ორშაბათი, მაისი 11, 2026

ჯანსაღი კვება ჯანმრთელი ცხოვრებისთვის! – რას იწვევს არასწორი კვება

კვებასთან დაკავშირებული რჩევები COVID-19 -ის დროს მოზრდილთათვის
#post_seo_title

ჯანსაღი კვება ჯანმრთელი ცხოვრებისთვის!

კიბო, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ინსულტი, სისმუქნე და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები იმ დაავადებების მოკლე ჩამონათვალია, რასაც არასწორი კვება იწვევს. სწორი კვება კი მნიშვნელოვნად ამცირებს მათ რისკს.

იმისათვის, რომ იკვებო სწორად:

დღიური კვების რაციონში  ჩართე პროდუქტები ქვემოთ მოცემული საკვების 4-ვე  ჯგუფიდან:

ხილი და ბოსტნეული: დღის განმავლობაში მიიღე რამოდენიმე სახის ხილი და ბოსტნეული. რეკომენდებულია 5 პორცია დღეში (1 პორცია = ხილის/ბოსტნეულის ის რაოდენობა, რომელიც ეტევა ხელისგულზე).

ბურღულეული, მარცვლეული, პური, კარტოფილი და  სახამებლის შემცველი სხვა პროდუქტები: უპირატესობა მიანიჭე სრულმარცვლოვან პროდუქტებს – მათში სასარგებლო ნივთიერებების შემადგენლობა მეტია. რეკომენდებულია 6 პორცია დღეში (1 პორცია = 1 ნაჭერი პური, 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი ან მაკარონის ნაწარმი…).

ხორცი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები: არჩევანი შეაჩერე მჭლე და კანგაცლილ ხორცზე, კვირაში 2-ჯერ მიიღე თევზი. რეკომენდებულია 1-2 ულუფა დღეში (1 ულუფა =2 ნაჭერი წითელი ხორცი, საშუალო სიდიდის თევზის 1 ფილე, ქათმის 1 ბარკალი, ¾ ჭიქა მოხარშული ლობიო…).

რძე და მისი ნაწარმი: რეკომენდებულია2-3 პორცია დღეში (1 პორცია = 1 ჭიქა რძე, 1 ჭიქა მაწონი,  2 ნაჭერი ყველი).

შეზღუდე მარილი და შაქარი

შეამოწმე საკვები პროდუქტების ეტიკეტი მარილის და შაქრის შემცველობაზე – 100 გრამ პროდუქტზე 1.5 გ მარილი (ან NA 0.6გ), ან  22.5 გ შაქარი  მარილის/შაქრის მაღალ შემცველობაზე მიუთითებს. რეკომენდებული დღიური დოზა:  მარილი –  <6 გ; შაქარი -< 25 გ.

გაითვალისწინე: აგავას ნექტარი, ლერწამის კრისტალები, დექსტროზა, ფრუქტოზა, ლაქტოზა, მალტოზა, თაფლი, ბადაგი,  ყველა ეს სიტყვა „შაქრის“ მანიშნებელია.

შეამცირე გაზიანი სასმელების,  ცხიმიანი და სწრაფი კვების ობიექტების მიერ შემოთავაზებული საკვების მიღება და ყოველდღიურად დალიე 1.5-2ლ სუფთა წყალი!

ჯანსაღი კვება – ჯანმრთელობის მთავარი გასაღები – ძირითადი რჩევები სწორი (ჯანსაღი) კვებისათვის

#post_seo_title

ჯანსაღი კვება – ჯანმრთელობის მთავარი გასაღები

ძირითადი რჩევები სწორი (ჯანსაღი) კვებისათვის:
 იკვებეთ ბალანსირებულად. მიიღეთ მრავალფეროვანი სურსათი, ამასთან უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეული წარმოშობის სურსათს ცხოველურთან შედარებით.
 მიიღეთ მრავალფეროვანი ბოსტნეული და ხილი, სულ მცირე 400 გრამის ოდენობით
დღეში, უმჯობესია ახალი და ადგილობრივი წარმოების. თავი შეიკავეთ ჩაის
მიღებისაგან მაშინ, როცა მიირთმევთ რკინით მდიდარ სურსათს (ბოსტნეული, პარკოსნები და სხვ.), ვინაიდან ჩაი ხელს უშლის რკინის შეთვისებას.
 აკონტროლეთ ცხიმების მიღება. შეამცირეთ ცხიმიანი სურსათის მოხმარება და
უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ცხიმებს (ზეთებს) ცხოველურთან შედარებით.
 მიირთვით ნაკლებცხიმიანი რძე და რძის პროდუქტები მარილის დაბალი შემცველობით.
 დღეში რამდენიმეჯერ მიირთვით პური, მარცვლოვანი პროდუქტები, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი.
 შეცვალეთ თქვენს მენიუში – ცხიმიანი ხორცი და ხორცის ნაწარმი უცხიმო ხორცით,
თევზით, შინაური ფრინველის ხორცით ან ლობიოთი და სხვა პარკოსნებით.
 მაქსიმალურად შეამცირეთ ალკოჰოლური სასმელების მიღება, Dდღეში ალკოჰოლის 20 მგმდე შეზღუდვით.
 შეინარჩუნეთ თქვენი სხეულის წონა რეკომენდებულ საზღვრებში (მოზრდილებისათვის სხეულის მასის ინდექსი – 18.5-25 და წელის გარშემოწერილობა 80 სმ-ზე ნაკლები ქალებისათვის და 94 სმ-ზე ნაკლები მამაკაცებისათვის) ყოველდღიური ზომიერი ფიზიკური აქტივობის გზით (არანაკლებ 30 წთ უწყვეტი სეირნობით დღეში, რეგულარულად)
 აირჩიეთ სურსათი, რომელიც შეიცავს ნაკლები რაოდენობით მარილს. Nნუ დაამატებთ
მომზადებულ კერძს მარილს. შეზღუდეთ მისი მიღება 5 გრამამდე დღეში (კერძის მარილის ჩათვლით). Mმოიხმარეთ მხოლოდ იოდირებული მარილი.
 შეარჩიეთ სურსათი, რომელიც შეიცავს ნაკლები რაოდენობით შაქარს, ნაკლებად მიიღეთ რაფინირებული შაქარი და ტკბილეული, შეცვალეთ ტკბილი სასმელები
კეთილხარისხოვანი წყლით.
 მოამზადეთ კერძები ჰიგიენური წესების დაცვით. შეინახეთ სურსათი უსაფრთხო
პირობებში.
 მაქსიმალურად შეუწყეთ ხელი მხოლოდ (ექსკლუზიურ) ძუძუთი კვებას 6 თვის ასაკამდე და შემდეგ 2 წლის ასაკამდე დამატებით კვებას ძუძუთი კვებასთან ერთად.

კვება ერთ-ერთი სასიამოვნო მოვლენაა, რომლის ხასიათი დამოკიდებულია
ტრადიციებზე, კულტურაზე და გარემო პირობებზე. ადამიანები იკვებებიან მადის და
შესაძლებლობების შესაბამისად. მოიხმარენ იმ სურსათს, რომლსაც ისინი ანიჭებენ
უპირატესობას.
კვება უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის მიერ დახარჯულ ენერგიას, რომელიც
დამოკიდებულია ზრდაზე, ასაკზე, სხეულის მასაზე, ცხოვრების პირობებზე, საქმიანობის
სახეობაზე, კლიმატზე, ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე (ფეხმძიმობა, მეძუძურობა).
საკვები ნივთიერებების განსაზღვრულმა რაოდენობამ და პროპორციამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. სურსათი უნდა იყოს უვნებელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უნდა განაწილდეს სწორად დღის განმავლობაში. დღესაც თანამედროვედ ჟღერს ჰიპოკრატეს სიტყვები: ,,დაე თქვენი კვება იყოს თქვენი მედიცინა, და თქვენი საკვები – თქვენი წამალი”.

ეჭვგარეშეა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია სწორ, ბალანსირებულ კვებაზე.
ადეკვატური კვებით შესაძლებელია მთელი რიგი ქრონიკული დაავადებების (დიაბეტი, კარდიოვასკულური დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებები, იოდის და სხვა მიკრონუტრიენტების დეფიციტით გამოწვეული დარღვევები, ოსტეოპოროზი, სიმსუქნე, კარიესი და სხვ.) თავიდან აცილება, რომელთა ხვედრითი წილი მსოფლიოში საერთო სიკვდილიანობის დაახლოებით 60%-ს შეადგენს.

რას წარმოადგენს სწორი (ჯანსაღი) კვება და როგორ მივაღწიოთ მას?
არსებობს სწორი კვების პრინციპები, რომელთა დაცვაც სწორად არეგულირებს ადამიანის კვებას.
ანუ განსაზღვრავს იმ სასურსათო პროდუქტებს და დღიური მიღების იმ ნორმებს, რომელიც, უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიის და საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) საჭირო რაოდენობით და ამავე დროს უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

ჯანსაღი კვება – ჯანმრთელობის მთავარი გასაღები

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრა გამართა გლობალური ფონდის წარმომადგენლებთან. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა და მიღწეული შედეგები. განიხილეს მიმდინარე ერთობლივი პროექტის შედეგები, რასაც გლობალური ფონდის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, შიდსის, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტების მიმართულებით არსებულ პროგრამებს, დაავადებების პრევენციასა და მიზნობრივ მხარდაჭერას.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხაზი გაუსვეს გლობალურ დონეზე ძლიერი პარტნიორობის მნიშვნელობას და დაადასტურეს ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გლობალური ფონდის წარმომადგენლებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.

მინისტრთან ერთად ორმხრივ შეხვედრებში ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძეც მონაწილეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ჯანდაცვის რეფორმებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად

ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ჯანდაცვის რეფორმებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მინისტრმა ხაზი გაუსვა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში ახლა ინერგება. მან, ასევე ისაუბრა DRG ანაზღაურების მოდელის, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებისა და ინოვაციური პრეპარატების მწარმოებელი კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის მექანიზმის დანერგვის პოზიტიურ გავლენაზე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ინიციატივების შედეგად გაუმჯობესდა ქრონიკული დაავადებების მართვა, გაუქმდა ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტები და გაიზარდა მოქალაქეთა ფინანსური დაცულობა. მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. მიხეილ სარჯველაძემ, შეხვედრები გამართა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან, ასევე გლობალური ფონდის წარმომადგენლებსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრთან.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ასამბლეაში მონაწილეობს გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, რევაზ ლომინაძე.
შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ფიცარნაგი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Nem General Discussion BAHAMAS GABON (6) $้) YANA 防い和に証 (4) ETMIOPIA HUNGA ESWATYM ASTONA 4 ICELAND GEIAND NIC“ გამოსახულება

ალერგია და სმენა – სმენის დაქვეითება და ზოგიერთ შემთხვევაში სმენის სრული დაკარგვა

ალერგია და სმენა
#post_seo_title

ალერგია და სმენა

კვლევა ხმაურიანი სამსახურის მქონე ადამიანებს უკავშირდება. 1,3 მილიონი ადამიანის მონაცემი შეისწავლეს და შესწავლის პროცესში განსაკუთრებულ ჯგუფად გამოყვეს ადამიანები, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა მშენებლობას უკავშირდება.

მეცნიერებმა გაითვალისწინეს, მიმართავდნენ თუ არა ეს ადამიანები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ისეთ კვლევას, როგორიც არის სმენის შეფასების ტესტი და სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს პირები, რომლებიც მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული და 27 ათასი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფისგან აღმოჩნდა, რომ 23 %-ს ქონდა სმენის დაქვეითება და ზოგიერთ შემთხვევაში სმენის სრული დაკარგვა.

კიდევ უფრო საყურადღებო აღმოჩნდა მშენებლობაზე მომუშავე პირთა შორის ისინი, ვინც გზატკეცილების, ხიდების ან ჩვეულებრივი ქუჩების რეკონსტრუქციაზე მუშაობდნენ, მათღ შორის 28%-ს ჰქონდა სმენასთან დაკავშირებული პრობლემა. როდესაც მედიკოსებმა გაანალიზეს ეს მონაცემები, ისინი მივიდნენ დასკვნამდე:

  1.  აუცილებელია სამუშაო უსაფრთხოების დაცვა იმისათვის, რომ ამ ადამიანების სმენა იყოს დაცული;
  2. აუცილებელია აღჭურვილობა, რომელიც კეთილსინდისიერად უნდა ატარონ მომუშავე პირებმა;
  3. სამედიცინო სერვისი და სამედიცინო კონტროლი იმისათვის, რომ ადრეული პრობლემების შემთხვევაში მოხდეს დროული შეფასება და შემდეგ სმენის სრული დაკარგვის პრევენცია…

ცოფი – რას უნდა ველოდოთ? რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი? – ცოფის ახალი შემთხვევა დედოფლისწყაროში

ცოფი –  რა არის და როგორ უნდა ვმართოთ ეს სერიოზული დაავადება
#post_seo_title

ცოფის ახალი შემთხვევა დედოფლისწყაროში – სავალდებულო ვაქცინაცია სერიოზული საფრთხის თავიდან ასარიდებლად

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2025 წლის 20 მაისს ცოფით დაავადებული ძაღლის შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. შემთხვევა ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში მოხდა და როგორც გაირკვა, ინფიცირების წყარო გარეული მგელი იყო.
შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტო გადავიდა ცოფის კერაში სწრაფი რეაგირების რეჟიმზე და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები, რაც მოიცავს:
• ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციას
• გადაადგილების მკაცრ კონტროლს
• ტერიტორიის დეზინფექციას
• ვეტერინარულ ზედამხედველობას
• ინფორმაციის მიწოდებას ჯანდაცვის სექტორისთვის
ცოფი – რას უნდა ველოდოთ?
ცოფი არის მძიმე ზოონოზური (ადამიანზეც გადამდები) ვირუსული დაავადება, რომელიც ძირითადად ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის (დაკბენა, დაკაწვრა) მეშვეობით. ის აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, თითქმის 100%-იანი ლეტალობის მაჩვენებლით სრულდება, როგორც ცხოველებში, ისე ადამიანებში.
სიმპტომები ცხოველებში მოიცავს:
• აგრესიულობას ან პირიქით, სიმშვიდის ცვლილებას
• ყლაპვის გაძნელებას
• ცოფოვან ნერწყვდენას
• კოორდინაციის დარღვევებს
• დაბნეულობასა და შემტევ ქცევას
ადამიანებში ცოფის გამოვლენა იწყება ზოგადი სიმპტომებით (სისუსტე, ცხელება), თუმცა სწრაფად პროგრესირებს – ვლინდება ჰიდროფობია (წყლის შიში), აგზნება, გონების დაბინდვა და კომაში ჩავარდნა.
ვაქცინაცია – ერთადერთი პრევენცია
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად აცრებს 300 000-მდე შინაურ ცხოველს (ძაღლები, კატები) ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით. ეს ვაქცინაცია უფასოა და ტარდება საქართველოს ყველა რეგიონში.
თუმცა, პრობლემაა საზოგადოების ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ უგულებელყოფს ვაქცინაციის აუცილებლობას. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა პრევენციულ ზომებში.
რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი?
1. ცხოველის და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა – ვაქცინაცია იცავს როგორც შინაურ ცხოველებს, ასევე ადამიანებს, რადგან ცოფი ძირითადად ცხოველის დაკბენით გადადის ადამიანზე.
2. ეპიდემიის პრევენცია – ერთი დაუცველი ცხოველი შესაძლოა გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო ათეულობით სხვა ცხოველზე და ადამიანზე.
3. საჯარო ჯანმრთელობის დაცვა – სახელმწიფოსთვის ცოფის შემთხვევების მართვა დიდ ფინანსურ და ლოჯისტიკურ რესურსებს მოითხოვს. ვაქცინაცია ამ ხარჯებს თავიდან აგვარიდებს.
4. საზოგადოების იურიდიული ვალდებულება – ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულოა და არათანმდევრობა შესაძლოა სამართლებრივ შედეგებსაც გამოიწვიოს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწოდება
სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, ვაქცინაცია დროულად ჩაუტარონ თავიანთ ძაღლებსა და კატებს. ასევე მნიშვნელოვანია:
• არ დაუტოვოთ ცხოველები დაუცველი ველური ცხოველების მიმართ
• დაუყოვნებლივ მიმართოთ ვეტერინარს, თუ ცხოველი უჩვეულოდ იქცევა ან შეინიშნება დაკბენის/დაკაწვრის კვალი
• თავადაც მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, თუ გქონდათ შეხება საეჭვო ცხოველთან
ექსპერტის კომენტარი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
„ცოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მოულოდნელად მომაკვდინებელი დაავადებაა. სამწუხაროდ, კლინიკური გამოვლინების შემდეგ ადამიანს ვერაფერი შველის. სწორედ ამიტომ, პრევენცია არის ერთადერთი გამოსავალი. საქართველოში ხშირად გვავიწყდება, რომ გარეული ცხოველები – მგლები, მელიები – ახლოს არიან ფერმებთან, ბაღებსა და სოფლებთან. საკმარისია ერთი დაუცველი ძაღლი, რომ მთელი სოფელი აღმოჩნდეს რისკის ქვეშ. ყველა პატრონმა უნდა აცრას თავისი ცხოველი – ეს არის ადამიანის სიცოცხლის დაცვის მარტივი გზა.“
წყაროები:
სურსათის ეროვნული სააგენტო – www.nfa.gov.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) – Rabies factsheet
CDC – Rabies: Causes, Symptoms, Prevention
გაიგეთ მეტი – www.sheniekimi.ge
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირების წყარო მგელია – ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა

„იძებნებიან პირები, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში“
#post_seo_title

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა 20 მაისს დადასტურდა. ასევე დადგინდა, რომ ინფიცირების წყარო მგელია.
სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს, რაც სავალდებულო ვაქცინაციას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას, დეზინფექციას და ცხოველებზე ვეტერინარულ ზედამხედველობას გულისხმობს. შემთხვევის შესახებ ეცნობა ჯანდაცვის შესაბამის უწყებებს.
ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა).
კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება ლეტალობით სრულდება. ცხოველებში ცოფის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე ცხოველს ცრის.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Georgia’s Rural Doctor Shortage: A Silent Health Crisis

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გული აუმუშავეს
#post_seo_title

Why You Can’t Find a Good Doctor in Your Village – The Urban-Rural Health Divide in Georgia

Written by Professor Giorgi Pkhakadze exclusively for www.sheniekimi.ge


Introduction: A Critical Gap in Georgia’s Healthcare

One of the most persistent public health inequalities in Georgia is the gap between urban and rural access to qualified healthcare professionals. Despite improvements in infrastructure and hospital accreditation efforts, many rural regions still struggle to retain skilled doctors. A recent policy analysis, Strengthening Health Workforce in Georgia (Aladashvili et al., 2025), confirms that geographic imbalances in physician distribution are one of the central barriers to equitable care in the country. Read our summary of the study’s findings

This article explores the root causes, consequences, and potential solutions to Georgia’s urban-rural healthcare divide. It is based on national data, academic research, and the groundbreaking recommendations from the 2025 workforce planning study.


The Numbers: Where Are the Doctors?

According to the State Audit Service and National Statistics Office of Georgia, over two-thirds of all licensed physicians practice in Tbilisi — a city that is home to only about one-third of the population. In contrast, entire regions such as Racha-Lechkhumi or Kakheti have only a handful of practicing specialists, and many mountain villages are completely underserved.

The 2025 study by Aladashvili et al. revealed that incentives for rural practice have largely failed. Despite government funding for rural physician programs, most allocated budgets remain unused due to lack of interest or systemic barriers. (DOI: 10.1002/hpm.3922)

To understand how nursing shortages mirror this issue, see our article on Georgia’s nursing workforce crisis.


Why Doctors Avoid Rural Areas

There are many interrelated reasons why doctors avoid working in rural settings:

  • Low wages: Salaries in rural areas are often lower than those in urban hospitals, even though the workload can be higher.
  • Lack of infrastructure: Many clinics lack basic sanitation, consistent electricity, or internet connectivity.
  • Professional isolation: Doctors in remote areas have few opportunities for continuing medical education (CME) or specialist consultation.
  • Limited services for families: Schools, housing, and safety for physicians’ families are often cited as reasons to stay in cities.

This has created a cycle of neglect. Without structural incentives or system-wide reform, rural communities are left behind.

Explore how these conditions affect other healthcare workers in Georgia’s rural workforce breakdown.


How This Affects Patients

The shortage of rural doctors means patients must travel long distances to receive care — often delaying treatment or skipping it entirely. In many cases:

  • Chronic diseases go unmanaged
  • Maternal and child health suffer
  • Emergency care is delayed, leading to preventable deaths

These disparities are well-documented in Georgia’s Health System Barometer reports and have been repeatedly flagged by the Public Defender’s Office.

For example, a 2023 government assessment found that fewer than 15% of mountain villages had year-round access to a general practitioner or pediatrician.

Find more on how patient health is impacted by limited access in hospital care quality in Georgia.


Telemedicine: A Missed Opportunity

While digital health solutions are widely available in many countries, Georgia has yet to fully implement telemedicine as a strategic tool for rural care. Some pilot projects exist, but no national telehealth framework has been integrated into public healthcare.

This is despite WHO and EU recommendations to scale up digital platforms in areas where physical infrastructure is lacking. (WHO Health Workforce Strategy)

Learn more about digital care innovations in modernizing rural health.


The Role of Medical Education and Workforce Planning

Georgia’s medical education sector produces over 1,000 new MD graduates each year. However, there is no structured system to guide their placement or support career paths in underserved regions.

The 2025 Aladashvili et al. study recommends the creation of a centralized workforce planning body, tasked with:

  • Mapping population health needs
  • Creating rural training pathways
  • Offering meaningful financial and academic incentives

Without such a system, rural placements will continue to be seen as career dead-ends rather than national priorities.

To explore education gaps further, see nursing education reform in Georgia.


What Can Be Done: Solutions Moving Forward

  1. Incentives That Work: Offer higher pay, housing, and continuing education support to doctors who commit to rural posts for 3–5 years.
  2. Mandatory Rural Service: Like many countries, Georgia could introduce 1–2 years of rural practice as a requirement for licensing or residency.
  3. Rural Residency Tracks: Create dedicated training programs based in regional hospitals, with rotations in mountain clinics.
  4. Telemedicine Integration: Implement a national telehealth framework to support remote diagnosis, follow-ups, and CME.
  5. Health Workforce Governance Reform: Establish an independent planning authority, as recommended by the 2025 workforce study.

Expert Commentary

“Access to healthcare is a fundamental right, not a privilege of geography. If a child in Tbilisi can see a doctor within hours, but a child in Svaneti must wait days or travel hundreds of kilometers, the system is failing. Georgia must close this gap.”

– Professor Giorgi Pkhakadze


References:

Aladashvili G, Kirvalidze M, Tskitishvili A, Chelidze N, Tvildiani N, Pkhakadze G, Bossert TJ, Lunze K, Nadareishvili I. Strengthening health workforce in Georgia: Identifying gaps and integrating evidence-based strategic planning. Int J Health Plann Mgmt. 2025. https://doi.org/10.1002/hpm.3922

World Health Organization. Global Strategy on Human Resources for Health: Workforce 2030 [Internet]. Geneva: WHO; 2016. Available from: https://apps.who.int/iris/handle/10665/250368

State Audit Office of Georgia. Audit of rural healthcare and physician distribution [Internet]. Tbilisi: Government of Georgia; 2023.

National Statistics Office of Georgia. Regional Healthcare Profiles 2023 [Internet]. https://www.geostat.ge

Public Defender of Georgia. Accessibility of rural primary care services: Special Report 2023 [Internet]. https://ombudsman.ge

კვრინჩხი – სასარგებლო თვისებები ძალიან ცოტამ იცის

კვრინჩხი
#post_seo_title

კვრინჩხი Prunus spinosa L – ეკლიანი ბუჩქი ან დაბალი ხეა, რომელიც სიმაღლეში 4 მეტრამდე იზრდება. მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახის ქლიავის გვარს. ყვავის აპრილ-მაისში.კვრინჩხს მოლურჯო შავი კურკიანი ნაყოფი აქვს. რბილობი მწვანეა.

მწიფდება აგვისტო-სექტემბერში, გააჩნია მოტკბო-მომჟავო გემო, ყინვა რომ დაჰკრავს, სასიამოვნო გემოს იძენს. საქართველოში იზრდება მხოლოდ აღმოსავლეში.

ადის ზღვის დონიდან 1600 მეტრამდე, კვრინჩხი თაფლოვანი მცენარეა, მისგან ამზადებენ მურაბებსა და ძმარს, ხდიან არაყს, რომელიც გემოთი ქლიავის არაყს წააგავს. გამოიყენება დეკორატიული თვალსაზრისითაც.

გააგრძელეთ კითხვა

რა არის ალერგია და როგორ აიცილოთ თავიდან? — სრულყოფილი გზამკვლევი

რა არის ალერგია და როგორ აიცილოთ თავიდან
#post_seo_title

რა არის ალერგია და როგორ აიცილოთ თავიდან? — სრულყოფილი გზამკვლევი

ალერგია — ეს არის იმუნური სისტემის არანორმალური რეაქცია ჩვეულებრივად უვნებელ ნივთიერებაზე, რომელსაც ალერგენი ეწოდება. ადამიანის იმუნური სისტემა ალერგენის წინააღმდეგ გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რაც იწვევს მრავალფეროვან სიმპტომს, დაწყებული ცემინებითა და ქავილით, დამთავრებული სუნთქვის გაძნელებითა და თუნდაც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობით — ანაფილაქსიით.


რა იწვევს ალერგიას? — ძირითადი ალერგენები

ალერგენი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას. ყველაზე გავრცელებული ალერგენებია:

  • მტვერი და მტვრის ტკიპები

  • შინაური ცხოველების ბეწვი, კანი, შარდი და ნერწყვი

  • ობის სპორები

  • ტარაკნები

  • ზოგიერთი საკვები (რძე, კვერცხი, ხორბალი, სოიო, არაქისი, თხილი, ზღვის პროდუქტები)

  • მწერების შხამი (ფუტკარი, კრაზანა, ჭიანჭველა)

  • ლატექსი

  • მედიკამენტები (განსაკუთრებით ანტიბიოტიკები)


რესპირატორული ალერგია — ჰაერის გზების ყველაზე გავრცელებული მტერი

რესპირატორული ალერგია გამოწვეულია ჰაერში მყოფი ნაწილაკების შესუნთქვით. ესენია:

  • ყვავილის მტვერი

  • ცხოველების ბეწვის მიკროელემენტები

  • ობის სპორები

  • მტვრის ტკიპები

რესპირატორული ალერგენები იყოფა:

  • მუდმივ ალერგენებად — მოქმედებენ მთელი წლის განმავლობაში (მაგ. მტვრის ტკიპები, ობი, ცხოველის ბეწვი)

  • სეზონურ ალერგენებად — აქტიურდებიან მხოლოდ გარკვეული სეზონის განმავლობაში (მაგ. ყვავილის მტვერი გაზაფხულზე და შემოდგომაზე)


რესპირატორული ალერგიის სიმპტომები

  • ცხვირის სავსე შეგრძნება

  • გამონადენი ცხვირიდან

  • ცემინება

  • ქავილი ცხვირში და თვალებში

  • ცრემლდენა

  • ხიხინი და სუნთქვის გაძნელება (ასთმიან პაციენტებში)


სეზონური ალერგიის პერიოდები

  • გაზაფხული: ხეებიდან მტვრის გავრცელება

  • ზაფხული: ბალახის მტვერი

  • შემოდგომა: სარეველების მტვერი

  • წვიმიანმა სეზონმა, შესაძლოა, გაახანგრძლივოს ალერგიის სეზონი, განსაკუთრებით ობის სპორების გამრავლებით


ალერგიული რინიტი — “თივის ცხელება”

ალერგიული რინიტის სიმპტომებია:

  • ცემინება

  • ქავილი ცხვირსა და თვალებში

  • ცხვირის გაჭედვა

  • თვალების სიწითლე და შეშუპება (ალერგიული კონიუნქტივიტი)


ალერგიის მართვის მეთოდები

მედიკამენტური მკურნალობა

  • ანტიჰისტამინები: ამცირებს ცემინებას, ქავილსა და გამონაყარს

  • ცხვირის სპრეი (კორტიკოსტეროიდები): ეფექტურია ცხვირის შეშუპებისა და ანთების დროს

  • თვალის წვეთები: ამშვიდებს ქავილსა და ცრემლდენას

  • დეკონგესტანტები: ხანმოკლე მოხმარებისთვის, ცხვირის გაჭედვის მოსახსნელად

  • იმუნოთერაპია (ალერგენების ვაქცინაცია): გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ამცირებს ორგანიზმის მგრძნობელობას

მნიშვნელოვანია: ყველა მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით.


როგორ შევამციროთ ალერგენებთან კონტაქტი? — სახლის ალერგენების კონტროლის რჩევები

  1. დასუფთავება ნესტიანი წესით: რეგულარული წმენდა მტვრისგან

  2. HEPA ფილტრიანი მტვერსასრუტი და ჰაერის გამწმენდი: მტვრის ნაწილაკების ეფექტური დაჭერა

  3. ხალიჩებისა და რბილი ავეჯის მინიმიზაცია: საჭიროების შემთხვევაში — რეგულარული ღრმა წმენდა

  4. ტენიანობის კონტროლი: ზედმეტმა ტენიანობამ შეიძლება გაამრავლოს ობის სპორები

  5. შიდა მცენარეებისგან თავის არიდება: ზოგ მათგანს შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა


საბოლოო სიტყვა

ალერგია — ეს არ არის უბრალოდ დისკომფორტი, არამედ იმუნური სისტემის რთული და ხშირ შემთხვევაში — ქრონიკული რეაქცია. სწორი დიაგნოზი, ალერგენების ამოცნობა და მიზანმიმართული მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights