HKU5‑CoV‑2 – პოტენციური ეპიდემია ჩინეთიდან: კიდევ ერთი გაფრთხილება კაცობრიობისთვის








Პომიდვრის წვენი ძალიან ნოყიერია, შეიცავს უამრავ საკვებ ნივთიერებებს და თუ რეგულარულ ჭამას დაიწყებთ, ის ნამდვილად დიდ სარგებელს მოგიტანთ.
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე დამაჯერებელი მიზეზი იმის დასადასტურებლად, რომ ეს მართლაც ასეა.
იგი სავსეა ვიტამინებით
ტომატის წვენი, რომელიც მზადდება ახალი პომიდვრისგან, არის A და C ვიტამინების შესანიშნავი წყარო.
მისი რეგულარული მოხმარებით თქვენ ამცირებთ თვალის მრავალი ქრონიკული დაავადების ალბათობას, აძლიერებთ იმუნურ სისტემას და ხელს უწყობთ კბილებისა და ძვლების გამაგრებას. გააგრძელეთ კითხვა
რას წარმოადგენს კლიმატის ცვლილება?
კლიმატის ცვლილების ფენომენი ცნობილი გახდა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა აღინიშნა მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდის ტენდენცია და გახშირებული კლიმატური კატასტროფები. დღეისათვის, უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილებას პლანეტის მასშტაბით ნამდვილად აქვს ადგილი.
კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული კლიმატის გლობალური ცვლილების ყველა პერიოდისაგან განსხვავებით თანამედროვე ცვლილება გამოწვეულია ადამიანის საწარმოო საქმიანობით და დაკავშირებულია ინტენსიურ ინდუსტრიალიზაციასთან.
ადამიანის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე
ანთროპოგენული ფაქტორები მოიცავს ადამიანის საქმიანობას, რომელიც თავისი მოქმედებით ცვლის გარემოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ანთროპოგენულ ფაქტორებს შორის არის გაზრდილი ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში ბუნებრივი საწვავის, ოზონის ხვრელის, აგროკულტურის, ტყეების გაჩეხვის ხარჯზე. თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და მთლიანობაში მონაწილეობს გლობალური კლიმატის ჩამოყალიბებაში და, ცხადია, თითოეული მათგანის ცვლილება ადრე თუ გვიან გავლენას ახდენს კლიმატზე.
რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ადამიანის ჯანმრთელობაზე?
კლიმატის ცვლილება მკვეთრად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის შეგუება კლიმატის ცვლილებასთან. ხშირ შემთხვევებში ადაპტაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. კლიმატის ცვლილების გამო იზრდება დაავადებათა გავრცელების გეოგრაფიული არეალი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ გავლენას კლიმატის ცვლილების სამი ძირითადი დამახასიათებელი მოვლენა ახდენს, რომელთა შორისაა: თბური ტალღები, ბუნებრივი კატასტროფები და შეცვლილი ინფექციური ფონი.
ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს არა მხოლოდ გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას და, ასევე, უკვე არსებული პათოლოგიების გამწვავებას, არამედ, შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. ასე მაგალითად, 2003 წელს ევროპაში თბური ტალღების მიზეზით 70 000 ადამიანი გარდაიცვალა. ექსპერტთა მოსაზრებით, მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მუშაობაზე, განსაკუთრებით მოხუცებსა და ქრონიკულად ავადმყოფ პირებში.
გარდა პირდაპირი გავლენისა, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა ირიბადაც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე: მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის პირობებში იცვლება მიწისპირა ოზონის და ჰაერის სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია, რაც გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებათა განვითარებას უწყობს ხელს.
თბური ტალღების განმეორებადობაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესაფასებლად, რომელიც განხორციელდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროექტის „კლიმატის ფორუმი-აღმოსავლეთი“, გამოთვლილ იქნა თბური ინდექსის მნიშვნელობები. ქვემოთ მოყვანილ ცხრილებში მოცემულია თბური ინდექსის მაჩვენებლის ცვლილება ორი პერიოდის (პირველი პერიოდი – 1961-1985 წწ. და მეორე პერიოდი – 1986-2010 წწ.) მიხედვით.
კლიმატის ცვლილების მიზეზით ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული გასამმაგდა. შესაბამისად, გაიზარდა ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალი: დაშავებულ და გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი, ასევე იმ დაავადებათა სიხშირე, რომლებიც ბუნების ექსტრემალური მოვლენების ზემოქმედებით ჩნდება. ასე მაგალითად, წყალდიდობის შედეგად ზიანდება კანალიზაციის მილები, რაც სანიტარიული სისტემის მოშლას და ინფექციურ დაავადებათა აფეთქებას იწვევს.
ბუნებრივი კატასტროფების გახშირება ადგილნაცვალ პირთა – ეკო-მიგრანტთა რიცხვის გაზრდასაც იწვევს, რაც ქვეყნისთვის მძიმე სოციალურ ტვირთს წარმოადგენს.
კლიმატის ცვლილება ასევე მოიაზრება ინფექციური პათოლოგიების, განსაკუთრებით წყლისმიერი და ტრანსმისიული ინფექციების, გახშირების ხელშემწყობ ფაქტორად. ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა დიდ გავლენას ახდენს ინფექციის, მაგალითად, მალარიის გადამტანი მწერის სასიცოცხლო ციკლზე. თუკი მწერის არსებობისთვის ხელსაყრელი კლიმატი ჩამოყალიბდა (მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა), ინფექციური პათოლოგია იოლად ვრცელდება.
ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზრდება ისეთი დაავადებების რიცხვი, როგორიცაა: მალარია, ნილოსის ცხელება, ვირუსული ჰემორაგიული ინფექციები; ადგილი ექნება ისეთი ქრონიკული დაავადებების ზრდასაც, როგორიცაა ასთმა, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვ.
კლიმატური პირობები დიდ გავლენას ახდენს წყლისმიერი დაავადებებისა და მწერებით, მოლუსკებისა და სხვა ცივსისხლიანი ცხოველების საშუალებით გადაცემად დაავადებებზე; კლიმატის ცვლილებებმა შესაძლოა გაახანგრძლივოს ტრანსმისიული დაავადებების სეზონი და/ან შეცვალოს ამ დააავდებების გეოგრაფიული არეალი.
მალარია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კლიმატზე. კოღო Anohpeles-ით გადაცემული მალარია ყოველწლიურად 800 000 ადამიანის სიცოცხლეს იწირავს; ძირითადად, აფრიკის ქვეყნებში, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. Aedes-ით გავრცელებადი დენგეს ცხელებაც ძალზე მგრძნობიარეა კლიმატური პირობებისადმი; ეპიდკვლევები მიუთითებენ, რომ 2080 წლისათვის კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიოში დამატებით 2 მილიარდი ადამიანი იქნება დენგეს ცხელებით ინფიცირების რისკის ქვეშ.
ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა უშუალოდ ზრდის გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში. ზაფხულის თბური ტალღების პერიოდში, ევროპაში მხოლოდ 2003 წელს 70 000-ზე მეტი სიკვდილის შემთხვევა აღირიცხა. ზღვის დონის მატება და ექსტრემალური ამინდით გამოწვეული კატასტროფები დააზიანებს მოსახლეობის საცხოვრებლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა აუცილებელ სამსახურებს. ცნობილია, რომ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ზღვის დონიდან 60 კილომეტრზე მაღალ ადგილებში ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა რომ გლობალურმა დათბობამ შეიძლება გარკვეულწილად სოციალური სარგებელიც კი მოიტანოს, მაგ: შეამციროს სიკვდილის შემთხვევები ზამთრის პერიოდში და გაზარდოს საკვების პროდუქტიულობა გარკვეულ ტერიტორიებზე; საერთო ჯამში ჯანმრთელობაზე გამოვლენა უარყოფითი იქნება.
მნიშვნელოვანი ფაქტები
როგორ ხდება ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება?
კლიმატური ცვლილებების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება შესაძლოა მხოლოდ მიახლოებითი იყოს. მიუხედავად ამისა, ჯანმო აცხადებს, რომ კლიმატური ცვლილებები 250 000-ით მეტ სიკვდილის შემთხვევას გამოიწვევს ყოველწლიურად 2030-2050 წლებში. აქედან 38 000 ხანდაზმულ პირებში დაფიქსირდება თბურ ტალღების ექსპოზიაციის გამო, 48 000 – დიარეის და 60 000 – მალარიის გამო; 95 000 სიკვდილის შემთხვევა ახალშობილებშია მოსალოდნელი საკვების ნაკლებობის გამო. კლიმატის ცვლილებების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შედეგების გამოვლენა და რაოდენობრივი შეფასება აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის შესამუშავებლად. ამ სახის ღონისძიებებში შედის სათბური გაზის ემისიების ზემოქმედების შერბილება. კლიმატის ცვლილებების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება უნდა განხორციელდეს ეროვნულ დონეზე. მთავრობები პასუხისმგებლობას იღებენ უპასუხონ ახალ გამოწვევებს და შეაფასონ ჯანმრთელობის რისკები, რაც გლობალური კლიმატის ცვლილებების გამო შეიქმნა.
კლიმატის ცვლილებები და ადამიანის ჯანმრთელობის რისკები და მათზე რეაგირება
მსოფლიოს მთელი მოსახლეობა იქნება რისკის ქვეშ კლიმატური ცვლილებების გამო. კლიმატის ცვლილებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები არიან: ბავშვები, მოხუცები და ქრონიკულად ავადმყოფი პირები.
რისკის ჯგუფების გამოსაყოფად მხედველობაშია მისაღები შემდეგი ფაქტორები:
განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რომლებიც ღარიბ ქვეყნებში ცხოვრობენ. ისინი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. როგორც უკვე აღინიშნა, ხანდაზმული პირებზე მძიმედ აისახება კლიმატური ცვლილებები, ეს უფრო მეტად გასათვალისწინებელია იმ პირებში, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.
თბური ტალღების დროს ღია სივრცეში მომუშავეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის პროფესიული ჯანმრთელობის სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს:
კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირების პოლიტიკა
ჯანმო-ს სამოქმედო გეგმა
2008 წელს ჯანმოს 61-ე ასამბლეაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილებების მავნე ზემოქმედებისაგან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემუშავებულიყო და განხორციელებულიყო სამოქმედო გეგმა ჯანმოს წევრი ქვეყნებისთვის.სამუშაო გეგმა 4 მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოყოფს:
2009 წელს ჯანმომ ხელი მოაწერა კლიმატური ცვლილებებისა და ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს:
ადვოკატირება – მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის ამ სერიოზული საფრთხის მიმართ;
1. პარტნიორობა – გაერთიანებული ერების სისტემის ფარგლებში პარტნიორი სამსახურების კოორდინირებული მუშაობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ჯანმრთელობის საკითხები ჯეროვნად იყოს ასახული დღის წესრიგში;
2. მეცნიერების მიღწევები და ფაქტები – სამეცნიერო მტკიცებულებების გადახედვის კოორდინაცია;
3. ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება, რათა დაეხმარონ ქვეყნებს შეაფასონ და შეამცირონ მოწყვლადობა.
როგორ ვიმოქმედოთ?
ყველაზე ეფექტური ქმედებებია
სასარგებლო ქმედებები
რა მდგომარეობაა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოში?
საქართველოში კლიმატის ცვლილების ნიშნები მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან შეიმჩნევა. სურათი განსხვავებულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მიერ საქართველოსათვის მოწოდებულ მეორე ეროვნულ შეტყობინებაში კლიმატურ პარამეტრებში ცვლილებების ტენდენციები მოცემულია ორ პერიოდში – 1955-1970 და 1990-2005 წლებში. დასავლეთ საქართველოში პირველიდან მეორე პერიოდამდე საშუალო ტემპერატურამ მოიმატა 0,20C-ით, ხოლო ნალექთა წლიური ჯამი შემცირდა 27 მმ-ით; აღმოსავლეთ საქართველოში საშუალო წლიური ტემპერატურა გაიზარდა 0,30C-ით, ხოლო ნალექთა წლიური ჯამი გაიზარდა 41 მმ-ით.
გარდა იმისა, რომ თბილისში აღინიშნება აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი კლიმატის ცვლილების ზოგადი ტენდენცია, დედაქალაქში განსაკუთრებით მწვავედ აისახება კლიმატის ცვლილების შედეგები, რაც გამოწვეულია ურბანიზაციით, თბური ტალღებისგან გამოწვეული „კუნძულის ეფექტით“ (მაღალი ტემპერატურის პირობებში ასფალტის, შენობების მიერ ხდება სითბოს შთანთქმა, რაც ქალაქის „გავარვარებას“ და სითბოს შენარჩუნებას იწვევს მზის ჩასვლის შემდეგაც).
აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილება ჯერ-ჯერობით არ ვლინდება წყლისმიერი და ტრანსმისიული ინფექციების დინამიკაში. უკანასკნელ პერიოდში ადგილი აქვს შემთხვევების კლებას მალარიის, ლეიშმანიოზის, ყირიმ-კონგოს ცხელებისა და სხვა მწერებით გავრცელებადი დაავადებების მხრივ.
საქართველოს წითელმა ჯვარმა 2012-2013 წწ. ჩაატარა პილოტური კვლევა თბურ ტალღებზე, რის საფუძველზეც ამჟამად მიმდინარეობს თბური ტალღების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშვება. პროცესში ჩართულია სხვადასხვა უწყება.
http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs266/en/
http://www.euro.who.int/en/health-topics/environment-and-health/Climate-change
http://www.modernpublishing.ge/view_post.php?id=7&pub=15&year=2010
http://www.who.int/globalchange/publications/key_messages/en/
http://www.who.int/globalchange/publications/key_messages/general_public/en/
WHO Global Health Risks
http://www.who.int/mediacentre/news/releases/2014/climate-health-risks-action/en/
„სერვისში შედის: ტკივილის მიზეზის განსაზღვრა, სისტემური მკურნალობა ტაბლეტირებული მედიკამენტებით ან ინექციებით, მცირე ინვაზიური პროცედურები, პაციენტთა ხანგრძლივი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კი — ოპერაციული მკურნალობაც.
ალგოლოგია მულტიდისციპლინური დარგია და ტკივილის მართვაში მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები — მათ შორის ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რადიოლოგი, ანესთეზიოლოგი და ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალისტი.
კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარიული ექიმის მიერ გავრცელებული გაფრთხილება მიუთითებს, რომ თურქეთის საკურორტო ზონებში არსებობს კოკსაკის ვირუსის აფეთქების რისკი. აღნიშნული განცხადება პირდაპირ უკავშირდება საქართველოშიც არსებულ მდგომარეობას, რადგან ათასობით ბავშვი და მშობელი საზაფხულო არდადეგებზე სწორედ თურქეთში მიემგზავრება.
მსგავსი აფეთქებები 2023 წელს დაფიქსირდა აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით ჩინეთში და სინგაპურში. აშშ-ს და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსი სეზონურად ვლინდება, უმეტესად ბავშვთა დაწესებულებებში.
ამ ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რა არის კოკსაკის ვირუსი, როგორ ვრცელდება ის, რა საფრთხეს წარმოადგენს და როგორ უნდა დავიცვათ თავი.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე “კომერსანტთან” განმარტავს, რომ კოკსაკის ვირუსი მიეკუთვნება ენტეროვირუსების ოჯახს და ვრცელდება ბავშვებს შორის განსაკუთრებით აქტიურად. ვირუსი არსებობს ორ ძირითად ფორმად: Coxsackie A და Coxsackie B. A ტიპი იწვევს ხელ-ფეხ-პირის სინდრომს, ხოლო B ტიპი დაკავშირებულია უფრო რთულ გართულებებთან, როგორიცაა მიოკარდიტი, პერიკარდიტი და ვირუსული მენინგიტი.
ვირუსი განსაკუთრებით აქტიურია ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში. ყველაზე ხშირად მასთან ინფიცირება ხდება საბავშვო ბაღებში, სკოლებში და ტურისტულ სივრცეებში.
როგორ ვრცელდება ვირუსი:
კოქსაკის ვირუსი გადამდებია რამდენიმე გზით. ფეკალურ-ორალური გადაცემა ყველაზე გავრცელებულია, რაც ნიშნავს, რომ ინფიცირებული ადამიანის განავლიდან ვირუსი შეიძლება მოხვდეს სხვის ორგანიზმში დაუბანელი ხელის, ჭურჭლის ან საკვების გზით. ვირუსი ასევე გადადის წვეთოვანი გზით – ხველის, ცემინების ან საუბრისას. ბავშვებთან ხშირია გადაცემა ბუშტუკებიდან წამოსული სითხის საშუალებით.
სიმპტომები და მიმდინარეობა
ყველაზე გავრცელებული ფორმა ბავშვებშია ხელ-ფეხ-პირის სინდრომი (HFMD), რომელიც ხასიათდება სიცხით, წყლულებით პირში და გამონაყარით ხელებზე, ფეხებზე და ზოგჯერ დუნდულებზე. ხშირად ბავშვი ხდება გაღიზიანებული, უარს ამბობს ჭამასა და სითხის მიღებაზე.
სერიოზულ გართულებებს შორის აღსანიშნავია მიოკარდიტი, რომელიც გულის კუნთის ანთებას იწვევს, და ვირუსული მენინგიტი, რომელიც ტვინის გარსების ანთებაა. იშვიათად ვირუსი იწვევს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევებს. ვირუსი ჩვეულებრივ გადის 7-დან 10 დღემდე პერიოდში.
ჯანდაცვის მაგისტრისა (MPH) და მედიცინის დოქტორის გიორგი ფხაკაძის განმარტებით, საქართველოში კოკსაკის ვირუსის მასობრივი აფეთქება ამ დროისთვის არ ფიქსირდება; ვირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა კი რამდენიმე ლაბორატორიაშია ხელმისაწვდომი.
,,საქართველოში მასობრივი აფეთქება ამ დროისთვის არ ფიქსირდება, თუმცა ტურისტული მიმოსვლა და რეგიონში არსებული აქტიური შემთხვევები ქმნის რეალურ საფრთხეს. ბაღებსა და სკოლებში არ არსებობს მკაფიო პროტოკოლი კოქსაკის ვირუსის შემთხვევაში და ხშირია ინფიცირებული ბავშვების სკოლაში გაგზავნა.
ლაბორატორიული დიაგნოსტიკა მხოლოდ რამდენიმე დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი, ხოლო მშობლების ინფორმირებულობა რჩება არასაკმარის დონეზე.
კოქსაკის ვირუსის წინააღმდეგ პრევენცია არის მთავარი იარაღი. საჭიროა ხელების ხშირი და სწორი დაბანა, ავადმყოფი ბავშვის იზოლაცია, სათამაშოების და ზედაპირების დეზინფექცია. ბაღებსა და სკოლებში აუცილებელია ყოველდღიური მონიტორინგი, მშობელთა ინფორმირება და კონკრეტული წესების დანერგვა.
მოგზაურობის დროს უნდა ავირიდოთ დაუბანელი პროდუქტები და დაუმუშავებელი წყალი, გამოვიყენოთ პირადი ნივთები და დავიცვათ ჰიგიენური წესები”,- აღნიშნა საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის რჩევით, ხშირი და სწორი ხელების დაბანა, პირადი ჰიგიენის დაცვა, ავადმყოფი ბავშვების ბაღში/სკოლაში არგაგზავნა, სათამაშოების რეგულარული დეზინფექცია ვირუსისგან დაცვის საუკეთესო გზაა. მოგზაურობისას სასურველია ბოთლის წყლის გამოყენება, რბილი საკვების მიღება და საზოგადოებრივი სივრცეებში ფიზიკური კონტაქტის შემცირება.
ფსორიაზი ავტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომელიც საქართველოში სულ უფრო ხშირად გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ბევრ პაციენტს არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია მის მართვაზე, მკურნალობასა და ჯანსაღ ცხოვრებაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფსორიაზით დაავადებულთა ასოციაცია „ალფა“, რომლის დამფუძნებელიც ქეთევან ფირცხალავაა. ქეთი თავადაც 30 წელია დაავადებულია ფსორიაზით და მის გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს. წარმოგიდგენთ გულწრფელ ინტერვიუს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ფსორიაზით დაავადებულთა მხარდაჭერას და სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
– ქალბატონო ქეთი, რა კუთხით უკავშირდება თქვენი საქმიანობა ფსორიაზს? როგორც მივხვდი, პაციენტთა ასოციაცია ჩამოაყალიბეთ…
– დიახ, ეს არის ფსორიაზით დაავადებულთა ასოციაცია „ალფა“. ჩვენი მთავარი მისიაა ფსორიაზით დაავადებულთა და ზოგადად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ხშირად ადამიანებმა არ იციან, როგორ მართონ დაავადება სწორად, რის გამოც აწყდებიან უარყოფით შედეგებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს ამ დაავადების მართვისა და მკურნალობის გზებზე. უკვე 30 წელია, თავად მაქვს ეს დაავადება და გამოცდილებით ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი და პროცესის მეთვალყურეობა.
– როგორც თქვით, თქვენ თავადაც გაქვთ ეს დაავადება და ალბათ, სწორედ ამან გაგიჩინათ სურვილი, თქვენი გამოცდილება სხვებისთვის გაგეზიარებინათ. რამდენად შემოგიერთდათ ხალხი ასოციაციაში?
– თავდაპირველად, სანამ ასოციაციას დავაფუძნებდი, ბატონი გიორგი ფხაკაძის მხარდაჭერით ვიყავი დახურულ ჯგუფში, სადაც ფსორიაზზე ვსაუბრობდით. ეს იყო სივრცე, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი ერთვებოდა. თანდათან ყველაზე აქტიური მონაწილე გავხდი. ახალ წევრებს ვუზიარებდი ჩემს გამოცდილებას – როგორც წარმატებებს, ისე მარცხებს. შემდეგ უკვე სურვილი გამიჩნდა, ეს ინიციატივა უფრო სისტემურად გადამექცია.
– როგორ დაიწყეთ მოქმედებები იმ მიმართულებით, რომ ფსორიაზით დაავადებულებს მეტი მხარდაჭერა ჰქონოდათ?
– გავიგე ბიოლოგიური პრეპარატ „სკაფოს“ შესახებ, რომელიც ძალიან ეფექტურია, მაგრამ საქართველოში საკმაოდ ძვირი ღირს. ბევრ პაციენტს, განსაკუთრებით შშმ პირებს, უბრალოდ, არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო უფასო პროგრამა ამ პრეპარატით. ეს იყო რეალური შვება პაციენტებისთვის. სწორედ მაშინ დავფიქრდი, როგორ შეიძლებოდა მსგავსი ინიციატივა დანერგილიყო საქართველოს სხვა რეგიონებშიც…
– რა ნაბიჯები გადადგით, რომ ეს პროგრამა გაფართოებულიყო?
– იურისტთან კონსულტაციის შემდეგ, პეტიციების შეგროვება ვცადე, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა. შემდეგ კი აღნიშნული თხოვნით ხელისუფლებას მივმართე და პასუხს უკვე თვეებია, კიდევ ველოდებით… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრეპარატი ყველა პაციენტისთვის იყოს ხელმისაწვდომი და დიდი იმედი მაქვს, ამას გაითვალისწინებენ…
ბატონმა გიორგი ფხაკაძემ ამ პროცესში დიდი მხარდაჭერა გამიწია – რჩევებს მაძლევდა და მამხნევებდა. თავიდანვე მქონდა მიზნად ასოციაციის შექმნა, რათა ცნობიერების ამაღლება ორგანიზებული ფორმით მომეხდინა. საბოლოოდ, ცოტა ხნის წინ დავარეგისტრირე ასოციაცია და მივეცი იურიდიული სტატუსი. ახლა უკვე პირადად კი არა, არამედ ასოციაციის სახელით ვსაუბრობ. ამ პროცესში გავაერთიანე არა მხოლოდ ფსორიაზით დაავადებულები, არამედ ისინიც, ვინც ამ საკითხში ინტერესს გამოხატავს.
– საგულისხმოა, რომ პაციენტთა საბჭოები და პაციენტთა მსგავსი გაერთიანებები “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტების მიხედვით საქართველოში უკვე დაინერგა – აღნიშნულ ორგანიზაციას ჩვენს ქვეყანაში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს… რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ასეთი სტრუქტურები?
– ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. როცა პაციენტები თავად ზრუნავენ თავიანთ მოვლასა და ჯანმრთელობაზე, ეს პასუხისმგებლობის მაღალი დონეა. მიხარია, რომ ეს კულტურა საქართველოშიც მკვიდრდება. პაციენტთა გაერთიანებებს მთელი მსოფლიო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და იმედი მაქვს, საქართველოშიც ასე იქნება. თქვენი მხარდაჭერა და ბატონი გიორგის მხარდაჭერა ჩემთვის დიდი სტიმულია.
– რას იტყოდით ფსორიაზზე საზოგადოების ცნობიერების კუთხით – შეიცვალა რამე ბოლო წლებში?
– დიახ, ძალიან შეიცვალა. ეს დაავადება მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა და ბევრად უფრო გავრცელდა. როცა მე დამისვეს დიაგნოზი, დედაჩემის რეაქცია ისეთი იყო, მეგონა სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს. დღეს ბევრ ადამიანს უკვე აქვს ინფორმაცია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება, რომ ფსორიაზი მართვადია, და რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი – ის არ ქრება, მაგრამ შესაძლებელია რემისიის მიღწევა და ხარისხიანი ცხოვრების გაგრძელება.
https://www.facebook.com/share/1HRMUHYYT2/
https://www.facebook.com/groups/137978829908051/?ref=share&mibextid=NSMWBT
დისქლეიმერი
აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალას და არ ითვლება სამედიცინო, იურიდიულ ან ფინანსურ კონსულტაციად. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ, გთხოვთ, მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს.
sheniekimi.ge, pacient.ge, sheniambebi.ge და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) მიერ მართული ყველა სოციალური მედიის პლატფორმა არ ატარებს პასუხისმგებლობას მოცემული შინაარსის გამო. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სტატიების ავტორს — ფსორიაზის პაციენტთა ასოციაციას (საქართველო).
დაბალი ფიზიკური აქტივობის, ნაადრევ სიკვდილსა და სიმსუქნეს შორის კავშირის განსაზღვრის მიზნით, მთელი ევროპის მასშტაბით „კიბოსა და სიმსუქნის ევროპული პროსპექტული კვლევა“ ჩატარდა.
მათგან 21,438 გარდაიცვალა.
აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად არააქტიური ადამიანები ზომიერად არააქტიურებთან შედარებით, ნაადრევი სიკვდილის მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
ავტორები თვლიან, რომ ყოველდღიურად 20 წუთი სწრაფი სიარული (90-დან და 110-მდე კალორიის დაწვა) ფიზიკური აქტივობის არ მქონე ადამიანს (არააქტიურს, ინერტულს) ზომიერად არააქტიურს (დაბალინტენსიურს) გახდის და ნაადრევი სიკვდილის რისკს 16-30 %-ით შეამცირებს (როგორც ნორმალური სხეულის წონის, ასევე მაღალი BMI-ის მქონე პირებში).
სიკვდილობის ბოლო მონაცემებით, ევროპაში ( მამაკაცები+ქალები) 9,2 მილიონი გარდაცვალების შემთხვევიდან 337 000-ს სიმსუქნე იწვევს (BMI>30), ფიზიკური უმოქმედობა კი 676,000 შემთხვევას.