ოფიციალური განცხადება – საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) / უსაფრთხო დანამატები საქართველო (SSG)
რატომ ჩნდება თირკმლის კენჭები და როგორ ავიცილოთ თავიდან?
რატომ ჩნდება თირკმლის კენჭები და როგორ ავიცილოთ თავიდან?
- მიიღეთ საკმარისი წყალი ყოველდღე
- გააკონტროლეთ მარილისა და ცილის ჭარბი მოხმარება
- გაიარეთ პროფილაქტიკური შემოწმება
- იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე — პრევენცია ყოველთვის მარტივია, ვიდრე მკურნალობა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
იცოდით, რომ აშვაგანდა აკრძალულია რამდენიმე ქვეყანაში?
იცოდით, რომ აშვაგანდა აკრძალულია რამდენიმე ქვეყანაში?
დანია – სრული აკრძალვა🇦🇺 ავსტრალია – საკვებად აკრძალულია
იორდანია – რეალიზაცია შეჩერებულია
საფრანგეთი – გაფრთხილებები და შეზღუდვები
პოლონეთი – მაქსიმუმ 3 გრამი დღეში
შვედეთი & 🇫🇮 ფინეთი – განხილვის პროცესში
👉 აშვაგანდა არ არის უვნებელი ჩაი ან დანამატი.
საქართველოშიც საჭიროა მტკიცებულება და სანდო სერტიფიკატები.📌
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
დიეტური ლიმონათი — უფრო საშიში, ვიდრე ტკბილი?
დიეტური ლიმონათი — უფრო საშიში, ვიდრე ტკბილი?

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შეიძლება თუ არა რენტგენმა და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ კიბო გამოიწვიოს – რით განსხვავდება რენტგენოგრაფია კომპიუტერული ტომოგრაფიისგან
შეიძლება თუ არა რენტგენმა და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ გამოიწვიოს კიბო? – ამ სათაურით ავრცელებს „მედიცინის ენციკლოპედია“ სოციალურ ქსელში სტატიას.
სტატიაში ასევე საუბარია იმის შესახებ თუ რით განსხვავდება რენტგენოგრაფია კომპიუტერული ტომოგრაფიისგან და როდის ნიშნავს ექიმი კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
შეიძლება თუ არა რენტგენმა და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ გამოიწვიოს კიბო?
ბევრ ადამიანს ეშინია რენტგენის ან CT სკანირების გაკეთება, რადგან თვლის, რომ ეს იწვევს კიბოს.
არ არსებობს სანდო მონაცემები რენტგენოლოგიურ გამოკვლევებსა და კიბოს განვითარების რისკს შორის უშუალო კავშირის შესახებ. ამავდროულად, CT და რენტგენოგრაფია ასოცირდება რადიაციის ზემოქმედებასთან, რამაც შეიძლება პოტენციურად გაზარდოს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის კიბოს რისკი. ამიტომ კვლევების ჩატარებისას გამოითვლება რადიაციული ზემოქმედების დოზა, რომელიც აჩვენებს პოტენციური რისკის ხარისხს და მათი დანიშვნა დასაბუთებული უნდა იყოს ექიმის მიერ. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი გაეროს პარტნიორების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 60 სოფელში დაინერგა ტელემედიცინა
“ტელემეციდინა მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც ნიშნავს პაციენტებისთვის დისტანციური სერვისების სწრაფად, ეფექტურად მიწოდებას ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
სასკოლო ზურგჩანთის ტარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
რა ზიანს აყენებს მძიმე ზურგჩანთა ბავშვის ჯანმრთელობას და როგორ ავირიდოთ თავიდან?
სკოლის მოსწავლეებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ- ყველა მათგანი სკოლაში ზურგჩანთით დადის, თუმცა იცოდით, რომ ზედმეტად მძიმე ზურგჩანთამ ან მისმა არასწორად ტარებამ, შესაძლოა ბევრი სირთულე გამოიწვიოს?
დღესდღეობით სკოლის მოსწავლეთა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი სწორედ ზურგჩანთაა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ არასწორად შერჩეულმა ან ზედმეტად დამძიმებულმა ზურგჩანთამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას. ხშირია ზურგისა და მხრების ტკივილი, მოხრილი სხეულის პოზა, კუნთების გადაძაბვა და დისკომფორტი, რაც ხშირად უკავშირდება ზურგჩანთის არასწორად ტარებას.
რატომ არის ზურგჩანთის სწორად ტარება აუცილებელი?
ზურგჩანთის გადამეტებული წონა პირდაპირ აისახება ბავშვების ხერხემალსა და კუნთებზე. მათი ორგანიზმი ჯერ კიდევ განვითარებად სტადიაშია. თუ ყურადღებას არ მივაქცევთ სწორ რეკომენდაციებს, შესაძლოა განვითარდეს ხანგრძლივი ორთოპედიული პრობლემები.
ძირითადი რეკომენდაციები ზურგჩანთის სწორად შერჩევისა და ტარებისთვის
1. აკონტროლეთ ზურგჩანთის წონა
ზურგჩანთა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის საერთო წონის 10%-ს. მაგალითად, თუ ბავშვი იწონის 45 კგ-ს, მისი ზურგჩანთა მაქსიმუმ 4.5 კგ უნდა იყოს.
2. მოაწყვეთ შიგთავსი გონივრულად
მძიმე ნივთები განათავსეთ ზურგჩანთის უკანა ნაწილში, რაც შეიძლება ახლოს ზურგთან, ხოლო მსუბუქი ნივთები წინა მხარეს მოათავსეთ.
3. შეამცირეთ არასაჭირო ნივთების ტარება
დარწმუნდით, რომ ბავშვი სკოლაში თან ატარებს მხოლოდ აუცილებელ საგნებს. სასურველია ნაწილის დატოვება სკოლის კარადაში ან მერხზე.
4. გადაჭარბებული დატვირთვის შემთხვევაში აირჩიეთ ბორბლებიანი ჩანთა
თუ ჩანთის წონა მაინც აღემატება დასაშვებ ზღვარს, კარგი ალტერნატივაა გორგოლაჭებიანი ჩანთა, რაც ბავშვის ზურგს მექანიკურ დატვირთვას თავიდან აარიდებს.
5. ბავშვმა ზურგჩანთა ორივე მხარზე ატაროს
ერთ მხარეს გადაკიდებულმა ზურგჩანთამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ასიმეტრიული პოზიცია, რაც მომავალში ხერხემლის გადახრას და ტკივილს იწვევს.
6. გამოიყენეთ რბილი და რეგულირებადი სახელურები
აირჩიეთ ზურგჩანთა, რომელსაც აქვს მჭიდროდ მორგებადი და რბილი სახელურები, რაც ხელს უწყობს წონის სწორ გადანაწილებას.
7. ზურგჩანთა მჭიდროდ უნდა ეკვროდეს ზურგს
დარწმუნდით, რომ ზურგჩანთა ბავშვის ზურგზე მჭიდროდაა მოთავსებული და არ ეკიდება თავისუფლად. ეს იცავს ზურგს ზედმეტი დაჭიმულობისგან.
8. თუ ზურგჩანთას აქვს წელის ქამარი – გამოიყენეთ იგი
წელის ქამარი ხელს უწყობს ტვირთის სწორად გადანაწილებას მთელ ზურგზე და ამცირებს წერტილოვან დატვირთვას.
9. ზურგჩანთის ქვედა ნაწილი სწორად განათავსეთ
ზურგჩანთის ბოლო ნაწილმა უნდა ედოს ზურგის ქვედა მონაკვეთს და არ უნდა იყოს წელიდან 10 სმ-ზე მეტი დაშორებული.
როგორ ვიცნობთ იმას, რომ ზურგჩანთა ბავშვისთვის მეტისმეტად მძიმეა?
თუ შეამჩნევთ ერთ ან მეტ ნიშანს, დროა გადახედოთ ჩანთის შიგთავსს და წონას:
-
ბავშვს უჭირს ზურგჩანთის დაკიდება და მოხსნა;
-
ტარებისას უჩივის ზურგის ან მხრების ტკივილს;
-
მხრების არეში ჩნდება სიწითლე ან გაღიზიანება;
-
იცვლება სხეულის პოზა — ბავშვი უკან იხრება ან იხრება ერთი მხარისკენ.
დასკვნა
ზურგჩანთა სკოლაში მოსწავლისთვის ყოველდღიური საჭიროებაა, თუმცა მისი სწორად შერჩევა და ტარება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. როგორც მშობლებსა და პედაგოგებს, ჩვენს ხელშია ის ძალა, რომ ბავშვისთვის ეს ყოველდღიური ტვირთი უფრო უსაფრთხო და ნაკლებად საზიანო გავხადოთ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„უმნიშვნელოვანესი პროგრამა ამოქმედდა დღეიდან, ის ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუმსუბუქებს ტკივილს“-ზურაბ ჩიკვილაძე
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით დედაქალაქის საკრებულოში შეხვედრა გამართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ზურაბ ჩიკვილაძე რევმატოლოგთა ლიგის პრეზიდენტს, ნინო ცისკარიშვილს, რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირის თავმჯდომარეს, ინგა მამუჩიშვილს და დედაქალაქის სხვა და სხვა კლინიკების ექიმ-რევმატოლოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ამოქმედებული ქვეპროგრამის მნიშვნელობაზე, ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურებზე და განხორციელების მექანიზმზე ისაუბრეს.
„პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო დედაქალაქის მერიამ და მისი მხარდაჭერის გამო დიდ მადლობას ვუხდით მერს, კახა კალაძეს. უმნიშვნელოვანესი პროგრამა ამოქმედდა დღეიდან, ის ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს შეუმსუბუქებს ტკივილს. ერთი ადამიანის ამ პროგრამით უზრუნველყოფა და სერვისის მიწოდება დაახლოებით 25 ათასი ლარით ფინანსდება“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
აღნიშნული ქვეპროგრამა მიზნად ისახავს რევმატოიდული ართრიტით დაავადებული მოქალაქეების მკურნალობის უზრუნველყოფას, რაც დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად და პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად უაღრესად მნიშვნელოვანია.
დაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრება: სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150,001-ს, უზრუნველყოფილია მედიკამენტების სრული, 100%-იანი, დაფინანსება; დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტი მედიკამენტების ღირებულების 80%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.
„ამას ვიძახი მაგრამ ვის ესმის …. ფრთხილად იყავით …“ – გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებას ეხმიანება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ივლის-აგვისტოში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა.
„2025 წლის ივლის-აგვისტოში შედარებით მოიმატა კორონავირუსის ხვედრითმა წილმა. ბოლო კვირის მონაცემი, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, მიუთითებს, რომ კორონავირუსი ახლა არის უპირატესი ვირუსი. იმ პაციენტებთან, ვისაც სჭირდება სტაციონარიზაცია, ისე იმ პაციენტებს, რომლებსაც მხოლოდ ამბულატორიული მართვა სჭირდება, წამყვანი სწორედ კორონავირუსია. ჯამური რაოდენობა ორივე მიმართულებით არის 71%“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვე ვარიანტია გავრცელებული და მას არ ახასიათებს მდგომარეობის დამძიმება – ივლის-აგვისტოში შედარებით მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა“-ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ივლის-აგვისტოში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა.
როგორც ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ეს არის „ომიკრონის“ ქვე ვარიანტი, რომელსაც მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს და ძირითადად, რესპირაციული სისტემის მსუბუქ დაზიანებას იწვევს.
„2025 წლის ივლის-აგვისტოში შედარებით მოიმატა კორონავირუსის ხვედრითმა წილმა. ბოლო კვირის მონაცემი, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, მიუთითებს, რომ კორონავირუსი ახლა არის უპირატესი ვირუსი. იმ პაციენტებთან, ვისაც სჭირდება სტაციონარიზაცია, ისე იმ პაციენტებს, რომლებსაც მხოლოდ ამბულატორიული მართვა სჭირდება, წამყვანი სწორედ კორონავირუსია. ჯამური რაოდენობა ორივე მიმართულებით არის 71%“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ამასთან, მისი განმარტებით, კორონავირუსის მიმდინარეობა არის ისეთივე, როგორც ბოლო 3 წლის განმავლობაში იყო და მას გართულება არ ახასიათებს.
„ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვე ვარიანტია გავრცელებული და მას არ ახასიათებს დაავადების მიმდინარეობის მიხედვით მდგომარეობის დამძიმება, ანთების განვითარება, საავადმყოფოში მოხვედრის აუცილებლობა. ჩვეულებრივი, სტანდარტული ისეთი ტიპის ვირუსია, რომელმაც შეიძლება გაციების მსგავსი სიმპტომატიკა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ არის ეს ვირუსი იმ ვირუსების ჩამონათვალში, რომელსაც ახლა ვაფასებთ, როგორც მსუბუქად მიმდინარე რესპირაციული დაავადების გამომწვევ ვირუსს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ამასთან, ის ასეთ შემთხვევაში, ყურადღების გამოჩენას ურჩევს იმ პაციენტებს, რომლებსაც თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვთ. ივანე ჩხაიძის განცხადებით, რესპირაციული დაავადების გაზრდის მოლოდინი არ აქვს სექტემბერში იმის გამო, რომ ბაღები და სკოლები იწყებს მუშაობას. თუმცა, მისი თქმით, ნოემბერში შეიძლება მწვავე რესპირაციული ინფექციების შემთხვევებმა მოიმატოს.
„ალბათ, ნოემბრის თვე იქნება ის პერიოდი, როდესაც ჩვენ შეიძლება გვქონდეს მწვავე რესპირაციული ინფექციების მატება. ამ თვალსაზრისით, ალბათ წლევანდელი წელი გამორჩეული არ იქნება. ჩვენ გვინდა მოსახლეობას შევახსენოთ, რომ წელს ისევე, როგორც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში იქნება შემოტანილი გრიპის ვაქცინა, რომელიც უფასო იქნება. რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები და ასევე, რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები 5 წლამდე. განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვები“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, გრიპს შესაძლოა, სხვადასხვა გართულება მოჰყვეს, ამიტომ ის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები ეს არის ის კონტინგენტი, როდესაც ჩვენ ყოველთვის გვეშინია გრიპის გართულების. გრიპი არ არის ჩვეულებრივი ვირუსი. ოქტომბრიდან დაწყებული, ალბათ ის იქნება ყველაზე მძიმე დაავადების განმაპირობებელი ვირუსი. ამის უკან დგას გართულებების მაღალი ალბათობა: ფილტვების ანთება, გულის დაზიანება, თავის ტვინის დაზიანება. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან, მან მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართა და განმარტა, რომ აუცილებელია ხელების ჰიგიენა და სკოლებში სასწავლო ოთახის ხშირი განიავება.












