ორშაბათი, მაისი 11, 2026

წამალდამოკიდებულება – ზიანის მომტანი

წამალდამოკიდებულება - ზიანის მომტანი
#post_seo_title

წამალდამოკიდებულება

წამალდამოკიდებულება, გულისხმობს მავნე ან/და ზიანის მომტანი ფსიქოაქტიური და ფსიქოტორპული ნივთიარებების გამოყენებას, როგორებიცაა ნარკოტიკული საშუალებები და ალკოჰოლი. 
ფსიქოატიური ნივთიერებების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამოკიდბეულების სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ქცევით, კოგნიტურ და ფიზიოლოგიურ ფენომენს, რომელიც ვითარდება ნარკოტიკული ნივთიარებების ხშირი განმეორებითი მოხმარების შედეგად და ხასიათდება შემდეგი ფაქტორებით:
-ნარკოტიკული საშუალების მიღების ძლიერი სურვილი;
-სირთულეები ნარკოტიკული საშუალების მიღების კონტროლისას;
-მავნე და ზიანის მომტანი შედეგების მიუხედავად ნივთიერების მიღების გაგრძელება;
-ნარკოტიკული საშუალების მიღება უფრო პრიორიტეტულია ვიდრე სხვა საქმიანობა ან ვალდებულებები;
-რიგ შემთხვევაში ფიზიკური აბსტინენციის სინდრომი

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა ქალს გული აუმუშავეს – “თბილისის მე-12 რაიონული სამსახურის 1722 ბრიგადის კიდევ ერთი წარმატება

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა ქალს გული აუმუშავეს
#post_seo_title

თბილისის მე-12 რაიონული სამსახურის 1722 ბრიგადის წევრმა უგონო მდგომარეობაში, ავტომობილში მყოფ ქალს პირველადი დახმარება გაუწია და, გულ-ფილტვის რეანიმაციისა და სხვა სამედიცინო მანიპულაციების შედეგად, პულსი აღუდგა. პაციენტი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. მას გამოკვლევები უტარდება.

“თბილისის მე-12 რაიონული სამსახურის 1722 ბრიგადის კიდევ ერთი წარმატება.

თბილისის მე-12 ფილიალის 1722 ბრიგადამ ქუჩის გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო. 3 წუთში ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი მანქანაში უგონო მდგომარეობაში დახვდა, მეგობრის გადმოცემით ქალბატონს მანქანა უნდა დაეძრა, რა დროსაც მოულოდნელად გონება დაკარგა.

ექიმის გადმოცემით, არ აღინიშნებოდა სუნთქვა და პულსი. სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტი დაუყოვნებლივ იქნა ფარზე გადაყვანილი და დაწყებული გულ-ფილტვის რეანიმაცია, ჩაედგა ვენის კათეტერი, პაციენტი აიყვანეს მონიტორზე, განხორციელდა ტრაქეის ინტუბაცია. მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, მოხდა დეფიბრილატორის გამოყენება და გფრ-ის გაგრძელება, შეუჩერებლად გრძელდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.

მე-3 შოკის შემდეგ აღდგა სინუსური რითმი, გუგები გახდა მიოზური, ფორსმაჟორში დაიწყო პაციენტის გადაყვანა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. კლინიკის შესასვლელთან მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია პულსით, ჩატარდა სინქრონული კარდიოვერსია და აღდგენილი სინუსური რითმით შეყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და მკურნალობას განაგრძობს.

#გვეამაყება

ექიმი ვიქტორ ჭანკოტაძე

უმცროსი ექიმი მამუკა ბაჟუნაიშვილი

მძღოლი ანდრო ჯაგოდნიშვილი

#შენისიცოცხლისგადასარჩენად”, – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

სიკვდილისგან გადარჩენილი – მორიგი სირცხვილი ქართულ ჯანდაცვაში, „მეოთხე სტადიის მელანომა და მესამე სტადიის სწორი ნაწლავის სიმსივნე — არცერთი არ დაუდასტურდა…“

სიკვდილისგან გადარჩენილი – მორიგი სირცხვილი ქართულ ჯანდაცვაში
#post_seo_title

სიკვდილისგან გადარჩენილი – მორიგი სირცხვილი ქართულ ჯანდაცვაში

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD)
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და WHO-ს ექსპერტი
„მეოთხე სტადიის მელანომა და მესამე სტადიის სწორი ნაწლავის სიმსივნე — არცერთი არ დაუდასტურდა…“
  • ეს არის ერთი ქალის გადარჩენილი ისტორია. და ასევე — ჩვენი სისტემის მორიგი ჩამონგრეული კედელი.
საფრანგეთში, პარიზის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში მიიყვანეს ქართველი ქალი, რომელსაც საქართველოში და თურქეთში ათწლეულობით მკურნალობდნენ მძიმე ონკოლოგიური დიაგნოზებით. აღმოჩნდა, რომ მას არც მელანომა ჰქონდა და არც ნაწლავის კიბო — მხოლოდ კუჭ-ნაწლავის უწყინარი პოლიპები.
ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა არაა. ეს — სისტემაა. და ეს სისტემა კლავს.
1. არაა ხარისხის კონტროლი — შედეგია დეზინფორმაცია და გაკოტრებული ოჯახები
საქართველოში დღემდე არ არსებობს ერთიანი, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სავალდებულო ხარისხის კონტროლის სისტემა, რომელიც პაციენტის დიაგნოზს, მკურნალობასა და პროცესის სამართლიანობას გარანტირებულად დაადგენდა. დიაგნოზი ხშირად დგინდება არასრული კვლევებით, დაუდასტურებელი ან გადაჭარბებული ინტერპრეტაციით.
შედეგი?
• პაციენტები თავს ხარჯავენ უაზროდ,
• ოჯახის წევრები გაყიდულ სახლ-კარსა და ავტოებს,
• ხოლო ზოგი… ვერ ასწრებს პარიზში ჩასვლას და ნამდვილად იღუპება.
საქართველოში სავალდებულოა ჯანდაცვის დაწესებულებების აკრედიტაცია — მაგრამ რეალურად უმრავლესობა მხოლოდ ფურცელზე.
2. ექიმის განათლება მთავრდება უნივერსიტეტით – და ეს არის უდიდესი შეცდომა
თანამედროვე მედიცინა ყოველდღე იცვლება. დიაგნოსტიკა, ონკოლოგია, პათომორფოლოგია — ეს დარგები მექანიკურად წინ მიდის. ხოლო ჩვენთან?
• უწყვეტი სამედიცინო განათლება რეალურად არ არსებობს.
• ვერცერთი კლინიკა ვერ ამტკიცებს, რომ ექიმების 100% ყოველწლიურად გადის CME-ს (Continuing Medical Education).
• ბევრი ექიმი უბრალოდ რჩება იმ ცოდნაზე, რაც 10–15 წლის წინ მიიღო.
და როცა ასეთი ექიმი ასეთ პაციენტს ნახავს, რომელიც დაზიანებულია, მის “გონებაში” მხოლოდ მელანომა ჩნდება — რადგან უახლეს მონაცემებზე არ აქვს წვდომა და არც არავინ ამოწმებს.
3. სად არიან აკრედიტაციის ძლიერი ორგანიზაციები? რატომ ვუშვებთ პაციენტების გაწირვას?
ჩვენი კლინიკები ხშირად იბრალებენ, რომ “აკრედიტებულები” არიან, მაგრამ ვინ აკრედიტებს? KTQ? შიდა კომისია? ბებო მარო?!
ნამდვილი აკრედიტაცია არსებობს მხოლოდ საერთაშორისო დონის ორგანიზაციებისგან:
• Accreditation Canada (აკრედიტაცია კანადა)
• HAS – Haute Autorité de Santé (საფრანგეთი)
• და სხვები, რომელთაც აქვთ მკაფიო სტანდარტები, შეფასების გამჭვირვალე პროცესი და რეალური რისკების შესწავლა.
მხოლოდ ასეთი ორგანიზაციები და მათი დახმარებით შექმნილი ეროვნული აკრედიტაციის სისტემა იხსნის ჩვენთან მომავალში სხვებს ამ გაწირვისგან.
რა არის გამოსავალი?
1. სავალდებულო ხდება საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული აკრედიტაცია ყველა კლინიკისთვის.
2. მინიმუმ წელიწადში ერთხელ ყველა ექიმს უნდა გაევალოს ცოდნის განახლება (მინიმუმ 50 საათი). ეს უნდა გახდეს რეგულირებული და შემოწმებადი.
3. პაციენტის უფლებები უნდა გახდეს დაცული არა ფეისბუქით, არამედ სისტემით.
4. უნდა შეიქმნას პაციენტთა უფლებების დაცვის საბჭო, რომელიც კონკრეტულ საქმეებს შეისწავლის. ამისი მაგალითები უკვე დავნერგეთ 9 კანადის მიერ აკრედიტირებულ კლინიკაში
5. სამედიცინო შეცდომების განხილვა საცალდებულო იყოს ნამდვილად დამოუკიდებელ დარგობლივ ასოციაციის მიერ და მერე სამართლებრივი გამოძიება გახდეს, როცა საქმე ამ ტიპის შეცდომებს ეხება.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
„მე პირადად მინახავს ათობით პაციენტი, რომლებსაც “მელანომა” ჰქონდათ საქართველოში და შემდეგ სხვა ქვეყანაში გაუუქმდათ დიაგნოზი. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ სწორი დიაგნოზი, არამედ სისტემის შეცვლა — სადაც ექიმს ვერ ექნება უფლება დეზინფორმაციით გააძარცვინოს პაციენტი. ქვეყანა, რომელიც სიკვდილით ვაჭრობს, უკვე არ არის ცივილიზებული.“
წყაროები:
1. Leluka Lashkhi. Facebook Post. 2025.
2. Accreditation Canada. https://accreditation.ca
3. WHO – Continuing Medical Education Guidelines. https://www.who.int
4. OECD Health Systems Overview. https://www.oecd.org/health
5. Georgian Patient Council Initiative – PHIG. 2024.
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – პაციენტის უფლებები და ჯანდაცვის ხარისხი საქართველოში: www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. პროფესორი ფხაკაძე არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კონსულტანტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში და ასევე HelpAge International-ის ყოფილი რეგიონული მრჩეველი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისთვის.
შეიძლება იყოს 3 ადამიანი, სათვალე and საავადმყოფო გამოსახულება

სარძევე ჯირკვლის კიბო გლობალურად მეორე ყველაზე გავრცელებულ კიბოს წარმოადგენს, ხოლო ქალთა შორის ის პირველ ადგილზეა

კვლევა - სამმაგად ნეგატიურ ძუძუს კიბოს უჯრედებს აქვთ მაღალი მოთხოვნილება სელენზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უჯრედები გაფანტულად ან იზოლირებულად მდებარეობენ
#post_seo_title

ძუძუს კიბო

ძუძუს კიბოს ავადობა და სიკვდილიანობა 100 000 მოსახლეზე

მსოფლიოს შერჩეულ რეგიონებში, 2012

სარძევე ჯირკვლის კიბო გლობალურად მეორე ყველაზე გავრცელებულ კიბოს წარმოადგენს, ხოლო ქალთა შორის ის პირველ ადგილზეა. 2012 წელს ექსპერტთა შეფასებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს 1.67 მილიონ (ახალი შემთხვევების 25%) ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ძუძუს კიბო ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ მსოფლიოში. ინციდენტობის მაჩვენებლები 100 000 მოსახლეზე მსოფლიოს რეგიონების მიხედვით თითქმის 4-ჯერ ვარირებს – 27-დან ცენტრალურ აფრიკასა და აღმოსავლეთ აზიაში 96-მდე დასავლეთ ევროპაში. ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში ძუძუს კიბოს მეხუთე ადგილი უჭირავს და მაშინ როცა, დაბალი შემოსავლების ქვეყნებში კიბოთი სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ის მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს  შემდეგ.

ძუძუს კიბოს შეფასებითი ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, 2012 GLOBOCAN

2008 წელთან შედარებით 2012 წელს ინციდენტობის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი – 14%-ით. მრავალ ქვეყანაში ძუძუს კიბოს ინციდენტობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთა ზრდის უმთავრესი მიზეზებია სკრინინგული პროგრამების დანერგვით გამოვლენის გაუმჯობესება და ორსულობის დაგეგმვა მოგვიანებით ასაკში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ძუძუს კიბოთი ავადობა (100 000 ქალზე 90) თითქმის სამჯერ მაღალია ვიდრე დასავლეთ აფრიკაში (100 000 ქალზე 30), თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სკრინინგისა და მკურნალობის ეფექტური პროგრამების არსებობის შედეგად.

ქვეყნებს, სადაც 2012 წელს ძუძუს კიბოს ინციდენტობის მაჩვენებლები იყო ყველაზე მაღალი დასავლეთ ევროპის ქვეყნები – ბელგია, დანია და საფრანგეთი მიეკუთვნება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლები ყველაზე მაღალი იყო – ბაჰამაში, ფიჯის კუნძულებზე და ნიგერიაში.

  

ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ინციდენტობის მაჩვენებელი

100 000 ქალზე, 2012 GLOBOCAN

 

 

 ძუძუს კიბოთი ავადობის ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებლის (100 000 მოსახლეზე) ტენდეცია შერჩეულ ქვეყნებში

GLOBOCAN-ის მიერ გამოქვეყნებული ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ავადობის მაჩვენებლების დინამიკის შეფასება უჩვენებს, რომ 1975-2010 წლებში ევროპისა (დანია, ფინეთი, საფრანგეთი, სლოვაკია, ესპანეთი, ინგლისი) და აზიის (ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, ფილიპინები, სინგაპური) ბევრ ქვეყანაში ძუძუს კიბოს ინციდენტობა ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. ევროპის ქვეყნებში ავადობის ზრდა უკავშირდება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდას, ურბანიზაციას, პირველი  სრული ორსულობის დაგეგმვას მოგვიანებით ასაკში და შვილების მცირე რიცხვს, ხოლო აზიის ქვეყნებში ასეთი ტენდენცია დასავლური ცხოვრების წესის დამკვიდრებითაა გაპირობებული.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც შემცირდა ინციდენტობა, შედარებით მცირეა – ავსტრალია, კანადა, აშშ.

 

 

 

 

 

ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ქალზე, 2012, GLOBOCAN

 

 

ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის ასაკ-სტანდარტიზებული შეფასებითი მაჩვენებლის (100 000 მოსახლეზე) ტენდეცია შერჩეულ ქვეყნებში

GLOBOCAN-ის მიერ გამოქვეყნებული  შეფასებითი მაჩვენებლების მიხედვით ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული სიკვდილიანობა მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან ევროპაში (დანია, გაერთიანებული სამეფო, ფინეთი, საფრანგეთი,  ესპანეთი), კანადაში, აშშ-სა და ავსტრალიაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. სიკვდილიანობის კლება  უკავშირდება სკრინინგული პროგრამების დანარგვის შედეგად დაავადების ადრეულ  სტადიაზე გამოვლინებასა და ეფექტური მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობას.

ქალთა პოპულაცია:

ძუძუს კიბოს პირველი ადგილი უჭირავს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაში ქალთა შორის მსოფლიოში, 2012, GLOBOCAN

 ორივე სქესი:

ძუძუს კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ავადობის შეფასებითი მაჩვენებელი პირველ ადგილზეა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეორე ადგილზე (ფილტვის კიბოს შემდეგ) ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაში მსოფლიო პოპულაციაში, 2012, GLOBOCAN

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

ყურის ტკივილი ბავშვებში – ბავშვის ყურის ინფექციები: სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია

ყურის ტკივილი ბავშვებში
#post_seo_title

ბავშვის ყურის ინფექციები: სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია

ყურის ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემაა ბავშვთა ასაკში. ჩვილებს და მცირეწლოვან ბავშვებს განსაკუთრებით ხშირად უვითარდებათ შუა ყურის ანთება (ოტიტი), რაც ხშირად ასოცირდება რესპირატორულ ინფექციებთან.

ამ სტატიაში განვიხილავთ ყურის ინფექციის ძირითად ტიპებს, გამომწვევ მიზეზებს, სიმპტომებს, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებს, აგრეთვე პრევენციის გზებს.


რა არის შუა ყურის ინფექცია?

შუა ყური მდებარეობს ყურის აპკის უკან და წარმოადგენს ჰაერით სავსე სივრცეს, რომელშიც განლაგებულია ხმოვანი ძვლაკები. როდესაც მიკროორგანიზმები აღწევენ შუა ყურში, იქ სითხე გროვდება, რაც ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას.


ყურის ინფექციის ტიპები

ბავშვებში ოთხი ძირითადი ტიპი გვხვდება:

  1. მწვავე შუა ოტიტი (AOM) – მწვავე ანთებითი პროცესი შუა ყურში. ხშირად თან ახლავს ტკივილი, ცხელება და გაღიზიანება.

  2. შეგუბებითი ოტიტი (OME) – სითხის დაგროვება შუა ყურში ინფექციის გარეშე. ბავშვში შესაძლოა სმენის დროებითი დაქვეითება გამოვლინდეს.

  3. ქრონიკული შეგუბებითი ოტიტი – როდესაც სითხე შუა ყურში რამდენიმე კვირაზე მეტ ხანს რჩება და შეიძლება ინფიცირდეს.

  4. ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი (CSOM) – გრძელვადიანი ინფექცია, რომელიც იწვევს ჩირქს და ყურის აპკის დაზიანებას.


რატომ აქვთ ბავშვებს უფრო ხშირად ყურის ინფექციები?

  • განუვითარებელი იმუნიტეტი – ჩვილის ორგანიზმი ჯერ კიდევ ვერ ებრძვის ეფექტიანად ბაქტერიებსა და ვირუსებს.

  • მოკლე და ვერტიკალური ევსტაქის მილები – ეს ართულებს სითხის გადინებას ყურიდან.

  • შეშუპებული ადენოიდები – შესაძლოა დაბლოკოს ევსტაქის მილი და ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას.


ყურის ინფექციის გამომწვევი მიზეზები

  • გაციება ან გრიპი

  • სინუსიტი

  • არასწორი კვების პოზიცია (ზურგზე წოლა ბოთლის დაჭერისას)

  • თამბაქოს კვამლი ან დაბინძურებული ჰაერი

  • ალერგიები და სეზონური ინფექციები


როგორ ვლინდება ყურის ინფექცია?

ყურის ინფექციის ყველაზე ხშირი ნიშნებია:

  • ყურის ტკივილი, ხელით ყურზე შეხება

  • ცხელება

  • სმენის დაქვეითება

  • მადის დაკარგვა

  • ყურიდან გამონადენი (ჩირქი ან სითხე)

  • უძილობა და გაღიზიანება


როგორ ისმება დიაგნოზი?

  1. სამედიცინო ისტორიის შეფასება – წინა ინფექციების და სიმპტომების ანალიზი

  2. ოტოსკოპით გამოკვლევა – დაფის აპკის მოძრაობის შეფასება

  3. ტიმპანომეტრია – აპკის რეაქციის შესწავლა წნევისა და ბგერების მიმართ


ყურის ინფექციის მკურნალობა

  • დაკვირვება – მსუბუქი ფორმების შემთხვევაში ხშირად საკმარისია მდგომარეობის მონიტორინგი 48–72 საათით.

  • ანტიბიოტიკები – ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. კურსი უნდა სრულად იქნას ჩატარებული.

  • ტკივილგამაყუჩებლები – მაგალითად, აცეტამინოფენი. ასპირინი არ არის რეკომენდებული.

  • ტიმპანოსტომიის მილები – გამოიყენება განმეორებადი ან ქრონიკული ოტიტის შემთხვევაში.

  • ქირურგია – რთული შემთხვევებისთვის ან თანმხლები დაავადებების დროს (მაგ. სასის ნაპრალი).


რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაუმუშავებელ ინფექციას?

  • დაფის აპკის რღვევა

  • სმენის დროებითი ან მუდმივი დაქვეითება

  • ქოლესტეატომა

  • მასტოიდიტი – ძვლოვანი ქსოვილის ანთება

  • მენინგიტი – მძიმე ნევროლოგიური გართულება


როგორ ავიცილოთ თავიდან ყურის ინფექცია?

  • პნევმოკოკური ვაქცინაცია (PCV13)

  • ძუძუთი კვება – ანტისხეულების ბუნებრივი წყარო

  • ბოთლით კვებისას სწორი პოზა

  • ხელების ხშირი დაბანა

  • თამბაქოს და ალერგენებისგან თავის არიდება

  • საზოგადოებრივი სივრცეებისგან დაცვა ინფექციის სეზონზე


როდის მივმართოთ ექიმს?

  • სიმპტომები არ იხსნება 72 საათზე მეტხანს

  • ინფექცია ხშირად მეორდება

  • ბავშვს აღენიშნება ძლიერი ტკივილი, გამონადენი ან მაღალი ტემპერატურა

  • ყურის პრობლემები აქვს 6 თვეზე უმცროს ბავშვს

  • აღინიშნება წონასწორობის დარღვევა, კისრის გამაგრება ან ძლიერი გაღიზიანება


დასკვნა

ყურის ინფექციები ბავშვებში საკმაოდ ხშირია, თუმცა დროული დიაგნოზი და მართებული მკურნალობა ხელს უშლის გართულებებს. მშობლებმა უნდა იცოდნენ ადრეული სიმპტომები, რეგულარულად დააკვირდნენ ბავშვის ქცევას და არ გადადონ პედიატრთან ვიზიტი.


მეან-გინეკოლოგთა როლი მედიცინაში – მეან-ექთნობა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა – რა ნიშნავს იყო მეან-ექთანი? – რა როლი აკისრიათ მეან-ექთნებს მედიცინაში?

ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა

მეან-გინეკოლოგთა როლი მედიცინაში,

 მეან-ექთნობა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა
– რა ნიშნავს იყო მეან-ექთანი?
– რა როლი აკისრიათ მეან-ექთნებს მედიცინაში?
 საუბრობს საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის პრეზიდენტი ნატალია ხაჩიძე:

ძალადობის საკითხები, მთავარი მიზეზები – ძალადობა ვლინდება სხვადასხვა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობისა და იძულების ფორმით

ძალადობის საკითხები, მთავარი მიზეზები
#post_seo_title

ძალადობის საკითხები

ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნული გამოყენება მიმართული საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს (ან არსებობს ამის დიდი ალბათობა) სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს.

ძალადობა ვლინდება სხვადასხვა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობისა და იძულების ფორმით.

ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ ყველაზე მოწყვლად  ჯგუფს წარმოადგენენ ქალები, ბავშვები და მოხუცები. იმის მიხედვით თუ ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, იცვლება მიზეზები, კერძოდ ოჯახური ძალადობის მთავარი მიზეზებია:

  1.  უმუშევრობა და სიღარიბე;
  2.  ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე (რის გამოც შესაძლოა ქალი მაინც დარჩეს მოძალადე მამაკაცთან );
  3. მშობლები, რომელთაც წარსულში განიცადეს ძალადობა, ხშირად თავადაც ხდებიან მოძალადეები;
  4. ბევრ კულტურაში არსებობს წარმოდგენა ოჯახში მამაკაცის დომინანტური როლის შესახებ. ამ როლის განსამტკიცებლად ისინი ხშირად მიმართავენ ძალადობას ოჯახის სხვა წევრების მიმართ, იქნება ეს ქალი თუ ბავშვი;
  5. ერთ-ერთი ან ორივე მშობლის გონებრივი შეზღუდულობაც წარმოადგენს ბავშვის მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის, განსაკუთრებით, სექსუალური ძალადობის მიზეზს;
  6. ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი პოლიტიკაში, მედიაში, სამართალ დამცავ ორგანოებსა და ა.შ,   რაც იწვევს მათ იდენტიფიცირებას მხოლოდ როგორც ოჯახის ნაწილად და არა დამოუკიდებელ ადამიანად.

http://www.who.int/violenceprevention/approach/definition/en/

ქალებსა და გოგონებზე მიმართული ძალადობა მოიცავს  სექსუალურ ძალადობას, სექსუალურ შეურაცხყოფას, გაუპატიურებას, სექსუალურ შევიწროებას, ადრეულ ქორწინებას, ან ქორწინების იძულებას, გენდერულ დისკრიმინაციას, ადამიანის საყოველთაო უფლებების კატეგორიულ  შეზღუდვას (თავისუფლების, განათლებისა და  საკვების მიღების უფლების) და ქალთა სასქესო ორგანოების დამახინჯებას.

http://www.who.int/reproductivehealth/publications/violence/NMH_VIP_PVL_13_1/en/

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველი 4 ქალიდან ერთი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, 1,5 მილიონი ადამიანი განიცდის სექსუალურ ძალადობას ყოველწლიურად, მსოფლიოში დაახლოებით 520 000 ადამიანი იღუპება ძალადობის მიზეზით. ძალადობის ზემოქმედების შედეგებისაგან კი მილიონობით ადამიანი იტანჯება. ჯანმოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით რომელიც ჩატარდა მსოფლიოს 10 ქვეყანაში და გამოკითხულ იქნა 24 000 ქალი, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობას  განიცდის ქალთა 20% იაპონიაში, 70% ეთიოპიაში, 50%-ზე მეტი ბანგლადეშში, პერუში, და ტანზანიაში. დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ქალების 14–32% აღნიშნავს, რომ მათზე ძალადობა განხორციელდა ორსულობის დროს, ხოლო მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ეს მაჩვენებლები 4–11% შეადგენდა.  სხვადასხვა ქვეყნებში მოზარდი გოგონების 19%-დან 48%-მდე მიუთითებდნენ სექსუალური ძალადობის შესახებ.   http://whqlibdoc.who.int/publications/2005/9241593512_eng.pdf

ძალადობის შედეგები ისევე არაერთგვაროვანი შიეძლება იყოს, როგორც მისი გამომწვევი მიზეზები. ძალადობა მრავალმხრივ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ჯანსაღ ცხოვრების წესზე და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პიროვნულ თუ პროფესიულ პერსპექტივებზე . მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში ცხოვრება ავადმყოფობის გამომწვევ ფაქტორად იქცევა. ბავშვთა მიმართ ძალადობის შედეგია: ბავშვის სიკვდილი სკოლამდელ ასაკში,  კონფლიქტები, აგრესიულობა, დაბალი თვითშეფასება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარება, კრიმინალიზაცია (უმეტეს შემთხვევაში თავადაც ხდებიან მოძალადენი), პროსტიტუცია.

ქალების შემთხვევაში ძალადობა სიკვდილობის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიზეზია ; ის აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ზრდის ავადობას, აქვს მძიმე შედეგები ფიზიკური, ფსიქიკური, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის  მხრივ.

http://www.who.int/reproductivehealth/publications/violence/NMH_VIP_PVL_13_1/en/

საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში ოჯახური ძალადობა ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, თუმცა ქართული საზოგადოებისათვის ტაბუირებული თემაა და იშვიათად ხდება მისი გამჟღავნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისის შემდეგ აჭარაში ფიქსირდება. სპეციალისტები კი მიიჩნეევნ, რომ ეს ციფრები რეალურ სიტუაციას ზუსტად არ ასახავს და ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაცილებით მეტია. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოში ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი დაფიქსირდა, რომელშიც მონაწილეობდა 1997 პირი. შსს-ს ცნობით, მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები და მათი თანაფარდობა მოძალადე ქალებთან შეადგენდა 1:10. შესაბამისად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უფრო მეტად ქალები (თითქმის 7.7–ჯერ) ხდებიან. საპატრულო პოლიციის ყოველი მეოთხე გამოძახება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მოდის.

საქართველოში 2009 წელს ჩატარებული  ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ქორწინებაში მყოფ ქალთა 9,2%, ანუ ყოველი მე–11 ქალი აღიარებს, რომ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან. http://youngsupporters.files.wordpress.com/2012/03/annual-geo1.pdf

,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ მიერ განხორციელებული კვლევის (2008 წელს) მიხედვით  გამოკითხული ექიმების 31% და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმთა 39% აღნიშნავს, რომ ისინი ყოველღიურ პრაქტიკაში ხვდებიან ოჯახში სისტემატიური ძალადობის მსხვერპლ პაციენტებს.  მედიკოსთა 50%-ზე მეტი მიუთითებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერლები 13 დან–18 წლამდე გოგონები არიან.

გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის (UNICEF) 2007 წელს საქართველოში ჩაატარებული  ბავშვთა (10–17 წელი)  მიმართ ძალადობის გავრცელების შემაფასებელი ეროვნული კვლევის შედეგებმა გამოავლინა. რომ   გამოკითხული 1650 რესპოდენტიდან   82.3% ძალადობის ამა თუ იმ ფორმის მსხვერპლი აღმოჩნდა.  http://phmdf.ge/22eng/wp-content/uploads/2012/04/Violence_Study_ENG.pdf

ძალადობის მსხვრპლ ქალებში შესაძლოა გამოვლინდეს კლინიკურ მდგომარეობათა მაგალითები:                                                                                                                         

  • დეპრესია, შფოთვა, ძილის დარღვევები, პოსტრტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა)
  • სიუციდი და თვითდაზიანებანი
  • ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების ბოროტად გამოყენება
  • ქრონიკული აუხსნელი გასტროინტესტინალური ტკივილები
  • აუხსნელი სიმპტომები რეპროდუქციული სისტემის მხრივ, მათ შორის ტკივილები მცირე მენჯის ღრუში, სექსუალური დისფუნქცია;
  • არასასურველი რეპროდუქტიული გამოსავალი, მათ შორის მრავალჯერადი არასასურველი ორსულობა/ შეწყვეტილი ორსულობა, ორსულთა დაგვიანებული მეთვალყურეობა (პატრონაჟი), მშობიარობის არასასურველი გამოსავალი;
  • აუხსნელი სიმპტომები შარდ-სასქესო სისტემის მხრივ, მათ შორის გახშირებული შარდვა, ან თირკმლების ინფექციები, ან სხვ.
  • განმეორებითი (პერიოდული),  ვაგინალური სისხლდენა,  ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ);
  • ქრონიკული ტკივილი (აუხსნელი);
  • ტრავმული დაზიანება, კერძოდ;
  • პრობლემები ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს)  მხრივ – თავის ტკივილები, კოგნიტიური პრობლემები, სმენის დაკარგვა;

http://apps.who.int/iris/bitstream/10665/85240/1/9789241548595_eng.pdf

თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, თქვენ დახმარებას გაგიწევთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალი, ოჯახის ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი, რათა მართოთ ემოციები, აიმაღლოთ თვითშაფასება და შეიძინოთ თავდაცვითი უნარები.

თუ განიცდით ძალადობას ან ძალადობის რისკის ქვეშ იმყოფებით, თუ გსმენიათ ძალადობა განცდილი ან რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის შესახებ, მაშინ დარეკეთ ორგანიზაცია phmdf-ის ცხელ ხაზზე 80 65 ან მიწერეთ წერილი – helpline@phmdf.ge

ცხელიხაზიოჯახშიძალადობისწინააღმდეგ – 309 903

არასამთვრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ პროექტებს, ატარებენ კვლევებს ძალადობის საკითხთან დაკავშირებით:

● კავშირი “საფარი –ორგანიზაციის საქმიანობა:  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია; ორგანიზაციას ასევე გააჩნია დახურული ტიპის თავშესაფარი ქალებისა და ბავშვებისათვის.

● საქართველოს ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების  ფონდი  info@phmdf.ge

ორგანიზაცია მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით: 1.  საქართველოში ბავშვზე ძალადობის შემცირება, ძალადობის მსხვერპლ და ასევე რისკ-ჯგუფის ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;

● ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექი)– antiviolence@avng.ge

ორგანიზაციის საქმიანობა –  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვა, მოძლადეებთან მუშაობა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, გენდერული საკითხები.

● წამების, ძალადობის და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო–რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი “ემპათია”- centre@empathy.ge

ორგანიზაციის საქმიანობა: წამების და ძალადობის მსხვერპლთა მკურნალობა და რეაბილტაცია, წამების პრევენცია, ტრენინგები, ინოვაციების დანერგვა და კვლევები.

2010 წელს 31 მაისს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ ბრძანებას: N 152/ნ – N496 – N45/ნ, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ რომელიც პოლიციას, სკოლებს, ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებს ავალდებულებს, სავარაუდო ან რეალური ძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევების გადამისამართებას სახელმწიფო სოციალურ მუშაკებთან, შესაბამისი საპასუხო ზომების მისაღებად. სოციალურ მუშაკებს ხელი მიუწვდებათ ბავშვთა განთავსების 24-საათიან შესაძლებლობებზე, ამას გარდა მინდობით აღზრდაზე, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებზე, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებსა და დედათა და ბავშვთა ორ თავშესაფარზე, რომლებიც სახელმწიფოს ბაზაზე არსებობს (ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო მეორე აღმოსავლეთ საქართველოში). გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფორმებული აქვს მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაციათან – საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი“ (PHMDF), სადაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ძალადობაგანცდილ არასრულწლოვნებს. http://ssa.gov.ge/

2011 წლის 7 მაისს სტამბბოლში ევროსაბჭომ მიიღო კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის თაობაზე, რომლის ქმედების დიაპაზონი სამ ძირითად საკითხს მოიცავს: ძალადობის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლთა დაცვას და მოძალადის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას. სტამბოლის კონვენცია მონაწილე სახლემწიფოებს აკისრებს ვალდებულებას აღკვეთონ ქალთა მიმართ დისკრიმინაცია შესაბამისი კანონმდებლობისა და ღონისძიებების გატარებით; შეიმუშაონ ყოვლისმომცველი პროგრამები და ინტეგრირებული პოლიტიკა; შეაგროვონ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები და კონკრეტული ფაქტები; მოახდინონ ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმებისა და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია; მოხდეს მოძალადეთა დასჯა და უზრუნველყონ მსხვერპლთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა; გარდა ამისა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ძალადობის მსხვერპლთათვის შექმნას 24–საათიანი ცხელი ხაზი, რომელზეც დაკავშირება ნებისმიერი ქსელიდან უფასო იქნება. მიმდინარეობს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის საკითხების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის  ევროსაბჭოს კონვენციასთან ჰარმონიზაცია.  2013 წლის თებერვალში უწყებათაშორისო საბჭოს სხდომაზე  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდა.

საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2013–2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით  მზადდება  სახელმძღვანელო ,,პრაქტიკული რეკომენდაციები  ექიმებისათვის  ქალების და ბავშვების მიმართ ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენის, რეფერალის და დოკუმენტირების საკითხებზე‘‘.

ჩიკუნგუნიას ცხელება – საქართველოში ჩიკუნგუნიას არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით საქმიანობას პარაზიტულ, სოკოვან  და სხვადასხვა გრამ დადებით და გრამ უარყოფითი აერობულ თუ ანაერობულ პათოგენებზე,
#post_seo_title

ჩიკუნგუნიას ცხელება

1.ზოგადი მიმოხილვა-ჩიკუნგუნიას ცხელება ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანს გადაეცემა ინფიცირებული კოღოს კბენით. დაავადება პირველად აღწერილი იქნა აფეთქების დროს ტანზანიაში 1952 წელს. ჩიკუნგუნია ადგილობრივ ენაზე გამრუდებულს ნიშნავს, რაც დაკავშირებულია სახსრების ტკივილთან. დაავადება გავრცელებულია აფრიკაში, აზიასა და ინდოეთის ნახევარკუნძულზე, თუმცა 2015 წლის აფეთქების დროს ამერიკის ზოგიერთი ქვეყანაც დაზარალდა.საქართველოში ჩიკუნგუნიას არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაავადების გავრცელების რისკი უპირატესად დაკავშირებულია ადამიანთა დაავადების საერთაშორისო გავრცელებასთან და არ უკავშირდება ვირუსის ცირკულაციას ველურ გარემოში.

 2. გამომწვევი აგენტი – რნმ-ის შემცველი ვირუსია და მიეკუთვნება  alphavirus გვარს და  Togaviridae ოჯახს.

 3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები – დაავადების რისკი იზრდება ისეთ ადგილებში ყოფნისას, სადაც დაავდების გადამტანი კოღოებია გავრცელებული.

 4. რეზერვუარი – დაავადების ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ რეზევუარი პრიმატებია. ვირუსი ასევე ცირკულირებს მღრღნელებში და ფრინველებში. აფეთქებებისას წამყვანია გადაცემა ადამიანი-ვექტორი-ადამიანი.

 5. გადაცემის გზები – ჩიკუნგუნიას ცხელება ადამიანიდან ადამიანს ძირითადად გადაეცემა ორი სახეობის კოღოს საშუალებით, ესენია Aedes aegypti და Aedes albopictusეს სახეობები  ძირითადად იკვებებიან დღისით. შესაძლებელია სხვა სხეობების მიერ გადაცემაც, მაგ. A. furcifer-taylori group და A. Luteocephalus.

 6. ინკუბაციური პერიოდი – 2-დან 12 დღემდე, უფრო ხშირად 4-8 დღეა.

 7.გადამდებლობის პერიოდი-დაავადების პირველ კვირაში პაციენტმა ვირუსი შეიძლება გადასცეს კოღოს კბენისას, ასეთმა კოღომ კი შეიძლება დაავადება გაავრცელოს სხვა პირებში.

 8.მიმღებლობა – ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

 9.კონტროლის ღონისძიებები:

ა) პრევენციული ღონისძიებები :

  • ვექტორების კონტროლი
  • რეპელენტების გამოყენება ბუნებაში გასვლისას. მნიშვნელოვანია მისი სწორად შერჩევა, უნდა შეიცავდეს DEET (N, N-diethyl-3-methylbenzamide), IR3535 (3-[N-acetyl-N-butyl]-aminopropionic acid ethyl ester) ან icaridin (1-piperidinecarboxylic acid, 2-(2-hydroxyethyl)-1-methylpropylester).
  • კოღოსაგან დამცავი ტანსაცმლის ტარება.
  • საცხოვრებელსა და ეზოში ინსექტიციდების გამოყენება.

 ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი – პაციენტი დაავადების პირველ კვირას დაცული უნდა იყოს კოღოს კბენისაგან, რათა ეს უკანასკნელი არ დაინფიცირდეს და არ გაავრცელოს დაავადება შემდგომში.

 გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – კოღოს კბენისაგან თავდაცვა სპეციალური ტანსაცმლის, რეპელენტებისა და ინსექტიციდების გამოყენებით.

ინფიცირებული სისხლის გადასხმით დაავადების გავრცელების შემთხვევა შეტყობინებული არ არის,  მაგრამ ეს თეორიულად შესაძლებელია და სათანადო სიფრთხილეს საჭიროებს.

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – კოღოს რიცხოვნობის გაზრდამ შესაძლებელია გაზარდოს დაავადების რისკი.

 ე) საერთაშორისო ღონისძიებები – ჩიკუნგუნიას ცხელება ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია მასზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეპიდკვლევასა და ლაბორატორიულ დადასტურებას.

თირკმლის მენჯში არსებული 26.7 მმ ზომის კენჭის დაშლა მოხდა მხოლოდ 1 პროცედურაში; სულ რაღაც 15 წუთში

თირკმლის მენჯში არსებული 26.7 მმ ზომის კენჭის დაშლა მოხდა
#post_seo_title

თირკმლის მენჯში არსებული 26.7 მმ ზომის კენჭის დაშლა მოხდა

მხოლოდ 1 პროცედურაში;
სულ რაღაც 15 წუთში.
პაციენტს თირკმლის მენჯში აღენიშნებოდა 26.7 მმ ზომის მაღალი სიმკვრივის, რენტგენპოზიტიური კენჭი, რომელიც იწვევდა პერიოდულ შეტევით და გაუსაძლის ტკივილს მრავალი წლის განმავლობაში.
პაციენტს ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ქირურგიული ჩარევა მიაჩნდა,, რაზეც თავს იკავებდა და დღემდე უწევდა ამ პრობლემით ცხოვრება.
კლინიკური მონაცემების საფუძველზე არჩეულ იქნა არაინვაზიური მეთოდი — დისტანციური დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია, რომელიც ჩატარდა ამბულატორიულ რეჟიმში, ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე.
პროცედურა განხორციელდა შტორც-მედიქალის უახლესი თაობის ლითოტრიპტორით, რომელიც გამოირჩევა დარტყმითი ტალღების ქსოვილებში ღრმად შეღწევის უნარით.
იგი ეფექტურია როგორც რთულად მისადგომი, ისე მაღალი სიმკვრივისა და ნებისმიერი ზომის კენჭების შემთხვევაში.
კენჭის დაშლა წარმატებით განხორციელდა მხოლოდ ერთ პროცედურაში, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
𝟎𝟑𝟐𝟐 𝟐𝟑 𝟒𝟎 𝟐𝟑
ან, დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი პირადი შეტყობინების სახით და ჩვენ დაგიკავშირდებით.
ფილიალების მისამართები
ქ. თბილისი, ჩაჩავას ქუჩა #1;
ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს ფილიალი უნივერსიტეტის ქუჩა N24;
ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა N35;
ქ. ქუთაისი რუსთაველის ქუჩა N124;
ქ. ზუგდიდი გამარჯვების ქუჩა N9 (ყოფილი სტალინის ქუჩა).

როდის არის დაბალი წნევა საშიში – გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და პრაქტიკული რჩევები

იცოდე შენი წნევის შესახებ!
#post_seo_title

დაბალი წნევა (ჰიპოტენზია): გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და პრაქტიკული რჩევები

დაბალი წნევა, რომელიც მედიცინაში ცნობილია როგორც არტერიული ჰიპოტენზია, საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და მისი გავლენა ადამიანების ყოველდღიურობაზე ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ზოგიერთი შემთხვევა სრულიად უვნებელია, თუმცა, არის სიტუაციები, როდესაც წნევის ვარდნა შესაძლოა სერიოზულ საფრთხედ იქცეს.

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რატომ შეიძლება, გვქონდეს, დაბალი წნევა და რა სიმპტომებით ვლინდება ის:

„დაბალ წნევად შეიძლება ჩაითვალოს 90 სისტოლური და 60 დიასტოლური, ანუ ზედა და ქვედა მაჩვენებელი და ამაზე ნაკლები. შესაძლებელია, ადამიანი დაბალი წნევის მატარებელი იყოს და თავს კარგად გრძნობდეს. თუ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემაწუხებელი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, გენეტიკურად მატარებელი ხართ“

როგორ განისაზღვრება დაბალი წნევა?

ჰიპოტენზიად ითვლება არტერიული წნევა, როდესაც სისტოლური მაჩვენებელი 90 mmHg-ზე ნაკლებია, ხოლო დიასტოლური — 60 mmHg-ზე დაბალი. თუმცა, თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ზოგს დაბალი წნევა სავსებით ნორმალურად ეჩვენება — განსაკუთრებით, თუ თანმხლები სიმპტომები არ ახასიათებს.

ძირითადი სიმპტომები:

თუ ადამიანი გრძნობს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს, შესაძლოა საქმე პათოლოგიურ ჰიპოტენზიასთან გვქონდეს:

  • თავბრუსხვევა და ბუნდოვანი მხედველობა

  • გულისრევა ან გულის წასვლის შეგრძნება

  • სისუსტე და ენერგიის ნაკლებობა

  • არარეგულარული ან ჩქარი გულისცემა

  • დაბნეულობა და კონცენტრაციის გაძნელება

  • ზოგადი სხეულის სიჭრელე

  • დაღლილობის გრძნობა, განსაკუთრებით ადგომისას ან ჭამის შემდეგ

რატომ ვაწყდებით დაბალ წნევას?

ჰიპოტენზიის გამომწვევი ფაქტორები მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ცხოვრების წესს, ისე შესაძლო ჯანმრთელობის პრობლემებს:

📌 ფიზიოლოგიური და დროებითი მიზეზები:

  • დილით წნევის ვარდნა — ღამით სისხლის მიმოქცევა ნელდება, რაც დილას დაბალი წნევით ვლინდება

  • ორთოსტატული ჰიპოტენზია — წოლის ან ჯდომის შემდეგ სწრაფი ადგომისას ხშირია თავბრუსხვევა

  • პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია — ჭამის შემდეგ, სისხლის მეტი ნაწილი კუჭისაკენ მიემართება, რაც წნევას ამცირებს

  • დეჰიდრატაცია — გაუწყლოება სისხლის მოცულობას ამცირებს და შესაბამისად — წნევასაც

  • რელაქსაცია და მედიტაცია — ზედმეტი სიმშვიდისას წნევა ბუნებრივად ეცემა

  • დაბალი ტემპერატურა — სიცივის პირობებში სისხლძარღვები იკუმშება და წნევა მცირდება

📌 პათოლოგიური და ქრონიკული მდგომარეობები:

  • გულის უკმარისობა ან ინფარქტი

  • შაქრიანი დიაბეტი და პარკინსონის დაავადება

  • თირკმელზედას ჰორმონალური დარღვევები

  • სერიოზული ინფექცია, ტრავმა ან შოკი

  • ორსულობის ადრეული ეტაპები

  • გენეტიკური განწყობა — დაბალი წნევა შესაძლოა ოჯახში გადადიოდეს

  • ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის წნევის დასარეგულირებელი ან ანტიდეპრესანტები

ხშირად დასმული კითხვა: ზრდის თუ არა კოფეინი წნევას?

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ყავის ან კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღება წნევას ზრდის. თუმცა, თანამედროვე კვლევების თანახმად, კოფეინის გავლენა დროებითია და არ იძლევა მუდმივ ეფექტს — მით უმეტეს, რეგულარულად მისი მოხმარებისას ორგანიზმი ეჩვევა.

როგორ ვმართოთ დაბალი წნევა?

✅ სასარგებლო რჩევები:

  • მიიღეთ საკმარისი სითხე, განსაკუთრებით — მარილოვან-შაქრიანი ხსნარები (სასარგებლოა მარილიანი წყალი მცირე დოზით)

  • ჭამეთ ხშირად და მცირე ულუფებით — თავიდან აიცილეთ გადაჭარბებული კვება

  • ავდექით ნელა, განსაკუთრებით დილის საათებში

  • თავიდან აიცილეთ ხანგრძლივი წოლა ან ერთ პოზაში გაჩერება

  • ფიზიკური აქტივობა — ყოველდღიური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს წნევის დაბალანსებას

  • მოერიდეთ უგუნებობას, სტრესს და უძილობას

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ დაბალი წნევა მუდმივად გაწუხებთ და თან ახლავს ძლიერი სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. საჭირო იქნება გამოკვლევები, რათა გამოირიცხოს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა გულის დაავადება, ენდოკრინული პრობლემები ან ნევროლოგიური დარღვევები.

  • დაღლილობა (გონების უეცარი, დროებითი დაკარგვა)
  • სისუსტე
  • ბუნდოვანი ხედვა
  • სწრაფი ან არარეგულირებული გულისცემა
  • დაბნეულობა, როცა ადამიანი გაფანტულია
  • გულისრევა, ან შეგრძნება, თითქოს ავად გახდება
  • ზოგადი სისუსტე

თავის ტკივილი უპირატესად ჰიპერტენზიას, ანუ წნევის მატებას ახასიათებს. თუმცა შესაძლებელია, დაბალი წნევის დროსაც გამოიხატოს. ახსნის მექანიზმის არის ის, რომ თავის ტვინს სისხლი აკლდება, სისხლის მიმოქცევა ნაკლებია და ეს დისკომფორტს იწვევს.

სხვა მიზეზები:

  • მედიკამენტები – წნევის მედიკამენტები, ანტიდეპრესანტები შეიძლება, წნევას ამცირებდნენ;
  • ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორებიცაა გულის უკმარისობა და გულის შეტევა – ამ შემთხვევაშიც შეიძლება, ჰიპოტენზია დაფიქსირდეს. როგორც იცით, გულის შეტევის დროს ჰიპერტენზია უფრო ხშირია, მაგრამ ჰიპოტენზიაც შეიძლება დაფიქსირდეს;
  • შაქრიანი დიაბეტი, პარკინსონის დაავადება შეიძლება ჰიპოტენზიის მიზეზი იყოს;
  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების დროსაც შესაძლოა, ჰიპოტენზია გამოიხატოს;
  • სერიოზული ტრავმა ან შოკი;
  • ადრეული და შუა ორსულობის პერიოდში შეიძლება, ჰიპოტენზია დაფიქსირდეს;
  • ასევე, ხანგრძლივი წოლის შემდეგაც;
  • დეჰიდრატაციაც შეიძლება ჰიპოტენზიის გამომწვევი მიზეზი იყოს;
  • გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვანია – თუ მშობელი დაბალი წნევის მატარებელია, შესაძლოა, შვილსაც გადაეცეს.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights