აშვაგანდა: „ბუნებრივი“ დანამატი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას


ქართველმა ქირურგებმა ეს შემთხვევა დეტალურად აღწერეს, მათი ნაშრომი კი ახლახან რეფერირებად გამოცემაში Journal of Neurosurgery გამოქვეყნდა.
“რამდენიმეთვიანი შრომის, უამრავი სარედაქციო და სამეცნიერო ეტაპის გავლის შემდეგ ცნობილი შემთხვევა დაიბეჭდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ამერიკულ ნეიროქირურგიულ ჟურნალში Journal of Neurosurgery (JNS)”, — წერს გიორგი სექანია, ქირურგი და ნაშრომის თანაავტორი, სოციალურ ქსელში.
ონკოლოგიური ისტორიის მქონე 54 წლის ქალი ქირურგებთან ტვინის სიმსივნის დიაგნოზით მივიდა. ამოკვეთის მცდელობისას ექიმებმა ტვინში 15-სანტიმეტრიანი ცოცხალი ჭია შენიშნეს.
ნაშრომში ვკითხულობთ, რომ პარაზიტის ამოყვანის შემდეგ ქალი საავადმყოფოდან გაწერეს, 2 მომდევნო კვირა კი ალბენდაზოლით (პარაზიტების სამკურნალო პრეპარატი) მკურნალობდნენ, რათა პოტენციურად შემორჩენილი პარაზიტული ინფექცია მოეშორებინათ. თავის ტვინის ანთების სამართავად დაუნიშნეს დექსამეტაზონიც.
ამოყვანილი ჭია შემდგომში პარაზიტოლოგიის ინსტიტუტმა შეისწავლა. დადასტურდა, რომ ქალს ტვინში მართლაც ზრდასრული თასმისებური ჭია, T. solium, ჰყავდა. ტვინის ქსოვილის მიკროსკოპული კვლევით თასმისებური ჭიის კვერცხებიც შენიშნეს, რომლებიც განვითარების სხვადასხვა სტადიაზე იყო; მათ სპეციფიკური სქელი, ზოლიანი გარსები ჰქონდა.
ოპერაციიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ქირურგები შემთხვევის შესწავლასა და აღწერაზე მუშაობდნენ. ნაშრომმა რეცენზირება გაიარა და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა. გამოდის, სამეცნიერო ლიტერატურაში ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა, როცა ადამიანის თავის ტვინში ზრდასრული ღორის სოლიტერი დაფიქსირდა.
“დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამედიცინო ლიტერატურაში მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა პირველად”, — წერს გიორგი სექანია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ღორის სოლიტერი პარაზიტია, რომელიც ადამიანის სხეულში არასათანადოდ დამუშავებული ღორის ხორციდან ხვდება.
მისი კვერცხები, შესაძლოა, სისხლის მიმოქცევაში აღმოჩნდეს და ტვინამდეც მიაღწიოს. ტვინში ისინი ცისტებს წარმოქმნის და დაავადება, სახელად ნეიროცისტიცერკოზი, ვითარდება. ეს თავის ტკივილებს, გულყრებსა და სხვა ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სტატიის ავტორი: ქეთი ფირცხალავა / ფსორიაზით დაავადებულ პაციენტთა ასოციაცია “ალფას” ხელმძღვანელი
21-ე საუკუნეში, როცა მედიცინა სწრაფად ვითარდება და მრავალ დაავადებასთან ბრძოლის ახალი შესაძლებლობები ჩნდება, ფსორიაზით დაავადებული ადამიანებისთვის შეიქმნა ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ამ რთული დაავადების მართვას.
თუმცა, სააფთიაქო ქსელებში მათი მაღალი ფასის გამო, შეძენა არა მხოლოდ დაავადებულებისთვის, არამედ სრულიად ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ადამიანებისთვისაც კი თითქმის შეუძლებელია. ეს კი მიუღებელია…
მართალია, ჯანდაცვის სამინისტრო და მერია გარკვეულწილად აფინანსებენ ბიოლოგიურ პრეპარატებს, მაგრამ ეს თანხა იმდენად მცირეა, რომ პაციენტისთვის მკურნალობის დაწყებაც კი შეუძლებელი ხდება. ჩვენ, დაავადებულებს, არ უნდა გვიწევდეს იმისთვის ბრძოლა, რაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. როცა იცი, რომ არსებობს ეფექტური მკურნალობა, მაგრამ მხოლოდ შორიდან შეგიძლია უყურო მის ხელმისაწვდომობას, ეს ძალიან რთულია…
ქვეყანაში გავრცელებული „ალტერნატიული მკურნალობის“ შეთავაზებები ხშირად საფრთხეს უქმნის ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებს. არაერთი მოქალაქე ფინანსურადაც ზარალდება და ჯანმრთელობაც უარესდება. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას მოქალაქეები შარლატანებისგან და მიიღოს მკაცრი სამართლებრივი ზომები მათ წინააღმდეგ. ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებს აქვთ სრული უფლება, მიიღონ თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა.
ვისზეც გათვლილია ეს პრეპარატები, სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, იზრუნოს მათზე და უზრუნველყოს სოციალური პროგრამების დანერგვა, რათა დაავადებულებს მიეცეთ შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 2% ამას ნამდვილად იმსახურებს.
ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტროში განიხილავენ სოციალური პროგრამის დანერგვის საკითხს. სამწუხაროდ, ეს პროცესი დიდ ლოდინთან არის დაკავშირებული, რაც ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებს შორის მრავალი შშმ პირია, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს დაავადების სიმძიმესა და სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების აუცილებლობას.
მალე პროცესში ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატიც, რაც, ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს,რომ დააჩქარებს პროგრამის განხორციელებას. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს უფლებებს და მკაფიო მოთხოვნას ვაყენებთ – სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველაფერი, რაც გვეკუთვნის.
⸻
დისქლეიმერი
აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალას და არ ითვლება სამედიცინო, იურიდიულ ან ფინანსურ კონსულტაციად. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ, გთხოვთ, მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს.
sheniekimi.ge, pacient.ge, sheniambebi.ge და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) მიერ მართული ყველა სოციალური მედიის პლატფორმა არ ატარებს პასუხისმგებლობას მოცემული შინაარსის გამო. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სტატიების ავტორს — ფსორიაზით დაავადებულ პაციენტთა ასოციაცია “ალფას” (საქართველო).
მისივე თქმით, პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში. „პაციენტი იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, მდგომარეობა მძიმე რჩება. თუმცა, მეორე დღეა გამოიკვეთა მკაფიო დადებითი დინამიკა. პაციენტი აღარ სიცხიანობს, ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური მაჩვენებლები ცალსახად უმჯობესდება, ასევე ვენტილაციურმა პარამეტრებმა განიცადა მკაფიო დადებითი დინამიკა“, – აღნიშნა ნიკოლოზ ქარცივაძემ.
როგორც ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, შემთხვევა არის სპეციფიკური, რადგან შშმ პაციენტს აქვს ფონური დაავადებები, ეპილეფსია, ქცევის აშლილობა, მას არ შეეძლო საკუთარი ჩივილების იდენტიფიკაცია, რამაც თავიდანვე გაართულა დიაგნოზის დროული დასმა და მართვა. ამასთან, მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციიდან 12-14 საათში გართულდა. კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით დადგინდა დიაგნოზი – მძიმე ორმხრივი პნევმონია. თუმცა, ჩატარდა შესაბამისი სტანდარტული ღონისძიებები, რასაც მოყვა დადებითი დინამიკა.
ნიკოლოზ ქარცივაძის განმარტებით, პოზიტიური და სწორი გადაწყვეტილება იყო სხვადასხვა სპეციალობის მაღალკვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შეკრება, რომელიც მათი ინიციატივით და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით განხორციელდა. „როდესაც რთულ სამედიცინო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მომიჯნავე სპეციალობის ექიმებთან, მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში იყო, ინფექციონისტთან, ნევროლოგთან, კარდიოლოგთან, ერთად ვმსჯელობთ და ვუცვლით ერთმანეთს აზრს, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. ამ შემთხვევაშიც შეიკრიბა კონსილიუმი, შევაფასეთ მდგომარეობა. კონსილიუმის ყველა წევრი დაეთანხმა კლინიკის მიერ ჩატარებულ მკურნალობას და მკურნალობის მოქმედების სტრატეგიას, რომლის შედეგადაც მივიღეთ დადებითი დინამიკა“, -განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.


iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„ტრანსგენური ღორების ფილტვები ადამიანის სხეულში აქამდე არასოდეს გადაუნერგავთ, შედეგად არ გვქონდა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა რეაქცია ექნება ამაზე პაციენტის იმუნიტეტს“, – აღნიშნეს ექიმებმა. მათ დაადასტურეს, რომ გადანერგილი ორგანო 216 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა.
პროექტს პროფესორი ჰე ჯიანსინი ხელმძღვანელობდა, გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტიდან, რომლის გუნდი გენმოდიფიცირებული ღორების შექმნაზე მუშაობს.
ფილტვი 39 წლის კაცს გადაუნერგეს, რომელსაც ინსულტის შემდეგ კლინიკური სიკვდილი დაუფიქსირეს. ამ ორგანოს სიცოცხლისუნარიანობის მიუხედავად, მესამე დღეს მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტმა ღორის ქსოვილისადმი ანტისხეულები გამოიმუშავა, ამასთან, დაფიქსირდა ანთების ნიშნები და იმუნურ პასუხთან დაკავშირებული პოტენციური დაზიანებები. მეცნიერების თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ პაციენტის სრული უსაფრთხოებისთვის ღორის დნმ-ის შემდგომი სრულყოფა არის საჭირო.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, 21 აგვისტოს კლინიკაში შეყვანილ პაციენტთან, ანზორ (გიორგი) დავითურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც, ნათქვამია, რომ სამედიცინო დაწესებულება პაციენტის კლინიკაში განთავსების მომენტიდან, მოზარდის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. ასევე პაციენტის განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, დედას პირველივე დღიდან 24 სთ-ის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა ექიმი-რეანიმატოლოგებისგან მიიღოს დეტალური ინფორმაცია მისი მდგომარეობის და მკურნალობის პროცესის შესახებ.
კლინიკაში განმარტავენ, რომ მოზარდის მდგომარეობა და დაავადების ხასიათი მოითხოვს მულტიდისციპლინარულ მიდგომას. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით შედგა კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის წამყვანმა დარგობრივმა ექსპერტებმა. კონსილიუმმა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის გზებზე იმსჯელა და სრული შემადგენლობით ადასტურებს, რომ პროცესები კლინიკის მხრიდან სწორად არის მართული.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ დროისთვის დაავადების მართვის ყველა საშუალება კლინიკაში ხელმისაწვდომია.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი რემისიის ეტაპზე გადასვლაა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დასახული ამბიციური გეგმების მიღწევაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს სწორედ აღნიშნული კომისიის ეფექტური მუშაობა შეასრულებს, რომელიც მაღალი რანგის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული – მის შემადგენლობაში შედიან: ექიმი – ნარკოლოგები, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.
კომისია სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო განყოფილებაში პაციენტთა მოთავსების საკითხებს განიხილავს – სტაციონარი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბაზაზე, ცოტა ხნის წინ გაიხსნა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის კლინიკური დაწესებულება, სადაც პროცესის მართვაში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი – ნარკოლოგები, ფსიქოლოგები, თერაპევტები, სხვა პროფილის ექიმები და სოციალური მუშაკები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაწესებულებაში მკურნალობა თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს და სრულად არის მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
კომისიის პირველი სხდომა დღესვე გაიმართება, სადაც მისი წევრები ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ და მუშაობის სტრატეგიაზე შეთანხმდებიან.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ხველების სწრაფად გასაქრობად საჭიროა დაამზადოთ კომბოსტოს და თაფლის კომპრესები. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბოსტოს დიდი ახალი ფოთოლი და ერთი კოვზი დამდნარი თაფლი.
კომპრესის მომზადების წესი:
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi