ორშაბათი, მაისი 11, 2026

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა

ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
#post_seo_title

ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა.

ახალი განყოფილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზთან ერთად დაათვალიერა.

ახალი სტაციონარი 22 პაციენტზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში საწოლფონდის პერიოდულად გაზრდა იგეგმება. დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

მკურნალობის პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან ნარკოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. მკურნალობა წარიმართება თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სრულად იქნება მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

იდუმალ პროცესი: მეცნიერებმა სეისმური ტალღების უჩვეულო აჩქარება დააფიქსირეს – NASA საგანგებო მზადყოფნაში იმყოფება დედამიწის მაგნიტური ველის ანომალური დეფორმაციის გამო

მეცნიერებმა სეისმური ტალღების უჩვეულო აჩქარება დააფიქსირეს
#post_seo_title

NASA საგანგებო მზადყოფნაში იმყოფება დედამიწის მაგნიტური ველის ანომალური დეფორმაციის გამო. ამის შესახებ  ECONews-ი წერს. მედიის ცნობით, დეფორმაცია საფრთხეს უქმნის კოსმოსურ აპარატებს, სატელიტებს და ელექტრონულ სისტემებს ორბიტაზე. ამასთან აღნიშნულია, რომ ეს ანომალია პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანების სიცოცხლეს დედამიწის ზედაპირზე — ზეგავლენა ძირითადად კოსმოსურ სივრცეს შეეხება.

NASA-ს მეცნიერების მოსაზრებით, უკვე შეინიშნება ნიშნები იმისა, რომ სამხრეთ-ატლანტიკური მაგნიტური ანომალია (ЮАМА) არა მხოლოდ ფართოვდება, არამედ შესაძლოა, უახლოვდებოდეს ჩრდილოეთ ამერიკას. ამ ანომალიის ზონა მოიცავს სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის და სამხრეთ ატლანტიკის ნაწილებს. აღნიშნულ რეგიონში დედამიწის მაგნიტური ფარი სუსტდება და ნაკლებად იცავს კოსმოსურ ტექნიკას მზის მაღალი ენერგიის ნაწილაკებისგან. შედეგად, დედამიწის ორბიტაზე მოძრავი მოწყობილობებისთვის (მათ შორის, სატელიტებისა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის) იზრდება რადიაციული ზემოქმედების და ტექნიკური ხარვეზების რისკი.

მანამდე მეცნიერებმა დააფიქსირეს სეისმური ტალღების უჩვეულო აჩქარება დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 2700 კმ სიღრმეზე. კვლევა, რომელსაც იაპონელი გეოლოგი მოტოჰიკო მურაკამი ხელმძღვანელობდა, ნათელს ჰფენს ამ იდუმალ პროცესს.

ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა და კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ ამ ანომალიაში განსაკუთრებული როლი აქვს მინერალ პეროვსკიტის დეფორმაციას. როდესაც ის ღრმა კონვექციური პროცესების შედეგად გარკვეული მიმართულებით იცვლება და სწორდება, მას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს სეისმურ ტალღებზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

რა სიმპტომებით ვლინდება და როგორ ვმართოთ „ომიკრონის“ ახალი შტამი – რა ვითარებაა ამ ეტაპზე საქართველოში

COVID-19-ის NB.1.8.1 ახალი ვარიანტი
#post_seo_title

ახალი შტამი NB.1.8.1 („ნიმბუსი“) — როგორია კლინიკური სურათი და რაზე უნდა ვიყოთ ყურადღებით?

ბოლო თვეების განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამი NB.1.8.1, რომელსაც ფართო საზოგადოება ხშირად ნიმბუსის“ სახელით იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შტამი უკვე დაფიქსირდა მრავალ რეგიონში, საქართველოში მისი ცირკულაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

რამდენად მძიმეა „ნიმბუსის“ კლინიკური მიმდინარეობა?

ინფექციური დაავადებების სპეციალისტის, ალექსანდრე გოგინავას, თქმით, NB.1.8.1 გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი გადამდებლობით, თუმცა დამძიმებული კლინიკური მიმდინარეობა არ აღენიშნება. მისი სიმპტომები სხვა „ომიკრონის“ ქვეშტამების ნიშნების მსგავსია, მაგრამ გამოირჩევა გარკვეული ნიუანსებით.

ძირითადი სიმპტომები:

  • ყელის ტკივილი (გამოკვეთილად უფრო ხშირია)

  • ცხვირის გაჭედვა და გამონადენი

  • სხეულის ტკივილი – სახსრებისა და კუნთების დონეზე

  • სიცხე

  • კუჭ-ნაწლავის ჩივილები (30-40% შემთხვევებში):

    • დიარეა

    • მუცლის ტკივილი

    • შებერილობა

ვისთან არის შტამი განსაკუთრებით რისკიანი?

როგორც ექიმი განმარტავს, რისკის ჯგუფში რჩებიან:

  • ხანდაზმულები

  • ორსულები

  • ქრონიკული დაავადებების მქონე პირები

რა ვითარებაა ამ ეტაპზე საქართველოში?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული არ არის, რომ „ნიმბუსის“ შტამი ცირკულირებს საქართველოში. სპეციალისტების შეფასებით, ამჟამად „კოვიდის“ გავრცელების მაჩვენებელი დაბალია და რეგისტრირებული შემთხვევების უმრავლესობა წარმოადგენს „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამს, რომელთა კლინიკური მიმდინარეობა პრაქტიკულად იდენტურია.

რატომ მიექცა ყურადღება NB.1.8.1-ს?

მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს შტამი გამოყოფილია და ყურადღების ცენტრში მოექცა, არის მისი განსაკუთრებული გადამდებლობა. სიმძიმის კუთხით იგი არ გამოირჩევა და არ წარმოადგენს დამატებით საფრთხეს სხვა ქვეშტამებთან შედარებით.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ნიმბუსი – იგივე NB.1.8.1 – დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი SARS-CoV-2 ვარიანტია.

„მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ნიმბუსი – იგივე NB.1.8.1 – დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი SARS-CoV-2 ვარიანტია. იგი უკვე აღიარებულია „განსახილველ ვარიანტად“ (VUM) და შედის XBB ქვე-ხაზის ჯგუფში“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ევროპის მონაცემები აჩვენებს მყარ ზრდას:

  • ნიმბუსი (KP.3 / NB.1.8.1) უკვე ევროპაში გავრცელებული ინფექციების დაახლოებით 20–25%–ს შეადგენს;
  • ზოგიერთ რეგიონში – განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში – ზრდა საგრძნობლად აჩქარებულია;
  • ვარიანტი დომინანტურია XBB.1.5-ის, KP.2-ის და JN.1-ის შემცირების ფონზე;
  • რეკომბინაციური წარმომავლობა (JN.1 + FLiRT) ზრდის მის გადაცემადობას და ნაწილობრივ იმუნურ სისტემასაც უქმნის გამოწვევებს.

რატომ არის საშიში?

KP.3-თან მსგავსად, ნიმბუსი იწვევს სიმპტომებს, რომლებიც ხშირად ალერგიას წააგავს: ცხვირიდან გამონადენი, ყელის მსუბუქი ტკივილი, ქავილი თვალებში. ამიტომ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ვერც კი ხვდება, რომ კოვიდი აქვს – და სწორედ აქ იმალება რეალური რისკი.

ტესტირების აქტივობა ბევრ ქვეყანაში შემცირებულია, რაც რეალური სტატისტიკის დაფარვას იწვევს. ექსპერტების შეფასებით, ნამდვილი გავრცელება შეიძლება ოფიციალურ მონაცემებზე 2-3-ჯერ მაღალი იყოს.


დასკვნა:

მიუხედავად იმისა, რომ NB.1.8.1 (ნიმბუსი) ახალი ქვეშტამია და სწრაფად ვრცელდება, პანიკის საფუძველი არ არსებობს. სიმპტომები მეტწილად მსუბუქია და დაავადება იდენტურად მიმდინარეობს, როგორც სხვა ომიკრონის ვარიანტების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მიდგომა, ჰიგიენის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში ტესტირება, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირებისთვის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ეს  ხელს შეუწყობს ოსტეოქონდროზის, ართროზის, რადიკულიტის და ართრიტის დაძლევას

სახსრები
#post_seo_title

ეს ჩემი ბებიის რეცეფტია: მოამზადეთ თუ სახსრებისა და ზურგის ტკივილი გაწუხებთ

ფეხების დატვირთვის გამო იღვიძებდით შუა ღამით? თქვენთვის რთულია მნიშვნელოვანი მანძილის გავლა ფეხით?

ასეთი მტანჯველი ტკივილის დროს დაგეხმარებათ ბებიაჩემის რეცეფტით დამზადებული მალამო. თავის დროზე თვითონაც აწუხებდა და ძიებაში აღმოაჩინა.

ეს  ხელს შეუწყობს ოსტეოქონდროზის, ართროზის, რადიკულიტის და ართრიტის დაძლევას. რა თქმა უნდა, ზუსტად უნდა იცოდეთ მისი მომზადება. გააგრძელეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა – რეგიონებში მცხოვრები, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტები, ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს მიიღებენ.

იშვიათი დაავადებები
#post_seo_title

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა – რეგიონებში მცხოვრები, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტები, ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს მიიღებენ. ბენეფიციარებს, ასევე, დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება და მაგნიტურ – რეზონანსული კვლევები.

ჯანდაცვის მინისტრი, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა – სახელმწიფო დაფინანსებასა და ახალ სერვისებზე, მიხეილ სარჯველაძემ, მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სიახლის შედეგად, ყველა პაციენტს, საჭირო მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ექნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს, ამასთან, ბენეფიციარებსა და მათ ოჯახებს, მნიშვნელოვანი ფინანსური წნეხისგან გაათავისუფლებს.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული, უმაღლესი ხარისხის მამოდიფიცირებელი მედიკამენტები „ოკრევუსი“ (ხსნარი) და „გილენია“ (აბები) უკვე შეიძინა. პაციენტებს, უფინანსდებათ აღნიშნული მედიკამენტები, რომლებიც ინდივიდუალურად, დიაგნოზის სპეციფიკის გათვალისწინებით ენიშნებათ. ასევე, ოკრევუსის ხსნარის შემთხვევაში, ფინანსდება მისი გადასხმა ან კანქვეშა ინიექცია, რომელიც დღის სტაციონარში ტარდება.
ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერისთვის, მკურნალობის მონიტორინგისა და მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, უფასოდ ჩაუტარდებათ თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები.
პროგრამა, ასევე, მოიცავს, დღის სტაციონარის პირობებში, მედიკამენტ მეთილპრედნიზოლონით მკურნალობის კომპონენტს, რომელიც დაავადების გამწვავების შემთხვევაში დაინიშნება და სრულად დაფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქსა და აჭარაში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის, პროგრამას ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს.
პროგრამაში ჩასართავად, პაციენტმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, წარმოადგინოს ფორმა 100 და პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, აფთიაქიდან გაიტანოს კუთვნილი მედიკამენტი, სამედიცინო სერვისებისთვის კი მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.
გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკულ, პროგრესირებად დაავადებას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ფუნქციის შეზღუდვას იწვევს, მკურნალობა კი, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

ვიტილიგო – კანის თეთრი ლაქების მკურნალობის ახალი იმედი – რა არის ვიტილიგო?

ვიტილიგო
#post_seo_title

ვიტილიგო – კანის თეთრი ლაქების მკურნალობის ახალი იმედი

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

რა არის ვიტილიგო?

ვიტილიგო არის კანის მდგომარეობა, როცა მელანინი — ნივთიერება, რომელიც კანის ფერს განსაზღვრავს — ქრება. ეს იწვევს თეთრი ლაქების გაჩენას კანზე, განსაკუთრებით ხელებზე, სახესა და ტერფებზე.

მიზეზი იმუნური სისტემის დარღვევაა: ორგანიზმი შეცდომით ანადგურებს იმ უჯრედებს (მელანოციტებს), რომლებიც ფერის წარმოქმნაში მონაწილეობენ.

ვის ეხება?

  • ვიტილიგო მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს აქვს
  • არ არის გადამდები და სიცოცხლისთვის სახიფათო
  • თუმცა, ძალიან ხშირად იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, განსაკუთრებით ბავშვებში და მოზარდებში

ახალი პრეპარატი: Ruxolitinib (Opzelura)

2022 წლის ივლისში, აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა კრემი Opzelura (ruxolitinib) როგორც პირველი პრეპარატი ვიტილიგოს სამკურნალოდ, 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის FDA, 2022.

როგორ მოქმედებს:

  • ბლოკავს JAK–სიგნალის გზებს, რომლებიც მართავენ ანთებას
  • ამცირებს იმუნურ შეტევას მელანოციტებზე
  • ხელს უწყობს კანის ფერის აღდგენას (პიგმენტაციას)

კლინიკურ კვლევებში (TRuE-V1 და TRuE-V2), 6 თვეში პაციენტების 30–50%-ს სახეზე აღუდგა ფერი 50%-მდე (VASI50) Rosmarin et al., NEJM, 2022.

სხვა ინოვაციები 2024–2025 წლებში

Ritlecitinib – ახალი პერსპექტივა

  • სისტემური JAK3 ინჰიბიტორია, რომელიც ამჟამად აქტიურად მოწმდება როგორც აბების ფორმა
  • კვლევებში უკვე აჩვენა იმედისმომცემი შედეგები (VASI75 – 75%-იანი ფერის აღდგენა 6 თვეში)
  • მიმდინარეობს ფაზა 3 კვლევა 2025 წელს (NCT05288957)

Bacillus Subtilis EPS – ბუნებრივი ბაქტერიებით თერაპია

2025 წლის იანვარში, Northwestern University-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ვიტილიგოს მქონე თაგვებს მიეცათ Bacillus Subtilis-ის ექსოპოლისაქარიდები (EPS)

შედეგი: თაგვებს აღუდგათ კანის პიგმენტი 74%-მდე EMJ Dermatology, 2025

როგორ მუშაობს:

  • აძლიერებს რეგულატორული T-უჯრედების აქტივობას
  • ამცირებს ანთებას
  • არ საჭიროებს სინათლის თერაპიას

კომბინირებული მკურნალობა

  • Ruxolitinib + Narrow Band UVB (ფოტოთერაპია)
  • კლინიკური პრაქტიკაში, ორივეს ერთად გამოყენება აძლიერებს ეფექტს — განსაკუთრებით სახეზე

ბუნებრივი გზები და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

ვიტილიგოს მკურნალობა მხოლოდ კრემებით ან აბებით არ შემოიფარგლება.

ძალიან მნიშვნელოვანია:

  • ფსიქოლოგის ჩართვა, განსაკუთრებით მოზარდებში
  • მზისგან დაცვა (თეთრი ლაქები განსაკუთრებით მგრძნობიარეა)
  • ჯანსაღი კვება და სტრესის მართვა
  • საზოგადოებისგან მხარდაჭერა და ინფორმირებულობა

წყაროები:

  1. FDA Press Release, July 2022: https://www.fda.gov
  2. Rosmarin D, et al. N Engl J Med, 2022;387:1128–1138.
  3. EMJ Dermatology – Microbial Therapy for Vitiligo, 2025
  4. Vitiligo Research Foundation: https://vrfoundation.org
  5. ClinicalTrials.gov – NCT05288957 (Ritlecitinib in Vitiligo, 2025)

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში:

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.sheniekimi.ge

Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

#drpkhakadze #აქხარისხია #შენიექიმი #ვიტილიგო #გიორგიფხაკაძე #კანისლაქები #ახალიმკურნალობა #შენიამბები #accreditationge #JAKინჰიბიტორები #Opzelura #რიტლეციტინიბი #VRF #sheni #sheniambebi

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „3000 3റനറുന റസ്നറുന“ გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

იცოდით, რომ ღვიძლი ჩვენს ორგანიზმში 500-ზე მეტ ფუნქციას ასრულებს?

ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ
#post_seo_title

იცოდით, რომ ღვიძლი ჩვენს ორგანიზმში 500-ზე მეტ ფუნქციას ასრულებს?

ღვიძლი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიმუშავებს ორგანიზმისთვის აუცილებელ, მათ შორის საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და ასრულებს სხვა მრავალ სასიცოცხლო ფუნქციას. ასე რომ, ღვიძლის ჯანმრთელობის შენარჩუნება ჩვენი ზოგადი კეთილდღეობისთვის გადამწყვეტია.
ელასტოგრაფია ღვიძლის ულტრაბგერითი კვლევის ინოვაციური მეთოდია, რომელიც აფასებს ღვიძლის ქსოვილის სიმკვრივეს და გვეხმარება ისეთი პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში, როგორიცაა:
  • ღვიძლის ფიბროზი და ციროზი
  • ქრონიკული ჰეპატიტის შედეგად გამოწვეული ცვლილებები
  • ღვიძლის სტეატოზი ე.წ. გაცხიმოვნება
  • ღვიძლის გადაგვარება სხვა ქრონიკული პროცესების ფონზე
კვლევა განსაკუთრებით რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებსაც:
  • აღენიშნებათ ან გადატანილი აქვთ B ან C ჰეპატიტი
  • დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები (მაგ., ALT, AST)
  • აქვთ ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაზიანების რისკი და სხვა.
კლინიკა მედ დიაგნოსტიკაში ღვიძლის ელასტოგრაფია ტარდება უახლესი თაობის ულტრაბგერითი აპარატურით, გამოცდილი სპეციალისტების მიერ, რაც უზრუნველყოფს
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

როცა ექიმბაშობა საფრთხეა❗️ ფსორიაზის მართვა პაციენტის გამოცდილებით – ინტერვიუ ქეთი ფირცხალავასთან

#post_seo_title

ფსორიაზის მართვა პაციენტის გამოცდილებით ✨️

ფსორიაზი ქრონიკული, არაგადამდები, თუმცა ფიზიკურად და ემოციურად დამთრგუნველი დაავადებაა. საქართველოში ამ დრომდე ფსორიაზით დაავადებული ადამიანები ხშირად მარტო რჩებოდნენ საკუთარ ბრძოლა დიაგნოზის მიღების შემდეგ მათი ყოველდღიურობა მრავალ გამოწვევას უკავშირდება. სწორედ ამ ადამიანებისთვის ჩამოაყალიბა ქეთევან ფირცხალავამ ფსორიაზით დაავადებულთა ასოციაცია „ალფა“, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სწორი ინფორმაციის გავრცელებას და მხარდამჭერი პლატფორმის შექმნას. ქეთი თავადაც წლებია, ამ დაავადებას ებრძვის და თავის გამოცდილებას სხვა პაციენტებს უზიარებს.


– ქალბატონო ქეთი, თქვენ თავადაც გაქვთ ფსორიაზი. როგორ გაგიჩნდათ ასოციაციის ჩამოყალიბების იდეა?
– დიახ, უკვე 30 წელია, რაც ფსორიაზი მაქვს და ამ წლების განმავლობაში საკუთარ თავზე ვიგრძენი, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობა, ექიმთან ურთიერთობა და ემოციური მხარდაჭერა. თავდაპირველად მხოლოდ დახურულ ონლაინ ჯგუფებში ვაზიარებდი გამოცდილებას. შემდეგ ისე მოხდა, რომ ყველაზე აქტიური მონაწილე გავხდი და სულ უფრო მეტი ადამიანი მომმართავდა კითხვებით. ვხვდებოდი, რომ მხოლოდ ჩემი პირადი პასუხები საკმარისი აღარ იყო – საჭირო გახდა ორგანიზებული გაერთიანება და სწორედ ასე დავაფუძნე ასოციაცია „ალფა“.

– როგორ აფასებთ ფსორიაზის მკურნალობას საქართველოში?
– სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ მიმართავს ექიმბაშებსა და არატრადიციულ მეთოდებს, რასაც ხშირად სავალალო შედეგამდე მიჰყავს პაციენტები. კანი ჩვენი ყველაზე დიდი და შემწოვი ორგანოა – რასაც კანზე ვისვამთ, საბოლოოდ ღვიძლამდე აღწევს. ამიტომაც საჭიროა მკურნალობა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

არ მოვიაზრებ არატრადიციულში ჰომეოპათიას – პირიქით, მე თავად მივიღე ჰომეოპათიური მკურნალობა და საკმაოდ კარგ შედეგსაც მივაღწიე. ჰომეოპათია არ იყენებს ჰორმონებს, რაც ფსორიაზის შემთხვევაში მნიშვნელოვანია. თუმცა მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა აირჩიოს ექიმმა და არავითარ შემთხვევაში თვითნებურად!

– რამდენად დიდ როლს თამაშობს ფსორიაზის მართვაში ცხოვრების წესი?
– უზარმაზარ როლს. ფსორიაზი პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ემოციურ მდგომარეობას, რაც მის გამწვავებაზეც აისახება. ჯანსაღი ცხოვრების წესი ამცირებს სიმპტომებს, ხელს უწყობს რემისიას და ზოგად ჯანმრთელობაზე მოქმედებს დადებითად.

პირველ რიგში, კვებაა მნიშვნელოვანი. მე თავად ვიცავ ანთების საწინააღმდეგო დიეტას, რაც გულისხმობს ბევრი ფერადი ბოსტნეულისა და ხილის, ცხიმიანი თევზისა (ორგანის, თინუსის), ზეთისხილის ზეთისა და უჯრედისით მდიდარი საკვების მიღებას. ამავდროულად, აუცილებლად უნდა ავირიდოთ გადამუშავებული პროდუქტები, ცხიმიანი ხორცი, შაქარი, ტკბილეული და ალკოჰოლი – ეს ყველაფერი ხელს უწყობს ანთებით პროცესებს.

– ფიზიკური აქტივობა რამდენად მნიშვნელოვანია ამ დაავადების შემთხვევაში?
– ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკური აქტივობა ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს იმუნურ რეაგირებას და ხელს უწყობს წონის კონტროლს. ჭარბწონიან პაციენტებში ფსორიაზის გამწვავების რისკი საგრძნობლად იზრდება. რეკომენდებულია კვირაში მინიმუმ 5-ჯერ 30 წუთიანი ზომიერი ვარჯიში – სეირნობა, ცურვა, იოგა.

– ფსიქოემოციური მდგომარეობა ფსორიაზის მართვაში რამდენად მნიშვნელოვანია?
– სტრესი ერთ-ერთი მთავარი გამწვავების ფაქტორია. ამიტომაც ვარჯიშთან ერთად რეკომენდებულია მედიტაცია, სიღრმისეული სუნთქვის ვარჯიშები, ფსიქოლოგთან კონსულტაცია და ზოგადად, ემოციური ჰიგიენა. აუცილებელია, ფსორიაზით დაავადებულებმა იცოდნენ, რომ ეს მხოლოდ კანის დაავადება არ არის – ის ცხოვრების წესია, რომელიც გულისხმობს საკუთარ თავზე ზრუნვას.

– რა შეგიძლიათ გვითხრათ ძილის, მოწევისა და მზეზე ყოფნის მნიშვნელობაზე?
– ძილი ფუნდამენტურია. ღამეში 7–8 საათი მშვიდი ძილი აუმჯობესებს იმუნურ პასუხს და ამცირებს ანთებით პროცესებს.
რაც შეეხება მოწევას – ფსორიაზის მქონე ადამიანებისთვის მოწევა მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს. ასევე – ალკოჰოლი, განსაკუთრებით გამწვავების ფაზაში.

მზის სხივები ზომიერად სასარგებლოა. ფსორიაზის სამკურნალოდ განსაკუთრებით UVB სხივებია ეფექტური. მაგრამ აქაც ზომიერებაა საჭირო – გადამეტებული გარუჯვა ან დამწვრობა ფსორიაზის გამწვავების რისკს ზრდის. ალტერნატივად შესაძლებელია ფოტოთერაპია ექიმის მეთვალყურეობით.

– ახლა უკვე ოფიციალურად დარეგისტრირებული ასოციაცია გაქვთ. როგორია თქვენი მომავალი გეგმები?
– ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლება, არამედ კონკრეტული ცვლილებების დანერგვა სისტემაში – ამ პროცესში ბატონმა გიორგი ფხაკაძემ დიდი მხარდაჭერა გამიწია. მინდა, რომ ისეთი პროგრამები, როგორიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დანერგა – უფასო პრეპარატებით – დანერგილ იქნეს საქართველოს ყველა რეგიონში. უკვე დავიწყე წერილების წერა სხვადასხვა უწყებაში და ველოდები გადაწყვეტილებას.

ასოციაცია „ალფა“ არა მხოლოდ ფსორიაზით დაავადებულებისთვის არის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მზად არის, იბრძოლოს საკუთარი ჯანმრთელობისთვის პასუხისმგებლობით.

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა გაიგო თავისი დიაგნოზი და შეშინებულია?
– პირველი – არ შეგეშინდეთ! ფსორიაზი არ არის სასიკვდილო, ის მართვადია. ჰყავდეთ პროფესიონალი ექიმი გვერდით, არ აჰყვნენ მითებს და “გამოსაცდელ მალამოებს”.
მეორე – იზრუნეთ საკუთარ თავზე, იმსახურებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.
მესამე – თქვენ მარტო არ ხართ. ერთად შეგვიძლია შეცვლა – ცნობიერების, მხარდაჭერის და მკურნალობის მიმართულებით.

 
ფსორიაზი მართვადია. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, ემოციური სტაბილურობა და ექიმის რჩევების გათვალისწინება სიმპტომების კონტროლის მთავარი გზაა. ქეთი ფირცხალავას ინიციატივა ფსორიაზით დაავადებული ადამიანებისთვის იმედისა და მხარდაჭერის სივრცეს ქმნის. ახლა ისინი უკვე ერთად იბრძვიან უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

დისქლეიმერი

აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალას და არ ითვლება სამედიცინო, იურიდიულ ან ფინანსურ კონსულტაციად. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ, გთხოვთ, მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს.

sheniekimi.ge, pacient.ge, sheniambebi.ge და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) მიერ მართული ყველა სოციალური მედიის პლატფორმა არ ატარებს პასუხისმგებლობას მოცემული შინაარსის გამო. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სტატიების ავტორს — ფსორიაზის პაციენტთა ასოციაციას (საქართველო).

 

რამდენი ჭიქაა მეტისმეტი? — ალკოჰოლი და ნაწლავის სიმსივნის რეალური რისკი

ალკოჰოლი და ნაწლავის სიმსივნის რეალური რისკი
#post_seo_title

რამდენი ჭიქაა მეტისმეტი? — ალკოჰოლი და ნაწლავის სიმსივნის რეალური რისკი

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
მოკლედ — რა უნდა იცოდეთ
უკანასკნელი კვლევებით დგინდება, რომ ყოველდღიური ალკოჰოლის მოხმარება პირდაპირ უკავშირდება კოლორექტალური სიმსივნის (ნაწლავის კიბოს) გაზრდილ რისკს — განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომელთა დიაგნოზების მაჩვენებელი ბოლო 30 წელიწადში 80%-ით გაიზარდა.
რამდენია ის „ზღვარი“, რომელიც აღარ უნდა გადაილახოს?
მამაკაცებისთვის: 2 სტანდარტულზე მეტი ალკოჰოლური ერთეული დღეში (ანუ დაახლოებით 30 გრამი სუფთა ალკოჰოლი)
ქალებისთვის: 1 სტანდარტულზე მეტი ერთეული დღეში (15 გრამი სუფთა ალკოჰოლი)
მაგალითად, 1 ერთეული =
• 330 მლ ლუდი
• 150 მლ ღვინო
• 40 მლ სპირტიანი სასმელი (არაყი, ვისკი, ჯინი)
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც სვამენ მინიმუმ 2 ჭიქა დღეში, ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი იზრდება საშუალოდ 23–41% (IARC/WHO, 2023; NIH, 2024).
როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ნაწლავზე?
• ალკოჰოლი ღვიძლში გადამუშავებისას გარდაიქმნება აცეტალდეჰიდად, რომელიც დაზიანებას აყენებს დნმ-სა და უჯრედების სტრუქტურას
• ის არღვევს ნაწლავის მიკრობიომს — ანუ “კარგი ბაქტერიების” ბალანსს, რაც იწვერონიკულ ანთებას
• ალკოჰოლი ამცირებს ფოლატისა და სხვა ანტიოქსიდანტების შეწოვას, რაც მნიშვნელოვანი დამცავია ონკოგენეზის წინააღმდეგ
რა ამბობს სტატისტიკა?
• ევროპის კიბოს პრევენციის ქსელის თანახმად, ალკოჰოლით გამოწვეული ნაწლავის სიმსივნის შემთხვევები შეადგენს წლიურად დაახლოებით 65,000–75,000 ახალ დიაგნოზს მხოლოდ ევროკავშირში
• აშშ-ში, 2024 წლის მონაცემებით, 142,000 შემთხვევიდან დაახლოებით 21% იყო პირდაპირ კავშირში ალკოჰოლის მოხმარებასთან
• გლობალურად ალკოჰოლი უკავშირდება კიბოს მინიმუმ 7 ფორმას, მაგრამ ყველაზე ძლიერი მტკიცებულება სწორედ კოლორექტალურ კიბოს ეხება (IARC Monograph, 2023)
პროფესორის გაფრთხილება:
„დღეს უკვე ვიცით: ყოველდღიური ან რეგულარული ალკოჰოლის მოხმარება უსაფრთხო არ არის. ეს არ არის ‘მცირე სიამოვნება’, არამედ სიჩუმით მოქმედი კარცინოგენი, რომელიც წლების განმავლობაში ზრდის კოლორექტალური სიმსივნის განვითარების რისკს. რაც უფრო ადრე შევზღუდავთ — მით უკეთესი.“
— პროფ. გიორგი ფხაკაძე
როგორ შეამციროთ რისკი
1. შეამცირეთ ან შეწყვიტეთ რეგულარული ალკოჰოლის მოხმარება
2. სასურველია კვირაში 3-4 ალკოჰოლგაუმჯობესებელი დღე (alcohol-free days)
3. სკრინინგი — 45 წლიდან წელიწადში ერთხელ კოლონოსკოპია, თუ ოჯახში არის სიმსივნის ისტორია
4. გაზარდეთ მცენარეული ბოჭკოს, ანტიოქსიდანტების და ფოლატის მოხმარება
5. მოუსმინეთ სხეულს: წონის კლება, მუდმივი შებერილობა ან განავლის ცვლილება — დროული ვიზიტის მიზეზია
წყაროები (სრული ბმულებით):
1. UNILAD სტატია (2025):
2. WHO – No level of alcohol is safe (2023):
3. National Cancer Institute (NCI) – Alcohol and Cancer Risk:
4. IARC Monographs, vol. 100E – Alcohol consumption and carcinogenesis
5. HHS & NIH, Cancer Risk Associated with Alcohol –
6. WCRF International – Cancer Prevention Recommendations
მეტი სანდო და ლოკალური ინფორმაცია:
ვებსაიტი – https://www.sheniekimi.ge
Telegram არხი – https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი (MD, MPH, PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი 25+ წლიანი გამოცდილებით.
შეიძლება იყოს beer გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

კრეატინი — ტვინის და სხეულის ჯანმრთელობის ახალი იარაღი? – ვისთვის არის კრეატინი რეკომენდებული?

დაკავშირებულია თუ არა პირის ღრუს ბაქტერიები ინსულტის რისკთან? – ახალი კვლევის საგანგაშო დასკვნები
Giorgi pkhakadze

კრეატინი — ტვინის და სხეულის ჯანმრთელობის ახალი იარაღი?

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, 
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
რა მოხდა?
საერთაშორისო მეცნიერები კრეატინს უწოდებენ „თამაში-ცვლილების“ საშუალებად ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებისა და დაბერების შენელებისთვის.
და რაც ყველაზე საინტერესოა – კრეატინი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საკვები დანამატია მსოფლიოში: დაახლოებით 0.50 აშშ დოლარი (დაახლოებით 1.30 ლარი) ერთ მიღებაზე.
რა არის კრეატინი?
კრეატინი ბუნებრივად გვხვდება ადამიანის სხეულში – ის მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში, განსაკუთრებით კუნთებსა და ტვინში, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ ენერგიის მიწოდებას.
მანამდე იგი ძირითადად გამოიყენებოდა სპორტსმენებში კუნთოვანი მასის ზრდისა და ფიზიკური გამძლეობისთვის, მაგრამ ახლა მისი გამოყენების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
რას აჩვენებს უახლესი მეცნიერება?
დოქტორი დარენ კენდოუ, კანადის რეგინას უნივერსიტეტის პროფესორი, აცხადებს:
“არ ვიცი სხვა ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც კრეატინს ემთხვევა ერთდროულად კუნთების, ტვინის და მეტაბოლიზმის მხარდასაჭერად.”
კვლევებით დასტურდება, რომ კრეატინს შეუძლია:
• დააგდეს დაბერების ბიოლოგიური პროცესები
• შეამციროს ქრონიკული ანთება
• გააუმჯობესოს მეხსიერება და კონცენტრაცია
• შეანელოს ან დაეხმაროს ალცჰაიმერის მიმდინარეობის დროს
• გაზარდოს გულისა და ძვლების ჯანმრთელობა
• დაეხმაროს ჰორმონული ბალანსის რეგულაციას
• გააუმჯობესოს სხვა საკვებ დანამატებთან მოქმედების ეფექტურობა
როგორ მუშაობს კრეატინი?
კრეატინი აწვდის ენერგიას უჯრედებს — განსაკუთრებით ტვინის უჯრედებს, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ენერგო-მომთხოვნია ორგანიზმში.
ასეთი ენერგეტიკული მხარდაჭერა ეხმარება ნეირონებს გაუძლონ სტრესს, ინარჩუნებენ მეხსიერებას და აფერხებენ ანთებით პროცესებს.
ვისთვის არის კრეატინი რეკომენდებული?
ცნობილი სპორტსმენების შემდეგ, დღეს კრეატინს იღებენ:
• ხანდაზმული ადამიანები, ვისაც სურს კოგნიტური ფუნქციის შენარჩუნება
• ქალები და დიეტაზე მყოფი პირები, რომლებსაც სჭირდებათ ენერგიის შენარჩუნება
• ადამიანები ქრონიკული დაღლილობით ან მუდის რყევებით
გაფრთხილება და დოზირება
კრეატინი ითვლება უსაფრთხოდ გონივრულ დოზებში (3-5 გ დღეში)
აუცილებელია მივიღოთ სუფთა ფორმა (Creatine Monohydrate) — უსაფუძვლო დანამატების გარეშე
არასდროს ჩაანაცვლოთ კრეატინით დაბალანსებული კვება ან ექიმის დანიშნული მკურნალობა
დასკვნა პროფესორისგან
“კრეატინი შეიძლება გახდეს ახალი თაობის ბუნებრივი საშუალება, რომელიც ზრდის ტვინის გამძლეობას, ამცირებს დაბერების სიჩქარეს და ზოგადად აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს. თუმცა ის არ არის ჯადოსნური ხსნარი — საჭიროა გონივრული გამოყენება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.”
წყაროები (Facebook-თვის შესაფერისი ბმულებით):
2. Journal of Aging Research – https://www.hindawi.com/journals/jar/2011/267354/
4. PubMed – Creatine and neuroprotection – https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/12532175/
5. Alzheimer’s Research UK – https://www.alzheimers.org.uk/research
დამატებითი სანდო ინფორმაცია:
ვებსაიტი – https://www.sheniekimi.ge
Telegram არხი – https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

შეიძლება იყოს სქელი ლორი and ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights