9 პროდუქტი, რომლებიც ზრდის კიბოს რისკს | 9 Foods That Increase Cancer Risk

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
რატომ არის საუზმე აუცილებელი ბავშვებისთვის: მეცნიერების მიერ დადასტურებული ფაქტები
საუზმე ბავშვის დღის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები კომპონენტია. მრავალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებიც დილას საკვებს არ იღებენ, ხშირად გამოხატავენ ნეგატიურ ემოციებს — ისინი ხდებიან გაღიზიანებულები, რთულად აკონტროლებენ ყურადღებას და აკადემიური მოსწრებით ჩამორჩებიან იმ თანატოლებს, რომლებიც სრულფასოვნად საუზმობენ.
დიეტოლოგებისა და ფსიქოლოგების თანახმად, დილის საკვების გამოტოვება პირდაპირ კავშირშია ბავშვების ქცევით და გონებრივ განვითარებასთან. მიუხედავად იმისა, რომ საუზმე მცირე დროის რესურსს მოითხოვს, მშობლების დიდი ნაწილი მაინც ტოვებს ამ მნიშვნელოვან რუტინას.
ხშირად ვიმართლებთ თავს — „სკოლაში შეჭამს“, „არ შია“, ან უბრალოდ ვერ ვასწრებთ 10–15 წუთით ადრე გაღვიძებას. მაგრამ სწორედ ამ რამდენიმე წუთით ადრე ადგომა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ბავშვის დღის წარმატებისთვის.
თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს ემოციური სტაბილურობა, კონცენტრაციის უნარი და წარმატება სასწავლო პროცესში — დილის საუზმე შეუცვლელი ნაბიჯია.
ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში “იმედის დღე” მოწვეულ სპეციალისტთან ერთად, საუზმის მნიშვნელობაზე საუბრობს:
„მრავალრიცხოვანი კვლევა არსებობს, რომ იმ ბავშვებთან, რომლებიც დილით საუზმეს არ მიირთმევენ, ემოციური ფონი გაცილებით უარესია. უფრო მეტად გაღიზიანებულები არიან და აკადემიური მოსწრებითაც ჩამორჩებიან იმ თანატოლებს, რომლებიც დილით საუზმობენ. საუზმე, თითქოს, მარტივი რამ არის. მაგრამ, 15 წუთით ადრე ადგომაც კი მშობელს დისკომფორტს უქმნის. უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ჩვენც ვცოდავთ და ვამბობთ: “არა უშავს, იყოს, სკოლაში მიირთმევს…”
პედიატრი თეა აბჟანდაძე ამობს, რომ საუზმე, რომელიც ძირითადად ნახშირწყლებითაა აწყობილი, ბავშვისთვის გემრიელია.
„საუზმისთვის იდეალური კომპონენტებია შესახებ საუბრობს:
– როდესაც საუზმეში კვერცხია, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ცილის წყაროა.
ავოკადო -ჯანსაღი ცხიმის წყაროა.
რუხი პური – ის ნელი ნახშირწყლების წყაროა და დღის განმავლობაში, სისხლში შაქრის რეგულარული დონის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
ხილი, ბოსტნეული – მათში ვიტამინებია, ასევე ბოჭკო, რომელიც კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისათვის გვჭირდება.
წყალი – ჰიდრატაციისთვის აუცილებელია.
საუზმე, რომელიც ძირითადად ნახშირწყლებითაა აწყობილი, ბავშვისთვის გემრიელია, მაგრამ რაკი ასეთი პროდუქტები შაქრის მაღალი შემცველობითაა გამორჩეული, სისხლში შაქრის დონის სწრაფ მატებას და შემდეგ, ასევე სწრაფ კლებას გამოიწვევს. შეიძლება, ბავშვი თავიდან თავს ენერგიულად გრძნობდეს, მაგრამ შემდეგ აუცილებლად დაღლილი იქნება და შიმშილის შეგრძნება მეტად გაუჩნდება.“
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
გემრიელი და ეფექტური კოქტეილი მზადდება წიწიბურას ფქვილისგან, მას აქვს მრავალი სამკურნალო თვისება.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდს მიმართავს:
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
კარდიოლოგი შერონ გეიზი განმარტავს: საათობით ჯდომა (რადგან მუშაობთ ან სახლში ისვენებთ) ასუსტებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის სწორ ცირკულაციას.
რა ხდება სხეულში მჯდომარე მდგომარეობისას?
კიდევ ერთი “გული” — ეს არის წვივის კუნთები, განსაკუთრებით “კამბალოსებრი” კუნთი. მისი შეკუმშვა ეხმარება ვენებში სისხლის გულისკენ დაბრუნებას, როდესაც ის მოდუნებულია, ვენების სარქვლები იკეტება და სისხლის უკან დაბრუნება აღარ ხდება.
თუ დიდხანს არ მოძრაობთ, ეს პროცესი წყდება და სისხლი იჭედება ფეხებში — რაც დროთა განმავლობაში იწვევს პრობლემებს:
სისხლის მიმოქცევის დარღვევას
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზრდას
ტვინის არაეფექტურად ჟანგბადით მომარაგებას
მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითებას
ქრონიკულ დაღლილობას
რეკომენდებულია ადგომა და მოძრაობა ყოველ საათში 1–2-ჯერ ან უფრო ხშირად, თუ შესაძლებელია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოფისში ან კომპიუტერთან მუშაობისას.
„ეს საჭიროა იმისთვის, რომ წვივის კუნთები გააქტიურდეს და სისხლი მოძრაობდეს სწორად,“ — ამბობს შერონ გეიზი.
თუ ხართ თვითმფრინავში ან ვერ ადგებით, შეგიძლიათ გააკეთოთ მარტივი მოძრაობა: აწიეთ თითები, მოხარეთ ტერფი ზემოთ და ქვემოთ — ეს იმეორებს სიარულის მსგავს მოძრაობას.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
რამდენჯერ უნდა ადგეთ საათში, მჯდომარე მუშაობისას – ამ თემაზე გადაცემაში, სახელწოდებით „დილა მშვიდობისა საქართველო”, რეაბილიტოლოგი, თორნიკე ჭელიძე საუბრობს:
„საჭიროა, რომ მჯდომარე მუშაობისას მინიმუმ ნახევარ საათში ან 40 წუთში ერთხელ წამოვდგეთ და გავიარ-გამოვიაროთ“.
რა ხდება სხეულში მჯდომარე მდგომარეობისას – ნახეთ გადაცემა ვრცლად:
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
აშშ-ის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ფრთხილად იყვნენ ყალბი “ლაბუბუს” თოჯინების მიმართ, რადგან რეპლიკები “მცირეწლოვანი ბავშვებისთვის დახრჩობისა და სიკვდილის სერიოზულ რისკს წარმოადგენს”. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
პროდუქტის მომხმარებელთა უსაფრთხოების კომისიამ გაფრთხილება გაავრცელა “ლაბუბუს” ყალბი თოჯინების შესახებ, რომლებსაც “ლაფუფუს” უწოდებენ. როგორც კომისიაში განმარტავენ, ყალბი თოჯინები “ადვილად იშლება პატარა ნაწილებად, რამაც შეიძლება დახრჩობის საფრთხე შექმნას“.
სააგენტოს გამომძიებლებმა ყალბი სათამაშოების დიდი პარტია აღმოაჩინეს და ფედერალური რეგულაციების დარღვევის გამო, მათი გაყიდვიდან ამოღება მოითხოვეს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, პიტერ ა. ფელდმანის განცხადებით, “ყალბი თოჯინების ადგილი ამერიკულ სახლებში არ არის“.
“არცერთ მშობელს არ უნდა აწუხებდეს სათამაშო, რომელიც ხელს შეუშლის მისი შვილის სუნთქვას. დაიცავით თქვენი შვილები და იყიდეთ მხოლოდ სანდო გამყიდველებისგან”,- აღნიშნა მან.
“ლაბუბუ” ურჩხულის მსგავსი რბილი თოჯინაა, რომელიც ხშირად გასაღების ან ჩანთის სამაგრის სახით იყიდება. თოჯინების პოპულარობა განსაკუთრებით ამ ზაფხულს გაიზარდა.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ვარიკოზული გაგანიერება ძალიან გავრცელებული პრობლემაა!
ჩვენ გაგიზიარებთ იაფ, მაგრამ ეფექტურ რეცეპტს, იგი ათავისუფლებს მტკივნეულ შეგრძნებებს, რომელიც გამოწვეულია ვარიკოზული ვენებით.
ეს გადასარევი ნარევი გეხმარებათ, თუ ფეხები ძალიან გადაღლილი გაქვთ და ტკივილი გაწუხებთ. გააგრძელეთ კითხვა

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
„სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ კვერნაძის განცხადებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება იმ ღონისძიებებს, რომლებსაც სააგენტო აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. მარტვილში მომხდარმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია.
„ცხოველთა ჯანმრთელობის და, შესაბამისად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების მიზნით, ზოონოზური დაავადებების საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად მილიონობით ვეტერინარულ მანიპულაციას ახორციელებს, რაც ეტაპობრივად ისახება შედეგზე. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ პროცესში აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან პრობლემის სიმძაფრის გააზრება და გადაჭრის ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა“, – განაცხადა ვასილ კვერნაძემ.
10 სექტემბრის მონაცემებით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თავშესაფარში გადაყვანილი და ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილია 2 113 ძაღლი და კატა (კახეთში – 789, აჭარაში – 513, იმერეთში – 802 ძაღლი და 9 კატა). 2085 – იდენტიფიცირებულია როგორც დოკუმენტურად, ასევე საყურე ნიშნით (28-ს ჰქონდა საყურე ნიშანი); 1 835 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.
ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა 1 863 ძაღლი/კატა, ამჟამად თავშესაფარში იმყოფება 250 ძაღლი/კატა. ყველა მათგანი ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის მიზანია ცხოველების პოპულაციის მართვა, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენცია. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოება.
პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.