სამშაბათი, მაისი 12, 2026

12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა – პროფესიულ დღეს ვულოცავთ ყველა ექთანს! მადლობას გიხდით თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის

12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა!
#post_seo_title

12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა!

პროფესიულ დღეს ვულოცავთ ყველა ექთანს! მადლობას გიხდით თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის. თითოეული ექთნის როლი ფასდაუდებელია, სამედიცინო საქმიანობაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას, პროფესიულ საქმიანობაში!

ექთანს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის სამედიცინო სისტემაში განსაკუთრებულად საპატიო ადგილი უკავია.

ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება 1974 წლიდან. ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN)  მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნების საერთაშორისო დღედ ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე, 12 მაისი ყოფილიყო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას.

საქართველოში ექთნის საქმიანობა დამოუკიდებელ პროფესიად 2024 წლის თებერვალში იქნა აღიარებული საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად. ეს მიმართულება დამოუკიდებელ სერტიფიცირებას ექვემდებარება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ პროფესიის წარმომადგენელთა საქმიანობის მნიშვნელობას.

ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს -“ნარკოტიკი რომელიც აქტიურად  გამოჩნდა ბაზარზე და არის ძალიან ტოქსოური, იყიდება როგორც მეფედრონი ან ალფა-პვპ ან და შერეულია სხვა  და სხვა ნარკოტიკებში“

ზურა სიხარულიძე  მოსახლეობას აფრთხილებს - „არ შეიძლება რომ არ გაგაფრთხილოდ“
#post_seo_title

ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს:

ნარკოტიკი რომელიც აქტიურად  გამოჩნდა ბაზარზე და არის ძალიან ტოქსოური, იყიდება როგორც მეფედრონი ან ალფა-პვპ ან და შერეულია სხვა  და სხვა ნარკოტიკებში 

ეს არის ნაროტიკი რომელიც იპყრობს შენ გონებას და გომონენს!! 
კლეფედრონი (4-CMC) — კიდევ ერთი “კრისტალი”, რომელიც დარტყმას იქით უფრო იძლევა, ვიდრე სიამოვნებას
კლეფედრონი — იგივე 4-ქლორომეთკათინონი — ეკუთვნის სინთეზური კათინონების ოჯახს. ქიმიურად ჰგავს მეფედრონს, მაგრამ ქლორის ატომი აძლევს სხვა ტოქსიკურ პროფილს. გარეგნულად — თეთრი ან მოყვითალო კრისტალები ან ფხვნილი. ხშირად იყენებენ შესუნთქვით, ზოგჯერ ყლაპავენ ან ხსნიან და ინიექციურად იღებენ.

რას იძლევა?

მოქმედებს დოფამინის და ნორადრენალინის დაბრუნებაზე — ანუ აგზავნის ადამიანს ეგრეთ წოდებულ “აპზე”:
ენერგია, ეგო, ლაპარაკი, მუსიკის გაძლიერება, სექსუალური მოტივაცია — მაგრამ ნაკლებად ეიფორია და ემოციური სიახლოვე, რაც მეფედრონის ეფექტია

რისკები?
• ნეიროტოქსიურობა — კვლევები ცხადად აჩვენებს, რომ კლეფედრონი აზიანებს ნეირონებს.
• გულის რისკები — ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება, არითმიები.
• სიფსიხე და ფსიქოზები — განსაკუთრებით დიდ დოზებზე ან შერევით.
• დამოკიდებულება — სწრაფად ვითარდება ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა; “ერთი ხაზი” ხშირად სრულდება binge-ით.
• გადაზიდვა და მოტყუება — საქართველოში და სხვა ქვეყნებში მას ხშირად ყიდიან მეფედრონის სახელით, ანუ მომხმარებელი არ იცის, რას იღებს სინამდვილეში.

საკვანძო მომენტი: კლეფედრონი ბევრად უფრო ტოქსიკურია და არაპროგნოზირებადია, ვიდრე მეფედრონი. სიამოვნება ნაკლებია, ზიანი — მეტი. როგორც ერთმა მომხმარებელმა თქვა: “გარტყმის მეტი ვერაფერი ვიგრძენი.

კლეფედრონის მომხმარებლები რეანიმაციაში ხვდებიან მაშინ, როცა ვითარდება:

1. ჰიპერთერმიული სინდრომი (გადახურება)

ინტენსიური ფიზიკური აქტივობა + ვაზოკონსტრიქცია + სეროტონინერგული აგზნება იწვევს სხეულის ტემპერატურის მკვეთრ მატებას (39–41°C).

კლინიკურად:
• ცხელი, მშრალი კანი
• დაბნეულობა
• თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება
• კრუნჩხვები
• დამთავრდება მულტიორგანული უკმარისობით, თუ დროულად არ მოხდა ინტერვენცია.

2. კრუნჩხვები და აგზნებული დელირიუმი

კათინონებმა (განსაკუთრებით კლეფედრონმა) შეიძლება გამოიწვიოს დოფამინერგული ზედაქტიურობა, რაც ზოგჯერ გადადის:
• გადაუვალ აგზნებულ მდგომარეობაში (Excited Delirium Syndrome)
• ხშირია ტაკიპნეა, ტაქიკარდია, ძლიერად გამოხატული პარანოია და ძალადობრივი ქცევა

ეს მდგომარეობა საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც პაციენტს, ასევე პერსონალს და ხშირად საჭიროებს სედაციას, სუნთქვის მხარდაჭერას, ინტენსიურ მონიტორინგს.

3. რაბდომიოლიზი + თირკმლის მწვავე უკმარისობა

გადაჭარბებული აგზნების, ტემპერატურის მატებისა და დეჰიდრატაციის ფონზე ვითარდება:
• კუნთოვანი ქსოვილის დაშლა
• მუქი შარდი, ურია
• ჰიპერკალიემია და საშიში არითმიები

4. გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი ან არითმიები

კლეფედრონის ვაზოკონსტრიქტორული ეფექტები და ნორადრენალინის ზრდა იწვევს:
• ჰიპერტენზიურ კრიზს, ტაქიარითმიას
• შემდეგ — გულის შეტევას, აკვაპულს, მიოკარდიუმის დაზიანებას

5. მძიმე ფსიქოზური კრიზი ან სუიციდური ქცევა

კონკრეტული შემთხვევები ფიქსირდება, როცა კლეფედრონის აბსტინენციის ან ბინჯის შემდეგ პაციენტი მძიმე ფსიქოზური ან დეპრესიულ-სუიციდური მდგომარეობით ხვდება რეანიმაციულ განყოფილებაში (ზოგჯერ ბენზოდიაზეპინებისა და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენების ფონზე).

როგორ უნდა დავეხმაროთ- 

• პირველადი სიმპტომების სწორად ამოცნობა გადამწყვეტია: თუ ადამიანი აჩვენებს ჰიპერთერმიის, კუნთოვანი სპაზმების, ან დეზორიენტაციის ნიშნებს — აუცილებელია დაუყოვნებელი გადამისამართება რეანიმაციულ სერვისში.

• ზოგჯერ უკვე ფატალური გართულებები ვითარდება 3-4 საათში ბინჯის დაწყებიდან, განსაკუთრებით, თუ ადგილი აქვს მრავალჯერად მიღებას. ეს არის და მგონი როცა გაქვს ასეთი ინფორმავია არ უნდა გარისკო მაგის მიღება!!”,- წერს სიხარულიძე.

კბილებს შორის სიცარიელე – რა უნდა ვიცოდეთ დიასთემაზე?

კბილებს შორის სიცარიელე
#post_seo_title

კბილებს შორის სიცარიელე – რა უნდა ვიცოდეთ დიასთემაზე?

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ კბილებს შორის სივრცის, მიზეზებისა და მკურნალობის შესახებ

ღიმილი ადამიანურ ურთიერთობებში დიდი მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამიტომ, კბილებს შორის არსებული სიცარიელე, განსაკუთრებით წინა კბილების მიდამოში (ე.წ. დიასთემა), ბევრისთვის ყურადღების ობიექტი ხდება. ეს ყოველთვის არ არის პრობლემა, თუმცა ზოგ შემთხვევაში საჭიროებს მკურნალობას.

რა არის დიასთემა?

დიასთემა წარმოადგენს კბილებს შორის არსებულ ხილულ შუალედს, რომელიც ხშირად წინა ზედა კბილებს შორის გვხვდება. ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური ესთეტიკური ნიშანი, სხვებისთვის კი – ფუნქციური დისკომფორტის წყარო.


დიასთემის გაჩენის ძირითადი მიზეზები

  1. კბილებისა და ყბის ზომის შეუსაბამობა
    როდესაც ყბა ფართოა, ხოლო კბილები შედარებით პატარა, კბილებს შორის ბუნებრივად ჩნდება შუალედები.

  2. კბილების არარსებობა ან დაგვიანებული ამოჭრა
    სარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვა და მუდმივი კბილების არასწორი ამოჭრა ხშირად იწვევს სივრცეების გაჩენას.

  3. ლაგამის (ფრენულუმის) არასათანადო მდებარეობა
    ზედა ტუჩის ქვემოთ მდებარე ლაგამი, რომელიც ღრძილზე “ჩადის”, შეიძლება მექანიკურად წყვეტდეს წინა კბილების ერთმანეთთან კონტაქტს.

  4. ბავშვობის ჩვევები
    მუდმივი თითის წოვა, მატყუარას ხანგრძლივი გამოყენება ან სხვა მავნე ჩვევები ბავშვობაში – გავრცელებული მიზეზებია.


უნდა ვიმკურნალოთ თუ არა დიასთემა?

დიასთემა ყოველთვის არ წარმოადგენს კლინიკურ პრობლემას. თუ ის მხოლოდ ვიზუალური ხასიათისაა და არ იწვევს მეტყველების დარღვევას, ღეჭვის სირთულეს ან ღრძილების გაღიზიანებას, მკურნალობა აუცილებელი არ არის. თუმცა, თუ შუალედი ქმნის ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ დისკომფორტს, სასურველია ორთოდონტთან კონსულტაცია.


როგორ ხდება დიასთემის მკურნალობა?

დიასთემის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და პაციენტის საჭიროებებზე:

  • ორთოდონტიული მკურნალობა
    ბრეკეტები და გამჭვირვალე კაპები (ინვიზალაინის ტიპის ელაინერები) – ეს მეთოდები თანდათან აჭრელებენ კბილებს სწორ პოზიციაში და ავსებენ სიცარიელეს.

  • ვინირები ან ლამინატები
    კოსმეტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკლე დროში აუმჯობესებს ღიმილის ვიზუალურ მხარეს და ფარავს სივრცეს.

  • ქირურგიული ჩარევა
    თუ პრობლემის ძირითადი მიზეზი ლაგამია, შესაძლებელია მისი მოცილება ან კორექცია მცირე ოპერაციით.


როდის მივმართოთ ორთოდონტს?

თუ შენიშნეთ, რომ კბილებს შორის სივრცე იწვევს მეტყველების დარღვევას, ღეჭვის პრობლემებს ან ესთეტიკურ დისკომფორტს – უმჯობესია, რაც შეიძლება მალე მიმართოთ სტომატოლოგს ან ორთოდონტს. დროული მკურნალობა თავიდან აგაცილებთ გართულებებს და მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ ღიმილიან იერს.


დასკვნა
დიასთემა ხშირად არ არის საშიში, მაგრამ ყოველთვის ღირს მისი მიზეზის გარკვევა. თანამედროვე სტომატოლოგია მრავალი ეფექტური მეთოდით გთავაზობთ როგორც ფუნქციურ, ისე ესთეტიკურ გამოსავალს.

რევოლუცია ჯანდაცვაში – მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტით მართული საავადმყოფო უკვე რეალობაა

მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტით მართული საავადმყოფო
#post_seo_title

მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტით მართული საავადმყოფო უკვე რეალობაა — „Agent Hospital“ ჩინეთიდან!

ეს აღარ არის ფანტასტიკა… ეს არის მომავალი, რომელიც უკვე დაიწყო!
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
წარმოგიდგენიათ საავადმყოფო, სადაც არცერთი ადამიანი არ მუშაობს?
არც ექიმი, არც მედდა – მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი. და ეს ყველაფერი არა სადღაც შორეულ მომავალში, არამედ უკვე დღეს — ცინგჰუას უნივერსიტეტმა (Tsinghua University, ჩინეთი) ოფიციალურად წარადგინა „Agent Hospital“ – მსოფლიოში პირველი სრულად AI-ის მიერ მართული ვირტუალური კლინიკა!
როგორ მუშაობს ეს ყველაფერი?
• 42 AI-ექიმი და 4 AI-მედდა მუშაობენ ციფრულ პლატფორმაზე,
• მკურნალობენ ვირტუალურ პაციენტებს — რეალურ სამედიცინო მონაცემებზე დაყრდნობით,
• მათი “სწავლა” და გადაწყვეტილებები მუდმივად უმჯობესდება გამოცდილების ზრდასთან ერთად,
• 10,000 შემთხვევა რამდენიმე დღეში – რაც ადამიან ექიმს ორი წელი დასჭირდებოდა!
ეს არის ნამდვილი სამედიცინო სიმულატორი, რომელიც ქმნის ახალ ეპოქას ექიმთა მომზადებაში, კვლევებში და ერთ დღეს — კლინიკურ პრაქტიკაშიც.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
სასწავლო რევოლუცია:
AI-კლინიკა საშუალებას აძლევს მედიკოს სტუდენტებს ივარჯიშონ რეალურ სიტუაციებზე — უშეცდომოდ, უსაფრთხოდ და უსასრულოდ.
სწრაფი დიაგნოსტიკა:
AI არ იტანს დაღლას, არ უშვებს ემოციურ შეცდომებს და მუდმივად სწავლობს — რაც სწრაფ და ეფექტურ მკურნალობას ნიშნავს.
განვითარება სოფლებში:
როდესაც ექიმი არ არის ახლოს, AI სისტემამ შეიძლება გაუწიოს მოსახლეობას პირველი დახმარება, რაც გადამწყვეტი შეიძლება გახდეს სიცოცხლის გადასარჩენად.
პანდემიის მზადყოფნა:
Agent Hospital-ს შეუძლია სიმულაცია გაუწიოს ეპიდემიების გავრცელებას — რაც გვაძლევს შანსს დროულად ვიმოქმედოთ.
მაგრამ არსებობს სიფრთხილის საფუძველიც:
•AI ჯერ კიდევ ვერ ფლობს ემპათიას, რომელიც ექიმის განუყოფელი ნაწილია.
•პაციენტის პირადი მონაცემების დაცვა — სავალდებულოა, თუნდაც ვირტუალურ სივრცეში.
•საჭიროა მკაცრი რეგულაციები და ეთიკური ჩარჩოები, რათა ეს ტექნოლოგია ემსახუროს ადამიანს და არა პირიქით.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:
„Agent Hospital უკვე გვაჩვენებს, როგორი იქნება ხვალინდელი ჯანდაცვა.
ეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციაა, არამედ ფუნდამენტური გადახედვა, როგორ ვასწავლით მომავალ ექიმებს, როგორ ვმართავთ პაციენტს, როგორ ვუმკლავდებით ახალ დაავადებებს.
საქართველომ არ უნდა ჩამორჩეს — ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გლობალური ცვლილების ნაწილი და არ დავრჩეთ მხოლოდ მაყურებლები.“
წყაროები (Vancouver სტილით):
1. Tsinghua University Institute for AI Industry Research. Tsinghua launches world’s first AI hospital “Agent Hospital”. 2025 May 6. Available from: https://air.tsinghua.edu.cn/en/info/1007/1872.htm
2. China Daily. Tsinghua University develops virtual hospital powered by AI. 2025 May 6. Available from: https://www.chinadaily.com.cn/…/WS68195e8fa310a04af22bd960…
3. Global Times. AI doctors treat 10,000 virtual patients in days. 2025 May 7. Available from: https://www.globaltimes.cn/page/202405/1313235.shtml
4. Interesting Engineering. China’s AI hospital can handle 10,000 cases in days. 2025 May 6. Available from: https://interestingengineering.com/…/china-ai-hospital…
მეტი ინფორმაცია, ახალი მედიცინის შესახებ წაიკითხეთ:

მეცნიერებმა იშვიათი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანებს დღე-ღამეში 4-დან 6 საათამდე ძილის შემდეგაც კარგად ფუნქციონირების საშუალებას აძლევ

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მუტაცია
#post_seo_title

მეცნიერებმა იშვიათი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანებს დღე-ღამეში 4-დან 6 საათამდე ძილის შემდეგაც კარგად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს, მაშინ, როდესაც უმეტესობას ამისთვის 8 საათი სჭირდება. შესაბამისი კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

საუბარია გენეტიკურ მუტაციაზე SIK3-N783Y, რომელიც მეცნიერთა გუნდმა მოდიფიცირებულ თაგვებშიც გამოიკვლია და დაადგინა, რომ ასეთ თაგვებსაც გამოსაძინებლად ნაკლები დრო სჭირდებოდათ.

ახალაღმოჩენილი მუტაცია ერთ-ერთია იმ რამდენიმე მუტაციათაგან, რომლებსაც მეცნიერები ძილის უფრო მოკლე რეჟიმს უკავშირებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ასეთი ადამიანების გენეტიკის შესწავლით, ძილის დარღვევებისთვის უკეთესი მკურნალობის მეთოდების შემუშავებას შეძლებენ.

ექიმების გაფრთხილება: ულტრადამუშავებული საკვები და პარკინსონის დაავადება – ახალი სამეცნიერო კვლევა გვაფრთხილებს

დაკავშირებულია თუ არა პირის ღრუს ბაქტერიები ინსულტის რისკთან? – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები
Giorgi pkhakadze

ექიმების გაფრთხილება: ულტრადამუშავებული საკვები და პარკინსონის დაავადება – ახალი სამეცნიერო კვლევა გვაფრთხილებს

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე,
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
რას ამბობს ახალი კვლევა?
2025 წლის 7 მაისს, წამყვან სამეცნიერო ჟურნალ Neurology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა:
ულტრადამუშავებული საკვების (UPF – Ultra-Processed Food) ხშირი მოხმარება მჭიდრო კავშირშია პარკინსონის დაავადების ადრეულ ნიშნებთან.
ძირითადი მიგნებები:
• კვლევაში მონაწილეობდა 42,853 ადამიანი, საშუალო ასაკი – 48 წელი;
• დაკვირვება გრძელდებოდა 26 წლის განმავლობაში;
• მათ, ვინც დღეში 11 ან მეტ პორციას იღებდა ულტრადამუშავებული საკვებისა, 2.5-ჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, რომ გამოევლინათ პარკინსონის ადრეული ნიშნები.
რომელი პროდუქტებია ულტრადამუშავებული?
ერთ პორციად ითვლება:
• 1 ჭიქა გაზიანი სასმელი (შაქრიანი ან დიეტური);
• 1 ჰოთ-დოგი;
• 1 ნაჭერი შეფუთული ნამცხვარი;
• 1 სუფრის კოვზი კეტჩუპი;
• 30 გრამი ჩიფსი.
ეს პროდუქტი შეიძლება იყოს პატარა რაოდენობით, მაგრამ მათი რეგულარული მოხმარება კრიტიკულ ზემოქმედებას ახდენს ტვინზე.
როგორ მოქმედებს ულტრადამუშავებული საკვები ტვინზე?
კვლევის ავტორი, პროფესორი სიანგ გაო (Fudan University, შანხაი), აღნიშნავს:
„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ულტრადამუშავებული საკვების – მაგალითად, ტკბილი გაზიანი სასმელებისა და შეფუთული სნექების ჭარბად მიღება შესაძლოა აჩქარებდეს პარკინსონის დაავადების ადრეულ სიმპტომებს.“
სხვა მეცნიერები, დოქტორი ნიკოლაოს სქარმეასი (Columbia University) და დიეტოლოგი მარია მარაკი, დასძენენ:
„ნეიროდეგენერაციული დაავადებების პრევენცია შეიძლება დაიწყოს სადილის მაგიდიდან. ეს საკვები არამხოლოდ მეტაბოლურ დაავადებებს უწყობს ხელს, არამედ აჩქარებს ტვინის დაბერების პროცესს.“
პარკინსონის დაავადების სიმპტომები
პარკინსონი ნელა ვითარდება, თუმცა არსებობს ადრეული ნიშნები, რომელთა გაცნობიერება გადამწყვეტია:
• ხელების ან თითების კანკალი;
• მოძრაობის შენელება;
• კუნთების სიმკვრივე;
• ბალანსის დაკარგვა;
• ყნოსვის დაქვეითება;
• დეპრესია, უძილობა ან დღის ძილიანობა.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ჩვენ რაც უფრო მეტ შეფუთულ, პარკში გამზადებულ საკვებს ვიღებთ, მით მეტია ტვინის დაზიანების რისკი. არ უნდა ველოდოთ დაავადებას – პარკინსონის, ალცჰაიმერისა თუ სხვა ნეიროდეგენერაციულ პრობლემებს – პრევენცია იწყება რაციონიდან. დღიდან დღემდე, თქვენ გაქვთ არჩევანი: თეფშზე დადოთ სიცოცხლე, თუ დაავადება.“
წყაროები:
• Wang P. et al. Long-Term Consumption of Ultraprocessed Foods and Prodromal Features of Parkinson Disease. Neurology. 2025; 104(11). DOI: 10.1212/WNL.0000000000213562
• ScienceDaily – Eating ultra processed foods may speed up early signs of Parkinson’s disease
• U.S. News – Ultra-Processed Foods Linked To Parkinson’s Disease Risk
• New York Post – These foods increase your odds of early Parkinson’s symptoms
გაიგეთ მეტი ჯანსაღ კვებაზე და დაავადებათა პრევენციაზე:
შენი ექიმი – ჯანმრთელობის რჩევები პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე. WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

საქართველოში გავრცელდა ახალი თაობის მომაკვდინებელი ნარკოტიკები, რომლებიც რამდენიმე წუთში კლავენ – სიტუაცია უკიდურესად მძიმეა

საქართველოში გავრცელდა ახალი თაობის მომაკვდინებელი ნარკოტიკები
#post_seo_title

საქართველოს ახალგაზრდობას სასიკვდილო საფრთხე ემუქრება!

დღეს უკვე აღარ არის კითხვა “არსებობს თუ არა პრობლემა?” — კითხვა არის:
ვინ იქნება შემდეგი?!
საქართველოში გავრცელდა ახალი თაობის მომაკვდინებელი ნარკოტიკები, რომლებიც რამდენიმე წუთში კლავენ. ქუჩაში, სკვერში, კაფესთან, კლუბში — ადამიანები ეცემიან და აღარ დგებიან.
უმრავლესობა — ახალგაზრდები არიან.
ისინი, ვინც უნდა გეგმავდნენ მომავალს, სწავლას, სიყვარულს…
ჩვენ კი ვკარგავთ მომავალს — თვალწინ.
სიტუაცია უკიდურესად მძიმეა:
• ადამიანები იღუპებიან დღისით და მზისით, ბავშვებით სავსე ადგილებში.
• ნარკოლოგიური დახმარება ხშირად იგვიანებს.
• არ არსებობს საკმარისი განათლება იმაზე, რა არის “ნარკანი” (Naloxone) და როგორ გადაარჩინოთ სიცოცხლე გადაუდებელ შემთხვევებში.
• არ არსებობს საზოგადოებრივი გეგმა რეაგირებისათვის.
ეს მხოლოდ სახელმწიფოს პრობლემა არ არის — ეს ჩვენი ყველასი პრობლემაა.
• ყოველი მოქალაქე უნდა იყოს ინფორმირებული.
• ყოველ ოჯახს უნდა ჰქონდეს სამოქმედო გეგმა.
• საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ ყველა აფთიაქში იყიდებოდეს ნარკანი.
• სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა და პოლიციამ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ეს პრეპარატი.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით:
“დღეს, საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი სიკვდილიანობის მიზეზი შეიძლება გახდეს ახალი ტიპის ნარკოტიკები. თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, ხვალ შეიძლება ძალიან გვიან იყოს.”
მოუსმინეთ და დაუჯერეთ დარგის ექსპერტებს: Zura Sikharulidze
გაავრცელეთ ინფორმაცია. ილაპარაკეთ. იმოქმედეთ.
ერთად დავიცვათ მომავალი!
სიცოცხლის გადარჩენა — ყველას საქმეა!

თქვენ გატყუებენ – ე.წ ვეიპები, რომლებიც გაჯერებულია „ტკბილი საწამლავით“

ელექტრო სიგარეტის გავლენა ახალგაზრდების კანზე და კბილებზე
#post_seo_title

თქვენ გატყუებენ! გატყუებენ რომ ელექტრო სიგარეტი უვნებელია! რომ ის არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და რომ ის დაგეხმარებათ თამბაქოსთვის თავის დანებებაში…- ეს დიდი ტყუილია!

ფერადი, სხვადასხვა ფორმის ელექტრომოწყობილობები, რომელიც მომხმარებელს საყვარელი კენკრის, ხილის არომატებით ხიბლავს, რეალურად ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მისი გამოყენებით ვაზიანებთ ჩვენს ორგანიზმს, გამონაბოლქვით კი ჩვენს გარშემომყოფებს.

არაჯანსაღი კბილები, ადრეული მენოპაუზა, გაუარესებული მხედველობა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება, უმადობა, მუდმივი ხველა, სუსტი იმუნიტეტი, უნაყოფობა, დანაოჭებული კანი, სიყვითლე თითებზე — ეს იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც მწეველები დგანან.

გააგრძელეთ კითხვა

 

ძალიან სერიოზული დაავადებით დაინფიცირდა, რომელსაც „პოპკორნის ფილტვებს“ უწოდებენ – დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზი ელექტრო სიგარეტი

ელექტრო სიგარეტის გავლენა ახალგაზრდების კანზე და კბილებზე
#post_seo_title

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ყურადღება  ამერიკაში დაფიქსირებულმა შემთხვევამ მიიქცია. შეერთებულ შტატებში მცხოვრები თინეიჯერი იშვიათი, თუმცა ძალიან სერიოზული დაავადებით დაინფიცირდა, რომელსაც „პოპკორნის ფილტვებს“ უწოდებენ.

ექიმების დასკვნით, დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზი ელექტრო სიგარეტის (ვეიპის) სამწლიანი მოხმარება გახდა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ყურადღება მიიქცია აშშ-ში დაფიქსირებულმა შემთხვევამ, როდესაც თინეიჯერი იშვიათი, თუმცა მძიმე დაავადებით – ე.წ. „პოპკორნის ფილტვებით“ (Bronchiolitis Obliterans) – დაინფიცირდა.

„პოპკორნის ფილტვები“ არის ბრონქიოლიტის ობლიტერანსი – სასუნთქი გზების ანთებითი მდგომარეობა, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ქრონიკულ ხველას, ქოშინსა და დაღლილობას.

ტერმინი პირველად 2000-იან წლებში დამკვიდრდა, როდესაც აშშ-ში პოპკორნის ქარხანაში დასაქმებულ რამდენიმე თანამშრომელს დიაცეტილის აეროზოლური ნაერთის შესუნთქვის შედეგად ფილტვების დაზიანება აღმოაჩნდათ.

რა არის დიაცეტილი და რატომ არის ის საშიში?
დიაცეტილი არის არომატული ქიმიური ნაერთი, რომელიც პროდუქტის გემოს გასაუმჯობესებლად გამოიყენება – განსაკუთრებით პოპკორნის buttery (კარაქიან) არომატში. თუმცა, აეროზოლის სახით ჰაერში მოხვედრისას და განსაკუთრებით გაცხელების პროცესში, დიაცეტილი ტოქსიკურ ნაერთად გარდაიქმნება.

საკვებთან ერთად მიღებისას მსგავსი ქიმიური ნივთიერებები ღვიძლის ფილტრაციას გადიან, რის შემდეგაც ხვდებიან სისხლში, მაგრამ ელექტრო სიგარეტის გამოყენებისას ტოქსიკური კომპონენტები პირდაპირ ფილტვებში ხვდება და ორგანიზმში წამებში ვრცელდება.

რა საფრთხე მოაქვს არომატულ სითხეებს ელექტრო სიგარეტებში?
დღეს ელექტროსიგარეტებში 180-ზე მეტი არომატული ნაერთი ფიქსირდება. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია დიაცეტილი, აცეტოინი და პენტანდიონი – ყველა მათგანი შეიძლება საზიანო იყოს სასუნთქი სისტემისთვის.

ბაზარზე არსებული ელექტრო სიგარეტები მრავალფეროვანი არომატით გამოირჩევა: ნაყინის, მანგოს, კარამელისა თუ სხვა ტკბილეულის გემოებით – რაც ახალგაზრდებში მის მიმზიდველობას ზრდის, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვნად ზრდის ჯანმრთელობის რისკებს.

დასკვნა:
ელექტრო სიგარეტის მოხმარება არ არის უსაფრთხო ალტერნატივა. განსაკუთრებით მოზარდებისთვის, მისი გამოყენება სერიოზულ გართულებებთან, მათ შორის „პოპკორნის ფილტვების“ მსგავს იშვიათ დაავადებებთანაც კი შეიძლება იყოს დაკავშირებული.

სამედიცინო ექსპერტების შეფასებით, დღესდღეობით ელექტროსიგარეტებში 180-ზე მეტ არომატულ ნივთიერებას ვხვდებით. დიაცეტილის გარდა,  ხშირად იყენებენ აცეტოინსა და პენტანდიონს, რომლებიც ასევე მავნე ნივთიერებებია.

 

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, პაციენტის ინტერესების კიდევ უფრო უზრუნველყოფა, კერძო სექტორთან თანამშრომლობა, DRG დაფინანსების მოდელიდა მისი მნიშვნელობა

მიხეილ სარჯველაძე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა
#post_seo_title

ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში – შესაძლებლობები და გამოწვევები, – ჯანდაცვის მინისტრი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გამართულ, რიგით მე-19 დისკუსიაში მონაწილეობდა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანელური დისკუსიის მონაწილეებმა, ჯანდაცვის სისტემაში, სადაზღვევო კომპანიების პოტენციური ინტეგრაციაზე, სადაზღვევო სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში, ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. ასევე, საკუთარ გამოსვლაში, უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, პაციენტის ინტერესების კიდევ უფრო უზრუნველყოფისთვის, კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე, DRG დაფინანსების მოდელსა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება დაეთმო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სტაციონარულ სამედიცინო სერვისებზე თანაგადახდის შესაძლებლობას.

მიხეილს სარჯველაძის განცხადებით, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს.

პანელურ დისკუსიაში, მინისტრთან ერთად, „არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი მონაწილეობდნენ, რომლებმაც სადაზღვევო სექტორში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სექტორთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ღონისძიება ონლაინ მედია-პლატფორმა Business Insider Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights