სამშაბათი, მაისი 12, 2026

თრომბოზის განვითარების რისკფაქტორები და საყურადღებო ნიშნები – რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა რისკფაქტორებს

ვენების ვარიკოზული გაგანიერება გვხვდება ფეხებზე, განსაკუთრებით წვივის კუნთების ადგილზე და მუხლების უკანა ზედაპირზე
#post_seo_title

ყველაფერი თრომბოზის შესახებ: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები

ანგიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ზაზა ლაზარაშვილი გადაცემაში „შუადღე” თრომბოზის განვითარების რისკფაქტორებსა და საყურადღებო ნიშნებზე საუბრობს:

„თრომბოზის განვითარების უამრავი რისკფაქტორი არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დეჰიდრატაცია ანუ სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა. შესაძლოა, ეს სხვადასხვა დაავადების დროს გამოვლინდეს ან უბრალოდ, ზაფხულის პერიოდში, გადახურების დროს განვითარდეს. ასევე, რისკფაქტორია უმოძრაობა, მჯდომარე ცხოვრების წესი. სწორედ ამან დაავადების გაახალგაზრდავება გამოიწვია იმიტომ, რომ ახლა ყველა კომპიუტერთანაა. ახალგაზრდა, რეპროდუქციული ასაკში მყოფი ქალბატონებში ჰორმონალური სისტემის გავლენაც მნიშვნელოვანია. ასევე, ორსულობა, რომლის დროსაც თრომბოზის განვითარების რისკი მკვეთრად იმატებს. გარდა ამისა, რისკის ჯგუფში არიან პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად არიან ლოგინში. ასევე, რისკფაქტორებია, ხანდაზმულობა, გენეტიკური ფაქტორები, ისეთი მედიკამენტების მიღება, რომლებიც სისხლს ასქელებენ, თამბაქოს მოწევა, სიმსუქნე.

დაავადება გაახალგაზრდავდა, რადგანაც ხანგრძლივი ჯდომის დროს, თრომბოზის განვითარების რისკი იზრდება.

ონკოლოგიის, თირკმლის უკმარისობის დროს ასევე თრომბოზის განვითარების რისკი იმატებს. ხანგრძლივად მწოლიარე პაციენტებშიც ასევე მაღალი რისკია.

სისხლის გამათხელებლების თვითნებურად მიღება რეკომენდებული არ არის. მათ მიღებას კონტროლი სჭირდება. ასევე, რაც უფრო ნაკლებია სითხე ორგანიზმში, სისხლის სიბლანტე უფრო იზრდება. რისკიც უფრო მაღალია. წყალი უნივერსალური გამათხელებელია”.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

უეცარი გონების დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომია – რა შეიძლება იდგეს ამ მოვლენების უკან და როგორ დავეხმაროთ ადამიანს სწორად

უეცარი გონების დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომია - რა შეიძლება იდგეს ამ მოვლენების უკან და როგორ დავეხმაროთ ადამიანს სწორად

უეცარი გონების დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომია.

მას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – ზოგჯერ მარტივი და სწრაფად გასავლელი, მაგრამ ხშირად სიცოცხლისთვის კრიტიკული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მკაფიო ცოდნა: რა შეიძლება იდგეს ამ მოვლენების უკან და როგორ დავეხმაროთ ადამიანს სწორად.
გონების დაკარგვისა და უეცარი სიკვდილის ძირითადი მიზეზები:
გულის გაჩერება (Cardiac Arrest) – გულის ელექტრული აქტივობის მოშლის გამო სისხლის ცირკულაცია სრულად ჩერდება.
ეპილეფსიური კრუნჩხვები – ტვინის ნერვული უჯრედების ჰიპერაქტივობა, რომელიც იწვევს გენერალიზებულ კრუნჩხვებსა და დროებით გონების კარგვას.
ჰიპოგლიკემია – გლუკოზის მკვეთრი დაცემა სისხლში, განსაკუთრებით დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ჰიპოტენზიური/ვაზოვაგური სინკოპე – წნევის ვარდნის ან ვაგუსის ნერვის გადაჭარბებული აქტივაციის შედეგად ტვინის დროებითი ჰიპოპერფუზია.
ინსულტი (იშემიური ან ჰემორაგიული) – ტვინში სისხლის მიწოდების უეცარი შეწყვეტა ან სისხლჩაქცევა.
ფილტვის თრომბოემბოლია – სისხლის შედედილი ნაწილაკის მოხვედრა ფილტვის არტერიაში, რაც იწვევს მწვავე სუნთქვით და ჰემოდინამიკურ უკმარისობას.
არითმიები და სხვა გულის დაავადებები – მწვავე ტაქიარითმიები ან ბრადიარითმიები, გულის სტრუქტურული პათოლოგიები.
სხვა იშვიათი მიზეზები: მეტაბოლური დარღვევები, მძიმე ინფექციები (სეფსისი, მენინგიტი), ტვინის სიმსივნეები, ინტოქსიკაციები, ტრავმები.
გულის გაჩერება (Cardiac Arrest)
ნიშნები:
გონება დაკარგული.
სუნთქვა არ არის ან მხოლოდ აგონალური, ხიხინისმაგვარი მოძრაობები.
პულსი კისერზე (საძილე არტერიაზე) არ ისინჯება.
კანი ფერმკრთალი ან ციანოზური.
ზოგჯერ პირველ წამებში შეიძლება კრუნჩხვასავით შეკრთომა ჰქონდეს.
დახმარება:
დაუყოვნებლივ დაიწყე CPR (100–120 შეკუმშვა/წთ, 5–6 სმ სიღრმით).
გამოიყენე AED/დეფიბრილატორი პირველივე წუთებში, თუ კი ხელმისაწვდომი იქნება, სამწუხაროდ როგორც წესი არაა ხელმისაწვდომი სასწრაფოს მოსვლამდე.
სასწრაფოდ დარეკე 112.
უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ გულის უეცარი გაჩერებაა, ხშირ შემთხვევაში ვენტრიკულური ფიბრილაცია. პრობლემა ისაა, რომ:
თუ პირველი წუთის განმავლობაში არ იწყება გულმკერდის მასაჟი და დეფიბრილაცია, გადარჩენის შანსი მკვეთრად იკლებს.
ყოველ გასულ წუთში გადარჩენის შანსი მცირდება დაახლოებით 7–10%-ით.
3–5 წუთში ტვინი იწყებს შეუქცევადი დაზიანების პროცესს.
ამიტომ, თუ ადგილზე AED (დეფიბრილატორი) არ არის და მასაჟი დაუყოვნებლივ არ დაიწყო, შედეგი ფატალური ხდება.
გარკვეულ ადგილებში აუცილებელია AED-ის ხელმისაწვდომობა რომ გამოყენების საშუალება იყოს სასწრაფოს მისვლამდე, რადგან ერთადერთი რეალური გზა სიცოცხლის გადარჩენის არის დაუყოვნებლივი დეფიბრილაცია + უწყვეტი CPR.
ეპილეფსიური კრუნჩხვა
ნიშნები:
მკვეთრი დასაწყისი – სხეულის დაჭიმვა და რიტმული კრუნჩხვები.
ენის გვერდის ნაკბენი, ქაფი პირში, ციანოზი.
გრძელდება 1–3 წუთი.
შემდგომი პერიოდი („პოსტიქტალური ფაზა“) – ღრმა ძილი ან დაბნეულობა.
დახმარება:
მოაშორე მყარი საგნები, დაიცავი თავი და კისერი.
არ ჩაუდო არაფერი პირში, არ შეეცადო ძალით შეკავებას.
თუ კრუნჩხვა >5 წუთია ან მეორდება – სასწრაფო.
დასრულების შემდეგ გადააბრუნე გვერდზე და აკონტროლე სუნთქვა.
ჰიპოგლიკემია
ნიშნები:
ცივი ოფლი, კანკალი, სისუსტე, გაღიზიანება, ტაქიკარდია.
შესაძლოა ჰქონდეს ინსულინის პენ/პომპა ან გლუკომეტრი.
მძიმე შემთხვევაში – გონების დაკარგვა, მაგრამ სუნთქვა შენარჩუნებულია.
დახმარება:
თუ გონზეა და ყლაპავს მიეცი გლუკოზა/ტკბილი სითხე.
თუ უგონოა – არაფერი პირში; საჭიროებს IV გლუკოზას ან გლუკაგონს.
ჰიპოტენზიური/ვაზოვაგური სინკოპე
ნიშნები:
წინასწარი სიმპტომები: თავბრუსხვევა, გათეთრება, გულისრევა, ყურებში წუილი.
ხშირად ხდება ცხელ, ხალხმრავალ სივრცეში ან ხანგრძლივი დგომისას.
შეიძლება ჰქონდეს მოკლე კანკალი, მაგრამ სწრაფად აღდგება დაწოლის შემდეგ.
ხანგრძლივი დაბნეულობა არ ახასიათებს.
დახმარება:
დააწვინე, ფეხები ოდნავ ააწევინე.
მიეცი სუფთა ჰაერი, წყალი.
ინსულტი
ნიშნები (FAST):
Face: სახის ასიმეტრია.
Arm: ერთ მხარეს სისუსტე ან დაცემა.
Speech: მეტყველების დარღვევა.
Time: ყოველი წუთი ფასობს.
ხშირად გონება შენარჩუნებულია, მაგრამ რჩება ფოკალური დეფიციტი. ზოგჯერ იწყება კრუნჩხვით.
დახმარება:
დაუყოვნებლივ დარეკე 112 – ინსულტის მკურნალობა დამოკიდებულია დროზე.
ფილტვის თრომბოემბოლია
ნიშნები:
უეცარი ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია.
მკერდის ტკივილი, შფოთვა.
კანი ფერმკრთალი ან ციანოზური, ტუჩები ლურჯი.
რისკ-ფაქტორები: ქვედა კიდურის თრომბოზი, ოპერაცია, ხანგრძლივი უმოძრაობა.
დახმარება:
დასვი ნახევრადმჯდომარე პოზაში.
სასწრაფოდ 112.
თუ გონება დაკარგა და სუნთქვა შეწყდა – დაუყოვნებლივ CPR.
შედეგი საკმაოდ დამოკიდებულია თრომბის ზომაზე, მის მდებარეობასა და დროულ სამედიცინო დახმარებაზე.
თუ თრომბი ბლოკავს მთავარ ფილტვის არტერიას, ვითარება ფატალურია სწრაფად, განსაკუთრებით თუ შეიქმნება შოკი ან გულის უკმარისობა.
მთავარი დასამახსოვრებელი წესები
არ სუნთქავს / არ აქვს პულსი → გულის გაჩერება → დაუყოვნებლივი CPR + დეფიბრილაცია.
რიტმული კრუნჩხვები + პოსტიქტალური ფაზა → ეპილეფსია.
ცივი ოფლი + დიაბეტის ისტორია → ჰიპოგლიკემია.
წინასწარი თავბრუსხვევა + სწრაფი აღდგენა → სინკოპე.
ერთმხრივი სისუსტე/მეტყველების დარღვევა → ინსულტი.
უცაბედი ქოშინი + ლურჯი ტუჩები → ფილტვის თრომბი.
ანუ გონების დაკარგვა შეიძლება იყოს უმნიშვნელო, მაგრამ შესაძლოა ნიშნავდეს სიცოცხლისთვის კრიტიკულ მოვლენას. განსაკუთრებით გულის გაჩერების დროს პირველი წუთებია გადამწყვეტი – თუ გულმკერდის მასაჟი და დეფიბრილაცია არ დაიწყება მყისიერად, გადარჩენის შანსი ყოველ წუთში 10%-ით მცირდება.
ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება არის სწრაფი რეაგირება და სასწრაფოს გამოძახება.
რა არ უნდა გააკეთოთ ასეთ სიტუაციებში
არ შეანჯღრიოთ ძალით უგონო ადამიანი – ეს არ აღადგენს გონებას და შეიძლება ტრავმაც მიაყენოს.
არ ჩაუდოთ რაიმე პირში კრუნჩხვის დროს (სპატულა, კოვზი, თითები) – შეიძლება სერიოზული დაზიანება ან დახრჩობა გამოიწვიოს და თქვენც დაზიანდეთ.
უგონო ადამიანს არ მისცეთ წყალი ან საკვები – შეიძლება სასუნთქ გზებში ჩასვლით დაახრჩოს.
არ დახარჯოთ დრო პულსის დიდხანს ძებნაში – თუ ადამიანი არ სუნთქავს ან მხოლოდ ხიხინივით სუნთქავს, დაუყოვნებლივ დაიწყეთ გულმკერდის კომპრესია.
არ ეცადოთ მარტო „მოაცილოთ“ კრუნჩხვა – მთავარი არის უსაფრთხო გარემოს შექმნა და სუნთქვის კონტროლი.
არ დააყოვნოთ სასწრაფოს გამოძახება იმ იმედით, რომ „გაივლის“. ყოველი წუთი გადამწყვეტია.“ – წერს თორნიკე ნონიაშვილი
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ყოველ ჯერზე სათანადო რეაგირება მოჰყვა – კერძო დაწესებულებების ცალკეულ მომხმარებლებს შორის საკმაოდ ხშირი იყო ნარკოტიკის გარეთ გამოტანის მცდელობები“-მიხეილ სარჯველაძე

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

კერძო დაწესებულებების ცალკეულ მომხმარებლებს შორის საკმაოდ ხშირი იყო ნარკოტიკის გარეთ გამოტანის მცდელობები, რასაც, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე სათანადო რეაგირება მოჰყვა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ბენეფიციარებს, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ მკურნალობის შესაძლებლობა და სახელმწიფო მსგავს მანკიერ პრაქტიკას არ დაუშვებს.

„ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ყველას ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ აქ მომსახურება გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ მკურნალობას. ასევე, აღარ ვისაუბრებ ცალკეულ ნაკლოვანებებზე, რომელიც გამოვლინდა ამ პროცესში. მაგალითად, არარეგულარული ინციდენტური მომხმარებლების არსებობა – ანუ პროგრამაში ჩართული იყო ისიც, ვისაც კი არ სჭირდება, არამედ შესაძლოა, ხანდახან, სურვილი ჰქონდეს ნარკოტიკის მოხმარების“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ დაავადებასთან დაკავშირებული რვა ახალი გენი გამოავლინეს

shizophrenia-1024x684

შიზოფრენიის შესახებ ყველაზე მასშტაბურმა საერთაშორისო კვლევამ, რომელიც კარდიფის უნივერსიტეტის ნეიროფსიქიატრიული გენეტიკისა და გენომიკის ცენტრის მიერ ჩატარდა, ამ დაავადებასთან დაკავშირებული რვა ახალი გენი გამოავლინა.

ეს აღმოჩენა გვეხმარება, უკეთ გავიგოთ შიზოფრენიის ბიოლოგიური საფუძვლები, რაც მომავალში ამ პათოლოგიის სამკურნალოდ უფრო ეფექტური მეთოდების შექმნის საშუალებას მოგვცემს.

კვლევის დეტალები:

მეცნიერებმა შიზოფრენიით დაავადებული თითქმის 29,000 ადამიანის, 103,000-ზე მეტი საკონტროლო ჯგუფის წევრისა და 3,400-ზე მეტი ოჯახის გენეტიკური მონაცემები შეისწავლეს. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ იშვიათ და დამაზიანებელ მუტაციებზე, რომლებიც უმეტესად შიზოფრენიის მქონე პირებში აღმოჩენილ ცილების მაკოდირებელ გენებშია.

კვლევის შედეგად მეცნიერებმა გამოავლინეს რვა ახალი გენი, რომელთაგან ორს (STAG1 და ZNF136) შიზოფრენიასთან ძლიერი გენეტიკური კავშირი აქვს, ხოლო დანარჩენ ექვსს (SLC6A1, KLC1, PCLO, ZMYND11, BSCL2, and CGREF) –  შედარებით ზომიერი.

მნიშვნელოვანია, რომ SLC6A1 და KLC1 შიზოფრენიის რისკ-გენებია, რომლებიც  მუტაციების საფუძველზე იქნა იდენტიფიცირებული. ეს გენეტიკური ცვლილება ცილის სტრუქტურას გარდაქმნის, რამაც დაავადების აქამდე უცნობი მექანიზმები გამოავლინა.

რას ცვლის ეს კვლევა?

შიზოფრენია რთული ფსიქიკური აშლილობაა, რომლის მკურნალობაც, კოგნიტური და ქცევითი სიმპტომების გამო, ხშირად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ დაავადების გენეტიკური საფუძვლების გაგება რთულია, რადგან ის პოლიგენურია. ეს კი ნიშნავს, რომ მისი რისკი ათასობით გენეტიკური ვარიანტის კომბინაციით იქმნება.

კვლევამ გამოავლინა კონკრეტული გენები, რომლებიც ტვინის ფუნქციებზე, კერძოდ, დნმ-ის ორგანიზაციასა და GABA-ნეიროტრანსმისიაზე არიან პასუხისმგებელნი. ეს აღმოჩენა გვეხმარება გავიგოთ, როგორ არღვევს გენეტიკური ცვლილებები ნეირონებს შორის კომუნიკაციას.

კვლევის თანახმად ამ გენებს საერთო გენეტიკური კავშირები აქვთ სხვა ნეიროგანვითარებით აშლილობებთან (აუტიზმსა და ეპილეფსიასთან), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დაავადებებს საერთო ბიოლოგიური მექანიზმები უდევს საფუძვლად.

ეს აღმოჩენები შიზოფრენიის მკურნალობაში პერსონალიზებულ მიდგომებს უზრუნველყოფს. გენეტიკური ფაქტორების გამოვლენა საშუალებას იძლევა, შეიქმნას მიზანმიმართული თერაპია და დაიწყოს ადრეული გენეტიკური სკრინინგი.

იშვიათი და გავრცელებული გენეტიკური ვარიანტების კავშირი მიგვანიშნებს, რომ ეს გენები მნიშვნელოვანია ფართო მოსახლეობისთვისაც, რაც შიზოფრენიის რთული ბუნების უკეთ გაგებაში გვეხმარება.

წყარო: nature communications

თვალის შემოწმება დიაბეტის დროს: ტელესკრინინგი დიაბეტურ რეტინოპათიაზე

თვალის შემოწმება დიაბეტის დროს: ტელესკრინინგი დიაბეტურ რეტინოპათიაზე

თვალის შემოწმება დიაბეტის დროს: ტელესკრინინგი დიაბეტურ რეტინოპათიაზე

დიაბეტის მქონე პაციენტებში უფრო მაღალია თვალის დაზიანების რისკი: სისხლში გლუკოზის მაღალი დონე, სხვა ორგანოებთან ერთად, თვალსაც აზიანებს. თვალის დაზიანება, შესაძლოა, დიდხანს დარჩეს შეუმჩნეველი და მხედველობის სერიოზული გაუარესება გამოიწვიოს.
ბადურაზე ცვლილებების გამოვლენა შესაძლებელია პერიოდული შემოწმებით, იქამდე, ვიდრე მხედველობასთან დაკავშირებული სიმპტომები იჩენს თავს. მკურნალობის დროულად დაწყებით მხედველობის დაკარგვის რისკი მცირდება.
როგორ აზიანებს დიაბეტი თვალს?
  • სისხლში შაქრის მაღალი დონე თვალის ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს. დიაბეტის დროს დაზიანებული სისხლძარღვები შუპდება, სისხლის ნაკადი ფერხდება და ბადურა ზიანდება. დროთა განმავლობაში ბადურაზე ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები, რაც, ხშირად, თვალის შიგნით სისხლჩაქცევის და მხედველობის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ხდება.
  • დიაბეტის დროს განვითარებულ თვალის დაავადებას დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. ბადურის ცენტრალური ნაწილის დაზიანება კი დიაბეტური მაკულოპათიის სახელითაა ცნობილი.
როგორ შევამციროთ თვალის დაზიანების რისკი დიაბეტის დროს?
დიაბეტის მქონე პაციენტებში, შაქრის დონის კონტროლთან ერთად, აუცილებელია თვალის პერიოდული შემოწმება, ანუ, სკრინინგი. ამ დროს, თვალის ბადურის შესამოწმებლად, ოფთალმოლოგები სპეციალურ მოწყობილობას, ოფთალმოსკოპს იყენებენ.
გარდა ამისა, სკრინინგის ჩატარება ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ იმ 60 ამბულატორიაში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი პარტნიორების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით, მათ შორის, ციფრული ოფთალმოსკოპით (იხ. ჩამონათვალი: https://shorturl.at/ogLlM). ამ ამბულატორიებში ოჯახის ექიმებს შეუძლიათ, ციფრული ოფთალმოსკოპის გამოყენებით ბადურის ფოტო გადაიღონ, ხოლო გამოსახულება სპეციალისტ ოფთალმოლოგს გაუგზავნონ შესაფასებლად. ამ მეთოდს რეტინოპათიაზე ტელესკრინინგი ეწოდება.
როგორ ტარდება რეტინოპათიაზე ტელესკრინინგი?
  • ოჯახის ექიმი სპეციალური აპარატით და განათებით დააკვირდება თვალის ფსკერს. ოჯახის ექიმი გადაიღებს თვალის ფსკერის ფოტოს და გამოსახულებას შესაფასებლად ოფთალმოლოგთან გადააგზავნის. პროცედურა უმტკივნეულოა და გრძელდება დაახლოებით 20–30 წუთი.
  • თუ შედეგი ნორმალურია და დიაბეტური რეტინოპათიის ნიშნები არ იკვეთება, მომდევნო შეფასება ერთი წლის შემდეგაა რეკომენდებული.
  • მომდევნო შემოწმებას ექიმი გეგმავს სკრინინგის შედეგების მიხედვით.
  • სკრინინგის შედეგების მიხედვით ექიმი პაციენტს საჭირო სპეციალისტთან, რომელიც სათანადო მკურნალობას ნიშნავს.
  • ადრეულ ეტაპზე დიაგნოზის დასმისას, დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობა კარგი შედეგით სრულდება.
  • დიაბეტის დროს უფრო მეტი ზრუნვაა საჭირო თვალზე – ჩაიტარე ტელესკრინინგი!
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„პირადად ჩემი თხოვნით, ის ამ პერიოდის განმავლობაში, დარჩა ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე და საბედნიეროდ, მან წარმატებით შეძლო ამ პროცესის გაძღოლა“-მიხეილ სარჯველაძე

„პირადად ჩემი თხოვნით, ის ამ პერიოდის განმავლობაში, დარჩა ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე და საბედნიეროდ, მან წარმატებით შეძლო ამ პროცესის გაძღოლა“-მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ სამედიცინო პერსონალის დასაქმების მიზნით, ვინც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო სერვისის მიმწოდებლებთან იყო დასაქმებული კონკურსი გამოცხადდება.

„მინდა, ექიმებსა და ექთნებს მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეფორმის ამ ეტაპის დასრულების შედეგად, შეგვიძლია, გამოვაცხადოთ კონკურსი დამატებით, სამედიცინო პერსონალისთვის სამუშაო ადგილების შესათავაზებლად.

კერძოდ, უახლოეს დღეებში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი გამოაცხადებს კონკურსს ექიმებისა და ექთნებისათვის, სადაც პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ პირებს, ვინც მუშაობდნენ ოპიოდური ჩანაცვლების თერაპიის კერძო მიმწოდებლებთან და აქვთ სახელმწიფო ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი. ამ ფაქტორს დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, ასევე – მათ გამოცდილებას. თუმცა, მოგვიწევს მხედველობაში ისეთი ფაქტორების მიღება, როგორიც არის მათი კეთილსინდისიერება, გასაგები მიზეზების გამო. საბედნიეროდ, არსებობენ ნამდვილად ღირსეული ექიმები და ექთნები. თუმცა, სამწუხაროდ, მაგალითად ზემოაღნიშნული შემთხვევების გათვალისწინებით, რაზეც მანამდე ვისაუბრეთ, ყველა მათგანთან ურთიერთობა გაგვიჭირდება. ამდენად, კონკურსის პროცესში, ყველა ეს საკითხი დეტალურად შეფასდება და მიღებული იქნება რელევანტური გადაწყვეტილება, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ლევან ჩაკვეტაძეს, თანამდებობის დატოვება, რამდენიმე თვის წინაც უნდოდა, თუმცა რეფორმის განხორციელების პროცესში, მინისტრის თხოვნით, აღნიშნულისაგან თავი შეიკავა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, ვინც იმუშავა ამ რეფორმაზე და იმუშავა წარმატებულად ამ პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებულად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ლევან ჩაკვეტაძეს ამ პროცესების წარმატებულად წარმართვისთვის. აქვე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ცოტა უფრო ადრინდელი გადაწყვეტილებაა მისი, თუმცა, პირადად ჩემი თხოვნით, ის ამ პერიოდის განმავლობაში, დარჩა ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე და საბედნიეროდ, მან წარმატებით შეძლო ამ პროცესის გაძღოლა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„იმ სამედიცინო პერსონალის დასაქმების მიზნით, ვინც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო სერვისის მიმწოდებლებთან იყო დასაქმებული კონკურსი გამოცხადდება“-მიხეილ სარჯველაძე

„გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“-მიხეილ სარჯველაძე
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ სამედიცინო პერსონალის დასაქმების მიზნით, ვინც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო სერვისის მიმწოდებლებთან იყო დასაქმებული კონკურსი გამოცხადდება.

„მინდა, ექიმებსა და ექთნებს მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეფორმის ამ ეტაპის დასრულების შედეგად, შეგვიძლია, გამოვაცხადოთ კონკურსი დამატებით, სამედიცინო პერსონალისთვის სამუშაო ადგილების შესათავაზებლად.

კერძოდ, უახლოეს დღეებში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი გამოაცხადებს კონკურსს ექიმებისა და ექთნებისათვის, სადაც პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ პირებს, ვინც მუშაობდნენ ოპიოდური ჩანაცვლების თერაპიის კერძო მიმწოდებლებთან და აქვთ სახელმწიფო ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი. ამ ფაქტორს დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, ასევე – მათ გამოცდილებას. თუმცა, მოგვიწევს მხედველობაში ისეთი ფაქტორების მიღება, როგორიც არის მათი კეთილსინდისიერება, გასაგები მიზეზების გამო. საბედნიეროდ, არსებობენ ნამდვილად ღირსეული ექიმები და ექთნები. თუმცა, სამწუხაროდ, მაგალითად ზემოაღნიშნული შემთხვევების გათვალისწინებით, რაზეც მანამდე ვისაუბრეთ, ყველა მათგანთან ურთიერთობა გაგვიჭირდება. ამდენად, კონკურსის პროცესში, ყველა ეს საკითხი დეტალურად შეფასდება და მიღებული იქნება რელევანტური გადაწყვეტილება, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ლევან ჩაკვეტაძეს, თანამდებობის დატოვება, რამდენიმე თვის წინაც უნდოდა, თუმცა რეფორმის განხორციელების პროცესში, მინისტრის თხოვნით, აღნიშნულისაგან თავი შეიკავა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, ვინც იმუშავა ამ რეფორმაზე და იმუშავა წარმატებულად ამ პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებულად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ლევან ჩაკვეტაძეს ამ პროცესების წარმატებულად წარმართვისთვის. აქვე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ცოტა უფრო ადრინდელი გადაწყვეტილებაა მისი, თუმცა, პირადად ჩემი თხოვნით, ის ამ პერიოდის განმავლობაში, დარჩა ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე და საბედნიეროდ, მან წარმატებით შეძლო ამ პროცესის გაძღოლა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ფეხის სოკოს მკურნალობა სახლის პირობებში

ფეხის სოკოს მკურნალობა სახლის პირობებში

ფეხის სოკოს მკურნალობა სახლის პირობებში – იაფი და სწრაფი მეთოდი

  1. მოაშორეთ ფრჩხილებს ყველა გაშავებული, დაავადებული ნაწილი მაკრატელის დახმარებით.

3. აიღეთ ბამბის თავიანი ჩხირი და ჩაალბეთ ბამბის ნაწილი წყალბადის ზეჟანგში. შემდეგ დალბობილი ბამბა გადაუსვით ყველა ფრჩხილს სათითაოდ და ფრთხილად დაფარეთ მათი მთელი ზედაპირი.  გააგრძელეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ბრონქიტის სამკურნალო რეცეპტები – ბრონქიტის განკურნება ამ მცენარეებით შეგიძლიათ

ბრონქიტის სამკურნალო რეცეპტები - ბრონქიტის განკურნება ამ მცენარეებით შეგიძლიათ

ბრონქიტი ძალიან შემაწუხებელი და ქრონიკული პრობლემა გახლავთ.

მას თან ახლავს ხველა, სიცხე, სუნთქვის ნაკლებობა და მსგავსი სიმპტომები. საბედნიეროდ მისი მკურნალობა სახლის პირობებში ასეთი ეფექტური რეცეპტების დახმარებითაა შესაძლებელი:

ბრონქიტის სამკურნალო რეცეპტები

  1. 3-4გ ხმელი ნიახური ფოთლები ჩაყარეთ 1 ლიტრ მდუღარე წყალში და დატოვეთ ასე 8 საათის განმავლბაში. შემდეგ გადაწურეთ სითხე და მიღებული ნაყენი დალიეთ დღეში სამჯერ, 1 ს/კ ოდენობით. გააგრძელეთ კითხვა

 

ბრონქიტი - მკურნალი.გე

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მიხეილ სარჯველაძე: ბენეფიციართა მნიშვნელოვანმა ნაწილმა სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლის შემდეგ, სამჯერ შემცირებული დოზა მოითხოვა. რა მიზეზით იწერებოდა სამჯერ დიდი დოზის ნარკოტიკი, მარტივად შეიძლება დასკვნების გამოტანა

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სისტემის რეფორმის ერთი ეტაპი დასრულდა და გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა წარმატებულად, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კერძო სერვისის მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან, სახელმწიფო პროგრამაში დაახლოებით 1800 პირი ჩაერთო.

მიხეილ სარჯველაძემ, იმ გამოვლენილ მანკიერებებზეც ისაუბრა, რაც აღნიშნულმა ცვლილებამ გამოკვეთა. მათ შორის, ბენეფიციართა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, 200-მა ადამიანმა, სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლის შემდეგ სამჯერ შემცირებული დოზა მოითხოვა.

„ამ ადამიანებმა, პირველივე დღიდან უარი განაცხადეს იმ დოზის მიღებაზე, რომელსაც ყიდულობდნენ კერძო დაწესებულებაში და ფასი, მოგეხსენებათ, რომ მცირე არ იყო. რვა ორგანიზაციის წლიური, ჯამური შემოსავალი, რომელიც სერვისის მიწოდებით იყო დაკავებული, გახლდათ 30 მილიონ ლარზე მეტი.

ახლა, როდესაც სახელმწიფო პროგრამით უფასოდ იღებს ბენეფიციარი იმას, რაშიც ფულს იხდიდა კერძო მიმწოდებლებთან, ითხოვს სამჯერ შემცირებულ დოზას. რა მიზეზით იწერებოდა ასეთ მომხმარებელზე სამჯერ დიდი დოზის ნარკოტიკი, საზოგადოებას მარტივად შეუძლია დასკვნების გამოტანა და საკუთარი ვერსიის ქონა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე კერძო მომწოდებლის შემთხვევაში, გამოყენებული საშუალო დოზა გაცილებით მაღალია, მთლიანად კერძო ჩანაცვლებით პროგრამის ფარგლებში გამოყენებულ საშუალო მაჩვენებელთან.

„თუ საერთო მაჩვენებელი იყო 11,5 მილიგრამი – კერძო დაწესებულებების შემთხვევაში მაქვს საუბარი, თორემ სახელმწიფოს შემთხვევაში ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია და 7,8 მილიგრამს შეადგენს – 20 მიმწოდებელი პუნქტიდან ოთხის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი აღემატებოდა 15 მილიგრამს, ზოგიერთ შემთხვევაში – 19-ს. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი და რა რისკებს შეიძლება ბადებდეს, ამაზეც საზოგადოება თავად შეძლებს დასკვნების გამოტანას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights