კვირა, მაისი 10, 2026

საქსტატი: 2024 წელს საქართველოში 239 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. საწოლთა ფონდი წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტით შემცირდა და 14.9 ათასი შეადგინა

ადამიანის სხეულის ძირითადი ბიოლოგიური პარამეტრები
#post_seo_title

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 239 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. საწოლთა ფონდი წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტით შემცირდა და 14.9 ათასი შეადგინა.

საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელი 4.6 დღე იყო (2023 წელს – 5.3 დღე), ხოლო დატვირთვის მაჩვენებელი – 191.5 დღე (2023 წელს – 204.9 დღე).

საქსტატის ცნობით, გასულ წელს ქვეყანაში იყო 2 288 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვის 15.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2.8 პროცენტით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების რიცხოვნობამ 24.1 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ – 21.3 ათასი.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები (18.0%), ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები (15.4%), ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები (14.8%), ნერვული სისტემის დაავადებები (13.6%), სასუნთქი სისტემის დაავადებები (11.4%).

ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სასუნთქი სისტემის, თვალისა და მისი დანამატების, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს შიდსით დაავადების 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 3 ერთეულით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შიდსით დაავადებულთა კუმულატიური რიცხოვნობა 10 006 ერთეულით განისაზღვრა. 2024 წელს შიდსით 131 პირი გარდაიცვალა.

ამასთან, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 11.7 პროცენტით ნაკლები იყო. ტუბერკულოზით დაავადებული მოსახლეობის რიცხოვნობა 9.2 პროცენტით შემცირდა და 1 311 შეადგინა.

2024 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.1 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 99.0 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ანემიის ფორმები, დიაგნოსტიკა და კვლევების მნიშვნელობა მკურნალობისთვის

ანემია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით გლობალურად დაახლოებით 30-35%-ს აწუხებს
#post_seo_title

🔬 ანემიის ტიპები, დიაგნოსტიკა და კვლევების მნიშვნელობა მკურნალობისთვის


🩸 რას ნიშნავს ანემია?

ანემია არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სისხლში ჰემოგლობინისა და/ან ერითროციტების დონის დაქვეითებით. ამის შედეგად ქსოვილები და ორგანოები საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვეღარ იღებენ, რაც იწვევს საერთო სისუსტეს, მოთენთილობასა და სხვა სიმპტომებს.


🧬 ანემიის ძირითადი ტიპები

1. რკინადეფიციტური ანემია

ყველაზე ხშირი ფორმაა და ვითარდება ორგანიზმში რკინის დეფიციტის ფონზე. გამომწვევ მიზეზებს შორისაა:

  • არასრულფასოვანი კვება

  • ხანგრძლივი მენსტრუაცია

  • კუჭ-ნაწლავის ქრონიკული სისხლდენა

  • შეწოვის დარღვევა (მაგ. целиაკია)

სიმპტომები: კანის ფერმკრთალობა, თმის ცვენა, ადვილად დაღლა, გამომშრალი კანი.


2. ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი (მეგალობლასტური ანემია)

ამ ტიპის ანემიისას ძვლის ტვინში იქმნება გადიდებული, მოუმწიფებელი ერითროციტები. მიზეზები:

  • ვიტამინებით ღარიბი კვება

  • პერნიციოზული ანემია (ავტოიმუნური დარღვევა)

  • ალკოჰოლიზმი

  • ნაწლავური პათოლოგიები

დამახასიათებელია: მგრძნობელობის დაქვეითება, კიდურებში “ჭიანჭველების” შეგრძნება, მეხსიერების პრობლემები.


3. ჰემოლიზური ანემია

განპირობებულია ერითროციტების არანორმალურად სწრაფი დაშლით. შესაძლოა იყოს:

  • მემკვიდრეობითი (ნამგლისებური ანემია, თალასემია)

  • შეძენილი (ავტოიმუნური ანემია, მედიკამენტური ან ინფექციური ფაქტორები)

ნიშნები: სიყვითლე, შარდის მუქი ფერი, რეტიკულოციტების მომატება.


4. აპლაზიური ანემია

ხასიათდება ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების არასაკმარისი გამომუშავებით. გამომწვევი ფაქტორებია:

  • სხივური ზემოქმედება

  • ქიმიოთერაპია

  • ვირუსული ინფექციები

სიმპტომატიკა: ადვილად განვითარებადი სისხლდენა, ინფექციებისადმი მიდრეკილება, საერთო დაღლილობა.


5. ქრონიკული დაავადებების ფონზე განვითარებული ანემია

აღმოცენდება ქრონიკული პათოლოგიების შედეგად:

  • თირკმლის უკმარისობა

  • ქრონიკული ანთება (მაგ. რევმატოიდული ართრიტი)

  • ონკოლოგიური დაავადებები


🧪 როგორ ხდება ანემიის დიაგნოსტირება?

ანემიის სწორად იდენტიფიცირებისთვის ლაბორატორიული ანალიზები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კვლევები მოიცავს:

  • სისხლის საერთო ანალიზი: ჰემოგლობინი, ერითროციტები, ჰემატოკრიტი, MCV, MCH

  • რკინის მეტაბოლიზმი: რკინის დონე, ფერიტინი, ტრანსფერინი, სატურაცია

  • ვიტამინ B12 და ფოლიუმის მჟავა

  • რეტიკულოციტები: ჰემოლიზის შემთხვევებში

  • კუმბსის ტესტი: აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის გამოსავლენად

  • ძვლის ტვინის ბიოფსია: აპლაზიური ანემიისას


⚙️ რკინა, ფერიტინი და მათი როლი ორგანიზმში

რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად და ჟანგბადის ტრანსპორტისთვის. მცირე რაოდენობით ის გვხვდება მიოგლობინშიც – კუნთებში ჟანგბადის საცავი ცილა.

ფერიტინი — რკინის სამარაგო ცილაა, რომელიც ინახება ღვიძლსა და ელენთაში. ფერიტინის დონე სისხლში ასახავს ორგანიზმში რკინის საერთო მარაგს.

  • დაბალი ფერიტინი მიუთითებს რკინის დეფიციტზე

  • მაღალი ფერიტინი — ანთება, ინფექცია ან სიჭარბე


🌱 ვიტამინი B12 — რატომ არის მნიშვნელოვანი?

ციანკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია:

  • სისხლის წარმოქმნისთვის

  • ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის

  • დნმ-ის სინთეზისთვის

  • ჰომოცისტეინის რეგულაციისთვის

წყაროები: ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები


🔎 როგორ ვარჩევთ ჰემოლიზურ და აპლაზიურ ანემიას?

ჰემოლიზური ანემია:

  • ბილირუბინის დონე მომატებულია

  • რეტიკულოციტების რაოდენობა მაღალია

  • კუმბსის ტესტი დადებითი (აუტოიმუნური ფორმის შემთხვევაში)

აპლაზიური ანემია:

  • პანკიტოპენია (ყველა სისხლის უჯრედის შემცირება)

  • დიაგნოზი დასტურდება ძვლის ტვინის ბიოფსიით


არსებობს ანემიის 5 ძირითადი ტიპი:

1. რკინადეფიციტური ანემია, რომელსაც ანემიის შემთხვევათა უმეტესი ნაწილი უკავია. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს არასაკმარისი კვება, გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლი ან ქრონიკული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან. შეწოვის დარღვევა (ცელიაკია), კუჭ-ნაწლავის დაავადებები. ამ დროს პაციენტი უჩივის ადვილად დაღლას, კანი ფერმკრთალია, გამომშრალი. აღინიშნება თმისა და კანის დაზიანება.

2. B 12  დეფიციტური და ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეული ანემია. მას მეორენაირად მეგალობლასტურ ანემიასაც უწოდებენ, რადგან ამ დროს ძვლის ტვინში ხდება დიდი ზომის ერითროციტების წარმოქმნა. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ვიტამინ B12-ის და ფოლიუმის მჟავის შემცველი პროდუქტების ნაკლები მიღება. ავტოიმუნური  დაავადება  პერნიციოზული ანემია, როდესაც ორგანიზმში ხდება აუტოანტისხეულების წარმოქმნა, რომელიც ანადგურებს ვიტამინ B12 -ს შეწოვისთვის აუცილებელ ცილას, (კასლის ფაქტორს), შესაბამისად მიღებული B12 ვეღარ შეიწოვება. ალკოჰოლიზმი, ჭიებით ინვაზია,  წვრილი ნაწლავის დაავადება.

3. ჰემოლიზური ანემია (როდესაც ხდება ერითროციტების გაძლიერებული დაშლა ). ამის მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი დაავადებები, რომელიც გამოწვეულია ერითროციტების გარსის, ჰემოგლობინის ან სხვა ელემენტის გენეტიკური დეფექტით. ამ ჯგუფს მიეკუთვნება- თალასემია, მიკროსფეროციტოზი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია და სხვა.

ასევე არის შეძენილი ჰემოლიზური ანემიის ფორმები, რომლის მიზეზია აუტოიმუნური დარღვევები (როდესაც საკუთარ ერითროციტებს ებრძვის ორგანიზმი და იწვევს მის დაშლას). ზოგიერთი ინფექციები ან მედიკამენტები, რომლებიც ასევე აზიანებენ ერითროციტების გარსს. ამ ტიპის ანემიისთვის დამახასიათებელია სიყვითლე (რადგან ერითროციტების დაშლის შედეგად ხდება დიდი რაოდენობით ბილირუბინის წარმოქმნა), შესაბამისად შარდის ფერიც მუქდება.

4. აპლაზური ანემია ( როდესაც არასაკმარისად ხდება სისხლის უჯრედების წარმოქმნა), მიზეზი შეიძლება იყოს ძვლის ტვინის დაავადებები, სხივური ზემოქმედება, ქიმიოთერაპია, ვირუსული ინფექციები, ჰეპატიტი, HIV სიმპტომები: ინფექციებისადმი მომატებული მიდრეკილება, სისხლდენის ადვილად განვითარება, ზოგადი სისუსტე.

5. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა არსებობს ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებული ანემია, რომლის მიზეზებიც შეიძლება იყოს ქრონიკული ინფექციები, თირკმლის დაავადება ( რევმატოიდური ართრიტი ), ონკოლოგიური დაავადებები.

✅ დასკვნა

ანემია წარმოადგენს მრავალმხრივ დარღვევას და თითოეული ტიპის მკურნალობა დამოკიდებულია სწორი დიაგნოსტირებისა და მიზეზების დადგენაზე. თანამედროვე ლაბორატორიული კვლევები საშუალებას გვაძლევს დროულად და ზუსტად გამოვავლინოთ ანემიის ფორმა და სწორად შევარჩიოთ მკურნალობის ტაქტიკა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მეტეოროლოგის რეკომენდაციები – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

გაერო: დამატებით ძალისხმევის გარეშე პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა 3,1 გრადუსით გაიზრდება
#post_seo_title

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს:

„მოსალოდნელ სიცხესთან მიმართებაში, ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად არაფერია უჩვეულო, სიცხე ზაფხულში არ  უნდა იყოს სევდის და მწუხარების ამბავი, ისევე როგორც ზამთარში ყინვა, შეგვიძლია საკუთარ თავს მოვუწყოთ უამრავი დღესასწაული – ბუნებასთან ურთიერთობით, შეიძლება არ გიყვარდეს სიცხე, მაგრამ მეორეა რა არის ბუნებრივი ტემპერატურა ზაფხულისთვის.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურა +41 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია მზიანი დღეები, რაც ამ პერიოდისთვის ნორმაა და არაფერია განსაკუთრებული.

უბრალოდ გაითვალისწინეთ, შუადღით ნუ გაჩერდებით მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ.
ასევე სიცხეს თან ახლავს გვალვისა და  ხანძრების მაღალი რისკი – გაუფრთხილდით ბუნებას.

ყურადღებით იყავით  მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენების მიმართ და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება.

გისურვებთ ზაფხულის ცხელი დღეების ხალისიანად გატარებას”, – წერს კობა ფარტენაძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სიახლე – აივ-ის ეპიდემია დამთავრდა? ახალმა ინიექციამ შესაძლოა თამაშის წესები შეცვალოს — წელიწადში ორჯერ და 100%-იანი დაცვა!

აივ ინფექციის პრევენციაში გარღვევა: ლენაკაპავირის წლიური ინექცია
#post_seo_title

აივ-ის ეპიდემია დამთავრდა? ახალმა ინიექციამ შესაძლოა თამაშის წესები შეცვალოს — წელიწადში ორჯერ და 100%-იანი დაცვა!

ავტორი:როფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
სიახლე:
• აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა ლენაკაპავირი (Yeztugo) — პრეპარატი, რომელიც აივ-ისგან 100%-იან დაცვას გვთავაზობს მხოლოდ ორ ინიექციად წელიწადში.
• კვლევებით დადასტურდა, რომ იგი სრულად ბლოკავს აივ-ის უჯრედში შეღწევას და პრაქტიკულად გამორიცხავს ინფექციის გავრცელებას.
• ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აივ-ის პრევენციის მიზნით წელიწადში ორჯერ გაკეთებული პრეპარატი ასეთ მაღალ ეფექტიანობას გვთავაზობს.
რა პრეპარატებია დღეს ხელმისაწვდომი მსოფლიოში?
ლენაკაპავირი (Lenacapavir / Yeztugo)
• გამოყენება: პრევენცია (PreP)
• დოზირება: წელიწადში 2 ინიექცია
• ეფექტურობა: ~100%
• ფასი აშშ-ში: დაახლოებით $28,000 წელიწადში
კაბოტეგრავირი (Cabotegravir LA / Apretude)
• გამოყენება: პრევენცია (PreP)
• დოზირება: ყოველ 2 თვეში ინიექცია
• ეფექტურობა: ტაბლეტებზე უკეთესი
• ფასი: $22,000–25,000 წელიწადში
კაბენუვა (Cabenuva – კაბოტეგრავირი + რილპივირინი)
• გამოყენება: მკურნალობა (აივ-დადებითი პირებისთვის)
• დოზირება: ყოველ თვეში ან 2 თვეში ინიექცია
• ფასი: ~$22,000 წელიწადში
ყოველდღიური ტაბლეტები (F/TDF, Descovy)
• გამოყენება: პრევენცია (PreP)
• დოზირება: ყოველდღიური მიღება
• ფასი:
• გენერიკული ტაბლეტები: ~$360 წელიწადში (საქართველოში ეს არის ხელმისაწვდომი)
• Descovy (ბრენდირებული): ~$16,800 წელიწადში
რა მდგომარეობაა საქართველოში?
საქართველოში აივ-ის გავრცელების მაჩვენებელი სტაბილურად დაბალია, თუმცა დასავლეთ ევროპასთან შედარებით ბევრად უფრო სუსტია პრევენციის პროგრამები.
ამ ეტაპზე ლენაკაპავირი ან კაბოტეგრავირი ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ის არ აქვთ ხელმისაწვდომი არც კომერციულად და არც სახელმწიფო პროგრამებში.
აივ-ის პრევენციისთვის დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ ტრადიციული ტაბლეტური პრეპარატები (გენერიკული F/TDF), რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათ მიღებას — ბევრი ადამიანი თავს არიდებს ყოველდღიურ ტაბლეტურ მკურნალობას.
სამოქალაქო სექტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი და მედია უნდა გაერთიანდეს, რომ საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდეს ეს ახალი თაობის პრეპარატები, რადგან ისინი ფაქტობრივად ცვლიან ეპიდემიოლოგიურ ტრაექტორიას.
გადამწყვეტია სახელმწიფო დონეზე ლობირება, რათა ლენაკაპავირი მოხვდეს საქართველოს მედიკამენტების ნუსხაში და ჩაერთოს პრევენციული პროგრამების ფარგლებში.
პროფესორის კომენტარი
„ლენაკაპავირი და სხვა ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატები არა მხოლოდ სამედიცინო გარღვევაა — ეს არის სოციალური ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს შანსს, შევცვალოთ აივ ინფექციის მომავალი. თუ საქართველო სერიოზულად ეკიდება პრევენციის პოლიტიკას, ის ვალდებულია, ხელი შეუწყოს ასეთი ინოვაციური პრეპარატების შემოსვლას ქვეყანაში და მათ ხელმისაწვდომობას ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის.“
— პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დასკვნა
• ლენაკაპავირი არის პირველი პრეპარატი, რომელიც წელიწადში მხოლოდ ორ ინიექციად გვაძლევს 100%-იან დაცვას აივ-ისგან.
• მსოფლიოში უკვე დაწყებულია მისი ფართო გამოყენება, მათ შორის მაღალი ეპიდემიური რისკის ქვეყნებში.
• საქართველოში კი ჯერ არ გვაქვს ამ პრეპარატზე წვდომა.
• მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროს და პოლიტიკის მხარდაჭერა, რათა ახალმა თაობის პრეპარატებმა დროულად შეაღწიოს ქართულ ბაზარზე და მიაღწიოს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
აივ პრევენცია საქართველოში – 10 მნიშვნელოვანი კითხვა და პასუხი
1. მართლა არსებობს ინიექცია, რომელიც აივ-ისგან 100%-იან დაცვას იძლევა?
დიახ. ლენაკაპავირი (Yeztugo) არის პირველი პრეპარატი, რომელიც მხოლოდ ორ ინიექციად წელიწადში სრულიად ბლოკავს აივ-ის შეღწევას ორგანიზმში. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა პრაქტიკულად ნულოვანი ინფიცირების შემთხვევები.
2. ხელმისაწვდომია ლენაკაპავირი საქართველოში?
სამწუხაროდ — არა. იგი არც რეგისტრირებულია და არც სახელმწიფო პროგრამებში შედის. ეს ნიშნავს, რომ ქართველი მოქალაქეებისთვის პრეპარატი ფაქტობრივად მიუწვდომელია.
3. რამდენი ღირს ლენაკაპავირი და სხვა მსგავსი პრეპარატები?
• ლენაკაპავირი: ~ $28,000 წელიწადში
• კაბოტეგრავირი (Apretude): ~ $22,000–25,000 წელიწადში
• გენერიკული ტაბლეტები (F/TDF): ~ $360 წელიწადში
ამ ფასებზე წვდომა მოსახლეობის 99%-ს არ აქვს.
4. რატომ არ აფინანსებს სახელმწიფო ამ პრეპარატებს?
საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტში არ არის გამოყოფილი საკმარისი რესურსი პრევენციაზე. პრევენცია ჯერ კიდევ არ ითვლება სტრატეგიულ პრიორიტეტად, რაც დიდად აზიანებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.
5. არსებობს სხვა გზები აივ-ისგან დასაცავად საქართველოში?
დიახ. ხელმისაწვდომია გენერიკული ტაბლეტები, თუმცა მათი ეფექტურობა დამოკიდებულია ყოველდღიურ მიღებაზე, რაც ბევრ ადამიანს უჭირს. ინიექცია ბევრად მარტივია, მაგრამ ჯერჯერობით მიუწვდომელია.
6. უსაფრთხოა აივ ტესტები, რაც საქართველოში იყიდება?
არა ყველა. ბოლო დროს ბაზარზე გამოჩნდა სწრაფი ტესტები, რომლებსაც არ აქვთ სერტიფიკატები, არ გაუვლიათ სანდო კვლევები, და მათი ეფექტიანობა ზოგ შემთხვევაში მხოლოდ 45%-ს აღწევს. ერთ ერთი არის ეს კომპანია: Smart Health – სმარტ ჰელზ ეს ქმნის ცრუ ნეგატიურ პასუხებს და საფრთხეს უქმნის მთელ საზოგადოებას.
7. შესაძლებელია საქართველოსთვის ლენაკაპავირის მიღება დაბალ ფასად?
შესაძლებელია, თუ სახელმწიფო ჩაერთვება გლობალურ ხელმისაწვდომობის პროგრამებში (მაგ. Global Fund, UNITAID) და მოითხოვს ლიცენზირებულ გენერიკს დაბალ ფასად. საჭიროა აქტიური მოლაპარაკებები Gilead-ის და საერთაშორისო პარტნიორებთან.
8. რატომ არის ინიექციური პრევენცია მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?
საქართველოში ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს ტაბლეტების რეგულარულად მიღებას – სხვადასხვა მიზეზით: სტიგმა, გრაფიკი, ინფორმაცია. ინიექცია კი მხოლოდ 2 viziti წელიწადშია და ეფექტურია თითქმის 100%.
9. რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რომ ეს პრეპარატები ხელმისაწვდომი გახდეს?
• დაუყოვნებლივ დაიწყოს ლენაკაპავირის რეგისტრაცია
• აწარმოოს მოლაპარაკება მწარმოებელთან სპეციალურ ფასზე
• ჩართოს სახელმწიფო/დონორული პროგრამები პრევენციის დაფინანსებაში
• განათლოს მოსახლეობა და შეამციროს აივ-ის გარშემო არსებული სტიგმა
10. რას ურჩევს პროფესორი ფხაკაძე მოსახლეობას დღეს?
• არ გამოიყენოთ დაუმტკიცებელი სწრაფი ტესტები
• ჩაიტარეთ ტესტირება სანდო დაწესებულებებში
• იმოქმედეთ პრევენციულად — საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ ტაბლეტური პრეპარატები
• მოითხოვეთ სახელმწიფოსგან ლენაკაპავირის და სხვა ინიექციური პრეპარატების ხელმისაწვდომობა
• აივ არ არის ვერდიქტი — ის არის მართვადი და თავიდანაც აცილებადი ინფექცია
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. @topfans Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში Accreditation Canada • აკრედიტაცია კანადა
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და საავადმყოფო გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ უნდა დავამუშაოთ ცხოველის ნაკბენი სახლის პირობებში სწორად, რომ გართულებები თავიდან ავირიდოთ

როგორ უნდა დავამუშაოთ ცხოველის ნაკბენი სახლის პირობებში სწორად, რომ გართულებები თავიდან ავირიდოთ
#post_seo_title

 ბავშვთა ქირურგი, ლალი ჩხეიძე, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, თუ როგორ უნდა დავამუშაოთ ცხოველის ნაკბენი სახლის პირობებში სწორად, რომ გართულებები თავიდან ავირიდოთ:

სახლის პირობებში, შეგვიძლია, გამდინარე, საპნიანი წყლით ჭრილობა მრავალჯერადად ჩამოვბანოთ.

კონცენტრაციას, თუ ნერწყვის რა რაოდენობა ხვდება ჭრილობაში, დაავადების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ანტისეპტიკური ხსნარები გვაქვს, ჭრილობა სუფთად უნდა გადავახვიოთ და ამის შემდეგ შესაბამის დაწესებულებას აუცილებლად უნდა მივმართოთ, სადაც ქირურგი ჭრილობას სრულყოფილად შეაფასებს”.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ზღვაზე წაყვანა და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

მშობლებიც აღნიშნავენ, რომ ბავშვები სოფლად უკეთესად ვითარდებიან, სარგებელი ათასმაგია..
#post_seo_title

 თსსუ პროფესორი, პედიატრი მაია ხერხეულიძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ზღვაზე წაყვანა და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა:

 იმისთვის, რომ ზღვაზე ბავშვმაც დაისვენოს, ჩავიდეს წყალში, მიიღოს წყლის აბაზანები, მზის აბაზანები, როგორც წესი, რეკომენდაციას 2-3 წლიდან ვუწევთ. ჩვილებთან რეკომენდაციას არ ვაძლევთ. ზღვა თავის თავს “ასუფთავებს”, ეს დიდი და მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ დაბინძურებაც გასათვალისწინებელია. ჩვილის კანი ძალიან ნაზია და ადვილად ზიანდება. ინფექციაც შეიძლება, ძალიან ადვილად დაემართოს. ასევე, დამწვრობაც მარტივად ვითარდება. თუმცა, ზღვის კურორტზე შეიძლება, ჩვილთან ერთადაც წახვიდეთ, თუ ბავშვს ზღვაში არ შეიყვანთ, დილით ადრე, 7 საათზე სანაპიროზე გაასეირნებთ, ჰაერი მისთვის მშვენიერია. ჩვენს ზღვის კურორტებზე ბევრგან ფიჭვნარია და ფიჭვებში, სუფთა ჰაერზე შეიძლება, იყოს. თუმცა, ყოველთვის ვამბობთ, რომ ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მთის კურორტია. ძალიან კარგია, თუ ამ მიმართულებითაც ვიფიქრებთ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ეს გენი ძვლებისთვის, კუნთებისთვისა და იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ღმოჩნდა, რომ ის კიბოს განვითარებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს

შეისწავლეს გენი, რომელიც მზის შუქს კიბოს მკვლელად გარდაქმნის
#post_seo_title

 მეცნიერებმა D ვიტამინსა და SDR42E1-ის გენს შორის გასაკვირი კავშირი აღმოაჩინეს. საუბარია გენზე, რომელიც ორგანიზმს D ვიტამინის ათვისებაში ეხმარება.

მთლიანობაში, ეს გენი ძვლებისთვის, კუნთებისთვისა და იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და, აი, ახლა აღმოჩნდა, რომ ის კიბოს განვითარებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

როდესაც მკვლევრებმა ეს გენი გამორთეს, კიბოს უჯრედებში სიმსივნეებმა ზრდა შეწყვიტეს.

D ვიტამინის კრიტიკული როლი ორგანიზმში
D ვიტამინი ფართოდ არის ცნობილი, როგორც მნიშვნელოვანი საკვებ დანამატი, მაგრამ ის ასევე ასრულებს სხვა კრიტიკულ როლს. ის წარმოადგენს ჰორმონ კალციტრიოლის საშენ მასალას, რომელიც ეხმარება ორგანიზმს კალციუმის და ფოსფატის შეწოვაში. ესაა მინერალები, რომლებიც აუცილებელია ძლიერი ძვლებისთვის. კალციტრიოლი ასევე ხელს უწყობს კუნთებისა და ნერვების ჯანსაღ ფუნქციონირებას, არეგულირებს უჯრედების ზრდას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირების შენარჩუნებაში.

Frontiers in Endocrinology-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს SDR42E1 გენი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის მიერ D ვიტამინის საჭმლის მომნელებელი სისტემის მეშვეობით შეწოვისა და მისი შემდგომი დამუშავებისთვის. ამ აღმოჩენას შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს მიზნობრივ მკურნალობაზე, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბოს მკურნალობა.

“კვლევაში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ SDR42E1-ის ბლოკირებამ ან ინჰიბირებამ შეიძლება შერჩევით შეაჩეროს კიბოს უჯრედების ზრდა”, — თქვა დოქტორმა ჯორჯ ნემერმა, პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა.

დაზიანებული გენი, რომელმაც გარღვევა გამოიწვია
კვლევითი ჯგუფისთვის მოტივაცია წინა კვლევებმა გააჩინა, რომლებიც მე-16 ქრომოსომაზე მდებარე SDR42E1 გენის სპეციფიკურ მუტაციას D ვიტამინის დეფიციტთან აკავშირებდა. ამ მუტაციამ გენის ცილოვანი პროდუქტი შეამოკლა, რის შედეგადაც ის არააქტიური გახდა.

მისი როლის უკეთ შესასწავლად, გუნდმა CRISPR/Cas9 გენის რედაქტირების ტექნოლოგია გამოიყენა. კვლევამ აჩვენა, რომ ამ გენის დეაქტივაციის შემდეგ, კიბოს უჯრედები აღარ ვითარდებიან.

ათასობით გენი რეაგირებს და სიმსივნეები მცირდება
კვლევის შედეგად, კიბოს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა 53%-ით შემცირდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ SDR42E1 გადამწყვეტი მოლეკულური გადამრთველია უჯრედების ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მრავალ რეაქციაში. ამ გენების უმეტესობა ჩვეულებრივ მონაწილეობს კიბოსთან დაკავშირებულ უჯრედულ პროცესებში და ქოლესტერინის მსგავსი მოლეკულების შეწოვასა და მეტაბოლიზმში.

“ჩვენი შედეგები ონკოლოგიაში ახალ პოტენციურ გზებს ხსნის, თუმცა კლინიკურ დანერგვას ჯერ კიდევ სჭირდება მნიშვნელოვანი დადასტურება და გრძელვადიანი განვითარება”, — თქვა დოქტორმა ნაგამ ნაფიზ ჰენდიმ, იორდანიის ამანის ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის პირველმა ავტორმა.

მკვლევრების თქმით, ვინაიდან SDR42E1 D ვიტამინის მეტაბოლიზმში მონაწილეობს, ასევე შესაძლებელია მისი მიზანმიმართულად გამოყენება მრავალი დაავადების დროს, სადაც D ვიტამინი მარეგულირებელ როლს შეასრულებს. მაგალითად, კვების პროცესების კვლევებმა აჩვენა, რომ ჰორმონს შეუძლია შეამციროს კიბოს, თირკმლის დაავადების, ავტოიმუნური და მეტაბოლური დარღვევების რისკი.

“მეორე მხრივ, ასეთი ფართო გამოყენება სიფრთხილით უნდა განხორციელდეს, რადგან SDR42E1-ის გრძელვადიანი გავლენა D ვიტამინის ბალანსზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი”, — ამბობენ მკვლევრები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მწვანე ლობიო შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც გააჩნია ლევოდოპას მსგავსი მოქმედება – მწვანე ლობიოს შეუძლია ინსულტის შემდგომი დეფექტების მოცილება

მწვანე ლობიო შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც გააჩნია ლევოდოპას მსგავსი მოქმედება - მწვანე ლობიოს შეუძლია ინსულტის შემდგომი დეფექტების მოცილება
#post_seo_title

აღმოჩნდა რომ მწვანე ლობიოს შეუძლია ინსულტის შემდგომი დეფექტების მოცილება

Ბებია 70 წლის ასაკში, ინსულტის გადატანის შემდეგ პარალიზებული იყო: ის ვერ ჯდებოდა, ხელი ვერ გწევდა, სახის აბსოლუტურად უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოკლედ, თქვენ თვითონ იცით რა არის ინსულტი.

ექიმებმა დაუნიშნეს მედიკამენტები ასეთი შემთხვევებისთვის, მაგრამ მათთან ერთად ბებიამ, კეთილი ხალხის რჩევით, შეუზღუდავი რაოდენობით დალია ლობიოს ნაყენი.

ლობიოს მომზადება Ასე  გვასწავლეს: ლობიო, მისი ძირები, ფოთლები, ფესვები და ღეროები, გარეცხეს, ჩაყარეს ქვაბში, დაასხეს მდუღარე წყალი და მოათავსეს გაზქურაზე. 10 წუთი დუღილის შემდეგ გადმოვდგით ნახარში, გადავწურეთ , ოდნავ შეგრილდა და ბებიამ დაიწყო დალევა. დღეში ორ ჭიქას სვამდა სამ კვირაში ის ფეხზე წამოდგა. გაააგრძელეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა ცვლილებები მიმდინარეობს მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში და რა ადრეული სიმპტომები აქვს მას

ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?
#post_seo_title

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი გადაცემაში “შუადღე” საუბრობს რა ცვლილებები მიმდინარეობს მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში და რა ადრეული სიმპტომები აქვს მას:

არსებობს აბსოლუტურად ჩვეულებრივად მიმდინარე მენოპაუზური პერიოდი. მაგრამ, ქალბატონების 60%-ში ამ პერიოდში ცხოვრების ხარისხი მკვეთრად უარესდება. მათთან სასქესო ჰორმონების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება.

სტატისტიკის თანახმად, საშუალო ასაკი, როდესაც მენოპაუზა დგება, 50-51 წელია. თუმცა, ბოლო კვლევების მიხედვით, ქალები უფრო ადრეც უჩივიან მენოპაუზის სიმპტომებს.

40 წლამდე არსებულ პრობლემას, როდესაც მენსტრუაციის არქონაა გამოხატული, მას საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა ჰქვია. პროცენტულად ამ მაჩვენებელმა მოიმატა. შესაძლოა, მეტი ქალბატონი მივიდა ექიმთან და სტატისტიკამ ეს აღრიცხა. გარდა ამისა, შესაძლოა, ეკოლოგიურმა პრობლემებმა იმოქმედა. საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა შესაძლოა, გენეტიკური იყოს. ასევე, მას შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადება და ოპერაციული მკურნალობა.

როდესაც 40-დან 45 წლამდე ასაკზე ვსაუბრობთ, ამ პერიოდს ადრეული მენოპაუზა ჰქვია. ადრეული მენოპაუზას ასევე შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. მათ შორის, გარემო, გენეტიკა, სხვადასხვა დაავადების ერთობლიობა.

პრე-მენოპაუზის პერიოდი შეიძლება, 7-8 წელს მოიცავდეს. ასეთ დროს, მენსტრუალური ციკლი ირღვევა. შეიძლება, გამოხატული იყოს ძილის დარღვევა, ოფლიანობა, ალები.

რაც შეეხება მენოპაუზას, როცა ბოლო მენსტრუაციიდან ერთი წელი გავიდა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქალბატონი მენოპაუზაშია. ერთი წლის შემდეგ უკვე პოსტ-მენოპაუზა მოდის.

ესტროგენი ერთ-ერთი წამყვანი ჰორმონია. მათ შორის, პროგესტერონიც. როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულების რაოდენობა მცირდება, ესტროგენი, პროგესტერონი და ანდროგენი მცირდება. ყველა ეს ჰორმონი ჩვენს ტვინს იცავს. როდესაც მცირდება, რა თქმა უნდა, ჩვენს ხასიათზე, მეხსიერებაზე აისახება. გარდა ამისა, პროცესში ძვალ-სახსროვანი სისტემაა ჩართული. კუნთების მასის განლევა ხდება. თუ ვიცით, რომ ბებიას, დედას მძიმე ოსტეოპოროზი აქვს, ამას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. მენოპაუზის დროს ძვლის მასის შემცირება მეტად ღრმავდება. დროული ჩარევა აუცილებელია. ასევე, მეხსიერების პრობლემები შეგვიძლია, სხვადასხვა საშუალებით გავაუმჯობესოთ. ეს შეიძლება იყოს მენოპაუზალური ჰორმონოთერაპია, ვიტამინები, რომლებიც გვაკლია. როცა ოვულაცია მცირდება, 40 წლის შემდეგ, წონის მატება იწყება. მეტაბოლიზმი ირღვევა, რაც წონის მატებას იწვევს.

რაც შეეხება სიმპტომებს, როდესაც ჩვენი სასქესო ჰორმონები, ესტროგენი, პროგესტერონი და ანდროგენი მცირდება, ესტროგენის რეცეპტორი ყველა ორგანოსა და სისტემაშია. შესაბამისად, ფუნქციები, რა თქმა უნდა, მცირდება. პროგესტერონის შემცირება ძილის დარღვევასა და შფოთვას იწვევს. ქალები დეპრესიისაკენ არიან მიდრეკილნი.

თუ ქალს გახშირებული ალები აწუხებს, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს?

როდესაც ალები იწყება, შეიძლება, ამ სიმპტომმა 3 თვეში გაიაროს. 50% შემთხვევაში შეიძლება, 5 წელიც გაგრძელდეს… შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კუთხით სერიოზული პრობლემები შექმნას. მარტივად ნუ ვიტყვით, რომ ალები გაივლის. თუ დღეში 6-7 შემოტევა გვაქვს. ამასთან ერთად, ძილი გვერღვევა და მენტალური პრობლემები იწყება, საყურადღებოა.

მენოპაუზის პერიოდში სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჩნდება. ესტროგენის დაქვეითება ვაგინალურ სიმშრალეს იწვევს. როდესაც ვაგინალური სიმშრალეა, სქესობრივი ურთიერთობა მტკივნეულია. ასევე, ანდროგენის დაქვეითება ლიბიდოს შემცირებას იწვევს.

ექიმის ჩართულობით, პრობლემების მოგვარება აბსოლუტურად შესაძლებელია. სქესობრივი ცხოვრება ნამდვილად არ სრულდება. თუ ვინმე 45 წლის შემდეგ გვეუბნება: “თქვენი მატარებელი წავიდა”, ნუ დაუჯერებთ. პირიქით, ჩვენ გველოდება თვითმფრინავები, იახტები, იმიტომ, რომ 50 წლის შემდეგ ახალი სიცოცხლე იწყება.

ბალანსირებულ კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სადაც უნდა იყოს ცილა – ხორცი, თუ ხორცს არ ვიღებთ, ვეგეტარიანული ცილოვანი საკვები, ბოსტნეული, არაპროცესირებულ ცხიმებით მდიდარი საკვები და მნიშვნელოვანია, ნახშირწყლები. რთულ ნახშირწყლებზეა საუბარი. თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებაზე უარი უნდა ვთქვათ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ვირუსული ჰეპატიტების, ჰეპატიტებით გამოწვეული დაავადებების და მათი პრევენციული ღონისძიებების შესახებ

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა
#post_seo_title

28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ვირუსული ჰეპატიტების, ჰეპატიტებით გამოწვეული დაავადებების და მათი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

🔷საქართველოში, C ჰეპატიტისა და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს.
🔹C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა და დღემდე პროგრამაში 91 300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, მკურნალობა დაასრულა 87 000-მა მოქალაქემ, განკურნების მაჩვენებლია 98.5%.
🔹სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისები, როგორც დიაგნოსტიკა, ასევე, სამკურნალო მედიკამენტი, ანაზღაურდება სრულად სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
🔷2024 წლიდან, ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო სრულად ფარავს სკრინინგულ და დაიგნოსტიკურ კვლევებს, ასევე – პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები. მიმდინარე მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 1 024 პაციენტი.
🔹იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსი, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში შეეთავაზებათ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.
🔷სახელმწიფო, ასევე, უზრუნველყოფს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, როგორც აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, ასევე 18 წლის და უფროსი ასაკის აუცრელი და/ან ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირთათვის, აცრის სტატუსის მიუხედავად.
შეიძლება იყოს რუკა და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights