აივ-ის ეპიდემია დამთავრდა? ახალმა ინიექციამ შესაძლოა თამაშის წესები შეცვალოს — წელიწადში ორჯერ და 100%-იანი დაცვა!

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„სახლის პირობებში, შეგვიძლია, გამდინარე, საპნიანი წყლით ჭრილობა მრავალჯერადად ჩამოვბანოთ.
კონცენტრაციას, თუ ნერწყვის რა რაოდენობა ხვდება ჭრილობაში, დაავადების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ანტისეპტიკური ხსნარები გვაქვს, ჭრილობა სუფთად უნდა გადავახვიოთ და ამის შემდეგ შესაბამის დაწესებულებას აუცილებლად უნდა მივმართოთ, სადაც ქირურგი ჭრილობას სრულყოფილად შეაფასებს”.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
იმისთვის, რომ ზღვაზე ბავშვმაც დაისვენოს, ჩავიდეს წყალში, მიიღოს წყლის აბაზანები, მზის აბაზანები, როგორც წესი, რეკომენდაციას 2-3 წლიდან ვუწევთ. ჩვილებთან რეკომენდაციას არ ვაძლევთ. ზღვა თავის თავს “ასუფთავებს”, ეს დიდი და მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ დაბინძურებაც გასათვალისწინებელია. ჩვილის კანი ძალიან ნაზია და ადვილად ზიანდება. ინფექციაც შეიძლება, ძალიან ადვილად დაემართოს. ასევე, დამწვრობაც მარტივად ვითარდება. თუმცა, ზღვის კურორტზე შეიძლება, ჩვილთან ერთადაც წახვიდეთ, თუ ბავშვს ზღვაში არ შეიყვანთ, დილით ადრე, 7 საათზე სანაპიროზე გაასეირნებთ, ჰაერი მისთვის მშვენიერია. ჩვენს ზღვის კურორტებზე ბევრგან ფიჭვნარია და ფიჭვებში, სუფთა ჰაერზე შეიძლება, იყოს. თუმცა, ყოველთვის ვამბობთ, რომ ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მთის კურორტია. ძალიან კარგია, თუ ამ მიმართულებითაც ვიფიქრებთ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მთლიანობაში, ეს გენი ძვლებისთვის, კუნთებისთვისა და იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და, აი, ახლა აღმოჩნდა, რომ ის კიბოს განვითარებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
როდესაც მკვლევრებმა ეს გენი გამორთეს, კიბოს უჯრედებში სიმსივნეებმა ზრდა შეწყვიტეს.
D ვიტამინის კრიტიკული როლი ორგანიზმში
D ვიტამინი ფართოდ არის ცნობილი, როგორც მნიშვნელოვანი საკვებ დანამატი, მაგრამ ის ასევე ასრულებს სხვა კრიტიკულ როლს. ის წარმოადგენს ჰორმონ კალციტრიოლის საშენ მასალას, რომელიც ეხმარება ორგანიზმს კალციუმის და ფოსფატის შეწოვაში. ესაა მინერალები, რომლებიც აუცილებელია ძლიერი ძვლებისთვის. კალციტრიოლი ასევე ხელს უწყობს კუნთებისა და ნერვების ჯანსაღ ფუნქციონირებას, არეგულირებს უჯრედების ზრდას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირების შენარჩუნებაში.
Frontiers in Endocrinology-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს SDR42E1 გენი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის მიერ D ვიტამინის საჭმლის მომნელებელი სისტემის მეშვეობით შეწოვისა და მისი შემდგომი დამუშავებისთვის. ამ აღმოჩენას შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს მიზნობრივ მკურნალობაზე, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბოს მკურნალობა.
“კვლევაში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ SDR42E1-ის ბლოკირებამ ან ინჰიბირებამ შეიძლება შერჩევით შეაჩეროს კიბოს უჯრედების ზრდა”, — თქვა დოქტორმა ჯორჯ ნემერმა, პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა.
დაზიანებული გენი, რომელმაც გარღვევა გამოიწვია
კვლევითი ჯგუფისთვის მოტივაცია წინა კვლევებმა გააჩინა, რომლებიც მე-16 ქრომოსომაზე მდებარე SDR42E1 გენის სპეციფიკურ მუტაციას D ვიტამინის დეფიციტთან აკავშირებდა. ამ მუტაციამ გენის ცილოვანი პროდუქტი შეამოკლა, რის შედეგადაც ის არააქტიური გახდა.
მისი როლის უკეთ შესასწავლად, გუნდმა CRISPR/Cas9 გენის რედაქტირების ტექნოლოგია გამოიყენა. კვლევამ აჩვენა, რომ ამ გენის დეაქტივაციის შემდეგ, კიბოს უჯრედები აღარ ვითარდებიან.
ათასობით გენი რეაგირებს და სიმსივნეები მცირდება
კვლევის შედეგად, კიბოს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა 53%-ით შემცირდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ SDR42E1 გადამწყვეტი მოლეკულური გადამრთველია უჯრედების ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მრავალ რეაქციაში. ამ გენების უმეტესობა ჩვეულებრივ მონაწილეობს კიბოსთან დაკავშირებულ უჯრედულ პროცესებში და ქოლესტერინის მსგავსი მოლეკულების შეწოვასა და მეტაბოლიზმში.
“ჩვენი შედეგები ონკოლოგიაში ახალ პოტენციურ გზებს ხსნის, თუმცა კლინიკურ დანერგვას ჯერ კიდევ სჭირდება მნიშვნელოვანი დადასტურება და გრძელვადიანი განვითარება”, — თქვა დოქტორმა ნაგამ ნაფიზ ჰენდიმ, იორდანიის ამანის ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის პირველმა ავტორმა.
მკვლევრების თქმით, ვინაიდან SDR42E1 D ვიტამინის მეტაბოლიზმში მონაწილეობს, ასევე შესაძლებელია მისი მიზანმიმართულად გამოყენება მრავალი დაავადების დროს, სადაც D ვიტამინი მარეგულირებელ როლს შეასრულებს. მაგალითად, კვების პროცესების კვლევებმა აჩვენა, რომ ჰორმონს შეუძლია შეამციროს კიბოს, თირკმლის დაავადების, ავტოიმუნური და მეტაბოლური დარღვევების რისკი.
“მეორე მხრივ, ასეთი ფართო გამოყენება სიფრთხილით უნდა განხორციელდეს, რადგან SDR42E1-ის გრძელვადიანი გავლენა D ვიტამინის ბალანსზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი”, — ამბობენ მკვლევრები.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Ბებია 70 წლის ასაკში, ინსულტის გადატანის შემდეგ პარალიზებული იყო: ის ვერ ჯდებოდა, ხელი ვერ გწევდა, სახის აბსოლუტურად უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოკლედ, თქვენ თვითონ იცით რა არის ინსულტი.
ექიმებმა დაუნიშნეს მედიკამენტები ასეთი შემთხვევებისთვის, მაგრამ მათთან ერთად ბებიამ, კეთილი ხალხის რჩევით, შეუზღუდავი რაოდენობით დალია ლობიოს ნაყენი.
ლობიოს მომზადება Ასე გვასწავლეს: ლობიო, მისი ძირები, ფოთლები, ფესვები და ღეროები, გარეცხეს, ჩაყარეს ქვაბში, დაასხეს მდუღარე წყალი და მოათავსეს გაზქურაზე. 10 წუთი დუღილის შემდეგ გადმოვდგით ნახარში, გადავწურეთ , ოდნავ შეგრილდა და ბებიამ დაიწყო დალევა. დღეში ორ ჭიქას სვამდა სამ კვირაში ის ფეხზე წამოდგა. გაააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
– არსებობს აბსოლუტურად ჩვეულებრივად მიმდინარე მენოპაუზური პერიოდი. მაგრამ, ქალბატონების 60%-ში ამ პერიოდში ცხოვრების ხარისხი მკვეთრად უარესდება. მათთან სასქესო ჰორმონების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება.
სტატისტიკის თანახმად, საშუალო ასაკი, როდესაც მენოპაუზა დგება, 50-51 წელია. თუმცა, ბოლო კვლევების მიხედვით, ქალები უფრო ადრეც უჩივიან მენოპაუზის სიმპტომებს.
40 წლამდე არსებულ პრობლემას, როდესაც მენსტრუაციის არქონაა გამოხატული, მას საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა ჰქვია. პროცენტულად ამ მაჩვენებელმა მოიმატა. შესაძლოა, მეტი ქალბატონი მივიდა ექიმთან და სტატისტიკამ ეს აღრიცხა. გარდა ამისა, შესაძლოა, ეკოლოგიურმა პრობლემებმა იმოქმედა. საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა შესაძლოა, გენეტიკური იყოს. ასევე, მას შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადება და ოპერაციული მკურნალობა.
როდესაც 40-დან 45 წლამდე ასაკზე ვსაუბრობთ, ამ პერიოდს ადრეული მენოპაუზა ჰქვია. ადრეული მენოპაუზას ასევე შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. მათ შორის, გარემო, გენეტიკა, სხვადასხვა დაავადების ერთობლიობა.
პრე-მენოპაუზის პერიოდი შეიძლება, 7-8 წელს მოიცავდეს. ასეთ დროს, მენსტრუალური ციკლი ირღვევა. შეიძლება, გამოხატული იყოს ძილის დარღვევა, ოფლიანობა, ალები.
რაც შეეხება მენოპაუზას, როცა ბოლო მენსტრუაციიდან ერთი წელი გავიდა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქალბატონი მენოპაუზაშია. ერთი წლის შემდეგ უკვე პოსტ-მენოპაუზა მოდის.
ესტროგენი ერთ-ერთი წამყვანი ჰორმონია. მათ შორის, პროგესტერონიც. როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულების რაოდენობა მცირდება, ესტროგენი, პროგესტერონი და ანდროგენი მცირდება. ყველა ეს ჰორმონი ჩვენს ტვინს იცავს. როდესაც მცირდება, რა თქმა უნდა, ჩვენს ხასიათზე, მეხსიერებაზე აისახება. გარდა ამისა, პროცესში ძვალ-სახსროვანი სისტემაა ჩართული. კუნთების მასის განლევა ხდება. თუ ვიცით, რომ ბებიას, დედას მძიმე ოსტეოპოროზი აქვს, ამას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. მენოპაუზის დროს ძვლის მასის შემცირება მეტად ღრმავდება. დროული ჩარევა აუცილებელია. ასევე, მეხსიერების პრობლემები შეგვიძლია, სხვადასხვა საშუალებით გავაუმჯობესოთ. ეს შეიძლება იყოს მენოპაუზალური ჰორმონოთერაპია, ვიტამინები, რომლებიც გვაკლია. როცა ოვულაცია მცირდება, 40 წლის შემდეგ, წონის მატება იწყება. მეტაბოლიზმი ირღვევა, რაც წონის მატებას იწვევს.
რაც შეეხება სიმპტომებს, როდესაც ჩვენი სასქესო ჰორმონები, ესტროგენი, პროგესტერონი და ანდროგენი მცირდება, ესტროგენის რეცეპტორი ყველა ორგანოსა და სისტემაშია. შესაბამისად, ფუნქციები, რა თქმა უნდა, მცირდება. პროგესტერონის შემცირება ძილის დარღვევასა და შფოთვას იწვევს. ქალები დეპრესიისაკენ არიან მიდრეკილნი.
როდესაც ალები იწყება, შეიძლება, ამ სიმპტომმა 3 თვეში გაიაროს. 50% შემთხვევაში შეიძლება, 5 წელიც გაგრძელდეს… შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კუთხით სერიოზული პრობლემები შექმნას. მარტივად ნუ ვიტყვით, რომ ალები გაივლის. თუ დღეში 6-7 შემოტევა გვაქვს. ამასთან ერთად, ძილი გვერღვევა და მენტალური პრობლემები იწყება, საყურადღებოა.
მენოპაუზის პერიოდში სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჩნდება. ესტროგენის დაქვეითება ვაგინალურ სიმშრალეს იწვევს. როდესაც ვაგინალური სიმშრალეა, სქესობრივი ურთიერთობა მტკივნეულია. ასევე, ანდროგენის დაქვეითება ლიბიდოს შემცირებას იწვევს.
ექიმის ჩართულობით, პრობლემების მოგვარება აბსოლუტურად შესაძლებელია. სქესობრივი ცხოვრება ნამდვილად არ სრულდება. თუ ვინმე 45 წლის შემდეგ გვეუბნება: “თქვენი მატარებელი წავიდა”, ნუ დაუჯერებთ. პირიქით, ჩვენ გველოდება თვითმფრინავები, იახტები, იმიტომ, რომ 50 წლის შემდეგ ახალი სიცოცხლე იწყება.
ბალანსირებულ კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სადაც უნდა იყოს ცილა – ხორცი, თუ ხორცს არ ვიღებთ, ვეგეტარიანული ცილოვანი საკვები, ბოსტნეული, არაპროცესირებულ ცხიმებით მდიდარი საკვები და მნიშვნელოვანია, ნახშირწყლები. რთულ ნახშირწყლებზეა საუბარი. თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებაზე უარი უნდა ვთქვათ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით, ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებსა და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებაში, თენგიზ ცერცვაძის ღვაწლი შეუფასებელია და მისი როლი გადამწყვეტი იყო როგორც პროგრამის დაგეგმვის, ისე – მისი ეფექტიანი განხორციელების პროცესში.
შეხვედრაზე, ელიმინაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებზე, გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან, ქვეყანაში, მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო, სრულად ფარავს სკრინინგულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, ასევე, პაციენტებს, უსასყიდლოდ, გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.
C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა და დღემდე, პროგრამაში, 91 300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, მკურნალობა დაასრულა 87 000-მა მოქალაქემ, განკურნების მაჩვენებელია 98.5%. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისები, როგორც დიაგნოსტიკა, ისე – სამკურნალო მედიკამენტი, ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას, პაციენტის მხრიდან.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, „თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო – პრაქტიკული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი მარინე ეზუგბაია. ასევე – მედიკოსები, პაციენტები და სხვა მოწვეული სტუმრები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
რა რაოდენობით ნანო ნაწილაკები ხვდება ჩვენს ორგანიზმში ყოველდღიურად?
ყოვწელწლიურად ჩვენს ორგანიზმში პლასტმასის მთელი რიგი მიკროსამყარო იყრის თავს. საშუალოდ 5 ტრილიონამდე ნაწილაკი, მხოლოდ ერთ კვირაში კი ჩვენდაუნებურად დაახლოებით ერთი საბანკო ბარათის ზომის მიკროპლასტმასს ვყლაპავთ.
პლასტმასის ეს უხილავი ნაწილაკები ჩვენს სხეულში სხვადასხვა გზით ხვდება. მაგალითად მაშინ, როხა წყალს პლასტმასის ბოთლიდან ვსვამთ, ვსამთ 150-325 გრამამდე მიკროპლასტმასს და ამის შესახებ არაფერი ვიცით, მათ ვყლაპავთ ჭამის დროსაც, პლასტმასის კონტეინერების თუ ერთჯერადი დანა-ჩანგლების გამოყენების დროს და თითო ასეთი ულუფის მირთმევის შედეგად ჩვენს ორგანიზმში დაახლოებით 100-250-მდე მიკრონაწილაკი აღწევს.
საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩაის ერთჯერადი პაკეტები და მხოლოდ ერთი ფინჯანი ჩაი 14 მილიარდამდე მიკროპლასტმასს შეიცავს. 25 ათასზე მეტი ნანონაწილაკი გამოიყოფა ყავის ერთჯერადი ქაღალდის ჭიქიდანაც. განსაკუთრებით ცხელი სასმელების მირთმევის დროს.
მიკროპლასტმასის 90% კუჭ-ნაწლავის გზით გამოიდევნება, თუმცა დარჩენილი 10% ორგანიზმში შეიწოვება და მძიმე პათოლოგიების მიზეზი ხდება. იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, ქრონიკულ ანთებებს, ჰორმონალურ დარღვევებს, ნევრულ და რეპროდუქციულ პრობლემებს, იმუნური სისტემის დაქვეითებას, მეტაბოლურ აშლილობებს, უნაყოფობას, უშვილობას და განვითარების შეფერხებას ბავშვებში.
მეცნიერების განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია პლასტმასის ნაწილაკების ადამიანის თავის ტვინში აღმოჩენამ, რადგან ეს ორგანო დაცულია სისხლტვინის ანუ ჰემატოენცოფარული ბარიერით, რომელიც ხელს უშლის სისხლიდან ტოქსიკური ნივთიერებების მასში შეღწევას.
საშიშია ის ფაქტი, რომ მიკროპლასტმასი ინერტული არ არის. როცა ის ადამიანის ტვინში აღწევს, იქ ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას იწყებს, რომლებიც ანგრევს ჰორმონალურ ბალანსს და აფერხებს უჯრედების აღდგენას. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ტვინი ყველაზე აქტიური და ყველაზე დაუცველი ორგანოა. ასეთ ზიანს კი შეუძლია სერიოზულად დააზიანოს ნერვული სისტემა და მთლინად შეცვალოს მისი ფუნქციონირება. პლასტმასი კიდევ ერთი მიზეზითაც სახიფათოა, ის ცხიმში ხსნადია, რაც ნიშნავს, რომ ჩუმად გროვდება სხეულში და წლობით რჩება იქ როგორც უხილავი ტოქსინი.
დღეს პლასტმასის წარმოება იზრდება და ეს შაუქცევადი პროცესია, რაც ცხადად გვაჩვენებს, რომ ეს პრობლემა, რომელიც კი არ გაქრება, უფრო გამწვავდება…
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi