ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

სურსათის ეროვნული სააგენტო მარტვილში მომხდარ ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მარტვილში მომხდარ ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

ცოფისა და სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და ცხოველთა პოპულაციის მართვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას საქართველოს სამ რეგიონში ახორციელებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ კვერნაძის განცხადებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება იმ ღონისძიებებს, რომლებსაც სააგენტო აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. მარტვილში მომხდარმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია.

„ცხოველთა ჯანმრთელობის და, შესაბამისად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების მიზნით, ზოონოზური დაავადებების საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად მილიონობით ვეტერინარულ მანიპულაციას ახორციელებს, რაც ეტაპობრივად ისახება შედეგზე. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ პროცესში აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან პრობლემის სიმძაფრის გააზრება და გადაჭრის ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა“, – განაცხადა ვასილ კვერნაძემ.

10 სექტემბრის მონაცემებით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თავშესაფარში გადაყვანილი და ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილია 2 113 ძაღლი და კატა (კახეთში – 789, აჭარაში – 513, იმერეთში – 802 ძაღლი და 9 კატა). 2085 – იდენტიფიცირებულია როგორც დოკუმენტურად, ასევე საყურე ნიშნით (28-ს ჰქონდა საყურე ნიშანი); 1 835 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.

ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა 1 863 ძაღლი/კატა, ამჟამად თავშესაფარში იმყოფება 250 ძაღლი/კატა. ყველა მათგანი ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის მიზანია ცხოველების პოპულაციის მართვა, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენცია. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოება.

პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ძალიან ცოტამ თუ იცის, ნიგვზის ღივები სასარგებლოა – იშვიათესი გამაახალგაზრდავებელი რეცეპტი: სხეულის მასშტაბური განახლება

ძალიან ცოტამ თუ იცის, ნიგვზის ღივები სასარგებლოა - იშვიათესი გამაახალგაზრდავებელი რეცეპტი: სხეულის მასშტაბური განახლება

იშვიათესი გამაახალგაზრდავებელი რეცეპტი: სხეულის მასშტაბური განახლება

ალბათ ყველას სმენია ხორბლის ღივების შესახებ, რომლებიც წყალში ჩალბობის შემდეგ 100-ჯერ უფრო სასარგებლოა. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, ნიგვზის ღივები, რომლებიც წყალში ჩალბობის შედეგად ჩნდება.

თუ ორი კვირის განმავლობაში ჩაალბობთ დარჩეულ ნიგოზს წყალში 1000 ჯერ გაიზრდება სიცოცხლის უნარიანობა. გააგრძელეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

5 აუცილებელი პროდუქტი რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს მეხსიერებას

რა უნდა ვჭამოთ დილით
#post_seo_title

5 აუცილებელი პროდუქტი რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს მეხსიერებას

ყველა ადამიანი ბრწყინვალე მეხსიერებით არ იბადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. არსებობს მთელი რიგი მარტივი ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ განავითაროთ მეხსიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ცნობილია, რომ ადამიანების 80 % რამდენიმე დღეში ივიწყებს ახლად მიღებულ ინფორმაციას. მთავარი დაბრკოლება მეხსიერების შენარჩუნებისთვის არაკონცენტრირებულობა და მრავალ ამოცანაზე ერთდროულად ფიქრია.

იმისათვის, რომ შეინახოთ გონებაში კონკრეტული ინფორმაცია, საჭიროა მთელი თქვენი ყურადღების მასზე ფოკუსირება. გააგრძელეთ კითხვა

5 ჯანსაღი პროდუქტი, რომელთა მოხმარებისასაც ზომიერებაა საჭირო

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

პოლიტიკა, მეცნიერება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა — რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად mRNA ტექნოლოგიებზე დისკუსიაში?

გიორგი ფხაკაძე
#post_seo_title

პოლიტიკა, მეცნიერება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა — რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად mRNA ტექნოლოგიებზე დისკუსიაში?

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

 სამეცნიერო პოლიტიკის დაბალანსება — სად გადის ზღვარი?

ბოლო პერიოდში აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის (Secretary of Health) განცხადებამ, რომელიც mRNA ტექნოლოგიის სახელმწიფო დაფინანსების შესაძლო შეზღუდვას შეეხებოდა, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტებში მნიშვნელოვანი დისკუსია გამოიწვია.

აღნიშნული განცხადება გაკეთდა იმ დროს, როდესაც mRNA პლატფორმები ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ სამედიცინო ინოვაციად მიიჩნევა და გამოიყენება არა მხოლოდ ინფექციური დაავადებების, არამედ ონკოლოგიური, იმუნოლოგიური და გენეტიკური პათოლოგიების სამკურნალოდ.

 რატომ არის mRNA ტექნოლოგია სამეცნიერო წინსვლის სიმბოლო?
• mRNA ტექნოლოგია არ შემოიფარგლება COVID-19-ის ვაქცინით.
ის გამოიყენება:
• კიბოს პერსონალიზებულ თერაპიებში
• გრიპის უნივერსალურ ვაქცინაში
• ჰეპატიტების, მალარიის და ზიკა ვირუსის წინააღმდეგ
• იშვიათი გენეტიკური დაავადებების სამკურნალოდ
• ბიოტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა BioNTech და Moderna, აგრძელებენ მილიარდობით ინვესტიციას ამ მიმართულებით.
• ევროკავშირმა mRNA პლატფორმები უკვე შეიყვანა სტრატეგიული ბიოდაცვის კატეგორიაში.

 რატომ შეიძლება იყოს დაფინანსების შეზღუდვა მავნე გლობალური ჯანმრთელობისთვის?
1. შეანელებს ინოვაციას — ახალი თაობის ვაქცინებისა და მკურნალობის გზების შემუშავება მნიშვნელოვნად დადგება საფრთხის წინაშე.
2. გააღრმავებს უთანხმოებას საზოგადოებაში — პოლიტიკური გზავნილები შეიძლება აღქმული იქნას როგორც ანტივაქსერული პროპაგანდა, რაც დააზიანებს საზოგადოების ნდობას მეცნიერების მიმართ.
3. შეასუსტებს პანდემიისთვის მზადყოფნას — COVID-19-ის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ტექნოლოგიური მზადყოფნა და სწრაფი რეაგირება უდიდესი მნიშვნელობისაა.
4. პოლიტიკური ზეწოლა მეცნიერებაზე უკუშედეგიანია — COVID-ის დროს, როდესაც პოლიტიკურმა ელიტამ ჩაანაცვლა სამეცნიერო მენეჯმენტი, ამას შედეგად მოჰყვა ნდობის დაკარგვა, ინფორმაციის დაბნევა და გაზრდილი სიკვდილიანობა.

 პოლიტიკოსები და მეცნიერება — სად მთავრდება ჩარევა?

სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის ფორმირება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებზე და არა საარჩევნო ინტერესებზე.
სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ეძებს გზას, რათა ანტივაქსერული განწყობები გარდაქმნას ხმებად, რაც შესაძლოა ახლანდელ კონტექსტში იძლევა მოკლევადიან მხარდაჭერას, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში დაზარალდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობა.

კითხვები და პასუხები

 არის თუ არა mRNA ტექნოლოგია უსაფრთხო?
 დიახ. ის გადის მრავალდონიან რეგულირებას და კონტროლს. კვლევები აჩვენებს მის უსაფრთხოებას და ეფექტიანობას COVID-19-ისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ.

 ნიშნავს თუ არა დაფინანსების შეწყვეტა ამ ტექნოლოგიაზე უარის თქმას?
 შესაძლოა არა დაუყოვნებლივ, მაგრამ მის განვითარებას მნიშვნელოვნად შეანელებს და გავლენას მოახდენს გლობალურ სამედიცინო პროგრესზე.

 ყველა ვაქცინა უნდა იყოს mRNA-ზე დაფუძნებული?
 არა. ტექნოლოგია მრავალფეროვანია — მაგრამ mRNA პლატფორმა ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი და პერსპექტიულია მომავალი პანდემიებისთვის.

 პროფესორის კომენტარი

„COVID-19-ის პანდემიამ გვასწავლა ერთი მწარე გაკვეთილი — როცა პოლიტიკოსები მართავენ მეცნიერებას, ზიანი ყველა ჩვენგანზე გადადის.
ახლა, როდესაც სამყარო ინვესტირებს mRNA-ის პროგრესში — დაფინანსების შემცირება არამარტო აშშ-ს, არამედ გლობალურ საზოგადოებას დაარტყამს.
ამიტომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვა უნდა განისაზღვროს არა პოლიტიკური სიმპათიებით, არამედ მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით.“

 მეტი სანდო და უახლესი სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.

 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
 Android: https://play.google.com/store/apps/details…
 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

 დაკავშირებული ინტერესების განცხადება

სტატიის ავტორი არ არის ასოცირებული არცერთი mRNA ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიასთან. სტატია ეფუძნება დამოუკიდებელ სამეცნიერო წყაროებს და წარმოადგენს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და სამეცნიერო პროგრესის მხარდაჭერის პოზიციას.
 გამოყენებული წყაროები
1. BBC News. RFK Jr says he would end funding for mRNA Covid vaccines. 2025 Aug 6. https://www.bbc.com/news/articles/cly75p9yd67o
2. WHO. mRNA vaccines: a new era in vaccinology. Bull World Health Organ. 2023.
3. Moderna Inc. Research Pipeline Overview. 2025. https://modernatx.com
4. Nature Reviews Drug Discovery. mRNA platforms beyond COVID. 2024;23(2):79-81.
5. European Commission. HERA strategy for pandemic preparedness. 2024.
6. Johns Hopkins Bloomberg School of Public Health. Politics and pandemic response: lessons from COVID-19. 2023.
7. BioNTech SE. Cancer vaccine clinical trials. 2025. https://biontech.de

#drpkhakadze #აქხარისხია #შენიექიმი #გიორგიფხაკაძე #საჯანდაცვა #mRNA #ინოვაცია #პანდემია #sheniekimi #შენიამბები Giorgi Pkhakadze SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniEkimi.ge • შენი ექიმი 

შეიძლება იყოს 1 ადამიანი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

ვაქცინით მართვადი დაავადებები

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 1996 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან
#post_seo_title

ვაქცინით მართვადი დაავადებები

B ჰეპატიტი

გამომწევი ვირუსი

ინფექციური  დაავადებაა, რომელსაც იწვევს B ჰეპატიტის ვირუსი.

 გადაცემის გზები

ვირუსი ორგანიზმში  ხვდება დაზიანებული  კანის და/ან ლორწოვანი გარსის საშუალებით  ინფიცირებულის სისხლთან  ან ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით, კერძოდ:  სქესობრივი კონტაქტით,  საინექციო ნარკოტიკების მიღებისას  საზიარო შპრიცით,  ნემსით ან სხვა აქსესუარით სარგებლობისას, ინფიცირებული დედისგან (მშობიარობისას), ინფიცირებულის სისხლთან  ან ღია ჭრილობასთან კონტაქტით.
არ ვრცელდება  საკვებით  ან წყლით, საზიარო ჭურჭლის გამოყენებით, ძუძუთი კვებით,  ჩახუტებით, კოცნით,  ხელის ჩამორთმევით, და ა.შ.
ვირუსი გარემოში ცოცხლობს 7 დღე და ინარჩუნებს ინფიცირების უნარს. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 90 დღეა (შესაძლებელია 60-150 დღე).

სიმპტომები

ცხელება,  სისუსტე,  მადის დაქვეითება, გულისრევა,  ღებინება, მუცლის ტკივილი,  მუქი ფერის შარდი, თიხისფერი  განავალი, სახსრების ტკივილი,  სიყვითლე (მოზრდილებში), 5 წლამდე ბავშვებში, დაქვეითებული იმუნიტეტის  მქონე უფროსებში და ქრონიკულ პაციენტებში დაავადება ძირითადად  უსიმპტომოდ მიმდინარეობს ჩვილების  90%  და ბავშვების  (1-5  წელი) 25-50% უვითარდება  ქრონიკული დაავადება, დაავადება  უფრო მძიმედ მიმდინარეობს 60 წლის და უფროს პაციენტებში

გართულებები

ღვიძლის ციროზი ან კარცინომა.

ინფექციებთან ბრძოლაში პირველი წარმატებები თავად გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენამდე იქნა მიღწეული

1796 წელი – ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა (ედუარდ ჯენერი);

1799 წელი – ყვავილის საწინააღმდეგო პირველი ისტორიული ვაქცინაცია;

1885 წელი – ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა (ლუი პასტერი);

1909 წელი – მიღებული იქნა დიფთერიის ანატოქსინი, რომლის მნიშვნელობა ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის აღმოჩენას უთანაბრდება;

XX საუკუნის 20-იანი წლები – სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის აქტიურ ვაქცინათა მნიშვნელოვანი ნაწილის შემუშავება;

XX საუკუნის მეორე ნახევარი – რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიის გამოყენება ვირუსული ვაქცინების შემუშავების მიზნით;

1957 – ჯონ სოლკის მიერ შექმნილი იქნა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო
პირველი წარმატებული ვაქცინა;

1974 წელი – დასაბამი მიეცა იმუნიზაციის გაფართოებულ პროგრამას;

1978 წელს იმუნიზაცია დეკლარირებული იქნა როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების აუცილებელი კომპონენტი;

1980 წელი – ყვავილის გლობალური აღმოფხვრა;

1988 წელი – დაიწყო პოლიომიელიტის აღმოფხვრის ინიციატივა, რომელიც დასკვნით ფაზაშია;

2002 წელი – საქართველო სერთიფიცირებულია, როგორც პოლიომიელიტისგან თავისუფალი ქვეყანა;

2014 წლის განმავლობაში მსოფლიოში, დაახლოებით 115 მილიონ ჩვილს (86%) ჩაუტარდა სამი აცრა დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინით;

2014 წელს მსოფლიოს 129 ქვეყანამ მიაღწია დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის ვაქცინის მესამე დოზით 90%-იან მოცვის მაჩვენებელს;

მაგრამ ჯერ კიდევ 18.7 მილიონ ბავშვს მსოფლიოში არ უტარდება აცრები ძირითადი ვაქცინებით. მათი უმრავლესობა აფრიკაში და აზიაში ცხოვრობს;

რეგიონული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ევროპა უნდა გახდეს თავისუფალი მართვადი ინფექციებისაგან, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი ფასის ვაქცინებთან და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, თანასწორი და უნივერსალური იმუნიზაციის მომსახურებასთან მთელი სიცოცხლის მანძილზე;

საქართველოში 0-15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #01-57/ნ 19.11.2015);

სახელმწიფო უზრუნველყოფს 12 ინფექციის – B ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, როტავირუსული ინფექციის, პნევმოკოკური ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ საწინააღმდეგო ვაქცინაციას 10 ვაქცინის საშუალებით: BCG, Hep B, DPaT-Hib-HepB-IPV DPT, DT, Td, OPV, MMR, Rota და PCV;

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და პრეკვალიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით და უსაფრთხოებით;

პროგრამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, რადგან ამ ვაქცინების ღირებულებას სრულად იფარება სახელწიფო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში.

პნევმოკოკური ინფექცია

გამომწევი  ბაქტერია

გამომწვევია ბაქტერია პნევმოკოკი (Streptococcus Pneumoniae) რომელიც ჯანმრთელობისათვის სახიფათო  დაავადებების მიზეზი ხდება განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში.

გადაცემის გზები

გამომწვევი ვრცელდება  ინფიცირებულ ან მტარებელ პირთან უშუალო კონტაქტით, წვეთოვანი  გზით – ცხვირხახის ლორწოვანიდან ნერწყვის მოხვედრით  ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქ  გზებში

სიმპტომები

ცხელება,  შემცივნება, სუნთქვის გაძნელება, ხველება,  ტკივილი გულმკერდის  არეში (პნევმონია);
ცხელება,თავის ტკივილი,  ღებინება (მენინგიტი);
ცხელება,  შემცივნება (ბაქტერიემია).

გართულებები

პნევმონია, შუა ყურის ანთება, ბაქტერიემია, სინუსიტი, მენინგიტი (თავის და ზურგის ტვინის გარსების  ანთება). ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, დაავადება მიმდინარეობს საკმაოდ მძიმედ  და აუცილებელი  ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. ამ დაავადებებიდან ზოგიერთს უწოდებენ  „ინვაზიურს“, რადგან გამომწვევი აღწევს იმ ორგანოში, რომელიც ჩვეულებრივ  არ შეიცავს  მიკრობს. მაგალითად,მიკრობი  შესაძლებელია მოხვდეს სისხლის  მიმოქცევის სისტემაში, გამოიწვიოს ბაქტერიემია თავის და ზურგის ტვინის გარშემო სითხეში  და ქსოვილებში, რაც თავის მხრივ იწვევს მენინგიტს. ამ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს საკმაოდ  მძიმედ  და შესაძლებელია დასრულდეს ფატალურად.

როტავირუსული ინფექცია

გამომწევი  ბაქტერია

ვირუსით გამოწვეული ძალზე კონტაგიოზური დაავადებაა, შესაძლებელია  გახდეს ჩვილებში  და მცირეწლოვან  ბავშვებში  ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევის, ჰოსპიტალიზაციის და ფატალური გამოსავალის მიზეზი.

 გადაცემის გზები

ვირუსი ვრცელდება  ავადმყოფისაგან ფეკალურ-ორალური  გზით, დაბინძურებული ხელების,  წყლის, ნივთების, საკვების  საშუალებით. ჰიგიენის  ნორმების  დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია დაავადების პრევენციისათვის, მაგრამ არ არის საკმარისი  მისი გავრცელების კონტროლისათვის.

სიმპტომები

დიარეა,  ხშირი ღებინება, ცხელება, მუცლის ტკივილი,  მადის დაკარგვა.

გართულებები

ხშირი დიარეა და ღებინება შესაძლებელია  გაგრძელდეს  3-8  დღის განმავლობაში, დეჰიდრატაცია (ორგანიზმის გაუწყლოვნება), რაც განსაკუთრებით დიდი ზიანის მომტანია ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვებისათვის. დეჰიდრატაციის ნიშნებია: შარდვის გაძნელება, პირის და ხახის სიმშრალე,  სისუსტე.

ტეტანუსი

გამომწევი  ბაქტერია

Cclostridium tetani

გადაცემის გზები

ბაქტერია ბინადრობს  ცხოველების ფეკალიებში, ნიადაგში, მტვერში და ორგანიზმში  ხვდება დაზიანებული  კანის საფარველიდან. განსაკუთრებულად საშიშია  ნიადაგით  ან ფეკალიებით დაბინძურებული ჭრილობა,  ნაჩხვლეტი ჭრილობა,  დამწვრობა, დაჟეჟილობა და ნეკროზი.ტეტანუსი ასევე შესაძლებელია გავრცელდეს  ქირურგიული  ჩარევების, მწერებისნაკბენის, მოტეხილობების, კბილის ინფექციების, ქრონიკული წყლულების,ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარების  შედეგად.ინკუბაციური პერიოდი შესაძლებელია  იყოს 1 დღიდან რამდენიმე  თვემდე (დამოკიდებულიადაინფიცირების ხარისხზე), ჩვეულებრივ  შეადგენს  3-21 დღეს.

სიმპტომები

თავის ტკივილი,  ყბების სპაზმი,  კუნთების (ხშირად მუცლის) დაჭიმულობა და მტკივნეულობა, ყლაპვის გაძნელება, ცხელება,  ოფლიანობა,  მაღალი არტერიული წნევა.

გართულებები

ლარინგოსპაზმი, სუნთქვის  გაძნელება, ფილტვის მთავარი არტერიის დაბლოკვა სისხლის შედედებული  კოლტით (ფილტვის არტერიის ემბოლია).

ტუბერკულოზი

გამომწევი  ბაქტერია

გამომწვევია ტუბერკულოზის მიკობაქტერია (Mycobacterium Tuberculosiss), რომელიც უფრო ხშირად აზიანებს  ფილტვებს, თუმცა ასევე შესაძლოა  გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოების (თირკმელი, ხერხემალი და თავის ტვინი)  ინფექცია. სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება შესაძლებელია დასრულდეს ფატალურად.

გადაცემის გზები

ტუბერკულოზი ვრცელდება მხოლოდ ჰაერით ერთი ადამიანიდან მეორეზე. ბაქტერია გამოიყოფა ჰაერში დაავადებული ადამიანის ხველის,  ცემინების, საუბრის დროს.
ტუბერკულოზი  არ გადადის  ხელის ჩამორთმევით, საზიარო ჭურჭლით, თეთრეულით და ტუალეტით, კბილის ჯაგრისით, კოცნით.

სიმპტომები

ხველა,  რომელიც გრძელდება  3 კვირა ან მეტი,  ტკივილი გულმკერდის არეში,  სისხლიანი ან ნახველიანი ხველა,  ზოგადი სისუსტე და დაღლილობა, წონაში კლება, უმადობა, შემცივნება, ცხელება, ღამის ოფლიანობა.

ტუბერკულოზის განვითარების რისკფაქტორებია

აივ ინფექცია, მიკობაქტერიით განმეორებითი დაინფიცირება ორი წლის განმავლობაში, სხვა დაავადებები, (მაგ.  დიაბეტი), ალკოჰოლის  ან ნარკოტიკების ჭარბი მოხმარება, წარსულში  არასწორად  ჩატარებული მკურნალობა.

 ყბაყურა

გამომწევი

ვირუსით (Memps Virus) გამოწვეული კონტაგიოზური დაავადებაა.

გადაცემის გზები

ვრცელდება  წვეთოვანი  გზით, დაინფიცირებული პირისაგან ცემინების, ხველების, საუბრის  დროს და ასევე მის საყოფაცხოვრებო საგნებთან შეხებით. გადამდებია სანერწყვე  ჯირკვლების შეშუპებამდე ხუთი დღის და შეშუპების შემდეგ კიდევ ხუთი დღის განმავლობაში

სიმპტომები

ცხელება,  თავის და კუნთების  ტკივილი, დაღლილობა,  უმადობა,  ყურის ქვემოთ სანერწყვე  ჯირკვლების  ორმხრივი შეშუპება  (პაროტიტი). სიმპტომები ჩვეულებრივ  ჩნდება  დაინფიცირებიდან მე-16-18 დღეს,  თუმცა ეს პერიოდი შესაძლებელია მერყეობდეს  12-25 დღემდე.

გართულებები

ორქიტი ზრდასრულ მამაკაცებში, რაც შესაძლებელია უშვილობის  მიზეზი გახდეს, ენცეფალიტი, მენინგიტი, სიყრუე,  საკვერცხეების და/ან სარძევე ჯირკვლების  ანთება ზრდასრულ ქალებში.

წითელა – მოკლე მიმოხილვა

გამომწევი

გამომწვევია წითელას ვირუსი (Morbillivus, Measles Virus), რომელიც მაღალი კონტაგიოზურობით ხასიათდება.

წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელზე უფროსი ასაკის პირებში შესაძლებელია გახდეს სერიოზული გართულებების მიზეზი.

გადაცემის გზები

ვრცელდება  ჰაეროვანი  გზით, დაინფიცირებული პირისგან  ცემინების და ხველების  დროს.  ასევე,  ვირუსი ორი საათის  განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების  დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით.
დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის  შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის  გამავრცელებელი.

სიმპტომები

მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი.  სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება  წითელი ლაქისებრი  ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე,  მხრებზე და მთელ სხეულზე.

გართულებები

პნევმონია  (20  შემთხვევიდან ერთი) ყველაზე ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში, ენცეფალიტი/ ტვინის შეშუპება (1000 შემთხვევიდან ერთი)  მთავრდება  სმენის  დაკარგვით და უნარშეზღუდულობით, ყურის ინფექციები (10  შემთხვევიდან ერთი)  მთავრდება სმენის  დაკარგვით.
ორსულობის  პერიოდში  წითელა შესაძლებელია გახდეს  ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონის მიზეზი.

 

წითელა სახიფათო დაავადებაა! (ინფორგრაფიკა)

 

ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b (ჰიb)
 

გამომწევი  ბაქტერია

გამომწევია  ბაქტერია (Haemorphilus Iinfluenza Type b) რომელიც ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში  იწვევს დაავადებას.

გადაცემის გზები

ვრცელდება ინფიცირებულ  ან მტარებელ პირთან უშუალო კონტაქტისას, ან წვეთოვანი გზით რესპირატორული წვეთების საშუალებით ხველის ან ცემინების  დროს. ახალშობილები შესაძლებელია  დაინფიცირდნენ ბაქტერიის  შემცველი ამნიოტური სითხის მეშვეობით.შემთხვევების 3% – 6% ფატალურია,  პაციენტების 20%-ს, რომლებმაც გადაიტანეს  ჰიბ მენინგიტი აღენიშნებათ  სმენისდაკარგვა და სხვადასხვა სახის ხანგრძლივი ნევროლოგიური დარღვევები. დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია მჭიდრო კონტაქტებში, აივ ინფიცირებულებში, ნამგლისებურუჯრედული დარღვევების, ასპლენიის, სხივური თერაპიის ქვეშ მყოფ პაციენტებში.

სიმპტომები

ცხელება,  ხველა, სუნთქვის გაძნელება, შემცივნება,ოფლიანობა, თავის და კუნთების ტკივილი,  დიარეა,  ღებინება და სხვა

გართულებები

მენინგიტი, პნევმონია, ბაქტერიემია, ეპიგლოტიტი,  სეპტიცემია, სეპტიური ართრიტი,  ოსტეომიელიტი,  ცელულიტი, პერიკარდიტი, ენდოკარდიტი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობა – თამბაქოს მომხმარებელთა 82% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს

დროა, თამბაქო  წარსულს ჩაბარდეს
#post_seo_title

თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობა

მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარება  სიკვდილის ერთ–ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გლობალურად  ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების შედეგად. აქედან 600 000 პასიური მწეველობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლის ზემოქმედების) მსხვერპლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  საშუალოდ ყოველ 6 წამში 1 ადამიანი კვდება თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით.[i]

თამბაქოს მომხმარებელთა 82% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს[ii]. მსგავსად ამ ქვეყნებისა, მწეველობა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. სადღეისოდ, საქართველოში, თამბაქოს ეწევა მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 30%, ხოლო ყოველწლიურად, თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით  11 000-მდე ადამიანი იღუპება. შემაშფოთებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა იზრდება, რაც ძირითადად ქალებისა და მოზარდების ხარჯზე ხდება. საქართველოში, 14-16 წლის სკოლის მოსწავლეების 16%–ია რეგულარული მწეველია. უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავებულია თამბაქოს პირველი გასინჯვის ასაკიც, რომელიც არსებული მონაცემებით, 9 წელზე ნაკლებია. გარდა ამისა, სხვადასხვა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმყოფება თამბაქოს მეორადი კვამლის პერმანენტული და ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ. შედეგად, ”პასიური წევის“ შედეგადკი ყოველწლიურად 3000 უდანაშაულო ადამიანი იღუპება[iii] [iv]

თითქმის ყვე­ლა მწე­ველ­მა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხმარებას. განურჩევლად სიგარეტის ბრენდისა თუ ხარისხისა, ყო­ვე­ლი კოლოფი აფ­რთხი­ლებს მომ­ხმა­რე­ბელს – „მწე­ვე­ლე­ბი ად­რე კვდე­ბი­ან”, „მო­წე­ვა სე­რი­ო­ზულ ზი­ანს გა­ყე­ნებთ თქვენ და თქვენ ირ­გვლივ მყოფთ”, „მოწევა იწ­ვევს კი­ბოს”… მიუხედავად ამისა, მწეველები აგრძელებენ მოწევას. ზოგიერთს აქვს კიდეც სიგარეტის გადაგდების მცდელობა, რომელიც ხშირად წარმუმატებლად სრულდება. ეს არცაა გასაკვირი, თამბაქოზე დამოკიდებულება ქრონიკული მდგომარეობაა და შესაძლოა, საჭირო გახდეს თავის დანებების რამოდენიმე მცდელობა და სპეციალისტთან კონსულტირება. ასეთ ძლიერ დამოკიდებულებას განაპირობებს თამბაქოში შემავალი ნივთიერება – ნიკოტინური ალკალოიდი, რომელიც  მწეველებში იწვევს  ნიკოტინიზმის განვითარებასა და  ტოქსიურ ზეგავლენას.  ნიკოტინის გარდა სიგარეტში 5000–მდე ტოქსიური და კანცეროგენული  (კიბოს გამომწვევი) ნივთიერებაა. მათი უმეტესობა გაერთიანებულნი არიან ტერმინში “კუპრი”. მასში მოიაზრება ისეთი ქიმიკატები (ქიმიური შენაერთები), როგორიცაა დარიშხანი, ციანიდი და სხვა, რომელთა უმეტესობა იწვევს კიბოს[v].

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სიგარეტი გავლენას ახდენს არამხოლოდ მწეველებზე, არამედ მათ გვერდზე მყოფ არამწეველებზეც. ამის მიზეზი კი, WHO-ს მიერ „კანცეროგენად“ კლასიფიცირებული, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შემცველი მეორადი კვამლია.  სიგარეტის მოწევისას გარემოში რჩება გამოყოფილი კვამლის 2/3–ზე მეტი, რომელიც  შეიცავს 2–ჯერ მეტ ნიკოტინსა და კუპრს, ვიდრე მწეველის მიერ ჩასუნთქულ კვამლშია. ამ კვამლში შემავალი 4000–მდე ქიმიური ნივთიერებიდან კი 50–ზე მეტი კანცეროგენია.[vi]

კვლევებით დადგინდა, რომ პასიური მწეველობის შედეგად ვითარდება იგივე დაავადებები, რაც აქტიური მოწევის შედეგად. მეორადი კვამლი იწვევს გულსისხლძარღვთა და ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს, კიბოს… რაც შეეხება ბავშვებს, პასიური მწეველობა  სასუნთქი სისტემის ინფექციების, ასთმური შეტევებისა და ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების საფრთხეს ზრდის… აღმოჩნდა, რომ მწეველი მშობლების შვილებში მომატებულია კიბოს განითარების რისკი. მაგალითად, ასეთ  ბავშვებში შესამჩნევად მაღალია ჰეპატობლასტომის (ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე) სიხშირე. ეს იშვიათი დაავადება, ფიქრობენ, რომ იწყება ჯერაც მუცლადყოფნის პერიოდში. არამწეველ მშობლებთან შედარებით, ამ დაავადების განვითარების რისკი 2 ჯერ მაღალია იმ ბავშვებში, რომელთა მხოლოდ ერთი მშობელია მწეველი, ხოლო 5-ჯერ მაღალია ორივე მწეველი მშობლის შემთხვევაში. [vii] [viii] [ix]

უშუალოდ პასიური მწეველობით გამოწვეული დაავადებების გარდა, ბავშვებს, რომლებიც მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ არიან, უფრო მეტი ალბათობა აქვთ გახდნენ მწეველები. ხშირად მოზარდი, რომელიც ცდილობს თავის დამკვიდრებას, თავისი „მეს“ გამოხატვისთვის ბაძავს უფროსებს (რომლებიც მათთვის იდეალები არიან) და იწყებს მოწევას. შედეგად ვღებულობთ თამბაქოზე დამოკიდებულ კიდევ ერთ ადამიანსა და სხვადასხვა დაავადებების განვითარების საფრთხეს. კვლევებით დადგინდა, რომ  მოზარდების 50%, რომელმაც ადრეულ ასაკში დაიწყო მოწევა, ხდება რეგულარული მწეველი, იმ მოზარდთა ნახევარი, კი რომელიც გახდა რეგულარული მწეველი, იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით. WHO-ს მიხედვით ყოველდღე 18 წლამდე ასაკის 82 000-დან 99 000-მდე ახალგაზრდა ხდება რეგულარული მწეველი. ვარაუდობენ, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში თამბაქოსთან დაკავშირებული იქნება 250 მილიონი ბავშვისა და მოზარდის სიკვდილი.[x] [xi]

როგორც ვხედავთ, ხშირად მწეველები სწორედ იმ ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს აყენებენ გამოუსწორებელ ზიანს, რომელთაც ყველაზე მეტად უფრთხილდებიან. იქნებ, ღირს დავფიქრდეთ ამაზე და ამიტომაც ვუთხრათ „არა“ სიგარეტს. ამითი ჩვენ დავიცავთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებსა და საკუთარ მომავალს.

მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას იმ ეფექტური საშუალებების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ თამბაქოზე თავის   დანებების პროცესში.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო



გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

სამეგრელოში, მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა – ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა

ცოფი –  რა არის და როგორ უნდა ვმართოთ ეს სერიოზული დაავადება
#post_seo_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, დაკბინა მიმკედლებელი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ინფორმაციის მიღებისთანავე, პათოლოგიური მასალა დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნა. ლაბორატორიული გამოკვლევით, ცოფი დადასტურდა. აღნიშნული ფაქტის გამო, ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და უპატრონო და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.

მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცოფის 5 შემთხვევაა გამოვლენილი.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს; ასევე, მიმართავს ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისაგან და ცხოველების სიყვარული გამოხატონ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით, რადგან ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში.

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და დიაგნოსტიკურ ტესტირებას..

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველთა პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად და შემდგომ მათი გარემოში დაბრუნება.

დღეის მდგომარეობით, კასტრაცია/სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2000-ზე მეტ უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს ჩაუტარდა. საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ახალი კვლევა – ზოგიერთი ინფექცია გულის შეტევის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს

სისხლძარღვთა დაავადებები
#post_seo_title

ახალი კვლევის თანახმად, ზოგიერთი ინფექცია გულის შეტევის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს. აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ ინფექციები ინფარქტისადმი უფრო მოწყვლადს გვხდის, მაგრამ კონკრეტულად რა მექანიზმები მონაწილეობს ამაში, ძნელი დასადგენია.

მეცნიერებმა იმ ადამიანების არტერიული დანალექები შეისწავლეს, რომლებიც ინფარქტს ემსხვერპლნენ ან ქოლესტერინისა და სხვა ნივთიერებების ფოლაქები ქირურგიულად ამოიკვეთეს. აღმოაჩინეს, რომ ნიმუშებში ხშირად მიძინებული ბაქტერიების შრეც იყო. გაირკვა ისიც, რომ იქიდან გამოთავისუფლებულ მიკროორგანიზმებს გულის შეტევის გამოწვევა შეუძლიათ.

არტერიული დანალექების გენეტიკური სეკვენირებისა და სხვა მეთოდების მეშვეობით მკვლევრებმა გამოავლინეს ისეთი ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს პირის ღრუში ცხოვრობენ. მათ ერთგვარი ბიოშრე, კოლონია, ჰქონდათ ჩამოყალიბებული, სადაც იმუნურ სისტემასა და ანტიბიოტიკებს იმაზე უკეთ “ემალებოდნენ”, ვიდრე ინდივიდუალურად შეძლებდნენ.

ნიმუშებში ასეთი შრეები დანალექში ღრმად იყო განლაგებული, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ის გარღვეული აღმოჩნდა, რამაც იმუნური რეაქცია და ანთებითი პროცესები გამოიწვია. იქიდან გამოყოფილი ბაქტერიები ათეროსკლეროზული ფოლაქების გაგლეჯასა და ინფარქტთან დააკავშირეს.

როგორც წესი, ეს ბაქტერიები მიძინებულნი არიან, მაგრამ მათ სხვა პათოგენები ააქტიურებს, მაგალითად, ვირუსული ინფექცია. ეს იმუნური სისტემის განგაშს განაპირობებს, რაც ანთებას ედება საფუძვლად და არტერიულ დანალექს აზიანებს. შედეგად თრომბი შეიძლება წარმოიქმნას და სისხლის მიმოქცევა შეიზღუდოს, რაც ინფარქტის მაპროვოცირებელია.

თუ ამგვარი მიზეზშედეგობრივი კავშირი სხვა კვლევებითაც დადასტურდება, ეს გულის დაავადებებთან შეწინააღმდეგების უკეთესი გზების მოძიებაში დაგვეხმარება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა

გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რუსთავსა და ბოლნისში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა. ინიციატივის მიზანი სხვადასხვა დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.

გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.
სკრინინგის ძირითადი მიმართულებები საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგს, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს, არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის კონტროლს და გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასებას და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) გამოვლენას მოიცავდა.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე – მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.
აქცია რუსთავისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

მანკიერი რეალობა — როცა შენი ჯანმრთელობის მონაცემები დაუცველია!

ადამიანის სხეულის ძირითადი ბიოლოგიური პარამეტრები
#post_seo_title

მანკიერი რეალობა — როცა შენი ჯანმრთელობის მონაცემები დაუცველია!

  • წარმოიდგინე, ექიმთან მიდიხარ, მაგრამ შენი პირადი ინფორმაცია თავისუფლად ვრცელდება. სამწუხაროდ, ეს მანკიერი რეალობაა, სადაც ჯანმრთელობის მონაცემებს სათანადოდ არ იცავენ.
    შემთხვევები, რომლებიც ყოველდღე ხდება
  • ექიმთან ვიზიტისას სხვა პაციენტის პრობლემები გაიგე, მანაც შენი შეიტყო.
  • შენი დიაგნოზი ოჯახში ისე გავრცელდა, თითქოს ჩვეულებრივი ამბავია.
  • ანალიზების პასუხი შემთხვევით სხვას გაეგზავნა.
  • კლინიკის დაუცველი ბაზა ინტერნეტში გავრცელდა.
  • სტომატოლოგმა შენი ნებართვის გარეშე ფოტო გამოაქვეყნა.
  • აფთიაქის ფარმაცევტმა შენს დედას შენი ჩივილები მოუყვა.
  • მასწავლებელმა კლასში მოსწავლის ოჯახის სამედიცინო პრობლემა გაასაჯაროვა.
  • სამსახურში თანამშრომლის დიაგნოზი ყველასთვის გახდა ცნობილი.
  • ეს ყველაფერი კანონის დარღვევაა და საფრთხეს უქმნის თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებას და ჯანმრთელობას.
    რატომ არის ეს სერიოზული?
    ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი, რაც ნიშნავს:
    დიაგნოზი და მკურნალობის ისტორია
  • ბიოლოგიური და გენეტიკური მონაცემები
  • ლაბორატორიული კვლევის შედეგები
  • სამედიცინო მომსახურების ხარჯები
  • ამ მონაცემების დამუშავებისას ყველა კლინიკა, ლაბორატორია, სადაზღვევო კომპანია თუ სხვა სუბიექტი ვალდებულია დაიცვას უმაღლესი კონფიდენციალობა.
    შენი უფლებები
    თავად წყვეტ, დაესწრება თუ არა მესამე პირი ექიმთან ვიზიტს.
    ექიმი ვალდებულია დაიცვას შენი ინფორმაცია როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ.
    კლინიკამ შენი წერილობითი თანხმობის გარეშე არ უნდა გასცეს მონაცემები.
    აფთიაქმა უნდა დაიცვას შენაძენებისა და შენს შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა.
    სამედიცინო დაწესებულებამ უნდა მიიღოს ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომ მონაცემები არ გავრცელდეს.
    შენი ფოტო სოციალურ ქსელში მხოლოდ წერილობითი თანხმობით შეიძლება გამოქვეყნდეს.
    დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
    დასკვნა
    დღეს, როცა ინფორმაცია ყველაზე ძვირფასი რესურსია, პაციენტის პირადი მონაცემების დაცვა არა მხოლოდ კანონის მოთხოვნაა, არამედ ადამიანის ღირსების საკითხი.
    ერთად უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ჩვენი და სხვისი პირადი მონაცემები დაცული იქნება.
    მეტი სანდო და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
    www.sheniekimi.ge
    – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
    ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
    პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
    #drpkhakadze #აქხარისხია #შენიექიმი #accreditationge #გიორგიფხაკაძე #შენიამბები #sheni #sheniambebi @highlight Sheni.ge • შენი SheniStartup.ge • შენი სტარტაპი SheniAcademia DrPkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniXma.ge • შენი ხმა SheniStartup.ge • შენი სტარტაპი SheniPositivi.ge • შენი პოზიტივი SheniGanatleba.ge • შენი განათლება Sheni.ge • შენი SheniAmbebi.ge • შენი ამბები

    ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights