგების სისტემები შენობის გარეთ აქვთ განთავსებული, ხოლო 6%-ს საერთოდ არ გააჩნია ეს სისტემები. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც ყოველ მეოთხე სკოლას საერთოდ არ გააჩნია, ხოლო ზემო სვანეთის რეგიონში კი ყოველი მეათე სკოლა წყალმომარაგების ძირითად წყაროდ არაგაუმჯობესებულ8 წყაროებს იყენებს.
„წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების კვლევა საჯარო სკოლებში“ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელ-მისამართზე http://unicef.ge/kvlevebi_da_angarishebi/115
სანიტარია – სანიტარია სისუფთავისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა ერთობლიობა. დასახლებული ადგილების სანიტარიული დაცვა გულისხმობს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელთაგან მთავარია:
არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა მუნიციპალური ჩამდინარე წყლების გაწმენდის სფეროშიც, რადგან გაუწმენდავი და არასაკმარისად გაწმენდილი მუნიციპალური ჩამდინარე წყლების 75% საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროა. ბიოლოგიური ტიპის გამწმენდი ნაგებობები ფუნქციონირებენ მხოლოდ 2 ქალაქში (საჩხერე, ბათუმი). ხოლო ქქ. თბილისი-რუსთავის რეგიონულ გამწმენდი ნაგებობა კი უზრუნველყოფს მხოლოდ ჩამდინარე წყლების პირველად, მექანიკურ გაწმენდას. გამწმენდი ნაგებობის მფლობელს („ჯორჯიან უოტერ&პაუერი“) ვალდებულება აქვს 2018 წლამდე ჩაატაროს გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია.
[1] 2011 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით პაქტი, რატიფიცირებულია 160 ქვეყნის მიერ. საქართველო პაქტს შეუერთდა 1994 წელს.General comments No.15 to the UN International Covenant “On Economic, Social and Cultural Rights”1, adopted in 1966 at the UN General Assembly.
[2] http://www.who.int/water_sanitation_health/hygiene/en/
[3] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs310/en/index.html
[4] http://www.csrdg.ge/upload/editor/file/biuletenebi/117/wkali.pdf „წყალი და ჯანმრთელობის პრობლემები საქართველოში“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.ბიულეტენი #117, 2010. http://www.csrdg.ge/upload/editor/file/biuletenebi/117/wkali.pdf
[5] 2011 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით პაქტი, რატიფიცირებულია 160 ქვეყნის მიერ. საქართველო პაქტს შეუერთდა 1994 წელს.General comments No.15 to the UN International Covenant “On Economic, Social and Cultural Rights”1, adopted in 1966 at the UN General Assembly.
[6]გარემოსა და ჯანმრთელობის მინისტრთა მე-5 კონფერენცია ქ.პარმა, იტალია, 2010 წელი. http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0011/78608/E93618.pdf
[7] http://water.gov.ge/geo/about-us/company
[8] მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სისტემების არსებული მდგომარეობის შეფასება დუშეთისა და მარნეულის რაიონებში,
თბილისი 2013. http://www.ncdc.ge/uploads/publications/angarishebi/mciremasStabiani_wyalmomaragebis_sistemebi.pdf
[9] JMP Progress on Sanitation and Drinking-Water 2013 Report, page 12-13.
[10] ჰიგიენური პირობების კვლევა საჯარო სკოლებში. საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფტასტრუქტურის განვითარების ეროვნული სააგენტო, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისი, საქართველო, 2013.
| იცავს დაავადებისგან |
|
წითელა, წითურა, ყბაყურა
|
| ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი |
|
ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,5 მლ-ს, აცრა კეთდება ღრმად კანქვეშ, მხრის შუა მესამედის გარე ზედაპირზე.
|
| ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება. |
|
მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
|
| გაფრთხილება |
|
ანტისხეულების შემცველი სისხლის პროდუქტების უახლესი გადასხმიდან ინტერვალი ≤11 თვე (სპეციფიური ინტერვალი დამოკიდებულია პროდუქტზე); საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე – გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!
|
| ცრუ უკუჩვენებები |
|
ცრუ უკუჩვენებები |
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
წითელას, წითურას და თანდაყოლილი წითურას სინდრომზე ეჭვის მიტანისას დაუყოვნებლივ შეატყობინეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ტერიტორიულ სამსახურს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონის ყველა ქვეყანას და საქართელოს, მიზნად აქვს დასახული წითელას და წითელას ელიმინაცია – ვირუსის ტრანსმისიის სრული შეწყვეტა, – რასაც თავისთავად მოჰყვება თანდაყოლილი წითურას სინდრომის ელიმინაცია.
წითელას და წითურას ელიმინაცია განისაზღვრება, როგორც წითელას ან წითურას ენდემური ტრანსმისიის არარსებობა გარკვეულ გეოგრაფიულ ერეალში სულ ცოტა 12 თვის განმავლობაში.



“თბილისის მე-12 რაიონული სამსახურის 1722 ბრიგადის კიდევ ერთი წარმატება.
თბილისის მე-12 ფილიალის 1722 ბრიგადამ ქუჩის გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო. 3 წუთში ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი მანქანაში უგონო მდგომარეობაში დახვდა, მეგობრის გადმოცემით ქალბატონს მანქანა უნდა დაეძრა, რა დროსაც მოულოდნელად გონება დაკარგა.
ექიმის გადმოცემით, არ აღინიშნებოდა სუნთქვა და პულსი. სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტი დაუყოვნებლივ იქნა ფარზე გადაყვანილი და დაწყებული გულ-ფილტვის რეანიმაცია, ჩაედგა ვენის კათეტერი, პაციენტი აიყვანეს მონიტორზე, განხორციელდა ტრაქეის ინტუბაცია. მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, მოხდა დეფიბრილატორის გამოყენება და გფრ-ის გაგრძელება, შეუჩერებლად გრძელდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.
მე-3 შოკის შემდეგ აღდგა სინუსური რითმი, გუგები გახდა მიოზური, ფორსმაჟორში დაიწყო პაციენტის გადაყვანა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. კლინიკის შესასვლელთან მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია პულსით, ჩატარდა სინქრონული კარდიოვერსია და აღდგენილი სინუსური რითმით შეყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და მკურნალობას განაგრძობს.
#გვეამაყება
ექიმი ვიქტორ ჭანკოტაძე
უმცროსი ექიმი მამუკა ბაჟუნაიშვილი
მძღოლი ანდრო ჯაგოდნიშვილი
#შენისიცოცხლისგადასარჩენად”, – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.
