პარასკევი, მაისი 8, 2026

„Amevit Kids“ – Amvilab რატომ ვერ ვურჩევთ ამ ვიტამინს თქვენს შვილს?

„Amevit Kids“ – Amvilab რატომ ვერ ვურჩევთ ამ ვიტამინს თქვენს შვილს?

„Amevit Kids“ – Amvilab რატომ ვერ ვურჩევთ ამ ვიტამინს თქვენს შვილს?

ბევრი მშობელი სჯერა, რომ ბავშვებისთვის საღეჭი მარმელადის ფორმის ვიტამინები უსაფრთხო და სრულყოფილი გამოსავალია. თუმცა „Amevit Kids“–ის ოფიციალურმა შეფასებამ (PHIG/SSG) აჩვენა სერიოზული ხარვეზები, რის გამოც პროდუქტი „არ არის რეკომენდებული“.
რა ვიპოვეთ ოფიციალური შემოწმებისას?
1. რეგისტრაცია
• საქართველოში არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი „Amevit Kids“-ის რეგისტრაციის/ნოტიფიკაციის დოკუმენტი.
• ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს სრული გამჭვირვალობა იმპორტის და კონტროლის პროცესზე.
2. წარმოება და GMP სტანდარტები
• კომპანია აცხადებს „GMP certified“ და „FDA registered facility“, მაგრამ დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი.
• FDA ოფიციალურად აცხადებს: „FDA არ ამტკიცებს საკვებ დანამატებს“.
3. ლაბორატორიული ანალიზი (CoA)
• პროდუქტის კონკრეტული პარტიის ლაბორატორიული სერტიფიკატი (CoA) არ არის ხელმისაწვდომი.
• ეს დოკუმენტი აუცილებელია, რათა დადასტურდეს ვიტამინების რეალური შემცველობა, მძიმე ლითონების არარსებობა და მიკრობიოლოგიური უსაფრთხოება.
4. შემადგენლობა
PSP-ის ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ 2 ჟელე შეიცავს:
• ვიტამინი A – 400 მკგ (100% რეკომენდებული დღიური ნორმა 4–8 წლისთვის)
• ვიტამინი D – 10 მკგ (ფარავს მხოლოდ 67%-ს)
• იოდი – 42 მკგ (ფარავს მხოლოდ 47%-ს)
• თუთია – 2.7 მგ (ფარავს მხოლოდ 54%-ს)
• B6 და B12 მნიშვნელოვნად აღემატება დღიურ ნორმას
• შაქარი – 3 გ
შედეგი: პროდუქტი ვერ ფარავს სრულად ყველა აუცილებელ ელემენტს, მიუხედავად იმისა, რომ რეკლამაში ნათქვამია „ყველა აუცილებელი ვიტამინი და მინერალი“.
5. მარკეტინგი და განცხადებები
• PSP-ის რეკლამებში წერია: „ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა დაავადებების მიმართ“, „უზრუნველყოფს ძვლების და კბილების მინერალიზაციას“.
• ასეთი განცხადებები საკვები დანამატებისთვის დაუშვებელია, რადგან ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პროდუქტი კურნავს ან პრევენციას ახდენს დაავადებებს.
6. მთავარი რისკები
• არარსებული რეგისტრაციის დოკუმენტები საქართველოში
• GMP სერტიფიკატის დაუდასტურებლობა
• CoA-ის არქონა
• აბსოლუტური და შეცდომაში შემყვანი განცხადებები რეკლამაში
• არასრული დაფარვა რეკომენდებულ დღიურ ნორმებზე (იოდი, D ვიტამინი, თუთია)
• დამატებული შაქრის წყარო
7. დამატებითი ეჭვი
ჩვენი კვლევით აღმოჩნდა, რომ Amevit Kids რეალურად ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოში (PSP) და არ ჩანს კომპანიის ოფიციალურ აშშ ვებგვერდზე ან მათი საერთაშორისო ონლაინ-მაღაზიებში.
ეს ფაქტი უცნაურია და დამაბნეველი, რაც დამატებით აჩენს კითხვებს და ამაღლებს ეჭვს პროდუქტის წარმოშობასთან და ლეგალურ სტატუსთან დაკავშირებით.
რას ვურჩევთ მშობლებს?
• ბავშვებისთვის ვიტამინების დანიშვნა უნდა მოხდეს პედიატრთან კონსულტაციით.
• ყოველთვის გადაამოწმეთ:
• აქვს თუ არა პროდუქტს ოფიციალური რეგისტრაცია საქართველოში
• არსებობს თუ არა ლაბორატორიული სერტიფიკატი (CoA)
• სწორად არის თუ არა მონიშნული ეტიკეტირება ქართულ ენაზე
• არ ენდოთ აბსოლუტურ განცხადებებს, როგორიცაა „უზრუნველყოფს…“ ან „კურნავს…“
საბოლოო შეფასება
„Amevit Kids“ – PHIG/SSG სტატუსი: არ არის რეკომენდებული
პროდუქტი ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების, სანდოობისა და რეგულაციურ მოთხოვნებს. სანამ კომპანიამ არ წარმოადგინა GMP სერტიფიკატი, CoA და ოფიციალური რეგისტრაციის დოკუმენტები, მისი რეკომენდაცია შეუძლებელია.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.

შეიძლება იყოს მედიკამენტი და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როცა ადამიანი უცებ ფეთქდება და ბრაზდება ეს მისი ტკივილი და სევდაა!

დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ დარღვევას წარმოადგენ
#post_seo_title

როცა ადამიანი უცებ ფეთქდება და ბრაზდება ეს მისი ტკივილი და სევდაა!

ხშირად გვგონია, რომ ეს ადამიანის ხასიათშია, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ქვეცნობიერში დაგროვილი და ჩარჩენილი ტკივილი.
ბრაზი ხშირად არ ეკუთვნის მხოლოდ იმ წუთს – ის მოდის ბავშვობიდან, იმ დროიდან, როცა ადამიანმა ვერ ისწავლა ემოციების სწორად გამოხატვა და გულში დაიგროვა წყენა, შიში, ტკივილი და უსამართლობა.
წამიერი აფეთქება არის სხეულის თავდაცვის მექანიზმი, სადაც გონებაზე წინ მიიწევს ემოცია და არ ერთვება აზროვნება და დაკვირვება. ამ დროს ერთვება ჰორმონები – ადრენალინი, კორტიზოლი. სხეული ემზადება „ბრძოლისთვის ან გაქცევისთვის“. ამიტომაც არის ეს რეაქცია სწრაფი და ძლიერიც. ამ დროს სხეულის კუნთები იძაბება, სასიცოცხლო ენერგიის ნაკადი არასწორ მიმართულებას ღებულობს და შინაგანი ორგანოები ზიანდება, განსაკუთრებით ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, კუჭნაწლავი და გული. გრძელვადიან პერსპექტივაში ბრაზი იწვევს სხვადასხვა დაავადებებს.
კარგია, რომ გვახსოვდეს:
  • ბრაზი არის შენიღბული ტკივილი.
  • აფეთქება უფრო ძლიერია, ვიდრე ამას სიტუაცია მოითხოვს. ბრაზის უკან წარსულის დაგროვილი ტკივილია. როდესაც გაბრაზებულ ადამიანს ამ პერქპექტივიდან შეხედავთ, მის მიმართ ემპათია გაგიჩნდებათ.
სულიერი ალქიმიიის მიხედვით: ბრაზი ცოდვა არ არის. ცოდვაა მისი არასწორი გამოყენება. წმინდა მამებიც ამბობდნენ – ბრაზი უნდა იქცეს ღვთის ნაპერწკლად, და არა ეგოს გამოვლენად.
ადამიანი უნდა ეცადოს ბრაზის ფესვებამდე ჩავიდეს, ამიოცნოს ამ ემოციის წარმოქმნის მიზეზი და შემდეგ გარდაქმნას ის შინაგან სინათლედ და ძალად.
ყოველი ასეთი იმპულსური ქცევა არის შინაგანი დაჭრილი ბავშვის ხმა. შესაძლოს ამ ბავშვმა დიდი ტკივილი გაიარა, ეს ტკივილი კი მოგვიანებით ბრაზად იქცა.
ტრანსფორმაცია არასდროს მთავრდება. ეს არის უწყვეტი გზა. ტრანსფორმაციის გზა არის განკურნების გზა!
ადამიანს აქვს უნარი სიბნელე აქციოს სინათლედ, მთავარია ჩრდილიდან სინათლეში შევიდეს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ცადამყვანა“ (Amanita muscaria) – რატომ არის საფრთხის შემცველი და არ არის რეკომენდებული – გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს

„ცადამყვანა“ (Amanita muscaria) – რატომ არის საფრთხის შემცველი და არ არის რეკომენდებული

„ცადამყვანა“ (Amanita muscaria) – რატომ არის საფრთხის შემცველი და არ არის რეკომენდებული

ქართულ ბაზარზე იყიდება „Amanita muscaria microdosing“ კაფსულები, რომლებიც პოზიციონირდება როგორც ანტიდეპრესიული, ტკივილგამაყუჩებელი და „მიკროდოზინგის“ დანამატი. რეალობა კი სრულიად სხვაა — ეს პროდუქტი არ არის უსაფრთხო, არ არის კანონიერად ნებადართული მრავალ ქვეყანაში და მისი გამოყენება დაკავშირებულია სერიოზულ ჯანმრთელობის რისკებთან.
რა შეიცავს Amanita muscaria?
ცადამყვანას აქტიური ნაერთებია:
• მუსციმოლი (muscimol)
• იბოტენის მჟავა (ibotenic acid)
• მცირე რაოდენობით მუსკარინი
ეს ნივთიერებები პსიქოაქტიურია და ტოქსიკური დოზის ზღვარი არაპროგნოზირებადია. ერთი და იგივე სოკოს ნაყოფში ამ ნაერთების რაოდენობა მკვეთრად მერყეობს, ამიტომ კაფსულებში არსებული რეალური დოზა ხშირად უცნობია [1–3].
უსაფრთხოება და კლინიკური მონაცემები
• დაფიქსირებულია მძიმე გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები და გონების დაკარგვა [4,5].
• აშშ-ში Amanita-ს შემცველი „ედიბლებისა“ გამო მრავალი ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში [6].
• FDA-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ Amanita muscaria-ს, მის ექსტრაქტებსა და კომპონენტებს (მუსციმოლი, იბოტენის მჟავა, მუსკარინი) არ აქვთ ავტორიზაცია საკვებად ან დიეტურ დანამატად და მათი გამოყენება არ არის უსაფრთხო [7].
• კლინიკური მტკიცებულება სამკურნალო ეფექტებზე არ არსებობს — არც ანტიდეპრესიული, არც „იმუნიტეტის გამაძლიერებელი“ და არც სხვა ჩამოთვლილი ეფექტები დამტკიცებული არ არის [8].
სად არის აკრძალული ან შეზღუდული
• აშშ: FDA-ს მიერ საკვებად აკრძალულია; ლუიზიანაში სრულიად აკრძალულია ფლობა/გაყიდვა ადამიანური მოხმარებისთვის [7,9].
• დიდი ბრიტანეთი: „Psychoactive Substances Act 2016“-ის საფუძველზე აკრძალულია მიწოდება/გაყიდვა [10].
ავსტრალია: მუსციმოლი კლასიფიცირებულია როგორც Schedule 9 – აკრძალული ნივთიერება [11].
ნიდერლანდები: 2008 წლიდან აკრძალულია ჰალუცინოგენური სოკოების (მათ შორის Amanita muscaria) გაყიდვა [12].
რუმინეთი და პოლონეთი: აკრძალულია ან მკაცრად იზღუდება გაყიდვა ადამიანური მოხმარებისთვის [13].
ჩეხეთი: სახელმწიფო ინსპექციამ 2024 წელს ამოიღო მუსციმოლშემცველი პროდუქტები ბაზრიდან როგორც ჯანმრთელობისთვის მავნე [14].
ევროკავშირი: Novel Food რეგულაციის მიხედვით Amanita muscaria არ არის ავტორიზებული საკვებად ან დანამატად [15].
რატომ არის ეს პროდუქტი განსაკუთრებით საშიში
1. დოზის არაპროგნოზირებადობა – ნარევში მუსციმოლისა და იბოტენის მჟავის ზუსტი რაოდენობა უცნობია [1–3].
2. ლაბორატორიული დადასტურების არარსებობა – არც ერთი სერტიფიცირებული ISO 17025 ან GMP დოკუმენტი არ არის ხელმისაწვდომი.
3. ფალსიფიკაციის მაღალი რისკი – ბაზარზე არსებულ „ამანიტა პროდუქტებში“ ხშირად აღმოჩნდა სხვა, მიუთითებელი ფსიქოაქტიური ნაერთებიც [6].
4. განსაკუთრებული საფრთხე მგრძნობიარე ჯგუფებისთვის – ორსულები, ბავშვები, ფსიქიკური აშლილობის მქონენი და ალკოჰოლთან/მედიკამენტებთან კომბინაციაში მომხმარებლები.
დასკვნა
Amanita muscaria კაფსულები (მიკროდოზინგი) არ არის რეკომენდებული.
ეს პროდუქტი საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობას, რადგან:
• კლინიკური ეფექტიანობა არ არის დამტკიცებული,
• უსაფრთხოება არ არის დადასტურებული,
• ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ან მკაცრად იზღუდება,
• FDA და სხვა რეგულატორები აფრთხილებენ, რომ მისი გამოყენება საფრთხის მატარებელია.
მოსახლეობისთვის ამ პროდუქტის მოხმარება სერიოზული ჯანმრთელობის რისკებს ქმნის და შესაძლოა სიცოცხლისთვისაც კი სახიფათო აღმოჩნდეს.
References (Vancouver style)
1. Michelot D, Melendez-Howell LM. Amanita muscaria: chemistry, biology, toxicology, and ethnomycology. Mycol Res. 2003;107(2):131–46. doi:10.1017/S0953756203007305
2. McCabe K, et al. Variable ibotenic acid and muscimol concentrations in Amanita muscaria specimens. Toxicon. 2021;200:46–53. doi:10.1016/j.toxicon.2021.07.002
3. European Food Safety Authority (EFSA). Scientific opinion on Amanita muscaria as novel food. EFSA Journal. 2020;18(5):e06123.
4. Diaz JH. Syndromic diagnosis and management of Amanita muscaria poisoning. J Toxicol Clin Toxicol. 2005;43(3):303–7.
5. Benjamin DR. Mushroom poisoning in infants and children: the Amanita muscaria experience. Pediatrics. 1992;89(6):1009–13.
6. Centers for Disease Control and Prevention (CDC). Illnesses associated with amanita-containing edibles — United States, 2023. MMWR Morb Mortal Wkly Rep. 2023;72(45):1251–4.
7. US Food and Drug Administration (FDA). Warning on Amanita muscaria and muscimol-containing products. FDA Consumer Update, 2023.
8. Keeler RF, et al. Toxicology of mushroom constituents: lack of evidence for therapeutic use of muscimol. Regul Toxicol Pharmacol. 2019;103:252–8.
9. Louisiana State Legislature. Louisiana State Act RS 40:989.3 — Prohibited hallucinogenic plants. 2005.
10. UK Home Office. Psychoactive Substances Act. 2016.
11. Australian Government. Poisons Standard (SUSMP). Schedule 9 — Prohibited Substances. 2022.
12. Dutch Ministry of Health. Verbod op hallucinogene paddo’s. Staatscourant. 2008.
13. European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction (EMCDDA). Legal status of psychoactive mushrooms in EU Member States. 2024.
14. Czech Agriculture and Food Inspection Authority (CAFIA). Market withdrawal of muscimol-containing products. 2024.
15. European Commission. Novel Food Catalogue — Amanita muscaria. 2024.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) და Safe Supplement Georgia (SSG)
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) არის დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს სწორედ საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. მისი მთავარი ამოცანაა შეამოწმოს ქვეყანაში ხელმისაწვდომი საკვები დანამატები და უზრუნველყოს, რომ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქცია არ იყოს საფრთხის შემცველი. PHIG-ის მიერ შექმნილი Safe Supplement Georgia (SSG) ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში არსებული დანამატების რეგულარულ მონიტორინგს, ხარისხის კონტროლს და მომხმარებელთა ინფორმირებას.
Supplement.ge – ქართული პლატფორმა მომხმარებლისთვის
Supplement.ge არის სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი ონლაინ-პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ნახონ დამოუკიდებელი შეფასებები საქართველოში გაყიდვაში არსებული დანამატების შესახებ. შეფასება ეფუძნება SSG-ის „7 კრიტერიუმის სისტემას“:
1. კომპანიის იდენტიფიკაცია საქართველოში
2. პროდუქტის ოფიციალური რეგისტრაცია
3. GMP/ISO სერტიფიკატი
4. ლაბორატორიული ანალიზი (CoA)
5. ეტიკეტირების შესაბამისობა ქართულ კანონმდებლობასთან
6. უსაფრთხოების შეფასება
7. რეკლამისა და ლოგოების სისწორე
თუ პროდუქტი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, მას ენიჭება მწვანე ნიშანი – „რეკომენდებულია“. თუ რომელიმე კრიტერიუმი ვერ სრულდება, პროდუქტი შეფასდება როგორც „არ არის რეკომენდებული“.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
პროფესორი გიორგი ფხაკაძესაზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე — უკვე მრავალი წელია საქართველოში მუშაობს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სურსათის/დანამატების უსაფრთხოების მიმართულებით. მისი საქმიანობა ორიენტირებულია ქართული ბაზრის გაჯანსაღებაზე, მომხმარებელთა დაცვაზე და სამეცნიერო ცოდნის ხელმისაწვდომობაზე. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა Supplement.ge და Safe Supplement Georgia (SSG), რომელიც დღეს საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი პლატფორმაა დანამატების ხარისხისა და უსაფრთხოების შეფასებისთვის.
გადმოწერე აპლიკაცია „შენიექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მეტისათვის ეწვიეთ:
ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტს (PHIG) და Safe Supplement Georgia (SSG) ინიციატივას არ გააჩნიათ კომერციული ან ფინანსური ინტერესები საკვები დანამატების იმპორტიორებთან, მწარმოებლებთან ან დისტრიბუტორებთან საქართველოში. მოცემული შეფასება ემყარება მხოლოდ მეცნიერულ მტკიცებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებს. სტატიაში წარმოდგენილი დასკვნები არ არის სპონსორირებული და ემსახურება მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და ბაზრის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

შეიძლება იყოს მედიკამენტი და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ბრიტანეთში ჩვილი ყივანახველით გარდაიცვალა — ვაქცინაციის ვარდნამ უკვე სიცოცხლე შეიწირა!

ყივანახველა ვლინდება სპაზმური ხველის შეტევების სახით
#post_seo_title

ბრიტანეთში ჩვილი ყივანახველით გარდაიცვალა — ვაქცინაციის ვარდნამ უკვე სიცოცხლე შეიწირა!

ყივანახველა — ეს ავადმყოფობა ბევრს ჰგონია „გადავლილი ისტორია“. სინამდვილეში, როდესაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ეცემა, დაავადება ბრუნდება და ყველაზე დაუცველებს — ჩვილებს — სიცოცხლეს ართმევს.
რა მოხდა ბრიტანეთში?
ბრიტანულმა გამოცემა The Guardian გამოაქვეყნა ტრაგიკული ამბავი: ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა ყივანახველით. მიზეზი?ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა. ეს არ არის მხოლოდ ერთი შემთხვევა — ეპიდემიოლოგები უკვე აფრთხილებენ, რომ გავრცელების ტალღა მზარდია.
რატომ ვარდება ვაქცინაციის მაჩვენებელი?
დეზინფორმაცია და ანტივაქსერული პროპაგანდა
სოციალური ქსელებით გავრცელებული „ფეიქ ნიუსები“
ხალხის ნდობის დაკარგვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ
პანდემიის შემდეგ ზოგიერთმა მშობელმა ჩათვალა, რომ ვაქცინები „არ არის საჭირო“
რისი საფრთხეა ყივანახველი ბავშვებისთვის?
• ჩვილებს იმუნიტეტი არ აქვთ და ყველაზე მძიმედ იტანენ ინფექციას
• მაღალი სიცხე, ხანგრძლივი ხველის შეტევები, სუნთქვის გაჩერების რისკი
• გართულებები: პნევმონია, ტვინის დაზიანება, სიკვდილი
საქართველო – უნდა გავაკეთოთ დასკვნები!
საქართველოში უკვე ვხედავთ ვაქცინაციის მაჩვენებლის ვარდნას სხვადასხვა პროგრამაში. თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, იგივე ტრაგედიები ჩვენც გველის.
მოკლე შეჯამება – ფაქტები
• ვაქცინაციის ვარდნა = დაავადების დაბრუნება
• ყივანახველი კლავს ჩვილებს
• გამოსავალი მხოლოდ ერთია: ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს სისტემურად და masobriv
კითხვა–პასუხი
შესაძლებელია თუ არა ყივანახველის თავიდან აცილება?
კი, რეგულარული ვაქცინაციით.
რატომ ვერ იცავს ახალშობილი ვაქცინით პირველ თვეებში?
ჩვილი პირველი დოზას იღებს 2 თვის ასაკში, ამიტომაც მნიშვნელოვანია დედის ვაქცინაცია ორსულობისას და საერთო მოსახლეობაში იმუნიტეტის მაღალი დონე.
რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო?
საინფორმაციო კამპანია, მშობლების მხარდაჭერა და ანტიდეზინფორმაციული პოლიტიკა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
ლიტერატურა:
1. The Guardian. British baby dies from whooping cough as vaccination rates fall. 31 August 2025. https://www.theguardian.com/…/british-baby-dies-from…
2. World Health Organization. Pertussis vaccines: WHO position paper. Weekly Epidemiological Record. 2015;90(35):433–60.
3. Cherry JD. The history of pertussis (whooping cough); 1906–2015: facts, myths, and misconceptions. Curr Epidemiol Rep. 2015;2:120–30.
4. Centers for Disease Control and Prevention (CDC). Pertussis (Whooping Cough) – Surveillance and Epidemiology. 2024.
5. European Centre for Disease Prevention and Control (ECDC). Pertussis – Factsheet for health professionals. 2023.
COI (დამოუკიდებლობის დეკლარაცია):
სტატია მომზადებულია მხოლოდ სამეცნიერო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის. ავტორს არ აქვს კომერციული ან ფინანსური ინტერესები რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „G The Guardian 3h Following British baby dies from whooping cough as vaccination rates fall Guardian Thear The“ გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

დღეიდან თბილისის მერია ერთ-ერთი ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსებას იწყებს – დეტალები

#post_seo_title

თბილისის მერმა რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტის დაფინანსების პროგრამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე 6 აგვისტოს განაცხადა. მისივე თქვით, დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ხოლო განაცხადების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

მისივე თქმით, მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

„მინდა, შევეხო ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომლის დაწყებაც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თბილისის მერია პირველი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს, რაც ძვირად ღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი, შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ქმედუნარიანები ხდებიან და  მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მოქალაქე განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში.

„ბევრჯერ მითქვამს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება დავუდგებით გვერდით. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. თუ გადავხედავთ სტატისტიკას ვნახავთ, რამდენი დახმარებაა გაცემული ჩვენი შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მიერ – სხვადასხვა სოციალური პროგრამები გვაქვს, ოპერაციებს ვაფინანსებთ და ა.შ.

თბილისის მერიის აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა კი ექნებათ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ქულა DAS28 ინდექსით არის 3.2 ან მასზე მეტია. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსების მისაღებად, განცხადებას უნდა ერთვოდეს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის საინფორმაციო ბარათი; ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე; ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგ ჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ; კონსილიუმის ვადიანი დასკვნა, პაციენტისთვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე; კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან; სხვა დოკუმენტი, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

“საქართველოში პაციენტი შეიყვანეს საოპერაციოში ნაღვლის ბუშტის ამოსაჭრელად და აღმოჩნდა, რომ ის უკვე ამოჭრილი ჰქონდა… მინდა, გითხრათ, რომ ტყუილად აგინებთ იმ ექიმებს” – რას ამბობს გავრცელებულ ვიდეოში ექიმი არჩილ მარშანია?

“საქართველოში პაციენტი შეიყვანეს საოპერაციოში ნაღვლის ბუშტის ამოსაჭრელად და აღმოჩნდა, რომ ის უკვე ამოჭრილი ჰქონდა…

მინდა, გითხრათ, რომ ტყუილად აგინებთ იმ ექიმებს. დიდი ალბათობით არაფერი ექსტრაორდინალური მანდ არ ხდება…” – ამბობს გავრცელებულ ვიდეოში ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი არჩილ მარშანია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ნახეთ რა უნდა გააკთოთ ამისთვის – თუ ღვიძლის დაზიანების თავიდან არიდება გვსურს, აუცილებელია რეგულარულად საჭირო ზომების მიღება

გულისა და ღვიძლის ორგანოიდების შექმნით, რომლებიც საკუთარ სისხლძარღვებს შეიცავს
#post_seo_title

ჯანმრთელი ღვიძლი ჯანმრთელი ორგანიზმის საწინდარია. ნახეთ რა უნდა გააკთოთ ამისთვის

თუ ღვიძლის დაზიანების თავიდან არიდება გვსურს, აუცილებელია რეგულარულად საჭირო ზომების მიღება.

ადამიანებს, რომელთაც ღვიძლის გაწმენდა ყველაზე მეტად სჭირდებათ, ხშირად აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: თავის ქრონიკული ტკივილი, ყაბზობა, კანის არაჯანსაღი ფერი, ყვითელი წრეები თვალების გარშემო, რეგულარულად ღებინების შეგრძნება, სიმძიმის განცდა მუცელში და შებერილობა. გააგრძელეთ კითხვა

ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ
#post_seo_title
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რომელი პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ ანაფილაქსიის დროს, რომ მდგომარეობა არ დამძიმდეს

ანაფილაქტიკური შოკი  – ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
#post_seo_title

“ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის” კლინიკური დირექტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში “შენი დილა” საუბრობს, რა იწვევს ანაფილაქსიას, როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება და რომელი მედიკამენტები გამოიყენება მკურნალობის ეტაპზე:

ანაფილაქსიური შოკი ერთ-ერთი ბოლო სტადიაა, როდესაც ადამიანს გონება ეკარგება. კოლაფსირდება, წნევა ვარდება და ეს უკვე სტადიურობის ნაწილია. ცალსახად მოვლენას ანაფილაქსია ჰქვია და მას სხვადასხვა ხარისხი აქვს. რომ შევაჯამოთ, როდესაც ანაფილაქსიაზე ვსაუბრობთ, ორი ორგანოთა სისტემის მონაწილეობა უნდა იყოს. ასევე, ნაცნობ ალერგენთან შეხებისას წნევა უნდა ვაკონტროლოთ. მაგალითად, თუ ადამიანმა იცის, რომ ფუტკარზე აქვს ანაფილაქსია. თუ მას ფუტკარმა განმეორებით უკბინა და წნევას 90/ 70-ზე ატარებს, თუ წნევა 27-30 ერთეულით დაეცემა, ყოველგვარი კანის გამონაყარის გარეშეც შეიძლება, ნაცნობ ალერგენთან შეხვედრისას ვთქვათ, რომ ანაფილაქსია განვითარდა. მარტო წნევის ციფრის შემცირებაც შეიძლება, ანაფილაქსიის დიაგნოზის საფუძველი იყოს.

როგორია მკურნალობის მეთოდი?
არჩევის მედიკამენტი მხოლოდ ეპინეფრინი ანუ ადრენალინია. სხვა წამალი მოქმედებას აგვიანებს.

ხშირად ადამიანები, რომლებსაც ეს რეაქცია ემართებათ, ადეკვატურად აღჭურვილნი არ არიან. როდესაც ადამიანს ანაფილაქსიური რეაქცია დაემართება, ალერგოლოგ-იმუნოლოგთან კონსულტაცია აუცილებელია.

გულდაწყვეტით ვამბობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში თვითინექტირებადი ადრენალინი არ გვაქვს. ეს არის კალმისტრები, რითაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პირველი ეპიზოდის შემდეგ პაციენტები აღჭურვილნი არიან და მათ იციან, რომელი სიმპტომის შემდეგ, როგორ, რა ადგილას გამოიყენონ ადრენალინი.

ანაფილაქსიის დროს არჩევის მედიკამენტი ადრენალინია. სუნთქვის გაძნელების ან წნევის ვარდნის დროს, ადრენალი პრობლემას მომენტალურად აგვარებს. არც ერთი სხვა მედიკამენტი ასეთ მყისიერ რეაქციას არ იძლევა.

ზოგმა ადამიანმა საერთოდ არ იცის, რომ ანაფილაქსია გადაიტანა. თუ კანზე გამოაყარა და ამ დროს გულისრევის შეგრძნება და მუცლის ძლიერი ტკივილი ჰქონდა, შესაძლოა, ახლა პირველად გაიგოს, რომ ანაფილაქსიაა.

შესაძლოა, თვითინექტირებადი ადრენალინის ტრანსპორტირება, მაგალითად, თურქეთიდან ჩამოტანა, თუმცა ძალიან ძვირია, 50 დოლარიდან 100 დოლარამდეა მისი ერთჯერადი ღირებულება. შპრიცის, რომელიც უნდა გადავაგდოთ.

ამიტომ, კოლეგები ხშირად საუბრობენ, მაგალითად, სიცილიაში, სამხრეთ იტალიაში ამბობენ, რომ ადამიანებს აფთიაქში გასაყიდ ადრენალინს ურჩევენ, რომელიც 1,5-2 ლარი ღირს. ეს აუცილებლად ექიმმა უნდა ასწავლოს, როგორ ამოიღოს ადრენალინი, რამდენ მილიგრამიანი შპრიცი გვქონდეს მზად. ადამიანმა უნდა იცოდეს, სად გააკეთოს. კუნთში კეთდება…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ყალბი დანამატების რეალობა საქართველოში – „Gravicure“-ის შემთხვევა – გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს

ყალბი დანამატების რეალობა საქართველოში – „Gravicure“-ის შემთხვევა - გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს

ყალბი დანამატების რეალობა საქართველოში – „Gravicure“-ის შემთხვევა

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) და Safe Supplements Georgia (SSG) კიდევ ერთხელ აფრთხილებს საზოგადოებას: საქართველოში აქტიურად იყიდება ყალბი და მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი საკვები დანამატები, რომელთა შორის ერთ-ერთი ტიპიური მაგალითია „Gravicure“.
რა ვნახეთ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და სერტიფიკატებში?
1. Viva Pharmaceutical Inc. (კანადა) – ოფიციალური დოკუმენტი ადასტურებს, რომ კომპანია აწარმოებდა „Gravicure“-ს 2014 წელს, რომლის ვადა ამოიწურა 2017 წლის 6 ივნისს.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დღეს გაყიდული ყველა „Gravicure“ არის მინიმუმ 8 წლით ვადაგასული პროდუქტი, რომლის რეალიზაციაც სრულიად დაუშვებელია.
2. Symbiofarm Sp. z o.o. (პოლონეთი) – წარმოდგენილი აქვს ISO 9001:2015 და Codex Alimentarius სერტიფიკატები. მაგრამ ეს სერტიფიკატები ეხება მხოლოდ კომპანიის ზოგად ხარისხის მართვის სისტემას (საკვების, კოსმეტიკის ან დანამატების წარმოებისთვის) და არა უშუალოდ „Gravicure“-ს.
შესაბამისად, სერტიფიკატები საერთოდ არ ადასტურებს ამ კონკრეტული პროდუქტის უსაფრთხოებას ან ნებადართულობას.
ბოთლის კრიტიკული შეფასება
„Gravicure“-ის ბოთლზე წარწერილია:
• Guanabana – 1000 მგ
• Curcumin – 150 მგ
• აღწერილობა: „Strong anticancer, antioxidant and hepatoprotective activity“
აქ რამდენიმე სერიოზული დარღვევაა:
•„Strong anticancer activity“ – მსგავსი მითითება საკვები დანამატისთვის კანონით აკრძალულია როგორც ევროკავშირში, ასევე კანადაში და აშშ-ში. ასეთი ფორმულირება წარმოადგენს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
•არ არის მითითებული არცერთი რეგისტრირებული ნებადართული კვებითი განცხადება (health claim).
•არ არის მოცემული წარმოების ქვეყანა, ლოტის ნომერი, GMP-ის სერტიფიკატის ნიშანი ან რეგულატორის დამადასტურებელი ინფორმაცია.
•ინგრედიენტები არ შეესაბამება EFSA-ს ნებადართული ინგრედიენტების სიას – მაგალითად, „გუანაბანა“ არ არის ნებადართული საკვებ დანამატებში ევროკავშირის ბაზარზე.
ეს ფაქტორები ცხადყოფს, რომ პროდუქტი შეესაბამება ყალბ და უკანონოდ გავრცელებულ დანამატს, რომელიც მხოლოდ მარკეტინგული სიტყვებით ცდილობს მომხმარებლის დაჯერებას.
რატომ არის ეს სახიფათო?
• პროდუქტი ვადაგასულია და მაინც რეალიზდება საქართველოში.
• სერტიფიკატები არ შეესაბამება პროდუქტს და მხოლოდ სხვა დანიშნულების დოკუმენტებია.
• ბოთლის ეტიკეტზე გამოყენებულია აკრძალული და დაუმტკიცებელი განცხადებები, რაც ქმნის მცდარ წარმოდგენას, თითქოს პროდუქტი კიბოს კურნავს.
• ასეთი დანამატების თავისუფალი გაყიდვა საქართველოში სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.
PHIG/SSG-ის რეკომენდაცია
მოვუწოდებთ მომხმარებლებს:
• არ შეიძინოთ და არ გამოიყენოთ „Gravicure“ ან მსგავსი დანამატები.
• გადაამოწმეთ დანამატების სანდოობა პლატფორმაზე: www.supplement.ge.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს:
• დაუყოვნებლივ დაიწყონ „Gravicure“-ის ამოღება ბაზრიდან.
• შეამოწმონ იმპორტიორები და ონლაინ-მაღაზიები, რომლებიც ავრცელებენ ამ პროდუქტს.
• დაინერგოს მკაცრი მექანიზმი, რათა საქართველოში არ გავრცელდეს ვადაგასული და ყალბი დანამატები.
საერთაშორისო წყაროები
1. EFSA. Guidance on the scientific requirements for health claims related to botanical substances. EFSA Journal.
2. ANSES (France). Opinion on risks related to food supplements containing plants. 2023.
3. WHO Codex Alimentarius. FAO/WHO standards for food safety.
4. Viva Pharmaceutical Inc. ოფიციალური ვებსაიტი: https://www.vivapharm.com/index.php/services/
სტატია მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) და Safe Supplements Georgia (SSG) ექსპერტთა მიერ.
ჩვენი მისიაა – დავიცვათ საზოგადოება ყალბი და საშიში დანამატებისგან.
მეტი ინფორმაცია იხილეთ:
შეიძლება იყოს მედიკამენტი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Science Based GRAVICURE Guanabana 1000 mg Curcumin 150 mg 60 Capsules Strong anticancer, antioxidant andhepatoprotectiveactivity and hepatoprotective activity C ১ਲ ১৫ നാദനരാോോൗയ്റ supplement.ge“ გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ქალებში მენოპაუზის შემდგომ პერიოდში კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ინსულტის და ამ მიზეზთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკი მცირდება

ბოსტნეული - ჯანსაღი კვების ჯანმრთელობითი სიკეთეები 
#post_seo_title

კალიუმით მდიდარი საკვები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს ასაკოვან ქალებში

მენოპაუზის შემდგომი ასაკის ქალებს შეუძლიათ ინსულტის თავიდან აცილება კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ალბერტ ეინშტეინის სამედიცინო კოლეჯის (ბრონქსი) მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალებში მენოპაუზის შემდგომ პერიოდში კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით ინსულტის და ამ მიზეზთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკი მცირდება. ამ კვლევის შედეგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალების კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობას, რადგან ეს პროდუქტები კალიუმის წყაროს წარმოადგენს. ხაზგასასმელია ისიც, რომ კალიუმის მიღება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში არა მარტო ინულტის, არამედ ნაადრევი სიკვდილიანობის რისკსაც ამცირებს.

ადრე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ კალიუმის მოხმარება ამცირებს სისხლის წნევას, მაგრამ შეუძლია თუ არა კალიუმის მიღებას ინსულტისა და სიკვდილიანობის პრევენცია, აქამდე გაურკვეველი იყო. გააგრძელეთ კითხვა

 

კვებასთან დაკავშირებული რჩევები COVID-19 -ის დროს მოზრდილთათვის

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights