ორშაბათი, მაისი 11, 2026

ტრაქომა – ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანის სიბრმავეს და/ან მხედველობის დაქვეითებას იწვევს. მსოფლიოს მასშტაბით, ის სიბრმავის წამყვანი ინფექციური მიზეზია

მხედველობის დაქვეითების სამკურნალო ახალი მეთოდები - მხედველობის დაქვეითების მკურნალობა, შესაძლოა, ანტიბიოტიკებით გახდეს შესაძლებელი
#post_seo_title

ზოგადი მიმოხილვა: თვალის ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელიც იწვევს კონიუნქტივის და რქოვანას დაზიანებას, დანაწიბურებასა და სიბრმავეს. გავრცელებულია მშრალი, მტვრიანი რეგიონების ღარიბ პოპულაციაში. ჩვეულებრივ დაავადება იწყება ბავშვობაში და  სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით მიმდინარეობს. მხედველობის გამოხატული დაქვეითება 30-40 წლის ასაკობრივი ჯგუფისათვის არის ტიპური.

დაავადების მიზეზს ქლამიდიები (Chlamydia trachomatis) წარმოადგენენ. ტრაქომა 42 სახელმწიფოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.

ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანის სიბრმავეს და/ან მხედველობის დაქვეითებას იწვევს. მსოფლიოს მასშტაბით, ის სიბრმავის წამყვანი ინფექციური მიზეზია. 200 მილიონამდე ადამიანი ახლაც ცხოვრობს ენდემურ ზონებში და დაავადების მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფება. ტრაქომისმიერი სიბრმავე შეუქცევადი პროცესია. დაავადებულთა უმრავლესობა აფრიკის კონტინენტზეა. ჯანმოს მონაცემებით 2015 წლისთვის აფრიკის 29 ქვეყნის 176000 ადამიანს ჩაუტარდა ოპერაცია ტრაქომის გამო, ხოლო 54 მილიონი გადიოდა ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს. 2016 წლის დასაწყისისში ჩინეთმა, განამ, გამბიამ, ირანმა, მაროკომ, მიანმა და ომანმა ოფიციალურად განაცხადეს ტრაქომის ლიკვიდაციის შესახებ. დაავადება ისტორიულად აზიისა და აფრიკის კონტონენტებზე იყო გავრცელებული, თუმცა ნაპოლეონის ჯარების აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ ევროპის რეგიონშიც სწრაფად გავრცელდა. ტრაქომას განსაკუთრებით ფართო გავრცელება ქონდა სამხედრო ნაწილებში. ტრაქომის ენდემურ ქვეყნებში ქალებში სიბრმავე 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე მამაკაცებში, რაც ქალების წყალთან და დაავადებულ ბავშვებთან გაცილებით ხშირი კონტაქტითაა განპირობებული.

გამომწვევიაგენტი  ბაქტერია ქლამიდია Chlamydia trachomatis-ის გრამ-უარყოფითი, ობლიგატური უჯრედშიდა, სპორების არწარმომქმნელი ,,პარაზიტია“. არსებობს მისი A, B, Ba და C სეროვარები. დაავადება ისტორიულად დიდი ხნიდანაა ცნობილი, თუმცა ბაქტერია სუფთა კულტურის სახით მხოლოდ 1957 წელს გამოყო პროფესორმა ტანგ ფეის-ფანმა.

მიზეზები/ძირითადირისკისფაქტორები ცუდი ჰიგიენური პირობები, მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, წყლის და განსაკუთრებით სუფთა წყლის დეფიციტი.

რეზერვუარი დაავადებული ადამიანია.

გადაცემისგზები. ტრაქომა გადაეცემა თვალისა და ნაზოფარინგიალური გამონაყოფით დაბინძურებული  ხელებით (პიდაპირი კონტაქტური გზა) ან სხვადასხვა საგნის მაშვეობით (არაპირდაპირი კონტაქტური გზა), მაგალითად პირსახოცით ან  ტანასაცმლით. დაავადების გავრცელებაში გარკვეულ როლს ბუზებიც ასრულებენ.

ინკუბაციურიპერიოდი 5-16 დღეა.

გადამდებლობისპერიოდი მოიცავს დაავადების მთელ პერიოდს. ნაწიბურების წარმოქმნის პერიოდში ქსოვილებში გამომწვევის კონცენტრაცია მცირდება, მაგრამ რეინფექციის შემთხვევაში კვლავ აქტიუდება. ადექვატური მკურნალობის, ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან 2-3 დღეში პაციენტი გარშემომყოფთათვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს.

მიმღებლობა საყოველთაოა.  მიუხედავად იმისა რომ, არ გამომუშავდება მყარი იმუნური პასუხი, დაავადების ახალი შემთხვევები და მწვავე მიმდინარეობა  ძირითადად ბავშვებში გვხვდება. დაავადების სიმძიმეზე  გავლენას ახდენს საყოფაცხოვრებო პირობები, მშრალი ქარის, მტვრისა და ქვიშის თვალებში მოხვედრა.

კლინიკური გამოვლინება:

ტრაქომის მიმდინარეობას რამდენიმე სტადია ახასიათებს: როდესაც არსებობს ეჭვი დაინფიცირებაზე, გამოხატულია კონინქტივიტი, მაგრამ სფეციფიური ფოლიკულები არ არის გამოკვეთილი. დაავადების პირველი სტადია კონიუნქტივის ჰიპერემიით, ინფილტრაციებით და ქუთუთოებზე ფოლიკულების გაჩენით ხასიათდება. მეორე სტადიის დროს ფოლიკულების ნაწილი სკდება და მათ ადგილას ყალიბდება ნაწიბურები. ამ სტადიის დროს პაციენტებს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით დიდი კონტაგიოზურობა გააჩნიათ. ყალიბდება ქუთუთოს ჩატრიალება, იმღვრევა რქოვანა. მესამე სტადიისას დაავადება განიცდის გარკვეულ რეგრესს, თუმცა ანთება და ფოლიკულები კვლავ სახეზეა.  მეოთხე სტადია პრაქტიკულად განკურნების პერიოდია, აქტიურდება ნაწიბურების წარმოქმნის პროცესი და ჩნდებიან ვარსკვლავისებრი ნაწიბურები. დაავადება შესაძლოა რამდენიმე წელს გრძელდებოდეს. ჰიპერენდემურ რეგიონებში აქტიური ინფექციის გახანგრძლივებას ხშირ რეინფექციებს უკავშირებენ. სამკურნალოდ გამოიყენება აზიტრომიცინი და ადგილობრივად ტეტრაციკლინის მალამო.

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა დამყარებულიაგიმზა-რომანოვსკის მეთოდით შეღებილ კონიუნქტივის ნაცხებისეპითელურ უჯრედებში ქლამიდიის სხეულაკების აღმოჩენაზე.

კონტროლისღონისძიებები:

A.       პრევენციული ღონისძიებები: განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების განათლებას პირადი ჰიგიენის დაცვის, ხელებისა და სახის წყლით და საპნით დაბანის აუცილებლობის და ინდივიდუალური პირსახოცების გამოყენების შესახებ. საჭიროა საბაზისო სანიტარული პირობების  გაუმჯობესება და ხარისხიანი წყლით მომარაგების უზრუნველყოფა.

B.      პაციენტის და კონტატების კონტროლი: დაავადების საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს შესაბამის ეპიდზედამხედველობით სამსახურს. ეპიდემიოლოგიური კვლევა უტარდება კონტაქტში მყოფ პირებს (ოჯახის წევრები, თანაკლასელები/თანაჯგუფელები/ თანამშრომლები და სხვა) შორის. პაციენტების იზოლაცია აუცილებელი არ არის. ჰოსპიტალიზაციას და პაციენტის იზოლაციას მიმართავენ ძირითადად ტრაქომის ენდემურ ქვეყანებში.

C. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები: მაღალი პრევალენტობის მქონე ქვეყნებში მასიურმა მკურნალობამ, საგანმანათლებლო სამუშოებმა და სანიტარული პირობების გაუმჯობესებამ წარმატებით შეამცირა დაავადების სიხშირე და სიმძიმე.

ტრაქომის ენდემურ ქვეყნებში ჯანმოს ეგიდით მიმდინარე ელიმინაციის პროგრამა ეფუძნება SAFE სტრატეგიას, რომელიც მოიცავს: შორსწასული შემთხვევების ქირურგიულ მკურნალობას, ინფიცირებული პირების მასიურ ანტიბიოტიკოთერაპიას აზიტრომიცინით, სახის დაბანის პრაქტიკის გაუმჯობესებას, გარემოს, კერძოდ სანიტარული პირობების გაუმჯობესებას და სუფთა წყალზე წვდომის გაზრდას

D.      ბუნებრივიმოვლენებისზეგავლენა- არ აღინიშნება

E.       საერთაშორისოღონისძიებები:  1996 წელს დაფუძნდა 2020 წლისთვის ტრაქომის გლობალური ელიმინაციის ჯანმოს ალიანსი, რომელმაც შეიმუშავა SAFE (Surgery, Antibiotics, Facial cleanliness, Environmental improvement) სტრატეგია, რომელიც პარტნიორთა დახმარებით აქტიურად მიმდიანრეობს.

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs382/ru/

უჯრედები მიტოქონდრიებს ცვლიან – რევოლუციური აღმოჩენა ბიოლოგიასა და მედიცინაში

უჯრედები მიტოქონდრიებს ცვლიან
#post_seo_title

მიტოქონდრიების მობილობა — რევოლუციური აღმოჩენა ბიოლოგიასა და მედიცინაში

მიტოქონდრიები, ხშირად მოხსენიებული როგორც უჯრედის ენერგიის წყარო, დღემდე მიიჩნეოდა სტაციონარულ სტრუქტურად, რომელიც მხოლოდ ერთ უჯრედში ფუნქციონირებდა. თუმცა, უახლესმა სამეცნიერო აღმოჩენებმა სრულიად შეცვალა ეს წარმოდგენა — მიტოქონდრიებს შეუძლიათ უჯრედებს შორის გადაცემა, რაც არსებითად ცვლის ჩვენს ცოდნას ბიოლოგიური პროცესებისა და სამკურნალო მიდგომების შესახებ.

ეს ახალი მექანიზმი, სახელად ინტერუჯრედული მიტოქონდრიების გადაცემა, დაფიქსირდა სხვადასხვა ორგანიზმში და გვიჩვენებს, რომ უჯრედებს შორის თანამშრომლობა ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე აქამდე გვეგონა. სტრესულ მდგომარეობაში მყოფი უჯრედები ხშირად იღებენ მიტოქონდრიებს ჯანმრთელი მეზობელი უჯრედებისგან, რაც აუმჯობესებს მათ გადარჩენის უნარს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციას.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროცესს შეუძლია იმუშაოს როგორც დადებითად, ისე უარყოფითად. მაგალითად, კიბოს უჯრედები ზოგჯერ იყენებენ ამ მექანიზმს მიტოქონდრიების “მოპარვით”, რათა გაზარდონ მედიკამენტებისადმი მდგრადობა და გააძლიერონ გადარჩენისთვის აუცილებელი ენერგია.

თუმცა კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა — პირდაპირი დაკვირვება რთულია ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო. მიუხედავად ამისა, მოლოდინი დიდია, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება მიტოქონდრიების მოძრაობის კონტროლი და მიზანმიმართული გამოყენება — მაგალითად, ინსულტის, გულის უკმარისობის ან სიმსივნეების მკურნალობაში.

მიტოქონდრიების გადაადგილების მექანიზმის უკეთ შესწავლა წარმოადგენს ახალ ეპოქას მედიცინაში და შესაძლოა გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი დაავადებების ინოვაციურ თერაპიაში.

სიმსივნესთან ასოცირებული დაღლა და კახექსია/სიგამხდრე – მიზეზები, მთავარი ნიშნები, რატომ ხდება? როგორ ვამჩნევთ?

ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით საქმიანობას პარაზიტულ, სოკოვან  და სხვადასხვა გრამ დადებით და გრამ უარყოფითი აერობულ თუ ანაერობულ პათოგენებზე,
#post_seo_title

სიმსივნესთან ასოცირებული დაღლა და კახექსია/სიგამხდრე —

Cancer-associated Cachexia (კახექსია) — არის მძიმე მეტაბოლური სინდრომი, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება ავთვისებიანი სიმსივნეების, მაგალითად, პანკრეასის, კუჭის და ფილტვის ავთვისებიან. მისი მთავარი მიზეზებია ორგანიზმში ძლიერი ანთებითი პროცესები, მადის დარღვევა თავის ტვინის დონეზე და კუნთების/ცხიმის მასის კლება. ამ პრობლემის განვითარებას ხელს უწყობს IL-6, GDF-15 და სიმსივნის მიერ ენერგიის გადაჭარბებული მოხმარება.
კახექსიის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია გამოსახულებითი/ინსტრუმენტული კვლევები და სისხლის შრატის ბიომარკერები, რადგან ისინი უკეთ გვიხსნის კუნთთა მასის ცვლილებებს. სამკურნალოდ მიმდინარეობს აქტიური კვლევები, რომლებიც აქვეითებენ ანთებასა და აწესრიგებენ მადას—მაგალითად, გრეილინის რეცეპტორის აგონისტები, ანტი-IL-6, ანტი-TNF-alpha ანტი-GDF15 ანტისხეულები.
ექიმებისა და პაციენტებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კახექსია არ არის უბრალო წონაში კლება. ესაა რთული მდგომარეობა, რომელსაც სჭირდება დროული შეფასება და ინტერდისციპლინური მიდგომა. ახალი პრეპარატები იძლევა იმედს, რომ მომავალში უკეთ ვუმკურნალებთ ამ მძიმე სინდრომს.
ამრიგად,
კიბოსთან დაკავშირებული კახექსია ძალის და სიცოცხლის გამქრალი „ენერგიაა“. ეს მეტაბოლური სინდრომი განსაკუთრებით გვხვდება ბევრ ავთვისებიან სიმსივნეში და ხშირად სიმსივნის კლინიკურ გამოვლინებამდე.
მთავარი ნიშნებია:
  • უნებლიე წონის დაკარგვა
  • კუნთისა და ცხიმის სწრაფი “დნობა”
  • მუდმივი დაღლილობა
რატომ ხდება?
• სიმსივნური უჯრედეი და სიმსივნის მიკროგარემოს უჯრედები გამოყოფენ IL-6-ს, SAA, TNF-alpha-ს, GDF-15-ს და სხვა პროანთებით ციტოკინებს, რომლებიც ჰიპოთალამუსში მადის ცენტრს ახშობს.
• ცხიმოვან ქსოვილში ლიპოლიზი ჩქარდება, კუნთებში კი MURF-1/Atrogin-1 პროტეოლიზს ააქტიურებს.
• თვითონ სიმსივნე “წვავს” გლუკოზასა და ლაქტატს (Cori ციკლი) და ორგანიზმს გამუდმებით ენერგიას ართმევს.
როგორ ვამჩნევთ?
CT/MRI-მ ან ბიოიმპედანსმა მარტივად შეიძლება აჩვენოს კუნთისა და visceral ცხიმის კლება.
სისხლში პროანთებითი ციტოკინების (IL-6-ს, SAA, TNF-alpha) გამოხატული მატება.
… ანუ კახექსია არ არის უბრალო “დიეტური” პრობლემა – ეს სისტემური წითელი ნიშანია (Alarm), რომლის დროული ამოცნობით შეგვიძლია პაციენტთა ცხოვრების ხარისხისა და გადარჩენის გაუმჯობესება. #OncoEdu #Metabolism

ზარმაცი თვალის ვარჯიშები მხედველობის გასაძლიერებლად – სრული გზამკვლევი

ზარმაცი თვალის ვარჯიშები მხედველობის გასაძლიერებლად - სრული გზამკვლევი
#post_seo_title

🧠 ზარმაცი თვალის (ამბლიოპიის) სავარჯიშოები სახლში – სრული სახელმძღვანელო მოზარდებისთვის

ამბლიოპია, რომელიც ხშირად ცნობილია როგორც ზარმაცი თვალი, არის მხედველობის დარღვევა, რომელიც ვითარდება ბავშვობაში და იწვევს ერთი თვალის სუსტ ხედვას, რადგან ტვინი უპირატესობას მეორე თვალს ანიჭებს. თუმცა, დროული ჩარევა და სწორი სავარჯიშოები რეალურად ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და ტვინისა და თვალის კავშირის გაძლიერებას.

ამ სტატიაში გაჩვენებთ 10 ეფექტურ სავარჯიშოს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლში ამბლიოპიის სამკურნალოდ. სავარჯიშოები დაფუძნებულია ნეიროპლასტიურობაზე და თვალის ბინოკულარული სისტემის რეაბილიტაციაზე.


1. ფანქრის ფოკუსირება (Pencil Push-Ups)

📌 მიზანი: ფოკუსის გაუმჯობესება და ბინოკულარული ხედვის წახალისება.

როგორ გააკეთოთ:

  • დაიჭირეთ ფანქარი ხელის სიგრძეზე და დააკვირდით წვერს.

  • ნელა მიიტანეთ ფანქარი ცხვირისკენ, თვალის კონტაქტის შენარჩუნებით.

  • შეაჩერეთ მოძრაობა, თუ ფოკუსი ირღვევა ან ორმაგი ხედვა ჩნდება.

  • გაიმეორეთ ყოველდღიურად 10-15 წუთით.


2. Brock String სავარჯიშო

📌 მიზანი: ბინოკულარული კოორდინაციის გაუმჯობესება.

მეთოდი:

  • დააკავშირეთ რამდენიმე ფერადი მძივი გრძელ ძაფზე.

  • ძაფის ერთი ბოლო დაიჭირეთ ცხვირთან, მეორე – მყარ ზედაპირზე მიამაგრეთ.

  • თანმიმდევრულად დააკვირდით თითოეულ მძივს.

  • დააფიქსირეთ სიმების V ფორმა – ეს ნიშნავს, რომ ორივე თვალი ჩართულია.

  • გაიმეორეთ ფოკუსის შეცვლა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

3. წითელი და ლურჯი ანაგლიფის სავარჯიშო

📌 მიზანი: ორივე თვალის ერთდროული სტიმულირება.

რა გჭირდებათ:

  • ანაგლიფის სათვალე (წითელი-ლურჯი)

  • სპეციალური ბარათები ან ფორმები განსხვავებული ფერებით

ინსტრუქცია:

  • ატარეთ სათვალე.

  • შეასრულეთ დავალებები, რომლებიც მოითხოვს ორივე თვალის გამოყენებას.

  • გაიმეორეთ 10–15 წუთი ყოველდღიურად.


4.  თვალის დაფარვა (Patch Therapy)

📌 მიზანი: სუსტი თვალის სტიმულაცია

პატჩინგი არის ამბლიოპიის მკურნალობის ტრადიციული გზა, რომელიც გულისხმობს უფრო ძლიერი თვალის დაფარვას (პლასტირით ან ცალთვალა ჩაკეტილი შუშით) სუსტი თვალის სტიმულირებისთვის.

მეთოდი:

  • ძლიერი თვალი დაფარეთ პატჩით ან სპეციალური სათვალით.

  • სუსტი თვალით აკეთეთ მხედველობასთან დაკავშირებული აქტივობები – კითხვა, წერა, აპლიკაციები.

  • დროის ხანგრძლივობა თანდათან გაზარდეთ.


5. ბუშტის თვალთვალი (Balloon Tracking)

📌 მიზანი: თვალის მოძრაობის კონტროლის გაუმჯობესება

სწრაფი გეგმა:

  • გაუშვით ჰაერში ბუშტი და თვალები გააყოლეთ მის მოძრაობას.

  • თავი მყარად გქონდეთ და მხოლოდ თვალებით აკონტროლეთ მოძრაობა.

  • ივარჯიშეთ 10 წუთი.


6. ფანრის თვალთვალი (Flashlight Focus Drill)

📌 მიზანი: თვალის ფოკუსისა და კოორდინაციის გაუმჯობესება

ინსტრუქცია:

  • გამოიყენეთ ფანარი სუსტად განათებულ ოთახში ოთახში.

  • აანთეთ შუქი კედელზე და გაატარეთ იგი სხვადასხვა მარშრუტზე (წრე, ხაზი, ზიგზაგი).

  • თავი გაუნძრევლად გქონდეთ და მიჰყევით სინათლეს მხოლოდ თვალებით.

  • ივარჯიშეთ დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, თანდათან გაზარდეთ შაბლონების სიჩქარე და სირთულე.

7. ფოკუსის ცვლა (Near-Far Focus Training)

📌 მიზანი: თვალის კუნთების მოქნილობა

როგორ გავაკეთოთ:

  • მონიშნეთ ორი ობიექტი – ერთი ახლოს, მეორე შორს.

  • ფოკუსირება ახლო ობიექტზე რამდენიმე წამის განმავლობაში, შემდეგ გადაიტანეთ შორეულზე.

  • გაიმეორეთ 10 წუთის განმავლობაში.


8. სურათების მიკვლევა (Picture Tracing)

📌 მიზანი: თვალის კონტროლი და ვიზუალური აღქმის გაუმჯობესება

სურათების ან შაბლონების მიკვლევა მარტივი, მაგრამ ეფექტური თვალის ვარჯიშია ზარმაცი თვალისთვის.

ინსტრუქცია:

  • აირჩიეთ სურათი ან ნიმუში.

  • თვალით “მოხაზეთ” მისი კონტური, თავი უძრავად გააჩერთ

  • ყოველდღიურად გაიმეორეთ.


9. თვალის პალმინგი (Palming)

📌 მიზანი: თვალის სტრესის შემცირება

სწრაფი მეთოდი:

  • ხელები ერთმანეთზე გაიხახუნეთ სითბოს მისაღებად.

  • დახუჭულ თვალებზე დაიფარეთ ხელისგულები და ღრმად ისუნთქეთ.

  • დაისვენეთ ამ მდგომარეობაში 3–5 წუთით.


10. ფერების იდენტიფიკაცია

📌 მიზანი: ფერის აღქმისა და ტვინის სტიმულაცია

ფერის იდენტიფიკაცია არის ამბლიოპიის სავარჯიშო სახლში, რომელიც აძლიერებს ფერის აღქმას და ფოკუსირებას.

მეთოდი:

  • გამოიყენეთ ფერადი ბარათები ან სათამაშოები.

  • შემთხვევით აირჩიეთ და დაასახელეთ ფერები.

  • გაიმეორეთ 10 წუთის განმავლობაში.


💡 როგორ მუშაობს ეს სავარჯიშოები?

ეს ვარჯიშები ეფუძნება ნეიროპლასტიურობას – ტვინის უნარს, რეაგირება იქონიოს ვარჯიშებზე და შექმნას ახალი ნერვული კავშირები. ისინი ეხმარება:

  • სუსტი თვალის კუნთების გაძლიერებას

  • ბინოკულარული ხედვის აღდგენას

  • თვალისა და ტვინის სინქრონიზაციას

  • ვიზუალური გზების გააქტიურებას და სტაბილიზაციას


🧬 ღრმა ეფექტები – უჯრედულიდან სისტემურ დონემდე

ამბლიოპიის ვარჯიშები გავლენას ახდენს ნერვულ ფუნქციაზე, ბადურის აქტივობაზე, და აძლიერებს ნეიროტრანსმიტერების მიმოცვლას, რაც მხედველობის ხარისხის რეალურ გაუმჯობესებას იწვევს.

თვალების კოორდინაციის დარღვევა – თვალების კოორდინაციის პრობლემა ბავშვებსა და მოზრდილებში

რატომ ჩნდებიან და რა უნდა გააკეთოთ, თუ თვალებში ამ „ნაწილაკების“ დანახვას დაიწყებთ,
#post_seo_title

თვალების კოორდინაციის პრობლემა ბავშვებსა და მოზრდილებში – მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

თვალების კოორდინაციის დარღვევა წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც თვალები ვერ ახერხებენ სინქრონულად მოძრაობას ახლომდებარე ობიექტზე ფოკუსირებისას. ნორმალური მხედველობისას, თვალები ერთმანეთისკენ მოძრაობენ, რაც ერთიანი და მკაფიო გამოსახულების საშუალებას იძლევა. თუმცა, როდესაც ეს მექანიზმი ირღვევა, ფოკუსირება რთულდება და ვითარდება სხვადასხვა არასასიამოვნო სიმპტომი.

რა იწვევს თვალების კოორდინაციის დარღვევას?

თვალის კოორდინაციის შეფერხების ზუსტი მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა, ხშირად ეს დაკავშირებულია თვალის მიმმართველი კუნთების მუშაობის  არასწორ მუშაობასთან. მდგომარეობა ძირითადად ვლინდება მაშინ, როდესაც ერთი თვალი ცდილობს ახლოს მდებარე ობიექტზე ფოკუსირებას, ხოლო მეორე – ოდნავ გარეთ მოძრაობს.

თვალის კოორდინაციის პრობლემის სიმპტომები

ეს დარღვევა შეიძლება ხანგრძლივად შეუმჩნეველი დარჩეს, განსაკუთრებით ბავშვებში. ნიშნები და სიმპტომები ხშირად ჩნდება ახლო მანძილზე მუშაობისას – კითხვისას ან წერისას. ყველაზე გავრცელებული გამოვლინებებია:

  • თვალის დაძაბულობა ან უსიამოვნო შეგრძნება

  • ხშირი თავის ტკივილი, განსაკუთრებით წაკითხვის შემდეგ

  • ბნელ ან მოძრაობაში მყოფი ასოები

  • გაორებული ან დაბინდული მხედველობა

  • ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება

  • თვალების ხშირი დახამხამება ან ერთ თვალზე მოჭუტვა

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

თუ შეამჩნიეთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს, რეკომენდებულია კონსულტაცია ოფთალმოლოგთან ან ოპტომეტრისტთან. ისინი ჩაატარებენ მხედველობის დეტალურ შემოწმებას და განსაზღვრავენ, არის თუ არა თვალების კოორდინაციის დარღვევა მიზეზი პრობლემის.

მკურნალობა და გამოსავალი

კარგი სიახლე ის არის, რომ ეს მდგომარეობა განკურნებადია. ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სპეციალური სავარჯიშოები თვალებისთვის, სათვალე ან ვიზუალური თერაპია. დროული ჩარევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას და თავიდან აგაცილებთ მომავალში სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

სტატიაში ძალიან ამომწურავად და საინტერესოდ არის განხილული სიელმის (სტრაბიზმის), როგორც მხედველობითი პათოლოგიის, ეტიოლოგია, ფორმები, გამოვლინება და მკურნალობის ტაქტიკები

სიელმე (სტრაბიზმი)
#post_seo_title

სტატიაში ძალიან ამომწურავად და საინტერესოდ არის განხილული სიელმის (სტრაბიზმის), როგორც მხედველობითი პათოლოგიის, ეტიოლოგია, ფორმები, გამოვლინება და მკურნალობის ტაქტიკები.

ძირითადი შეჯამება და მნიშვნელოვანი დეტალები:


✔️ რა არის სიელმე?

სიელმე არის თვალის კაკლების პარალელური მდებარეობის დარღვევა, რაც იწვევს სინქრონული და ბინოკულარული მხედველობის მოშლას. ეს არა მხოლოდ ესთეტიკური დეფექტია, არამედ სერიოზული ოფთალმოლოგური დარღვევაა, რომელიც ხშირად იწვევს ამბლიოპიას (ცრუ თვალი) და მხედველობის დაქვეითებას.


✔️ მთავარი მიზეზები:

  1. გენეტიკური ფაქტორი — სტრაბიზმის მქონე ბავშვების ~60%-ს ჰყავს ამავე დარღვევის მქონე ოჯახის წევრი.

  2. რეფრაქციული ანომალიები:

    • ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა)

    • ანიზომეტროპია (თვალებს შორის რეფრაქციის სხვაობა)

    • ანიზოკონია (თვალის ზომის სხვაობა)

  3. თვალის ორგანული დაზიანებები — თანდაყოლილი კატარაქტა, მიოპია, მაკულის პათოლოგია და სხვა.

  4. ნევროლოგიური და პერინატალური ფაქტორები — ასფიქსია, ენცეფალიტი, ქალა-ტვინის ტრავმა.

  5. შეძენილი დაავადებები და ტრავმები — განსაკუთრებით ხშირია პარალიზური სიელმე დიაბეტით გამოწვეული ნეიროპათიების გამო.


✔️ დიაგნოსტიკა და ასაკი

  • სიელმე შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, ხშირად 2-6 წლის ასაკში.

  • დიაგნოზის დასასმელად ტარდება სრული ოფთალმოლოგიური კვლევა ციკლოპლეგიით და მის გარეშე, ტესტები თვალის მოძრაობაზე, კუნთების ბალანსზე და ბინოკულარობაზე.


✔️ მკურნალობის გზები:

1. კონსერვატიული მკურნალობა

  • სათვალის მორგება

  • თვალის ახვევა (ამბლიოპიის წინააღმდეგ)

  • სპეციალური სავარჯიშოები თვალისთვის

  • მედიკამენტოზური მკურნალობა (ნერვული და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად)

2. ქირურგიული მკურნალობა

  • ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსერვატიული მეთოდები შედეგს არ იძლევა ან თვალის მყესის/კუნთის მექანიკური დაზიანებაა.

  • განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო პარალიზური სიელმის დროს (მაგალითად, დიაბეტით გამოწვეული), სადაც ოპერაციამდე აუცილებელია მინიმუმ 6 თვიანი მონიტორინგი და მედიკამენტური მკურნალობა.


✔️ სპეციფიური შემთხვევები:

  • დიაბეტის ფონზე სიელმე: დიაბეტური მიკროანგიოპათია აზიანებს ნერვებს, რომლებიც თვალის მოძრაობას აკონტროლებენ, რასაც კუნთის დამბლა მოჰყვება.

  • ტრავმული სიელმე: შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც გარე დაზიანებით, ისე რბილი ქსოვილების ან ნერვების პირდაპირი დაზიანებით (მაგ. ორბიტული ტრავმა, მყესის წყვეტა).


🔔 დასკვნა:

სიელმე სერიოზული თვალის პათოლოგიაა, რომელიც საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას. მშობლებმა ნებისმიერი თვალის გადახრის შემჩნევისთანავე უნდა მიმართონ ოფთალმოლოგს. მკურნალობის დროულად დაწყება მნიშვნელოვნად ზრდის შედეგის წარმატების ალბათობას.

ტრანს – იზომერული ცხიმები და ჯანმრთელობა – ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის თვალსაზრისით, მრავალი მეცნიერის მოსაზრებით, ტრანს-ცხიმები პირველ ადგილზეა

ტრანს - იზომერული ცხიმები და ჯანმრთელობა
#post_seo_title

ტრანს – იზომერული ცხიმები და ჯანმრთელობა

ბევრ ქვეყანაში დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით,  მაქსიმალურად იზღუდება ტრანს-ცხიმების გამოყენება კვებით ინდუსტრიაში, რაც განპირობებულია მათი მიღებით გამოწვეული დაავადებების სიმძიმით.

ცხიმოვანი მჟავები ორი ტიპისაა: ნაჯერი და უჯერი. უჯერი ცხიმოვანი მჟავებიდან შედარებით ფართოდაა გავრცელებული ოლეინის, ლინოლის და ლინოლენის მჟავები. მცენარეული ცხიმები ძირითადად უჯერია და თხევადი კონსისტენციისაა. ცხოველური (ძროხის, ცხვრის, ღორის) ცხიმები და მათი პროდუქტები შეიცავენ ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს და მყარი კონსისტენციისაა (გამონაკლისია თევზის ქონი).

უჯერი ცხიმები არსებობს ორი იზომერის „ცის“ და „ტრანს“ იზომერების სახით.  „ცის“ იზომერები უფრო გავრცელებული ფორმაა ბუნებაში, რომელშიც ნახშირწყლოვანი ჯაჭვი მდებარეობს ნახშირბადის ატომებს შორის ორმაგი ბმის სიბრტყის  ერთ მხარეს.  „ტრანს“ იზომერები უფრო იშვითად გვხვდება ბუნებაში და ნახშირწყლოვანი ჯაჭვი განლაგებულია  ორმაგი ბმის სიბრტყის სხვადასხვა მხარეს.

ინდუსტრიულად წარმოებული ტრანს-ცხიმოვანი მჟავები, რომელიც მიიღება ნახევრად ჰიდროგენიზებული თხევადი მცენარეული ცხიმისაგან,  გვხვდება მარგარინში, სპრედის ცხიმში, ტკბილეულში, ნამცხვრებსა და დონატებში, შემწვარ საკვებში.

მცენარეულ ცხიმებში ბუნებრივად მხოლოდ „ცის“ იზომერებია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესებში ამ ცხიმების ოპტიმალურ მონაწილეობას. ბუნებრივ  მცენარეულ ცხიმებში არ არის ტრანს-ცხიმები. მარგარინის წარმოებისას 48%-მდე ტრანს-ცხიმები წარმოიქმნება. ტრანს-ცხიმების შემცველობა სპრედებსა და მარგარინებში შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეიცვალოს იმასთან დაკავშირებით თუ რა წილი აქვს მასში ნაჯერ ცხიმებს. ტრანს-ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნა ხდება აგრეთვე მცენარეული ცხიმების შეცხელებისას. რბილ სპრედებში ტრანს-ცხიმების შემცველობა 1-17% ფარგლებში მერყეობს,

ტრანს-ცხიმები არღვევენ უჯრედის მემბრანის განვლადობას და მოქნილობის რეგულირების მექანიზმებს, სრულფასოვნად არ მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, გამოირჩევიან  ორგანიზმში კუმულაციის უნარით, იწვევენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL–C) ე. წ. ,,ცუდი ქოლესტერინის“ რაოდენობის მატებას და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (HDL –C)  შემცირებას, რაც წარმოადგენს იშემიური დაავადების, ათეროსკლეროზის განვითარების მაღალ რისკს.  გარდა ამისა, არსებობს  რეპროდუქციული ფუნქციის დაზიანების (ჩანასახის ზრდა–განვითარების შეფერხების), ინსულინისადმი  რეზისტენტობის დაქვეითების და ამ ფონზე შაქრიანი დიაბეტის განვითარების, აგრეთვე ალცჰეიმერის და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების საფრთხე. სამეცნიერო ლიტერატურაში აღინიშნება იმუნური სისტემის დასუსტების რისკიც.  დღესდღეობით  არსებობს უტყუარი მონაცემები იმის შესახებ, რომ ტრანს-ცხიმები ზრდის გულის კორონარული უკმარისობის განვითარების რისკს.  ეჭვგარეშეა ტრანს-ცხიმებისა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის  „დოზა-ეფექტის“ ურთიერთკავშირი. საკვებში ტრანს-ცხიმების შემცველობის 2%-ით მატება თითქმის ორჯერ ზრდის კორონალური უკმარისობის რისკს ადამიანებში. სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით,  ყოველდღიურად 40გ  მარგარინის მიღება, რომელიც შეიცავს 5 გ ტრანსიზომერს, ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს 50%-ით.

ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის თვალსაზრისით, მრავალი მეცნიერის მოსაზრებით, ტრანს-ცხიმები პირველ ადგილზეა. ჭარბი ნაჯერი ცხიმები  და ტრანს-ცხიმები სისხლის ლიპიდურ შემადგენლობასა და ქოლესტეროლის ფრაქციებს უარესობისკენ რომ ცვლიან და გულის დაავადებათა რისკს საგრძნობლად ზრდიან, ამაზე აღარავინ დავობს. ნაჯერი ცხიმები ბუნების შემოქმედებაა, ტრანს-ცხიმები კი ტექნოლოგიის პროდუქტი. ამიტომაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მიღებული ცხიმებიდან ნაჯერი ცხიმები 2-ჯერ  ნაკლები უნდა იყოს უჯერ ცხიმებთან შედარებით, ტრანს-ცხიმების  მიღების  დღიური ნორმა კი არ უნდა აღემატებოდეს საერთო ენერგომოხმარების 1%-ს, რაც დაახლოებით 2-2.5 გრამის ექვივალენტია. თუმცა, უმჯობესია საერთოდ იყოს ამოღებული ადამიანის კვებითი რაციონიდან.

ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი შედეგი – ტრავმატიზმი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან და მზარდ პრობლემას წარმოადგენს

კლინიკებში დაინფიცირებული ათასობით პაციენტი. მზარდი სტატისტიკა და კითხვები, რომლებზეც ჯანდაცვის სამინისტრო არ პასუხობს
#post_seo_title

ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი შედეგი

ტრავმა-დაზიანება განისაზღვრება, როგორც გარეგანი აგენტის ან ძალის უეცარი ზემოქმედებით ორგანიზმის ფუნქციური და სტრუქტურული დაზიანება.ტრავმატიზმი მოიცავს დაზიანებათა ორ ძირითად კატეგორიას – შემთხვევით და გამიზნულს. შემთხვევეით დაზიანებას მიეკუთვნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, ვარდნა, დამწვრობა, დახრჩობა, რეაკრიაციულ-სპორტული შემთხვევები და ა.შ.

განზრახ დაზიანებები ყველა ტიპის ძალადობას მოიცავს, კერძოდ: ინტერპერსონალურს, მკვლელობას, თვითმკვლელობის მცდელობასა, თვითმკვლელობას და ა.შ.

გარეგანი აგენტის ზემოქმედებით გამოწვეული ტრავმატიზმი ვლინდება მოტეხილობებით, ღია და დახურული ჭრილობებით, დეფორმაციებით და ა.შ.

http://www.floridahealth.gov/programs-and-services/prevention/injury-prevention/index.html

ტრავმატიზმი შესწავლის ფართო სპექტრს მოიცავს, კერძოდ: ავტო-სატრანსპორტო შემთხვევები, ფსიქოაქტიური მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარება, ხანშიშესულების ვარდნა-დაცემა და ა.შ.

ტრავმატიზმი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან და მზარდ პრობლემას წარმოადგენს.

● ყოველ სამ წუთში ტრავმით ერთი ადამიანი იღუპება;

●  ყოველწლიურად  2.5 მილიონ ადამიანზე მეტი მიღებული ტრავმის გამო საჭიროებს  ჰოსპიტალიზაციას;

● ყოველწლიურად 31.6 მილიონი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებით ხვდება გადაუდებელი თერაპიის დეპარტამენტში;

● ყოველწლიურად 465 მილიარდი დოლარის დანაკარგი ფიქსირდება  მკურნალობისა და დაკარგული პროდუქტიულობის ხარჯზე;

http://www.injurycenter.umich.edu/about-center/what-injury

საგზაო-სატრანსპორტო ტრავმატიზმი  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი და მზარდი პრობლემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით საგზაო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, 20–50 მილიონამდე კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს. საგზაო შემთხვევების უდიდესი წილი  მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის და 15–29 ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს.

სტატისტიკა საფუძველს გვაძლევს  ვივარაუდოთ, რომ პროფილაქტიკური ინტერვენციების გარეშე ტრავმატიზმისა და ძალადობის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა გაიზრდება და 2030 წლისათვის საერთო სიკვდილიანობაში მე–5 ადგილს დაიკავებს.

http://www.who.int/violence_injury_prevention/publications/injury_policy_planning/prevention_moh/en/

ყოველდღიურად მსოფლიოს გზებზე მიახლოებით 3 400 ადამიანი იღუპება. ათობით მილიონობით ადამიანი კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს და ინვალიდდება. საგზაო მომხმარებლებს შორის ბავშვები, ფეხით მოსიარულენი, ველოსიპედისტები და ხანდაზმული ადამიანები ყველაზე დაუცველ, მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. უკანასკნელ წლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შესამჩნევად გააქტიურა თავისი ძალისხმევა ტრავმატიზმის პრევენციის სფეროში და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ   ქვეყნებს საგზაო უსაფრთხოების უზრნველსაყოფად დანერგონ და გაამკაცრონ კონტროლი უკვე კარგად აპრობირებული პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, კერძოდ ჩაფხუტების, უსაფრთხოების ღვედების, ჩვილ და მოზრდილ ბავშვთა სპეციალური  სავარძლებისა  და დამატებითი ბალიშების სავალდებულო გამოყენებაზე, შეზღუდვები ტრანსპორტის სიჩქარესა და სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე.

http://www.who.int/violence_injury_prevention/road_traffic/en/

2011 წელს საქართველოში რეგისტრირებულია „ტრავმების, მოწამვლების და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგების“ 43384 შემთხვევა (პრევალენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 967.7), მათ შორის ბავშვი 7651 – 17.6% (პრევალენტობის მაჩვენებელი1006.3), ინციდენტობის მაჩვენებელი 801. ინციდენტობის და პრევალენტობის მაჩვენებლების მცირე განსხვავება ამ ჯგუფის დაავადებათა უპირატესად არაქრონიკულ ხასიათზე მიუთითებს. 2000–2011 წლების განმავლობაში ინციდენტობისა და პრევალენტობის ტრენდები ვარირებს 500–1000 ფარგლებში. 2008–2011 წლებში შეინიშნება პრევალენტობისა და ინციდენტობის ზრდის ტენდენცია “ტრავმების, მოწამვლების და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგბის” რეგიონულ განაწილებაში. მაღალი მაჩვენებლით მკვეთრად გამოირჩევა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი, ტრადიციულად დაბალია მაჩვენებლები თბილისსა და ქვემო ქართლში. “ტრავმების, მოწამვლების და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგების” შინაგან სტრუქტურაში წამყვანი ადგილი (42%)  უჭირავს ჭრილობებს, სისხლძარღვების დაზიანებებს და დაჟეჟილობებს. 2011 წელს საქართველოს სტაციონარებიდან ტრავმის დიაგნოზით გაწერილია 18961 პაციენტი, ლეტალობამ შეადგინა 2.6%.

საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში საგზაო-სატრანსპორტო ტრავმატიზმი ზოგად დაზიანებათა სტრუქტურაში  წამყვანია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ საგზაო უსაფრთხოების  შესახებ   2013 წლის წარდგენილ  ანგარიშში დადებითი დინამიკა აღინიშნება, რაც სავარაუდოდ უკანასკნელ წლებში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებებს უკავშირდება.  ქვეყანაში  ავტო-საგზაო შემთხვევათა და მათთან ასოცირებული ტრავმებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელის  კლების ტენდენციაა  ( 2009 წ –16.8, 2010–15.4, 2011–11.7,  2012–13.4, 2013-11.6).  2013 წელს 2008 წელთან შედარებით  ავარიების რიცხვი 10%-ით, დაშავებულთა რაოდენობა 15%-ით და დაღუპულთა რიცხვი თითქმის 40%–ით შემცირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (დკსჯ&ეც) წარდგენილი ანგარიშგების მიხედვით, 2012 წელს საქართველოს სტაციონარებში დაფიქსირდა უბედური შემთხვევების შედეგად დაზარებული 8861 პაციენტი, მათ შორის  3211 (36%) საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზით, 1111 (12.5%) სხვა გარეგანი მიზეზებით, 2138 (24%) განზრახ თვითდაზიანების გამო და 2401 (27%) სხვა დაზიანებებით იქნა ჰოსპიტალიზირებული.  დაშავებულებს შორის სჭარბობენ მამაკაცები და მათი თანაფარდობა დაშავებულ ქალებთან შეადგენს 1:3.

საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია აქტიური საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც  საგზაო უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული რისკებისა და პრევენციის თაობაზე  გზებით მოსარგლეთა ყველა ჯგუფის ინფორმირებას  და, ამის საფუძველზე ქცევითი რისკების შემცირებას ითვალისწინებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული დოკუმენტებისა და მითითებების საფუძველზე შეიმუშავა ტრავმატიზმისა და ძალადობის პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2013–2018 წლებისათვის, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საგზაო უსაფრთხოებას ეხება.

სტრატეგიაში დასახული ამოცანებისა და მიზნების მიღწევა ჯანდაცვის სექტორის   აქტიური ჩართულობითა და საკითხით დაინტერესებული ყველა უწყების კოორდინირებული ქმედებითაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრეთვე, ჩართულია მეოთხე აღმოსავლეთ–დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (EWHIP4)-ის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში და მონაწილეობს  საქართველოს საგზაო უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  2014–2019 წლებისათვის დოკუმენტის შემუშავებაში.

რა უნდა ვიცოდეთ ზაფხულის ალერგიებზე – ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს

რა არის ალერგია და როგორ აიცილოთ თავიდან
#post_seo_title

რა უნდა ვიცოდეთ ზაფხულის ალერგიებზე

ალერგია — ეს არის იმუნური სისტემის არანორმალური რეაქცია ჩვეულებრივად უვნებელ ნივთიერებაზე, რომელსაც ალერგენი ეწოდება. ადამიანის იმუნური სისტემა ალერგენის წინააღმდეგ გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რაც იწვევს მრავალფეროვან სიმპტომს, დაწყებული ცემინებითა და ქავილით, დამთავრებული სუნთქვის გაძნელებითა და თუნდაც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობით — ანაფილაქსიით.

საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში

ნახეთ, დეტალურად ვიდეო:

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

აი, რა მოუვა თქვენს თირკმელებს თუ ნახევარ კოვზ საკვებ სოდას მიიღებთ…

თირკმელი-სოდა
#post_seo_title

აი, რა მოუვა თქვენს თირკმელებს თუ ნახევარ კოვზ საკვებ სოდას მიიღებთ…

თირკმელები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სხეულის ფუნქციონირებაში, ყოველდღიურად უამრავ სისხლს ფილტრავს, რათა მავნე ნივთიერებები გამოდევნოს ორგანიზმიდან. სამწუხაროდ თირკმელების დაზიანებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის დიაბეტი, წნევა, ინფექციები, გამაყუჩებელი მედიკამენტები და ა.შ. გთავაზობთ თირკემელებისთვის ეფექტური საშუალების-საკვები სოდის გამოყენებას და მისი მოქმედების სპეციფიკას!

ენდოკრინული სისტემა აწარმოებს ჰორმონებსა და ენზიმებს, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს საკვების გადამუშავებაში. პანკრეასი სწორედ მსგავს ფუქნციას ასრულებს, ის გამოიმუშავებს ნატრიუმის ბიკარბონატს, რათა დაიცვას თირკკმელები საკუთარი დანიშნულების შესრულებისას. თირკმელების მუშაობა დამოკიდბეულია იმაზე, თუ რას ჭამთ და სვამთ. გააგრძელეთ კითხვა

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights