ორშაბათი, მაისი 11, 2026

აქამდე გმენიათ იასამნის ნაყენზე? სახსრების ტკივილისა და რევმატიზმის დროს ამაზე უკეთესს ვერაფერს გამოიყენებთ

იასამნის ნაყენი
#post_seo_title

აქამდე გმენიათ იასამნის ნაყენზე? სახსრების ტკივილისა და რევმატიზმის დროს ამაზე უკეთესს ვერაფერს გამოიყენებთ

იასამანს ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაში როგორც სამკ­ურნალოდ, ისე მრავალი დაავადების პრევენციისთვის. დადასტურებულია, რომ ამ მცენარეს სიცხის დამწევი, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიდიაბეტური და შარდმდენი ეფექტი აქვს.

სამკურნალოდ ვარგისია იასამნის არა მხოლოდ ყვავილები, არამედ ფოთლები, კვირტები და ყლორტებიც. ეს მცენარე მდიდარია ფიტონციდებით – ანტიბაქტერიული ნივთიერებებით, ფლავონოიდებით – ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით.

უხსოვარი დროიდანაა ცნობილი იასამნის ყვავილებისა და ფოთლების ნაყენის რეცეპტი, რომელიც რეკომენდებულია რევმატული ტკივილებისა და რადიკულიტის დროს. თუ აგარაკზე შეუძლოდ გახდით, წამალი ხელთ არ აღმოგაჩნდათ, ღობის გასწვრივ კი იასამანი ყვავის, სცადეთ, ტკივილს მისი დახმარებით გაუმკლავდეთ.

ყვავილები და ფოთლები დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5 ლ 40%-იანი სპირტი და სამი საათით დადგით. ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ მტკივანი ადგილების დასაზელად და კომპრესისთვის.

გააგრძელე კითხვა

პირველმა ფიტნეს აკადემიამ განაახლა საგანმანათლებლო პროექტი სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში

პირველი ფიტნეს აკადემია
#post_seo_title

პირველმა ფიტნეს აკადემიამ განაახლა საგანმანათლებლო პროექტი სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში

ამ ახალი პროექტის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობს ორ პენიტენციურ დაწესებულებაში. N5 და N 16 დაწესებულებებში ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულები სწავლობენ.

მონაწილეები სწავლობენ ფიტნეს ინსტრუქტორის პროგრამაზე, რომელიც სამი თვე გაგრძელდება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ეროვნული და ევროპული აკრედიტაციის მქონე სერტიფიკატები.

წონის დასაკლები ინიექციები და კიბოს რისკი – ახალი კვლევა რას გვიჩვენებს?

წონაში კლების ინიექციები და სიკვდილიანობის რისკი
#post_seo_title

წონის დასაკლები ინიექციები და კიბოს რისკი – ახალი კვლევა რას გვიჩვენებს?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სპეციალურად www.sheniekimi.ge-სთვის
ახალი მონაცემები, რომელიც ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის ასოციაციის (ASCO) წლევანდელ კონფერენციაზე წარადგინეს, ცვლის წარმოდგენას ცნობილი წამლებისOzempic-ის, Wegovy-სა და Zepbound-ის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მედიაში გაჩნდა არაზუსტი ინტერპრეტაციები, ფაქტობრივად ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს პრეპარატები შეიძლება უმნიშვნელოდ ამცირებდნენ სიმსუქნესთან დაკავშირებული კიბოების, მათ შორის საერთო მსხვილ ნაწლავზე (კოლორექტალურ კიბოზე) რისკს — განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც იტანჯება სიმსუქნითა და ტიპი 2 დიაბეტით.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
GLP-1 ჯგუფის პრეპარატების გამოყენება (მაგ. Ozempic, Wegovy):
• ამცირებს სიმსუქნესთან დაკავშირებული კიბოს რისკს 7%-ით
• ამცირებს სიკვდილიანობას ნებისმიერი მიზეზით 8%-ით
• კოლონური კიბოს შემთხვევები 16%-ით ნაკლებია
• რექტალური კიბოს შემთხვევები 28%-ით ნაკლებია
(კვლევა დაფუძნებულია 85,000-ზე მეტი პაციენტის მონაცემებზე, რომლებიც 2013–2023 წლებში მკურნალობდნენ)
როგორ მოქმედებს GLP-1?
GLP-1 ჯგუფის პრეპარატები არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს, ამცირებენ მადას და ხელს უწყობენ წონის დაკლებას. ეს ცვლილებები ერთობლივად ამცირებენ იმ რისკ-ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის სიმსუქნესთან დაკავშირებულ კიბოებთან — მათ შორის მსხვილ ნაწლავის კიბოსთან.
საყურადღებო ფაქტები:
კვლევები საკვირველია, მაგრამ ჯერ ვერ ამტკიცებენ პირდაპირ კავშირს – ისინი დაკვირვებით ხასიათდება და საჭიროებენ დამატებით გამოკვლევას, მათ შორის კლინიკურ ცდებს.
ეფექტი უფრო შესამჩნევია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში — შესაძლოა, ეს ჰორმონალური განსხვავებებით აიხსნას.
არ შეიძლება ამ ინფორმაციის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე — თითოეული პაციენტის მდგომარეობა ინდივიდუალურია.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ზუსტად და სწორად გაიგოს სამედიცინო ინფორმაცია. ზოგიერთი მედიამასალა შეეცადა შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს წონის დასაკლები ინიექციები ზრდიან კიბოს რისკს – რაც ამ კვლევით არ დასტურდება.
პირიქით — ეს პრეპარატები შეიძლება გარკვეულ პაციენტებში ამცირებდნენ კიბოს რისკს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უნივერსალური პრევენციული საშუალებებია. ექიმის რჩევის გარეშე მათი გამოყენება არ შეიძლება.
მთავარია, რომ მსგავსი კვლევები გვეხმარება უკეთ გავიგოთ კავშირები სიმსუქნეს, მეტაბოლიზმს და ონკოლოგიურ რისკებს შორის და დაგვაყენოს გზაზე, სადაც სამეცნიერო მტკიცებულება მართავს ჩვენს გადაწყვეტილებებს და არა სოციალური მედიის ხმაურიანი სათაურები.“
წყაროები:
1. Daily Mail. Weight-loss shots may reduce colon cancer risk by up to 28%. May 2025.
2. Reuters. GLP-1 diabetes drugs like Ozempic may modestly reduce cancer risks. May 2025.
3. AP News. Study links GLP-1 weight-loss drugs to reduced cancer risk in women. May 2025.
გაიგეთ მეტიშენი ექიმი – www.sheniekimi.ge

ჩინეთი ხდება WHO-ს უმსხვილესი დონორი, 500 მილიონი დოლარი WHO-სგან! – გლობალური სოლიდარობის მაგალითი და პასუხი კრიტიკოსებს

ჯანმო მუდმივად მხარს უჭერს ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებში ტრადიციული მედიცინის პრაქტიკისა და პროდუქტების ინტეგრაციას, რომლებიც აკმაყოფილებს ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტებს.
#post_seo_title

ჩინეთი ხდება WHO-ს უმსხვილესი დონორი – გლობალური სოლიდარობის მაგალითი და პასუხი კრიტიკოსებს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე
500 მილიონი დოლარი WHO-სგან!
ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ გოუოჟონგმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთი WHO-ს 500 მილიონი დოლარით დააფინანსებს.
ეს ამჟამად მას უმსხვილეს სახელმწიფო დონორად აქცევს და ამავე დროს, მნიშვნელოვან გლობალურ ჯანდაცვის მხარდაჭერის მესიჯს აძლევს მსოფლიოს.
პოზიტიური ნაბიჯი გლობალური თანამშრომლობისთვის
გლობალური ჯანდაცვა მოითხოვს ძლიერ ინსტიტუციურ დაფინანსებას.
WHO-ს ბიუჯეტის შემცირების ფონზე (21%-ით 2026 წლამდე), ჩინეთის ეს ნაბიჯი პრაქტიკული და დროულია. იგი ორგანიზაციას ეხმარება გააგრძელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროგრამები:
  • ინფექციური დაავადებების მონიტორინგი
  • ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა
  • საგანგებო დახმარების მობილიზება
კრიტიკა და რეალობა – რაზეა საუბარი?
ზოგიერთმა ქვეყანამ გამოთქვა შეშფოთება, რომ შესაძლოა ერთი ქვეყნის მიერ გაძლიერებული მხარდაჭერა გავლენას ახდენდეს WHO-ს დამოუკიდებლობაზე.
მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ:
WHO-ს მმართველობის სისტემა შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ უზრუნველყოს:
• ნეიტრალიტეტი
• დამოუკიდებლობა
• პროფესიონალიზმი
არც ერთი დონორი – იქნება ეს ყველაზე დიდი თუ პატარა – არ შეუძლია მმართველობის პროცესების ცალმხრივად ცვლილება.
WHO მუშაობს დასაბუთებულ სტრატეგიულ გეგმებზე, რომელსაც წევრი ქვეყნები საერთო შეთანხმებით ამტკიცებენ. ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს და არა პოლიტიკურ გავლენას.
განსხვავებული პოზიციების საპასუხოდ
ის ქვეყნები, რომლებიც ფინანსური გავლენის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, საუკეთესო პასუხს თავადვე თუ გასცემენ – გაზრდიან თავიანთ შენატანებს WHO-ში.
სოლიდარობა არ შეიძლება იყოს ერთპიროვნული პასუხისმგებლობა. გლობალური ჯანმრთელობა საერთო საქმეა.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„WHO-ს სტრუქტურა – ეს არ არის უბრალოდ ბიუროკრატია. ეს არის ჩაშენებული დაცვის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის დამოუკიდებლობას ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან.
ჩინეთის დახმარება მისასალმებელია, როგორც საერთაშორისო სოლიდარობის ნიშანი, მაგრამ მისით სარგებლობა WHO-ს უნდა ემსახუროს, არა გავლენისთვის, არამედ გლობალური ჯანმრთელობისთვის.
და თუ ვინმეს აწუხებს გავლენის საკითხი – *კეთილი ინებოს და თავადაც გაზარდოს წვლილი ორგანიზაციის დაფინანსებაში“.
წყაროები:
1. WHO World Health Assembly 2025, Geneva – Official Reports
2. South China Morning Post. China pledges $500 million to WHO. 2025
3. The Lancet. Multilateral governance and global health. Vol. 403, 2025
4. Reuters. WHO faces gap, China steps up. April 2025
5. WHO Constitution and Governance Handbook. 2024 Edition
გაიგეთ მეტი:
შენი ექიმი – www.sheniekimi.ge
შეიძლება იყოს საავადმყოფო and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „World WorldHealth Health Organization“ გამოსახულება

„ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა არის ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც სიღარიბის შემცირების და პრევენციის მთავარი მექანიზმია“-მიხეილ სარჯველაძემ სტამბოლში, ოჯახის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სტამბოლში გამართულ ოჯახის საერთაშორისო ფორუმზე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

მიხეილ სარჯველაძემ სტამბოლში, ოჯახის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი თურქეთის ოჯახისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და მისი მიზანი, არსებული თანამედროვე, გლობალური გამოწვევების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობაა. მიხეილ სარჯველაძემ მინისტრთა პანელში, თემაზე: „ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის ინტეგრირება: ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევა“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა იმ პროგრამებზე ისაუბრა, რაც საქართველოში ოჯახების გაძლიერების მიზნით ხორციელდება.

ჩვენ, ნათლად გვესმის, რომ ძლიერი საოჯახო პოლიტიკა გადამწყვეტია მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის. სახელმწიფო პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახის მხარდაჭერას მიზნობრივი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, დემოგრაფიული ზრდის ხელშეწყობასა და ყველა ოჯახისთვის თანაბარ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა არის ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც სიღარიბის შემცირების და პრევენციის მთავარი მექანიზმია. პროგრამა აფასებს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი საჭიროებების შესაბამისად უზრუნველყოფს მათზე მორგებულ დახმარებას. სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მნიშვნელოვნად, საწყისი 10 ლარიდან 200 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერას და ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას. პროგრამა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით დაინერგა.

დემოგრაფიული ზრდის წასახალისებლად დავიწყეთ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები, სამი ან მეტი შვილის მქონე ოჯახებისთვის დაბალი შობადობის მქონე რეგიონებში. გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ოჯახები ყოველ ახალშობილზე იღებენ თვიურ დახმარებას. ეს ზომები დემოგრაფიული გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებული ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ოჯახების გაძლიერებას ემსახურება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ფორუმზე ხაზი გაესვა, რომ გლობალურად დემოგრაფიულმა ცვლილებებმა საგანგაშო დონეს მიაღწია. ახალგაზრდების წილის შემცირების პარალელურად, იზრდება ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში ართულებს შრომის ბაზრის ფუნქციონირებას. დემოგრაფიული მაჩვენებლების შემცირება ქმნის ახალ გამოწვევებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ სტაბილურობას და მრავალი ქვეყნისთვის სტიმულია, რომ შეიმუშაონ ოჯახთა გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

ღვიძლის პირველადი კიბოს ყველაზე გავრცელებულ მიზეზს C ჰეპატიტი წარმოადგენს – რა არის ქრონიკული C ჰეპატიტი?

რა არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?
#post_seo_title

ღვიძლის პირველადი კიბოს ყველაზე გავრცელებულ მიზეზს C ჰეპატიტი წარმოადგენს

რა არის ქრონიკულიჰეპატიტი?

C ჰეპატიტი ღვიძლის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია C ჰეპატიტის ვირუსით. დაინფიცირების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ინფექციის მწვავე ფორმა. C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 75-85%–ში მწვავე ფორმა გადადის ქრონიკულ, „მუდმივ“ დაავადებაში. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.

დაინფიცირებულთა 15-25%–ის მდგომარეობა პრაქტიკულად დამაკმაყოფილებელ დონეზე დარჩეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ქრონიკულმა C ჰეპატიტმა კი შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორებიცაა ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბო.

რა გზებით ხდება C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება?

C ჰეპატიტის გავრცელება ხდება სისხლის მეშვეობით. ადამიანთა დიდი ნაწილი უპირატესად ინფიცირდება საერთო შპრიცების მოხმარების (ნარკომანია), სისხლის გადასხმის, ორგანოთა ტრანსპლანტაციის, კოსმეტიკური პროცედურების (მანიკური, ტატუირება და ა.შ.) დროს. ვირუსის გავრცელება შესაძლებელია ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის დროსაც, თუმცა გადაცემის ეს გზა ნაკლებად ხშირია. ინფიცირების რისკი იმატებს მრავლობითი სქესობრივი პარტნიორის ყოლის დროს.

რა სიმპტომები აქვს C ჰეპატიტს?

ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე ადამიანთა უმეტესობას არ აქვს დაავადების აშკარა ნიშნები. სიმპტომთა გამომჟღავნება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, კერძოდ: რამდენი ხანია გასული ვირუსით ინფიცირებიდან, როგორია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, და სხვა. უსიმპტომო პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ინფიცირებიდან ათეული წლების განმავლობაში, სანამ ღვიძლის დაზიანება არ განვითარდება. სიმპტომების გამოვლენა ხშირად მიუთითებს ღვიძლის უკვე არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. ამდენად, მაღალი რისკის მქონე პირებმა, სასურველია ქრონიკული ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის მიზნით, ჩაიტარონ ტესტირება.

დაავადება კლინიკურად გამოვლინდება შემდეგი ნიშნებით: ტემპერატურის მომატება, სისუსტე, უმადობა, გულისრევა, პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მუქი ფერის შარდი, მონაცრისფრო განავალი, სახსრების ტკივილი, სიყვითლე.

როგორ უნდა გავიგოთ, ვართ თუ არა ინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით?

C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის არსებობს ორი განსხვავებული ტიპის ტესტი:

1.ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტი. მას შემდეგ, რაც ადამიანი ინფიცირდება ვირუსით, მის სისხლში გამომუშავდება ანტისხეულები. C ჰეპატიტის გამოსავლენი საწყისი ტესტი – anti-HCV – სწორედ ანტისხეულებს ეძებს. ტესტზე დადებითი პასუხი მიუთითებს, რომ ადამიანი არის ან ოდესმე ყოფილა ინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით.

2.დამადასტურებელი ტესტი. ანტისხეულების განმსაზღვრელ ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს დამადასტურებელი ტესტი, რომელიც ეძებს თავად C ჰეპატიტის ვირუსს. ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტისგან განსხვავებით, დამადასტურებელ ტესტზე დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ ადამიანი ამჟამად არის ინფიცირებული ვირუსით.

რატომ უნდა მივაკითხოთ ექიმს?

ექიმი შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს დამატებითი ტესტების ჩატარება:

  • ღვიძლის ფუნქციური ტესტები (აფასებს ღვიძლის მუშაობას. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ტესტია ალტ. ალტ-ს დონე ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, მომატებულია ჰეპატიტით დაადებულებ ადამიანებში)
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა (იძლევა ღვიძლის ვიზუალურ სურათს)
  • ღვიძლის ბიოფსია (გულისხმობს ღვიძლის მცირე ზომის ნაწილის ამოღებასა და გამოკვლევას)
  • გენოტიპის ტესტირება (იკვლევს C ჰეპატიტის ვირუსის ტიპს)
  • ვირუსული დატვირთვის ტესტი (ადგენს ვირუსის რაოდენობას ორგანიზმში)

გამოკლვევების შედეგების საფუძველზე, ექიმი შეარჩევს მკურნალობის ტაქტიკას.

ჰეპატიტის მკურნალობა

C ჰეპატიტის მკურნალობისთვის გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატები. მკურნალობა აუცილებლად უნდა იყოს შერჩეული ინდივიდუალურად შესაბამისი სპეციალობის კვალიფიციური ექიმის მიერ.

მკურნალობის კურსი მოიცავს სხვადასხვა ანტივირუსული მედიკამენტების კომბინაციას და გრძელდება 6-12 თვის მანძილზე. ეს მედიკამენტები ეხმარება ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. მკურნალობის შედეგად შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები: გრიპის მსგავსი სიმპტომები, უგუნებობა, წონაში კლება, გამონაყარი, ანემია, უძილობა, თუმცა მათი მართვა შესაძლებელია ექიმის დახმარებით. ზოგჯერ ადამიანები თავს ანებებენ მკურნალობას გვერდითი მოვლენების გამო, რაც დაუშვებელია. დოზის შეცვლა ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით.ამჟამად ხმარებაშია ახალი მედიკამენტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი იქნება გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვის ზრდა და მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირება.

ალტერნატიული მკურნალობა

შესაძლოა გსმენიათ „ბუნებრივი“, მცენარეული ან სხვა სახის პროდუქტების შესახებ, რომლებიც იყიდება, როგორც C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები. დღეისთვის არ არსებობს მცენარეული დანამატები, რომელთა სამკურნალო ეფექტი C ჰეპატიტის დროს მეცნიერულად დადასტურებულად შეიძლება ჩაითვალოს. მეტიც, ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი სახიფათოა თქვენი ღვიძლისთვის. ამგვარი პრეპარატების მიღების დაწყებამდე აუცილებლად შეუთანხმდით ექიმ–სპეციალისტს.

შესაძლებელია თუ არა C ჰეპატიტის განკურნება?

მკურნალობა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს C ჰეპატიტით დაავადებული მრავალი ადამიანისთვის. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ ხშირად ვირუსის აღმოჩენა აღარ ხდება. ამას ეწოდება მყარი ვირუსული პასუხი.

დაცულია თუ არა ადამიანი C ჰეპატიტით კვლავ დაინფიცირებისგან მკურნალობის შემდეგ?

არა. წარმატებული მკურნალობის შემდეგაც ადამიანი არ არის დაცული C ჰეპატიტისგან. იგი შესაძლოა კვლავ დაინფიცირდეს C ჰეპატიტით.

დამატებით რისი გაკეთება შეიძლება ღვიძლის დაცვის მიზნით?

  • ნებისმიერი წამლის მიღება, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების, საკვები დანამატებისა თუ ვიტამინების, შეუთანხმეთ ექიმს. ზოგიერთმა მედიკამენტმა, მაგალითად, ტკივილგამაყუჩებლებმა, შესაძლოა მავნედ იმოქმედოს ღვიძლზე.
  • მოერიდეთ ალკოჰოლს, ვინაიდან იგი დააჩქარებს ღვიძლის დაზიანებას.

შესაძლებელია თუ არა C ჰეპატიტის გავრცელება ინფიცირებულისგან ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე?

რამდენადაც C ჰეპატიტის ვირუსი ვრცელდება სისხლის საშუალებით, უნდა აღვკვეთოთ ისეთი ნივთების საერთო მოხმარება, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ სისხლთან კონტაქტი. ასეთებია: კბილის ჯაგრისი, სამართებელი, ფრჩხილის საჭრელი და ა.შ. მნიშვნელოვანია კანის მთლიანობის დარღვევის დროს დაზიანებული ადგილის დაფარვა, ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტის შემდეგ კანის ზედაპირის დამუშავება.

როგორ ავირიდოთ ჰეპატიტი?

  • უარი თქვით ნარკოტიკებზე

ყოველ შემთხვევაში, ნუ გამოიყენებთ ნახმარ შპრიცს.

  • კბილის ჯაგრისი, საპარსი, ფრჩილების საჭრელი და სხვა პირადი მოხმარების საგნები მხოლოდ და მხოლოდ პირადი მოხმარების საგნებია! მსგავსი პირადი მოხმარების ნივთებით ინფექციის გავრცელება ნაკლებად ხშირია შპრიცებთან შედარებით, თუმცა პირის ღრუსა და კანზე არსებული დაზიანებების წყალობით შესაძლებელია მათი სისხლით დაბინძურება. C ჰეპატიტის ვირუსი კი სწორედ სისხლის საშუალებით ვრცელდება.
  • სქესობრივი კონტაქტისას გამოიყენეთ კონდომი. სქესობრივი კონტაქტი C ჰეპატიტით ინფიცირების ნაკლებად გავრცელებულ გზას წარმოადგენს. თუმცა, ინფიცირების რისკი იმატებს მრავლობითი სქესობრივი პარტნიორის ყოლის დროს.
  • ტატუს და პირსინგის გაკეთებისას ყურადღება მიაქციეთ აღჭურვილობის სტერილობას! თუ აღჭურვილობა არ არის სათანადოდ სტერილიზებული და მანამდე გამოყენებული იყო ინფიცირებულ პირზე, არსებობს აივ ინფექციით, B და С ჰეპატიტით ინფიცირების რისკი. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის სტერილობას და ეწვიეთ მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებს.

Referrences:

http://www.ncdc.ge

NCDC&PH

ღვიძლის კიბო განსაკუთრებით დიდ პრობლემას ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ქმნის

#post_seo_title

ღვიძლის კიბო

ღვიძლის კიბო განსაკუთრებით დიდ პრობლემას ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ქმნის, სადაც, არსებული შეფასების მიხედვით, 2012 წელს მსოფლიოში დიაგნოსტირებული 782 000 ახალი შემთხვევიდან 83% გამოვლინდა. 2012 წელს მამაკაცებში გამოვლენილი 554 000 და ქალებში დიაგნოსტირებული 228 000 ახალი შემთხვევით იგი მამაკაცთა შორის მეხუთე ადგილზეა, ხოლო ქალთა შორის – მეცხრე ადგილზე.

მამაკაცებში მაღალი ინციდენტობის რეგიონებს აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (ასაკსტანდარტიზებული ინციდენტობის მაჩვენებლებია 31.9 და 22.2 შესაბამისად) წარმოადგენს. საშუალო მაჩვენებლები ვლინდება სამხრეთ ვროპაში (9.5) და ჩრდილოეთ ამერიკაში (9.3), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია ჩრდილოეთ ევროპასა (4.6) და სამხრეთ-ცენტრალურ აზიაში (3.7).

ქალებში მაჩვენებლები გაცილებით დაბალია, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვლინდება აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის დასავლეთში (10.2 და 8.1 შესაბამისად), ხოლო ყველაზე დაბალი – ჩრდილოეთ ევროპაში (1.9).

liver cancer1

შისტოსომოზი (Shistosomosis) ანუ ბილჰარციოზი – მსოფლიოში და საქართველოში

შისტოსომოზი (Shistosomosis) ანუ ბილჰარციოზი
#post_seo_title

შისტოსომოზი (Shistosomosis) ანუ ბილჰარციოზი

ზოგადი მიმოხილვა მსოფლიოში და საქართველოში: შისტოსომოზი ტროპიკული
ჰელმინთების (ტრემატოდების) ჯგუფს განეკუთვნება და ფართოდაა გავრცელებული ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის რეგიონებში.

ჯანმოს მონაცემებით შისტოსომოზით დაავადებულთა 90% ცხოვრობს აფრიკის
კონტინენტზე, საჰარის უდაბნოს სამხრეთ ქვეყნებში. ჯანმოს 2014 წლის
შეფასებით, შისტოსომოზის მკურნალობა და პროფილაქტიური მკურნალობა
მსოფლიოში ესაჭიროებოდა 300 მილიონამდე ადამიანს. შისტოსომოზი გვხვდება
მსოფლიოს 78 ქვეყანაში. ჯანმოს შეფასებით შისტოსომოზისმიერი გართულებებით
მსოფლიოში ყოველწლიურად 20 000 ადამიანი იღუპება. საქართველოში
შისტოსომოზის პირველი შემთხვევები აღწერილია 1966 წელს, დაავადებები
შემოტანილ იქნა იემენიდან. შისტოსომოზით დაავადების ადგილობრივი
შემთხვევები აღრიცხულ-რეგისტრირებული არაა.
გამომწვევი აგენტი: დაავადების (შისტოსომოზის) გამომწვევია ორსქესიანი
სისხლის ორპირები, რომლებიც განეკუთვნებიან Shistosom-ას გვარს. არსებობს
შისტოსომოზის ორი ძირითადი კლინიკური ფორმა: ნაწლავის და შარდ-სასქესო
სისტემის, რომელთა გამომწვევია შისტოსომას 5 სახეობა:

მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: ადამიანთა დაინვაზირება ხდება
სასოფლო-სამეურნეო, საყოფაცხოვრებო, საწარმოო და სხვა ისეთი საქმიანობისას,
როდესაც ადგილი აქვს პარაზიტების კვერცხებით დაბინძურებული მტკნარი
წყლის გამოყენებას. დასნებოვნება შესაძლებელია დაბინძურებულ წყალში
ტანსაცმლის რეცხვის დროსაც. ხშირია დაავადების შემთხვევები ტურისტებში,
რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ე.წ. ველურ, შეუსწავლელ ბუნებაში
მოგზაურობას. წყალსატევები წარმოადგენენ შისტოსომების შუამავალი პატრონის
მოლუსკების ბიოტოპებს. ადამიანის ორგანიზმიდან გამოყოფილი შისტოსომების
კვერცხების წყალში მოხვედრისას მათგან გამოდის წამწამებიანი მირაციდი,
რომელიც იჭრება მოლუსკის ორგანიზმში, სადაც მრავლდება და გარდაიქმნება
ცერკარიებად. ცერკარიები ტოვებენ მოლუსკის ორგანიზმს, წყალში ცურავენ და
კანისა და/ან ლორწოვანის გზით აქტიურად იჭრებიან ობლიგატური პატრონის
(ადამიანის) ორგანიზმში. სისხლის საშუალებით აღწევენ პერიტონეუმის ვენურ
სისტემას, სადაც 4-6 კვირის განმავლობაში ყალიბდებიან ზრდასრულ პარაზიტებად, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 14 და მეტი წელია.

შისტოსომოზი

ჟენევაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო მიღება გაიმართა – მიღება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სათავო ოფისში გაიმართა

#post_seo_title

ჟენევაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება, ჟენევაში, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიიღო. მიხეილ სარჯველაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი არა მხოლოდ ქვეყნის ისტორიული არჩევანისა და თავისუფლების სიმბოლოა, არამედ განასახიერებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობის გზაზე.
მიღება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სათავო ოფისში გაიმართა და ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო – ივეალა, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც წარმომადგენლები დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჟენევაში, რევაზ ლომინაძემ.
ღონისძიებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შორის 25-წლიან, წარმატებულ თანამშრომლობას.
ჯანდაცვის მინისტრი, შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სიტყვითაც გამოვიდა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights