ორშაბათი, მაისი 11, 2026

თქვენ გატყუებენ – ე.წ ვეიპები, რომლებიც გაჯერებულია „ტკბილი საწამლავით“

ელექტრო სიგარეტის გავლენა ახალგაზრდების კანზე და კბილებზე
#post_seo_title

თქვენ გატყუებენ! გატყუებენ რომ ელექტრო სიგარეტი უვნებელია! რომ ის არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და რომ ის დაგეხმარებათ თამბაქოსთვის თავის დანებებაში…- ეს დიდი ტყუილია!

ფერადი, სხვადასხვა ფორმის ელექტრომოწყობილობები, რომელიც მომხმარებელს საყვარელი კენკრის, ხილის არომატებით ხიბლავს, რეალურად ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მისი გამოყენებით ვაზიანებთ ჩვენს ორგანიზმს, გამონაბოლქვით კი ჩვენს გარშემომყოფებს.

არაჯანსაღი კბილები, ადრეული მენოპაუზა, გაუარესებული მხედველობა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება, უმადობა, მუდმივი ხველა, სუსტი იმუნიტეტი, უნაყოფობა, დანაოჭებული კანი, სიყვითლე თითებზე — ეს იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც მწეველები დგანან.

გააგრძელეთ კითხვა

 

ძალიან სერიოზული დაავადებით დაინფიცირდა, რომელსაც „პოპკორნის ფილტვებს“ უწოდებენ – დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზი ელექტრო სიგარეტი

ელექტრო სიგარეტის გავლენა ახალგაზრდების კანზე და კბილებზე
#post_seo_title

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ყურადღება  ამერიკაში დაფიქსირებულმა შემთხვევამ მიიქცია. შეერთებულ შტატებში მცხოვრები თინეიჯერი იშვიათი, თუმცა ძალიან სერიოზული დაავადებით დაინფიცირდა, რომელსაც „პოპკორნის ფილტვებს“ უწოდებენ.

ექიმების დასკვნით, დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზი ელექტრო სიგარეტის (ვეიპის) სამწლიანი მოხმარება გახდა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ყურადღება მიიქცია აშშ-ში დაფიქსირებულმა შემთხვევამ, როდესაც თინეიჯერი იშვიათი, თუმცა მძიმე დაავადებით – ე.წ. „პოპკორნის ფილტვებით“ (Bronchiolitis Obliterans) – დაინფიცირდა.

„პოპკორნის ფილტვები“ არის ბრონქიოლიტის ობლიტერანსი – სასუნთქი გზების ანთებითი მდგომარეობა, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ქრონიკულ ხველას, ქოშინსა და დაღლილობას.

ტერმინი პირველად 2000-იან წლებში დამკვიდრდა, როდესაც აშშ-ში პოპკორნის ქარხანაში დასაქმებულ რამდენიმე თანამშრომელს დიაცეტილის აეროზოლური ნაერთის შესუნთქვის შედეგად ფილტვების დაზიანება აღმოაჩნდათ.

რა არის დიაცეტილი და რატომ არის ის საშიში?
დიაცეტილი არის არომატული ქიმიური ნაერთი, რომელიც პროდუქტის გემოს გასაუმჯობესებლად გამოიყენება – განსაკუთრებით პოპკორნის buttery (კარაქიან) არომატში. თუმცა, აეროზოლის სახით ჰაერში მოხვედრისას და განსაკუთრებით გაცხელების პროცესში, დიაცეტილი ტოქსიკურ ნაერთად გარდაიქმნება.

საკვებთან ერთად მიღებისას მსგავსი ქიმიური ნივთიერებები ღვიძლის ფილტრაციას გადიან, რის შემდეგაც ხვდებიან სისხლში, მაგრამ ელექტრო სიგარეტის გამოყენებისას ტოქსიკური კომპონენტები პირდაპირ ფილტვებში ხვდება და ორგანიზმში წამებში ვრცელდება.

რა საფრთხე მოაქვს არომატულ სითხეებს ელექტრო სიგარეტებში?
დღეს ელექტროსიგარეტებში 180-ზე მეტი არომატული ნაერთი ფიქსირდება. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია დიაცეტილი, აცეტოინი და პენტანდიონი – ყველა მათგანი შეიძლება საზიანო იყოს სასუნთქი სისტემისთვის.

ბაზარზე არსებული ელექტრო სიგარეტები მრავალფეროვანი არომატით გამოირჩევა: ნაყინის, მანგოს, კარამელისა თუ სხვა ტკბილეულის გემოებით – რაც ახალგაზრდებში მის მიმზიდველობას ზრდის, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვნად ზრდის ჯანმრთელობის რისკებს.

დასკვნა:
ელექტრო სიგარეტის მოხმარება არ არის უსაფრთხო ალტერნატივა. განსაკუთრებით მოზარდებისთვის, მისი გამოყენება სერიოზულ გართულებებთან, მათ შორის „პოპკორნის ფილტვების“ მსგავს იშვიათ დაავადებებთანაც კი შეიძლება იყოს დაკავშირებული.

სამედიცინო ექსპერტების შეფასებით, დღესდღეობით ელექტროსიგარეტებში 180-ზე მეტ არომატულ ნივთიერებას ვხვდებით. დიაცეტილის გარდა,  ხშირად იყენებენ აცეტოინსა და პენტანდიონს, რომლებიც ასევე მავნე ნივთიერებებია.

 

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, პაციენტის ინტერესების კიდევ უფრო უზრუნველყოფა, კერძო სექტორთან თანამშრომლობა, DRG დაფინანსების მოდელიდა მისი მნიშვნელობა

მიხეილ სარჯველაძე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა
#post_seo_title

ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში – შესაძლებლობები და გამოწვევები, – ჯანდაცვის მინისტრი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გამართულ, რიგით მე-19 დისკუსიაში მონაწილეობდა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანელური დისკუსიის მონაწილეებმა, ჯანდაცვის სისტემაში, სადაზღვევო კომპანიების პოტენციური ინტეგრაციაზე, სადაზღვევო სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში, ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. ასევე, საკუთარ გამოსვლაში, უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, პაციენტის ინტერესების კიდევ უფრო უზრუნველყოფისთვის, კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე, DRG დაფინანსების მოდელსა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება დაეთმო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სტაციონარულ სამედიცინო სერვისებზე თანაგადახდის შესაძლებლობას.

მიხეილს სარჯველაძის განცხადებით, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს.

პანელურ დისკუსიაში, მინისტრთან ერთად, „არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი მონაწილეობდნენ, რომლებმაც სადაზღვევო სექტორში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სექტორთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ღონისძიება ონლაინ მედია-პლატფორმა Business Insider Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს.

იცით თუ არა, რომ ძილის პოზამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, გულზე, ტვინზე და მეტაბოლიზმზე?

როგორ გავაუმჯობესოთ ძილის ხარისხი დღის განმავლობაში
#post_seo_title

მარცხენა მხარეს ძილი – ჯანმრთელობისთვის საუკეთესო პოზა?!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და WHO-ს ექსპერტი
იცით თუ არა, რომ ძილის პოზამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, გულზე, ტვინზე და მეტაბოლიზმზე? დიახ, მეცნიერები გვირჩევენ – დაიძინეთ მარცხენა მხარეს და აი რატომ:
რატომ უნდა დაიძინოთ მარცხენა მხარეს?
1. ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემას:
მარცხენა მხარეს ძილი ამარტივებს კუჭიდან ნაწლავებში საკვების გადაადგილებას და ამცირებს გულძმარვის რისკს. სიმძიმე და წვა კუჭში შესამჩნევად მცირდება.
2. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას:
გულის მარცხენა პარკუჭიდან გამავალი ძირითადი არტერია (აუორტა) იწყება მარცხენა მხრიდან. ამ პოზაში ძილი ამარტივებს სისხლის ცირკულაციას და ამცირებს გულის დატვირთვას.
3. ხელს უწყობს ლიმფურ დრეინაჟს:
ლიმფური სისტემა, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინებს აშორებს, უფრო აქტიურად მუშაობს მარცხენა მხარეს ძილისას. ეს მნიშვნელოვანია დეტოქსიკაციისთვის და იმუნური სისტემის სტიმულაციისთვის.
4. აუმჯობესებს ღვიძლის და ელენთის ფუნქციას:
ორივე ორგანო მდებარეობს მარცხნივ და ამ პოზაში ნაკლები წნევა ხვდება მათ, რაც ხელს უწყობს მათ უკეთეს ფუნქციონირებას.
და რა ხდება სხვა პოზებში?
ქვედა გამოსახულებაზე, რომელიც თქვენ ფოტოზე ჩანს, მარჯვენა მხარეს ძილი აფერხებს კუჭის მოქმედებას – მჟავა ადვილად ბრუნდება ზევით, რაც იწვევს გულძმარვას. მუცელზე ან ზურგზე წოლაც მექანიკურად ზეწოლას ახდენს შინაგან ორგანოებზე.
რას გვიჩვენებს ეს ილუსტრაცია?
ფოტოზე ხედავთ ოთხ პოზას:
•პირველი და მესამე პოზა (მარცხენა მხარეს მოხრილი ფეხით ან სწორი პოზით) – იდეალურია!
•მეორე და მეოთხე პოზა (მარჯვენა მხარე) – არაეფექტურია და საზიანოა, განსაკუთრებით საჭმლის მონელებისთვის.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ეს არ არის უბრალო რჩევა – ეს არის ფიზიოლოგიური ჭეშმარიტება. მარცხენა მხარეს ძილი ეხმარება ჩვენს სხეულს იმუშაოს ბუნებრივად და ეფექტურად. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს გულძმარვა, მაღალი წნევა ან საჭმლის მონელების პრობლემები. ღამის ძილი არა მხოლოდ დასვენებაა, არამედ – სხეულის რეაბილიტაცია. ამიტომ მისი პოზიცია ძალზე მნიშვნელოვანია.“
წყარო:
The Hearty Soul. Why You Should Sleep on Your Left Side. 2024.
შენი ექიმი – ჯანმრთელობის რჩევები მარტივად: www.sheniekimi.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. პროფესორი ფხაკაძე არის WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
გაიაზრეთ, როგორ იძინებთ – ეს პირდაპირ ზემოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე!
შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები ვარჯიშობენ იოგას and ტექსტი გამოსახულება

ჯანკ ფუდი აზიანებს მეხსიერებას – კიდევ ერთი დასტური, რომ ის ნელი სიკვდილია!

დაკავშირებულია თუ არა პირის ღრუს ბაქტერიები ინსულტის რისკთან? – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები
Giorgi pkhakadze

ჯანკ ფუდი აზიანებს მეხსიერებას – კიდევ ერთი დასტური, რომ ის ნელი სიკვდილია!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და WHO-ს ექსპერტი
თქვენს შვილს თუ უყვარს ჩიფსები, გაზიანი სასმელი და „მაკდონალდსი“ – იცოდეთ, ეს მხოლოდ წონის პრობლემა არაა. ახალმა კვლევამ დაადასტურა: ჯანკ ფუდი აზიანებს ტვინის ფუნქციას და მეხსიერებას.
რა დაადგინა ახალმა კვლევამ?
სიდნეის უნივერსიტეტის დოქტორმა დომინიკ ტრანმა და მისმა გუნდმა აჩვენა, რომ:
• ნაჯერი ცხიმებით და შაქრით სავსე კვება (ჯანკ ფუდი) იწვევს ტვინის ანთებას, რაც აზიანებს მეხსიერებას.
• განსაკუთრებით ზიანდება ჰიპოკამპი — ტვინის ის უბანი, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებასა და ორიენტაციაზე.
• შედეგი: გაუარესებული კონცენტრაცია, დაბნეულობა, სუსტი მეხსიერება.
ვის ეხება ეს პრობლემა?
არა მხოლოდ ხანდაზმულებს.
• ბავშვებს, მოზარდებს და ახალგაზრდა დიდებსაც!
• ზიანი ტვინზე შეიძლება მდუმარედ დაიწყოს, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ადამიანი წონაში მოიმატებს.
როგორ მოქმედებს ჯანკ ფუდი ტვინზე?
• იწვევს ნეიროანთებას — ანთებითი პროცესი პირდაპირ ანადგურებს ნეირონებს.
• ამცირებს ნეიროტროფულ ფაქტორებს, რომლებიც აუცილებელია მეხსიერების ფორმირებისთვის.
• ხელს უწყობს ინსულინის რეზისტენტობას ტვინში, რაც აზიანებს გონებრივ პროცესებს.
არის გამოსავალი? დიახ!
კვლევა აჩვენებს, რომ:
ტვინის ზიანი შესაძლოა შექცევადიც იყოს, თუკი ადამიანი გადადის ჯანსაღ კვებაზე.
• ჰიპოკამპი შეიძლება ნაწილობრივ აღდგეს, მეხსიერება კი გაუმჯობესდეს—even ახალგაზრდობაშიც კი.
• ამისთვის საჭიროა:
• ცხიმის შემცირება
• დამუშავებული საკვების ამოღება
• ნატურალური და ბოსტნეულზე დაფუძნებული დიეტა
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი
„დღეს მხოლოდ წონა აღარ გვაშინებს — ჯანკ ფუდმა უკვე ტვინამდეც მიაღწია. როცა ბავშვი ყოველდღე ჭამს ჩიფსს, სოსისს და სოდის სვამს — მხოლოდ გულის შეტევა არ ემუქრება მომავალში, არამედ ტვინის დეგრადაციაც. ეს არის ეროვნული საფრთხე. დროა დავასხათ რეალური ყურადღება კვების კულტურას სკოლებში, ბაღებში და ოჯახებში.“
წყარო:
Tran D. et al. High-fat and high-sugar diet impairs hippocampal function. International Journal of Obesity, 2025.
Queensland Brain Institute – Prof. Frédéric Meunier
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – პაციენტის უფლებები და კვების გიდი:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში. 25+ წლიანი გამოცდილებით.
შეიძლება იყოს text გამოსახულება

წყლით გადაცემადი დაავადებებისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციების პროფილაქტიკა

წყლით გადაცემადი დაავადებებისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციების პროფილაქტიკა
#post_seo_title

წყლით გადაცემადი დაავადებებისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციების პროფილაქტიკა

ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათარეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია გარემოში მაღალტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.

დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული შემთხვევების, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.

ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით.

თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადება გადატანილებში პათოგენური მიკროფლორის ბაქტერიომტარებლობის ფართოდ გავრცელებას და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას,  რეზისტენტული შტამების ფართო გავრცელება გარემოში კი სერიოზული პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.

ამ დაავადებათა თავიდან  აცილების მიზნით, აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარება:

·   წყალსადენში წყლისწყვეტილი მიწოდებისას,  წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთსასმელად ან საკვების     მოსამზადებლად;

·   არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, ადუღებული  წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;

·   სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება;უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება;

შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);

ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;

გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:

o    ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად;

o    საკვების მოსამზადებლად;

o    სასმელების დასამზადებლად;

o    ყინულის მოსამზადებლად;

o    ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად

o   ხელების დასაბანად;

·    მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს;

·    მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;

·    მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები- თავდახურულ ჭურჭელში;

·   სამზარეულოში აუცილებელია მოიხმაროთ უმი და მზა პროდუქტისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისათვის) იზოლირებული დასამუშავებელიდაფები;

·   არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან  სახლში დამზადებული ნაყინი;

·   საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;

·   არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;

·   სალათები უნდა შეიკაზმოსმაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;

·   მწვანილიდა ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს   გამდინარეწყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;

·   სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით დამზადებულიტორტებისა და კრემიანი ნამცხვრების მომზადებასა და მოხმარებაზე, ან/და მათიმომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი და სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი,ხარისხიანი კარაქი, დამზადებული პროდუქტი კი მოვათავსოთ მაცივარში 2 საათისგანმავლობაში არა უმეტეს 80C ტემპერატურაზე;

წყლით გადაცემადი დაავადებებისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციების პროფილაქტიკა

·   დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;

·   დაავადებათა კლინიკური ნიშნების გა­მო­ვ­ლენისთანავე აუცილებელია  მი­მა­რ­­თოთ ექიმს;

·   ექიმის მოსვლამდე თავი უნდა შეიკავეთ კვებისა დაანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ.ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარიწყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხესკარგავს;

·   დაუშვებელია თვით­მკურ­ნა­ლობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს  ქრო­ნიკული დაავადების ჩამოყალიბებას.

წყალი და სანიტარია – თანამედროვე საზოგადოების განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული წყლის რესურსების რაოდენობასა და ხარისხზე

წყალი და სანიტარია
#post_seo_title

წყალი და სანიტარია

თანამედროვე საზოგადოების განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული წყლის რესურსების რაოდენობასა და ხარისხზე. წყალი ადამიანებს ეხმარება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში, ხოლო უსაფრთხო სასმელი წყლისადმი შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა[1].

გლობალურად სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სხვა ანთროპოგენული ზემოქმედების გამო,  ადგილი აქვს წყლის რესურსების, მათ შორის სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების წყაროების ხარისხობრივი მდგომარეობის ცვლილებას, დანაკარგებსა და წყლის დეფიციტს.

ყოველივე ეს, მრავალი თაობებისათვის მძიმე მემკვიდრეობას ტოვებს ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის თვალსაზრისით, წარმოშობს რისკ-ფაქტორებს, რაც  ასახვას ჰპოვებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აღნიშნულს ემატება გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების პროცესების ნეგატიური ზეგავლენა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ევროპის რეგიონში პრიორიტეტული რჩება საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა საკმარისი რაოდენობით უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე. ყოველ დღე, 14 ადამიანი იღუპება დიარეული დაავადების გამო არასათანადო ხარისხის  წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის გამო. წყლისმიერი ინფექციების აფეთქებები  ხშირია რეგიონში, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ ხარჯებს იწვევს. მიუღებელია, რომ ევროპის რეგიონის მილიონობით ადამიანისათვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის უსაფრთხო მომსახურებებები. მიუხედავად იმისა, რომ პარმის კონფერენციის ჩატარებიდან –  (2010) წლიდან დღემდე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დღესდღეობით 14 მილიონი ადამიანი არ იყენებს  სასმელი წყალის ძირითად წყაროს და 62 მილიონზე მეტ ადამიანს არ გააჩნია სანიტარული კვანძები. ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვან წილი დამუშავების გარეშე ხვდება გარემოში, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოსა და ეკონომიკაზე. სოფლებში და ქალაქებში, ღარიბებსა და მდიდარ თემებს შორის, განსაკუთრებით დაუცველი და მოწყვლადი პოპულაციები არსებობს.[2]. ჯანმო-ს 2013 წლის მონაცემებით გლობალურად სიკვდილიანობის 10 ძირითადი მიზეზიდან [3] დიარეით მიმდინარე დაავადებები მე -5 წამყვანი მიზეზია, ხოლო  მე -2 წამყვანი მიზეზი კი ბავშვებში 5 წლამდე და  მათ შორის, შემთხვევათა 88% განპირობებულია არასაიმედო სასმელი წყალით და არაადეკვატურ სანიტარიულ-ჰიგიენური პიროებებით. დადგენილია, რომ სასმელი წყლის მენეჯმენტისა და სანიტარიის გაუმჯობესების პირობებში, შესაძლებელია ყოველწლიურად სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებების 30 მლნ.-ზე მეტი შემთხვევის თავიდან აცილება[4].

ადამიანის უფლება წყალზე

წყალზე ადამიანის უფლება აღიარებულია არაერთი ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიული დოკუმენტით. ყველაზე დეტალური და ყოვლისმომცველი განმარტება წარმოდგენილია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 1966 წელს მიღებული „ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-15 ზოგად კომენტარში, რომლის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს საკმარისი ოდენობის, უსაფრთხო, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი წყალი, როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის“[5].

პაქტის ამ განმარტების თანახმად, წყალი, უპირველეს ყოვლისა, განსახილველია, როგორც სოციალური და კულტურული სიკეთე და არა როგორც ეკონომიკური სარგებლის წყარო. წყალზე ადამიანის უფლების რეალიზების ფორმა უნდა იყოს მდგრადი და ქმნიდეს არსებული და მომავალი თაობების უფლების რეალიზების შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სიტუაციაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, წყალზე უფლების რეალიზაციისათვის წყლის ადეკვატური მოხმარება  შესაძლებელია განსხვავებული იყოს,  ყველა შემთხვევაში გასათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები:

  • ა. არსებობა – წყალმომარაგება უნდა იყოს უწყვეტი და მოხმარებული წყლის რაოდენობა პირადი და საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის – საკმარისი;
  • ბ. ხარისხი – თითოეული ადამიანის მიერ მოხმარებული  წყალი უნდა იყოს უსაფრთხო;
  • გ. ხელმისაწვდომობა – წყალი და წყალმომარაგების სისტემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

ხელმისაწვდომობა მოიცავს შემდეგ ოთხ ასპექტს:

1. ფიზიკური ხელმისაწვდომობა;

2. ეკონომიკური ხელმისაწვდომობა;

3. არადისკრიმინაციულობა;

4. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

ოქმი „ წყალი და ჯანმრთელობა“

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპის რეგიონის მოსახლეობის სასმელი წყალმომარაგების, სანიტარიული პირობების გაუმჯობესების და წყალთან დაკავშირებული  დაავადებების პრევენციის მიზნით 1999  წლის 17 ივნისს    გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრების მე-3 ევროპულ კონფერენციაზე ქ. ლონდონში  ხელმოწერილი იქნა წყალი და ჯანმრთელობის ოქმი“.  ოქმი წარმოადგენს პირველ საერთაშორისო შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც სპეციალურად იყო მიღებული მოსახლეობის შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა და თითოეული ადამიანისათვის ადეკვატური სანიტარიული პირობებით უზრუნველყოფისათვის. საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე წყლის რესურსებისა და წყალმომარაგების წყაროების გამოყენებისა და დაცვის, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერების ღონისძიებების გატარებისათვის, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს წყლის რესურსებისა და წყლის ეკოსისტემებთან დაკავშირებული საკითხების მართვის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით.

2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ოქმის ხელმომწერი 41 ქვეყნიდან მისი რატიფიცირება მოახდინა 27 ქვეყანამ, ხოლო საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ ოქმის ხელმომწერი ქვეყანაა, დღემდე არ მოუხდენია რატიფიცირება.

 სხვა  ვალდებულებები

მნიშვნელოვანია 2010 წელს იტალიის ქ. პარმაში გამართულ „გარემოსა და ჯანმრთელობის“ [6] მინისტრთა მეხუთე კონფერენციაზე  მიღებული მიმართვა, რომლის თანახმადაც, ევროპაში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისათვის გატარებული ზომები მიმართული უნდა იყოს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და გარემოს მავნე ზემოქმედების შემცირებისათვის. პარმის დეკლარაციის პირველ, რეგიონულ პრიორიტეტულ მიზანში (RPG 1)  გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებმა სურვილი გამოთქვეს  2020  წლისათვის  უზრუნველყონ  თითოეული  ბავშვისათვის უვნებელ  სასმელ წყალსა და ადეკვატურ სანიტარიულ პირობებზე ხელმისაწვდომობა სახლში, სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და  სარეკრეაციო წყალსარგებლობის ადგილებში.

ჯანმო-მ საფუძველი ჩაუყარა გარემოსა და ჯანმრთელობის შესახებ (Environment and Health Information System, ENHIS)12,13 ევროპის საინფორმაციო სისტემის შექმნას, რომელმაც უნდა განახორციელოს მიზნობრივი, ჩატარებული ღონისძიებების  შეფასება, დაადგინოს  ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი პრიორიტეტული გარემო ფაქტორების ინდიკატორები  და ჩაატაროს ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

დღეისათვის საქართველო არაერთი მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილეა და თითოეული შეთანხმება ქვეყანას გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება, მოახდინოს მისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია და დანერგოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული გარემოსდაცვითი მიდგომები, რეგულაციები და რეკომენდაციები. აგრეთვე, მიუახლოვოს   წყალთან დაკავშირებული  კანონმდებლობა ევროკავშირის წყლის კანონმდებლობას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ვალდებულება აიღეს გააძლიერონ თავიანთი საქმიანობა, რათა გააუჯობესონ  გარემო და ჯანმრთელობა საერთაშორისო, ეროვნულ და ქვეყნის რეგიონალურ დონეებზე. გარემოსა და ჯანმრთელობის მეექვსე მინისტერიალის კონფერენციის დეკლარაციის საშუალებით, რომელიც მიღებულ იქნა  ჩეხეთის რესპუბლიკაში, ოსტრავაში 2017 წლის 13-15 ივნისს. ეს დოკუმენტი მოწოდებულია წევრი სახელმწიფოებისათვის როგორც გზამკვლევი, რათა მხარი დაუჭიროს ეროვნული პორტფელიოს შემუშავებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ხაზს უსვამს დეკლარაციის მიერ განხილული თემების მნიშვნელობას, წარმოადგენს მისაღწევ ამოცანებს  პრიორიტეტებთან მიმართებაში და იძლევა მათ მისაღწევ აქტივობებს. ოსტრავას დეკლარაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი/ამოცანაა: უზრუნველყოს უსაფრთხო სასმელი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საყოველთაო (უნივერსალური), სამართლიანი (თანაბარი) და მდგრადი ხელმისაწვდომობა ყველასათვის და ყველა დაწესებულებაში.

ოსტრავას მინისტერიალის მიდინარეობის დროს გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის მესამე მინისტერიალის კონფერენციაზე (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, 1999) მიღებული ოქმი  – წყლისა და ჯანმრთელობის შესახებ რეგიონის მთავარ ინსტრუმენტად იქნა აღიარებული, რათა მოხდეს  პარმის უშუალო ვალდებულებების პროგრესული განხორციელება და ასევე  მდგრადი განვითარების მიზნების SDR 3 -ის  და SDG 6 -ის განხორციელება,   პოლიტიკური ინსტრუმენტების შეთავაზებით ეროვნული წყლის, სანიტარიის და ჯანდაცვის სფეროში აქტივობების  ხელშესაწყობად და კოორდინირებული ქმედებებებისათვის სხვადასხვა სექტორებში.

პროგრესის შეფასება ათასწლეულის  განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში 

           წყალმომარაგებისა და სანიტარიის შესახებ

პროგრესის შეფასების მიზნით ათასწლეულის  განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში  წყალმომარაგებისა და სანიტარიის შესახებ, გაეროს ბავშთა ფონდისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის WHO/UNICEF ერთობლივი მონიტორინგის პროგრამა (JMP) „წყალმომარაგება და სანიტარია“, გვაწვდის ინფორმაციას მიზნების მიღწევის პროგრესის შესახებ, ასევე, უზრუნველყოფს მხარდაჭერას მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით ქვეყნის დონეზე ეფექტური მართვისა და დაგეგმვისათვის.

ცხრილი 1.პროგრესი ხელმისაწვდომობაზე სასმელ წყალსა და სანიტარიაზე (JMP,WHO და UNICEF 2015)

ა) გამოყენება სასმელი წყლის წყაროები   (მოსახლეობა %-ში)

*  JMP მიხედვით (WHO და UNICEF, 2015), “გაუმჯობესებული” სასმელი წყლის წყაროებად მიჩნეულია გარეგანი დაბინძურებისაგან დაცული წყაროები, განსაკუთრებით ფეკალური დაბინძურებისაგან და მიეკუთვნება  წყალმომარაგების შემდეგი ტექნოლოგიები: ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემებიდან სახლში ონკანების მეშვეობით,  ჭაბურღილი,  დაცული ჭა,  დაცული წყარო, შეგროვებული წვიმის წყალი.

)გამოყენებული  გაუმჯობესებული  სანიტარული ობიექტები (მოსახლეობა %-ში)

კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ შესახებ

2007 წელს მიიღეს საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ შესახებ, რომლის შესაბამისად ქვეყანაში წყლის მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები  გადანაწილებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას შორის.

კეთილსაიმედო და საკმარისი რაოდენობით უვნებელი სასმელი წყალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველი ადამიანისათვის. იგი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რამდენადაც სასმელი წყლით გადაიცემა სხვადასხვა ინფექციური, პარაზიტული და  არაინფექციური დაავადებები. წყლით გადამდები დაავადებები გამოვლინდება, როგორც ერთეული შემთხვევების, ასევე ეპიდაფეთქებების სახით. ახასიათებს სეზონური მიმდინარეობა. დაავადებათა შემთხვევები განსაკუთრებით მატულობს ზაფხულის ცხელ პერიოდში. წყლის ხარისხობრივი და უვნებლობის მაჩვენებლები  მკვეთრად შეიძლება შეიცვალოს ამინდის გაუარესებისა და  ისეთი საგანგებო სიტუაციების დროს, როგორიცაა: წყალმოვარდნა, წყალდიდობა, მეწყერი, გვალვა, მიწისძვრა და სხვა.

სასმელი წყალი

სასმელად გამოყენებული წყალი უნდა იყოს უსაფრთხო ჯანმრთელობი­სათვის და მისი ხარისხი შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 თებერვლის დადგენილება #58 „სასმელი წყლის ტექნი­კური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილ მოთხოვნებს, გან­საზღვრულ შემდეგ მაჩ­ვენებლებს  და მათ ნორმატიულ სიდიდეებს:

  • ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები;
  • მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური და პარაზიტოლოგიური მაჩვე­ნებ­ლები;
  • ქიმიური მაჩვენებლები (ზოგადი მაჩვენებლები, არაორგანული და ორგანული ნივთიერებები);
  • რადიაციული უსაფრთხოების მაჩვენებლები;
  • წყლის დამუშავების პროცესის შედეგად წარმოქმნილი მავნე ქიმიური ნივთიერებების  ნორმატივები.

ქ. თბილისის წყალმომარაგების და წყალარინების მომსახურებას განახორციელებს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP) წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. ხოლო  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიის მიერ ქვეყნის მასშტაბით, (ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) ინტენსიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და მშენებლობის, წყლის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოები, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი დღევანდელ დღეს მაინც აქტუალურია, რადგან დასახლებული ადგილების წყალსადენებისა და გამანაწილებელი ქსელების უმეტესობა ჯერ კიდევ საჭიროებს გამოცვლას, კაპიტალურ ან/და მიმდინარე შეკეთებას და სხვ. რასაც ადასტურებს ამ სფეროში ქვეყანაში მიმდინარე პროექტები[7]. მდგომარეობას ამძიმებს აგრეთვე სასმელი  წყლების  არარაციონალური ხარჯვა და არცთუ იშვიათ შემთხვევებში  მისი არამიზნობრივი გამოყენება.

ანალოგიური მდგომარეობაა სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის სფეროში და ადგილობრივი მცირემასშტაბიანი  წყალმომარაგების სისტემებზეც. რასაც ადასტურებს 2011-2013 წლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტისა და გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ხელშეწყობით განხოციელებული “მცირემასშტაბიანი  წყალმომარაგების სისტემების არსებული მდგომარეობის შეფასების“  პროექტის შედეგები, რითაც  პრაქტიკულად გამოვლინდა ის პრობლემები, რომლებიც აფერხებენ ამ სისტემების არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას და მოსახლეობისათვის გაუმჯობესებული ხარისხის სასმელი წყლის მიწოდებას.ამას ემატება ისიც, რომ არცთუ იშვიათ შემთხვევებში ამ წყალსადენებს არ გააჩნიათ სანიტარიული დაცვის ზონები [8].

უკანასკნელ წლებში ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად არ ჩატარებულა წყალმომარაგების სისტემების (მათ შორის მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების) ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია. უცნობია: ამ სისტემების რაოდენობა და სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობა, წყალმომზადების  წესები და მეთოდები, მომსახურე პერსონალის  სპეციალური მომზადების დონე. არ მიმდინარეობს: ამ სისტემებით მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის სისტემური კონტროლი ან/და უწყვეტი მონიტორინგი, სასმელი წყლის გაუსნებოვნება (დაქლორვა), ან ეს პროცესი მიმდინარეობს არასწორად. აღნიშნულის გამო, ამ სისტემებიდან აღებული სასმელი წყლის სინჯების 67%-დან (დუშეთის რაიონი)  72% -მდე (მარნეულის რაიონი) დაბინძურებულია საერთო კოლიფორმული ბაქტერიებით, რაც თავისთავად სერიოზულ რისკს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით;

პრაქტიკულად მოუწესრიგებელია მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სისტემების დაქვემდებარებისა და კუთვნილების საკითხი. დაბალია მოსახლეობის ცნობიერების დონე წყლის ჰიგიენისა და წყლით გადაცემადი  დაავადებების განვითარების რისკ ფაქტორების შესახებ და სხვა.

პროექტის ფარგლებში ქართულ ენაზე გადაითარგმნა და გამოიცა  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  ორი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც  პროექტის ანგარიშთან ერთად  განთავსებულია ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე:

  1. „Water Safety Plan Manual: Step-by-step risk management for drinking-water suppliers” “წყლის უსაფრთხოების გეგმის სახელმძღვანელო(წუგ), რისკის ეტაპობრივი მართვა სასმელი  წყლის  მიმწოდებლებისათვის”.
  2. „Water safety planning for small community water supplies: step-by-step risk management guidance for drinking-water supplies in small communities~. წყლის უსაფრთხოების გეგმა თემების წყალმომარაგების მცირე სისტემებისათვის.

2004 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) შეიმუშავა უვნებელი სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფის ეფექტური მიდგომები, სახელმძღვანელო მასალების  „წყლის უსაფრთხოების გეგმის (წუგ)“ სახით. იგი წყალმომარაგების პროცესზე ორიენტირებული დაკვირვების პროცესია და მიზნად ისახავს წყალმომარაგების ყველა ეტაპზე „წყალაღებიდან მომხმარებლამდე” შესაძლო რისკების გამოვლენას, შეფასებასა და შესაბამისი ღონისძიებების დასახვით, ამ რისკების შემცირებასა და თავიდან აცილებას უმოკლეს დროში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  რეკომენდაციების შესაბამისად  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წყლის რესურსების მართვასა და სასმელი წყლის მარაგების საკითხში. ეს შეიძლება მოიცავდეს კონკრეტულ რეკომენდაციებს,  თემებისა  და ოჯახური შინამეურნეობების სასმელი წყლის სისტემების პროექტირებას, განვითარებასა  და ხარვეზების გამოსწორებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას სასმელი წყლის მომარაგების  და წყლის ხარისხის შესახებ. ასეთი პროგრამები ჩვეულებრივად  მოიცავს:

  • წყლის   ჰიგიენის  შესახებ  ცნობიერების ამაღლებას.
  • ძირითად ტექნიკურ მომზადებას და ტექნოლოგიების  გადაცემას  წყალმომარაგების გახორციელებისა და მართვის შესახებ.
  • ტრეინინგ-პროგრამების ორგანიზებას წყალმომარაგების სფეროში მოქმედი სპეციალისტებისათვის წყლის რესურსების მართვის, კვლევების, შეფასების და თანამედროვე მიდგომების  გასაცნობად.
  • განხილვა და  მიდგომების შემუშავებას, რათა გადალახულ იქნეს სოციალურ-კულტურული ბარიერები სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიღწევის გზაზე.
  • მოტივაციას, მობილიზაციას  და ქმედებებს სოციალური მარკეტინგის სფეროში.
  • მუდმივი ხელშეწყობის სისტემას, თანმიმდევრულ ღონისძიებებს ინფორმაციის გავრცელებას სასმელი წყლის ხარისხის შესახებ, განსახორციელებელ პროგრამებს სასმელი წყლის ხარისხის მდგრადობის შესანარჩუნებლად.
  • კოორდინაციის ჩამოყალიბებას სასმელი წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გაცვლისათვის სხვადასხვა უწყებებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელია სასმელი წყლის ხარისხის მართვასა და  ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე.

სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდური ხელმძღვანელობით საქართველოში გახორცილა და კოორდინაცია გაწია სასმელი წყლისა და სანიტარიისა გლობალური ანალიზისა და შეფასების პროცესს  (GLAAS 2016/2017). სასმელი წყლისა და სანიტარიის  გლობალური ანალიზი და შეფასება (Global Analysis and Assessment of Sanitation and Drinking Water – GLAAS) წარმოადგენს  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წყლის ინიციატივას (UN-Water initiative), რომელსაც ახორციელებს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. გლობალურად GLAAS-ი აკონტროლებს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია წყლისა და ადექვატური სანიტარიის უზრუნველსაყოფად. GLAAS-ის პროცესი ხელს უწყობს მაქსიმალურად შესაძლო თანამშრომლობას და სინერგიას რეგიონალურ და გლობალურ ინიციატივებთან. საქართველო  პირველად ჩაერთო GLAAS-ის შეფასებაში.  საქართველოს მონაცემები შევიდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოცემაში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე.

http://www.who.int/water_sanitation_health/monitoring/investments/glaas-2016-2017-cycle/en/

არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ქვეყნის ზოგადსაგანამანათლებლო საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამელი წყლითა და სანიტარიული პირობებით უზრუნველყოფის სფეროშიც. რასაც ადასტურებს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური  მხარდაჭერით 2013 წელს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სააგენტოს მიერ ქვეყნის 600 საჯარო სკოლაში სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების კვლევის შედეგები. დადგინდა, რომ სკოლებში დღეისათვის არასახარბიელო მდგომარეობაა სასმელი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) საერთაშორისო სტანდარტის ყველა ძირითადი პუნქტის მიხედვით. კერძოდ: ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით სარგებლობს საჯარო სკოლების მხოლოდ 70%. სკოლების 4% ქალაქად და 12% სოფლად სასმელი წყალმომარაგების ძირითად წყაროდ არაგაუმჯობესებულ[9] წყაროებს იყენებს[10]. სოფლის სკოლების 80%-ს წყალმომარაგების სისტემები შენობის გარეთ აქვთ განთავსებული, ხოლო  6%-ს საერთოდ არ გააჩნია ეს სისტემები. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც ყოველ მეოთხე სკოლას საერთოდ არ გააჩნია, ხოლო ზემო სვანეთის რეგიონში კი ყოველი მეათე სკოლა წყალმომარაგების ძირითად წყაროდ არაგაუმჯობესებულ8 წყაროებს იყენებს.

წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების კვლევა საჯარო სკოლებში“ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელ-მისამართზე http://unicef.ge/kvlevebi_da_angarishebi/115

სანიტარია – სანიტარია სისუფთავისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა ერთობლიობა. დასახლებული ადგილების სანიტარიული დაცვა გულისხმობს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელთაგან მთავარია:

  • ნიადაგის ბუნებრივი თვისებების დაცვა;
  • ხელოვნური საფარის მოწყობა;
  • ნიადაგის დაცვა ორგანული და არაორგანული ნივთიერებებითა და მათი გადანაყრებით გაბინძურებისაგან;
  • დასახლებული ადგილების დასუფთავება;
  • შენობებში კანალიზაციის მოწყობა.

არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა მუნიციპალური ჩამდინარე წყლების გაწმენდის სფეროშიც, რადგან გაუწმენდავი და არასაკმარისად გაწმენდილი მუნიციპალური ჩამდინარე წყლების 75% საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროა. ბიოლოგიური ტიპის გამწმენდი ნაგებობები ფუნქციონირებენ მხოლოდ 2 ქალაქში (საჩხერე, ბათუმი). ხოლო ქქ. თბილისი-რუსთავის რეგიონულ გამწმენდი ნაგებობა კი უზრუნველყოფს მხოლოდ ჩამდინარე წყლების პირველად, მექანიკურ გაწმენდას. გამწმენდი ნაგებობის მფლობელს („ჯორჯიან უოტერ&პაუერი“) ვალდებულება აქვს 2018 წლამდე ჩაატაროს გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია.


[1] 2011 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით პაქტი, რატიფიცირებულია 160 ქვეყნის მიერ. საქართველო პაქტს შეუერთდა 1994 წელს.General comments No.15 to the UN International Covenant “On Economic, Social and Cultural Rights”1, adopted in 1966 at the UN General Assembly.

[2] http://www.who.int/water_sanitation_health/hygiene/en/

[3] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs310/en/index.html

[4] http://www.csrdg.ge/upload/editor/file/biuletenebi/117/wkali.pdf „წყალი და ჯანმრთელობის პრობლემები საქართველოში“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.ბიულეტენი #117, 2010. http://www.csrdg.ge/upload/editor/file/biuletenebi/117/wkali.pdf

[5] 2011 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით პაქტი, რატიფიცირებულია 160 ქვეყნის მიერ. საქართველო პაქტს შეუერთდა 1994 წელს.General comments No.15 to the UN International Covenant “On Economic, Social and Cultural Rights”1, adopted in 1966 at the UN General Assembly.

[6]გარემოსა და ჯანმრთელობის მინისტრთა მე-5 კონფერენცია ქ.პარმა, იტალია, 2010 წელი. http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0011/78608/E93618.pdf

[7] http://water.gov.ge/geo/about-us/company

[8] მცირემასშტაბიანი  წყალმომარაგების სისტემების არსებული მდგომარეობის შეფასება დუშეთისა  და მარნეულის  რაიონებში,

თბილისი 2013. http://www.ncdc.ge/uploads/publications/angarishebi/mciremasStabiani_wyalmomaragebis_sistemebi.pdf

[9]  JMP Progress on Sanitation and Drinking-Water 2013 Report, page 12-13.

[10] ჰიგიენური პირობების კვლევა საჯარო სკოლებში. საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო  ინფტასტრუქტურის  განვითარების ეროვნული სააგენტო, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისი, საქართველო, 2013.

http://unicef.ge/uploads/_-___.2013.pdf

წითელა, წითურა, ყბაყურა (წწყ/MMR) იცავს დაავადებისგან – გაფრთხილება

წითელას ეპიდემია
#post_seo_title

წითელა, წითურა, ყბაყურა (წწყ/MMR)

იცავს დაავადებისგან
 

წითელა, წითურა, ყბაყურა

 

ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი
 

ერთი საინექციო დოზა შეადგენს 0,5 მლ-ს, აცრა  კეთდება ღრმად კანქვეშ, მხრის შუა მესამედის გარე ზედაპირზე.

 

ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება.
 

მძიმე ალერგიული რეაქცია  ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
იმუნოდეფიციტები (მაგ. ჰემატოლოგიური და სიმსივნური წარმონაქმნები, ხანგძლივი იმუნოსუპრესიული მკურნალობა ან მძიმე სიმპტომური აივ ინფექცია);
ორსულობა;
არაგანკურნებული აქტიური ტუბერკულოზი;
ანაფილაქსიური რეაქცია  კვერცხის ცილაზე, აცრა  ტარდება ქათმის ფიბრობლასტით ან ადამიანის დიპლოიდურ უჯრედებზე დამზადებული ვაქცინებით

 

გაფრთხილება
 

ანტისხეულების შემცველი სისხლის პროდუქტების უახლესი გადასხმიდან ინტერვალი ≤11 თვე (სპეციფიური ინტერვალი დამოკიდებულია პროდუქტზე);

საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე – გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

ცრუ უკუჩვენებები
 

ცრუ უკუჩვენებები
ვაქცინაცია  ტარდება
მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი  რეაქცია  ვაქცინის წინა დოზაზე;
პერინატალური ენცეფალოპათია;
სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები);
ანემია, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი;
თიმუსის ჩრდილის გადიდება;
ალერგია, ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი;
განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
დისბაქტერიოზი;
ადგილობრივი  ხმარების სტეროიდები,
ანტიმიკრობული პრეპარატები;
ჰიპოტროფია;
დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
ინფიცირებულ პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში;
დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);
სეფსისი ანამნეზში;
აუტოიმუნური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი);
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება;
მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია;
ორსულობა – დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი;
ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;
რეციპიენტის რეპროდუქციული ასაკი.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

წითელა, წითურა, თანდაყოლილი წითურას სინდრომი – წითელას, წითურას და თანდაყოლილი წითურას სინდრომზე ეჭვის მიტანისას დაუყოვნებლივ შეატყობინეთ

წითელა, წითურა, თანდაყოლილი წითურას სინდრომი
#post_seo_title

წითელა, წითურა, თანდაყოლილი წითურას სინდრომი

წითელას, წითურას და თანდაყოლილი წითურას სინდრომზე ეჭვის მიტანისას დაუყოვნებლივ შეატყობინეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ტერიტორიულ სამსახურს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონის ყველა ქვეყანას და საქართელოს, მიზნად აქვს დასახული წითელას და წითელას ელიმინაცია – ვირუსის ტრანსმისიის სრული შეწყვეტა, – რასაც თავისთავად მოჰყვება თანდაყოლილი წითურას სინდრომის ელიმინაცია.

წითელას და წითურას ელიმინაცია განისაზღვრება, როგორც წითელას ან წითურას ენდემური ტრანსმისიის არარსებობა გარკვეულ გეოგრაფიულ ერეალში სულ ცოტა 12 თვის განმავლობაში.

წითელა, წითურა, თანდაყოლილი წითურას სინდრომი

სოდიანი სასმელი — მავნე ჩვევა, რომელიც კლავს ჯანმრთელობას!

სოდიანი სასმელი
#post_seo_title

სოდიანი სასმელი — მავნე ჩვევა, რომელიც კლავს ჯანმრთელობას!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD)
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და WHO-ს ექსპერტი
საყვარელი სასმელი, რომელიც ნელ-ნელა გინგრევს ჯანმრთელობას
ალბათ ბევრისთვის სოდიანი სასმელი არის გემრიელი სიამოვნება, რომელიც დაღლილ დღეს ცოტათი ამსუბუქებს. მაგრამ რაც არ ჩანს — სწორედ ის არის ყველაზე საშიში. სოდიანი სასმელი არ არის უბრალოდ გამაგრილებელი სითხე — ეს არის თხევადი შაქარი, კოფეინი, მჟავები და ქიმიური დანამატები, რომლებიც ეტაპობრივად აზიანებენ ორგანიზმის ყველა სისტემას: ღვიძლს, გულს, ძვლებს, კბილებს და მეტაბოლურ ბალანსს.
8 უმთავრესი საფრთხე სოდიანი სასმელის მიღების დროს
1. ჭარბწონიანობა და სიმსუქნე
სოდიანი სასმელები შეიცავს მაღალი რაოდენობით თხევად შაქარს. შაქრის ასეთმა მიღებამ არ იწვევს დანაყრების შეგრძნებას და იწვევს კალორიების გადაჭარბებულ მიღებას. ეს პირდაპირ უკავშირდება წონის მატებასა და სიმსუქნეს.
წყარო: Malik VS et al., 2013. PMCID: PMC3778861
2. ძვლების სისუსტე და ოსტეოპოროზი
სოდიან სასმელებში შემავალი ფოსფორის მჟავა აქვეითებს კალციუმის შეწოვას, რის შედეგადაც ძვლები კარგავს სიმტკიცეს. ეს განსაკუთრებით საშიშია მოზარდებისა და მენოპაუზის შემდეგ ქალებისთვის.
წყარო: Tucker KL et al., 2006. PubMed ID: 17023723
3. კბილების ეროზია და კარიესი
სოდიანი სასმელები შეიცავს მჟავებს და შაქარს, რაც აზიანებს კბილის მინანქარს და ხელს უწყობს კარიესის განვითარებას. რეგულარული მოხმარება კბილების ნაადრევად დაკარგვას იწვევს.
წყარო: West NX et al., 2023. PMCID: PMC10096725
4. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკი
სოდიანი სასმელები სწრაფად ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს და იწვევს ინსულინის რეზისტენტობას. კვლევებით დადასტურებულია, რომ მათი რეგულარული მოხმარება 25-30%-ით ზრდის ტიპი 2 დიაბეტის რისკს.
წყარო: Imamura F et al., 2015. BMJ Article
5. არალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება (NAFLD)
სოდიანი სასმელები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც შეიცავს მაღალ ფრუქტოზის სიროფს, იწვევს ღვიძლში ცხიმის დაგროვებას. ეს დაავადება იწვევს ღვიძლის ანთებას და ციროზსაც კი.
წყარო: Ma J et al., 2016. PubMed ID: 26628588
6. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
სოდიანი სასმელების ხშირი მოხმარება ზრდის არტერიული წნევის, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს — რაც პირდაპირ უკავშირდება გულის შეტევებსა და ინსულტებს.
წყარო: Malik VS et al., 2010. PMCID: PMC2963518
7. პოდაგრა (გუტი)
ფრუქტოზა, რომელიც უხვადაა სოდიან სასმელებში, ზრდის შარდმჟავას დონეს სისხლში, რაც იწვევს სახსრების ანთებას და გუტს.
წყარო: Choi JW et al., 2004. NEJM Article
8. კოფეინზე დამოკიდებულება და ნერვული სისტემის გამოფიტვა
ბევრი სოდიანი სასმელი შეიცავს კოფეინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. მის მოშორებას თან ახლავს გაღიზიანება, უძილობა, დაღლილობა და განწყობის მერყეობა.
წყარო: Juliano LM et al., 2004. NCBI Bookshelf
პროფესორ გიორგი ფხაკაძის რჩევა
„სოდიანი სასმელები — ეს არის ყოველდღიური მოწამვლა, რომელიც, მიუხედავად თავისი სიტკბოსა და ბუშტუკებისა, რეალურად გინგრევთ ჯანმრთელობას. მათზე უარის თქმა არ არის მსხვერპლი — ეს არის სიცოცხლის შენარჩუნება. მოზარდებს, ბავშვებს და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ დაცვა. ჩვენს მაცივრებში სოდიანი სასმელი არ უნდა იდგეს ყოველდღიურად — მხოლოდ განსაკუთრებულად იშვიათი გამონაკლისის სახით. დაე, სუფთა წყალი გახდეს თქვენი ყოველდღიური არჩევანი.“
როგორ მოვიქცეთ?
• დაიწყეთ დღესვე: უარი თქვით გაზიან სასმელებზე მინიმუმ ერთი კვირით — ცვლილებას მალევე შეამჩნევთ.
• ნაბიჯ-ნაბიჯ მოიშორეთ ეს ჩვევა.
• დაიცავით ბავშვები — სოდა არ არის „პრიზი“ ან დღესასწაული, ეს არის საფრთხე.
პროფესორის ბიოგრაფია:
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights