თვალის შემოწმება დიაბეტის დროს: ტელესკრინინგი დიაბეტურ რეტინოპათიაზე
- სისხლში შაქრის მაღალი დონე თვალის ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს. დიაბეტის დროს დაზიანებული სისხლძარღვები შუპდება, სისხლის ნაკადი ფერხდება და ბადურა ზიანდება. დროთა განმავლობაში ბადურაზე ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები, რაც, ხშირად, თვალის შიგნით სისხლჩაქცევის და მხედველობის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ხდება.
- დიაბეტის დროს განვითარებულ თვალის დაავადებას დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. ბადურის ცენტრალური ნაწილის დაზიანება კი დიაბეტური მაკულოპათიის სახელითაა ცნობილი.
- ოჯახის ექიმი სპეციალური აპარატით და განათებით დააკვირდება თვალის ფსკერს. ოჯახის ექიმი გადაიღებს თვალის ფსკერის ფოტოს და გამოსახულებას შესაფასებლად ოფთალმოლოგთან გადააგზავნის. პროცედურა უმტკივნეულოა და გრძელდება დაახლოებით 20–30 წუთი.
- თუ შედეგი ნორმალურია და დიაბეტური რეტინოპათიის ნიშნები არ იკვეთება, მომდევნო შეფასება ერთი წლის შემდეგაა რეკომენდებული.
- მომდევნო შემოწმებას ექიმი გეგმავს სკრინინგის შედეგების მიხედვით.
- სკრინინგის შედეგების მიხედვით ექიმი პაციენტს საჭირო სპეციალისტთან, რომელიც სათანადო მკურნალობას ნიშნავს.
- ადრეულ ეტაპზე დიაგნოზის დასმისას, დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობა კარგი შედეგით სრულდება.
- დიაბეტის დროს უფრო მეტი ზრუნვაა საჭირო თვალზე – ჩაიტარე ტელესკრინინგი!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi













