ორშაბათი, მაისი 11, 2026

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები
#post_seo_title

ხშირად დასმული კითხვები

  1. რა არის ტყვია?

ტყვია  მძიმე მეტალთა ჯგუფს ეკუთვნის. იგი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის, როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ.

  1. რას იწვევს ტყვიის ზემოქმედება?

ტყვია ადამინის ორგანიზმზე მრავალმხრივ ზეგავლენას ახდენს.

ბავშვების ორგანიზმზე ტყვიის ზემოქმედებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს:

  • ნერვული სისტემისა და თირკმელების დაზიანება;

  • გონება გაფანტულობა, ქცევითი დარღვევები და სწავლის უნარ-ჩვევების დაქვეითება;

  • მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;

  • სმენასთან დაკავშირებული პრობლემები;

  • ძვლებისა და კუნთების ზრდის შეფერხება.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ტყვიის ზემოქმედებისადმი, ტყვია, ასევე, საფრთხეს წარმოადგენს მოზრდილების ორგანიზმისთვისაც და იწვევს:

  • ზიანს აყენებს ნაყოფის განვითარებას;

  • ორსულობის დროს არტერიული წნევის მომატებას;

  • ნაყოფიერების პრობლემებს (მამაკაცებსა და ქალებში);

  • მაღალ წნევას;

  • საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს;

  • მეხსიერებასთან და კონცენტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს;

  • კუნთებისა და ძვლების ტკივილს.

  1. ტყვიით ინტოქსიკაციის ძირითადი წყაროები:

  1. საღებავები – საღებავები, რომლებსაც საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის (სახლების, კედლების, ავეჯის შესაღებად და სხვ.) იყენებენ, შეიძლება  სხვადასხვა დოზით შეიცავდნენ ტყვიას. ტყვიის შემცველი საღებავებით, შესაძლოა, დაფარული იყოს საცხოვრებელი სახლების ფანჯრების, კარებების და კიბის საფეხურების  ზედაპირები. ტყვიის შემცველი საღებავი საშიში არ არის, იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანობა დარღვეული არ არის.

  2. მტვერი – საცხოვრებელში გარემოდან მოხვედრილი მტვერი, შესაძლოა, შეიცავდეს ტყვიას, ამიტომ რეკომედირებულია სახლის დალაგება სველი წესით რაც შეიძლება ხშირად.

  3. ჰაერი – ინდუსტრიული ნარჩენებით გარემოს დაბინძურება იწვევს ტყვიის მოხვედრას ჰაერსა და წყალში, რაც იწვევს ტყვიით მოწამვლას და სავალალოდ მოქმედებს პირველ რიგში ფეხმძიმე ქალებსა და ბავშვებზე.

  4. ნიადაგი – ინდუსტრიული ნარჩენებით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედაფენა ტყვიას შეიცავს, რომელიც არ იშლება. მოწამვლის საფრთხის წინაშე დგანან ის ადამიანები, ვინც ტრანსპორტით და ინდუსტრიული წარმოებით გადატვირთულ ქალაქებში ცხოვრობენ. ტყვით მოწამვლის განსაკუთრებით დიდი რისკი აქვთ მათ, ვინც მაგისტრალურ ქუჩებთან, დიდ გზაჯვარედინებთან, ავტოტრასებთან, ნაგვის გადამამუშავებელ ქარხნებთან ახლოს ცხოვრობს. ასეთ რაიონებში დაბინძურებული ნიადაგიდან ტყვია სახლის მტვერში ხვდება და წამლავს ადამიანს.

  5. წყალი – წყლის ტყვიით დაბინძურების მიზეზი,ძირითად შემთხვევებში, არის ტყვიის შემცველი მილები, რომლებიც 1980-იანი წლებიდან გამოიყენება. ტყვიის წყალში შემცველობა არ იგრძნობა რაიმე დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებით (ფერი, სუნი, გემო).

სასმელ წყალში ტყვიის შემცველობის შემცირება, შესაძლებელია, შემდეგი ნაბიჯების განხორციელებით:

  • სასმელად და საკვების მოსამზადებლად (მათ, შორის ახალშობილის საკვების) ყოველთვის გამოიყენეთ ცივი წყალი. მდუღარე წყალი ტყვიას წყლიდან ვერ მოაშორებს;

  • წყლის სასმელად გამოყენებამდე, ცოტა ხნით მოუშვით წყალი ონკანში და შემდეგ აიღეთ წყალი;

  • რეგულარულად გაასუფთავეთ წყლის ონკანი;

  1. საკვები – ხშირად, ტყვია ხვდება საკვების ზედაპირზე ტყვიის შემცველი მტვრის სახით.

  2. სათამაშოები-ხშირად იმპორტირებული სათამაშოები შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავებით.

  3. სამკაულები

  4. კოსმეტიკური საშუალებები, ტრადიციული მედიკამენტები

  5. კერამიკური ნივთები

4)როგორ ხვდება ტყვია ორგნიზმში?

ბავშვებისა და მოზრდილების ორგანიზმში ტყვია, შესაძლოა, მოხვდეს იმ შემთხვევაში თუ ისინი:

  • ჩაისუნთქავენ ტყვიის შემცველ მტვერს (განსაკუთრებით, ისეთი სახის აქტივობების დროს, როგორიცაა, მაგალითად, სახლის რემონტი ან რაიმე სახის ზედაპირების ღებვის პროცედურები);

  • ჩაყლაპავენ ტყვიის შემცველ მტვერს,რომელიც მოხვედრილია საკვებზე ან საკვების მოსამზადებელ ზედაპირზე;

  • შეჭამენ ტყვიის შემცველი საღებავების ნაწილებს/ ნიადაგს (მიწას).

ტყვია, განსაკუთრებით საშიშია 6 წლამდე ასაკის ბავშვების ორგანიზმისთვის, რადგან:

  • ამ ასაკში ბავშვების თავის ტვინი და ნერვული სისტემა, მეტად მგრძნობიარეა, ტყვიის დამაზიანებელი ეფექტებისადმი;

  • ბავშვების ორგანიზმი, რომელიც ზრდის პროცესშია, შეიწოვს უფრო მეტ ტყვიას;

  • ბავშვები ხშირად იდებენ პირში ხელებს და სხვადასხვა საგნებს. ამ საგნებზე, შესაძლებელია, იყოს ტყვიის შემცველი მტვერი.

! ნაყოფიერების ასაკში მყოფმა ქალებმა, უნდა იცოდნენ, რომ ტყვია საშიშია ნაყოფის განვითარებისთვის, რადგან ტყვიამ, შესაძლოა, გავლენენა მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე, პლაცენტის გავლის გზით.

  1. შესაძლებელია თუ არა ტყვიით ინტოქსიკაციის თავიდან აცილება?

ტყვიით ინტოქსიკაცია, შესაძლებელია სრულად იქნას თავიდან აცილებული. მთავარია, ბავშვმა შეწყვიტოს ტყვიის ექსპოზიციის წყაროსთან კონტაქტი და მოხდეს იმ ბავშების გამოვლენა, ვისაც შეხება ჰქონდათ ტყვიის წყაროსთან.

  • აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელ გარემოში ტყვიის ექსპოზიციის საფრთხის ინდენტიფიკაცია და უსაფრთხოდ მოცილება;

  • ის ბავშვები, ვინც ტყვიის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან უნდა იქნან გამოკვლეულნი და საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდეთ მკურნალობა.

  1. რა შეუძლიათ მშობლებს მოიმოქმედონ ტყვიის ზეგავლენის შემცირების მიზნით?

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს საცხოვრებელ სახლში არსებობს ტყვიის შემცველი საღებავი:

  • არ ეცადოთ მის მოშორებას, რადგან ამით,შესაძლოა, გამოიწვიოთ საღებავის ზედაპირის უფრო მეტად დაზიანება და გარემოში უფრო მეტი ტყვიის შემცველი მტვერი გავრცელდეს;

  • ყოველთვის ეცადეთ შერებილი კედლები/ფანჯრის რაფები/სხვა საგნები არ დაზიანდეს და არ დაიღვეს საღებავის საფარის ერთობლიობა;

  • რემონტის დროს, მოერიდეთ იმ ადგილზე ყოფნას, სადაც ხდება მტვრის გაფრქვევა;

  • სახლის შეძენამდე შეამოწმეთ ის ტყვიის შემცველობაზე;

  • რეგულარულად დაასუფთავეთ იატაკი, ფანჯრის რაფები და სხვა ზედაპირები სველი წესით;

  • ხშირად დაბანეთ ბავშვს ხელები, ასევე, გარეცხეთ მისი ბოთლები, საწოვარები და სათამაშოები;

  • სასმელად და საკვების მოსამზადებლად (მათ, შორის ახალშობილის საკვების) ყოველთვის გამოიყენეთ ცივი წყალი. მდუღარე წყალი ტყვიას წყლიდან ვერ მოაშორებს;

  • ეცადეთ, უზურნველყოთ, რომ ბავშვი იკვებოს ჯანსაღად, მიიღოს რკინით, კალციუმითა და C ვიტამინით მდიდარი საკვები;

  • სახლში შესვლამდე, გამოიცვალეთ ფეხსაცმელი, რათა არ მოხდეს საცხოვრებელში გარედან გამოტანილი ტყვიის შემცველი მტვრის გავრცელება.

  • მოერიდეთ ე.წ. ხალხური მეთოდებით/საშუალებებით მკურნალობას;

References:

EPA Brochure – “Protect your family from lead in your home”

https://www.epa.gov/sites/production/files/2017-06/documents/pyf_color_booklet_format_2017_508.pdf

CDC Factsheet – “Childhood Lead Poisoning” –https://www.cdc.gov/nceh/lead/factsheets/Lead_fact_sheet.pdf

ხუთი მითი გრიპის ვაქცინის შესახებ

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

ხუთი მითი გრიპის ვაქცინის შესახებ

მითი 1: გრიპი არ არის სერიოზული დაავადება, ამიტომ მე არ მესაჭიროება ვაქცინაცია
ფაქტიგრიპი ყოველწლიურად მსოფლიოში 650 000-ზე მეტი ადამიანის  გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს მხოლოდ სასუნთქი სისტემის  დარღვევებთან დაკავშირებული სიკვდილია, ამიტომ სავარაუდო ზემოქმედება კიდევ უფრო მაღალია. სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც კი შეიძლება დაავადდეს გრიპით, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომელთა იმუნური სისტემა სუსტია. ადამიანების უმრავლესობა გაჯანსაღდება რამდენიმე კვირაში, მაგრამ ზოგს შეიძლება განუვითარდეს გართულებები, მათ შორის სინუსიტი და ყურის ანთება, პნევმონია, გულის ან ტვინის ანთება.

მითი 2: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შეუძლია გამოიწვიოს გრიპი
ფაქტიგრიპის საწინააღმდეგო ინექციური ვაქცინა შეიცავს ინაქტივირებულ ვირუსს, რომელსაც არ შეუძია გრიპის გამოწვევა. თუ თავს იგრძნობთ ოდნავ შეუძლოდ ან გექნებათ მცირედი დისკომფორტი, ეს იმუნური სისტემის ნორმალური რეაქცია ვაქცინისადმი და შეიძლება ერთი ან ორი დრე გაგრძელდეს.

მითი 3: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი ეფექ ები
ფაქტი: დამტკიცებულია, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა  უსაფრთხოა. მძიმე გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია. ერთი მილიონი ადამიანიდან მხოლოდ ერთს შეიძლება განუვითეარდეს გიენ-ბარეს სინდრომი (GBS), რაც კუნთების სისუსტითა და დამბლით გამოიხატება.

მითი 4: მე გავიკეთე ვაქცინა და მაინც დამემართა გრიპი, ე.ი. ვაქცინა არ მუშაობს
ფაქტიერთდროულად გრიპის რამოდენიმე ვირუსი ცირკულირებს,  ამიტომ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ ის ვაქცინირებულია, შეიძლება მაინც დაემართოს გრიპი, რადგან ვირუსი სპეციფიკურია ერთი შტამისთვის. მიუხედავად ამისა, ვაქცინაციის შემდგომ უმჯობესდება გრიპისგან დაცულობის შანსი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რათა მოხდეს ვირუსის შეკავება, რომელიც გავლენას ახდენს დაუცველი იმუნური სისტემების მქონე ადამიანებზე.

მითი 5: ორსულად ვარ, ამიტომ არ უნდა გავიკეთო გრიპის ვაქცინა
ფაქტი: ორსულთა აცრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით განსაკუთრებით საჭიროა, რადგან მათი იმუნური სისტემა, სხვებთან შედარებით, სუსტია. გრიპის საწინააღმდეგო ინექციური ვაქცინა უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე.

ხმაურის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე – ინტენსიური ხმაურის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად ორგანიზმში ვითარდება როგორც სპეციფიკური, ისე ზოგადი ხასიათის ცვლილებები

ხმაურის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
#post_seo_title

ხმაური

ხმაურის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ხმაური არის ნებისმიერი არასასურველი ბგერა ან სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსიურობის ბგერების უწესრიგო ერთობლიობა, რომელიც არასასურველ მოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით გამოთვლილია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გარემოს ხმაურით განპირობებული  ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაკარგული წლების   რაოდენობა (DALY)  გულის იშემიური დაავადებების შემთხვევაში  61 000 წელს შეადგენს, ბავშვთა შემეცნებითი უნარის დაზიანების შემთხვევაში  45 000,  ძილის დარღვევისას – 903 000 წელს და  გაღიზიანებადობის განვითარების შემთხვევაში – 587 000  წელს. ყველა ჩამოთვლილს თუ გავაერთიანებთ, საერთო ტვირთი  1.0–1.6  მილიონი წლის ფარგლებში შეიცვლება.  ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე 1 მილიონი ჯანმრთელი წელი იკარგება ყოველწლიურად ტრასპორტთან დაკავშირებული ხმაურის გამო დასავლეთ ევროპის  ქვეყნებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩათვლით.  საგზაო სატრანსპორტო ხმაურთან დაკავშირებული ძილის დარღვევა და გაღიზიანებადობა  გარემოში არსებული ხმაურის ტვირთის ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს დასავლეთ ევროპაში.

ხმაურის ხანგრძლივი და ინტენსიური მოქმედების შედეგად ადამიანის ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები ვითარდება, რომელთა ხასიათი და ინტენსიურობა გარკვეული ეტაპობრიობით ხასითდება:

  • სმენის ფუნქციის დაზიანება, სმენითი მგრძნობელობისა და სმენის დროებითი ან მუდმივი დაკარგვით;
  • ყურადღების ფუნქციის დაქვეითება, ძილის რეჟიმის დარღვევა, მოქანცვისა და გაღიზიანებადობის გაზრდა;
  • სტრესულ სიგნალებზე ფიზიოლოგიური რეაქციების შეცვლა, რაც არასპეციკურია ხმაურისათვის.
  • ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის დარღვევა.

ინტენსიური ხმაურის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად ორგანიზმში ვითარდება როგორც სპეციფიკური, ისე ზოგადი ხასიათის ცვლილებები.

ხმაურის მოქმედების მიმართ შეიძლება განვითარდეს ორგანიზმის ადაპტაცია. თუ ხმაურის ზემოქმედების შედეგად   მისი აღქმის დონე 10-15 დბ-ით მცირდება, ხოლო ბგერის აღქმის საწყისი დონე 2-3წთ-ის განმავლობაში აღდგება, ეს მიუთითებს ხმაურისადმი ადაპტაციაზე. უფრო მკვეთრი ცვლილებები მიუთითებს სმენის ორგანოს მოქანცვის განვითარებაზე.

ხმაურის გავლენით განვითარებულ სპეციფიკურ ცვლილებებს შორის წამყვანია კოხლეარული ნერვიტის ტიპის ნელა პროგრესირებადი სმენის ორმხრივი დაქვეითება. მისის განვითარება ხანგრძლივი და თანდათანობითი პროცესია. საყოფაცხოვრებო პირობებში მოქმედი ხმაურით მსგავსი პათოლოგიის განვითარება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. აღნიშნული პათოლოგიის განვითარების  ძირითადი პირობებია: ა) ხმაურის ზემოქმედების ხანგრძლივობა (ექსპოზიცია); ბ) ხმაურის ინტენსიურობა-რაც მეტია ბგერის ძალა, მით უფრო სწრაფად ვითარდებს სმენის მოქანცვა და შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები გ) ხმაურის  სპექტრული შემადგებლობა-რაც უფრო ჭარბობს მაღალი სიხშირის ბგერები, მით უფრო სწარაფად ვითარდება ცვლილებები დ) ორგანიზმის ინდივიდუალური მგრძნობელობა ხმაურისადმი და სხვა.

ხმაური არის საერთო-ბიოლოგიური გამაღიზიანებელი. ამდენად, იგი მოქმედებს ადამიანის მთელ ორგანიზმზე და, სპაციფიკური დაზიანების  გარდა, შეიძლება გამოიწვიოს ზოგადი ხასიათის ცვლილებებიც. იგი პირველ რიგში მოქმედებს თავის ტვინის სტრუქტურაზე. ხმაურის მოქმედების შედეგად ცვლილებები ყველაზე ადრე ვლინდება ნერვულ სისტემაში: აღინიშნება თავის ტკივილი, პერიოდუ;ლი ხასიათის თავბრუ, მეხსიერების დაქვეითება, მომატებული მოქანცვა, ემოციური არამგრადობა, ძილის რეჟიმის დარღვევა, ტკივილი გულ-მკერდის არეში და სხვა. ვითარდება რეფლექსური და ვეგეტატიური სფეროების ფუნქციური ძვრები.

ხმაურის  მოქმედების შედეგად ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემაში ძირითადად კარდიალური და ჰიპერტენზიული ტიპის ნეიროცირკულარული დისტონიის სინდრომის სახით ვლინდება.

ხმაურის მომატება იწვევს აგრეთვე ორგანიზმის იმუნოლოგიური აქტივობის, საერთო რეზისტენტობის დაქვეითებას, რაც ავადობის დონის ზრდით ვლინდება. საყოფაცხოვრებო და ქალაქის ხმაურის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გავლენის შესწავლა და შეფასება საკმაოდ რთულია.

ხმაურისადმი ორგანიზმის რექციის გამოვლენაზე მრავალ ფაქტორი ახდენს გავლენას. დადგენილია, რომ მოსახლეობის 30% ხასიათდება ხმაურისადმი მომატებული მგრძნობელობით, 60% მორმალური მგრძნობელობით, ხოლო 10% დაბალი მგრძნობელობით.

დასახლებული პუნქტის სელიტებურ ზონასა და საცხოვრებელ სათავსებში ხმაურის დასაშვებ დონედ ითვლება ხმაურის ისეთი სიდიდე, რომელიც არ იწვევს ადამიანზე პირდაპირ ან ირიბ უარყოფით მოქმედებას, არ აქვეითებს მის მუშაობის უნარს, არ მოქმედებს უარყოფითად მის თვითგრძნობასა და განწყობაზე, არ იწვევს ხმაურის მიმართ მგრძნობიარე სისტემის ფუქნქციური სისტემის არსებით ცვლილებას.

 რა არის  ხმაური

ფიზიკური ბუნებით ხმაური არის დრეკადი გარემოს ( აირის, სითხის, მყარი სხეულის) ნაწილაკების მექანიკური რხევები ადამიანის სმენის ანალიზატორის აღქმის ფარგლებში (16ჰც-20 კჰც), რომელიც აღმოცენდება გარკვეული ძალის ზემოქმედებით. ამასთან ბგერას უწოდებენ  რეგულარულ პერიოდულ (სინუსოიდურ) რხევებს, ხოლო  ხმაურს მათ უწესრიგო ერთიანობას, არაპერიოდულ, შემთხვევით რხევით პროცესებს. ამრიგად,  ჰიგიენური თვალსაზრისით, ხმაური არის სხვადასხვა სიხშირის და დონის ბგერების ერთიანობა, რომელიც ხელს უშლის სასარგებლო ბგერითი სიგნალის (მუსიკის, საუბრის და ა.შ) აღქმას და იწვევს ადამიანის ორგანიზმზე არასასურველ, გამაღიზიანებელ მოქმედებას. ხმაურს ყოფენ სპექტრის ხასიათის და დროის მახასიათებლების მიხედვით.

ხმაურის სპექტრი არის ხმაურის შემადგენელი ბგერების დონეების განაწილება ოქტავური სიხშირეების მიხედვით. ოქტავა არის სიხშირეების დიაპაზონი, რომელის ზედა ზღვარი ორჯერ მეტია მის ქვედა საზღვარზე. ხმაურის სპექტრული დახასიათებისათვის გამოიყენება 9 ოქტავური ზოლი და მათი საშუალო გეომეტრიული სიხშირეები (ჰც):

სპექტრის ხასიათის მიხედვით გამოყოფენ:

  • ფართოზოლიანი ხმაურს უწყვეტი სპექტრით, ერთ ოქტავაზე მეტი სიგანით;
  • ტონალურ ხმაურს, რომლის სპექტრში გამოკვეთილი ტონებია. ხმაურის ტონალური ხასიათი პრაქტიკული მიზნებისათვის დგინდება სიხშირეთა 1/3 ოქტავურ ზოლებში გაზომვით. ტონალურია ხმაური, თუ ერთ ზოლში ბგერის დონე გვერდით მდებარე (მეზობელ) ზოლთან შედარებით არა ნაკლებ 10დბ-ით მეტია.

დროითი მახასიათებლების მიხედვით გამოყოფენ;

  • მუდმივ ხმაურს, რომლის ბგერითს დონე სამუშაო ზონაში 8-საათიან სამუშაო დღეს ან საცხოვრებელ და საზოგადოებრივი  შენობების სათავსებში, საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურმზომის დროით მახასიათებელზე „ნელა“ გაზომვებისას იცვლება დროში არა ნაკლებ 5 დბ-ით;
  • არამუდმივი ხმაურს, რომლის დონე სამუშაო ზონაში 8 საათიან სამუშაო დღეს, სამუშაო ცვლაში ან საცხოვრებელ  განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურმზომის დროით მახასიათებელზე „ნელა“ გაზომვებისას იცვლება დროში ნაკლებ 5 დბ-ზე მეტი სიდიდით

არამუდმივი  ხმაური იყოფა:

  • დროში მერყევ ხმაურად, რომლის ბგერის დონე უწყვეტად იცვლება დროში;
  • წყვეტილი ხმაურად, რომლის ბგერის დონე საფეხურობრივად იცვლება (5დბ და მეტით). ამასთან ერთად, იმ ინტერვალების ხანგძლივობა, რომლის განმავლობაში ხმაურის დონე მუდმივია, შეადგენს 1 წამს და მეტს.
  • იმპულსური ხმაურად, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ბგერითი სიგნალისაგან, თითოეული 1 წმ-ზე ნაკლები ხანგრლივობით, ამასთან ერთად, ბგერის დონეები დბ-ში, გაზომილი შესაბამისად დროით მახასიათებლებზე – „იმპულსი“ და „ნელა“განსხვავდება არა ნაკლებ 7დბ-ით.

მუდმივი ხმაურის ნორმირებად პარამეტრებს წარმოადგენს ბგერითი წნევის დონეები (L, დბ), ოქტავურ ზოლებში საშუალო გეომეტრიული სიხშირეებით: 31,5; 63; 125; 250; 500; 1000; 2000; 4000; 8000ჰც. საორიენტაციო შეფასებისათვის დასაებია ბგერის დონეების  L A და დბA გამოყენება. არამუდმივი  ხმაურის შეფასება დასაშვებ დონეებთან შესაბამისობის თვალსაზრისით უნდა ჩატარდეს ერთდროულად ბგერის ექვივალენტური და მაქსიმალური დონეების მიხედვით.

ჰაერში გავრცელებული ბგერით ტალღებს ეწოდება ჰაეროვანი  ბგერა, ხოლო მყარ სხეულებში გავრცელებულ ბგერებს -ბგერითი ვიბრაცია.

 რა არის ხმაურის წყაროები

ხმაურის წყაროები, წარმოქმნის ადგილის მიხედვით, სხვადასხვა ჯგუფად იყოფა. საცხოვრებელის შიდა წყაროებს მიეკუთვნება საინჟინრო, ტექნოლოგიური და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობა, აგრეთვე ადამიანის საქმიანობა; მიკრორაიონის (კვარტლის) წყაროების მიკრორაიონის ფარგლებში ადამიანის ცხოვრებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული წყაროების (სათამაშო და სპორტული მოედნები, ტერიტორიის დასუფთავება და სხვა); მიკრორაინონის გარეთა წყაროებია სამწერველო და ენერგეტიკუ;ლი საწარმოები, სხვადასხვა სახის ტრანსპორტი.

ხმაურის არასასურველი გავლენის შემცირება

მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ხმაურის არასასურველი გავლენის შემცირების ღონისძიებები დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე (ხმაურის ზღვრულად დასაშვები დონეების გადაჭარბების ხარისხზე, სპექტრისა და წყაროს ხასიათზე და სხვა).

დასახლებულ პუნქტებში ხმაურის საწინააღმდეგო ღონისძიებების ძირითადი მიმართულებებია:

  • ხმაურის წყაროს საიჟინრო-ტექნიკური და ორგანიზაციულ ადმინისტრაციული ღონისძიებები.
  • ხმაურის გავრცელებისს გზაზე (ხმაურის წყაროდან ობიექტამდე)-ქალაქმშენებლობისა და სამშენებლო-აკუსტიკური მეთოდები.
  • ხმაურისაგან დაცვის ობიექტზე-შენობის კონსტრუქციების ხმაურსაიზოლაციო თვისებების გაზრდის  კონსტრუქციულ-სამშენებლო მეთოდები და გეგმარებითი მეთოდები.

ხმაურის საწინააღმდეგო ღონისძიებათა სისტემაში მნიშვნელოვანია გარემოს (ქუჩის) ხმაურის მონიტორინგის განხორციელება.

საწარმოებში განვითარებული ხმაური

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის თანამედროვე ეტაპისათვის დამახასიათებელია საწარმოო სიმძლავრეების ზრდა, ახალი დანადგარების დანერგვა, ტექნოლოგიური პროცესების ინტენსიფიკაცია. ყველა ამ ფაქტორით განპირობებულია საწარმოში აკუსტიკური რხევების ინტენსივობის ზრდა, წარმოიქმნება ხმაური, არასასურველი სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსიურობის ბგერების უწესრიგო ერთობლიობა, რომელიც არასასურველ მოქმედებას  ახდენს ადამიანის ორგანიმზე. საწარმოში განვითარებული ხმაური უწესრიგოდ იცვლება დროში, აღმოცენდება წარმოების პროცესში და იწვევს მუშებში უსიამოვნო სუბიექტურ შეგრძნებებს.

საწარმოებში ხმაურის შემცირების ყველა ღონისძიებათა საფუძველია მისი პარამეტრების ჰიგიენური ნორმირება. ამ დროს მხედველობაში მიიღება, როგორც შრომითი პროცესის ხასიათი-შრომის სიმძიმე და დაძაბულობა, ისე ხმაურის სპექტრული შემადგენლობა ხმაურის დასაშვები სიდიდეები დადგენილია 8 საათიანი სამუშაო დღისათვის.

საწარმოებში ხმაურის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები იყოფა ტექნიკურ, არქიტექტურულ-დაგეგმარებით, ორგანიზაციულ და სამედიცინო პროფილაქტიკურ ღონისძიებებად.

ტექნიკურ ღონისძიებები გამოიყენება 3 ძირითადი მიმართულებით-ხმაურის წარმოქმნის მიზეზის თავიდან აცილება ან მისი ინტენსიურობის შემცირება უშუალოდ წარმოქმნის ადგილზე; ხმაურის გადაცემის შესუსტება (ეკრანირება); მომუშავეთა უშუალო დაცვა ხმაურის მოქმედებისაგან.

ხმაურის შემცირების ყველაზე ეფქტური ტექნიკური საშუალებაა საწარმოებში ხმაურიანი ტექნოლოგიური ოპერაციების შეცვლა ნაკლებად ხმაურიანით. მაგ. ლითონის დეტალების შესაერთებელად მოქლონვის ნაცვლად შედუღების ან ჰიდრავლიკური შეერთების მეთოდის გამოყენება.

ხმაურის დონის შემცირება შესაძლებელია მანქანა-დანადგართა კონსტრუქციის სრულყოფით, მისი მუშაობის რეჟიმის რაციონალიზაციით, დანადგარებზე დამატებით ბგერის მშთანთქმელების მოწყობით და სხვა.

საწარმოებში აღჭურვილობის ხმაურის შემცირების მნიშვნელოვან ეეეფქტს იძლევა აკუსტიკური ეკრანების გამოყენება, რომელიც ხმაურიან აგრეგატს განაცალკავებს სამუშაო ადგილისაგან. საწარმოო ნაგებობების კედლების დაფარვა ხმის ჩამხშობი მასალით ხმაურის დონეს 10-12დბ-ით ამცირებს, განსაკუთრებით მაღალი სიხშირის დიაპაზონში, რომელიც უფრო მეტი ბიოლოგიური აქტიურობით ხასითადება.

დაგეგმარებითი ღონისძიებები მიმართულია ხმაურის ლოკალიზაციისა და გავრცელების შემცირებისაკენ.

ხმაურიანი პრიოფესიების მუშებში გამოყენებული უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები-ანტიფონები.

პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო პროფილაქტიკის საშუალებებს, კერძოდ დისპანსერული მეთვალყურების დაწესებასა  და პერიოდული სამედიცინო შემოწმებების ჩატარება.

ხარისხის კონტროლი – ამ მიმართულებით პირველ საფეხურს წარმოადგენს ხარისხის კონტროლის ძლიერი სისტემის ჩამოყალიბება და ლაბორატორიის აკრედიტაციის მოსაპოვებლად წინსვლა

„ახალი ვირუსით დაინფიცირებული 26 შემთხვევიდან 8 ფატალურად დასრულდა“
#post_seo_title

ხარისხის კონტროლი

ამ მიმართულებით პირველ საფეხურს წარმოადგენს ხარისხის კონტროლის ძლიერი სისტემის ჩამოყალიბება და ლაბორატორიის აკრედიტაციის მოსაპოვებლად წინსვლა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებულია 3 ლაბორატორია:

– პოლიოს ლაბორატორია

– გრიპის ლაბორატორია

– წითელა/წითურას ლაბორატორია

4, ლაბორატორიები, რომლებიც დაკავშირებულია ჯანმო-ს ლაბორატორიულ ქსელთან

– როტა ვირუსების სადიაგნოსტიკო ლაბორატორია

– ინვაზიური მენინგიტების სადიაგნოსტიკო ლაბორატორია

– მალარიის სადიაგნოსტიკო ლაბოატორია

– სალმონელოზის სადიაგნოსტიკო ლაბორატორია

ჩვენ სამომავლოდ ვგეგმავთ ლაბორატორიების საერთაშორისო გარე ხარისხის კონტროლის სისტემაში ჩართვას. ასევე ვაპირებთ იმ ლაბორატორიების ჩამონათვალის გაზრდას, რომელთა გარე ხარისხის კონტროლის პროვაიდერი ლუგარის ცენტრი იქნება.

ხანდაზმულობა და ჯანმრთელობა – დარჩით ფიზიკურად აქტიურნი, რაც ხელს შეგიწყობთ სიცოცხლის ბოლომდე ძლიერი კუნთებისა და მტკიცე ძვლების შენარჩუნებაში

რატომ ცხოვრობენ ქალები უფრო დიდხანს, ვიდრე კაცები?
#post_seo_title

ხანდაზმულობა და ჯანმრთელობა

ხანდაზმულთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის, მნიშვნელოვან პროფილაქტიკას წარმოადგენს იმ დაავადებების შემცირება, რომლებიც ნაადრევ სიკვდილსა და ინვალიდობას იწვევს. ხანდაზმულთა ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად, სერიოზული ძალისხმევა და ყურადღებაა საჭირო არამარტო ოჯახის, არამედ სახელმწიფოს მხრიდანც. მნიშვნელოვანია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ხანდაზმულთა ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლის გარანტია იქნება.

ჩვენი საზოგადოების 65 და მეტი ასკის მოსახლეობას, შევეცადოთ ხშირად შევახსენოთ ჯანსაღი წესით ცხოვრების მნიშვნელოვანი როლი და უპირატესობა ინვალიდობისა და ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გარეშე სიცოცხლის გახანგრძლივების პროცესში. რამდენიმე აუცილებელი რჩევა:

ყოველდღე მიირთვით ხილი და ბოსტნეული. სწორი კვება ამცირებს კიბოს, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. ხილი და ბოსტნეულის ყოველდღიური მოხმარება უზრუნველყოფს ორგანიზმის აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებითა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებებით მომარაგებას.

დარჩით ფიზიკურად აქტიურნი, რაც ხელს შეგიწყობთ სიცოცხლის ბოლომდე ძლიერი კუნთებისა და მტკიცე ძვლების შენარჩუნებაში. მაქსიმალურად შეამცირებთ: გულსისხლძარღვთა და ძვალ-სახსროვანი დაავადებების, ზოგიერთი კიბოს, დიაბეტის, დეპრესიის განვითარების რისკს. 65 და მეტი ასაკის ადამიანთათვის  რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობის შემდეგი პრაქტიკა: ვარჯიშები, ან მოძრაობები: სახლში საქმიანობის დროს, თამაშების, გართობის სახით, ყოველდღიური სპორტულ-გამამხნევებელი ან დაგეგმილი ვარჯიშები საშუალოინტენსივობით არანაკლებ 150 წუთისა კვირაში, ან მაღალინტენსივობით არანაკლებ 75 წუთისა კვირაში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ დრო გადანაწილებული უნდა იყოს კვირის დღეებზე და ერთჯერადად შეადგინოს 10 წუთიანი დატვირთვა. ხანდაზმულთათვის სასურველია ყურადება მიექციეს ისეთ ვარჯიშებსა და აქტივობებს, რომელთა დახმარებითაც შეინარჩუნებენ მოქნილობასა და წონასწორობის დაცვის უნარს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებულ რეკომენდაციას სთავაზობს იმ ხანდაზმულებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ რეკომენდირებული ფიზიკური აქტივობის ნორმების გათვალისწინება, მათ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად უნდა შეასრულონ მინიმალური დატვირთვით ვარჯიშები და რაც შეიძლება ხშირად ისეირნონ ფეხით.

გახსოვდეთ! ყოველდღიური მსუბუქი, 10 წუთიანი ვარჯიში შეგინარჩუნებთ მოქნილობას, თავიდან აგაცილებთ ან უბრალოდ შეგიმსუბუქებთ: კისრის, მხრების, მუხლების, ზურგის, ფეხისა და ხელის თითების, ფეხის ტერფების ტკივილს, დაჭიმულობასა და დისკომფორტს.

თამბაქოს მოხმარება კვლავ რჩება ქრონიკული არაგადამდები დაავადებების, ინვალიდობისა და სიკვდილობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკ ფაქტორად. არათუ არასოდეს არ უნდა გახდეთ თამბაქოს მომხმარებელი, დაუშვებელია მისი მოხმარება ხანდაზმულ ასაკში.

უარი თქვით თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე და გაიხანგრძლივეთ ჯანმრთელობის წლები ღრმა სიბერემდე!

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით ქალბატონებმა 50-74 წლის ასაკში მამოგრაფია ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ. კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავის) კიბოს სკრინინგის მიზნით სასურველია: ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, ღრმა რექტორომანოსკოპია 5 წელიწადში და კოლონოსკოპია 10 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს. თვალყური მიადევნეთ სახელმწიფო სკრინინგის პროგრამებს და ჩაიტარეთ გმოკვლევები!

გრიპი და პნევმონია ხანდაზმულთა სიკვდილიანობის ერთერთი წამყვანი მიზეზია, მიუხედავად ეფექტური ვაქცინების არსებობისა. 65 და მეტი ასაკის ადამიანებმა ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

სისხლის მაღალი არტერიული წნევა წარმოადგენს ძირითად რისკ ფაქტორს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და ერთერთ ძირითად მიზეზს ხანდაზმულთა სიკვდილობის. აკონტროლეთ თქვენი სისხლის წნევის ციფრები, უარი თქვით ჭარბი მარილის მოხმარებაზე! დროულად მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ მაღალი არტერიული წნევის მიზეზით გამოწვეული სხვადასხვა გართულებები.

ჩვენ ყველას გვინდა დავიცვათ ჩვენი ოჯახის უფროსების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, დავეხმაროთ მათ საიმედოდ და დამოუკიდებლად გაატარონ სიცოცხლის დარჩენილი წლები.


[i] http://www.cdc.gov/features/agingandhealth/

ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედების) ფორმის ცვლილება – რისი ნიშანი შეიძლება იყოს?

ჰემობლასტოზი არის სიმსივნური დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სისხლის წარმომქმნელი ქსოვილებისგან ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნით
#post_seo_title
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედების) ფორმის ცვლილება – რისი ნიშანი შეიძლება იყოს?
სისხლის წითელი უჯრედები (ერწიტოციტები) ჩვეულებრივ მრგვალი და ბიკონკავური (ორ მხარეს ჩაზნექილი) ფორმის არიან, რაც მათ ოპტიმალური ჟანგბადის ტრანსპორტისთვის იდეალურად აქცევს. მაგრამ შეიცვალოს თუ არა მათი ფორმა – ეს შეიძლება ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევაზე მიუთითებდეს.
ამ მოვლენას ეწოდება პოიკილოციტოზი – მდგომარეობა, როდესაც სისხლში აღენიშნება ერწიტოციტების არაერთგვაროვანი და პათოლოგიური ფორმები.
ძირითადი პათოლოგიური ფორმები და მათი მნიშვნელობა:
1. Spherocyte (სფეროციტი)
დახურული მრგვალი უჯრედი, რომელიც კარგავს ცენტრალურ გამოშავებას.
დაავადება: მემკვიდრეობითი სფეროციტოზი
2. Elliptocyte (ელიპტოციტი)
წაგრძელებული, ელიფსის ფორმის უჯრედი
დაავადება: მემკვიდრეობითი ელიპტოციტოზი
3. Ovalocyte (ოვალოციტი)
ოვალური ფორმის უჯრედები
დაავადება: მეგალობლასტური ანემია (ფოლატისა და B12-ის დეფიციტით გამოწვეული)
4. Dacrocyte (ტირის წვეთის ფორმის უჯრედი)
ცრემლის ფორმის უჯრედი
დაავადება: მიელოფიბროზი, ასევე: რკინის დეფიციტური ანემია, თალასემია
5. Target cell (სამიზნური უჯრედი)
ცენტრში ჰემოგლობინის რგოლით
დაავადება: თალასემია, ჰემოგლობინოპათიები, რკინის დეფიციტი
6. Stomatocyte (სტომატოციტი)
ღრმული ცენტრალური ზონაში, ბაგის ფორმით
დაავადება: ალკოჰოლიზმი, ღვიძლის დაავადებები, მემკვიდრეობითი სტომატოციტოზი
7. Bite cell (ნაკბენის ფორმის უჯრედი)
ნახევარწრიული ამოჭრა მემბრანაზე
დაავადება: G6PD დეფიციტი (გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის დეფიციტი)
8. Echinocyte (ეკინოციტი / კრენირებული უჯრედი)
მრავალი მცირე, რეგულარული წვეტიანი გამონაზარდით
დაავადება: ღვიძლის ქრონიკული დაავადებები
9. Acanthocyte (აკანთოციტი)
არარეგულარული, ბლაგვი წვეტები უჯრედის გარშემო
დაავადება: ღვიძლის მძიმე დაავადება, აბეტალიპოპროტეინემია
10. Keratocyte (კერატოციტი)
“თითქოს ჩამძვრალი” ან დაჭრილი მემბრანა
შესაძლებელია ჩნდეს მექანიკური ჰემოლიზის ფონზე
11. Schistocyte (შისტოციტი / ფრაგმენტული უჯრედი)
გატეხილი, ნაწყვეტის ფორმის უჯრედი
დაავადება: მიკრანგიოპათიური ჰემოლიზი, DIC, თრომბოტიკი პურპურა
12. Sickle cell (სიკლოვანი უჯრედი)
ნახევარმთვარის ფორმის უჯრედი
დაავადება: სიკლოვანუჯრედოვანი ანემია
13. S-C poikilocyte
უჩვეულო ფორმის უჯრედი, რომელიც შეიცავს როგორც ჰემოგლობინ S-ს, ისე ჰემოგლობინ C-ს
დაავადება: შერეული ჰემოგლობინოპათია – Hb SC დაავადება
14. Boat-shaped cell (ნავისმაგვარი უჯრედი)
ხშირად დაკავშირებულია სიკლოვან უჯრედებთან ან ჰემოგლობინოპათიებთან
რატომ არის პოიკილოციტოზის ცოდნა მნიშვნელოვანი?
  • პოიკილოციტოზი ხშირად არის პირველი ლაბორატორიული ნიშანი სერიოზული ჰემატოლოგიური, მეტაბოლური ან გენეტიკური დაავადებებისა.
  • სისხლის ანალიზში უჯრედების ფორმის ცვლილებები ემთხვევა ანემიის, ჰემოლიზის ან ძვლის ტვინის პათოლოგიის დიაგნოსტიკის ძირითად ეტაპებს.
  • მათი სწორად ამოცნობა შესაძლებელია მხოლოდ პროფესიულ მიკროსკოპიულ გამოკვლევაში ლაბორანტის ან ჰემატოლოგის მიერ.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„სისხლის წითელი უჯრედის ფორმა არ არის უბრალოდ ლაბორატორიული დეტალი — ეს არის სხეულის სიგნალი. თუ იცვლება ფორმა, იცვლება ფუნქცია. პაციენტებმა და ექიმებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ამ ცვლილებებს, რადგან ისინი ხშირად მიუთითებენ სერიოზულ ან პროგრესირებად დაავადებებზე, რომელთა დროული გამოვლენა გადამწყვეტია.“
წყაროები:
• American Society of Hematology – Atlas of Blood Cells
• Mayo Clinic Laboratories – RBC Morphology Guide
• WHO Laboratory Manual for Blood Examination
მეტი ინფორმაცია სისხლის ანალიზების, ანემიებისა და ჰემატოლოგიური დაავადებების შესახებ იხილეთ:
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს text that says 'Normal cell Spherocyte Micro-spherocyte Irregularly contracted cell Elliptocyte Ovalocyte Dacrocyte Dacrocyte(tear-drop (tear-drop poikilocyte) Target cell Stomatocyte Keratocyte Schistocyte (fragment) Echinocyte (crenated cell) ဎ၅၆ဂ ၁၅ဂဓဂ Acanthocyte Sickle cell Boat-shaped cell S-C poikilocyte' გამოსახულება

აქამდე პრაქტიკულად მიუწვდომელი იყო მედიცინისთვის, რატომ არის ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი? – მხედველობის აღდგენა

რატომ ჩნდებიან და რა უნდა გააკეთოთ, თუ თვალებში ამ „ნაწილაკების“ დანახვას დაიწყებთ,
#post_seo_title

მხედველობის აღდგენა – სამხრეთ კორეელმა მეცნიერების ახალი გზავნილი თვალის მედიცინას

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
სამხრეთ კორეის მეცნიერებმა შექმნეს ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელმაც ლაბორატორიულ თაგვებში მხედველობა სრულად აღადგინა!
ეს შედეგი მიღწეულია რევოლუციური მექანიზმით — ბადურას (რეტინის) ნერვული ქსოვილის რეგენერაციით, რაც აქამდე პრაქტიკულად მიუწვდომელი იყო მედიცინისთვის.
როგორ მუშაობს ახალი პრეპარატი?
ექსპერიმენტული პრეპარატი ახდენს Prox1 ცილის ბლოკირებას — ეს ცილა ნერვულ ქსოვილში თრგუნავს რეგენერაციას და ხელს უშლის ნერვის ბუნებრივად აღდგენას.
ამ ბლოკირებით, მეცნიერებმა მიაღწიეს:
• ბადურაში ახალი ნერვული უჯრედების გაჩენას
• მხედველობის აღდგენას იმ თაგვებში, რომლებიც ადრე ბრმები იყვნენ
• და რაც მთავარია — ეფექტი შენარჩუნდა 6 თვეზე მეტი
რა ხდება შემდეგ?
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით:
• პრეპარატი ჯერ კიდევ ცდის ეტაპზეა
• ადამიანებზე კლინიკური კვლევები დაგეგმილია 2028 წელს
• იმედია, რომ ის დაეხმარება იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა მიზეზით (გენეტიკური, ტრავმული, ან ასაკობრივი) კარგავს მხედველობას
რატომ არის ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი?
1. ახალი იმედი ათასობით ბრმა ან მხედველობადაზიანებული პაციენტისთვის
2. ბადურას ნერვული რეგენერაცია დღემდე პრაქტიკულად შეუძლებლად ითვლებოდა
3. არ არის საჭირო ოპერაცია ან ლაზერული ჩარევა — მხოლოდ პრეპარატი
ეს მიღწევა მარტო თვალის მედიცინაში კი არა, მთლიანად ნერვული რეგენერაციის სფეროშიც გადატრიალებაა.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„მხედველობის აღდგენა ცალკე სასწაული იქნებოდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს მიღწეულია მხოლოდ ერთ ცილაზე მოქმედებით, ცხადყოფს ბიოტექნოლოგიის უზარმაზარ პოტენციალს. თვალის დაავადებები, რომლებიც ადრე განაჩენად ითვლებოდა — შესაძლოა უახლოეს მომავალში მკურნალად იქცეს. ეს არის იმედი, მეცნიერებისგან წამოსული სინათლე!“
წყარო:
• Science Alert, 3 მაისი, 2025.
“Experimental Drug Tested in Mice Repairs The Eye to Restore Vision”
მეტი ინფორმაცია ჯანმრთელობის ახალ ტექნოლოგიებზე, თვალის დაავადებებსა და ინოვაციურ მკურნალობაზე იხილეთ:
როფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ახალი მკვლელი ჩვენს სისხლძარღვებში?! – მიკროპლასტმასი და ნანოპლასტმასი ადამიანის სისხლძარღვებში უკვე რეალური და მომაკვდინებელი საფრთხეა

წყლის და ტვინის კავშირი – რატომ არის ჰიდრატაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?
#post_seo_title
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
51-ჯერ მეტი პლასტმასი ინსულტგადატანილი პაციენტების არტერიებში – ახალი მკვლელი ჩვენს სისხლძარღვებში?!
ახალი კვლევა, რომელიც ამჯერად ამერიკის გულ-სისხლძარღვთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოქვეყნდა, ამტკიცებს: მიკროპლასტმასი და ნანოპლასტმასი ადამიანის სისხლძარღვებში უკვე რეალური და მომაკვდინებელი საფრთხეა.
ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ შესრულებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ინსულტგადატანილი პაციენტების კაროტიდულ არტერიებში პლასტმასის შემცველობა საშუალოდ 51-ჯერ მეტი იყო, ვიდრე იმ ადამიანებში, ვისაც მსგავსი სიმპტომები არ ჰქონდათ.
რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?
კვლევამ დეტალურად გამოიკვლია არტერიული ფოლაქები იმ პაციენტებში, ვისაც ჰქონდათ ინსულტი ან მხედველობის დაკარგვა. შედეგად აღმოჩნდა:
• 51-ჯერ მეტი მიკროპლასტმასი დაავადებულ არტერიებში
• პლასტმასის ნაწილაკები ღრმად ჩამჯდარი იყო ფოლაქში
• იმუნურ და ღეროვან უჯრედებში დაფიქსირდა გენების აქტივობის ცვლილებები – მათ შორის ანთების და სისხლძარღვთა არასტაბილურობის მაჩვენებლები
რას ნიშნავს ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ არ არის გასული თანატოლთა შეფასების პროცესს (peer-review), შედეგები სერიოზულ ზარალს მოასწავებს:
• მიკროპლასტმასი შესაძლოა არ იყოს მხოლოდ გარემოს პრობლემა – ის პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე, და შესაძლოა ერთ-ერთი დამნაშავე იყოს გულის შეტევებსა და ინსულტებში.
• უჯრედულ დონეზე იწვევს ანთებით პროცესებს, რაც გულისა და სისხლძარღვების დაზიანებასთან პირდაპირ კავშირშია.
• საჭიროა სასწრაფო კვლევები, რათა დადგინდეს: როგორ გროვდება პლასტმასი სხეულში? როგორ ვებრძოლოთ მას? და რა როლი აქვს მას ქრონიკული დაავადებების განვითარებაში?
რა ვიცით საქართველოში ამ საკითხზე?
საქართველოში ჯერ არ ხორციელდება სისტემური კვლევები პლასტმასისა და ჯანმრთელობაზე მისი გავლენის მიმართულებით. თუმცა:
• ქართული მოსახლეობა სარგებლობს დიდი რაოდენობით პლასტმასის ბოთლებით, კონტეინერებით და საკვების შეფუთვით.
• არ ხდება სასმელი წყლისა და საკვების რეგულარული ტესტირება მიკროპლასტმასებზე.
• ხშირია ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევები, რაც ამ კვლევის ფონზე დამატებით საგანგაშოა.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ეს კვლევა არის გამოფხიზლება ყველა ჩვენგანისთვის. დღემდე ვფიქრობდით, რომ პლასტმასი მხოლოდ ეკოლოგიური საფრთხეა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ იგი შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს ინსულტის, გულის შეტევების და სხვა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების. საქართველომ უნდა დაიწყოს სერიოზული მონიტორინგი მიკროპლასტმასზე – განსაკუთრებით სასმელ წყალსა და საკვებში.“
წყარო:
American Heart Association News, 22 აპრილი, 2025.
Plaque buildup in the necks of stroke survivors may be loaded with microplastics
მეტი ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ იხილეთ ჩვენს პლატფორმაზე:
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
შეიძლება იყოს text გამოსახულება

კვლევა – სად და როდის გაჩნდა მუტაცია, რომელიც ადამიანებს აივ ინფექციისგან იცავს

აივ ინფექციის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა
#post_seo_title

გენის ვარიანტი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანების დაცვას აივ ინფექციისგან, სავარაუდოდ წარმოიშვა ადამიანებში, რომლებიც ქვის ხანისა და ვიკინგების ხანის შორის პერიოდში ცხოვრობდნენ – ამაზე ათასობით გენომის ახალი კვლევა მიუთითებს.

„აღმოჩნდა, რომ ეს ვარიანტი წარმოიშვა ერთ ინდივიდში, რომელიც შავი ზღვის მახლობლად დაახლოებით 6 700 – 9 000 წლის წინ ცხოვრობდა“, – განაცხადა საიმონ რასმუსენმა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ბიოინფორმატიკის სპეციალისტმა და კვლევის თანაავტორმა. მისივე განმარტებით, როგორც ჩანს, წარსულში ეს მუტაცია ადამიანებს სხვა რამისგან იცავდა, რადგან აივ ვირუსი ჰომო საპიენსებში საუკუნეზე ნაკლებია არსებობს.

რასმუსენი და მისი კოლეგები იკვლევდნენ გენის CCR5 დელტა 32-ის წარმოშობა. CCR5 არის ცილა, რომელიც ძირითადად იმუნურ უჯრედებში გვხვდება და რომელსაც აივ-ის მრავალი – თუმცა არა ყველა – ვარიანტი იყენებს იმუნურ უჯრედებში შესაღწევად და ინფექციის დასაწყებად.

მაგრამ ადამიანებში, რომლებსაც CCR5 დელტა 32 მუტაციის ორი ასლი აქვთ, ეს ცილა იშლება, რაც ფაქტობრივად აივ ვირუსს „კარს უკეტავს“. მეცნიერებმა ამ მუტაციის გამოყენებით რამდენიმე ადამიანი აივ-ისგან სრულად განკურნეს.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა ეს მუტაცია თანამედროვე ადამიანების 2 504 გენომში აღმოაჩინეს, რომლებიც შეირჩა საერთაშორისო პროექტისთვის „1000 გენომი“ (ამ ინიციატივის მიზანი ადამიანთა გენეტიკური მრავალფეროვნების კატალოგიზაცია). შემდეგ მათ შექმნეს მოდელი, რათა შეესწავლათ 934 უძველესი გენომი ევრაზიის სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც მოიცავდა პერიოდს ადრეული მეზოლითიდან ვიკინგების ეპოქამდე – დაახლოებით ძვ.წ. 8000 წლიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლამდე.

აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელსაც პირველად ჰქონდა ეს მუტაცია, შავი ზღვის მახლობლად დაახლოებით ძვ.წ. 7000 წელს ცხოვრობდა – იმ პერიოდში, როდესაც პირველი მიწათმოქმედები დასავლეთ აზიის გზით ევროპაში ჩავიდნენ. მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ამ მუტაციის გავრცელება მკვეთრად გაიზარდა 8 000-დან 2 000 წლის წინ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის მეტად სასარგებლო იყო იმ დროს, როცა ადამიანებმა ევრაზიის სტეპებიდან სხვა რეგიონებში გადაინაცვლეს.

კვლევის მიგნებები ეწინააღმდეგება წინა ვარაუდებს, რომ მუტაცია შედარებით გვიან პერიოდში წარმოიშვა. მაგალითად, ეს ნიშნავს, რომ მუტაციის გავრცელების ზრდა არ ყოფილა შუა საუკუნეების ეპიდემიების ან ვიკინგების გამოკვლევების შედეგი, რაც ადრე იმუნური სისტემის ევოლუციის შესაძლო სტიმულად მიიჩნეოდა.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მუტაციის მფლობელებს გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ -სავარაუდოდ იმიტომ, რომ ის ასუსტებდა იმუნურ სისტემას იმ პერიოდში, როცა ადამიანები ახალ პათოგენებს ეჭიდებოდნენ. სპეციალისტები განმარტავენ – მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა უარყოფითად ჟღერს, ზედმეტად აგრესიული იმუნური პასუხი ხშირად სასიკვდილოა – ახალ მიკრობებთან შეჯახებისას საჭიროა ისეთი იმუნური რეაქცია, რომელიც მტერს დაამარცხებს, მაგრამ თავად ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებს.

„როცა ადამიანები ნადირობიდან და შემგროვებლობიდან სოფლის მეურნეობაზე გადავიდნენ და უფრო მჭიდროდ დაიწყეს ერთად ცხოვრება, ინფექციური დაავადებების ზეწოლა გაიზარდა და უფრო დაბალანსებული იმუნური სისტემა შეიძლება გადარჩენის უპირატესობად იქცა“, – ამბობს კვლევის თანაავტორი ლეონარდო კაბუჩო.

როგორ ამოვიცნოთ, ვუმკურნალოთ და მოვუაროთ სწორად – რატომ ვითარდება ატოპიური დერმატიტი? – სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ

რეკომენდაციები, რაც უნდა გავითვალისწინოთ ატოპიური დერმატიტის არსებობისას?
#post_seo_title

ატოპიური დერმატიტი ბავშვებში – როგორ ამოვიცნოთ, ვუმკურნალოთ და მოვუაროთ სწორად

ბავშვებში ალერგიული დაავადებები სულ უფრო ხშირი ხდება, განსაკუთრებით კი იმუნური სისტემის მომწიფების ადრეულ ეტაპზე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა ატოპიური დერმატიტი, რომელიც პირველ წლებში კანის სიმშრალით, ქავილითა და გაწითლებით ხასიათდება.

რა არის ატოპიური დერმატიტი?

ატოპიური დერმატიტი წარმოადგენს ქრონიკულ ანთებით პროცესს კანზე, რომელიც უმეტესად ჩვილ ასაკში ვლინდება. სხვადასხვა ქვეყანაში ის ცნობილია როგორც ეგზემა, დიათეზი ან ნეიროდერმატიტი. კვლევების მიხედვით, ეს მდგომარეობა ბავშვთა 9-10%-ში გვხვდება და, როგორც წესი, სიმპტომები იწყება 1 წლამდე ასაკში.

გამოყოფენ სამ ასაკობრივ ფორმას:

  • ჩვილთა ასაკი (0-2 წ) – სიმპტომები ლოყებზე, თავზე, სხეულზე.

  • ბავშვობა (2-12 წ) – ლოკალიზაცია ძირითადად იდაყვისა და მუხლის ფოსოებში, კისერზე.

  • მოზარდობა (12+ წ) – სიმპტომები სხვადასხვა არეში და ხშირად საჭიროებს გრძელვადიან მართვას.

რატომ ვითარდება ატოპიური დერმატიტი?

ატოპიური დერმატიტის შემთხვევათა დაახლოებით 80%-ს განაპირობებს ფილაგრინის დეფიციტი – ეს ცილა უზრუნველყოფს კანის დატენიანებას და ბარიერულ ფუნქციას. მისი ნაკლებობა იწვევს კანის გამოშრობას, გაღიზიანებასა და ანთებით პროცესს.

მნიშვნელოვანიასაკვები ან კონტაქტური ალერგენები დაავადების გამომწვევი კი არა, გამამწვავებელი ფაქტორებია.

სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ:

  • კანის სიმშრალე და აქერცვლა

  • ქავილი და გაწითლება

  • ლოკალიზებული სიწითლე სახეზე, კიდურებზე, იდაყვებსა და მუხლებზე

  • ხშირი გამწვავებები სეზონური ან კვებითი ფაქტორების ფონზე

როგორ მოვუაროთ სწორად ატოპიური დერმატიტით დაზიანებულ კანს?

ატოპიური დერმატიტის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კანის ყოველდღიური მოვლა და დატენიანებაა. გამწვავების თავიდან ასაცილებლად საჭიროა:

  • ყოველდღიური აბაზანა თბილ წყალში (10-12 წუთით)

  • აბაზანის შემდეგ დაუყოვნებლივ დამატენიანებლის გამოყენება

  • კარგად შერჩეული დამარბილებელი საშუალებები (ემოლენტები, ოკლუზიური ნივთიერებები, ჰუმექტანტები)

როგორია მკურნალობის რეჟიმი?

მკურნალობის ძირითადი პრინციპები:

  • კანის რეგულარული დატენიანება – გამწვავებების პროფილაქტიკისთვის

  • გამწვავებისას – ქავილის შესამცირებლად გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები

  • მძიმე შემთხვევებში – სტეროიდული ან არაჰორმონული მალამოები, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

ეფექტური დამატენიანებლები – როგორ ავირჩიოთ?

სწორი მოვლის პროდუქტის შერჩევა გადამწყვეტია. ბაზარზე წარმოდგენილია მრავალი ბრენდი, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეულია Cetaphil Pro Eczema – სპეციალურად შექმნილი ატოპიური დერმატიტისადმი მიდრეკილი კანისთვის. მისი უნიკალური შემადგენლობა მოიცავს:

  • ფილაგრინის მსგავსი ინგრედიენტებს

  • ხელოვნურ კერამიდებს

  • ძლიერი დამატენიანებლებს, რომლებიც შესამჩნევად ამცირებენ ქავილსა და სიწითლეს 24 საათის განმავლობაში

Cetaphil-ის პროდუქცია ცნობილია მაღალი ხარისხით და გირჩევთ სპეციალისტების უმრავლესობა. რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს კანის ბარიერული ფუნქციის აღდგენას და სიმპტომების კონტროლს.


დასკვნა

თუ თქვენს შვილს აქვს ატოპიური დერმატიტის ნიშნები, გახსოვდეთ – ადრეული ამოცნობა და სწორი კანის მოვლა თავიდან აგარიდებთ გართულებებს. მნიშვნელოვანია კონსულტაცია პედიატრთან ან ალერგოლოგთან, სწორი მკურნალობისა და მოვლის გეგმის შესამუშავებლად.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights